მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„მწვანე პასპორტი“ კოვიდის გადატანის შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ 6 თვე იყოს მოქმედი

01.12.2021
„მწვანე პასპორტი“ კოვიდის გადატანის შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ 6 თვე იყოს მოქმედი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა და ის იყოს შემცირებული 6 თვემდე.

ამის შესახებ დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრების ბრიფინგზე მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა:

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ის იყოს შემცირებული 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ განიხილება საკითხი – ვირუსის გადატანიდან რამდენი თვის განმავლობაში შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად „მწვანე პასპორტი“:

„სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოსაზრებაა, უვადო არსად არ არის. არის 9-თვიანი, 1-წლიანი და 6-თვიანი. უმრავლეს ქვეყნებში ეს არის 6-თვიანი. ომიკრონთან მიმართებაში ფიქსირდება ახლა, რომ სასურველია ჩაითვალოს 6-თვიანი ვადა.

ბევრმა ქვეყანამ უკვე ე.წ. 3G და 4G-ს პრინციპი ამოიღო და ჩამოვიდა 2G-ს პრინციპზე, რაც ნიშნავს, რომ ამ პასპორტში  და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლაზე ვალიდურად დატოვა მხოლოდ ორჯერადი აცრა და [კოვიდის] გადატანა  6 თვის განმავლობაში. მოხსნა 72 და 24-საათიანი ანტიგენის ტესტი. ვალიდურად დატოვა მხოლოდ ორი,  იმიტომ, რომ ეს არის ზედმეტი გადაზღვევის მექანიზმი ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის.

ამაზე დღეს ეთხოვა რეკომენდაცია სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და ხვალისთვის იქნება მათი დასკვნა, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო,” – თქვა გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: