„მოსახლეობასთან ასეთი მასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამირან გამყრელიძის ტექსტ უცვლელად გთავაზობთ: მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და …

პირბადეს ვერ შეველევით, არ იქნება ასე – გავიღვიძებთ ხვალ და აღარ გვექნება პანდემია – გამყრელიძე

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 170 000 ადამიანია ერთდროულად ინფიცირებული კორონავირუსით. ამის შესახებ დღეს, 15 თებერვალს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. „ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან შემთხვევების რაოდენობა ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და შესაბამისად, განსაკუთრებით მოწყვლად ფენებში – იქ, სადაც არის თანმხლები ქრონიკული …

„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა. „ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი …

საქართველოში ომიკრონის 63 შემთხვევა დაფიქსირდა – გამყრელიძე

დღეს, 28 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით ომიკრონით ინფიცირების 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე თქმით, 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, მიმდინარეობს თითქმის ყველას კონტაქტების მოკვლევა და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ადამიანების უმრავლესობა აცრილია, ექვს მათგანს ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი – ანუ რეინფექციაა, მათგან …

საქართველოში ომიკრონის 24 შემთხვევაა – უახლესი ცნობები ახალი შტამის შესახებ

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 24 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველი ორი ადამიანი,  რომელთაც ომიკრონი ორშაბათს დაუდასტურდა,  24 და 26 წლის ახალგაზრდები არიან. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ – ერთს აშშ-ში, მეორეს კი – დუბაიში. „მათ ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კონტაქტი და ამ კონტაქტებიდან დავადასტურეთ …

საქართველოში 1000 ადამიანი ოთხჯერ არის აცრილი – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძე ისევ მოუწოდებს ადამიანებს აცრისკენ. მისი თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებაზე შეზღუდვები არ არსებობს. „დაახლოებით 1000-მდე ადამიანი საქართველოში აცრილია ოთხჯერ – ბევრი სტუდენტი აიცრა 4-ჯერ. ვინც ჩინური ვაქცინებით იყო აცრილი და მიემგზავრებიან სასწავლებლად ან სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში და ასეთი …

„მწვანე პასპორტი“ კოვიდის გადატანის შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ 6 თვე იყოს მოქმედი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა და ის იყოს შემცირებული 6 თვემდე. ამის შესახებ დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრების ბრიფინგზე მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა: „იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ის …

აუცრელი პირებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება შესაძლოა გადაიხედოს – გამყრელიძე

კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი განუსაზღვრელი ვადით  მიენიჭებათ მიუხედავად იმისა,  აიცრებიან თუ არა ისინი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, როდესაც თქვა, რომ  პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება და მწვანე პასპორტის არმქონე პირებს გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა შეეზღუდებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად მისაღებია მისთვის, როცა აუცრელ ადამიანებს განუსაზღვრელი ვადით ანიჭებს სახელმწიფო …

„პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ გავზრდით, იანვრამდე 200 სიცოცხლეს გადავარჩენთ“

„თუ 90-95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, პირველ იანვრამდე შეიძლება 200 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. იგივე, თუ ყველა ავიცრებით და აცრის მაჩვენებელს გავზრდით, სერიოზულად შევამცირებთ და შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას. ყოველი 500 სრულად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე” – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში. მისივე თქმით, რეგულაციებში …

კოვიდით ინფიცირდა 103 927 არასრულწლოვანი – გამყრელიძე 

ავტორი: ანა შენგელია  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15% მოზარდია – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს,  გამართულ ბრიფინგზე.   მისი თქმით, კოვიდ 19-ით  ინფიცირებულია 103 927 არასრულწლოვანი, მათგან 6979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა, ხოლო 9 მოზარდი კოვიდით გარდაიცვალა.  ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კოვიდით გარდაცვლილ არასრულწლოვნებს, სამი ჩვილის გამოკლებით, თანმხლები გენეტიკური …

რა შემთხვევაში შემცირდება კოვიდით სიკვდილიანობა – გამყრელიძის პასუხი

„ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან… მათ შორის, შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი,“ – აღნიშნა დღეს, 26 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა კორონავირუსის გამო სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე ჰკითხეს. ამირან გამყრელიძე პირდაპირ უკავშირებს ვაქცინაციას სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მან ამის საილუსტრაციოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები დაასახელა, სადაც ასევე ბოლო პერიოდში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ …

თბილისის შემდეგ აჭარა სამიზნე აცრებით მეორე ადგილზეა საქართველოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში ე.წ. იმუნიზაციის კვირეული, მარათონი დაიწყება. „ჩვენ შევარჩიეთ 68 დიდი დასახლებული პუნქტი საქართველოში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეობაა, ესაა ძირითადად სოფლები, ისე, რომ ყველა რეგიონი იყოს მოცული. ყალიბდება ჯგუფები, რომლებიც ამ სოფლებში იმუშავებენ და თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები. ვფიქრობთ, 15 ოქტომბერს დაიწყოს …

შემდეგი კვირიდან კარდაკარ ვაქცინაცია დაიწყება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან კარდაკარ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. „ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც იგეგმება პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების წახალისება, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ და როგორც C ჰეპატიტის პროგრამაზე ვიხდით დამატებით ანაზღაურებას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე, დაახლოებით ასეთი იქნება ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაშიც. რასაც დღეს ექიმები იღებენ თითოეულ …

გამყრელიძე: თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია 2021 წლის ნოემბრის ბოლოს. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 24 სექტემბერს, განაცხადა ჟურნალისტებთან. „მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა …

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდის დღევანდელი სტატისტიკა არაზუსტია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 7 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დღესვე, ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური რიცხვი არ არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. „დღევანდელი მაჩვენებელი – 1965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი,“ …

გამყრელიძე ორსულების გარდაცვალებაზე – პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან

დღეს, 27 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პანდემიის პერიოდში ორსული ქალების გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ იღუპებიან კორონავირისით დაავადებული ორსული ქალები და ხომ არ იგეგმება ორსულთა მკურნალობის პროტოკოლში რაიმე ცვლილება, გამყრელიძე ამბობს, რომ ორსულთა გარდაცვალების პრევენციის ერთადერთი გზა არის აცრა. „პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან. პანდემიის განმავლობაში, თუ არ …

შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრას ვგეგმავთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს 18 აგვისტოს, ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა დაიწყოს. „ბევრმა ქვეყანამ, თავიანთი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლიდან და ზემოთ მოზარდებს, „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე დიდი ხანია დამთავრებულია და ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია. …

გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკს

დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა პარამეტრით ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში და სიკვდილიანობის მაჩვენებელი აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია. მისივე განმარტებით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკის დროს არსებულ მაჩვენებლებს. „ახლა არის ყველა პარამეტრით დაახლოებით 70% იმისა, რაც გვქონდა პიკზე ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისგან, ჩვენ …

კოვიდით გარდაცვლილთა 99,7 პროცენტი აუცრელი იყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 3 აგვისტოს განაცხადა, რომ გაანალიზეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლები. „მინდა ერთი მთავარი გზავნილი გავაკეთო. გუშინ გაანალიზდა მთლიანად გარდაცვლილთა რაოდენობა და 99,7 პროცენტი, სამწუხაროდ, აუცრელი იყო. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე, აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი. ეს არის 0,3 ორჯერ აცრილებს შორის და 0,9 – ერთხელ აცრილებში. სრულად აცრილებში დაახლოებით …

გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაცია მისცა საკოორდინაციო საბჭოს, დაწესდეს პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება. „დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ნოემბრის დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ. ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული,“ – განაცხადა …

მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებს – გამყრელიძე

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ძალიან სერიოზული ციფრია. ინფიცირების შემთხვევებიდან 40 პროცენტში დელტა შტამი ფიგურირებს, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულია და უფრო მეტად პატარა ბავშვებს აზიანებს. საქართველოში ამ შტამით სამი ჩვილი იყო ინფიცირებული, აქედან ერთი თვის ჩვილი დღეს გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვაში ამბობენ, ორი ჩვილის …

შემოსულია „ფაიზერის“ 14 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზა – გამყრელიძე

[crosslist] Item 1 Item 2 Item 3 [/crosslist] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე შემოსულია „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა, რაც საკმარისია 14 ათასი ადამიანის ასაცრელად. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ეს პარტია საქართველომ მიიღო სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად. „ესაა პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულების, მეორე-მესამე პატრია უნდა …

ჩვენ შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში – გამყრელიძე

„ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში“ – განაცხადა დღეს, 13 ივლისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. „… ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონა ვირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი …

კოვიდვაქცინების 3%-იანი დანაკარგი გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინების 3% დანაკარგი გვაქვს. „ყველაზე მეტი დანაკარგი გვაქვს „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერის“ ნული მთელი რაღაც ნაწილია დაკარგული, სადღაც 95 დოზაზეა საუბარი და ყველაზე ნაკლები დანაკარგი გვაქვს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რესპუბლიკურში 2%-მდეა ვაქცინების დანაკარგი. ეს დანაკარგი იმას კი არ ნიშნავს, რომ სადღაც დაიკარგა, არამედ …

კოვიდზე აცრილების მხოლოდ 0,2 პროცენტი დაინფიცირდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ორი დოზით აცრილების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 0,2 პროცენტია. „ორი დოზით აცრილებში გვაქვს 0,2 პროცენტი ინფიცირების, ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტია დაახლოებით 0,8. უმრავლესი შემთხვევები არის მხოლოდ მსუბუქი, ბინაზე მკურნალობით,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს, ამირან გამყრელიძემ. კორონავირუსზე ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა …

კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მე-13 ადგილზე ვართ მსოფლიოში – გამყრელიძე

რატომ გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში? გასული წლის დეკემბერში, მაშინ, როცა დღეში კოვიდის 4000 და მეტი ახალი შემთხვევა იყო, 50-მდე პაციენტის გარდაცვალება ფიქსირდებოდა და ახლა, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა გვაქვს, დღეში 17-დან 30-მდე პაციენტის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ  კლინიკური ჯგუფი ამ ანალიზს  პირველივე დღეებიდან აკეთებს. „ლეტალობის მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, …

გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

„ივლისიდან მივიღებთ 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას, ჩვენ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება შეგვეძლება,“ – განაცხადა დღეს, 8 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველოში ივლისიდან ონლაინჯავშნის გარდა მოქალაქეები ცოცხალი რიგითაც შეძლებენ აცრის გაკეთებას. „ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში 3 …

გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე: დავაკვირდებით 10-14 დღე ეპიდსიტუაციას

დღეს, 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა ტურისტულ სეზონზე ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. „იყო მსჯელობა და მიღებულია გადაწყვეტილება, დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, 2 კვირა ეპიდსიტუაციას და მერე ვიმსჯელოთ რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. …

პიკი გადავლილია, ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება, მაგრამ… – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ნელ-ნელა მცირდება კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის. „მსოფლიოში ნელი ტემპით ეპიდსიტუაცია თანდათან მშვიდდება. საქართველოშიც ეს ტენდენცია მიჰყვება ევროპულ ტენდენციას და მაისის შუა რიცხვებიდან ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს: ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელს ბოლო 7 დღის, …

ბულვარში, სადაც ბევრი ხალხია, პირბადე უნდა გეკეთოთ – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, სავალდებულოა. „სანაპიროზე თუ ბანაობთ ზღვაში, პირბადეს ალბათ არავინ არ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი …

რა ვაქცინები შემოვა მალე – ამირან გამყრელიძის განმარტება

„43 ათასამდე აქსტრაზენეკა უნდა შემოვიდეს 15 ივნისამდე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე არაა ცნობილი როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა. „დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს, სულ გვიან ივლისის პირველ რიცხვებში, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ უნდა შემოვიდეს, შემდეგ, მესამე კვარტალში კონტრაქტი დასრულების პირას არის, …

ამირან გამყრელიძე: გამორიცხული არაა აგვისტოში კოვიდის შემთხვევების ზრდა

„არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ, ისევ დაიწყოს როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე,“ – განაცხადა დღეს, 25 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოხსნილი შეზღუდვების ფონზე რამდენად მოსალოდნელია ისევ განმეორდეს გასული წლის ზაფხულის მაჩვენებელი. ამირან გამყრელიძის თქმით, გლობალურად კორონავირუსის …

ლოქდაუნის ყველანაირი საფუძველია, ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მაჩვენებლებით უკვე ლოქდაუნი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ეკონომიკური და სხვა ფაქტორები ამის საშუალებას არ იძლევა. „დღევანდელი ეპიდსიტუაცია, რაც ახლა არის, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რომ შეაფასონ და ჩვენი ეკონომიკა იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოქდაუნი ქვეყანაში …

ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში ინდური შტამის არსებობის შესახებ. თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ინდური შტამიც დაფიქსირდეს. „ამ ინდურ შტამზე ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, რადგან ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული, იქ პრევალირებს ბრიტანული შტამი. ის ეგრეთ წოდებული ორმაგი მუტაცია, ინდურ შტამს რასაც ეძახიან, არის, …

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრა. საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაცია დღეს, 4 მაისს, იწყება. თუმცა ვაქცინას ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს მიღებული. ჯანმომ თავისი გადაწყვეტილება “სინოფარმის” შესახებ  უახლოეს ხანში უნდა გამოაქვეყნოს. “სინოფარმით” ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში ერთი კვირის წინ დაიწყო.

გამყრელიძე: პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირებში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 21 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰელსმეტრიკის მონაცემებით, საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევა. „იმატებს ყველა ინდიკატორი. 10 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევები 82%-ით გაიზარდა. ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. იცით, რომ დღეს …

Exit mobile version