მთავარი,სიახლეები

ბინა ბათუმში 154 დევნილი ოჯახისთვის

16.02.2019
ბინა ბათუმში 154 დევნილი ოჯახისთვის

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს. ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 154 ბინიდან 38 ერთოთახიანია, 96-ოროთახიანი, 15-სამოთახიანი, 5 კი ოთხოთახიანი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტრო თავისი ბიუჯეტიდან ამ კორპუსების ასაშენებლად 9 000 000 ლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი. აჭარის მთავრობამ კი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო.

სტიქიით დაზარალებულებისა და დევნილებისთვის ბინები სწორედ ამ ტერიტორიაზე აშენდა.

დევნილებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალზე დასასწრებად ბათუმში იმყოფებოდა დევნილთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. სწორედ მან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადასცეს დღეს დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები.

რაც შეეხება სოფელ წაბლანის მოსახლეობას, ისინი უკვე ცხოვრობენ ამ კორპუსებში.

ლეონიძის ქუჩაზე ორი კორპუსი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო დაკვეთით კომპანია „გ2 ბილდინგმა“ ააშენა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: