როგორ ეზიდებოდნენ მიწას ურმებით ბათუმის ბულვარის გასაშენებლად

ბათუმის ბულვარის ისტორია მე-19 საუკუნის დასასრულს დაიწყო. ამ დროს ბათუმში ცხოვრობდა მწერალი დავით კლდიაშვილი, რომლის მოგონებებში – „ჩემი ცხოვრების გზაზე“ ვკითხულობთ, როგორ არ სჯეროდათ ბათუმში, რომ ზღვისპირას, ქვითა და ქვიშით დაფარულ ადგილას, მცენარეების გაშენება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად სანაპიროზე ბულვარი გაშენდა. „ახლად დანიშნული პოლიცმეისტერი, ვინმე პოლკოვნიკი ვოზნოსენსკი სწორედ სასურველი პიროვნება აღმოჩნდა. დიდი ენერგია …

ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა

ბათუმის ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა. ახალმა განათებამ ბილიკები, იაპონური სტილის ხიდი და ხე-მცენარეები ღამის საათებში კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, რის გამოც აქ ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლეა.

Skate Park -ი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარი სკეიტის მოყვარულთათვის საუკეთესო სივრცეა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობით დაკავებული ახალგაზრდები ბევრგან შეგვხვდებათ, თუმცა მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ბულვარის განახლებული სკეიტპარკია. ბათუმის ბულვარი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „Skate Park Batumi”-ის ჯგუფს ჯანსაღი, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციითვის. მათ შეძლეს და გააერთიანეს ბათუმელი აქტიური სპორტის მოყვარული ბავშვები და ახალი სიცოცხლე შესძინეს ბულვარის სკეიტპარკს. ვუსურვებთ წარმატებებს „Skate Park Batumi”-ის …

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს [ვიდეო]

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს. იშვიათი ჯიშის თუთიყუშები ბულვარს ამირან მურვანიძემ აჩუქა, იგი წლებია ზოოკუთხის მოვლა-პატრონობას ხელმძღვანელობს და თითოეული ბინადარი საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარს. თუთიყუშების კუთხეს ბევრი დამთვალიერებელი და მოყვარული ჰყავს ბათუმის ბულვარში. მათი მხიარულება და ფერები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.

ბათუმის ბულვარის ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

დღეს დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის მერიას ბულვარში ჩატარებული პრევენციული სამუშაოებისთვის. Covid-19 პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ჯერ კიდევ საზაფხულო სეზონზე ზღვისპირა პარკის ვიზიტორების უსაფრთხოებას.

ბულვარმა ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული მოიპოვა

ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. ბათუმის ბულვარმა ტურიზმის დაჯილდოებაზე რეგიონის „ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის“  ტიტული წარდგენილ 13 ნომინანტს შორის მოიპოვა. გარდა ამისა, სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა მიმდინარე წელს განხორციელებული ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურული პროექტისათვის, როგორც განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა და ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობა. …

ბათუმის ბულვარი ზღაპრული ახალი წლისთვის ემზადება

წელს, ბათუმის ბულვარი ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება. სტუმრებს განსაკუთრებულად მორთული, საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებული ბულვარი დახვდებათ. ევროპის მოედნის ნაცვლად მთავარი ღონისძიებები და საახალწლო სანახაობები ზღვისპირა ბულვარში გადმოინაცვლებს. 25 დეკემბერს, კი მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საზეიმო ვითარებაში აინთება. განსაკუთრებულად ირთვება შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით იფუთება. ბათუმის ბულვარში საახალწლო სამზადისი დასრულების …

ბათუმის ბულვარი ზამთრის სეზონისათვის ემზადება

ბათუმის ბულვარში ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარის მებაღეებისა და აგრონომების ერთობლივი ძალისხმევით, სანაპირო ზოლის მთლიან პერიმეტრზე პალმების აკვრა-შეფუთვა და ახალგაზრდა ხე-მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოები სრულდება. ყინვისადმი მაღალი მგრძნობელობის მქონე მცენარეები კი შეიფუთება სპეციალური მასალით (ე.წ. ბიაზით). ზამთრის პერიოდისათვის ზღვისპირა პარკში 20 ათასზე მეტ ხე-მცენარეს, 5 ათას ძირ ფინიკისა და ქოქოსის ჯიშის პალმებს …

ბათუმის ბულვარი გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება

ბათუმის ბულვარი აგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობას. საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლების მიზნით ბათუმის ბულვარსა და „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციას“ (WISTA GEORGIA) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს EMBLAS PLUS-ის მხარდაჭერით და  ევროკავშირის დაფინანსებით საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ და ასოციაცია WISTA Georgia-ს პრეზიდენტმა …

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რვაფეხას ბათუმის ბულვარს გადასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „რვაფეხას“ მისი განკარგვის მიზნით ბულვარს გადასცემს. სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ბულვარის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს პირობებს ამ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გასატანად, მისი იჯარის წესით გასხვისების მიზნით. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებთან”  ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით …

ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა

გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა. FEE–ს პარტნიორული წევრობა სსიპ ბათუმის ბულვარს საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი უწყება. გარემოსდაცვით განათლების ფონდთან სსიპ ბათუმის ბულვარმა თანამშრომლობა მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. სწორი და ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, საჯარო უწყება სსიპ ბათუმის ბულვარი ფონდის …

ბათუმის ბულვარში სეზონური ყვავილების დარგვა დაიწყო

ბათუმის ბულვარში შემოდგომა -ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების დარგვა მიმდინარეობს. „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარები“-ს სამსახურის თანამშრომლების მიერ საყვავილე კლუმბებსა და მწვანე სივრცეებში ქრიზანთემას, ვიოლას, მიხაკისა და პრიმულას ახალი ნერგები ირგვება. დარგვით სამუშაოებამდე, არსებულ საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ამოღება, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება და სარეველებისაგან გაწმენდა. საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, ბულვარის …

ბათუმის ბულვარს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება

27 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში ღია ცის ქვეშ, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პირველად, თავისი ისტორიის მანძილზე ზღვისპირა ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ და კომპანია „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ ბალიაშვილმა მოაწერეს ხელი. „დღეს ისტორიული დღე არის, ვინაიდან ხელი მოვაწერეთ ბათუმის ბულვარის მნიშვნელოვან დოკუმენტს. …

ბათუმის ბულვარში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ჯიხურს დადგამენ

ბათუმის ბულვარი შტატგარეშე თანამშრომლებისთვის [მუშა-სპეციალისტებისთვის] დროებითი განთავსების მსუბუქი კონსტრუქციის დადგმას გეგმავს. ჯიხურს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 20 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. „შტატგარეშე თანამშრობლები ძირითადად გამწვანებაზე მუშაობენ. მათი რაოდენობა 80-მდეა. აქედან ნახევარი ძველ ბულვარში მუშაობს, ნახევარი კი ახალ ბულვარში. ძველ ბულვარში ასეთი მოსასვენებელი, გამოსაცვლელი ადგილი არის, თუმცა არ არის ახალ ბულვარში, ამიტომ ასეთი გამოსავალი …

ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნა

ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, გასართობ სივრცეში ზღაპრული გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა და სხვადასხვა აქტივობა იყო წარმოდგენილი. ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა, შეჯიბრებების მრავალი სახეობა. პატარა სტუმრებმა სიხარულით სავსე დღე გაატარეს ანიმატორებთან ერთად, გაერთნენ და საჩუქრად ნაყინებიც დააგემოვნეს. ახალი ბულვარის საბავშვო კუთხეში სრული სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ჩატარდა, …

ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

15 ივლისს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის საკონფერენციო დარბაზში ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთები განთავსდა. პროექტის მიზანს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, პირველადი სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებულობა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლა წარმოადგენს. პირველადი დახმარების გაწევის მიზნით აჭარის …

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს

14 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საფრანგეთის საელჩოები, საგანმანათლებლო და ფრანკოფონიური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისის შემდეგ, ბათუმში წელს პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბულვარმაც. ღონისძიებაზე პარიზის ხედებთან ერთად წარმოდგენილი …

ბათუმის ბულვარის განცხადება

სსიპ ბათუმის ბულვარი ზაფხულის სეზონის განმავლობაში მზადაა უფასოდ დაუთმოს სივრცე მხატვრებს და ხელოვანებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. სპეციალურად გამოყოფილი სივრცე ცენტრალურ შესასვლელთან, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე იქნა შერჩეული, კერძოდ, ბულვარის მთავარი შადრევნების მარჯვენა მხარეს მდებარე ხეივანში. სსიპ ბათუმის ბულვარის მიზანია მხატვრებისა და ხელოვანი ადამიანების შემოქმედება წარმოდგენილი იყოს არა ქაოტურად, არამედ ერთ სივრცეში და მიეცეს კოლორიტული და ტრადიციული …

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ბრენდირებული უნიფორმები გადაეცათ

ბათუმის ბულვარის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადაეცათ. დღეიდან, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის, ტექნიკურ ჯგუფისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მუშაობას ახალი ბრენდირებული უნიფორმებით აგრძელებენ. აღნიშნული უნიფორმები კორპორატიულ ბრენდ-ფერშია გაადაწყვეტილი და მასზე ბათუმის ბულვარის ახალი ლოგოტიპია გამოსახული. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე გათვლილი კომფორტული უნიფორმა გათვალისწინებულია როგორც მზიანი, ასევე წვიმიანი ამინდებისთვის. ბათუმის ბულვარმა სახელმწიფო შესყიდვა სამუშაო ტანსაცმელის, სპეცტანსაცმელისა და აქსესუარების …

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ბათუმის ბულვარმა შემეცნებითი აქტივობით აღნიშნა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში საინფორმაციო-შემეცნებითი პრეზენტაციები გაიმართა. ბათუმის ბულვარის ინიციატივითა და ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ბიომრავალფეროვნების შესახებ სკოლის 50-მდე მოსწავლეს მიეწოდა ინფორმაცია. სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, დარგის სპეციალისტებმა საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციები წარმოადგინეს. საინფორმაციო შეხვედრამ მოიცვა ბულვართან და გარემოსთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანი და ბუნება, ეკოლოგიური პრობლემები, მყარი ნარჩენების …

ირაკლი ჯინჭარაძე უკრაინაში ლურჯი დროშის მიღების გამოცდილებას გაეცნო

„ლურჯი დროშის“ პროექტის ფარგლებში, სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე უკრაინაში, კერძოდ, ოდესის ოლქის ზღვისპირა ქალაქებში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე სანაპირო ზოლს ლურჯი დროშის სტატუსი მიენიჭა. ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად, უკრაინაში იმყოფებოდა ბათუმის ბულვარის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი დავით გამრეკელაშვილი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯაბა ბერიძე. ირაკლი ჯინჭარაძემ საქმიანი შეხვედრები გამართა იმ არასამთავრობო და …

ბულვარი ზაფხულის სეზონს განახლებული მცენარეთა საფარით ხვდება

ბათუმის ბულვარის 35 ჰექტარი გამწვანების ზოლს უკავია. ქალაქის მთავარი ბაღის ფლორა მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გამწვანებული რეკრეაციული ზონაა საქართველოში. ზღვისპირა ბულვარის ხე-მცენარეების კოლექცია მთლიანად 43 000 ძირს აჭარბებს. განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოიჩევა ისტორიული მაგნოლიების ხეივანი, რადგან ბულვარის განაშენიანება სწორედ ნინოშვილის ქუჩიდან დაიწყო და მოგვიანებით, აქ გაშენებული მაგნოლიებიც ბათუმისთვის დამახასიათებელ სიმბოლოდ იქცა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის …

როგორ ემზადება ბულვარი ტურისტული სეზონისთვის

ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს მრავალი სიახლით ხვდება. სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და  რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. დაგეგმილია ზოო-კუთხის რეკონსტუქცია, ფრინველების ახალი აუზის მოწყობა, ასევე, ახალ ბულვარში ბავშვთა ატრაქციონის სრული განახლება; სულ მალე დასრულდება ველო-ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა ი.გორდეზიანის ახალი სკვერის მოწყობა და გამწვანებითი სამუშაოები. დაწყებულია ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა. „მიუხედავად იმისა, რომ …

პირველი სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა ბულვარის შესახებ

17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის ბულვარის წარსულის და თანამედროვეობის ამსახველი პირველი სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. ბულვარის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“ მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს. სამეცნიერო კონფერენცია ძველი და ახალი ბულვარის ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა და ბულვარის შესახებ …

ჟორჟ სიმენონის მიერ გადაღებულ ფოტოარქივში ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები აღმოჩნდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, სსიპ ბათუმის ბულვარის წარმომადგენელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ. საექსპერტო-სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მათ გამართეს შეხვედრები ვალონია-ბელგიის ტურიზმის კერძო და საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებთან, გაეცნენ ვალონიის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, მათ შორის ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის, რეგიონის ნაკრძალების, ტბებისა და პარკების მართვის თავისებურებებს. „ვალონიის (ბელგია) რეგიონი კულტურული და ეკოტურიზმის …

კვადროციკლების მოძრაობა შესაძლოა უნივერსიტეტის მიმდებარედ და ახალ ბულვარში დაუშვან

„მოლაპარაკება არ დასრულებულა, გადაწყვეტილება არ მიგვიღია ჯერ,“ – ამბობს ჯემალ სურმანიძე, ელექტრომობილების ერთ-ერთი მფლობელი. იგი დღეს, 30 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძე კვადროციკლების ოთხ მფლობელს შეხვდა. „იყო საუბარი იმაზე, რომ ახალ ბულვარში, ასევე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიშვას კვადროციკლები კონკრეტული პირობებით… დეტალებს ვერ მოგიყვებით,“ – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ. დეტალებზე არც ნატალია ზოიძე …

არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია [ფოტო]

არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია. ტბის ზედაპირზე განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტბასთან მიახლოებისას კი ლპობის სუნი იგრძნობა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ ტბის მოვლა და მისი დასუფთავება შპს „ბათუმის წყალს“ გადასცეს და შესაბამისი კითხვებიც ამ ორგანიზაციას უნდა დავუსვათ. „ბათუმის წყალი“ თავის მხრივ განმარტავს, რომ ტბაზე რეგულარულად აწარმოებს ზედაპირულ  დასუფთავებით სამუშაოებს. გარდა ამისა, ეტაპობრივად …

ათავისუფლებს თუ არა მერია ადგილს ბულვარში მცირე ბიზნესებისგან მსხვილი ინვესტორებისთვის 

პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 14 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, შესაძლოა ტერიტორიის დათმობა მოუწიოთ. ბათუმის მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა. მოიჯარეების ვერსიით, მერია ბათუმის ბულვარში ახალგამოჩენილი მსხვილი ინვესტორებისთვის ადგილს ათავისუფლებს. მთლიანობაში საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს …

ბათუმის ბულვარმა საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე კონკურსი გამოაცხადა

კონკურსის მეშვეობით „ბათუმის ბულვარი“ ბულვარის პოპულარიზაციის მიზნით საიმიჯო ვიდეორგოლის საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას და მის საფუძველზე ვიდეორგოლის დამზადების მომსახურების შესყიდვას გეგმავს.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 169 ლარია. საკონკურსო დავალებაში აღნიშნულია: პრეტენდენტმა კონკურსში მონაწილეობის დროს უნდა წარმოადგინოს საიმიჯო ვიდეორგოლის კონცეფცია როგორც ტექსტური, ასევე, გადასაღები ლოკაციების ფოტო ან/და ვიდეომასალა; ვიდეორგოლის სცენარი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ბულვარს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის …

ბათუმის ბულვარის დირექტორის ახალი მოადგილეები

„ბათუმელების“ ინფორმაციით ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე დავით სურგულაძე იქნება. ბულვარის დირექტორის კიდევ ორი მოადგილის თანამდებობებს კი სოფო გუჯაბიძე და  სოფიო ლაზიშვილი დაიკავებენ. დავით სურგულაძეს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლოს კი ლაზიკა კაპიტალში საქმიანობდა. სოფო გუჯაბიძე ბოლო პერიოდამდე აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის მთავრობის აპარატში შვებულებიდან აღარ დაბრუნდა. სოფიო ლაზიშვილის სახელი აქამდე …

სამი ადგილი და 82 მსურველი – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეების კონკურსი

ბათუმის ბულვარის მოადგილეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო დღე 5 იანვარი იყო. აჭარის მთავრობამ გამარტივებული კონკურსის წესით ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე უნდა შეარჩიოს. ბულვარის ადმინისტრაციის ზემდგომი სტრუქტურის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიაში 82 განაცხადია შესული, აქედან 57-მა პრეტენდენტმა განაცხადი მოადგილის თანამდებობაზე შეიტანა, 25-ს კი პრეტენზია პირველ …

ბათუმის ბულვარი და სანაპირო წვიმისა და შტორმის შემდეგ [ფოტო]

გუშინ, 4 იანვარს ძლიერი წვიმას მოჰყვა შტორმი ზღვაზე, რამაც ბათუმის ზღვის სანაპირო და ბულვარი დაანაგვიანა და შლამით დაფარა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სანაპიროს ქვა-ღორღისგან დილიდან ასუფთავებენ.

ბათუმის ბულვარმა სამი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

სსიპ ბათუმის ბულვარმა დირექტორის მოადგილეების თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილისა და კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა. ბულვარმა მოადგილეების შესარჩევად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა. გამარტივებული კონკურსი არ ითვალისწინებს ტესტირების გავლას. გარდა ამისა, საუკეთესო კანდიდატს შეარჩევს არა საკონკურსო კომისია, არამედ დაწესებულების ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.  განაცხადების მიღება 5 …

ბულვარის დირექტორი: „ბულვარში არ უნდა იყოს ბევრი ისეთი რამ, რაც დღეს არის“

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ახალ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს, ბულვარში ბევრი რამ არ მოსწონს. შედის თუ არა მის ჩამონათვალში თონე პლაჟზე და რესტორნიდან გამომავალი ხმამაღალი რუსული მუსიკა  ან როგორ აპირებს იმ ყველაფრის შეცვლას, რაც არ მოსწონს? – „ბათუმელების“ კითხვებს ირაკლი ჯინჭარაძე პასუხობს. ბატონო ირაკლი, რას შეცვლის ბათუმის ბულვარში ახალი  დირექტორი? კონკურსის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ უნდა წარგვედგინა ბულვარის განვითარების …

ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ

ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე  „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მიმდებარედ არსებული სარესტორნო და გასართობი ბიზნესების მეპატრონეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაატანინეს. ისინი, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის „ამბასადორ ბათუმის“  მშენებლობის …

ბულვარი 360 ათასი ლარის ყვავილების ჩითილებს შეიძენს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, მომავალი წლისთვის, გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების შესაძენად 360 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. ბულვარი ჩითილებს ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დასრულდება. ჰორიზონტალური გამწვანებისთვის ყვივილების ჩითილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემდეგი გრაფიკის მიხედვით: [checklist] გაზაფხულ-ზაფხულის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების მიწოდება – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის …

Exit mobile version