საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია 31 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას განცხადებით ეხმაურება. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკოს მონაცემების გავრცელების დაყოვნების გამო აკრიტიკებს.
სიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ის აზრით, საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება. ამის გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად, ცესკო ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შედეგები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გაცნობა. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს.
საია აგრძელებს არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას, რომლის შესახებ დასკვნასაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს“.
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს, ორმოცამდე საჩივარი შევიდა საუბნო კომისიებიდან. უსკოს განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
საჩივრები შევიდა ასევე საოლქო კომისიებშიც, სადაც საჩივრის წარმდგენი ორგანიზაციები ძირითადად საუბნო კომისიის წევრების გადაცდომის გამო ჩივიან, მათზე დისციპლინარული პასუხიმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ორი პარტია შევა.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი.
1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411.
Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 28 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 411.
Stop.cov.ge-ს მონაცემებით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 40 727 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 25 104 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილი 335.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ჯერ კიდევ ელოდება შემაჯამებელ ოქმებს ბათუმის საუბნო კომისიებიდან, მათ შორის არიან ისეთი უბნებიც სადაც დარღვევები დაფიქსირდა.
ინფორმაცია საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა ციალა შავაძემ დაგვიდასტურა, მისი თქმით ოლქში რვა ოქმს ელოდებიან: ეს ოქმები უკვე მზადაა და უახლოეს მომავალში კომისიის წევრები მათ საოლქო კომისიაში მიიტანენ.“ – აცხადებს ციალა შავაძე, თუმცა პირველი ნოემბრის 10:00 საათის მდგომარეობით ცენტრალური [ცესკო] საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ბათუმის#28 საოქო კომისიის გრაფაში 63 ოქმია ატვირთული, ბათუმში სულ 120 საუბნო კომისია მუშაობდა, მათ შორის არიან სპეცუბნებიც. მაჟორიტარული წესით კი ატვირთულია გაცილებით ნაკლები, 28 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმი.
ძირითადად ბათუმის საუბნო კომისიებიდან ამ დრომდე ოქმებს ელოდებიან აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისაიშიც: „თითქმის ნახევარზე მეტი არ შემოსულა.“
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგებით კი ამ დროისათვის დათვლილია 118 მაჟორიტარული და 106 პროპორციული უბანი.
დღეს, პირველ ნოემბერს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, ამ დროისათვის [09:00 სთ] დათვლილია 118 მაჟორიტარული და 106 პროპორციული უბანი.
უსკოს მონაცემებით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
აჭარაში სულ 373 საარჩევნო უბანია, დასათვლელია კიდევ 255 უბანი. თუ კი ეს წინასწარი მონაცემები არ შეიცვალა, აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ორი პარტია, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება წარმოდგენილი.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით ბათუმის #28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ჯერჯერობით დათვლილია 22 უბანი], „ქართული ოცნების“ კანდიდატი რესან კონცელიძე ლიდერობს, თუმცა მას არ აქვს ხმების 50 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში, სავარაუდოდ, გაიმართება არჩევნების მეორე ტური.
ცესკოს ბოლო მონაცემებით [09:00 სთ.] ხმები ბათუმის 22 საარჩევნო უბანზე ასე გადანაწილდა:
რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ – 41, 41
ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 36,31
ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში 120 საარჩევნო უბანია, სულ 96 760 ამომრჩეველი.
მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური, სადაც არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოაცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეცვლილია/გაყალბებულია. ენმ-ისა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პირველ ნოემბერს ცესკოს შენობასთან მივიდნენ მას შემდეგ.
ოპოციზია თბილისში დღეს, პირველ ნოემბერს, 16 საათზე აქციას გეგმავს.
პირველ ნოემბერს, დილის 8 საათზე ცესკომ გამოაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები 2252 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით. ამ დროისათვის დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი – 58.54%.
ცესკოში განაცხადეს, რომ აღნიშნული მონაცემები ისევ შეიცვლება, რადგან დასათვლელია უბნების ნაწილი, თუმცა ამ დროისათვის ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49.32 %
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.94 %
„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.77 %
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული 36 საარჩევნო უბნის ოქმების თანახმად, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქს მოქმედი დეპუტატი „ქართულ ოცნებიდან“, ანზორ ბოლქვაძე იგებს. 36 უბნის მონაცემებით მან ამ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 51.52 პროცენტი მოიპოვა, სულ 4223 ხმა.
ამ ოლქში ანზორ ბოლქვაძის ძირითადი კონკურენტები იყვნენ მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ტარიელ ნაკაიძე – „ევროპული საქართველოდან“.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის [36 ოქმის შედეგად] მიშა ბოლქვაძემ ამომრჩეველთა ხმების 32, 44 პროცენტი [2598 ხმა], ხოლო ტარიელ ნაკაიძემ 6.12 პროცენტი [992 ხმა] მიიღო.
ხულოს #30 მაჟორიტარულ ოლქში 180 საარჩევნო უბანია, სულ 96 760 ამომრჩეველი.
მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური, სადაც არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მეოთხედ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, ჯამში ის 16 წელს დაჰყოფს საკანონმდებლო ორგანოში.
თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წელს კი, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, ანზორ ბოლქვაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ სახელით გააგრძელა საქმიანობა.
2016 წელს მან ხულოს, შუახევისა და ქედის საარჩევნო ოლქები ისევ „ოცნების“ სახელით მოიგო. ამჯერადაც, ის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, „ოცნებიდან“ წარადგინეს.
#30 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის საარჩევნო უბნების 31 პროცენტია დათვლილი.
ოპოციზია თბილისში დღეს, პირველ ნოემბერს, 16 საათზე აქციას გეგმავს.
„გელოდებით ხვალ, 4 საათზე, რუსთაველზე“, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალინდელ გეგმაზე შეთანხმდნენ.
ენმ-ს და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები პირველ ნოემბერს ცესკოს შენობასთან მივიდნენ მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი.
პირველ ნოემბერს, გამთენიისას, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა ბრიფინგზე, თუმცა ბრიფინგი შეჩერდა მას შემდეგ, რაც ჟვანიამ დაასახელა წინასწარი შედეგების მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული შედეგი არჩევნებზე – 23,95 პროცენტი.
„ეს არის ოცნების შტაბში დაწერილი შედეგები“ – ასე გააპროტესტა ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ ჟვანიას მიერ დასახელებული პროცენტი.
„რას აცხადებთ თამარ, არ გრცხვენიათ? ეს არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას! …რომელი საათია, აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს, დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ „ოცნების“ შედეგებია. არ არის ასახული ის პროცენტები, რასაც ხალხმა რეალურად მისცა ხმა. ეს არის რეალურად ყველაფერი ფარსი და ყალბი“ – განაცხადა მან.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეცვლილია/გაყალბებულია.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველ ნოემბერს, დილის 5 საათზე, უჩვეულო სიჩუმე დაგვხვდა. კომისიაში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე დაახლოებით რამდენი ოქმია ამ დროისთვის [05:00] საოლქო კომისიისთვის მიწოდებული. კითხვაზე, რატომ არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ვებგვერდზე ატვირთული ოქმები ბათუმის საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, საოლქო კომისიის მდივანმა ნანი ვაშაყმაძემ გვიპასუხა: „ატვირთულია, რამდენიც შემოსულია“.
ამ დროისთვის ბათუმის #28 მაჟორიტარული ოლქის გრაფაში ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ ექვსი ოქმია ატვირთული და აქედან სამი ოქმი სპეცუბნებიდანაა, მაშინ როცა სხვა საარჩევნო ოლქების გრაფაში ცესკომ უკვე რამდენიმე ათეული ოქმი ატვირთა.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოცზე მეტი საუბნო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი დაგვხვდა ოქმებით და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ფუთებით. ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, შენობაში რიგებია და დროულად ამიტომ ვერ შედიან, თუმცა „ბათუმელებს“ რიგები შენობაში არ შეუნიშნავს.
ბათუმის ოლქი. არჩევნები 2020
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მთავარი კონკურენტები არიან რესან კონცელიძე „ქართული ოცნებიდან“ და ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
რაც შეეხება მონაცემებს პროპორციული წესით, ცესკოს ვებგვერდზე ბათუმის #28 ოლქის გრაფაში ამ დროისთვის მხოლოდ 15 ოქმია ატვირთული, [ მათ შორის რამდენიმე სპეცუბნის ოქმია, მცირე რაოდენობის ამომრჩევლით] მაშინ როცა ბათუმში 120 საარჩევნო უბანია.
პირველ ნოემბერს, გამთენიისას, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა ბრიფინგზე, თუმცა ბრიფინგი შეჩერდა მას შემდეგ, რაც ჟვანიამ დაასახელა წინასწარი შედეგების მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული შედეგი არჩევნებზე – 23,95 პროცენტი.
„ეს არის ოცნების შტაბში დაწერილი შედეგები“ – ასე გააპროტესტა ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ ჟვანიას მიერ დასახელებული პროცენტი.
„რას აცხადებთ თამარ, არ გრცხვენიათ? ეს არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას! …რომელი საათია, აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს, დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ „ოცნების“ შედეგებია. არ არის ასახული ის პროცენტები, რასაც ხალხმა რეალურად მისცა ხმა. ეს არის რეალურად ყველაფერი ფარსი და ყალბი“ – განაცხადა მან.
თამარ ჟვანია შეეცადა განემარტა, რომ ეს მხოლოდ პირველადი შედეგებია და ჯერ დათვლილია საარჩევნო უბნების მეოთხედი, თუმცა ბრიფინგი შეფერხდა.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ციფრები მხოლოდ 1085 საარჩევნო უბნის მონაცემებია და ის შეიძლება შეიცვალოს.
ცესკოში უკვე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი გასაპროტესტებლად.
ცესკოს პირველადი შედეგების თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ 53.1 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 23,95 პროცენტი, „ევროპულმა საქართველომ“ – 3.98, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.35 პროცენტი, „ლელომ“ – 2,85 პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 2,72 პროცენტი, „გირჩმა“ 2,37 პროცენტი, „მოქალაქეებმა“ – 1,14 პროცენტი [04:00 საათის მონაცემები].
პირველადი შედეგებისგან მნიშვნელოვანად განსხვავდება ტელემედიის მიერ გამოქვეყნებული ეგზითპოლების შედეგები.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით. ეს ის სოფელია, სადაც რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არ შეუშვეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა კი ფეისბუქლაივით გავრცელდა.
უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობამ” ყველა სხვა პარტიაზე მეტი ხმა მიიღო. უბანზე არჩევანი 662 ამომრჩეველმა დააფიქსირა, აქედან 278 ხმა მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული წესით, ხოლო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ 234 ხმა [„ოცნება“ – 229 ხმა პროპორციული წესით, ხოლო მაჟორიტარმა კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ 198 ხმა].
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს პროპორციული წესით, დიდაჭარაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 280 ხმა, ხოლო „ოცნებამ“ – 223.
ფეისბუქში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სოფელ დიდაჭარაში შეხვედრის დროს, თორნიკე რიჟვაძემ „ცალკე დალაპარაკება“ შესთავაზა ფირუზ წულუკიძეს, რადგან მთავარი უკმაყოფილება ამ სოფელში სწორედ მის ოჯახს უკავშირდება.
მსოფლიო ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად კი მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ.
ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.
წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მცდელობის დროს სოფლის დატოვებას თავდაპირველად თორნიკე რიჟვაძეს სწორედ ფირუზ წულუკიძე სთხოვდა, მერე კი მას მხარი სოფლის სხვა მცხოვრებლებმაც დაუჭირეს. იმავე დღეს მან თორნიკე რიჟვაძეს „ცალკე დალაპარაკებაზე“ უარი უთხრა. ბრალდებულების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე, ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად ზონდერჯგუფების შექმნას სთხოვდნენ.
დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ხდებოდა ზონდერჯგუფების მობილიზება. სავარაუდოდ ის გულისხმობდა ფირუზ წულუკიძეს და მის მხარდამჭერებს, რომლებსაც შეხვედრა ჰქონდათ ბათუმში რაგბის სტადიონთან. რიჟვაძის ბრიფინგზე სწორედ ამ შეხვედრის ვიდეოკადრები აჩვენეს.
ბათუმის #65 საარჩევნო უბნიდან დღეს „მოძრაობა განვითარებული მომავლისთვის“ დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც უბნიდან გასვლის შემდეგ შეუძლოდ შეიქმნა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს.
#65 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ სურმანიძემ გვითხრა, რომ დამკვირვებლის დაკეტილი უბნიდან გაძევების მიზეზი კონფლიქტური სიტუაცია გახდა, რაც საეჭვო ბიულეტენთან იყო დაკავშირებული.
„ერთ-ერთი ბიულეტენი მიჩნეული იქნა საეჭვოდ, გადადებული იქნა გვერდზე, რომ კომისიამ ემსჯელა ამ ბიულეტენის ნამდვილობისა თუ ბათილობის შესახებ. დამკვირვებელმა დაიწყო ყვირილი, რომ ეს არ იყო საეჭვო და უნდა დადებულიყო სხვა ბიულეტენებთან ერთად. მას არაერთხელ ავუხსენით, რომ ეს არ ნიშნავდა ბიულეტენზე გადაწყვეტილების მიღებას, რომ ჩვენ მისჯელებდით და მივიღებდით ობიექტურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ის არ გაჩერდა“ – გვითხრა ზურაბ სურმანიძემ.
დამკვირვებელი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაიყვანეს. საარჩევნო უბანთან ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.
სოფელ წაბლანას საარჩევნო კომისიაში, სადაც ამომრჩეველი უბანზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, საარჩევნო ყუთიდან მხოლოდ ათი კონვერტი ამოიღეს. ყუთში ათივე ბიულეტენი ამავე საარჩევნო კომისიის წევრებმა მოათავსეს. ხმები კი ასე გადანაწილდა:
8 ხმა მიიღო ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ოცნებიდან“, 1 ხმა მიშა ბოლქვაძემ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და 1 ხმაც ტარიელ ნაკაიძემ – „ევროპული საქართველოდან“.
საარჩევნო კომისიაში 12 წევრია, აქედან 3 „ოცნების“ წარმომადგენელია, თითო წევრი ჰყავთ კვალიფიციურ პარტიებს, შესაბამისად, კომისიაში ერთი – „ნაციონალური მოძრაობის“, ერთი -„ევროპული საქართველოს“ და ერთიც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელია. დარჩენილ ექვს პირს კი კომისიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიას წარმოადგენს.
შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტარიელ ნაკაიძემ [ევროპული საქართველო] და მიშა ბოლქვაძემ [ენმ] კომისიაში მათივე პარტიის წარმომადგენელი პირების ხმები მიიღეს. რასაკვირველია ამ პრინციპით ანზორ ბოლქვაძეს [„ოცნება“] 3 ხმა უნდა მიეღო, თუმცა ცესკოს ექვსმა წარმომადგენელმაც მმართველი პარტიის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს მისცა ხმა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ კომისიებში ცესკოს სახელით „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები მუშაობენ.
მთავარი ამბავი კი, რის გამოც სოფლის უკლებლივ ყველა ამომრჩეველმა საკუთარ კონსტიტუციურ, ხმის მიცემის უფლებაზე უარი თქვა, არის ის, რომ ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებდა, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოიცხადებდნენ და არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდოდა საარჩევნო უბანზე, რადგან ხელისუფლებამ არ შეასრულა მათი მოთხოვნა.
ამ სოფელში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს პირობა ნაწილობრივ შეასრულა – მათთვის კორპუსი ააშენა. თუმცა წაბლანელები ამბობენ, რომ ამ კორპუსებში ცხოვრება შეუძლებელია და ხელისუფლება ვალდებულია, კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.
მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ სოფელში საარჩევნო უბანი სხვა სოფლების მცხოვრებლებით დააკომპლექტა.
გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
„1-2 ნოემბერს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
„ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ოფიციალურად დაუკავშირდნენ ცესკოს და ჩაეწერნენ სპეციალურ სიაში, მაგრამ არჩევნების დღეს მათთან არავინ მისულა, შესაბამისად, მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს.
მათ შორის ერთ-ერთია ეკა ბერიძე, რომელიც სპეციალურ სიაში დარეგისტრირდა, თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ ხმას ვერ მისცემდა.
„მოვიდნენ დილით და აღმოჩნდა, რომ სიაში არის მხოლოდ ჩემი მეუღლე, მე კი არ ვარ. ვიკითხე მიზეზი და მითხრეს, რომ არ ვიყავი სიაში და უნდა გამერკვია ცესკოს ცხელ ხაზზე ეს საკითხი, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, მათ უნდა გადმოგვცენ ინფორმაციაო. ცხადია, დავრეკე. ჩაიწერეს მონაცემები და მითხრეს, რომ ჩამწერეს დამატებით სიაში, თუმცა არავინ მოსულა. საღამოს 6 საათზე, როცა უკვე 2 საათი იყო დარჩენილი ხმის მიცემის ვადის ამოწურვამდე, ისევ დავრეკე ცხელ ხაზზე. გადაამოწმეს და ოპერატორმა მითხრა, ადგილზე რომ იყვნენ მოსული, მათ უნდა ეცნობებინათ ჩვენთვისო. ფაქტია, რომ ხმის მიცემის უფლება დავკარგე“ – ამბობს ეკა.
იმედა ბოლქვაძე ხულოში ცხოვრობს. მისი ოჯახიც თვითიზოლაციაშია, დღეს იმედა ელოდა, როდის მიაკითხავდნენ სახლში, რომ ხმა მიეცა, თუმცა მასთან არავინ მისულა.
„5-6 დღის წინ ოფიციალურად დავწერე განცხადება. დღემდე ვიცოდი, რომ მოვიდოდნენ და ხმას მივცემდი, თუმცა არავინ მოსულა“ – გვითხრა იმედამ.
იგივე პრობლემაზე საუბრობს ნინი რესულიძე.
„დღეს მე და ჩემი ოჯახი მთელი დღის განმავლობაში ველოდით სპეციალურ ჯგუფს რომელიც თვითიზოლაციაში მყოფებს მოგვცემდა ჩვენი არჩევანის დაფიქსირების უფლებას! თუმცა დღე ისე დამთავდა არავინ გამოცხადებულა, როცა ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე ვიყავით ცესკოს სპეციალურ სიაში (ორჯერ გადავამოწმე სატელეფონო ზარით). ნეტავ ჩვენსავით კოვიდის გამო იზოლაციაში მყოფი ადამიანის რამდენი ხმა დაიკარგა?“ – წერს ნინი ფეისბუქზე.
იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ნინო დიასამიძე, რომელმაც ხმის მიცემა ვერ შესძლო.
„მე დღეს ხმის მიცემის უფლება არ მომცეს, 2 დღეა ვიბრძვი და უშედეგოდ. სპეცსიაში ვიყავი, არადა კოვიდი ჩემს ძმას დაუდასტურდა და 26 ოქტომბერს კიდევაც დარეგისტრირდა რომ ყუთი ჩემებთან სახლში მიეტანათ. მე საერთოდ შეხებაც არ მქონია, მაგრამ ხმის მიცემის მიზნით დავთანხმდი, რომ ყუთს როცა მიიტანდნენ, ორმაგი პირბადით შევიდოდი და ჩემს მოქალაქეობრივ ვალს პატიოსნად მოვიხდიდი. დღეს ყუთი მიიტანეს და სპეცსიაში დედაჩემი აღმოჩნდა – ჩემი ძმა არა, მარტო დედაჩემს მიუტანეს ბიულეტენი.
მე მაინც წავედი არჩევნებზე, იქ მეუბნებიან, რომ მე და ჩემი ძმა ვიყავით სპეცსიაში და ადგილზე ხმის მიცემის უფლება არ მქონდა. თუ სპეცსიაში ვიყავით, მაშინ რატომ არ იყო ჩემი და ჩემი ძმის ბიულეტენი ყუთთან ერთად. ერთი სიტყვით, ასე დაგვაკარგვინეს მე და ჩემს ძმას ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არ მომეცა ხმის მიცემის საშუალება“ – წერს ნინო ფეისბუქზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ სისტემა ისე იყო მოწყობილი, მსგავსი პრობლემები აუცილებლად გაჩნდებოდა.
„გვქონდა პოზიცია, რომ დიდ საავადმყოფოებსა და კოვიდსასტუმროებში გახსნილიყო უბნები, რადგან ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა დაკვირვება.
გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სპეციალურ სიაში, ვერც პროცესის დაკვირვება ხერხდება. არ გვაქვს ინფორმაცია რამდენი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი აკვირდება პროცესს, ამიტომ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ შესაძლოა დარღვევები ხდებოდეს.
ჩვენ ვამბობდით, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანები ავტომატურად მოხვედრილიყვნენ გადასატანი ყუთის სიაში და შემდეგ, ვისაცარ ექნებოდა ამის საჭიროება ის დარეკავდა ცხელ ხაზზე. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტ ადამიანს მიეცემოდა ხმის მიცემის უფლება“ – ამბობს ლევან ნატროშვილი.
გარდა იმისა, რომ ცხელ ხაზზე დარეკვის მიუხედავად, კოვიდინფიცირებულმა და იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ვერ მოახერხეს ხმის მიცემა, ხმის უფლება იმ პირებმაც დაკარგეს, ვინც არჩევნების წინა დღით დაინფიცირდა.
მაგალითად, ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე ათი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა ორმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან იმ დროისთვის უკვე კორონავირუსით აღმოჩნდნენ ინფიცირებული.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 20:00 საათისთვის აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანი დაიხურა. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 186 182 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59,12% პროცენტია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობის მაჩვენებელი იყო – 52,97%, რაც 163 419 ამომრჩეველს გულისხმობს. ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:
ბათუმის ოლქი – 81 222 ამომრჩეველი – 55,14%
ქობულეთის ოლქი – 43 186 ამომრჩეველი – 60,9 %
ხელვაჩაურის ოლქი – 25 402 ამომრჩეველი – 60,9 %
შუახევის ოლქი – 10 057 ამომრჩეველი – 66,52 %
ქედის ოლქი – 11304 ამომრჩეველი – 71,9 %
ხულოს ოლქი – 15 011 ამომრჩეველი – 61,96 %
უსკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში. აჭარის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 40-მდე საჩივარი. საჩივრები კომისიამ 2 დღის ვადაში უნდა განიხილოს. 24-ვე სპეცუბანზე, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა სამკურნალო და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უკვე დაიწყო ხმის დათვლა და საჩივარი არსად არ დაფიქსირებულა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმში, მე-20 საარჩევნო უბანთან პოლიცია დღეს ოთხჯერ მივიდა. ეს უბანი ბათუმში მე-9 სკოლის შენობაში მდებარეობს. ამავე მისამართზეა გახსნილი კიდევ ერთი, #21 საარჩევნო უბანი.
პირველად პოლიცია მე-9 სკოლის შენობასთან დილას გამოჩნდა. აქ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენელი ხათუნა ბერიძე ადგილზე მყოფი მოქალაქეები. დაპირისპირების მიზეზი გახდა #21 უბანზე მოსული ამომრჩევლის პროტესტი, რომელმაც საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა, ხმამაღლა გამოთქვა პრეტენზია და მას სხვა მოქალაქეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. მალე პოლიცია მოვიდა და ადგილზე ორი პირი დააკავესადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
დღის ბოლოს დაპირისპირებების სერია ამავე შენობაში უკვე #20 საარჩევნო უბანზე დაიწყო.
თავდაპირველად აქ შელაპარაკება მოხდა დამკვირვებლებს შორის. კერძოდ, დამკვირვებელ თეიმურაზ გორგილაძეს, რომელიც „ფოთის ახალგაზრდულ ცენტრს“ წარმოადგენდა, სხვა ორგანიზაციის დამკვირვებელი დაუპირისპირდა, რადგან, როგორ ამბობენ, გორგილაძეს „ოცნების“ აგიტაციას ეწეოდა, შენიშვნაზე კი მუქარით უპასუხა. უბანზე ამბობენ, რომ კომისიის თავჯდომარეს ამაზე რეაგირება არ ჰქონია. უბანზე პოლიცია გამოიძახეს და გორგილაძემ დატოვა უბანი.
მეორე ჯერზე შელაპარაკების მიზეზი ხმის მიცემის უფლება გახდა. #20 საარჩევნო უბანზე მოსული ერთ-ერთი ამომრჩეველი ერთიან სიაში რეგისტრირებული იყო, თუმცა არ იყო ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში. კომისიის თავმჯდომარემ, თამილა დუმბაძემ ჩათვალა, რომ ამომრჩეველს შეეძლო ხმის მიცემა, რასაც მოჰყვა დამკვირვებლის, გიორგი სოლომონიძის პროტესტი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა და კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ცოტა ხანი დაჰყო, დამკვირვებელს უთხრა რომ უბნიდან აძევებდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ისე დატოვა შენობა, რომ დაკვირვებელი შენობაში დარჩა.
მოკლე ხანში საპატრულო ეკიპაჟი ისევ გამოჩნდა ამ მისამართზე, რადგან დაპირისპირება დამკვირვებელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ისევ გაგრძელდა. საარჩევნო უბანი უკვე ჩაკეტილი იყო, როცა ადგილზე პოლიცია მოვიდა, ჯერ სიტუაციის განმუხტვას შეეცადა, შემდეგ კი უბნიდან დამკვირვებელი გააძევა.
საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და შესაბამისად, ტელეკომპანიებმა დაიწყეს ეგზიტპოლების გამოქვეყნება.
„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 41%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 33%;
„ევროპული საქართველო“ – 5%;
„ლელო“ – 4%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
„გირჩი“ – 3%
„სტრატეგია აღმაშენებლი“ – 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი ასევე ჩაატარა „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა, „იმედის“ დაკვეთით Public Opinion Strategies-მა და „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Survation-მა.
„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 3 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%. მონაცემები ასახავს 17:00 საათისთვის არსებულ მდგომარეობას.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობით ამორმჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართულმა ოცნება“ – 55%
ნაციონალური მოძრაობა – 23%
„ევროპული საქართველო“ – 3%
ლელო – 3%
პატრიოტთა ალიანსი – 3%
სტრატეგია აღმაშნებელი – 3%
გირჩი – 3%
ლეიბორისტები – 1%
ნინო ბურჯანაძე/ერთიანი საქართველო – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა პარტიები – 4%
„იმედი“ აცხადებს, რომ ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებს 20 საათის მდგომარეობით, მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლს კომპანია Public Opinion Strategies-ი ამზადებს, ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებენ სხვა ტელევიზიებიც: რ2, ფორმულა და „მთავარი არხი“.
„გარკვეული ძალების გადაადგილება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩვეულებრივი პროცესია რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, საჭიროება არაა, ეს ჩვეული პროცესია, შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ საზოგადოებრივ წესრიგს და შესაბამისად წარმოდგენილია საპოლიციო ძალები, საკმარისი რაოდენობა არის მთლიანად ყველა მუნიციპალიტეტში“, – უთხრა „ბათუმელებს“ კოტე ანანიაშვილმა.
ზოგადად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კი ანანიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის რთული ვითარება არსად არ არის: „დაფიქსირდა რამდენიმე მცირე ინციდენტი, რაზეც შესაბამისი რეაგირებაა მომხდარი და მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა“.
ბათუმში სპეცრაზმის შემოყვანის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი კადრებიც ცოტა ხნის წინ ენმ-მ გაავრცელა.
ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებს, რომ ამ სოფელში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არც ერთი სრულწლოვანი ადამიანი არ მივა საარჩევნო უბანზე. ხელისუფლებამ არ ისმინა სოფლის შეტყობინება, რითაც მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა უნდოდათ. პირიქით, ამ სოფელში უბანი სხვა სოფლების მცხოვრებლებით დააკომპლექტა – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის #32 საარჩევნო უბანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არც ერთ წაბლანელს არ უმუშავია.
გუშინ წაბლანელები აცხადებდნენ, რომ მათი სოფლიდან არავინ მივიდოდა არჩევნებზე. ვიდრე ამას საბოლოოდ გადაწყვეტდნენ, სოფელში კრება ჩაატარეს, იმსჯელეს და მაინც რამდენიმე კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეჯერდნენ – არ მისულიყვნენ არჩევნებზე.
დღეს, 31 ოქტომბერს, საარჩევნო დღის დასრულებიდან 40 წუთით ადრე გვაცნობეს, რომ საარჩევნო უბანზე მართლაც არც ერთი წაბლანელი არ მისულა.
რას ითხოვენ წაბლანელები? – ამ სოფელში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა. ერთადერთი „ქართული ოცნება“ იყო, რომელმაც ეს პირობა [ნაწილობრივ] შეასრულა – მათთვის კორპუსი ააშენა. წაბლანელები ამბობენ, რომ ამ კორპუსებში ცხოვრება შეუძლებელია და ხელისუფლება ვალდებულია, კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.
წაბლიანში 658 ამომრჩეველია.
__________________
მთავარი ფოტო: სოფელ წაბლანაში დღეს, 31 ოქტომბერს სოფლის მცხოვრებლები საარჩევნო უბნის ნაცვლად მოედანზე შეიკრიბნენ.
გონიოში საუბნო საარჩევნო კომისიასთან მისულ ლევან ვარშალომიძეს და მურმან დუმბაძეს ადგილზე მყოფმა პირებმა უბნის დატოვება მოსთხოვეს. „ლევან ვარშალომიძეს ლანძღავდნენ იმიტომ, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და მე მლანძღავდნენ ასევე იმისთვის, რომ ვარ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, – უთხრა „ბათუმელებს“ მურმან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძე ვარაუდობს, რომ ეს პირები არ იყვენენ ფხიზელ მდგომარეობაში. „ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგვიცვა, თორემ ალბათ ფიზიკურადაც შეგვეხებოდენ“, – გვითხრა მურმან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძემ და ლევან ვარშალომიძემ საარჩევნო უბნის ტერიტორია დატოვეს, თუმცა ადგილზე ისევ დაძაბულობაა და მობილიზებულია პოლიციაც. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ხმაური მხოლოდ ეზოში იყო და დაძაბულობა საარჩევნო უბანზე არ შეინიშნება. „ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი“, – უთხრა „ბათუმელებს უბნის თავმჯდომარემ.
ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სპორტსმენის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, ის და მისი მხარდამჭერები, მეგობარი სპორტსმენები და ნათესავები, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდებიან უბნებს გარეთ დაიცვან ხალხის არჩევანი.
„გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ხმებს, თუ იქნება რამე კონფლიქტი, ჩვენც მზად ვართ, რომ გავმუხტოთ სიტუაცია,“ – განაცხადა მან.
„ცდილობენ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, ჩვენ ვცდილობთ, რომ უბნებზე რამე ჩაშლები და ასე შემდეგ… ჩვენ მაგას შევუშალოთ ხელი. ალბათ ჩვენ გვიგულისხმა [რიჟვაძის განცხადება ზონდერჯგუფებზე], მაგრამ მისი განცხადება არაფერს ნიშნავს, მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ [ზონდერჯგუფები], ჩვენი ჩართვაც უნდოდათ, პირადად ჩემთან ჰქონდა მამამისს, დავით რიჟვაძეს მაგასთან დაკავშირებით შეთანხმებები. ეს ბიჭები, რომლებიც ჩემს გვერდში დგანან, უნდოდა, რომ ზონდერები ყოფილიყვნენ, მაგრამ არა, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და მათი ზონდერბიჭები რას იზამენ, ვნახოთ“, – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.
კითხვას, როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში, თუ კი „ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში, ფირუზ წულუკიძე ასე პასუხობს:
„თუ სამართლიანად გაიმარჯვებენ, არაფერს, შევინარჩუნებთ სიმშვიდეს. თუ გაყალბდება, თუ დამკვირვებლები ამას აღწერენ, ჩვენი ქმედებები გვექნება, თუ მშვიდ, წყნარ რეჟიმში იქნება მათი გამარჯვება, ხალხის არჩევანს ჩვენს არ შევეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს ხმების დაცვას, ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, რომ ფიზიკურად არავის დაუპირისპირდებიან – „ჩვენი ქმედებებით ეს იგრძნობა. თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებთ“.
რაც შეეხება მათ ქმედებას „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, წულუკიძე ამბობს, რომ ამას საზოგადოება გადაწყვეტს:
„მაგ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, საზოგადოება იღებს, თუ იქნება პროტესტი, მე სავარაუდოდ წინა ხაზზე ვიქნები, თუ არადა, მარტო მე რა უნდა გავაკეთო, ვიქნები ერთი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილო იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში უსამართლობა იმარჯვებს“.
ფირუზ წულუკიძე ასევე ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს მცდელობა ფიზიკური დაპირისპირების:
„ფიზიკური დაპირისპირება შეიძლება იყოს იმათი მხრიდან. ემზადებიან იმიტომ, რომ მე ვფიქრობ აგებენ. ხალხის განწყობა ვიცი.
დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ქართულ ოცნებას, ის თუ არ გააყალბებს, ვერ გაიმარჯვებს. მე იმედი მაქვს პირველივე ტურში გაირკვევა ყველაფერი“.
დღეს ფირუზ წულუკიძემ ასევე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
_________________
ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში. იგი რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა –რეზო წულუკიძეაბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.
28 ოქტომბერს, ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბათუმში ოთხი ავტობუსით სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შემოიყვანეს. მან ბრიფინგზე ავტობუსების ვიდეოკადრებიც აჩვენა, სადაც ჩანს ოთხი ლურჯი ავტობუსი, რომლებსაც პოლიციის მანქანები აცილებენ.
მირდატ ქამადაძე სთხოვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განმარტოს, რატომ გახდა ბათუმში სპეცრაზმის შემოყვანა საჭირო.
მთავრობას ამ საკითხზე განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ წულუკიძეები, რომლებიც ენმ-ის მხარდამჭერები არიან, დღეს არანაირ აქტივობას არ გეგმავენ. მირდატ ქამადაძემ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ენმ გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. „მაშინაც, როცა ვაგებდით არჩევნებს, ფაქტები აჩვენებს, რომ არეულობა ჩვენს ინტერესში არასდროს არ შედიოდა“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.
დღეს, 16:00 საათზე, გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება და ამის ამსახველი შესაბამისი მასალაც იქნება გავრცელებული“. ბრიფინგზე აჩვენეს კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ წულუკიძეების მობილიზებაა ნაჩვენები რაგბის სტადიონთან.
ფირუზ წულუკიძე მოჭიდავე და მსოფლიო ჩემპიონია, რომელიც პერიოდულად საროტესტო აქციებს მართავს ბათუმში თავისი ძმის – რეზო წულუკიძის დაპატიმრების გამო. წულუკიძეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მას შემდეგ ავიწროებს, რაც წულუკიძეებმა მათ სასარგებლოდ ზონდერჯგუფების შექმნაზე უარი უთხრეს.
„თუ წულუკიძეების მიმართ არის საუბარი, ცალსახად ვაცხადებ, რომ პროვოკაციას გეგმავს ხელისუფლება იმიტომ, რომ დაბოღმილია რიჟვაძე, რადგან დიდაჭარაში არ შეუშვეს. თუ წულუკიძეების მიმართ რაიმე ქმედებას განახორციელებენ და ისრებს გადმოიტანენ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, პასუხისმგებლობა ეკისრება მას. ის და ბატონი ანზორ ბოლქვაძეც არიან დაბოღმილები, პირადი შურისძიება და პირადი მოტივები ამოძრავებთ ამ ადამიანების მიმართ. მისგან განსხვავებით კორექტულად ვამბობ, არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რომლებსაც ის იყენებს ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ვეუბნები, პროვოკაცია არ მოუწყოს ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მას… წულუკიძეები არავითარ აქტივობას არ გეგმავენ, ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან. ჩვენს ოფისთან, აღმაშენებელზე ცოტა ხნის წინ ვიღაცებმა მოაკითხეს, შეხვდნენ ეზოში, ისაუბრეს და წავიდნენ, ხმა მისცეს და ქალაქში გადაადგილდებიან, ძალიან კანონმორჩილად. თუ იმ კადრებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ვინმე ჩვენი მხრიდან რამეს გეგმავს, პასუხისმგებლობა ეკისრება მას, არავინ არაფერს არ გეგმავს ჩვენი მხრიდან“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.
თუმცა ფირუზ წულუკიძის მამამ, დავით წულუკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ისინი ამაღამ ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავენ. თავად ფირუზ წულუკიძემ კი თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამართლიანად გაიმარჯვებს, შეინარჩუნებენ სიმშვიდეს, თუ გააყალბებენ არჩევნებს – „მაშინ ჩვენი ქმედებები გვექნება“.
დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან წარმოქმნილი რიგების გამო ხმის მიცემის პროცესი შენელებულია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცოტა ხნის ბრიფინგზე განმარტა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვის მომენტში ანუ 20 საათისთვის ჯერ კიდევ ხმის მიცემის რიგში იქნებიან, ხმის მიცემას 20 საათის შემდეგაც შეძლებენ:
“ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, ის იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და იმ პირებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა,” – თქვა მან. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების რაოდენობა 165-მდე გაიზარდა, ცესკოს პრესსპიკერის განმარტებით, “მათი ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს”.
დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. სავარაუდოდ, აჭარის მთავრობა გულისხმობდა ფირუზ წულუკიძეს და მის მხარდამჭერებს. ფირუზ წულუკიძე ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმაა, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარაში პერიოდულად იმართება აქციები.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ ფირუზ წულუკიძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ მართლაც შეხვდა მხარდამჭერებს ბათუმის რაგბის სტადიონთან, თუმცა უკვე დაიშალნენ და არ მიუღიათ გადაწყვეტილება, გამართავენ თუ არა საპროტესტო აქციას.
მოგვიანებით „ბათუმელები“ ესაუბრა ფირუზ წულუკიძის მამას, დათო წულუკიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მათი მხარდამჭერები იკრიბებიან ბათუმის 22-ე სკოლასთან. დათო წულუკიძე ამბობს, რომ თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში და წინასწარ მონაცემებში ეს გამოჩნდება, ისინი გამართავენ აქციას. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ზონდერჯგუფების მობილიზებაზე, დათო წულუკიძე აცხადებს, რომ მას არავითარი შეხება არ აქვს ზონდერჯგუფებთან.
ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. იგი რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა –რეზო წულუკიძეაბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.
28 ოქტომბერს ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.
ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას გეგმავს. რიჟვაძე ასევე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საიაში პირველი ნომერი და დეპუტატობის კანდიდატია.
„აჭარაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არსებითი დარღვევების გარეშე, თუმცა, როგორც მოსალოდენელი იყო, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს იმისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაცია.“
რიჟვაძემ ასევე განაცხადა, რომ არსებობს მობილიზების ამსახველი ვიდეომასალა:
„ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება და ამის ამსახველი შესაბამისი მასალაც იქნება გავრცელებული. ამავე დროს ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდად და სტაბილურად გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი. ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვეუბნებით მათ, რომ იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე, ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე და დესტაბილიზაციის მცდელობაზე“.
90 წლის ნუსრედინ შავაძე, ღორჯომის სოფელ პაქსაძეებში არჩევნებზე ჯოხით მივიდა. ამბობს, რომ გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია და არც არასდროს მოითხოვს. ის სოფელში ყველაზე ხანდაზმულია, დურგალია და დღემდე ამუშავებს ხეს. ნუსრედინ შავაძე ამბობს, რომ ღორჯომის სოფლებში 156 ხის სახლი აქვს აგებული და ქვისგან სახლი არასდროს აუშენებია.
„მე საერთოდ მოზარული ხალხი არ მიყვარს, მაგათ არასდროს დავლოცავ. საქმის მოზარულს, მისვლა-მოსვლის მოზარულს, არჩევნების მოზარულს. რა გზარავს, მოდი!
ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, არ მიყვარს სიზარმაცე და უშნოობა არც ხალხში, არც მთავრობაში. თუ არ იშრომებ, არაფერი გექნება. მე ახლაც ვშრომობ, ხეს ვამუშავებ. ადრე ცხოვრება ბნელი და ძნელი იყო, მაშინ მჭადს თუ მონახავდი, პური ვინ იცოდა?! გამჩენმა თქვა – კაი და ბევრი შემეხვეწეთ, თქვენთვის არც დამელევა და არც დამენანებაო, ხოდა კარგი ვთხოვოთ.
ჩემთვის მთავარია ომი არ იყოს. ბევრ ომს მოვესწარი. ვიბადებით, ვიზრდებით და მაინც ხომ ვკვდებით? რატომ უნდა მოვიკვლე თოფით? დრომ მოვიდეს და მომკლას, ხომ?
არ მომითხოვია არჩევნებზე არასდროს გადასატანი ყუთი და არც მოვითხოვ. რომ მეთხოვა, მომიტანდნენ. სიარული მიყვარს. მთაშიც წავდივარ ზაფხულში, ბევრი კი აღარ მყავს, ორ ძროხას დავატარებ. 4, 5, 6, თვე ვართ მთაში, მე, ჩემი ცოლი და ბადიშები. ცოლი 86 წლისაა, ძროხებს ვეღარ წველის და ბადიშებს ასწავლის, აბა, მთაში ურონიო რანაირად იქნები?
156 ხის სახლი მაქვს დადგმული, ქვისგან სახლი არასდროს ამიშენებია. საერთოდ, ჯანმრთელობისთვის ხე ჯობია, ასე გამიგია და ასეც გამოვცადე,“ – გვითხრა ნუსრედინ შავაძემ.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობამ ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში 35.97 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში შუახევში დაფიქსირდა.
ბათუმის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 45 466-მა ამომრჩეველმა, რაც 32.22%-ს შეადგენს; ქობულეთში – 26 316 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც 37.86%-ია; ხელვაჩაურში 16 100 ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, რაც 38.05%-ია; ქედაში – 6 353 ამომრჩეველი, რაც 40.42%-ია; შუახევში 6369 ამომრჩეველი გამოაცხადდა, რაც 42.03%-ს შეადგენს და ხულოში – 8921 ამომრჩეველი, რაც 36.32%-ს შეადგენს.
2016 წლის არჩევნებზე, უსკოს 15 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენდა 35.32%-ს (108 983 ამომრჩეველი).
უსკოში ამ დროისთვის 17 საჩივარია შესული, მათგან 11 ბათუმის ოლქში დაფიქსირდა, 1 – ქობულეთის ოლქში, დანარჩენი 5 საჩივარი – #30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
უსკოს განმარტებით საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს.
ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, საარჩევნო უბნის გარეთ. საუბნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წინ მოქალაქე ხმამაღლა პრეტენზიას გამოხატავდა. მან საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა.
„მას ორმა ბიჭმა მიაყენა შეურაცხყოფა და მე ჩავერიე. ვკითხე, რატომ ეუბნებოდნენ ქალს ასეთ სიტყვებს და მერე ჩემზე გადმოვიდნენ… ესენი იყვნენ რაგბისტები, სახით ვიცანი და ქუჩური მენტალიტეტის მქონე ადამიანები,” – ამბობს ხათუნა ბერიძე.
საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ნეფარიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მოქალაქე ნამდვილად არ იყო საარჩევნო სიაში.
„დღეს სულ ასეთი ორი შემთხვევა იყო… გარეთ რა მოხდა, არ ვიცი,“ – ამბობს ირაკლი ნეფარიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
ბათუმი წვიმის ქალაქია. აქ თავსხმას, დელგმას, თქეშს, კოკისპირულს თუ ჟუჟუნას – ყველანაირ წვიმას შეესწრები. როცა ბათუმში თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოდიხარ, უნდა იცოდე, რომ აქ წვიმა ქალაქის მთავარი პერსონაჟია, თავგზისამბნევი და გეგმების თავდაყირა დამყენებელი. ბათუმში წვიმას ვერ ასცდები. სჯობს მის არსებობას თავიდანვე შეეჩვიო და მეტიც, დაელოდო ხოლმე, როდის გაწვიმდება.
ბათუმში ხშირად შენი დღის გეგმა წვიმას უნდა მოარგო. აუცილებლად უნდა გქონდეს ფერადი ბოტები, ქოლგა და საწვიმარი, ისე ბათუმისთვის უცხო ხარ და წინდაუხედაობისთვის ყოველთვის გალუმპვით გადაგიხდის სამაგიეროს.
შეგიძლია იფიქრო, რომ შემოდგომის წვიმიან დღეებში შინ ყოფნას და წვიმის ფანჯრის მინიდან ყურებას არაფერი სჯობს, მაგრამ ასე არასდროს გეცოდინება როგორია ბათუმი წვიმის ფარდის მიღმა. სჯობს ეს ფარდა ხანდახან გადასწიო, მყუდრო სახლის ზღურბლს გადააბიჯო, ქოლგა გაშალო და წვიმიან ბათუმში გაისეირნო.
მთავარია წვიმისთვის მზად იყო. ქოლგა და საწვიმარი სასურველიაძველ ბათუმში გასეირნება წვიმაშიც კარგი იდეაა
თუ კარგ ამინდში ბათუმში მუზეუმებისთვის დრო არ გრჩებათ, წვიმიანი ამინდი იდეალურია მუზეუმების დასათვალიერებლად.
ბათუმში მუზეუმების არჩევანი დიდია, ქალაქში ათამდე მუზეუმია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე. მაგალითად, არქეოლოგიური მუზეუმი ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობათა და სხვა უნიკალური ექსპოზიციების დათვალიერების გარდა უძველესი სამკაულების ასლების შეძენაცაა შესაძლებელი.
შეგიძლიათ ეწვიოთ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, სადაც უნიკალური, მრავალფეროვანი მასალებია დაცული.
ასევე გირჩევთ ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმიც მოინახულოთ თამარის დასახლებაში, სადაც ცნობილი ძმები ნობელების ბათუმში მოღვაწეობის გარდა ძველი ბათუმის ისტორიასაც გაეცნობით.
კიდევ ერთი საინტერესო ადგილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმია, სადაც პერსონალური, ჯგუფური და რეტროსპექტული გამოფენები ეწყობა.
ჰო, მუზეუმებში სტუმრობისას პირბადე არ დაგავიწყდეთ, ახალი კორონავირუსის პანდემია მუზეუმების მუშაობაზეც აისახა და აქ სტუმრობა მხოლოდ პირბადითა და წესების დაცვითაა შესაძლებელი.
ბულვარში სეირნობისას წვიმაშიც შეიძლება შეხვდეთ ახალდაქორწინებულ წყვილს, რომლებიც ტრადიციულ ფოტოსესიას მართავენ ბულვარშიწვიმიან ამინდში ზღვაზე შტორმის ყურებისას ცოტათი კინოფილმის გმირადაც წარმოიდგენთ თავსროგორც კი წვიმა გადაიღებს, პირსისკენ გაისეირნეთ
ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ამ ქალაქში სულ რომ არაფერი აკეთო წვიმაში, ბოტებით გუბეებში ტოპვაც გაგახალისებს.
წვიმისას შეგიძლია დელფინარიუმის გვერდით, მწვანეში ჩაფლულ პატარა სკვერს მიაშურო, სადაც დიდი, წითელი იაპონური კობრებით სავსე აუზია. წვიმაში თევზებს ან რაღაც უხარიათ, ან პირიქით – წყლის ზედაპირზე ხტიან და შენც შეგიძლია უყურო და უყურო.
წვიმაში ველოსიპედით გისეირნიათ? ოღონდ ზომიერ წვიმაში. დაუვიწყარი სიამოვნებაა. თბილად გაცვია, წვიმა მხოლოდ სახეს გისველებს და მიჰქრი. თუ ბულვარის ველობილიკს გაუყვები წვიმაში, ზღვაზე შტორმსაც ნახავ. ამ დროს პლაჟზე უამრავი ადამიანი გამოდის ფოტოების გადასაღებად, ტალღებზე დასაკვირვებლად.
სანაპიროზე წვიმას თავისი ხიბლი აქვს. ეს პეიზაჟი თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ, ბათუმს არ იცნობთ
სისულელეა ვთქვათ, რომ წვიმაში ერთ საათზე მეტხანს ივლით და არ მოგშივდებათ ან ცხელი სასმელი არ მოგინდებათ. ამ დროს ალბათ საუკეთესო გამოსავალია რომელიმე დიდშუშებიან რესტორანს ან კაფეს მიაშუროთ, მაგალითად, პორტთან ახლოს, ქუთაისის ქუჩაზე, სადაც ფანჯრიდან წვიმას უყურებთ და უგემრიელეს, ცხელ წვნიანს მიირთმევთ.
დაუწერელი კანონია, რომ არასდროს უნდა შეუკვეთო ყავა ან ჩაი იქ, სადაც სადილს უკვეთავ. რატომ? იმიტომ, რომ სადილის შემდეგ ჩაი ან ყავა სხვა კაფეშიც შეგიძლია მიირთვა, სულ სხვა გარემოში.
გირჩევთ, წვიმიან ქალაქში ლიმონიანი ჩაის ან ყავის მისართმევად რომელიმე მაღალსართულიანი სასტუმროს ბოლო სართულის კაფეს ეწვიოთ. ასეთი ბათუმში ბევრია, საიდანაც წვიმაში გაავებული ზღვაც კარგად ჩანს და ნისლიანი, მოქუფრული ქალაქიც.
ბევრისგან მოისმენთ, რომ ცუდ ამინდშიც კი ,,ბერეგზე“ მიირთმევს ყავას, წვიმის ხმის ფონზე, ქოლგაში შეყუჟული. ასეც შეიძლება. ასე ყველაზე ახლოს ხართ გემებთან, რომლებისთვისაც სულერთია რა ამინდია, მაინც მიმოდიან ნისლიან ქალაქში და ვინ იცის, თუ გაგიმართლათ იქნებ გემის პორტში შემოსვლას ან გასვლასაც შეესწროთ, როცა საყვირების ხმაში იძირება სანაპირო.
დაკვირვებიხართ, რა ფერისაა ზღვა წვიმის დროს? ნავსადგურთან, ჩაშვებულ ღუზასთან, წვიმის წვეთებზე დაკვირვება გიცდიათ?
სიმართლე რომ ვთქვათ, ყველას თავისი გეგმა აქვს წვიმიან ქალაქში. ეს გეგმაც უკიდურესად პირობითია. ერთი რამ კი უნდა ითქვას, რომ არის სურათები, რასაც ბათუმში ყველა თანაბრად ხედავს: მაგალითად, წვიმისა და შტორმის შემდეგ, როცა ყველაფერი წყნარდება და მზე ისევ ანათებს, აუცილებლად ნახავთ სანაპიროზე თვალანთებულ ოპტიმისტებს, რომლებიც ტალღებისგან გამორიყულ ძვირფას ნივთებს და ოქროს ეძებენ. შეშის და თურმე ნუ იტყვით, კაკლის შემგროვებლებსაც კი შეხვდებით – ამბობენ, რომ სოფლის მდინარეებს ზღვაში კაკალი ჩააქვს და შტორმის შემდეგ სანაპიროზე გამოირიყება.
კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს – როცა რამის შეგროვებას იწყებ, სხვას ვეღარაფერს ხედავ. ჰოდა, ნურაფერს შეაგროვებთ, ისე დააკვირდით ამ ქალაქს, სრული სურათი რომ არ დაგეკარგოთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის 45-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა მისცა ხმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს შუშანა ჯაიანს, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქემ, რომელიც იყო კოვიდინფიცირებულთა სპეციალურ სიაში, ხმა უბანზე მისცა.
„უზარმაზარი ნაკადი იყო და რეგისტრატორმა დაუშვა შეცდომა, მოაწერინა ხელი, მაგრამ დაიწერა საჩივარი ამაზე,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა კოვიდინფიცირებული პირი უბანზე, თავმჯდომარე ამბობს: „გვითხრა, უკვე დავამთავრე კარანტინი და გამოვედიო“.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამის დამადასტურებელი ცნობა მოქალაქეს, კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ არა. „თუმცა მანამდე ორი მოქალაქე მოვიდა და მათ ჰქონდათ ცნობა,“ – გვითხრა მან.
მირდატ ქამადაძის თქმით, სპეციალურ სიაში მყოფმა პირებმა 84-ე, 71-ე და 98-ე უბნებზეც მისცეს ხმა.
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ დღეს განაცხადა, რომ მასთან იმყოფებოდა მოქალაქე, რომელსაც გუშინწინ მიუვიდა ამომრჩევლის ბარათი, სადაც ეწერა, რომ მე-17 საარჩევნო უბანზე აძლევდა ხმას, თუმცა ის საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს.
„უთხრეს, რომ არის კოვიდინფიცირებული, რომ სპეციალურ სიაშია და უბანზე ვერ მისცემდა ხმას, მაშინ, როცა არც გადასატანი ყუთი მიუტანიათ მისთვის,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ელზა აგირბას, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქე კოვიდინფიცირებულთა სიაშია და მას ამიტომ არ მისცეს უბანზე ხმის მიცემის უფლება.
„ეს მოქალაქე არის სპეციალურ სიაში, როგორც კოვიდინფიცირებული. მაშინ უნდა წარმოედგინა ცნობა და თუ ინფიცირებულია, სახლში მიაკითხავენ,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.