დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალებს ვებპროგრამირებას შეასწავლიან

დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის ვებპროგრამირებასა და სოციალურ მედია მარკეტინგში უფასო ტრენინგები დაიწყო. სასწავლო პროგრამა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭაში მცხოვრები ქალებისათვის ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ვებგვერდის შექმნისა და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკულ საბაზისო უნარებს შეისწავლიან. პროექტისთვის 130 ქალი შეირჩა. მონაწილეთაგან 40 საუკეთესო ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 3 მონაწილე კი ევროპაში, ტექნოლოგიებისადმი …

რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში

წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია …

„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა

„ხართ თუ არა აცრილი წითელაზე?“ – ამ კითხვას დადებითად უპასუხა ორი ათასამდე სტუდენტმა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის 28 პროცენტმა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. წითელას აცრასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ონლაინ გამოკითხვას 28 იანვრის ჩათვლით აწარმოებს. წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა აუცილებელია სტუდენტებისთვის. როგორც ბსუ-ში აცხადებენ, ცნობის წარდგენა სავალდებულოა სტუდენტებისთვის საქართველოს …

გრიპის ვირუსის გამო ბსუ სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე აჩერებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე შეაჩერებს. უნივერსიტეტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიიღო. რაც შეეხება ბათუმის საზღვაო აკადემიას, ამ დროისთვის აკადემიაშიც საგამოცდო პერიოდია. რექტორის მოადგილის ირაკლი კაცაძის ინფორმაციით, აკადემიაში ჯერჯერობით მუშაობა არ შეუჩერებიათ: „ისედაც არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და ინტენსიური შეხვედრები არ  გვაქვს. მხოლოდ …

რატომ შეწყვიტა ბსუ-მ ჟურნალ-გაზეთების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2019 წელს 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთები უნდა შეეძინა, რაზედაც 2018 წლის 7 დეკემბერს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 48 ათასი ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება გასული წლის 19 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტმა ეს ტენდერი შეწყვიტა. ბსუ-ს სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ „ჟურნალ-გაზეთების …

გირჩების გამოფენა ბათუმის უნივერსიტეტში

დღეს, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენას მართავს. გამოფენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 2018 წელს გირჩების გამოფენა მეხუთედ ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75-მდე სახეობის გირჩი. „აქვე გაიმართება გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა,“- ნათქვამია ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.

ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, გაზეთ ,,ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატიასთან „75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბსუ 2019 წელში გეგმავს, 54 რუსულია“ დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბსუ ყოველწლიურად სხვადასხვა გზით შეისყიდის სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საერთაშორისო  მონაცემთა ბაზების: Elsevier, ScienceDirect; Scopus; Clarivate Analytics; EBSCO; Cambridge Journals Online და ა.შ. პროდუქციას. აღნიშნულ ბაზებში განთავსებული ათასობით …

75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებსაც ბსუ მომავალ წელს შეიძენს, 54 რუსულია

იმ 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 2019 წელში გეგმავს, 18 ქართულია, 57 კი – უცხოენოვანი, რომელთაგან 54 რუსულია. ბსუ-ს ამ ჟურნალ-გაზეთებისთვის 48 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. უნივერსიტეტისთვის პრესის მიწოდების ვადა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, ჟურნალ – გაზეთების გამოსვლის პერიოდულობის დაცვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. „როგორც …

„ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“ – ლაშა ბაქრაძის ლექცია ბათუმში

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოს ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“. ლექცია გაიმართება უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიაში და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ლექცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.

ბსუ-ს 100 სტუდენტი ჩინეთში გაემგზავრება, თუმცა ჯერ პროგრამა მზად არ არის

აჭარის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმის უნივერსიტეტის [ბსუ] 100 სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ჯერ არც სტუდენტები შეურჩევიათ, არც გამგზავრებისა და სწავლების ვადებია დადგენილი და არც სხვა დეტალებია გარკვეული. არც ის არის ცნობილი, ვინ დააფინანსებს ამ სტუდენტების ჩინეთში ცხოვრების ხარჯებს. მთავრობის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზნით, ბათუმის …

ბავშვები და კომპიუტერული ტექნოლოგიები – თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციები ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ გაგოშიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „კომპიუტერული ტექნოლოგიები, განვითარება და შემეცნება“. ლექციის თემა შეეხება კომპიუტერული ტექნოლოგიების გავლენას ბავშვის განვითარებაზე სხვადასხვა პერიოდში – ჩვილობაში, ადრეულ ასაკში, წინასასკოლო ასაკში, შუა ბავშვობასა და გარდატეხის ასაკში. საუბარი იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე. საჯარო ლექციები გათვალისწინებულია როგორც …

სტუდენტი, რომელიც ყველაფერს ასწრებს

„დიდი მადლობა ჩემს ტელეფონს, რომელიც მახსენებს დღის განმავლობაში რა არ უნდა გამომრჩეს“, – ასე გვიხსნის 22 წლის ანა შაინიძე თავისი დროის მენეჯმენტის საიდუმლოს. ანა ასწრებს ერთდროულად სწავლას, მუშაობას, სტაჟირებას, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, მეგობრების მონახულებას და გართობასაც კი. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან მარტივად შეთავსებადია და ამაში ტელეფონში წინასწარ შედგენილი გეგმა ეხმარება. ანა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო …

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია ბსუ-ში

დღეს, 2 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 509-ე აუდიტორიაში გაიმართება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის საჯარო ლექცია თემაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები. ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2017 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. აქამდე, 2015 წლის აპრილიდან იგი ევროკავშირის სადამკვირვებლო …

ბსუ-ს სტუდენტები ნახანძრალ ტყეში ნერგებს აღარ დარგავენ

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ბორჯომის ნახანძრალ ტყეში ნაძვისა და ფიჭვის ნერგებს ვერ დარგავენ. მათ ნერგების დარგვის უფლება ბორჯომის პლატოზე მიეცემათ. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ნახანძრალ ტყეში ხეების დარგვა სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება. არც ფიჭვისა და მუხის ნერგების დარგვაა ამ ზონაში შესაძლებელი, რადგან ბორჯომის ტყეში მხოლოდ შავი ფიჭვი და კავკასიური სოჭი ირგვება“, …

ბსუ-ს სტუდენტები ბორჯომის ტყეში 800 ნერგს დარგავენ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 3 ნოემბერს ბორჯომში თავიანთი ხელით გამოყვანილ ნერგებს დარგავენ. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში გვეუბნებიან, ფიჭვის, სოჭის, ნაძვისა და ქართული მუხის ნერგები უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ სათბურშია გამოყვანილი. „დავრგავთ 800-მდე ნერგს, რომლებიც სტუდენტებმა თავიანთ ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად გამოიყვანეს. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩითილების გაზრდა. ნერგები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და 2017 წელს გაჩენილი ხანძრების დროს განადგურებული …

103 სტუდენტი, რომლებმაც აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება მიიღეს (სია)

აჭარის განათლების სამინისტრომ  „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები გამოავლინა. საკონკურსო კომისიამ 103 სტუდენტი დაასახელა გამარჯვებულად. მათ შორის, პირველი საფეხურის 90 და მეორე საფეხურის 13 სტუდენტი. კონკურსში მონაწილეობდა 2015, 2016 და 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული 117  სტუდენტი. მათ შორის …

 „ერაზმუს+“: პროგრამა 6 მილიონი ევროთი გაიზარდა, გაცვლითი პროგრამებით 800-მდე პირი ისარგებლებს

„ერაზმუს +“ საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაიზარდა. ეს თანხა ევროკავშირმა საქართველოს სპეციალურად გამოუყო 2018-2020 წლებისთვის. მომდევნო ორ წელში საქართველოს დამატებით 800-მდე სასტიპენდიო გაცვლის საშუალება მიეცემა. „ერაზმუს+“ საგრანტო პროგრამის მენეჯერი ნინო ურუშაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგრანტო პროგრამა ქართველ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, 33 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტებში სასტიპენდიო პროგრამით ისარგებლონ. თანხა …

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი სკამების შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1000-მდე სკამის შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს. ტენდერის თანახმად, 1000 ცალამდე საოფისე სკამს ტენდერში გამარჯვებულმა უნდა გამოუცვალოს ღრუბლი და ქსოვილი გადააკრას (ფერი შეთანხმებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს დაზიანებული ფირფიცარი, განაახლოს საღებავი და ა.შ. მიმწოდებელმა შესაკეთებელი სკამები უნდა წაიღოს უნივერსიტეტიდან, შეაკეთოს და დააბრუნოს უკან, უნივერსიტეტში, ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ვადაში. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 …

ვისთვის და როგორ იმუშავებს პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის Turnitin-ის პილოტირებას იწყებს. პროგრამა – „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“, ERASMUS+ – ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის ტექნიკურ დეტალებზე „ბათუმელები“ პროგრამის კოორდინატორს, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნანა მაკარაძეს ესაუბრა. ქალბატონო ნანა, რა პრინციპით იმუშავებს პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა? ამ …

ბსუ-ს ახალ კორპუსში პროფესიული სასწავლებელი და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, წელს, დეკემბერში უნდა დასრულდეს, 2019 წლის იანვარში კი შენობა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ახალ შენობაში, პირველ სართულზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ინოვაციური ცენტრი გაიხსნება, დარჩენილ სამ სართულზე კი ძირითად ადგილს პროფესიული სასწავლებელი დაიკავებს: „რეკომენდაცია გვქონდა, რომ პროფესიული სასწავლებელი გაბნეული არ იყოს უნივერსიტეტში …

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართა. უნივერსიტეტი განახლებული შვიდი სტანდარტისა  და პროცედურის მიხედვით შეფასდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 7 სტანდარტი მოიცავს:  დაწესებულების მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას;  ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას;  საგანმანათლებლო პროგრამებს; პერსონალს;  სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; …

ბსუ-ში ისტორიული ბუხრების აღდგენას აპირებენ

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველ კორპუსში ისტორიული ბუხრების აღდგენას გეგმავენ. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, უნივერსიტეტის შენობაში ბუხრები რამდენიმე ადგილზე იყო განთავსებული. „ერთი ბუხარი იქნება პირველ სართულზე, დერეფნის ბოლოში, მეორე ბუხარიც იქნება დერეფნის ბოლოში, ოღონდ მეორე სართულზე. ამჟამად ამ კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და იყო საუბარი იმაზე, რომ ამ კორპუსის ის იერ-სახე აღგვედგინა“, – …

გამოცხადდა მიღება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა მიღება 2018-2019 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამის  მიზანია დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს  მიენიჭებათ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფლება ექნებათ მიღებული კვალიფიკაციით, საქართველოს …

კონკურსი ბსუ-ში 128 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარეობს. ვაკანსია გამოცხადებული იყო 128 აკადემიურ თანამდებობაზე. კონკურსი ცხრა ფაკულტეტს ეხება. ამ დროისთვის კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია ხუთ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, კონკურსში ამდენივე პირი მონაწილეობდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ ერთმა მონაწილემ ვერ მიიღო. იურიდიულ ფაკულტეტზე 8 ვაკანტური ადგილი …

ბსუ-ში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს 29 მაისს, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გვატყობინებს, ცენტრი Erasmus+ -ის საგრანტო პროექტის -„InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education – ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვას, ინოვაციური კომპეტენციების განვითარებას, სტარტაპებისა და სპინოფების …

სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი ხე ამოთხარეს

ბათუმში, მწვანე კონცხზე არსებულ საერთო საცხოვრებლის შენობის საძირკველთან მორიგი მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს. აქ სტუდენტები ამ დრომდე ცხოვრობენ. ამოღებული ხე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში უნდა გადაიტანონ. ამ ადგილიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ საერთო საცხოვრებლის შენობასთან ერთად შეიძინა, ამ დროისთვის 4 ხეა გადასატანად გამზადებული. კომპანია „ზიმოში“ [ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები გადააქვს] გვითხრეს, რომ მათ ამ ადგილიდან …

სტუდენტური პროექტების კონკურსი ბსუ-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  „სტუდენტური პროექტების“ კონკურსს აცხადებს. სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს ორი სახის – სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული. „კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტის ბიუჯეტი – 5000 ლარს. პროექტების განხილვის …

NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ბათუმში 30 მაისს ჩამოვა

საქართველოში NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი ჩამოდის. ის საქართველოში 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან კამპანიაში – „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“. ავტომრბოლელი ქალი ბათუმში 30 მაისს იქნება და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 16:00 საათზე შეხვედრას გამართავს. ჯენიფერ კობი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოდის. ის არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, …

სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება, თანამშრომელს, ხელშეკრულება – ბსუ-ს ბრძანება თამბაქოს აკრძალვაზე

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, პირველი მაისიდან, ძალაში შევიდა ბრძანება, რომელიც სტუდენტებსა და უნივერსიტეტში დასაქმებულ ყველა პირს თამბაქოს მოხმარებას უკრძალავს არა მარტო შენობაში, არამედ უნივერსიტეტის ეზოშიც. სამართალდარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება, სტუდენტს კი შეუწყდება სტატუსი. „თამბაქოს მოწევა აკრძალულია ბსუ-ს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 30 აპრილს გამოიცა და დღეს ამოქმედდა. …

აუქციონზე ნაყიდი ევკალიპტის ხე ოპოზიციურმა პარტიებმა 4 დღეში უნდა გაიტანონ – დავა სასამართლოში

„დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონზე 20 020 ლარად შეძენილი 26 მეტრი სიმაღლის ევკალიპტის ხე მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთიდან 4 დღეში უნდა გაიტანოს. თუ ამას ვერ მოახერხებს, ფონდს მიეცემა დამატებითი დრო. თუ დამატებით დროშიც ნაკვეთიდან ხეს არ გაიტანენ, ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულება ავტომატურად მოიშლება. „დმანისის გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელი, თამთა შამათავა აცხადებს, რომ ხის ადგილზე დატოვებისთვის დავა სასამართლოში გაგრძელდება: „ჩვენ …

2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 160 ადგილზე 19 786-მა აბიტურიენტმა გააკეთა განაცხადი. პირველადი არჩევანი ბათუმის უნივერსიტეტზე 2 029 აბიტურიენტმა გააკეთა. წელს რუსთაველის უნივერსიტეტს 36 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს მიღება. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რეგისტრაციის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია:  ფინანსები, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ტურიზმი, მენეჯმენტი, ისტორია, მშენებლობა, არქიტექტურა და ფსიქოლოგია. …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია ბსუ-ში

2018 წლის 19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის, აგების თარიღის, ფუნქციური დანიშნულების და ა.შ. შესახებ. ასევე, ფაკულტეტს გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და …

განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გაერთიანდა

უნივერსიტეტების უმრავლესობამ განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გააერთიანა. როგორც ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა მაკარაძე გვეუბნება,  განათლების ინტეგრირებულ  პროგრამაზე სწავლა ხუთწლიანია და კურსდამთავრებული განათლების მაგისტრის ხარისხს აიღებს. „სპეციალობაში კი მითითებული ექნება  0-დან 4 კლასის ჩათვლით  ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი, …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკრედიტაცია გაიარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თარგმანმცოდნეობის და ტექნოლოგიური ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამებს აკრედიტაცია შვიდი წლით მიენიჭა. მიმდინარე წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის …

ბსუ-ს ახალ კორპუსს ჩინური კომპანია 2,6 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინური კომპანიის საქართველოს ფილიალს შორის, უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე ხელშეკრულება გუშინ, 21 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულების თანხა 2 660 543 ლარი და 18 თეთრია. კომპანიამ ბათუმში, ლეონიძის ქუჩა #15-ში ახალი სასწავლო კორპუსი 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა ააშენოს. სამშენებლო სამუშაოებზე ბსუ-ს 2 მილიონ 957 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ტენდერში 8 კომპანია …

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

მწვანე კონცხზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს, მრავალწლოვანი ხეა ამოთხრილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აქედან ხე ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის ამოთხარეს, რაც საერთო საცხოვრებლის შენობას, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ სტუდენტები, საფრთხეს უქმნის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ვიზუალური დათვალიერებით, შენობას ტექნიკური პრობლემა არ აქვს და შეფასება, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის …

Exit mobile version