არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან

წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს 18 წლის ნათია ვანაძე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მეორე კურსზე სწავლობს. ნათიას არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. სტუდენტი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მივა არჩევნებზე. ნათია, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი? მინდა ეს მთავრობა დასრულდეს. ჩემი აზრით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩვენი ერთი ხმა ყველაფერს …

„აირჩიე ევროპა“ – პარასკევს ბათუმში მუსიკალური აქცია გაიმართება

30 აგვისტოს, პარასკევს, 20:30 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება მუსიკალური აქცია – „აირჩიე ევროპა“. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა თაობა ერთიანდება. აღიარებული ქართველი მუსიკოსები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან, ერთობის დროა!“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე. მუსიკალურ აქციაში მონაწილეობენ:  ლანა ღოღობერიძე გოგი მესხიშვილი ნიკოლოზ რაჭველი ნინო ქათამაძე ლიზი რამიშვილი ლიზა კერესელიძე თემურიკო დიასამიძე გიორგი უშიკიშვილი ნიკალა ზუბიაშვილი ლუკა …

საკონსტიტუციო რუსული კანონის შეჩერებას განიხილავს – 4 სარჩელი პარლამენტის წინააღმდე

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. 29-30 აგვისტოს განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყდება, შეტანილი 4 სარჩელიდან რამდენს დაუშვებენ არსებით განხილვაზე. რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, 38 ოპოზიციონერ დეპუტატს, 122 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციას. ასევე, სასამართლოში სარჩელი დამოუკიდებლად შეიტანეს „მთის ამბებმა“ და სტუდია „მონიტორმა“ [კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, …

„კატასტროფულად მძიმე იქნება“ – ქართველი ემიგრანტი უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საფრთხეზე

„ამაზე ფიქრიც არ შემიძლია, რა მოხდება… უვიზო რეჟიმის შეზღუდვა კატასტროფულად მძიმე იქნება“, – გვითხრა ქართველმა ემიგრანტმა თამარ ლომიძემ, რომელიც 5 წელია იტალიაში მუშაობს. იტალიიდან გამოგზავნილი ხელფასით თამარი ოჯახს არჩენს საქართველოში და ასევე, იმ ბინის სესხს ფარავს, რომლის შეძენაც საქართველოში ყოფნის დროს ვერ შეძლო. თამარ ლომიძე ხულოს სოფელ ბეღლეთიდანაა, მარტოხელა დედაა და ემიგრაციაზე საუბრის დროს, პირველ …

თათოს ბრძოლა რუსული კანონისა და პროპაგანდის წინააღმდეგ – გოგო ევროკავშირის დროშით

ბოლო თვეებში ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში თქვენს ყურადღებას მიიქცევდა ნაწნავებიანი გოგო ორი დროშით, ხან ნელი, ხან უფრო ჩქარი სვლით, ზოგჯერ აგრესიულადაც რომ აბრახუნებს ეტლის ბორბლებს ბათუმის არაადაპტირებული ტროტუარების ბორდიურებზე ასასვლელად. ასეთ დროს უნდა მიხვდეთ, რომ გაბრაზებულია, რადგან იძულებულია შეეგუოს, რომ ბათუმის მერიამ ქუჩების მოსაწყობად დიდი ფული დახარჯა ბიუჯეტიდან, თუმცა ადაპტირებული გარემო ვერ შექმნა. თათო მახარაძე 28 …

მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია

ვიდრე პროკურატურა „მუქარების ზარების საქმეზე“ არავის სჯის, საპროტესტო აქციების „არა რუსულ კანონს“ მონაწილეებს ისევ ურეკავენ და ემუქრებიან. ერთ-ერთი, ვისაც ბათუმში წუხელ დაურეკეს, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მათე ცენტერაძეა: „დამირეკეს გინებით, ასეთი ჩმორები როგორ ხართ, ახალგაზრდებს როგორ ემუქრებით, სახლიდან თავს არ გამოგაყოფინებთო. ჩვენ არ უნდა გამოვყოთ თავი და თქვენ გაქვთ გამოსაყოფი? ვის ეშინია? მცემთ? მომკლავთ? რას მიზამთ …

როგორ ებრძვის ბათუმელი რეზერვისტი რუსულ კანონს

თუ ბათუმში რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, ციალა ქათამიძეს აუცილებლად შენიშნავდით. ის ერთ-ერთია იმ ადამიანების შორის, რომლებიც აქციებისა თუ პერფორმანსების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული. ციალა ამბობს, რომ სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, მნიშვნელოვანია გამოკვეთილი იყოს მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამა თუ იმ პროცესის მიმართ. ახლა ციალა რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძვის. …

პუტინი, სი ძინპინი, ივანიშვილი, ორბანი ან ფიცო კოლექტიური დასავლეთისთვის მიუღებელია – დუგინი

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რომელიც არაერთხელ გამოეხმაურა საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებსა და კანონთან დაკავშირებულ სახალხო პროტესტებს, საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ პოსტმოდერნის ბანაკი, იგივე „კოლექტიური დასავლეთი და მისი მარიონეტები“ მთელ დედამიწაზე ებრძვიან ტრადიციის ბანაკს. უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ღაზა, ტაივანი და მის ფარგლებს გარეთ. პოსტმოდერნული ბანაკისთვის ტრადიციონალისტი [ნარენდრა] მოდი ისეთივე მიუღებელია, როგორც პუტინი, სი ძინპინი, …

ანტირუსული აქციების გამო შსს პოლიციისთვის დამატებით 2 000 ჟილეტს იყიდის

თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია. დეპარტამენტმა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 21 მაისს მიმართა. „თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, რა …

აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ …

ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართვა მეგობრებს საქართველოში 

თარგმანი: ნიკა ბურდული ___ კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) მკვლევარი, აქვეყნებს მიმართვას თავისი მეგობრებისადმი საქართველოში:  „ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მსოფლიო თქვენ არ გიცნობთ. შეიძლება, თავადაც არ იცნობთ საკუთარ თავს. საზღვარგარეთ, საქართველოს აქვს განუვითარებელი, ემოციური, ქაოსური, დაყოფილი, სასტიკი და ზოგჯერ კრიმინალური სახელმწიფოს იმიჯი. ეს ბოლომდე მცდარი არაა, მაგრამ …

სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში …

ქართველების აქცია ტალინში რუსული კანონის წინააღმდეგ

17 მაისს ქართველმა ემიგრანტებმა ტალინში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

18 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“

18 მაისს ბათუმში განახლდება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ახალგაზრდები კვლავ მოუწოდებენ საზოგადოებას გაერთიანებისკენ. „ბათუმი ყოველთვის დგას იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება. ჩვენ ერთად, ჩვენი ერთობით ვწერთ ამ ისტორიას. მარტიანელები გელოდებით ხვალ, 18 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩაზე. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს ჩვენი ერთობა. მარტიანელებს გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ უარს …

როგორ ვიბრძვი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველ დღეს – 19 წლის ცოტნე | ვიდეო

ბათუმში დაიბადა, აქ გაიზარდა და მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს კიდეც, თუმცა არასდროს ავიწყდება გაგრა და სოხუმი – მისი მშობლების ქალაქები, სადაც არ შეუძლია წავიდეს, მოინახულოს მშობლების სახლი, ბებია-ბაბუა, მამიდები და ბიძები – ადგილები, რომელიც არ უნახავს, მაგრამ ენატრება. განცდა, რომ ვერ ჩავა მაშინ, როცა სურს და ვერ ნახავს იმას, რაც ასე შორეული, მაგრამ მშობლიურია, უჩენს ბრაზს …

ბათუმში საჯარო სკოლების მოსწავლეები რუსულ კანონს აპროტესტებენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ. სკოლის მოსწავლეები ამ წუთებში იკრიბებიან ცენტრალური პარკის შესასვლელთან. მათი თქმით საპროტესტო აქცია დღის 2 საათისთვის დაიწყება. „მეექვსე და მეათე სკოლა ვართ ჯერ გამოსული. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, არ მოგვწონს ის რაც ხდება საქართველოში. მთავრობა და პოლიცია უნდა იყოს ხალხის მხარეს, ჩვენ უნდა გვიცავდეს …

საპროტესტო აქციაზე 13 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს საპროტესტო აქციის 13 მონაწილეა დაკავებული. „პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ …

დღეს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციას სტუდენტები მართავენ, რომლებიც მეორე დღეა გაფიცული არიან და აცხადებენ, რომ არ შევლენ აუდიტორიებში მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს რუსულ კანონს. სტუდენტები აქციების გაგრძელებას იმ შემთხვევაშიც აპირებენ, თუ ხელისუფლება მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მაინც მიიღებს რუსულ კანონს. საპროტესტო მსვლელობა …

„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას“ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები უერთდებიან პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და ხვალ, 13 მაისს, პროტესტის ნიშნად, სხვა სტუდენტების მსგავსად გაიფიცებიან. „ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია არ გაგვჩენოდა პროტესტის გრძნობა. სწორედ ამიტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, რათა გავაგებინოთ ჩვენი ხმა ყველა ლექტორს, მასწავლებელს, სტუდენტს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია. სწორედ …

გაფიცვა! ბსუ-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ – პეტიცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პეტიცია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ უერთდებიან გაფიცვას. „ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე. ამ …

„ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა

კომპანია „ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა სალომე გველესიანმა გაავრცელა. „ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ. ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლებისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდის და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი …

რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა – „ამ კანონს ვერ გაიტანენ“

ირაკლი წიგნაძე, რომელიც სპეცრაზმის წევრებმა 11 მაისს ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგადაა და საშიში არაფერი სჭირს. ის მომხდარ ამბავს ასე აღწერს: „ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაეარათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა …

მედიაომბუდსმენი საგამოძიებოს – შეისწავლეთ ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტები

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნის და პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტები – აცხადებს მედიაომბუდსმენი. „დღეს, 2024 წლის 9 მაისს შესაბამის უწყებებს შევატყობინეთ „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილის და ამავე ორგანიზაციის მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, „TOK TV“ დამფუძნებელის და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის …

დღეს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“

დღეს, 9 მაისს ბათუმში, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება. მარშს სტუდენტური ორგანიზაცია „მარტიანელები“ აანონსებს. მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს …

13-15 მაისს ვეწვევი თბილისს, ევროპის ნამდვილ დედაქალაქს – მიხაელ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ 13-15 მაისს თბილისს ეწვევა ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგენთან ერთად. „13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს! ჩემთან ერთად იქნებიან კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით შეხვედრას მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და გაბედულ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან“ – წერს …

ამ კანონის მიღებით, შესაძლოა, შეწყდეს „ერაზმუს+“, როგორც ეს მოხდა რუსეთში – ბსუ-ს პროფესორი

9 მაისს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ევროპის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ავრცელებს ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე. ღონისძიების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება …

რუსული კანონი დამღუპველია ქვეყნისთვის – ემიგრანტი მასწავლებელი

ავტორი: ვაკო გოგუაძე, მასწავლებელი ჩემს 15 წლიანი კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი, ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი. ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ, პარალელურად სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ. მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს საქართველოში და ყველა ახალგაზრდას გამოვუცხადო თანადგომა. რაც დღეს ხდება დაუჯერებელი რეალობაა, თუმცა ერთიანობა …

კოლეგები ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებენ – 500-ზე მეტი მასწავლებლის განცხადება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. ლადო აფხაზავას რამდენიმე პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა 5 მაისს. იგივე პირები პედაგოგს დღესაც მიუვარდნენ საკუთარ ბინაში. „მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი …

გაიწვიეთ რუსული კანონი – საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიმართვა

„ნებისმიერი კანონი თუ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, უნდა იყოს გაწვეული“ – აცხადებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ასევე იქ მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქართველები. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გაიწვიონ რუსული  კანონი. „ჩვენ, საფრანგეთის ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ვგმობთ მშვიდობიან მანიფესტანტთა ძალადობრივი …

ქართველი იუთუბერები რუსული კანონის წინააღმდეგ

ქართველი იუთუბერები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც გმობენ რუსულ კანონს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მისი გაწვევისკენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ბრძოლაში არიან ხალხის გვერდით: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს დღევანდელ რეალობაზე და მინდა თითოეულმა ადამიანმა, ვინც ყოველდღე გამოდის საქართველოს მომავლის დასაცავად, იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და არა – ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს …

ლანჩხუთში მე-12 კლასელებმა ბოლო ზარის ფულით 2 მიკროავტობუსი უქირავეს აქციაზე წამსვლელებს

გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩიბათის და ხაჯალიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარისთვის შეგროვებული თანხებით თბილისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე წამსვლელებისთვის ორი მიკროავტობუსი იქირავეს. „შეგროვებული თანხა რაც ჰქონდათ ბოლო ზარისთვის, ამ ფულით ორი მიკროავტობუსი უქირავეს წამსვლელებს. რამდენი შეგროვდა არ ვიცი, რადგან კონკრეტული თანხები მოსწავლეებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, რაც ჰქონდათ შეგროვილი თანხა, ყველა მოახმარეს …

„დაიტოვე“ – თუ თბილისში აქციაზე წასვლა გსურთ, მაგრამ დასარჩენი არ გაქვთ

მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან. სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“. ინიციატივა ხელს შეუწყობს რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს, რადგან ადამიანები შეძლებენ თბილისში წასვლას და დარჩენას. „დაიტოვეს“ ინიციატივა მარიამ ბაბუნაშვილსგან დაიწყო. „გამარჯობა, ჩემი ორი მეგობარი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ჩამოდიან აქციაზე და შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ, ამხელა გზაზე …

უსაფრთხოების ყვითელი დონე – ონლაინ მედიას პარლამენტის შენობაში დღესაც არ შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, დღესაც, 2024 წლის 1-ელ მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ანუ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა. შეზღუდვა მოქმედებს ონლაინ მედიაზეც. „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე [მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე] დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო …

„არა რუსულ კანონს“ – 1 მაისს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სტუდენტები აქციას – „არა რუსულ კანონს“ გამართავენ. სტუდენტები 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. „დღეს, საქართველო ტირის. სამშობლოს ვჭირდებით!!! 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. დღესვე, 1-ელ მაისს, ბათუმელი აქტივისტები თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. …

სასწრაფო აცხადებს, რომ ადგილზე ბრიგადები საკმარისია, საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უარყოფს, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება. მათივე ცნობით, „ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა“, თუმცა ცენტრი არ ასახელებს კონკრეტულად რამდენი ბრიგადაა ადგილზე. საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები. სასწრაფოს ეკიპაჟებთან დაშავებული დემონსტრანტების რიგები დგას, მოქალაქეები ერთმანეთს უწევენ დახმარებას. ეკიპაჟის ნაწილს არ აქვს პირბადეები, …

როგორ მოვიქცეთ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის ფოტო/ვიდეო გადაღებისას

საპროტესტო აქციებზე ფოტო-ვიდეო გადაღება აპრობირებული მეთოდია არა მარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ პროტესტის მონაწილეების უფლებების ნებისმიერი დარღვევის დასაფიქსირებლად. ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეებმა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ საპოლიციო ძალებთან მიმართებაში ფოტო-ვიდეო გადაღების დროს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ხშირად, სწორედ დემონსტრანტების, მათი გარშემომყოფების მიერ გადაღებული ან/და მედიაში …

Exit mobile version