მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბულვარმა ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული მოიპოვა

27.12.2019
ბულვარმა ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული მოიპოვა

ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.

ბათუმის ბულვარმა ტურიზმის დაჯილდოებაზე რეგიონის „ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის“  ტიტული წარდგენილ 13 ნომინანტს შორის მოიპოვა.

მაგნოლია 2019

მაგნოლია 2019

გარდა ამისა, სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა მიმდინარე წელს განხორციელებული ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურული პროექტისათვის, როგორც განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა და ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობა.

მაგნოლია 2019

მაგნოლია 2019

 

აგრეთვე, „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ აჭარაში შემდეგი საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები:

[checklist]

  • საუკეთესო ქართული, არაბრენდული სასტუმრო – „ადმირალი“
  • საუკეთესო ბრენდული სასტუმრო – „ჰილტონ ბათუმი“
  • საუკეთესო ჰოსტელი – „ბექთუმი“ Back2me
  • საუკეთესო რესტორანი – „რეტრო“
  • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ატრაქცია – დელფინარიუმი
  • საუკეთესო საოჯახო სასტუმრო სოფლად – „ზებო“
  • საუკეთესო ტურისტული სააგენტო – „აჭარა ტური“
  • საუკეთესო გიდი – სალომე გორგილაძე
  • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი მუზეუმი – გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი
  • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი – ბათუმის ქალაქის ტური
  • საუკეთესო ღვინის მარანი – ვაჟა დავითაძის მეღვინეობა და მარანი
  • ყველაზე საინტერესო ღონისძიება – სოფლის ტურიზმის ფესტივალი

[/checklist]

მაგნოლია 2019

მაგნოლია 2019

დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ ყოველწლიურად იმართება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით.  ღონისძიების მიზანი  ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: