ქედის მერიის ცნობით, უამინდობის შედეგად, სოფელ კორომხეთში მცირე მეწყერი განვითარდა.
მეწყერი შიდა საუბნო, ორ ოჯახთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.
მეწყრისგან გზის გაწმენდა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, ხოლო შემდგომ მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გატარდება. მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, მერია ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მერიის ცნობით, ქედაში ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია.
ცხაურების ქურდობისთვის ქობულეთში სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ცხაურები ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულებმა გამოკითხვისას მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს.
„ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, 1991 წელს დაბადებული მ.გ., 1992 წელს დაბადებული ფ.გ. და 1995 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად გამართულ აქციებზე ხშირად ისმის სიტყვა „ინვესტორი“. ინვესტორები ხვდებიან ტრანსპარანტებზეც… იმის მიუხედავად, რომ ქალაქის განვითარება და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, ინვესტორების პასუხისმგებლობაზეც კეთდება აქცენტი. „ბათუმელები“ ბათუმში მსხვილი სამშენებლო ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ ესმით მათ პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე? რას აკეთებენ ქალაქისთვის კონკრეტული ბიზნესპროექტების გარდა? ბიზნესმენებს ასევე ვთხოვეთ დაესახელებინათ რომელიმე აქტივობა, რაც, მაგალითად, ბათუმისთვის გააკეთეს.
„რა თქმა უნდა, ქალაქის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ქალაქი ხომ მხოლოდ არმატურა და ბეტონი არაა… ასეთი არაფერი მახსენდება, რაც კონკრეტულად ქალაქისთვის გავაკეთეთ. აუცილებლად გვექნება რამე, მოვიფიქრებთ და შეგატყობინებთ,“ – ამბობს გოჩა შარაშიძე, სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლის“ ხელმძღვანელი. ის არაა ერთადერთი, ვინც ეს გვითხრა. ბიზნესმენებს ერთნაირი პოზიციები აქვთ ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ამაზე ფიქრი საჭიროა.
რატომ ვერ აქტიურობს ამ კუთხით ბიზნესი ბათუმში – ამის საჭიროება აქამდე ვერ დაინახეს, საკმარისი ფული არ აქვთ მშენებლებს, თუ სხვა მიზეზი არსებობს?
„როგორც საკუთარ ოჯახს არ გაუკეთებ ცუდს, ისე არ უნდა გაუკეთო ქალაქსაც“… – გვიყვება კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელი, ზაზა გოგოტიშვილი. – „მახსოვს, ერთხელ პარკში ჩემი შვილი მეგობარს უყვებოდა, ეს ბილიკი მამაჩემმა გააკეთაო. მინდა, რომ ჩემს შვილს არ ჰქონდეს სათქმელი, ასე ცუდად მოექცა მამაჩემი ქალაქსო. გამიჭირდება კონკრეტული აქტივობა გითხრათ, რაც ბოლო წლებში ქალაქისთვის გავაკეთეთ, მაგრამ ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს საჭიროა“, – ამბობს ის.
ზაზა გოგოტიშვილი სამართლიანად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილის პროტესტს, რომელიც ბათუმის გადასარჩენად პერიოდულად იმართება. მისი აზრით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ახლის შენება ისტორიული მემკვიდრეობის ხარჯზე.
„ვფიქრობ, სამართლიან პროტესტს გამოხატავს საზოგადოების ნაწილი. ინვესტორი ყოველთვის ეცდება, პრესტიჟულ ადგილას ააშენოს სახლი… ჩვენ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ დაიცვას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. გაჩერებაც არ გამოვა, მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ. ამიტომ რა არის ოქროს შუალედი, ეს არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფომ უნდა მართოს და თავისი ბერკეტი გამოიყენოს,“ – მიიჩნევს ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი.
კონკრეტული პროექტი, რაც ბიზნესმა ქალაქისთვის გააკეთა, ვერც „დარ ბილდინგში“ გაიხსენეს. კომპანიის დირექტორმა, ამირან დარჩიძემ პრესცენტრში გადაგვამისამართა.
„რაიმე კონკრეტული აქტივობა ამ კუთხით არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სამშენებლო ნორმების ზედმიწევნით შესრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, მშენებლების უსაფრთხოების დაცვა…“ – გვითხრა „დარ ბილდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ბაკურიძემ.
კონკრეტული სპორტული ჯგუფების დაფინანსება დაგვისახელა ქალაქისთვის გაკეთებულ პროექტად ირაკლი კვერღელიძემ, „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა. მას ვუთხარით, რომ, ამ შემთხვევაში, კონკრეტული ხელშეკრულებით [საუბარია სპორტსკოლის შენობის ნაწილის ადგილას „ორბი ჯგუფის“ ახალ მშენებლობაზე] ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიღმა აქტივობები გვაინტერესებდა, რაც კომპანიამ ქალაქისთვის სარგებლის მიღების გარეშე გააკეთა. ირაკლი კვერღელიძემ გვითხრა, რომ ჩვენთან უშუალოდ შეხვედრის დროს ურჩევნია ამ პროექტების შესახებ საუბარი, რასაც რამდენიმე დღეში შეძლებს.
ქალაქისთვის გაკეთებულ პროექტად ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ ბათუმის ცირკის აღდგენა დაგვისახელა.
„ცირკი დამწვარი იყო და მე აღვადგინე. ჩვენ არ ვუცვლით იერ-სახეს – ცირკი ყოველთვის იქნება ცირკი. ყველა ქალაქში კი არაა ცირკი, თბილისში და ბათუმშია მარტო… ასევე ორთაბათუმში კულტურის სახლი გადავარჩინე. დღეს იქ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი მოქმედებს. კინო „თბილისიც“ ჩვენ აღვადგინეთ. მერე კი დაგვანგრევინეს, მაგრამ ხომ გახსოვთ, რა კარგი დარბაზი გვქონდა?… დამწყები ბიზნესმენები არიან, რომ მაგის ფიქრი არ აქვთ, თორემ არიან ბიზნესმენები, რომლებიც ყოველთვის ზრუნავენ ქალაქზე,“ – გვითხრა თენგიზ ბაკურიძემ.
მოუცლელობის მიზეზით კითხვებზე ვერ გვიპასუხეს “DS Group“-ის და „ალიანსი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა.
„ბიზნესსექტორი ისევე უნდა ჩაერთოს ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსიაში, მსჯელობაში, საჯარო განხილვებში, როგორც თუნდაც მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ. ჩვენთან ამისი კულტურა არ არის. აქ, ძირითადად, ბიზნესს უყურებენ როგორც ფულის კეთების მანქანას და ლანძღავენ. ამ კუთხითაც უნდა შევიცვალოთ,“ – მიიჩნევს მართვის კომპანია GGM -ის მმართველი, გენო გელაძე.
გენო გელაძის აზრით, ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა დაბალია და ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კანონმდებლობაც არის:
„პრობლემაა კანონმდებლობა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბიზნესი სოციალური პროექტების ფარგლებშიც ისევე იბეგრება, როგორც მომგებიანი პროექტის კეთების დროს. ბიზნესის ერთი ნაწილი ძალიან ბევრს აკეთებს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მაგრამ არ ასაჯაროებს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მეორე ნაწილისთვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ერთჯერად დახმარებაში გამოიხატება,“ – გვითხრა გენო გელაძემ.
რატომ გაჩნდა ინვესტორების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება? – გენო გელაძე ამ კითხვის პასუხად არაერთ და კომპლექსურ მიზეზს ასახელებს:
„მშენებლობის სფეროში ინვესტორებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას, ბუნებრივია, იწვევს ქაოსური მშენებლობები. ძალიან ბევრ შემთხვევაში ყოველგვარ ლოგიკას და ადამიანურობას მოკლებული პროექტები, მაგალითად, აივნიდან ორ მეტრში აშენებული კორპუსები და ა.შ. სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როცა ინვესტორის იმიჯს ამოფარებულმა კომპანიებმა დაანგრიეს ძეგლები. ამ დროს კი ძალიან ბევრი კარგი ხარისხის საინვესტიციო სამშენებლო პროექტი განხორციელდა, მაგრამ მათი წარმოჩენა არ ხდება და სადისკუსიოდ მხოლოდ ცუდი შემთხვევები გვაქვს.
ეს სამშენებლო ბიზნესის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებებს აძლიერებს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბიზნესის მენეჯერების დიდ ნაწილს არ უყვარს მედიასთან კომუნიკაცია. შედეგად, თუნდაც რამდენიმე ცუდი პროექტის გამო, მთელი სამშენებლო სექტორი ილანძღება“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კონკურსი „წიგნიერი” წელს ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობა X-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, მათ სამი შერჩეული ნაწარმოების მიხედვით ესეების დაწერა დაევალებათ.
წელს შერჩეული ნაწარმოებებია: ფრედერიკ ბეგბედერის „ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები“, რადეკ იონის „Memento” და ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ”.
კონკურსის დღემდე მონაწილეები ამ ტექსტებს უნდა გაეცნონ. ესეს სათაური კი მონაწილეებისთვის კონკურსის დღეს გახდება ცნობილი.
კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 22 მარტს:
[checklist]
თბილისში – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)
ქუთაისში – ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)
ამბროლაურში – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)
ბათუმში – აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ვაჟა-ფშაველას 21)
თელავში – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (ერეკლე მეორის მოედანი 1)[/checklist]
კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა.
კონკურსი „წიგნიერი“ ხუთი წელია ტარდება. ბათუმში „წიგნიერი“ წელს პირველად გაიმართება.
„წიგნიერი“ საბოლოოდ სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მათ „თიბისი ბანკი“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” და გამომცემლობები გადასცემენ საჩუქრებს. გამარჯვებულების ტექსტებს „საბა“ ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 მარტამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. კონკურსანტმა რეგისტრაციის გავლის დროს უნდა აირჩიოს კონკურსში მონაწილეობის ადგილი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 032 2 97 16 18 ანმისწერეთ “წიგნიერის” facebook გვერდს.
ბათუმის ყინულის სასახლის დემონტაჟი გასული წლის ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას მიმდინარე წლის შემოდგომამდე აღარ დაშლიან. შესაბამისად, გაგრძელდება ახალი ყინულის არენის მშენებლობაც, რომელიც 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებელ კანადურ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. სპორტსმენებს/მოსწავლეებს რომ ვარჯიში არ შეეწყვიტათ, ბათუმის მერიის თხოვნა იყო, არსებული ყინულის სასახლის დემონტაჟის საკითხი შემოდგომამდე გადაეტანათ.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონში“ ამბობენ, რომ „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კომპანიას, რომელიც ახალი ყინულის არენას აშენებს, იმ ვალდებულებების შესასრულებლად სჭირდება, რაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამ დოკუმენტებზე მუშაობენ, ახლო პერიოდში წარმოგვიდგენენ და გაგრძელდება სამუშაოები. ეს კომპანია მოახდენს არსებული ყინულის სახლის დემონტაჟსაც. თუმცა, ვინაიდან ყინულის სასახლეში სპორტული აქტივობები ჰქონდათ დაგეგმილი, გავითვალისწინეთ ეს და დემონტჟის საკითხი გადავდეთ.“
არსებული ყინულის სასახლის დემონტაჟის გარდა უნდა დაიშალოს იქვე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურიც. ქვესადგურში განთავსებული ძალოვანი აგრეგატებისა და მოწყობილობა-დანადგარების დემონტაჟის, ასევე, ახალი ქვესადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ტენდერი სამჯერ გამოაცხადა.
პირველ ტენდერში ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს და უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერი არ შედგა [არავინ მიიღო მონაწილეობა]. მესამედ გამოცხადებულ ტენდერში კი კომპანია „ინლაით-გ“-სთან ხელშეკრულება 8 475 ლარზე [სატენდერო თანხა] გაფორმდა. ეს კომპანია ანალოგიურ მომსახურებას „სტადიონს“ პირველ ტენდერში 7 455 ლარად სთავაზობდა, თუმცა მაშინ დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ „სტადიონს“ მზა დოკუმენტები 2019 წლის იანვრის ბოლოს წარუდგინეს.
„ინლაით-გ“-ს დირექტორის, რუსუდან გოგიაშვილის თქმით, ყინულის სასახლის მიმდებარედ ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობას, მათ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით 243 845 ლარი დასჭირდება. „სტადიონს“ ახალი ქვესადგურის ასაშენებლად ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.
არსებული ყინულის სასახლის კონსტრუქცია რაგბის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადაიტანონ. რა სპორტული სახეობისთვის იქნება ის განკუთვნილი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არსებული სასახლის ადგილზე კი საცურაო აუზი აშენდება. იქვე არსებული დარბაზი, რომელიც ახლა აშენდა და სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა, ყინულის არენად 2019 წლის აპრილამდე უნდა გადაკეთებულიყო. ახალი ყინულის არენის მშენებლობა, როგორც დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, 2020 წლის თებერვალში დასრულდება.
ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა.
კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობას კვლავ „ანაგი“ გააგრძელებს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს.
ბათუმის ყინულის სასახლესთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე.
ყველა დროის რომანტიკული ფილმების არაერთი სია არსებობს, ეს ჩამონათვალი კი ვებგვერდის – rottentomatoes მიერაა შედგენილი. სია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ ნახავთ როგორც მუნჯი კინოს შედევრს, ასევე, სრულიად ახალ ფილმებს.
ეს მოხდა ერთხელ ღამით – რეჟისორ ფრენკ კაპრას რომანტიკული კომედია 1934 წელსაა გადაღებული და თავის დროზე ოსკარიც აქვს მიღებული. ფილმში მთავარ როლებს კლარკ გეიბლი და კლოდეტ კოლბერი ასრულებენ.
კასაბლანკა – 1942 წელს გადაღებული ფილმია, მთავარ როლებში: ჰამფრი ბოგარტითა და ინგრიდ ბერგმანი.
დიდი ავადმყოფობა – 2017 წელს გადაღებული ამერიკული კომედია. ფილმს არა ერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ლოკარნოს კინოფესტივალზე, როგორც აუდიტორიის რჩეული ფილმი.
შენი სახელი დამიძახე– იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანინოს 2018 წელს გადაღებული სურთი. ფილმი ამერიკელი მწერლის, ანდრე ასიმანის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.
Call Me by Your Name
წვიმის ქვეშ მომღერალი– 1952 წელს გადაღებული მიუზიკლი დაუვიწყარი მელოდიებით.
წყლის ფორმა – გილელმო დელ ტოროს 2017 წელს გადაღებულმა ფილმმა 2018 წელს ოთხი „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მიიღო.
რობინ ჰუდის თავგადასავალი – 1938 წელს გადაღებული სათავგადასავლო მელოდრამა რობინ ჰუდზე.
ფილადელფიური ისტორია– 1940 წელს გადაღებული ფილმი. მთავარ როლში: კეტრინ ჰეპბერნი.
თავბრუსხვევა – რომანტიკული ფილმების სიაშია ჰიჩკოკის 1958 წელს გადაღებული ფილმი.
პორტში – ფილმში მთავარ როლში ახალგაზრდა მარლონ ბრანდოს იხილავთ, რომელმაც ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.
რომაული არდადეგები – უილიამ უოლერის ფილმი, მთავარ როლებში: გრეგორი პეკი და ოდრი ჰეპბერნი.
ქეროლი – 2015 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ქეით ბლანშეტი და რუნი მარა ასრულებენ. ფილმი 2015 წელს გამოვიდა ეკრანზე და ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა კინოფესტივალზე 244 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათგან 74 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ამერიკელი პარიზში – 1951 წელს გადაღებული მელოდრამა.
ქარწაღებულნი – მარგარეტ მიტჩელის რომანის 1939 წელს გადაღებული ეკრანიზაცია. მთავარ როლებში: კლარკ გეიბლი და ვივიენ ლი. ფილმს ერთდროულად რვა ოსკარი აქვს მიღებული.
GONE WITH THE WIND
შუაღამემდე – რეჟისორ რიჩარდ ლინკლეიტერის ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი მელოდრამა.
წითელი ფეხსაცმელები – 1948 წელს გადაღებული ბრიტანული ფილმი, ორი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი.
აფრიკის დედოფალი – ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული დრამა. მთავარ როლებში: ჰამფრი ბოგარტი და კეტრინ ჰეპბერნი.
დიდი ქალაქის ჩირაღდნები – ჩაპლინის 1931 წელს გამოსული მუნჯი ფილმი, მისივე მონაწილეობით. ფილმში მუსიკა თავად ჩაპლინის შექმნილია.
City Lights
ენი ჰოლი – ვუდი ალენის 1977 წელს გამოსული კომედია, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარი იყო, შემოსავალი კი – 38 მილიონი აშშ დოლარი.
მზეთუნახავი და ურჩხული– სიაში მეოცე ადგილს იკავებს 1946 წელს ჟან კოკტოს მიერ გადაღებული ფრანგული მელოდრამა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი შავ-თეთრია და სიუჟეტი ნაცნობი – ის გულგრილს ვერ დაგტოვებთ.
ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ.
„42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის მოლაპარაკება. არც ექსპერტიზის პასუხი არაა ჯერჯერობით, არც არაფერი არ ვიცით საერთოდ. სრულ გაურკვევლობაში ვართ. უკვე გაუსაძლისი გახდა ეს ყველაფერი,“ – ამბობს ნინო ლაბაძე, გარდაცვლილი მეზღვაურის ბიცოლა.
რატომ ჭიანურდება და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მეზღვაურის საქართველოში გადმოსვენება? – “ბათუმელები” კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
დავით რაზმაძის შესახებ
ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი.
დავით რაზმაძეს საქართველოში ჰყავს ბებია, რომელიც გორში ცხოვრობს. სხვადასხვა მედიის ცნობით, მეზღვაურის დედა უცხოეთში მუშაობს. თავად კი ბათუმში, ბიძასთან ცხოვრობდა.
დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, დაბომბვის შემდეგ გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირი იყო. ფოტოზე ის გარდაცვლილ ძმას დასტიროდა. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში, დევნილთა დასახლებაში დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად.
„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“რეალური და ვირტუალური სივრცეა, რომელიც ერთადერთი მიზნით შეიქმნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შეძლებოდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი წარუმატებელი და დამსხვრეული ურთიერთობების ისტორიები ამბებისა და სიმბოლური ნივთების საშუალებით.
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა მუდმივად იმატებს. ყოველი ნივთი ადამიანთა პირად, წარსულ ურთიერთობებზე ჰყვება, მუზეუმი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, უნივერსალური, მხატვრული დანიშნულება შესძინონ ისტორიებსა და ნივთებს, რისგანაც ემოციურად ვერ თავისუფლდებიან.
დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი 2006 წელს დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ დააარსეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. მოძრავი მუზეუმი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ათასობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. 2010 წელს მუზეუმმა EMYA Kenneth Hudson Award-ის პრიზი მიიღო, როგორც ევროპის ყველაზე ინოვაციურმა მუზეუმმა.
დრაჟენ გრუბიშიკი და ოლინკა ვესტიკა – „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” დამაარსებლები
„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ ექსპონატები ბათუმსა და თბილისშიც გამოიფინება.
თბილისში: 2019 წლის 11 აპრილიდან 13 ივნისამდე ბეთლემის #10-ში, ბათუმში კი 2019 წლის 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკის მიმდებარედ.
გამოფენისთვის საკუთარი ისტორიებისა და ნივთების ფოტოების გაგზავნა ელექტრონულად ყველა მსურველს შეუძლია. საუკეთესო „დამსხვრეული ურთიერთობების“ ისტორიები ბათუმსა და თბილისში გამოიფინება და საბოლოოდ ზაგრების მუზეუმის მუდმივ ექსპონატად იქცევა. შემდეგ კი ამ ისტორიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზე გაეცნობა დამთვალიერებელი.
ისტორიები და ნივთები საქართველოდან 2019 წლის 14 თებერვლიდან 20 მარტამდე მიიღება. ონლაინფორმის შევსება კი ამ ლინკზეა შესაძლებელი. უნდა მიუთითოთ ამბის განვითარების პერიოდი წლების მიხედვით, ასევე, მოქმედების ადგილი: ქვეყანა და ქალაქი. ჰყვებით ამბავს და გზავნით ამ ამბავთან დაკავშირებული ნივთის ფოტოს.
ექსპონატებად „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმს“ ნივთებისა და ამბების გარდა შეგიძლიათ გაუგზავნოთ ფოტოები, წერილები, მესიჯები, სურათები, დოკუმენტები, გზავნილები და ხმოვანი ჩანაწერებიც.
საუკეთესო ისტორიებს მუზეუმის დამაარსებლები აარჩევენ, რის შესახებაც ავტორები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ დამადასტურებელ წერილს. ამის შემდეგ ავტორებმა ფოტოზე მითითებული რეალური ნივთი ელექტრონულ ფოსტაზე მითითებულ მისამართზე უნდა მიიტანონ თბილისსა და ბათუმში.
„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ გამოფენაზე ბათუმში საუკეთესო ისტორიები გამოიფინება მთელი მსოფლიოდან, ასევე, ის ქართული ისტორიები, რასაც 14 თებერვლიდან 20 მარტამდე გაუგზავნიან მუზეუმს.
ისტორიები ნივთთან ერთად ანონიმურად გამოიფინება და მფლობელს უკან აღარ დაუბრუნდება.
„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ გამოფენის ინიციატორი თბილისსა და ბათუმში საგამოფენო სივრცე ჯგუფი „ბეთლემის 10″ – ია. ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი, ნატალია ანანიაშვილი ამბობს, რომ ბათუმის გამოფენის მოსაწყობად ჯგუფი სიამოვნებით მიიღებს ისტორიებსა და მათთან დაკავშირებულ სიმბოლურ ნივთებს აჭარიდან.
ნატურალური და ხელოვნურად დამზადებული ე.წ. შაქრიანი თაფლის ერთმანეთისგან გარჩევა, ერთი შეხედვით, ძალიან რთულია. ხშირად ნატურალური თაფლის გამოცნობა გემური თვისებებითაც შეუძლებელია. ხასან გორჯელაძემ, მეფუტკრემ მტირალადან, გვირჩია, თუ რა მეთოდებით შეიძლება გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი.
ნატურალური თაფლი კოვზიდან გადმოღვრისას არ უნდა გაწყდეს, არ უნდა წამოვიდეს წვეთებად.
წყლიან ჭიქაში ჩავასხათ თაფლის წვეთები. ნატურალური თაფლი არ გაიხსნება, დაილექება ფსკერზე, მას გარკვეული დრო სჭირდება წყალთან შერევისთვის, შაქრიანი კი მალე შეერევა წყალს.
ასანთის ღერი ამოვავლოთ თაფლში, შემდეგ გავწმინდოთ და გავუკიდოთ, თუკი ასანთი აალდება, ესე იგი, თაფლი ნატურალურია, თუ არ აალდა, ეს ნიშნავს, რომ ასანთის ღერი დასველდა ანუ თაფლი შაქრიანია.
არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, შავი ქიმიური ფანქარი უნდა მოვურიოთ თაფლს, ნატურალურ თაფლს ფანქარი არ შეერევა, ხელოვნურს კი – იოლად გაერევა.
კურორტ „ბახმაროზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. თუმცა საჯაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია „ორბი“ დასახელდა. გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომპანია „ორბს“ აქვს გამოხატული ინტერესი, ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. მისივე თქმით, ბახმაროში სამუშაოები თოვლის საფარის გადნობისთანავე დაიწყება. კურორტზე სპეციალისტები ავლენ და ადგილზე აზომვითი ნახაზებს მოამზადებენ.
„არის რამდენიმე ბრენდული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და პირობების წარდგენა. ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნეს სივრცითი მოწყობის პარამეტრები და არ მოხდეს ქაოტური მშენებლობა. გამომდინარე აქედან, ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა. სხვადასხვა მოთხოვნებია. არამარტო ჩვენგან, არამედ თვითონ ინვესტორებსაც აქვთ თავიანთი მოთხოვნები. ჩვენ გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ ავაშენოთ არა სახლები, არამედ სასტუმრო კომპლექსები,“ – ამბობს ზურაბ ნასარაია.
კითხვაზე, „ორბის“ გარდა, კიდევ რომელი კომპანიები არიან დაინტერესებული ბახმაროში პროექტების განხორციელებით, ნასარაია პასუხობს:
„სხვა კომპანიებს ჯერ არ წარმოუდგენიათ დეტალური შეთავაზება და ასეთი გამოხატული ინტერესი არ აქვთ, როგორც „ორბს“. ამიტომ ვერ დავასახელებ. „ორბმა“ თავისი სურვილები ქონების მართვაში წარადგინა და მიდის განხილვა მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების. დაახლოებით 50 მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი“.
როგორ შეიძლება გადაურჩეს ბახმარო ქაოსურ განაშენიანებას – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კურორტზე ინვესტორები უნდა შევიდნენ.
ზურაბ ნასარაია ამბობს, რომ ეს „გამორიცხულია“. კითხვაზე, რა დამცავი ბერკეტი აქვს მუნიციპალიტეტს ბახმაროს ქაოსური მშენებლობებისგან დასაცავად, ნასარაია პასუხობს:
„არ მოხდება [ქაოსური განაშენიანება] იმიტომ, რომ მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება შესაბამისი კომისია. ზედამხედველობის სამსახური და სანამ დაიწყება საინვესტიციო პროექტის განხორციელება, თავიდანვე ჩაიდება პირობები“.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანია „ორბს“. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ბახმაროში ინვესტიციის ჩადება „ჯერ არ არის გადაწყვეტილი და, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ“.
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა სიმაღლის სასტუმროების მშენებლობა იგეგმება ბახმაროში. ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კონკრეტულ პროექტებს დაამტკიცებენ.
საერთაშორისო ფესტივალში “სლავიანსკი ბაზარი” მონაწილეობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატი საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ფესტივალის წარმომადგენელმა საქართველოში, მანანა სეფიაშვილმა და ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა გააცნეს.
“ბათუმის მერიამ მხარდაჭერა იმიტომ გამოუცხადა ამ კონკურსს, რომ ძალიან კარგი პროექტია და თან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. მათთვის ეს პროექტი შესაძლებლობაა,” – განაცხადა სოფო ხალვაშმა.
კონკურსანტებს განაცხადების გაგზავნა 1-ელ მარტამდე შეეძლებათ, ფინალური კასტინგი კი 2 მარტს ბათუმის თოჯინების თეატრში გაიმართება.
კასტინგში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მის მიერ შესრულებული საესტრადო სიმღერის ვიდეო/აუდიო ვერსია უნდა გააგზავნონ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც დამწყებ, ასევე, ცნობილ შემსრულებელს.
„სლავური ბაზარი ვიტებსკში“ ბელარუსის რესპუბლიკაში 2019 წლის 8-17 ივლისს 28-ედ გაიმართება. ფესტივალში ყოველწლიურად 20-22 ქვეყანა მონაწილეობს.
წელს კონკურსი 2 ტურად ჩატარდება. გამარჯვებულთათვის პრემიებია დაწესებული – გრან-პრის მფლობელი 20 000 აშშ დოლარს მიიღებს, პირველ ადგილზე გასული – 15 000 აშშ დოლარს, მეორე ადგილზე გასული – 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მესამე ადგილისათვის 5 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე ამ დროისთვის სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. მარტო 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის, 119 კი – ნომრის ამომცნობი.
აჭარის რეგიონში გასულ წელს სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. რეგიონში ბოლოს ჭკვიანი კამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე ამოქმედდა.
ვიდეოკამერები გზებზე შემდეგ სამართალდარღვევებს აფიქსირებს:
2019 წლის 14 იანვრიდან, „ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმებაც, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
სამინისტრო ასევე მოუწოდებდა მძღოლებს ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების სისწორე – რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება.
შსს აცხადებს, რომ უწყება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. კერძოდ:
იმერეთის რეგიონში:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-ფარცხანაყანევის შემაერთებელ მონაკვეთზე, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) – ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი), კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან – ქალაქ წყალტუბოში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
სამეგრელოს რეგიონში:
ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მონაკვეთზე, სამეგრელოს, ხობის, შავი ზღვისა და ალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან – სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
ფოთში (ფოთის შემოვლით გზაზე), ლარნაკის ქუჩიდან (მდინარე რიონი). – წმ. გიორგის, აკაკის და გურიის ქუჩების გადაკვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 15-20 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 2 გრადუსი სითბო – 3 გრადუსი ყინვა
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 20 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს კი ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ელექტრიკოსის სწავლების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება სამინისტროდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო. ამ ხელშეკრულებით ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე 71 523 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი [სამი საკადასტრო ერთეული] და ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობები გააასხვისეს. ამის თაობაზე საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოკითხა აჭარის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებიც.
საგამოძიებო სამსახურს აინტერესებს სარეკრეაციო ზოლში, ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე არსებული ქონების გასხვისების ფასი, პირობები და პირობის შესრულება, ასევე, შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის დეტალები.
საგამოძიებო სამსახურს კითხვები ჰქონდა, ასევე, ქონების არასაბაზრო ფასით გაყიდვასთან დაკავშირებითაც. აჭარის ფინანსთა სამინისტროს სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გელა ცინცაძე ადასტურებს, რომ ქონება საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლებად აქვთ გაყიდული და ამასთან განმარტავს, რომ სამინისტროს ამის უფლება ჰქონდა:
„სამინისტროს ჰქონდა უფლება, მთავრობის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ფასი განესაზღვრა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად – ასე გადაწყდა ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე. ინვესტორმა წარმოადგინა განცხადება, თუ რა ოდენობის თანხის გადახდას აპირებდა“.
ამ შემთხვევაში საუბარია 2018 წლის თებერვალში, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის #313-ში აუქციონის წესით გასხვისებულ შენობა-ნაგებობებსა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე [9 212 კვ.მ]. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას 2018 წლის 15 დეკემბრამდე საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 20%, ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. ქონება 2 550 000 ლარად გაიყიდა.
გელა ცინცაძის ინფორმაციით, კომპანიამ ამ დროისთვის გაწერილი ვალდებულებებიდან მხოლოდ ნაწილი შეასრულა, ნაწილი კი შეუსრულებელი დარჩა.
„შეუსრულებელია როგორც ვადამოსული თანხის გადახდის, ასევე, მშენებლობის ნებართვის მიღებისა და სამუშაოების დაწყების ვალდებულება. ამ საკითხზე ჩვენ დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება და ამ წარმოებაში ჩართულია კომპანიაც. „კრისტალ ბილდინგს“ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს ხელშეკრულება“, – განმარტავს გელა ცინცაძე.
შპს „კრისტალ ბილდინგის“ მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციით, კომპანიას შესყიდული აქვს სამშენებლო მასალები. რაც შეეხება საგარანტიო ფურცელს, ის კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია, მაგრამ წერილობით ადასტურებს, რომ მზადაა ასეთი გარანტიაც წარადგინოს. თუმცა, 2019 წლის იანვრიდან, აღარ მოქმედებს აჭარის მთავრობის განკარგულება, რომელიც გარანტიის წარდგენას ითვალისწინებდა.
„კრისტალ ბილდინგის“ მიერ ქობულეთში შეძენილი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი
აუქციონის კიდევ ერთი პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში კომპანიას შესყიდულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია-სარემონტო სამუშაოების ჩატარების ან ახალი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება ევალებოდა. ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში კი მშენებლობა უნდა დაეწყო. კომპანიას ასეთი ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია და, შესაბამისად, არც მშენებლობა დაუწყია. სამინისტროს ინფორმაციით, არსებული შენობა, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა განთავსდეს, სარეკრიაციო ზონაში მდებარეობს.
ხელშეკრულების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე „კრისტალ ბილდგინგს“ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.
გარდა ამისა, „კრისტალ ბილდინგს“ აჭარის მთავრობასთან კიდევ ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მთლიანობაში კი სამივე ხელშეკრულებით ივესტორმა შეისყიდა ტერიტორია ქობულეთის ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე და აიღო ამ ტერიტორიების ერთიანი კონცეფციით განვითარების ვალდებულება. აქედან კომპანიამ აუქციონის წესით ორი ნაკვეთი შეისყიდა, მესამე კი პირდაპირი წესით მიიღო.
საერთო ჯამში, „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე, ჯამში, დაირეგისტრირა 71 523 კვადრატული მეტრი მიწა: ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ძველი შენობების ჩათვლით და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც 24 678 კვადრატული მეტრით მეტია ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარკი 46 845 კვადრატული მეტრია.
გარდა ამისა, ინვესტორი ფიჭვნარში დამატებით ითხოვდა პლაჟის ტერიტორიას.
„კრისტალ ბილდინგმა“ ნაყიდი ტერიტორიებიდან ერთ-ერთზე მრავალფუნქციური ობიექტის აშენების ნებართვა მიიღო. ეს სწორედ ამ პროექტის რენდერია.
„კრისტალ ბილდინგი“ 2015 წელს აზერბაიჯანის ორმა მოქალაქემ დააფუძნა. დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად 25 წლის ელვინ მამმადლი დანიშნეს, ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი ვანო ლომიძეა.
ვანო ლომიძე არის ასევე შპს „აგრარ გაზის“ ასი პროცენტის მფლობელი. რეესტრის მონაცემებით, 2013 წელს ის იყო შპს „ენერგო ინვესტის“ დირექტორი, რომლის ასივე პროცენტს რუსეთის მოქალაქე თენგიზ ძიძიგური ფლობდა. ვანო ლომიძე ფლობს ასევე შპს „ჯავას“ ორმოც პროცენტს. რეესტრის 2015 წლის მონაცემებით, ვანო ლომიძე შპს საქართველოს ელექტრონულ-ინდუსტრიული კომპანიის დირექტორად და თანამფლობელად ფიქსირდება.
„კრისტალ ბილდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სანიმისტროდან ასევე გაითხოვა უწყების მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები. საგამოძიებო სამსახური ძირითადად იმ ქონებებით არის დაინტერესებული, რაც პირდაპირი წესითგაასხვისეს. პირდაპირი წესი მთავრობას შესაძლეობლობას აძლევს აუქციონის გამოცხადების გარეშე, არაკონკონკურენტულ გარემოში გაყიდოს ქონება წინასწარ დადგენილი ფასით და პირობებით.
საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთი ქონების გასხვისებას იკვლევს. იხილეთ აქ:
დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში მიმდინარე აქციისპარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, იმავე მოთხოვნით – „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა“. აქციაზე ფოტოები „ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა გადაიღო.
აქცია თბილისში ძველი ბათუმის დასაცავადაქცია თბილისში ძველი ბათუმის დასაცავადაქცია თბილისში ძველი ბათუმის დასაცავადაქცია თბილისში ძველი ბათუმის დასაცავადაქცია თბილისში ძველი ბათუმის დასაცავადაქცია თბილისში ძველი ბათუმის დასაცავადაქცია თბილისში ძველი ბათუმის დასაცავად
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში თოვს. ნალექის გამო ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია სასოფლო გზებზე.
სინოპტიკოსების პროგნოზით 18 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა იქნება. დღისითკი 0-5 გრადუსი სითბო.
სოფელი გობრონეთი დღეს, 17 თებერვალს:
ქედა, სოფელი გობრონეთი / 17.02.2019ქედა, სოფელი გობრონეთი / 17.02.2019ქედა, სოფელი გობრონეთი / 17.02.2019ქედა, სოფელი გობრონეთი / 17.02.2019 / შორენა ამაღლობელის ფოტოები
მზიური ბალაძე ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ნაქირავებ ბინაში შვილთან, გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მზიურის კი შაქრიანი დიაბეტი აქვს. დედა-შვილი პენსიითა და სოციალური დახმარებით ცხოვრობს. ამ თანხიდან იხდის მზიური ყოველთვიურ ქირას, 150 ლარს.
მზიურის ბავშვობის შემდეგ საკუთარი ჭერი არ ჰქონია. იგი 35 წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი უწყებისთვის მიუმართავს დახმარების თხოვნით, თუმცა – ამაოდ. მზიური ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინას მიიღებენ, მას უსამართლობის განცდა აქვს.
„რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი უსახლკარო ადამიანებმა ბინა მიიღონ, მაგრამ მე დავიჩაგრე. მე ვერ დავსახლდი ოცნების ქალაქში, რამდენიმე მძიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი, გიორგისაც მიხედვა სჭირდება და ფიზიკურად არ შემეძლო იქ გაჩერება. არც ქოხის ჩასადგმელად მქონდა სახსრები. კი ბატონო, მისცენ ბინა ადამიანებს, მაგრამ მეც მჭირდება დახმარება, ერთი ქვეყნის და ერთი რეგიონის მაცხოვრებლები ვართ, ასე არ არის?!“ – ამბობს მზიური.
იგი წერილების დასტას მაჩვენებს. წერილი აჭარის მთავრობისთვის, წერილი ბათუმის მერიისთვის, სახალხო დამცველისთვის… ეს ყველაფერი მხოლოდ წერა-კითხვა აღმოჩნდაო – დანანებით ამბობს. მერიაში უკვე მერამდენედ უთხრეს, რომ არ არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მას ბინის მიღება შეუძლია, მზიური ვერ ისარგებლებს ვერც სოციალური საცხოვრისის პროგრამით, ე.წ. „იაფი სახლით“, რადგან სოციალურად დაუცველია და არ მუშაობს.
„როგორ ვიმუშავებ, ხუთი ოპერაცია მაქვს გადატანილი, აქედან ორი – ონკოლოგიური ოპერაცია იყო. ახლაც საოპერაციო ვარ, მაგრამ ვერ ვბედავ, იმიტომ რომ ბოლო ერთი წელი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ოპერაციის შემდგომი თიაქარი მაქვს, სიმძიმის აწევა ჩემთვის არ შეიძლება, გიორგის კი მოვლა სჭირდება, მუდმივი ყურადღება. მერიის ჯანდაცვის პროგრამით ვსარგებლობ. სასადილოს პროგრამაში მინდოდა ჩაჯდომა, მაგრამ ვერ მოვხვდი“ – ყვება მზიური.
მზიური სამი შვილის დედაა. უფროსი ქალიშვილები უკვე დაქორწინებული არიან, თუმცა მზიურის დახმარება მათაც სჭირდებათ. მისი მეუღლე ბათუმში მუშაობდა და ოჯახი ბინის რიგში იყო, თუმცა 90-იანი წლების პოლიტიკური ცვლილებები მის ოჯახზეც აისახა და ბინა ვერ მიიღეს.
„58 წლის ვარ და 35 წელი ნაქირავებ ბინაში მაქვს გატარებული. ეს მეთექვსმეტე ბინაა. საკუთარი ჭერი მხოლოდ ბავშვობაში მქონდა, ჩემი შვილებისთვის კი ეს მიუღწეველი ამბავი აღმოჩნდა. სამი შვილი მყავს, გოგოები დაქორწინდნენ, მაგრამ მათაც მე ვეხმარები. ქედიდან ვარ, სოფელ პირველი მაისიდან. რვა დედმამიშვილი მყავს. ჩემს ძმას შარშან სახლი დაეწვა ქედაში, ათი ათასი ლარი მისცეს, მაგრამ მთელი ცხოვრება დაენგრა, იქეთ არიან დასახმარებელი. სად წავიდე? გვერდით მყოფი ხომ უნდა გყავდეს, რომ ძალა მოგცეს?!“ – გვიყვება მზიური.
ბინის ქირის გადახდას მზიური ყოველთვე დროულად ვერ ახერხებს. შარშან რამდენიმე თვის ბინის ქირის გადახდა რომ ვერ შევძელი, მერიის მიერ მოცემული საყოფაცხოვრებო ტექნიკა გავყიდე, რომ ბინის ქირა გადამეხადა, ახლაც სამი თვის ქირა მაქვს გადასახდელიო, ამბობს:
„გიორგი ახლა 29 წლის ხდება. არ ვიცი რა არის გამოსავალი. წამლით ვცოცხლობ. იყო დრო, ვენებს ვიჭრიდი, აღარ ვშვები ამას, სიცოცხლე მინდა, იმიტომ რომ ჩემს შვილს პატრონი სჭირდება. რა მექნა, სამართალი ვერ ვნახე და იძულებული ვიყავი. ღმერთს იმას ვეხვეწები, ჩემი ოთახი მომეცი, ერთი ღამე გამათევინე იქ და მომკალი თუ გინდა-თქო“.
ბათუმში და აჭარაში არაერთი ადამიანია, რომელთაც, მზევინარ ბალაძის მსგავსად საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ვერც ერთი პროგრამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ბათუმის მერიას საბინაო ფონდი გააჩნია, თუმცა ფონდი გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, როდესაც კონკრეტული მესაკუთრეების სახლები აღებაში ხვდება. ასევე, მერია ბინას პროგრამის ფარგლებში გადასცემს ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს.
6 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ამისათვის პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. მან აღნიშნა, რომ ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმებზეა საუბარი. მას ასევე არ დაუსახელებია, რამდენი ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა.
თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა უყურადღებოდ არ დატოვებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა ელით იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვენ ბინას და საკუთარი, მწირი ბიუჯეტიდან იხდიან ბინას ქირას.
დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში, ვარდების სკვერში აქცია გაიმართა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ბათუმში ათეულობით ადამიანი გამოვიდა აქციაზე, რათა თავისი პოზიცია გამოეხატა. აქციაზე გაჟღერდა სამი მთავარი მოთხოვნა:
[checklist]
შეწყდესძველიბათუმისნგრევა დაგაუქმდეს აჭარის მთავრობასთანარსებულიზონალურისაბჭო
აქცია ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: „ბათუმელები“აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე ადაპტირებული საშხაპისა და გასახდელის დამზადება-მონტაჟისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 22 741 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა.
საშხაპე და გასახდელი პლაჟზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დამონტაჟდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.
გასახდელი და საშხაპე შშმ პირთათვის / ვიზუალი / ტენდერის დოკუმენტებიდან
ბულვარის ადმინისტრაცია წელს პლაჟზე დამატებით არაადაპტირებულ სამ გასახდელსა და ხუთ საშხაპესაც განათავსებს, რისთვისაც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 7 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 ათასი ლარია.
კონკრეტულ ტერიტორიას, თუ სად უნდა განთავსდეს ადაპტირებული და არაადაპტირებული საშხაპეები და გასახდელები, გამარჯვებულს ბულვარის ადმინისტრაცია მოგვიანებით განუსაზღვრავს. ტენდერში გამარჯვებულმა საშხაპის დაერთება წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს.
ბათუმის ბულვარი 2019 წლის ზღვის სეზონისთვის პლაჟზე გადასასვლელ ხის ბილიკებსაც შეისყიდის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას მიმდინარე, 2019 წელს პირველად დააფინანსებს.
ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.
წელს რეგიონის მოსახლეობისთვის პირველად დაფინანსდება:
[checklist]
ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია – 80 ათასი ლარით;
ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – 130 ათასი ლარით;
გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტები – თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტით – 25 ათასი ლარით;
გაიზარდა ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება 65 ათას ლარამდე;
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი იქნება 15 ათასი ლარი.
[/checklist]
ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცის დაფინანსება
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროგრამით დაუფინანსდებათ ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] წლის განმავლობაში 10 პაციენტს.
ღვიძლის ტრანპლანტაცია, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს დაუფინანსდებათ 65 000 ლარით.
[აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის მომსახურებას 2016 წლიდან აფინანსებს. დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც გამოიყო – 370,000 ლარი].
ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდებათ:
ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 80 000 ლარით;
ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებით, ორგანიზმის მომზადებით ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით – 130 000 ლარით.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტით
გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება [წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი].
ბენეფიციარებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსდებათ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შემდეგი პროპორციებით:
70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს – 100 %-ით;
100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 80 %-ით;
სხვა დანარჩენ პაციენტს – 70% -ით.
წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე შეადგენს 25 000 ლარს.
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
პროგრამა ითვალისწინებს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების [სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით] დაფინანსებას.
პროგრამის მოსარგებლეები არიან ონკოლოგიური პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით.
მკურნალობა, დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
1000 ლარზე მეტი, 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;
2000 ლარზე მეტი, 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
3000 ლარზე მეტი – 70%-ით. არაუმეტეს 5 000 ლარისა.
სამედიცინო მომსახურება ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით. ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს.
ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა დაფინანსდება სამკურნალო დაწესებულებიდან ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე (1 პაციენტზე არაუმეტეს – 12 ციკლისა).
პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ მედიკამენტ პერტუზუმაბის ან ლაპატინიბის მკურნალობის კურსის ღირებულება ტრასტუზუმაბთან (ჰერცეპტინი) ერთად (1 პაციენტზე-8 ციკლი), წლის განმავლობაში 10 პაციენტი.
პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2- მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარაეშე მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი.
[red_box]ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან:[/red_box]
პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით;
200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
შშმ პირები;
ომის ვეტერანები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
უსახლკაროები;
მარტოხელა მშობლები და მათი არასრულწლოვანი(18 წლამდე) შვილები;
ტრეპიფინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
პაციენტები, რომლებსაც ამ დროისთვის არა აქვთ მინიჭებული 200 000-მდე სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობით.
დაფინანსების ფორმა:
მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით;
2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით;
3000 ლარზე მეტი – 70%-ით.
არაუმეტეს 5 000 ლარისა.
აჭარის ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ვებ-გვერდი: www.adjara.gov.ge
ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ღუდუშაურის კლინიკიდან, სადაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა. დეკანოზი წუხელ გადაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკაში.
კლინიკიდან გამოსულმა მღვდელმსახურმა ნიკოლოზ გიგიტაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „ვაზიარე მამა გიორგი. მოსული ვიყავი. როგორც ვიცით, ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. უნდა ჩამოვსულიყავი ორშაბათისთვის და მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული“.
გიორგი მამალაძე, რომელსაც გუშინ ციხეში ინსულტი დაემართა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს და ხვალ მორიგ საპროტესტო აქციას აანონსებს.
დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს. ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 154 ბინიდან 38 ერთოთახიანია, 96-ოროთახიანი, 15-სამოთახიანი, 5 კი ოთხოთახიანი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტრო თავისი ბიუჯეტიდან ამ კორპუსების ასაშენებლად 9 000 000 ლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი. აჭარის მთავრობამ კი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო.
სტიქიით დაზარალებულებისა და დევნილებისთვის ბინები სწორედ ამ ტერიტორიაზე აშენდა.
დევნილებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალზე დასასწრებად ბათუმში იმყოფებოდა დევნილთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. სწორედ მან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადასცეს დღეს დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები.
რაც შეეხება სოფელ წაბლანის მოსახლეობას, ისინი უკვე ცხოვრობენ ამ კორპუსებში.
ლეონიძის ქუჩაზე ორი კორპუსი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო დაკვეთით კომპანია „გ2 ბილდინგმა“ ააშენა.
ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებშია. ბათუმის მერიას, ჯერჯერობით, მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ზონალური საბჭო თანახმაა „პროგრეს სიტიმ“ აქ არსებული ორი ორსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე 15 მეტრი სიმაღლის სასტუმრო ააშენოს.
ამ პროექტს ეთანხმება ზონალურისაბჭოს წევრი და, ამავე დროს, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ „პროგრეს სიტი“ ძველ ბათუმში მშენებლობის ნებართვას მიიღებს. თუმცა მაინც დარჩა ერთი საკითხი ამ პროექტთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უნდა გასცეს.
ტერიტორია, სადაც კომპანია 15 მეტრი სიმაღლის სასტუმროს აშენებას გეგმავს
ძველ ბათუმში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების სიმაღლე მაქსიმუმ 12 მეტრი რომ იქნება, ამის შესახებ, თავის დროზე, პირობა ძეგლის დამცველებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მისცა და ეს ოფიციალურად დადგინდა კიდეც. „პროგრეს სიტის“ პროექტი კი, რომელიც ზონალურმა საბჭომ შეითანხმა, 15 მეტრი სიმაღლისაა.
ძეგლების დამცველები მიიჩნევდნენ, რომ ისტორიულ ბათუმში შენობის მაქსიმალური სიმაღლის 12 მეტრამდე დაწევა, შეაჩერებდა ისტორიული სახლების ახალი მრავალბინიანი სახლებით ჩანაცვლების პროცესს, რადგან მშენებლებს მაქსიმალური მოგების მიღება სურთ, რასაც სიმაღლის შეზღუდვა, მოთხოვნები პარკინგის მოწყობაზე და სხვა სირთულეები შეუშლიდა ხელს. მერი ლაშა კომახიძე პირად საუბრებში ამბობდა კიდეც, რომ სწორედ ამაზე იყო მისი გადაწყვეტილება გათვლილი.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი, ასევე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება – შეეთანხმებინათ „პროგრეს სიტის“ პროექტი ძველ ბათუმში, მათ სასამართლომ დაავალდებულა.
რატომ დაავალა სასამართლომ ბათუმის მერიას, რომ მისცეს თანხმობა კომპანია „პროგრეს სიტის“ 15 მეტრი სიმაღლის მშენებლობაზე და რატომ გავრცელდა ეს გადაწყვეტილება ავტომატურად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოზე? – საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად „პროგრეს სიტიმ“ ბათუმის მერიას სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე 2017 წლის დასაწყისში მიმართა. გამომდინარე იქედან, რომ კომპანია მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში ითხოვდა, მერიამ ის განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს გადაუგზავნა. ზონალურმა საბჭომ პროექტი 2017 წლის 12 ოქტომბერს განიხილა და თანხმობა მისცა. ამ დროს სააგენტოს და, შესაბამისად, ზონალურ საბჭოსაც ლაშა ასლანიშვილი ხელმძღვანელობდა. მართალია, ის წინააღმდეგი იყო ამ სიმაღლის მშენებლობაზე ნებართვა გაეცა, თუმცა საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა:
ამონარიდი ზონალური საბჭოს სხდომის ოქმიდან
ამის შემდეგ პროექტი მერიას [დადებითი რეკომენდაციით] დაუბრუნდა. ამ დროს მერს ლაშა კომახიძეს უკვე გაცხადებული, ხოლო საკრებულოს დადგენილი ჰქონდა 12-მეტრიანი შეზღუდვა ძველ ბათუმში და კომპანიას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პროექტი დადგენილზე მაღალი იყო.
ამის შემდეგ კომპანიამ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მერიას განუმარტა, რომ ზონალურმა საბჭომ პროექტი შეათანხმა მაშინ, როცა 15 მეტრი სიმაღლე ძველ ბათუმში დაშვებული იყო და ახალ შეზღუდვა მასზე ვერ გავრცელდებოდა.
ზონალური საბჭოს დღეს მოქმედი წევრებიდან პროექტის შეთანხმებაზე ხმა წინააღმდეგ მხოლოდ გაიოზ ფარცხალაძემ მისცა. საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, მან პროექტის არქიტექტურული სტილის დახვეწა მოითხოვა.
შპს „პროგრეს სიტი“ 2017 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის 70% თემურ ბიწაძეს, შპს „ალიანსის“ დამფუძნებლის – გია ბიწაძის შვილს ეკუთვნის, დარჩენილი 30% კი ზურაბ ინაიშვილის საკუთრებაა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს კომპანიამ 2017 წელს პროექტის ეს ორი ვარიანტი წარუდგინა
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ე.წ. კუბთაუერის მშენებლობაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება აჭარის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა, ტერიტორიას კი, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი, საკუთრებაში ჯერ ვერ იბრუნებს.
გოგებაშვილის ქუჩაზე 440,95 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და 1621 კვ/მ მიწის ნაკვეთი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად, პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს ADOG GEORGIA-ს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობლობის გამო ხელშეკრულებაში ცვლილება შვიდჯერ შევიდა; ბოლო ცვლილებით კი, 2016 წლის სექტემბერში, კომპანია დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლდებოდა, თუ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმდა შეთანხმების აქტიც, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და კომპანიამ საბოლოოდ შემდეგი ვალდებულებების შესრულება იკისრა:
2016-2017 წლებში, ახალი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში უნდა დაესრულებინა ნულოვანი ნიშნულის, მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობა; 2018 წლის 1 თებერვლამდე ბათუმის მერიასთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ააშენებდა და ექსპლუატაციაში შეიყვანდა არანაკლებ 22-სართულიან შენობა-ნაგებობას, ხოლო 2018 წლის 11 თებერვლამდე ამ შენობაში აამოქმედებდა არანაკლებ 180-ნომრიან სასტუმროსა და კაზინოს. ამ ყველაფერში კომპანიას 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა; სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან 6 თვის ვადაში კი უნდა შეექმნა არანაკლებ 100 სამუშაო
ადგილი.
სამინისტროსგან მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისი მტკიცებულებები, კომპანიას სამინისტროში მაშინ არ წარუდგენია.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამინისტრომ 2018 წლის მაისში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „ADOG GEORGIA-სთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით“.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მათ 2018 წლის 12 ივნისის წერილით მიმართა, „რომლითაც განმარტა მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის დამაბრკოლებელი გარემოებები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის მოითხოვა დამატებითი ვადა“.
თუმცა, მანამდე, 2018 წლის 04 ივნისს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადმინისტრაციული წარმოების დროს, სამინისტროში მიიღეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 მაისის წერილი, რომ ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს შპს ADOG GEORGIA, რის გამოც, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით რეალიზაციას ექვემდებარება ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №10-12-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი. ანუ, ის უძრავი ქონება, რომელიც პირობადებულ საკუთრებაში აქვს გადაცემული ADOG GEORGIA-ს.
„მოცემული ფაქტობრივი გარემოება და ხელშეკრულებაში შეტანილი არაერთი ცვლილებები ცხადყოფს, რომ მყიდველს გააჩნია ფინანსური პრობლემები. ადმინისტრაციული წარმოების დროს მყიდველის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების დასამტკიცებლად, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა არ გამომდინარეობდა მისი ბრალეულობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროსგან მოწოდებულ დოკუმენტში.
აქედან გამომდინარე, 2018 წლის 14 ივნისს, ანუ ორი დღის შემდეგ, რაც კომპანიამ სამინისტროს დამატებითი ვადა მოთხოვა, სამინისტრომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა.
ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მაშინდელი მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ADOG GEORGIA-ს ჯამში ერიცხება პირგასამტეხლო [ჯარიმა] 3 655 355 ლარისა და 3 720 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. რაც დღემდე არ არის გადახდილი“.
ამავე ბრძანებით გადაწყდა, რომ ADOG-GEORGIA-ს არ აუნაზღაურდეს გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები, გაუქმდეს კომპანიაზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, საჯარო რეესტრს კი ეთხოვა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს რეესტრის ჩანაწერებში უძრავ ქონებაზე; ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს კი უნდა უზრუნველეყო ამ ქონების [1621 კვ.მ მიწის ნაკვეთის] მიღება-ჩაბარება და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებებისათვის ღონისძიებების გატარება.
სამინისტრომ საჯარო რეესტრს ცვლილების რეგისტრაციისთვის 2018 წლის ივნისში მიმართა, თუმცა რეესტრმა საქმის წარმოება შეწყვიტა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ყადღა-აკრძალვა, ამიტომ რეესტრმა სამინისტროს [როგორც დაინტერესებულ მხარეს] მოსთხოვა წარედგინა „საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორის წერილობითი თანხმობა უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით“.
რეესტრის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სამინისტრომ ასეთი თანხმობა ვერ წარადგინა, შესაბამისად, მიწის ნაკვეთი დღეს [2019 წლის 16 თებერვალს] საჯარო რეესტრში კვლავ კომპანიის საკუთრებად ირიცხება.
„ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენ გვაქვს შეტანილი სარჩელები. ერთი – კომპანიის მიერ პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით; მეორე – ქონებას ადევს ყადაღა, კომპანიას ჰქონდა ვალი კერძო მესაკუთრეებთან, რის გამოც დაედო ეს ყადაღა და ამის გამო ვერ აღირიცხა აჭარის საკუთრებაში – ამიტომ სარჩელით ვითხოვთ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ამ ყადაღის მოხსნის თაობაზე“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
შპს „ADOG GEORGIA“, საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქემ მუსა სულეიმანოვმა 2010 წელს დაარეგისტრირა. ის კომპანიის 100% წილის მფლობელია. კომპანიის დირექტორი კი მიხეილ ძოძუაშვილია, რომელსაც „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა.
„ჯერ კიდევ ვარკვევთ დეტალებს და უახლოეს პერიოდში დაწვრილებით გვეცოდინება ყველაფერი, ისიც, თუ რატომ მოხდა ეს გასულ წელს, რაც ჩემთვისაც სიურპრიზი იყო… თუმცა, არ მგონია, რომ ვინმეს აინტერესებდეს იქ პრობლემები შეიქმნას, ყველა დაინტერესებული არის, რომ… ლამაზი შენობაა და გამოვიდეს რაც შეიძლება კარგად“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.
კითხვაზე, კომპანია კვლავ სამინისტროსთან აპირებს საკითხის გარკვევას თუ სასამართლოს მიმართავს? – მიხეილ ძოძუაშვილი პასუხობს: „ყველანაირ გზას მივმართავთ, რომ სახელმწიფოც იყოს კმაყოფილი, ფირმაც და ვისაც მაგ პროექტთან აქვს შეხება, ანუ უკმაყოფილო მხარე არ ჰყავდეს ამ პროექტს. მე მაინც მგონია, რომ გაუგებრობა უფრო იყო, ვიდრე სხვა რაღაც…“
„კუბთაუერთან“ დაკავშირებით „ბათუმელები“ კომპანიის დირექტორს დაახლოებით ორი წლის წინაც ესაუბრა. მაშინ მიხეილ ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევდა მუშაობა: „გამომდინარე იქედან, რომ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, თითქმის ყველა ეტაპს ვათანხმებთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან და ამის შემდეგ ვაგრძელებთ სამუშაოებს“.
პრობლემებზე კომპანიის დირექტორს დღესაც ვკითხეთ. „ყველაფერი ერთმანეთზე იყო გადაბმული – ადგილიც, ქალაქის ცენტრში იყო, საშუალებაც უნდა გქონდეს იმის, რომ იმუშაო ნორმალურად… ყოველ შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება. არ მგონია ვინმეს ისეთი მიდგომა ჰქონდეს, რომ აი, თქვენ არ ააშენოთ“, – გვითხრა მიხეილ ძოძუაშვილმა.
ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა, ადგილი სადაც კუბთაუერი უნდა აშენებულიყო / 16.02.2019ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა, ადგილი სადაც კუბთაუერი უნდა აშენებულიყო / 16.02.2019ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა, საინფორმაციო დაფა იმ ადგილზე სადაც კუბთაუერი უნდა აშენებულიყო / 16.02.2019
დღეს, 16 თებერვალს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ამჯერად აქციას ცოტა მონაწილე ჰყავდა, მაგრამ აქვე დაანონსეს კიდევ უფრო ხალხმრავალი აქცია, რომელიც შემდეგში აჭარის ტელევიზიასთან გაიმართება.
ბენო ჭელიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი და მის თანამოაზრეები აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერს ითხოვენ და დებატებში იწვევენ ზაალ მიქელაძეს – აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. იმ შემთხვევაში, თუ ზაალ მიქელაძე დებატებში არ მიიღებს მონაწილეობას, ბენო ჭელიძე პირობას დებს, რომ „ახდის ფარდას მათ მოღალატეობრივ ქმედებას, როგორც აქამდე“.
ბენო ჭელიძე და მისი თანამოაზრეები ითხოვენ სასწრაფოდ ამოქმედდეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მათ ეჭვი აქვთ, რომ სახელმწიფო გეგმავს რესპუბლიკურის ახალაშენებულ შენობა კორპორაცია „ევექსს“ მიყიდოს.
„ეს შენობა თითქმის ერთი წელია ტყუილად დგას და ფუნქციონირებაში არ უშვებენ, ფინანსებს არ ითვლიან, შტატებით არ აკომპლექტებენ. გამოვიდა ამას წინათ ჩვენი მინისტრი და შემდეგი მორიგი ტყუილი და სისულელე დააბრეხვა, რომ თითქოს 15 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს – ნაწილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ნაწილი საქართველოს. საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი ჩვენი მუხტის გასანელებლად. ვინ დათვალა, რომ 15 მილიონი სჭირდება, საიდან იციან, რომ არ სჭირდება ან 5 მილიონი ან 30 მილიონი. რატომ არ ითვლიან, რას არ ელოდებიან? ერთადერთი ახსნა აქვთ – ის შეთქმულება გრძელდება. მათ პროგრამა მინიმუმი შეასრულეს – „ევექსის“ პროგრამა მინიმუმი იყო, რომ არ გაშვებულიყო ახალი რესპუბლიკური, მათი კონკურენტი მოქმედებაში. მაქსიმუმი იყო მისი ხელში ჩაგდება, მაგრამ მაქსიმუმი ვერ მოახერხეს… ჩვენი მაქსიმუმი იყო ეს საავადმყოფო ფუნქციონირებაში გაშვებულიყო დროულად, შარშან აგვისტოში და მინიმუმი იყო, რომ ის არ ჩაეგდო „ევექსს“ ხელში. ჩვენი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ეს საავადმყოფო გახდეს აჭარა-გურიის რეგიონის მთავარი საავადმყოფო, რომელიც განსაზღვრავს მაღალი დონის მომსახურებას, ნორმალურ სერვისებს, ხარისხს და ასევე ხელფასს“.
ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გასხვისების წინააღმდეგ აქამდეც გამართა რამდენიმე აქცია იგივე ჯგუფმა, რომლებიც ნაწილობრივ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არიან. მათი ერთ-ერთი მორიგი აქციის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამუშავებს პროექტს, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში“ და მათ შორის იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოც.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ლაშა ჩ-ს და რევაზ ო.ს 84 წლის მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმეზე.
საუბარია ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 13 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე – ორი ახალგაზრდა მარტოდ მცხოვრები 84 წლის მოხუცის სახლში მოტყუებით შევიდა, როგორც “სოკარ გაზის” თანამშრომელი. მოხუცს წებოვანი ლენტით პირი აუკრეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. მოხუცის სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს.
თავდაპირველად გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. ბრალდებულები ამავე მუხლით დააკავეს, თუმცა სასამართლოში პროკურატურამ ეს შემთხვევა წარმოადგინა, როგორც ყაჩაღობის საქმე.
“როდის ხდები 20 წლის?”- ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულ რევაზ ო-ს.
“5 მარტს ვხდები”, – ჩაილაპარაკა ბრალდებულმა. მან მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ სკოლაში მხოლოდ 9 კლასი დაასრულა და სამუშაო არ აქვს. ის ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
მეორე ბრალდებული ლაშა ჩ. კი, წყალტუბოდანაა. ის წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი ქურდობისთვის. ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის მომენტისთვის ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ლაშა ჩ. 34 წლისაა. რევაზ ო. მისი დისშვილია. ამის შესახებ “ბათუმელებს” ბრალდებულების ახლობლებმა უთხრეს. მათივე თქმით, ბიძია და დისშვილი ბათუმში მუშებად 26 მაისის და პუშკინის ქუჩების კვეთაში მუშაობდნენ.
საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი პირი – ტაქსის მძღოლი, რომელიც გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა. ბრალდებულების ახლობლების თქმით, შესაძლოა ამ საქმეზე ეს მოწმეც დააკავონ, როგორც დანაშაულის თანამონაწილე.
მოწმე რომან მ.-ს შესახებ “ბათუმელებმა” კითხვა დაუსვა პროკურორს და ადვოკატებს, თუმცა მათგან ერთნაირი პასუხი მივიღეთ.
“ამ ეტაპზე ამ მოწმესთან დაკავშირებით პოზიცია არ გვაქვს ჩამოყალიბებული”, – გვითხრა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. იგივე პოზიცია აქვს ადვოკატ მზექალა ზოიძესაც.
“ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელით თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე,” – მიმართა მოსამართლემ ლაშა ჩ.-ს და მიუთითა, რომ ის ორჯერ არის უკვე ნასამართლევი.
მოსამართლემ რევაზ ო-ს კი განუმარტა, რომ მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის “ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის, ბინაში უკანონო შეღწევით.”
“ისე დატოვეს შემთხვევის ადგილი, რომ მოხუცი ხელ-ფეხშეკრული დატოვეს…”- დასძინა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, როცა მან ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და ბრალდებულების მხრიდან მორიგი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს გაუსვა ხაზი.
პროკურორმა ასევე თქვა, რომ მოხუცის ბინიდან წაღებული ოქროს სამკაულების და მობილური ტელეფონის ფასმა 2025 ლარი შეადგინა.
“შემაძრწუნებელი ფაქტია, მაგრამ ბრალდებულმა ყველა საგამოძიებო მოქმედებაში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა. ჩვენი შეთავაზება არის გირაო 10 ათასი ლარი,”- უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა მზექალა ზოიძემ.
ბრალდებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლაშა ჩ-მ ნაწილობრივ დაადასტურა დანაშაულის ჩადენა, თუმცა დისშვილის მონაწილეობა გამორიცხა.
17 თებერვალს, კვირას, დღის 2 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერში გაიმართება აქცია „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა”.
აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევისა და ჩაბეტონების” გააპროტესტება.
“ისტორიული ძველი ქალაქი თითქმის დანგრევის პირასაა, ხოლო სანაცვლოდ ვიღებთ უსახურ და ფუნქციურად დაბალხარისხიან ნაგებობებს, ცათამბჯენებს, უჟანგბადობას და ამასთანავე უამრავ სირთულეს, რომელსაც ყოველდღირად ვაწყდებით მაცხოვრებლები და სტუმრები. გელით კვირას, 14:00 საათზე “იქ, სადაც ბათუმია “! – აღნიშნულიაღონისძიების გვერდზე.
კვირას, 2 საათზე, იგივე მოწოდებით – „შეწყდეს ძველ ბათუმის ნგრევა“ სოლიდარობის აქცია გამართება თბილისშიც, ვარდების მოედანზე.
8 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურში მოხდა. არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გარყვნილი ქმედება ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს 16 წელს მიუღწეველ პირთან. ეს დანაშაული 5 -დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 4,76 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 39,04 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები თითქმის 3 მილიონი დოლარით შემცირდა თურქეთიდან – 5,92 მილიონი 8 მილიონის ნაცვლად. გზავნილების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით თითქმის 5 მილიონი დოლარით შემცირდა რუსეთიდანაც – 23,85 მილიონი დოლარი, 28,85 მილიონის ნაცვლად. თუმცა, ქვეყნებს შორის რუსეთი პირველია საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა 2019 წლის იანვარში.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115,7 მლნ აშშ დოლარი [308.4 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 5,1 პროცენტით (5,6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15,5 მლნ აშშ დოლარი (41,3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15,0 მლნ აშშ დოლარისა (38,2 მლნ ლარისა) 2018 წლის იანვარში.
მსჯავრდებული გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (მცირე ინსულტი), N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 18.38 საათზე გიორგი მამალაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი. დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ მას 18.41 საათიდან გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე ექიმი ნევროლოგი.
19.18 საათზე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია.
21.35 საათზე დაწესებულების მედპერსონალმა კვლავ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2016 წლის მარტსა და სექტემბერში 3 604 თანამშრომელზე გაცემული 7 128 200 ლარის პრემია არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან შესაბამის ბრძანებებში არ იყო დაკონკრეტებული პრემიების გაცემის მოტივი და მიზნობრიობა, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2016 – 2017 წლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის გარეშე 809 თანამშრომელზე გაცემული პრემია, 391 750 ლარით აღემატება პრემირებულ თანამშრომელთა ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას.
აუდიტი ასევე თვლის, რომ სათანადოდ დაუსაბუთებელია ამავე წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ დანამატის სახით გაწეული მთლიანი ხარჯიც.
საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ძირითადი აქტივების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 15 თებერვალს გამოაქვეყნა.
„2016 – 2017 წლებში 85 თანამშრომელზე 94 825 ლარის პრემია გაიცა მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, ხოლო 39 675 ლარის ოდენობის პრემია გაიცა 45 თანამშრომელზე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იყო გასული, რაც სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შეზღუდვების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს“ – აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავდა არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს, თუმცა:
„დანამატის გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დაკონკრეტებული დანამატის გაცემის მოტივი და მიზნობრიობა, ამიტომ ვერ შევძელით დავრწმუნებულიყავით თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოების და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის რეალობაში. შედეგად, ორგანიზაციაში არ იყო უზრუნველყოფილი შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობა და საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 – 2017 წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ დანამატის სახით გაწეული მთლიანი ხარჯი არ არის სათანადოდ დასაბუთებული“.
აუდიტის ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურში 2016 წელს შტატით დასაქმებული იყო საშუალოდ 3 334 ადამიანი, ხოლო შტატგარეშედ – 267. მომდევნო 2017 წელს კი, შესაბამისად, საშუალოდ – 3 335 და 234. შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე კი ჯამში სულ გაიცა:
„ჩემს სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებზე წერილი მივწერე მთავრობას. ამის საპასუხოდ უფროსმა ჩემი დევნა დაიწყო და სამსახურიდან გამიშვა,“ – ირწმუნება ნოდარ ბედინაძე. იგი 24 იანვრამდე ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა.
გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 იანვარს, ნოდარ ბედინაძემ წერილით მიმართა ბათუმის მერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. წერილში იგი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წერილი ბათუმის მერიას გადმოუგზავნა შესასწავლად, რადგან შპს „სანდასუფთავება“ ბათუმის მერიის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაციაა.
ბათუმის მერიამ პრობლემის გარკვევას ამჯობინა წერილი ისევ „სანდასუფთავებისთვის“ გაეგზავნა, რომლის ხელმძღვანელმაც უკვე წერილის ავტორის – ნოდარ ბედინაძის სამსახურიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი.
„რა შუაშია წერილი. 4 დეკემბერს რომ მივეცი დავალება, ისე წავიდა სამსახურიდან, არ შეუსრულებია… პასკვილებითაა სავსე ის წერილი, არცერთ ფაქტს არ ვეთანხმები,“ – ირწმუნება დავით დუმბაძე, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორი.
„უხარისხო და არასაკმარისი ცოცხები“ – ერთ-ერთი პრობლემაა, რაზეც „სანდასუფთავებიდან“ გათავისუფლებული ნოდარ ბედინაძე საუბრობს. მისი განმარტებით, სანდასაფუთავების სამსახური თვეში რეალურად 2800 ცოცხს ხარჯავს, ხოლო დოკუმენტურად 11 000 ცოცხი ფორმდებოდა. „ტენდერის პირობაში, წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზრის შესწავლის გარეშე მოხდა ცვლილება, კერძოდ, ცოცხის შემადგენელი ღერის რაოდენობრიობა 71-დან ჩამოვიდა 22 ღერზე, ხოლო ფასი იგივე იქნა დატოვებული, რაც წინა წლებში,“ – აღნიშნავს ნოდარ ბედინაძე.
„ეგ ვერ არჩევს ციფრებს,“ – ამბობს ყოფილი თანამშრომლის მისამართით დავით დუმბაძე, – „ახლა რომ უთხრათ, ზუსტად რამდენი ცოცხია სამსახურშიო, ვერ გეტყვით. 2800 ცალია თუ შეკვრა, ეგ ვერ გაურკვევია“.
ნოდარ ბედინაძე კიდევ ერთი ტენდერით დაინტერესებას სთხოვდა მერიას და მთავრობის ხელმძღვანელ პირებს – საუბარია „სანდასაუფთავების“ ბალანსზე არსებული ავტომანქანების შეკეთებაზე. „დოკუმენტაციაში მითითებული ავტომობილების 80 პროცენტი არ გარემონტებულა, თანხა კი სრულად იქნა ჩარიცხული ტენდერში გამარჯვებულ პირზე,“ – აღნიშნავს ნოდარ ბედინაძე.
„ყველაფერი, რაც მაქ უწერია, არის სრული სიცრუე,“ – მოკლედ პასუხობს შეკითხვას დავით დუმბაძე. მას ვკითხეთ რა იგულისხმება „კორპორატიული სუბორდინაციის დარღვევაში“, რაზეც დუმბაძე ბედინაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიუთითებს.
„კორპორატიული სუბორდინაციის დარღვევა არის ის, როდესაც დირექტორი ურეკავს ტელეფონზე და არ პასუხობს, სამსახურში არ მოდის, ეს არის ხელმძღვანელობის უგულებელყოფა,“ – განმარტავს დავით დუმბაძე.
ნოდარ ბედინაძის თქმით, იგი სამსახურში დადიოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საათებში, ხოლო გათავისუფლებამდე საყვედური დილის ხუთ საათზე სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოუცხადეს.
„წლების განმავლობაში სამსახურს ვიწყებდი დილის 5 საათზე, რაზეც პრეტენზია არასდროს მქონია… ყველა კოორდინატორს და მათ შორის მეც გვემსახურებოდა ავტომობილი საწვავით, რომელიც გამიუქმეს მხოლოდ მე, რადგან ჩემსა და დავით დუმბაძეს შორის იყო უკვე დაპირისპირება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო. მე ვითხოვდი 100 ლიტრს საწვავს, რათა საკუთარი ავტომანქანით მაინც შემძლებოდა ყოველ დილით 5 საათიდან გასვლა. მიპასუხეს, რომ „სანდასაუფთავებას“ არ გააჩნია აღნიშნულია რესურსი,“ – გვიყვება ნოდარ ბედინაძე.
განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს დავით დუმბაძე: „დილის ხუთ საათზე გასვლა ბატონ ნოდარ ბედინაძეს ნამდვილად არ ევალებოდა. ის უნდა გასულიყო ექვს რომ წუთები აკლდა. მას ყოველთვის აკითხავდა მანქანა, მაგრამ ამბობდა, რომ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ვერ მოვალო. შევთავაზეთ, რომ იგივე ანაზღაურებით გადავიყვანდით სხვა თანამდებობაზე, სადაც სამუშაო დაიწყებოდა 10 საათზე და იმუშავებდა 6 საათამდე, მაგრამ მოთხოვნა იყო ხელფასის გაზრდა… ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის საერთოდ არ ასრულებდა თავის ფუნქცია-მოვალეობას“.
მთავრობისთვის მიწერილ წერილში ნოდარ ბედინაძე დავით დუმბაძის საწვავის და მობილური ტელეფონის შეძენის ხარჯებზეც მიუთითებს:
„დირექტორმა დავით დუმბაძემ მოსვლიდან რამდენიმე დღეში სამსახურის ხარჯით შეიძინა 1800 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი. აღსანიშნავია, რომ ოთხი თვის წინ 2 ტელეფონი უკვე შეძენილი ჰქონდა წინა დირექტორს, ნარგიზ ფალავანდიშვილს. ორგანიზაციამ 1 წლის განმავლობაში მხოლოდ დირექტორების მობილურ ტელეფონებში დახარჯა 5400 ლარი… ორგანიზაციაში, სადაც მეეზოვის ხელფასი 300 ლარია, აქვს თუ არა დირექტორს მორალური უფლება, სახელმწიფოს ხარჯზე მოიხმაროს 900 ლიტრი ბენზინი?“ – კითხულობს ნოდარ ბედინაძე.
„ერთადერთი ტელეფონი მაქვს სამსახურებრივი,“ – ისევ პასუხობს მორიგ შეკითხვას დავით დუმბაძე, – „ამ ტელეფონში გადავიხადე 1400 ლარი და არა 1800. მეორე ხელში მიჭირავს „აიფონ 5“, რომელიც ჩემი პირადი ტელეფონია, მაგრამ არ მყოფნიდა ბატარეა, დღის პირველ ნახევარში იცლებოდა. მე არ ვიცი, ჩემს მოსვლამდე ვის რა აქვს შეძენილი, ალბათ, სჭირდებოდა და შეიძინა. ტელეფონები ერთი მოადგილისთვისაც შევიძინეთ, მეორესთვისაც, პიარის სამსახურსაც შევუძინეთ. ჩვენ ტელეფონებსაც ვყიდულობთ და სხვა ტექნიკასაც.. მაგან ტელეფონზე რატომ დაიწყო იცით ლაპარაკი? თავად უნდოდა, „სამსუნგის“ ტელეფონი შემიძინეთო, მაგრამ ვერ დაგვისაბუთა, რატომ უნდა შეგვეძინა მისთვის ტელეფონი,“ – აღნიშნავს დავით დუმბაძე.
დავით დუმბაძე უარყოფს საწვავის შესახებ მონაცემსაც. იგი ირწმუნება, რომ თვეში მხოლოდ 400 ლარის საწვავს მოიხმარს. „სანდასუფთავების“ უფროსი ასევე ამბობს, რომ ორივე ცვლაში მომუშავე მეეზოვის ხელფასი უკვე 935 ლარია პრემიის ჩათვლით და არა 300 ლარი.
ნოდარ ბედინაძე უახლოეს დღეებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში მცხოვრები ოჯახი რომ ქორწილის დღეს გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ – „გურიის მოამბემ“ დღეს, 15 თებერვალს, გამოაქვეყნა [ინფორმაცია შემდეგ არაერთმა მედიამ გაავრცელა]. გამოცემის ცნობით, საქორწილო სუფრა ლანჩხუთში მდებარე რესტორანში გაიმართა, სახლში მისულ სიძის ოჯახს კი სახლი გაქურდული დახვდა და სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა.
შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ქორწილის დღეს ქურდობის შესახებ შეტყობინება სოფელ მამათიდან ნამდვილად მიიღეს, თუმცა ინფორმაცია გაქურდვის შესახებ არ დადასტურდა.
„ქორწილის დღეს ოჯახის წევრები რომ სახლში დაბრუნდნენ, სახლი არეული დახვდათ და შეტყობინება გააკეთეს ამის შესახებ პოლიციაში. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდობის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად. თუმცა გამოძიების მსვლელობისას, ადგილზე ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ ამ სახლში და სახლის მიმდებარე დამხმარე შენობებიდან არაფერი არ არის წაღებული. სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ არც ძვირფასი და არც უმნიშვნელო ნივთები მისი სახლიდან დაკარგული არ არის. ამის შესაბამისი ოქმიც არსებობს“, – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.
„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა ოჯახს, რომელმაც გაქურდვის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
შსს-ს ცნობით, შემთხვევა გურიაში დაახლოებით იანვრის ბოლოს მოხდა.
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, მახინჯაურში მიმდინარე წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება წყალმომარაგების მილების დაერთების სამუშაოები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 15 თებერვლის 23:00 საათიდან 16 თებერვლის 07:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწდება: