მთავარი,სიახლეები

ლოქდაუნის ყველანაირი საფუძველია, ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას – გამყრელიძე

12.05.2021 • 2391
ლოქდაუნის ყველანაირი საფუძველია, ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მაჩვენებლებით უკვე ლოქდაუნი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ეკონომიკური და სხვა ფაქტორები ამის საშუალებას არ იძლევა.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია, რაც ახლა არის, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რომ შეაფასონ და ჩვენი ეკონომიკა იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე შემოიღო ძლიერი ლოქდაუნი ქვეყანაში და ზაფხულში შეხვიდე უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით.

დღეს ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება ყველა განზომილებით.

ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს განსხვავებით გაზაფხულისა, როცა იყო რეზერვები, როცა იყო დახმარების მეტი მოლოდინი და მეტი საშუალებები და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს, ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ. „ოქროს შუალედი “და დანის პირზე სიარული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ Forbes Health-ის დისკუსიაში 11 მაისს.

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი და ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება. 11 მაისის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდვითარების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: