მთავარი,სიახლეები

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს

31.10.2020
ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, საარჩევნო უბნის გარეთ. საუბნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წინ მოქალაქე ხმამაღლა პრეტენზიას გამოხატავდა. მან საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა.

„მას ორმა ბიჭმა მიაყენა შეურაცხყოფა და მე ჩავერიე. ვკითხე, რატომ ეუბნებოდნენ ქალს ასეთ სიტყვებს და მერე ჩემზე გადმოვიდნენ… ესენი იყვნენ რაგბისტები, სახით ვიცანი და ქუჩური მენტალიტეტის მქონე ადამიანები,” –  ამბობს ხათუნა ბერიძე.

საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ნეფარიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ მოქალაქე ნამდვილად არ იყო საარჩევნო სიაში.

„დღეს სულ ასეთი ორი შემთხვევა იყო… გარეთ რა მოხდა, არ ვიცი,“ – ამბობს  ირაკლი ნეფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: