მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ჟორჟ სიმენონის მიერ გადაღებულ ფოტოარქივში ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები აღმოჩნდა

14.05.2019 • 1569
ჟორჟ სიმენონის მიერ გადაღებულ ფოტოარქივში ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები აღმოჩნდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, სსიპ ბათუმის ბულვარის წარმომადგენელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ.

საექსპერტო-სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მათ გამართეს შეხვედრები ვალონია-ბელგიის ტურიზმის კერძო და საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებთან, გაეცნენ ვალონიის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, მათ შორის ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის, რეგიონის ნაკრძალების, ტბებისა და პარკების მართვის თავისებურებებს.

ბელგიაში ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს

ბელგიაში ძველი ბათუმის უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს

„ვალონიის (ბელგია) რეგიონი კულტურული და ეკოტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულების ადგილია. იგი ჩვენთვის საუკეთესო მოდელს წარმოადგენს რეგიონში საფეხმავლო, სათავგადასავლო, ველო თუ კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ვიზიტი საინტერესო გამოდგა არა მხოლოდ ვალონიის ტურისტული პოტენციალის და პრაქტიკული ინფორმაციის გაცნობით, არამედ ბათუმისთვის ძალიან საინტერესო ფაქტის აღმოჩენით. საქმე ეხება ჟორჟ სიმენონის მიერ ბათუმში გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს, მათ შორის, ძველი ბულვარის ფოტოებს. როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნის დასაწყისში ბელგიელი ნობელისტი მწერალი ბათუმში იმყოფებოდა და მის არქივში დღემდე ინახება 1930-იან წლებში გადაღებული უცნობი ფოტოები. ფოტოების საავტორო უფლებების მოპოვებაზე მუშაობა დაწყებულია. ეს ფაქტი ბელგიასთან თანამშრომლობისა და ვალონიის რეგიონთან ერთობლივი პროექტის განხორციელების ძალიან საინტერესო პერსპექტივას წარმოადგენს,“ – ამბობს სოფიო გუჯაბიძე.

აჭარასა და ვალონიას შორის დაწყებული ურთიერთობები ერთობლივი პროექტების განხორციელებით გაგრძელდება.

შეხვედრა ბელგიაში

აჭარასა და ვალონიას შორის დაწყებული ურთიერთობები სულ მალე ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელებით გაგრძელდება. სსიპ ბათუმის ბულვარი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, აღნიშნულ პროექტებში ჩართვას გეგმავს.

სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში

სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: