სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე ბათუმის მერი 2025 წელს გახდა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ბათუმის მერის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან, 9 600 ლარია. 2022 წლამდე ბათუმის მერი პოლიციაში მუშაობდა. 2022 წლიდან მას ავსტრიაში საქართველოს საელჩოში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და …

მერის მოვალეობის შემსრულებელს ბათუმში ბინა არ აქვს – ვინ არის გიორგი მურვანიძე

46 წლის გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის 14 მაისს წარადგინეს. აქამდე მისი საქმიანობა არ უკავშირდებოდა თვითმმართველობას. გიორგი მურვანიძე პროფესიით იურისტია, სადოქტორო ხარისხი კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს დაცული. ღია წყაროების თანახმად, მისი სამუშაო გამოცდილება ათვლას იწყებს 2004 წლიდან, როცა ის საქართველოს პროკურატურაში უფროს გამომძიებლად დასაქმდა და იმუშავა 2006 წლამდე. …

რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს, 13 მაისს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტით გადადგა. უკვე ყოფილ მერს არც თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის და არც წასვლის მიზეზებზე უსაუბრია. არჩილ ჩიქოვანი მხოლოდ ზოგადი მადლობით შემოიფარგლა და დაწერა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ დიდი ოჯახის ერთგულ წევრად“. არჩილ ჩიქოვანის გადადგომამდე 4 აპრილს ასევე ფეისბუქზე დაწერილი პოსტით დატოვა …

წყლის სისტემის დაფინანსების შეჩერება თითოეულ ბათუმელზე აისახება – ოპოზიციის ბრიფინგი

ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსების შეჩერებას ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. მათ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს: „დუმილი ახლა დანაშაულია“. საქმე ისაა, რომ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ინფორმაციით, ბერლინმა საქართველოს მთავრობას 237 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა. გერმანიის დაფინანსებით ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მერიას უნდა მოეწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემა, …

ბათუმის მერის ხელფასი გაიზარდა და 8 760 ლარი გახდა – რატომ მოიმატა ჩიქოვანის ანაზღაურებამ 31,7%-ით

ბათუმის მერის ხელფასი ახალი წლიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 650 ლარი იყო. ანუ მერის ხელფასი იანვრიდან 31,7 პროცენტით გაიზრდება, მაშინ, როცა ქვეყნის მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იანვრიდან მხოლოდ 10 პროცენტით გაიზრდებოდა. საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ …

„ბოდიში“ – ბათუმის მერი თავის მოხსენებაში რუსეთის რუკის გამოყენებაზე

დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატურის სტატუსის მინიჭება მიულოცა. სწორედ ამ დროს სლაიდზე გამოჩნდა რუსეთის რუკა ევროკავშირის დროშის ფერებში. მოგვიანებით არჩილ ჩიქოვანმა ბოდიში მოიხადა ფაქტის გამო და შეცდომა ტექნიკურ გუნდს დაუკავშირა. „ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო, რაც ყველა ჩვენგანმა დავინახეთ ვიზუალიზაციის ნაწილში, თუმცაღა, რა …

ბათუმში 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვმა ფეხების დამწვრობა მიიღო

ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. 6 წლის ბავშვის დედამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა გასულ შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა. „ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის, იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო …

„მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

„რატომ იღებ, მერიიდან ხარ?“ – მეკითხება კაცი, რომელმაც გორგასლის ქუჩაზე, მესამე სკოლასთან ახლოს, ავტომანქანა ზებრა-გადასასვლელზე გააჩერა. როცა  გაიგო, რომ მერიიდან არ ვიყავი და ფოტოები რეპორტაჟის მოსამზადებლად მინდოდა, თავად დაიწყო კითხვების დასმა. „ადგილი რომ არ არის, მაგაზე წერ?… ამდენი სახლი რომ აშენდა და ეზო არ აქვს, ყველა ქუჩაში რომ აჩერებს მანქანას, მაგაზე წერ? – წამოდი, აბა, …

„ბათუმის ზონდერი მერი“ – ამ წარწერისთვის დაჯარიმებული კაცი სააპელაციომ გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ვაჟა თავართქილაძე – ეს ის კაცია, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. ის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის უფლებით სარგებლობისთვის დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა და ბათილად მიიჩნია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული ოქმი, რომლითაც მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული განცხადებისთვის დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, ის ვეღარ …

ვის დაუნგრიეს და ვის არა კაფეები გონიო-კვარიათში – ფულის ძალა

გონიო-კვარიათის პლაჟზე ჯერ კიდევ ნახავთ დანგრეული კაფეებისა და ბუნგალოების ნარჩენებს. ზოგან დაწყებული აქვთ ახლის მოწყობის პროცესიც. „ვითამაშეთ და მოვიგეთ“ – ამბობენ აქ და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობას გულისხმობენ. მიუხედავად იმისა, რომ შენობები მუნიციპალიტეტის კუთვნილ ნაკვეთებზე უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული, მესაკუთრეები მაინც მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ მოექცა. ამის საილუსტრაციოდ მათ რამდენიმე არგუმენტი აქვთ: პირველი არგუმენტი:  „თამაშის წესები“, …

ბულვარში, თეატრის წინ, მყვირალა დიზაინის მოზაიკის დაგებას აპირებენ

ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, ქვაფენილის შეცვლას აპირებენ. ბულვარის ადმინისტრაციამ მოზაიკური დიზაინის ქვაფენილის 3 ფოტოვერსია წარმოადგინა თავისი ფეისბუქის გვერდზე და მოსახლეობას სთხოვს, ხმა მისცენ წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან ერთ რომელიმეს. „გთხოვთ, ჩაერთოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილისთვის მოზაიკის სასურველი დიზაინის არჩევაში“, – წერს ბათუმის ბულვარი. ბულვარის მიერ წარმოდგენილ მოზაიკის ნიმუშებზე მყვირალა დიზაინის გრაფიკული ორნამენტებია გამოსახული. ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ „მსგავსი …

უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე

დღეს, 14 მარტს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვარში, ბატუტზე 9 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით. ხარაზის თქმით, უნდა დადგეს ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის პასუხისმგებლობის საკითხი. „ჩვენ მალე მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და პარალელურად, შევაგროვებთ ხელმოწერებსაც მოსახლეობაში“, – ამბობს რეზო ხარაზი. „ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დაიღუპა ატრაქციონზე. გუშინ …

ვის შეუძლია „იაფი სახლის“ პროგრამაში მონაწილეობა – შეცვლილი კრიტერიუმები

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ პროგრამაში, კონკრეტულად კი ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებში, რამდენიმე საკითხი დააზუსტა. გარდა ამისა, მერიამ, პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე #82-ში აშენებული სახლების განაწილების დაწყებამდე, ამ სახლებში ერთი კვ.მეტრის ფასი და ყოველთვიური სახდელის ოდენობა განსაზღვრა [ბინის ღირებულება]. ცვლილებები პროგრამაში ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, #82-ში აშენებულ კორპუსებში ერთი კვ.მეტრის ფასი …

ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი

„თქვენ ღამით ნახეთ, მაგრამ ვერ დაინახავთ გზაზე შუქებიც აღარ არის“, – ასე ეხმიანება მოქალაქე „ბათუმელების“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ ვითარებას ასახავს. ჩაბნელებული ქუჩები და ორმოები ბათუმში სოციალურ ქსელში ხშირად არის მწვავე დისკუსიის საგანი, ზოგჯერ კი შესაბამისი უწყებების [ვისაც ქალაქის მოვლა-პატრონობა ევალება] კრიტიკის და დაცინვის მიზეზიც ხდება. „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით …

ეროზიები, კუჭის წყლულები – რაზე მკურნალობენ ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს

ბათუმის დელფინარიუმმა ბოლო ტენდერი დელფინებისთვის ანტიოქსიდანტური ვიტამინის შეძენაზე 18 აგვისტოს გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19.200 ლარია. ამ ტენდერით დელფინებისთვის ვიტამინებს ყიდულობენ. სულ ახლახან კი, ბათუმის დელფინარიუმის სამ ბინადარ დელფინს კუჭის ეროზია და წყლულები აღმოაჩნდა, რამაც უკვე გამოიწვია მათი ორგანიზმების დასუსტება. ამან შეიძლება შემდგომი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა სპექტრები გააუარესოს. ამის შესახებ იმ წერილიდან ვიგებთ, რომელიც …

ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს 99-დან მხოლოდ 17 პირი გადაიხდის. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში უფრო დიდ ტერიტორიაზე აწარმოებენ, ამის ვალდებულება არც აქვთ. პლაჟი სრულად ათვისებულია, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ არც აუქციონებში მიიღეს მონაწილეობა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც eauction.ge-ზე იძებნება, მართალია დაგვიანებით, თუმცა, წელს მერიამ ელექტრონულ …

ბათუმში მგზავრობის ფასი უნდა გაძვირდეს 70 თეთრამდე? – ინტერვიუ მძღოლთან

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა ისევ 50 თეთრი ღირს. რეალურად კი მგზავრებს მძღოლები 70 თეთრს ახდევინებენ. სატრანსპორტო კომპანიების განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი, მათ შორის მატარებლით მგზავრობა, საწვავი, პირველადი საჭიროების პროდუქტები, შეუძლებელია მძღოლებმა ძველი ტარიფით გააგრძელონ მუშაობა. მძღოლების თქმით, მაშინ როცა ბათუმის საკრებულომ მგზავრობის ტარიფად 50 თეთრი განსაზღვრა, 1 ლიტრი საწვავი 1,60 ლარი …

ძველ ბათუმში ლურჯი ტენტის უკან უკანონო მშენებლობას მალავენ | ფოტო

ბათუმში, მაზნიაშვილის #26-ში, #5 საბავშვო ბაღის გვერდით, ხუთსართულიან კორპუსზე სართულს აშენებენ. მერიის ინფორმაციით კი, „დაშენება არ არის, კონსტრუქციაა“. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც 6-სართულიანი კორპუსი დგას, 207 კვადრატული მეტრია. კონსტრუქციაა თუ რაღაც სხვა, ერთი მხრიდან თუნუქით არის შეფუთული და მზიან ამინდში თვალისმომჭრელად ელავს, წინა ფასადის მხარეს კი სამშენებლო პროცესის შეფუთვა/„დამალვა“ ლურჯი ტენტით უცდიათ. თუმცა …

„გათავისუფლების ბრძანება დაწერილია“ – ბათუმის მერი ხასიას პოსტზე ავარიული სახლების შესახებ

„თემურ ხასია დღეიდან უკვე აღარ მუშაობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, გათავისუფლების ბრძანება დაწერილია უკვე,“ – აღნიშნა დღეს, 14 თებერვალს, არჩილ ჩიქოვანმა. ბათუმის მერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მერიის სპორტული ცენტრის დირექტორის, თემურ ხასიას შესახებ, რომელმაც გუშინ, მიწისძვრის შემდეგ ფეისბუქში დაწერა – „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის შეფასებით, თემურ ხასიას პოსტი …

ბათუმის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო – როგორ აპირებს ჩიქოვანი ენმ-სთან თანამშრომლობას

„მომავალი წლის ბიუჯეტი კანონმდებლობის და რეგლამენტის სრული დაცვით იქნება მიღებული ისეთი სახით, როგორსაც ამას მხარს უჭერს ჩვენი ქალაქის უმრავლესობა და მოსახლეობა,“ – აღნიშნა დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან. ის დღეს შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას, როგორც არჩეული მერი. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს იმაზეც, რომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას წინა მოწვევის საკრებულო აპირებს. ბათუმის ახალი …

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

როდის შეიკრიბება ბათუმის ახალი საკრებულო და დაიწყებს მუშაობას ახალი მერი? – თარიღის განსაზღვრა შემაჯამებელი ოქმების მიღებაზეა დამოკიდებული, საარჩევნო დავების განხილვა კი, ჯერ არ დასრულებულა. კანონმდებლობით განსაზღვრულია ვადები, რა დროში უნდა მიიღოს ცესკომ შემაჯამებელი ოქმი  და ახალი მოწვევის საკრებულოებიც მოიწვიოს. საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო იწვევს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 …

როდის ექნებათ წყალი და კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს [ვიდეო]

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოქალაქე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გარეშეა. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა – KfW 2020 წელს ბათუმისთვის ამ მიზნით 60 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს მთავრობამ კი ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაიტანა. რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება შემოერთებულ ტერიტორიებზე როგორ უნდა მიიყვანოთ წყალი …

ბათუმის მერის ნაცვლად ამერიკის ელჩი ვიცე-მერს შეხვდება – პრესსამსახური

14 ივლისს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, მედიისთვის დახურული იყო. „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ ქალაქის არჩეული მერი ამერიკის ელჩს აღარ შეხვდება. კომახიძის ნაცვლად დაგეგმილი შეხვედრა კელი დეგნანსა და ბათუმის ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს შორის გაიმართება. ჯაბა ტუღუში ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. 11 ივლისს …

ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან. დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. …

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად. დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია TV 25-მა გადაიღო კადრი, როგორ მიიღო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ SMS შეტყობინებით მითითება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან „ამბასადორი ბათუმის“ შესახებ. „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“ – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო. კადრებში ნათლად …

დავარქვათ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი? – ბათუმის მერი მრჩეველთა საბჭოს 

დაერქვას თუ არა ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩისა და სასულიერო სემინარიას შორის არსებულ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი, მოაწყოს თუ არა აჭარაში მოღვაწე „სახელოვანი  წინაპრების ხეივანი“, სადაც მათივე სკულპტურული პორტრეტები იქნება განთავსებული, სად დაიდგას 9 აპრილის მემორიალი, განათავსონ თუ არა ვარდების სკვერში პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტი და ასე შემდეგ – დაახლოებით ამ შინაარსის მიმართვებს აგზავნის ბათუმის მერი …

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“. „რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის. პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და …

„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს 

ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის  საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას  ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის …

მერი VS კმდეს – ვინ აჯანჯლებს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცებას

2019 წლის 15 მარტს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან მორიგი წერილი მიიღო, სადაც კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ დამცავი ზონების დასამტკიცებლად საჭირო დოკუმენტების მომზადებისას შპს „გეოგრაფიკის“ კვლევით დადგენილი საზღვრებით უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა განმარტება ამით არ დასრულებულა და მერის კითხვაზე – ხომ არ საჭიროებს „გეოგრაფიკის“ დოკუმენტი კიდევ ერთხელ განახლებას, რადგან მისი მომზადებიდან დღემდე ბათუმის …

„დაიცავი ძველი ბათუმის“ მიმართვა პრემიერს: კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის“ წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართავენ და მოითხოვენ, ბათუმის მერმა დაუყონებლივ გააგზავნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების  დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს: „ბატონებო, თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რომ ბათუმი რამდენიმე წელია სამშენებლო კოლაფსის ერთგვარი ცენტრია. იმას, რაც …

გააუქმებს თუ არა ბათუმის მერია k2-ის გაზრდის შესაძლებლობას – ლაშა კომახიძის განმარტება

თბილისის საკრებულომ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მშენებლებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მოსამატებლად. ცვლილების მიხედვით, k2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსივობას [შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს]. ამ აკრძალვით მესაკუთრეებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე. k2 კოეფიციენტის ინტენსიურად ზრდის შემდეგ …

ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს

საინიციატივო ჯგუფმა – „ქიმიური შეტევა ბათუმზე“, ახლახანს ბათუმის მერის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს. საინიციატივო ჯგუფი მერის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. “ამ გადაწყვეტილებით ქიმიური ტვირთები დაიმკვიდრებს თავს ქალაქ ბათუმში, რაც პირდაპირი დარტყმა იქნება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამარტო ბათუმის ტურისტულ ეკონომიკაზე, არამედ მთელი საქართველოს ტურისტულ ეკონომიკაზე.  …

მერია ქმნის ახალ ა(ა)იპს, რომელსაც უკანონო მიშენებების მოშლის უფლება ექნება

ბათუმის მერია ახალი ა(ა)იპის შექმნას გეგმავს, რომელიც საზედამხედველო სამსახურებს გააერთიანებს. მერის განმარტებით, ახალი ა(ა)იპი აღჭურვილი იქნება ტექნიკით, რაც ზედამხედველს დარღვევის გამოვლენისთანავე დაუყონებლივ რეაგირების საშუალებას მისცემს. ა(ა)იპს უკანონო მშენებლობის დაფიქსირებისას დემონტაჟის უფლება ექნება. „შესაძლოა მრავალსართულიან სახლებს ვერ შევეჭიდოთ თავიდანვე, ეს შეიძლება იყოს მცირე ტიპის, როგორიც არის აივნის, ან  სარდაფის მიშენება – თვითონ სამსახური გადაწყვეტს და კანონმდებლობაც …

ათავისუფლებს თუ არა მერია ადგილს ბულვარში მცირე ბიზნესებისგან მსხვილი ინვესტორებისთვის 

პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 14 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, შესაძლოა ტერიტორიის დათმობა მოუწიოთ. ბათუმის მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა. მოიჯარეების ვერსიით, მერია ბათუმის ბულვარში ახალგამოჩენილი მსხვილი ინვესტორებისთვის ადგილს ათავისუფლებს. მთლიანობაში საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს …

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

ვაჭრობა ქუჩაში მათი უმრავლესობისთვის ფიზიკური გადარჩენის გზაა, ისინი დღეში 12 საათზე მეტს მუშაობენ ოჯახების სარჩენად. მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი გარემოვაჭრეები არიან და მათ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე შეხვდებით. ბათუმის მერიაში კი მიიჩნევენ, რომ გარევაჭრობა ბათუმის იერსახეს ამახინჯებს. ბათუმელმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც წერეთლის, ბერიძის და ესენინის ქუჩაზე წლების მანძილზე ვაჭრობდნენ, 28 იანვრის დილას აღმოაჩინეს, რომ სამსახურის …

Exit mobile version