ბათუმში, იუსტიციის სახლთან, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია, ისევ დაბინძურებულია. მიმდინარე წლის ზაფხულში, ტბის გასაწმენდად „ბათუმის ბულვარმა“ 187 219 ლარი გადაიხადა, თუმცა ტბა დღეს ისევ გასაწმენდია. ამ ტბასთან მუშაობს ოთხი დიდი რესტორანი, სასტუმრო, განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები, შენდება სასტუმროები. „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაცია ამჯერად მუშაობს გეგმაზე, თუ რამდენი თანხა დასჭირდება ტბის გამოკვლევას და შესაბამისი სამუშაოების …
Tag Archives: ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ვიდეოზე გავრცელებული შეფასება არასწორი და პროვოკაციულია
9 ივლისს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომლის ავტორის თქმითაც, ბულვარში პოლიციამ ახალგაზრდებს ქართული ცეკვა აუკრძალა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია არასწორი და პროვოკაციულია: „გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი …
20 ფრანი ზღვის სანაპიროზე – რას სთავაზობს ბულვარი ბავშვებს
პირველ ინვისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებისთვის ღონისძიებებს „ბათუმის ბულვარიც“ გეგმავს. ღონისძიებები კოლონადებთან გაიმართება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი შოუ-პროგრამა, ფლეშმობი, სპორტული შეჯიბრებები და სახალისო კონკურსები. მოეწყობა სამაგიდო თამაშები, ჟონგლიორების წარმოდგენები, ესტაფეტები, ოჩოფეხები, დი-ჯეი და ა.შ. ბავშვებს მოხატავენ სახეზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება „ბასტი-ბუბუს“ და სხვა საბავშვო სკოლა-სტუდიების კონცერტები“. ყველაზე სანახაობრივი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, …
Continue reading “20 ფრანი ზღვის სანაპიროზე – რას სთავაზობს ბულვარი ბავშვებს”
რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია
ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ …
Continue reading “რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია”
უფასო საშხაპეები და გასახდელები ბათუმის პლაჟზე – რა სიახლეები იგეგმება ბულვარში
შეზლონგი სამი ლარი, ქოლგა ერთი ლარი მთელი დღით – „ბათუმის ბულვარმა“ აუქციონში მონაწილე პირებს ფასი წინასწარ განუსაზღვრა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუქციონები დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლენილია; ფასი კი დამსვენებლების პრეტენზიების გათვალისწინებით განისაზღვრა. „რადგან იყო შემთხვევები, როცა გამქირავებლები ბევრად მაღალ ფასს ადებდნენ, რაც დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა,“ – განაცხადეს ბულვარის ადმინისტრაციაში. წელს, ტურისტულ სეზონზე, შეზლონგების გამქირავებლებს უნიფორმაც ეცმევათ. „უნიფორმები თვითონ …
Continue reading “უფასო საშხაპეები და გასახდელები ბათუმის პლაჟზე – რა სიახლეები იგეგმება ბულვარში”
ფესტივალი ბათუმის ბულვარში
20 აპრილს, 13:00 საათზე, ბულვარის კოლონადებთან საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალი“ გაიმართება. ბათუმის ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები და სადღესასწაულო პროდუქცია, საგამოფენო კუთხეები, თემატურად დატვირთული კანაპეები, სააღდგომო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები [გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია]. გამოფენაზე ასევე მოეწყობა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერკლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და …
საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის „ბათუმის ბულვარი“ 126 000 ლარს გადაიხდის
„ბათუმის ბულვარი“ საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მაქსიმუმ 126 740 ლარს გადაიხდის. ბულვარის სარგებლობაში არსებულ სანაპირო ზოლზე გასახდელების, საშხაპეების, ხის ბილიკებისა და სასმელი წყლის შადრევნის მოწყობაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პლაჟზე 20 გასახდელი, ამდენივე საშხაპე და სასმელი წყლის ერთი შადრევანი უნდა დამონტაჟდეს. ხის საფეხმავლო ბილიკები კი ჯამში 159 კვ/მ-ს დაფარავს. ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 10 აპრილს დასრულდება, …
Continue reading “საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის „ბათუმის ბულვარი“ 126 000 ლარს გადაიხდის”
7,5 მილიონი ლარი ბათუმის ბულვარისთვის
ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია და ის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბათუმის ბულვარის მართვას 1 მილიონ 55 ათას 400 ლარი მოხმარდება; აქედან 924 ათას 500 ლარი კი ხელფასებში დაიხარჯება. …
ბულვარი ველოსიპედის გაქირავების წინააღმდეგ
ზურაბ ზანდარაძე ბათუმის ბულვარის სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრებას აპირებს, რომლითაც ის 500 ლარით დაჯარიმდა. ჯარიმის კანონიერება ბათუმის საქალაქო სასამართლომაც დაადასტურა. ზურაბ ზანდარაძე მეოთხე წელია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედებს აქირავებს. “თუკი დარღვევაა, აქამდე რატომ არ მოვიდა ვინმე? ჩემი დაც აქირავებს ველოსიპედებს მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში. ის ადგილი ქალაქის მერიას ეკუთვნის და ყოველთვიურად იხდის გადასახადს, დაახლოებით 40 ლარს. …
Continue reading “ბულვარი ველოსიპედის გაქირავების წინააღმდეგ”
რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან
კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …
Continue reading “რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან”