საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია” – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში. საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად …
Tag Archives: ბსუ
ბსუ-ს მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა. დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა ბსუ-ში ერთსაფეხურიანია და ამ პროგრამაზე ძირითადად საერთაშორისო სტუდენტები სწავლობენ. „პროგრამა აქამდეც მოქმედებდა, საჭირო იყო ხელახალი აკრედიტაცია და საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ დიდი კონკურენციის ფონზე მოგვენიჭა აკრედიტაცია მომავალი 7 წლის განმავლობაში,“ – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი, …
Continue reading “ბსუ-ს მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა”
ბსუ-ს სტუდენტები: პარტიულ კანდიდატს არ მივიღებთ – თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები
დღეს, 28 ოქტომბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, რასაც თვითმმართველობის ზოგიერთი წევრი აპროტესტებს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის წევრების მცირე ჯგუფმა, მათი ინფორმირების და ჩართულობის გარეშე მიიღო ცვლილება, რამაც სხვა კანდიდატებს არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, დავით ზოიძე მონაწილეობს. სტუდენტები არჩევნების შედეგების გაბათილებას სასამართლოში აპირებენ. „ჩვენ ვაპირებთ სარჩელი შევიტანოთ …
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ბათუმის უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გამოაცხადა. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყება 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება შემდეგ მიმართულებებში: [checklist] ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო …
Continue reading “მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ბათუმის უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა”
ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმი არ აღმოჩნდა, გამოძიება გრძელდება – შსს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პოლიციამ მუშაობა დაასრულა და შენობაში დღეიდან, პირველი აგვისტოდან სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ განახლდა. პოლიცია გუშინ, 31 ივლისს, ბსუ-ს შენობაში [პირველ და მეორე კორპუსებში] ნაღმს ეძებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. 31 ივლისს, 18:00 საათზე ბსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, რუსულ ენაზე შევიდა შეტყობინება, რომ უნივერსიტეტის შენობაში ბომბი იყო. გუშინვე დაიწყო გამოძიება …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმი არ აღმოჩნდა, გამოძიება გრძელდება – შსს”
ნაღმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე შევიდა
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, დღეს 31 ივლისს, 18:00 საათზე რუსულ ენაზე შეტყობინება შევიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იყო. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა იმყოფებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შსს გადაეგზავნა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ შენობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელი რუსული ფოსტიდან იყო შეტყობინება, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ …
Continue reading “ნაღმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე შევიდა”
ბათუმის უნივერსიტეტში პოლიცია ნაღმს ეძებს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია ნაღმს ეძებს. უნივერსიტეტის შენობაში ნაღმის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათზე შევიდა. „შეტყობინება გადავუგზავნეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ადგილზე იმყოფება პოლიცია, შენობა ევაკუირებულია“- გვითხრეს პრესსამსახურში. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტში პოლიცია ნაღმს ეძებს”
ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება
16 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მე-11 საერთაშორისო ვორქშოფი“ გაიხსნება. ბსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი მაგნიტურ, ოპტიკურ, ზეგამტარ, მრავალფუნქციურ და ნანომასალებში ახალი კვლევების, მიღწევებისა და შედეგების გაცნობაა. კონფერენციაში მონაწილეობენ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის, გერმანიის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლები. „კონფერენციის ამოცანაა შექმნას …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება”
ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია
დღეს, 9 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო ფოტოგამოფენა – ევროპული მოედნები და მათი ისტორიები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. წიგნზე მუშაობდა ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი კატალინ დ. კონსტანტინი. ის საქართველოში, კერძოდ, თბილისში არსებულ მოედნებსაც სწავლობს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ საქართველოს მოედნებს შემდეგ გამოფენებში უფრო ვრცლად …
Continue reading “ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია “
ალექსანდრე მითაიშვილი ბსუ-ს კანცლერი გახდა – არჩევნები ერთი კანდიდატით
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ალექსანდრე მითაიშვილის კანდიდატურას და იგი უნივერსიტეტის კანცლერად იქნა არჩეული ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით. ალექსანდრე მითაიშვილი ბათუმის მერის მოადგილე იყო გიორგი ერმაკოვის მერობის დროს. იგი ბსუ-ს კანცლერის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ამ დრომდე უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი ჯემალ ანანიძეს ეკავა. ის კანცლერის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა და …
Continue reading “ალექსანდრე მითაიშვილი ბსუ-ს კანცლერი გახდა – არჩევნები ერთი კანდიდატით”
ბათუმის უნივერსიტეტში რუსთაველის პოემის მრავალენოვანი ონლაინპორტალი იქმნება
დღეს, 24 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, რუსთაველის პოემის მრავალენოვანი ონლაინპორტალის პრეზენტაცია გაიმართება. ონლაინპორტალი ბათუმის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში იხსნება და იგეგმება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს რუსთაველის პოემის თარგმანების სრული ვერსიის პარალელური კორპუსის შექმნას. ახალი პორტალის პრეზენტაციას ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი და პროფესორი რამაზ ხალვაში წარადგენენ. შვიდ …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტში რუსთაველის პოემის მრავალენოვანი ონლაინპორტალი იქმნება”
ხვალ ბსუ კანცლერს ირჩევს – არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობს
ხვალ, 20 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კანცლერის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს, თუმცა არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს – ბათუმის მერის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე მითაიშვილი. კონკურსში განაცხადების მიღების ვადა გუშინ ამოიწურა. „პირველ ეტაპზე აკადემიური საბჭო ახდენს კანდიდატის სამოქმედო გეგმის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმებას, შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ამის შემდგომ …
Continue reading “ხვალ ბსუ კანცლერს ირჩევს – არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობს”
ბათუმის უნივერსიტეტი ABET – ის აკრედიტაციის მოპოვებას ცდილობს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიზო ფარცხალაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკრედიტაციის მიღების მიზნით ABET-ის სიმპოზიუმს დაესწრნენ. ABET – ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის პროგრამების აკრედიტაციის წამყვანი ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყნის 752 უნივერსიტეტში 3 ათასზე მეტი პროგრამა აქვს აკრედიტებული. ABET-ის სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აკრედიტაციის პროცესის, ასევე, საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში საგანმანათლებლო კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის. სიმპოზიუმის …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტი ABET – ის აკრედიტაციის მოპოვებას ცდილობს”
600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა I და II კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით „გამოყენებული უნდა იქნას გალვანიზირებული ქარზნულად შეღებილი ლურჯი ფერის პროფნასტილის და ბრტყელი ფურცლები“. ნინოშვილის ქუჩა №35-ში მდებარე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე …
Continue reading “600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის”
რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით „სექსუალური შევიწროება?- დისკუსია სტუდენტებთან
დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თავისუფალ სივრცეში“, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, სტუდენტებს სექსუალური შევიწროების შესახებ ესაუბრა. „რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით „სექსუალური შევიწროება? “- თემაზე დისკუსია ამ კითხვით დაიწყო. იურისტის განმარტებით, ხშირად, გარკვეული სახის ქმედებები გამომდინარეობს კულტურული ფაქტორებით და უარს არ აღიქვამენ უარად. „თავს იფასებს“, – იტყვიან და ბოლომდე …
„სულ უნდა იყო გამოსავლის ძიებაში, ყველაფერი უნდა სცადო და ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს“
მიხეილ პაპუნიძემ რამდენიმე დღის წინ სკოლის წარმატებით დასრულებისთვის ოქროს მედალი მიიღო. მან სკოლა შარშან დაასრულა, თუმცა მედალი წელს გადასცეს. 19 წლის მიხეილი უკვე პირველი კურსის სტუდენტია და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს. მიხეილ პაპუნიძე შვიდი წელია რაც ეტლით მოსარგებლეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული არ იყო, …
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ეს იყო პროვოკაცია
“ეს პროვოკაცია ეტყობა დიდი ხანია მზადდება,” – უთხრა პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოსულმა ომარ მახარაძემ ჟურნალისტებს. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი დღეს, 30 მაისს გამოკითხეს. “ცუდი ფაქტია ძალიან, ეს არის ჩემს წინააღმდეგ საშინელი, ბინძური კამპანია. ეს პროვოკაცია ეტყობა გარკვეული პერიოდია მზადდება… მე გამოძიებას მივეცი ჩვენება და არ იკვეთება არანაირი დანაშაულის შემადგენლობა,” – აღნიშნა ომარ მახარაძემ. ბსუ-ს ყოფილი …
Continue reading “სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ეს იყო პროვოკაცია”
ბსუ-ში ახალ კანცლერს აირჩევენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის -კანცლერის არჩევნები გამოაცხადა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება. კანდიდატმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ამ დრომდე უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი ჯემალ ანანიძეს ეკავა. იგი კანცლერის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს და 23 ივნისს ეწურება ამ …
ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობას კვლევებში. ანა ციხელაშვილი მეთერთმეტეკლასელია, კონფერენციაში შარშან მიიღო პირველად მონაწილეობა. ჩართული იყო საგანმანათლებო სექციაში. „გავაკეთეთ მოხსენება და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს მას სახელმწიფოს მიმართ. მანამდე არ მქონდა …
Continue reading “ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი”
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს
ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს. განცხადებით ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. ომარ მახარაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრობასთან ერთად ბსუ-ში ლექციებს კითხულობდა, საკუთარმა სტუდენტმა გასულ კვირას სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ლექტორი აცხადებს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია. …
თამარ ჩუგოშვილს მიმართავს სტუდენტი, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს ქალბატონო თამარ, მოგმართავთ ბსუ-ს სტუდენტი – როგორც ქართული მედია წერს, სტუდენტი, რომელმაც თავისი ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მჭირდება თქვენი, როგორც პოლიტიკოსის, მმართველი პარტიის ლიდერის, როგორც ქალის მხარდაჭერა, რადგან ის, რაც ჩემს, 19 წლის გოგოს გარშემო ბოლო პერიოდში ხდება, არის ძალიან …
მოვიდა სქრინები სხვა სტუდენტებისგანაც – ბსუ-ს ეთიკის კომისია სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ამავე უნივერსიტეტის ლექტორისგან სტუდენტის სექსუალური შევიწროების თემას განიხილავდნენ. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ანზორ ბერიძე სხდომის დასასრულს კომისიის სახელით ადასტურებს, რომ მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები, მიიღეს დამატებითი მტკიცებულებები სხვა სტუდენტებისგანაც. „[ეს] ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს ლექტორის პოზიციას, რომ მისი ფეისბუქგვერდი გატეხილია. გვაქვს ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებები, ველოდებით მეორე …
რა სახდელს დააკისრებს ბსუ-ს ეთიკის კომისია ლექტორს – სექსუალური შევიწროება
შენიშვნა, საყვედური ან ხელშეკრულების შეწყვეტა – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი ამ სამ სახდელს ითვალისწინებს ლექტორის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში. უნივერსიტეტის ეთიკის კომისია ბსუ-ს ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დღეს, 11 საათზე შეიკრიბა. როგორც სტუდენტის ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ სტუდენტს ბულინგის თავიდან ასაცილებლად ვინაობის …
Continue reading ” რა სახდელს დააკისრებს ბსუ-ს ეთიკის კომისია ლექტორს – სექსუალური შევიწროება”
საია დაიცავს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს სტუდენტს, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შემთხვევის შესახებ „ბათუმელები“ 21 მაისს წერდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით არის დაწყებული. საია-ს ინფორმაციით, სტუდენტმა საგამოძიებო ორგანოს ჩვენება უკვე მისცა და წარუდგინა ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე დაკითხეს სხვა მოწმეები. უნივერსიტეტის სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეგულაციების შესამუშავებლად საია-მ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო …
Continue reading “საია დაიცავს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს”
აჭარაში მოქმედი არასამთავრობოების მოწოდება ბსუ-ს: ჩაგვრთეთ ეთიკის კომისიაში
აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მხრიდან სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს ეხმაურებიან და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ როგორც უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს, ასევე ბათუმის საკრებულოს მხრიდან, რადგან შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოს წევრია. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების …
Continue reading “აჭარაში მოქმედი არასამთავრობოების მოწოდება ბსუ-ს: ჩაგვრთეთ ეთიკის კომისიაში”
„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თავისი ლექტორი, ბათუმის საკრებულოს წევრი, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამავე თემაზე: „თამამი სელფი გამომიგზავნე“ -სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულო გმობს ყოველგვარ ძალადობას: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. ჩვენ დაველოდებით გამოძიების …
„თვითონ შეიჩერა სტატუსი“ – ბსუ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა. ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის განცხადებით, თუ სასამართლო გაამართლებს ლექტორს, უნივერსიტეტი მას აღუდგენს განაცდური ლექციებს, კუთვნილ ხელფასს და სტატუსს. „ეთიკის საბჭო იქნება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კანონის ზემოთ ეთიკის საბჭო არ დგას“, – აცხადებს მერაბ ხალვაში. ეთიკის საბჭო რექტორის განცხადების საფუძველზე …
Continue reading “„თვითონ შეიჩერა სტატუსი“ – ბსუ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე”
„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
თამთა მ. [სახელი შეცვლილია] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელია. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს. თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. ჯერ იყო მოკითხვა – „როგორ ხარ“. მერე – „გყავს თუ არა ძმა, …
ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს
დღეს, 18 მაისს, ბათუმში უნდა გამართულიყო საჯარო ლექცია – „17 მაისი – თავისუფლების ილუზია“. ლექციის ორგანიზატორი თავდაპირველად ამ ლექციის გამართვას ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში გეგმავდნენ. წუხელ, ანუ 17 მაისს მათ ბსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ ლექციას ვეღარ ჩაატარებდნენ. ლექცია „იდენტობამ“ გადაიტანა საჯარო ბიბლიოთეკის ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ორგანიზატორის თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორმა დღეს მათ განუცხადა: „მთავრობის აპარატიდან უნდა …
Continue reading “ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს”
ვის შეეძლება ცხოვრება ბსუ-ს ახალ საერთო საცხოვრებელში
კვირას, 5 მაისს, ბათუმში, ლეონიძის 15 ნომერში, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საერთო საცხოვრებელს გახსნის, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი. უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი ოთხსართულიანია და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. „სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები. შენობა ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და …
Continue reading “ვის შეეძლება ცხოვრება ბსუ-ს ახალ საერთო საცხოვრებელში”
ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად
დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში. დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და …
პროექტი სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად
როგორ დავეხმაროთ მეტყველებისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებს? – ამ თემაზე დღეს, 18 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ ორგანიზებით, მშობლებსა და სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში ამავე თემაზე ლექცია განათლების, მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულების ბსუ-ს სტუდენტებისთვისაც ჩატარდა. „პორტუგალიის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა სპეციალისტი, განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ სმენის პრობლემებზე მუშაობს. დღეს შეხვედრა გვქონდა …
Continue reading “პროექტი სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად”
რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს
„ლიფტი დილიდან გამოსულია მწყობრიდან (ადგილზე მისულმა გავიგე), ანუ შეუძლებელია მისი გამოყენება“, – წერს თომა კაკაბაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. „ამ ლიფტით სარგებლობის აუცილებლობა აქვს სულ რამდენიმე ადამიანს და ასეთი შემთხვევების დროს, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია სარემონტო სამუშაოებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სმს-ით, დარეკვით ან რაიმე ფორმით, რადგან ავტოტრანსპორტის არაეფექტიანად მუშაობის გამო, ისედაც 6 …
Continue reading “რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს”
შესანიშნავი დეკანი და საიმედო მეგობარი მარინა გიორგაძე იუბილარია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინე გიორგაძეს ვულოცავთ დაბადების დღის საიუბილეო თარიღს! გვინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატოთ მის მიმართ, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და შემდგომი წინსვლა. ასევე საჯაროდ გამოვთქვათ ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და ვუამბოთ ჩვენი ქალაქის საზოგადოებას, თუ როგორი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და ღირსეული პიროვნებაა ის. თითქმის სამი ათეული წელია, …
Continue reading “შესანიშნავი დეკანი და საიმედო მეგობარი მარინა გიორგაძე იუბილარია”
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად არ შეუშვეს. დაახლოებით ერთი საათის წინ ფეისბუკ ლაივში ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო, ამბობდა, რომ მას უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. „ბათუმში ვარ ჩამოსული, აუდიტორიას რა გვიღებენ, რომ ლექცია ჩავუტარო ახალგაზრდებს, პოლიტიკოსების შემოსვლა არ შეიძლებაო. სასაცილოა, მაგრამ ჩვეულებრივი …
Continue reading “ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ”
ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა არ იცის, რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში მოხვდა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის. ბსუ-ს რექტორის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები რომ დააწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სანქციების რამდენიმე მიზეზია დასახელებული – მათ შორის, „ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა“, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზების ჩატარება …