„ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს“ – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი ეხმიანება რუსულ კანონის პირველი მოსმენით მიღებას და აცხადებს, რომ კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს.
„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებით.
ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის აუცილებელ საქმიანობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება მოახდინოს ევროკავშირისკენ საქართველოს გზის კომპრომეტირება“ – წერს ჰანკე ბრუინს სლოტი ტვიტერზე.
- რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
„რომ გადმოიტანოს, რა?“ – დეპუტატი ოფშორიდან ივანიშვილის მიერ ფულის უფასოდ შემოტანაზე
რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტმა დღეს, 18 აპრილს, დაჩქარებული წესით და უკვე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც ოფშორული ზონიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანა გადასახადების გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.
მეორე მოსმენაზე პარლამენტის 75-მა წევრმა დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, კანონპროექტის მოწინააღმდეგე მხოლოდ 9 დეპუტატია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააანონსა, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენით, ანუ საბოლოო ვერსიას პარლამენტი დღესვე უყრის კენჭს საღამოს 5 საათზე.
პარლამენტში მყოფი ოპოზიცია მიუთითებს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე მორგებული, რომელიც აპირებს, ოფშორში არსებული გაუმჭვირვალე ქონება დასანქცირებამდე საქართველოში გადმოიტანოს. არც „ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ ცვლილება კანონში, რასაც დაჩქარებულ რეჟიმში უჭერს მხარს „ოცნება“, ბიძინა ივანიშვილს შეეხება.
ოპოზიცია მიუთითებს იმაზეც, რომ ოფშორიდან ბიზნესის გადასახადების გარეშე გადმოტანა „შავი ფულის სამრეცხაო“ და ფულის გათეთრების შესაძლებლობა იქნება, რაც საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს.
„გამჭვირვალობას“ დღევანდელ სხდომაზე ხშირად ახსენებდა ოპოზიცია: როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ სწორედ „გამჭვირვალობით ხსნიდა რუსული კანონის მიღების საჭიროებას, ამავდროულად კი, ოფშორში ბიზნესი პირდაპირ ნიშნავს ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე.
„სანამ პანამის საქმე არ გასკდა და არ აღმოჩნდა, რომ იქ ივანიშვილი იყო ძირითადად, არავინ იცოდა, რომ პანამის ოფშორში მას ეს კომპანია ჰქონდა,“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა რომან გოცირიძემ.
„გუშინ თქვენ მიეცით კანონს ხმა, რომელსაც ჩვენ ვეძახით რუსულ კანონს. თქვენ ამბობდით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. ახლა ჩემი შეკითხვა: რამდენად გამჭვირვალეა ოფშორული ზონა? რამდენად გამჭვირვალე იქნება იქიდან შემოსული ფული? კონკრეტულად ვის შეეხება ეს, იქნება ეს ინფორმაცია ღია, რომელი წყაროს მეშვეობით შეგვეძლება ამ ინფორმაციის მიღება?“ – იკითხა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
„უცბად აღმოჩნდა, რომ დაჩქარებულად, 2 დღეში უნდა მივიღოთ კანონი ივანიშვილის ოფშორში განთავსებული აქციების, წილების, ქონების, თვითმფრინავების საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის შესახებ… ხომ არ მოჰყვება ამას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის უკიდურესად გაუარესება? ამით ისარგებლებს პირი, რომელსაც საქართველოში ფულის გათეთრების შანსი გაუჩნდება, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენს ქვეყანა?“ – იკითხა რომან გოცირიძემ.
„ოფშორებში კომპანიების გადამწყვეტი უმრავლესობა ეკუთვნის დასავლეთის ქვეყნებს, არავითარი რუსული აქ არ არის, დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ქვეყნებია…“ – უპასუხა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ, რომელიც კანონპროექტის ავტორია.
„მსოფლიოში ვერავინ ვერ გაარკვია, ოფშორში რა ფულია და თქვენ საიდან გაარკვიეთ? თქვენ როგორ დაადგენთ, როდის შეიქმნა და იქ რა ჰქონდა?“ – კითხვა დაუბრუნა საპარლამენტო უმრავლესობას დავით უსუფაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დეპუტატმა გია ვოლსკიმ დღევანდელ სხდომაზე იცრუა, როცა თქვა, რომ კვიპროსი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ოფშორი იქაცაა. ეს რომ ასე არაა, ისევ „ქართული ოცნების“ წევრმა და კანონპროექტის მომხსენებელმა პაატა კვიჟინაძემაც დაადასტურა – როცა კვიპროსი ევროკავშირის წევრი გახდა, პირველ რიგში, საგადასახადო კანონმდებლობა შეიცვალა ამ კუთხით: „კვიპროსი თვითონ იყო ამ სისტემაში და გამოვიდა,“ – აღნიშნა კვიჟინაძემ მას შემდეგ, რაც გია ვოლსკიმ კვიპროსზე ისაუბრა.
„თუ იქნება სანქციები, რომელსაც თქვენ ასე სიამოვნებით შეხვდებით, რომ აქ ეკონომიკას არავითარი განვითარების საშუალება არ მიეცეს, საინტერესოა, დამატებითი ინფორმაცია გვქონდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე: კვიპროსში არსებობს ოფშორში მყოფი კომპანიები და ამას თავისი დიდი შემოსავლის წვლილი აქვს ქვეყნის ბიუჯეტში. რა საფრთხე არსებობს თუნდაც ოფშორული ზონიდან კომპანია გადმოვიდეს საქართველოში?“ – იკითხა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“
პაატა კვიჟინაძეს ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია, თუმცა ოპოზიციის აქცენტზე, რომ კანონს „ქართულ ოცნება“ ივანიშვილის დასანქცირების გვერდის ასავლელად ცვლის, უპასუხა.
„ამერიკამ რომ სანქციები დააწესოს, საქართველო უშველის? ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუ სანქცია დაწესდა. აქამდე იძახდით, გარბის საქართველოდან, ახლა შემოდის და აქ აბანდებსო. რუსეთს არ აქვს ოფშორი, დასავლეთის იურისპრუდენციაშია ეს კომპანიები,“ – ისევ დასავლეთზე გააკეთა აქცენტი პაატა კვიჟინაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე ასევე იკითხეს, არის თუ არა ეს ცვლილება შეთანხმებული ევროპელ პარტნიორებთან, როცა საქართველოს გაცხადებულად სურს ევროინტეგრაცია?
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეხმარებიან საქართველოს საგადასახადო სისტემას, ფინანსურ სისტემას, ეკონომიკურ კეთილდღეობას… ასეთი საორჭოფო კანონპროექტი იყო შეთანხმებული პარტნიორებთან? პარტნიორების აზრს საერთოდ ვითვალისწინებთ? არც კი თვლით საჭიროდ, რომ მათთან კონსულტაცია გაიაროთ – სავალუტო ფონდი მაქვს მხედველობაში,“ – დააზუსტა არმაზ ახვლედიანმა.
„მოქალაქემ 300-ლარიანი ნივთი რომ გამოიწეროს, 18 % უნდა გადაუხადოს ბიუჯეტს, ადამიანებს კი, რომლებსაც ოფშორში აქვთ ფული, შეუძლიათ მთლიანად ეს აქტივი შემოიტანონ და საგადასახადო სისტემას გვერდი აუარონ. სად არის აქ თანასწორობა?“ – იკითხა იაგო ხვიჩიამ.
„ამ კანონს იღებთ ბიძინასთვის“, – მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სალომე სამადაშვილმა. – „უამრავი ფული აქვს გადამალული ოფშორში, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე ოლიგარქია მსოფლიოში…
გვესაუბრებით, რომ ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედია… ახლა იღებთ კანონს, რომ ქართველი ხალხი გაძარცვოს მორიგ ჯერზე?“ – იკითხა სალომე სამადაშვილმა.
„თქვენი ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში,“ – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ, მანაც კვიპროსის შემთხვევა ახსენა, თუმცა იმის საილუსტრაციოდ, რომ სისტემური საგადასახადო ცვლილებები განხორციელდა, ამ ქვეყნის ევროკავშირში მიღება რომ გამხდარიყო შესაძლებელი.
უპასუხოდ დარჩა ოპოზიციონერი თეონა აქუბარდიას ეს შეკითხვაც: „ამ კუთხით ევროპული პრაქტიკა როგორია? ვინ დაგიკვეთათ ამ კანონის მიღება, რუსული ინტერესები როგორ იკვეთება, ხომ გინდათ გამჭვირვალობა? ხალხს უპასუხეთ, რატომ დააკლდება ფული, ვისი ინტერესია ეს?“ – იკითხა თეონა აქუბარდიამ.
„თქვენ კენჭი უყარეთ კანონს, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოტანას საქართველოში და დიდი ალბათობით ღიად დაუტოვებს კარს რუსულ ფულს, რომლის წარმოშობაც ჩვენ არ ვიცით. რუსული კანონი დასავლური ფულის შემოსვლას ზღუდავს და შავი ფულის შემოსვლას უწყობს ხელს. დიდი ალბათობით ეს სჭირდება ივანიშვილს, თავი დააღწიოს მოსალოდნელ სანქციებს,“ – აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა, ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„არავითარი პრობლემა არ იქნება, ყველა ქვეყანა იღებს თავისთვის საჭირო გადაწყვეტილებას, ზოგი ამნისტიას იღებს, არავითარი კავშირი ამას ევროკავშირთან არ აქვს,“ – აღნიშნა ოპოზიციის საპასუხოდ პაატა კვიჟინაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
საინტერესოა ისიც, რომ „ქართულმა ოცნება“ ეს კანონპროექტში ერთიან პაკეტში წარმოადგინა, სადაც გათვალისწინებულია ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა:
„გამოვა ისე, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ გაჭირვებული მოსახლეობისთვის ამნისტიას, მოსახლეობას თუ რამე შეღავათი ექნება, ეს კარგია, მაგრამ ის რომ ოფშორიდან გადმოვიდეს ყოვლად გაუმჭვირვალე თანხები საქართველოში და საქართველომ ამით არაფერი დადებითი არ მიიღოს, რა თქმა უნდა, ამას ოპოზიცია მხარს ვერ დაუჭერს,“ – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
„ეს არის დისკრიმინაციული კანონი, რომელიც აზიანებს ლეგალურ, პატიოსან ბიზნესს,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე. მან ასევე სცადა აეხსნა, რატომ ეჩქარებოდა ამ კანონპროექტის მიღება „ქართულ ოცნებას“- „ რა გეჩქარებათ? თქვენ ის გეჩქარებათ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ივანიშვილის თავისუფალ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება.
დემოკრატიის ძალა და მსახვრალი ხელი მისწვდა ყველგან სანქციების სახით და მათ შორის ოფშორებს. უნდა ახლა, რომ თავისი აქტივები გადმოიტანოს ყველა. უნდა, რომ გადმოიტანოს ყველაფერი აქ „ქართუს ბანკის,“ ან „ელიტა ბურჯის“ ბალანზე დაარეგისტრიროს, გადასახადები არ გადაიხადოს, შექმნას საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ. ის არის სანქციების მოლოდინში, მათ შორის „აგენტების კანონიდან“ გამომდინარე. თქვენც დაელოდეთ სანქციებს, ასე მარტივად ვერ გადარჩებით,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პაატა კვიჟინაძემ ამჯერად ახსენა ბიძინა ივანიშვილი.
„რაც შეეხება ბატონ ბიძინას, მინდა ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ჯერ ერთი, რომ გადმოიტანოს, რა? თქვენ არ იძახით გაუმჭვირვალე არის და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება, რა არის ამაში ცუდი. მით უმეტეს, გეუბნებით, რომ აქ არის 3 ათასამდე კომპანია. ვერიდები ხოლმე ბატონ ბიძინაზე საერთოდ საუბარს. თუ საქართველოში რამე კარგი გაკეთდა, სახელმწიფოს გარდა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული არ არის ყველაფერი?“ – იკითხა პაატა კვიჟინაძემ.
ეს კანონი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის – DataFest Tbilisi
მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი DataFest Tbilisi საქართველოს მთავრობის მიერ რუსული, აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება და წერს, რომ რომ რეპრესირებულ ქვეყნებში მცხოვრები პროფესიონალების გამოცდილების გათვალისწინებით, რომელთაც წლების განმავლობაში უთმობდნენ ფესტივალის პლატფორმას, ჩანს, რომ ეს კანონიც ქართული სამოქალაქო სივრცის ანალოგიურად შეზღუდვას ისახავს მიზნად.
„კანონპროექტის ხელახლა ინიციირებამ იმედგაცრუება, ბრაზი და გაოგნება გამოიწვია.
დაფუძნების დღიდან დღემდე DataFest Tbilisi აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სექტორს, ქვეყანასა და ექსპერტს შორის თანამშრომლობასა და კოლაბორაციას. მეტიც, ფესტივალმა შექმნა გარემო, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოცდილებებისა და ინსპირაციის ერთმანეთისთვის გაზიარება. წლების განმავლობაში ამაყად გვითანამშრომლია არაერთ საერთაშორისო დონორთან, კერძო კომპანიასთან და საჯარო უწყებასთან, რათა ერთობლივი ძალებით შეგვექმნა საინტერესო და შთამაგონებელი გარემო ფესტივალის სტუმრებისთვის.
აღნიშნული კანონი არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მიდგომას (ქართულ საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შეზღუდვით), არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის.
წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რეპრესირებულ ქვეყნებში მცხოვრები პროფესიონალებისთვის პლატფორმა მიგვეცა გამოცდილებების გასაზიარებლად. ვშიშობთ, რომ შემოთავაზებული კანონი ქართული სამოქალაქო სივრცის ანალოგიურად შეზღუდვას ისახავს მიზნად.
გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა ახლა უფრო რელევანტურია – უნდა შევქმნათ პლატფორმა გამოცდილების, ცოდნისა და შთაგონების გაზიარებისთვის, რათა ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გამოვიყენოთ მონაცემები და ტექნოლოგია დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საუკეთესო სტრატეგია იმის კეთებაა, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის — მონაცემთა ენთუზიასტების დაკავშირება და ერთმანეთისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და შთაგონების გაზიარება, რათა წვლილი შევიტანოთ ამ კანონის წინააღმდეგ გამარჯვებაში” – წერია განცხადებაში.
DataFest Tbilisi -მა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა.
ეს კანონი გახდება ბერკეტი ხელისუფლებებისთვის მათთვის არასასიამოვნო პირების წინააღმდეგ – თემო რეხვიაშვილი
„ეს კანონი, უჩემოდაც ბევრი ამბობს, რომ შეავიწროებს სხვადასხვა ადამიანს, შეზღუდავს დაფინანსების მიღებას კეთილი საქმეებისთვის, გახდება ბერკეტი ამ და მომავალი ხელისუფლებებისთვის, მათთვის არასასიამოვნო პირების წინააღმდეგ“ – ასე აფასებს რუსულ კანონს მსახიობი, მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებული [საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი] თემო რეხვიაშვილი.
„ეს კანონი იმიტომაც უნდა გაიწვიოს მთავრობამ უკან (და არაფრით აღარ დააბრუნოს), რომ ვნებს ჩვენს, ასე თუ ისე ერთიანობის თუ არა, „ერთმანეთის ატანის“ მცდელობას. მტერ ქვეყნებზე უფრო საშიში კი, თანამოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება მგონია და ასეთ შემთხვევაში, ღირსეული მთავრობა, წესით, პირველ რიგში, ამაზე უნდა ფიქრობდეს.
საერთოდ დეპოლარიზაცია არაა მხოლოდ უბრალო პუნქტი, რომელიც ევროპის კავშირში შესასვლელად გვჭირდება, ეს ბევრად უფრო დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი საკითხია.
საპარლამენტო ოპოზიციისგან კი მეტის მოლოდინები მაქვს (უფრო სწორად არ მაქვს, წესით უნდა მქონდეს, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ოპოზიციაშიც არ გვიმართლებს), როდესაც პარლამენტში ზიხარ მეტი ინტელექტუალური რესურსის გაწევაა საჭირო, ევროპის დროშას მხრებზე ხალხიც იხვევს და „არა რუსულ კანონს”, ხალხიც გაჰყვირის, მათ ბევრად მეტი მოეთხოვებათ და ბევრად მაღალი სტანდარტები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე აქვთ.
ყველას ვუსურვებ ამ პროცესების მშვიდობიანად ჩავლას, არ შეიძლება არც ამ და არც სხვა კანონების მიღება, რომლებიც ადამიანებს ზღუდავს და ცხოვრებას უმწარებს“ – ამბობს თემო რეხვიაშვილი.
- რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
ფოტო: კადრი „მაუწყებლის“ ვიდეომასალიდან
______________________
ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 456 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
- ტანკი – 7 196 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 13 835 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 11 637 ერთეული [+13]
- MLRS – 1 046 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 760 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 284 ერთეული [+5]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 093 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 15 618 ერთეული [+31]
- სპეცტექნიკა – 1 915 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 583 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 21 734 უპილოტო საფრენი აპარატი
- 504 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 801 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 267 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 8 945 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 111 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს – პედაგოგები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არაერთმა სკოლამ მიიღო უამრავი სიკეთე სხვადასხვა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით. მასწავლებლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია, მოსწავლეებს კი მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.
კანონის მიღება ამ შესაძლებლობებს უქმნის საფრთხეს.
მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას. რაც მთავარია, ის შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასა და საფრთხეს შეუქმნის ნატო-ში გაწევრიანებას.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.
მოვუწოდებთ საჯარო უწყებებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ.
და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება“, – ნათქვამია პედაგოგების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში „უცხო ძალად“ აცხადებს ყველას, ვინც კი დაფინანსებას უცხოეთიდან მიიღებს. კანონი უცხო ძალადა მოიაზრებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს.
საქართველოს მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს და მოითხოვს უკან გაიწვიოს „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისთვის დამაზიანებელი კანონპროექტი.
დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი უკან – აქციის მონაწილეებმა „ოცნებას” ერთი საათი მისცეს
დღეს, 17 აპრილს, თბილისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაკეტილია რუსთაველის ქუჩა, ათასობით ადამიანი ითხოვს „ოცნებამ“ გაიწვიოს უკან რუსული კანონი.
„დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი უკან“ – აქციის მონაწილეებმა „ოცნებას” ერთი საათი მისცეს განცხადებისთვის.
თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ახალგაზრდები ბათუმში. „არა რუსულ კანონს“ – სკანდირებენ სტუდენტები ბათუმში მიმდინარე აქციაზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი. საპროტესტო აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.
- რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების, მკვლევრებისა და მეცნიერების განცხადება რუსულ კანონზე
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მკვლევრები და მეცნიერები აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:
„ვეხმაურებით ბოლო დღეებში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეების მოსმენის ნაცვლად, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები, გამოიყენა ძალა ახალგაზრდების წინააღმდეგ და ადამიანებზე ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორებით არის დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩვენი უმეტესობა საქართველოში არ იმყოფება, სრულად ვიზიარებთ ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანის სულისკვეთებას, რომლებიც უკვე არაერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ და სრულიად ქართველი ხალხის სათქმელს – საქართველომ არ უნდა გაიმეოროს რუსეთის გზა და არ უნდა დაუშვას სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისთვის აგენტების იარლიყის მიწებება.
იმის გამო, რომ გაღატაკებულ ქვეყანაში, რომლის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად, ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ინაწილებენ საზოგადოებრივ სიკეთეებს და საკუთარი კომფორტისთვის იყენებენ ქვეყნის რესურსებს, ხშირად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთება მხოლოდ დასავლური ფონდებიდან წამოსული დაფინანსებით არის შესაძლებელი.
სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოსთვის მეცნიერებისა და განათლების განვითარება ვერ იქცა პრიორიტეტად. შესაბამისად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სამეცნიერო სივრცე, საქართველოსთან დაკავშირებული კვლევა და მეცნიერული ძიება უკიდურეს სიღარიბესა და იზოლაციას, სწორედ, საერთაშორისო ფონდებიდან და ევროპული საზოგადოებისგან მიღებული დახმარებით გადაურჩა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე ემუქრება.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მუდმივი ძიება უწევთ, სწორედ საქართველოს მთავრობების გამუდმებული უნიათობაა, შექმნას მაღალი დონის საგანმანათლებლო ინსტიტუციები, დანერგოს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და შექმნას ჯანსაღი მედიაგარემო, რომლის პირობებშიც ადამიანებსა თუ ინსტიტუტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა მოახერხონ გარე დაფინანსებების მუდმივი ძიების გარეშე.
დემოკრატიული პროცესი არ არსებობს თუნდაც ამგვარი ორგანიზაციების კრიტიკის გარეშე. თუმცა, „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი ამ კრიტიკის შესაძლებლობასაც კი სპობს, რამეთუ საზოგადოებრივი სივრცის გაჯანსაღების ნაცვლად, ირჩევს ორგანიზაციებისა და ადამიანების სტიგმატიზირებისა და მათი საჯარო სივრციდან განდევნის გზას.
ამ კანონს ჩვენ ვხედავთ როგორც მთავრობის მცდელობას, დააკანონოს ბოლო ათწლეულების მანძილზე მისი კოლონიური და უთანასწორო პოლიტიკის წინააღმდეგ მობილიზებული მოძრაობების საჯარო სივრციდან განდევნა, რეპრესია, და დისკრედიტაცია.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვნების მიერ დარბეულ აქციის მონაწილეებს და ცალსახად ვამბობთ:
არა რუსულ კანონს!
მოუსმინეთ ხალხს!” – წერია განცხადებაში.
განცხადებას ამჟამად 37 ხელმომწერი ჰყავს.
დღეს, 17 აპრილს, ასევე გავრცელდა პეტიციია, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი. ხელმომწერები „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონპროექტი.
რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ – მასწავლებელი რუსულ კანონზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს:
„თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ, რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს?!
სერგო ორჯონიკიძესაც ჰყავდა მასწავლებელი, იმ სპეცრაზმელებსაც, წიხლით რომ სცემეს მასწავლებელი. იმ დეპუტატებსაც, ჩვენ რომ ავირჩიეთ.
ნუთუ მხოლოდ მასწავლებელია დამნაშავე?
ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!“ – წერს პედაგოგი.
რუსული კანონის დაბრუნება გააპროტესტეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგებმა.
- რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა განხილვაზე.
დღეს, 17 აპრილს, „ქართული ოცნების“ წევრებმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
რუსული კანონპროექტის განხილვას საქართველოს ათასობით მოქალაქე აპროტესტებს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე დღესაც გაიმართება.
ლანა ღოღობერიძე: „არა რუსულ კანონს!“
რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქზე ეხმიანება რუსულ კანონს:
„დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი – ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო.
დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები – ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები! ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ!
მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის. ის ისე ნათლად გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობდით ფეხბურთელთა ამ მშვენიერ გამარჯვებას. ასე სახალხოდ ვზეიმობდით იმიტომ, რომ ვაცნობიერებდით – ეს არ იყო მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ ევროპაში შესვლის რეპეტიცია! ის სიხარული ჩვენი ერის სულიერი ენერგიის ბუნებრივი გამოვლინება იყო! მას ვერავითარი ხელისუფლება ვერ წაგვართმევს.
ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით, როგორც იმ დღეს, ჩვენი ბიჭების გამარჯვების დღეს, შევაბიჯებთ ევროპაში!
ამიტომაც: არა რუსულ კანონს! კი – ევროპას!“ – წერს ლანა ღოღობერიძე.
დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი. საპროტესტო აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ საღამოს 7 საათიდან თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
აქციაზე დაშავებულებს აღენიშნებათ ტვინის შერყევა და მოტეხილობები – ჯანდაცვის სამინისტრო
16-17 აპრილის ღამეს, როცა შს სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ხუთი მოქალაქე.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ ღამით, “მიმდინარე მოვლენების შედეგად” დაშავებულ ხუთი მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისი განცხადებით:
- ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა;
- მეორე მოქალაქეს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები თავის მიდამოში, დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა;
- მესამე მოქალაქეს აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები სახის არეში, დადგენილია ტვინის შერყევა, ასევე მარცხენა ხელზე მიღებული აქვს მსუბუქი ტრავმა, მოტეხილობები არ აღენიშნება;
- მეოთხე მოქალაქეს დაუდგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩატარდა ოსტეოსინთეზი (ოპერაცია). ასევე აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა ტერფზე.
- მეხუთეს მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის მიდამოს დაზიანება, დადგინდა ტვინის შერყევა.
გაბუნიამ ბრიფინგი დაშავებული პოლიციელების შესახებ ინფორმაციით დაიწყო და თქვა რომ დაშავებულია ორი პოლიციელი, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ორივე პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.
დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გიორგი ანწუხელიძის ცოლი რუსულ კანონზე: „ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას“
„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ მათი დახმარებით დადგა ჩვენი ქვეყანა ფეხზე, რამდენიმე ომისა და უამრავი ზეწოლის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული,“ – წერს ფეისბუქგვერდზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე.
დღეს, 17 აპრილს, პარლამენტმა პირველი მოსმენით რუსული კანონი მიიღო. საღამოს 7 საათზე საპროტესტო აქცია იმართება თბილისსა და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთი შეტაკებისას ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ იგი ცხინვალის მე-5 სკოლასთან ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი ანწუხელიძე.
„საუკუნეებია ქართველები ევროპისკენ ისწრაფვიან. ათწლეულებია თაობები, საჯარო, თუ სამოქალაქო პირები შრომობენ დაუღალავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კონკრეტული პროცედურები გაიარონ.
ამ ბრძოლას უსისხლოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ მიზანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას, შვილების კარგ მომავალს შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამ ყველაფერმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ მიზანს. ევროპული გზა სწორედ ეს გზაა.
მოგმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ ყველაფერი, რაც ამ გზაზე დაბრკოლებას ქმნის, საზოგადოების ერთიანობისთვის საზიანოა, გვერდზე გადადოთ, გადადოთ საბოლოოდ.
თავისუფლების გზაზე სწორედ ევროპა და დასავლეთი ამოგვიდგა მხარში. სახელმწიფოებრივი მიზნის გატარება შესაძლებელია მეგობართა წყენისა და ახალგაზრდების გაუცხოვების გარეშეც.
გთხოვთ, გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას, მათ შორის თქვენს შრომას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გვაჩვენებთ ახალგაზრდებისკენ მიმართულ აგრესიას ნურავის მხრიდან, მით უმეტეს ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ისინი ჩვენი შვილები არიან, ნუ უგულვებელყოფთ მათ თხოვნას. ვემსახურებით საქართველოს,“ – წერს მაკა ჩიკვილაძე.
სახალხო დამცველი: გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევა
„ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები,“ – წერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
სახალხო დამცველი რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას:
- „აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი.
- გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევა.
- ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების გაჟღერების მომენტისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მონაწილეთა დაშლისკენ მოწოდების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის. ამგვარ გაფრთხილებას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, მას შეუძლია შეაკავოს საერთო იდეებისა და ინტერესების მხარდამჭერი ადამიანები თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას.
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება, გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება.
სახალხო დამცველი მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბრობს დაკავებულების შესახებ, რომლებსაც დროებითი დაკავების იზოლატორებში შეხვდნენ.
„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 16 პირი [მათგან ორი მონახულების მომენტისათვის იმყოფებოდა კლინიკაში და აპარატის ინფორმაციით, იყვნენ ხელწერილით გათავისუფლებული]. დამატებით, პირადად სახალხო დამცველმა 17 აპრილს მოინახულა 18 დაკავებული პირი, მათ შორის 15 აპრილის აქციაზე დაკავებულები.
16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას.
ყველა შემთხვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს.
გარდა ამისა, 3 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა ითხოვდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვას და რეაგირებაზე უარს აცხადებდნენ.
საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს, აღნიშნულია:
სახალხო დამცველი ცალკე გამოყოფს ჟურნალისტებზე ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს:
„შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს, როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის“ ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგამოძიებო უწყებების სათანადო რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის, ისე, ზოგადად მედიის წარმომადგენლებისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბათუმელებს“ დღეს, 17 აპრილს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევებზე გამოძიება არ დაწყებულა.
დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი. საპროტესტო აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ საღამოს 7 საათიდან თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
„ივანიშვილს ეძლევა უფლება ოფშორში გადამალული ქონება შემოიტანოს“ – „ოცნება“ კანონს ცვლის
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, დღეს, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილების მიხედვით, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა მარტივად ხდება შესაძლებელი.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომან გოცირიძემ ფეისბუქში წერს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა:
„მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.
ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.
ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს,“ – წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.
ამ კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ხვალინდელ სხდომაზე ისევ დაუბრუნდება პარლამენტი და ამას დღევანდელი სხდომის დასრულებამდე გაუსვა ხაზი შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. ცვლილება ითვალისწინებს ახალი მუხლის დამატებას საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ჩანაწერით:
„შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე [მათ შორის, წილზე/აქციაზე] საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:
ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
ბ) აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.
საკითხი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ წარმოადგინა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მას აქეთ, რაც ქართული კანონმდებლობა ევროპულს დაუახლოვდა, „ე.წ. შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ ოფშორს ვეძახით, საკმაოდ გაურთულდათ მუშაობა კომპანიებს: მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგია, გადასახადებმა მოიმატა, ამიტომაც, იქიდან წასვლას აპირებენ, ბევრი გადის კიდეც და უბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებს…
ოფშორული ზონების უმრავლესობა ჩვენი დასავლეთელი, მეგობარი ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ არიან… მთელი მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ, ეს კაპიტალი არ დაიკარგოს,“ – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ. მან ასევე თქვა, რომ ოფშორიდან კომპანიების საქართველოში გადმოტანა მოგვცემს „მეტ გადასახადს, მეტ გამჭვირვალობას“, გადასახადისგან კი, მსგავს კომპანიებს კანონი მხოლოდ ერთჯერადად გაათავისუფლებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ:
„საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად ხორციელდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში [ოფშორში] რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ შვილობილი საწარმოების მეშვეობით, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ხელს უშლის ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს.
ამასთანავე, ე.წ. „ოფშორული კომპანიის“ მიერ ყველა აქტივის საქართველოში გადმოტანის პროცესი შესაძლებელია შეაფერხოს იმ საგადასახადო ვალდებულებებმა, რომელიც ამ აქტივების გადაცემისას წარმოიშობა“.
გახარიას ჯგუფმა სხდომა დატოვა: „არცერთ პოლიტიკურ ფსკერზე მყოფ პოლიტიკოსს არ უკადრია ეს“
„თქვენ მოგიწევთ იმის კადრება, რაც არცერთ პოლიტიკურ ფსკერზე მყოფ, არცერთ ნაძირალა ამ ქვეყნის პოლიტიკოსს არ უკადრებია და არ გამოუცხადებია მტრად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა, საპარლამენტო ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.
გახარიას პოლიტიკურმა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა პლენარული სესია, სადაც რუსული კანონის მიღებას აპირებენ. პოლიტიკურ ჯგუფში „საქართველოსთვის“ 5 დეპუტატია.
„ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენ თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების პირისპირ,“ – მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ბექა ლილუაშვილმა.
„ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა არცერთი თანამოაზრე, რომელმაც შეიძლება მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, გარდა რუსი პროპაგანდისტებისა…
აღარ დარჩა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არცერთი პარტნიორი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ ეს კანონი ევროპულია, ერთი წლის განმავლობაში დეზინფორმაციის და ტყუილების ნიაღვარმა, რომელსაც სოფელ-სოფელ, რაიონ-რაიონ ცდილობდით გაგევრცელებინათ, არ იმუშავა: გაიხედეთ ამ შენობის ფანჯრებს გარეთ, ტყუილს სიმართლედ ვერავინ გაასაღებს. შეუძლებელია, თქვენ გულანთებულ, თავისუფალ ახალგაზრდებს შეასაღოთ ეს ტყუილი და წაართვას ამ ქვეყნის ევროპული მომავალი შესაძლებლობა“, – განაცხადა სხდომის დატოვებამდე ბექა ლილუაშვილმა.
„ამ კანონის მხარდაჭერა არის მუხლზე ჩოქვით რუსეთის წინაშე დგომა“ – დეპუტატი გიორგი ვაშაძე
„დღეს ამ კანონის მხარდაჭერა არის ქვეყნის და ერის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ამ კანონის მხარდაჭერა არის მუხლზე ჩოქვით რუსეთის წინაშე დგომა,“ – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
დღეს, 17 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან აქციის დარბევის მიუხედავად, საპროტესტო აქცია გრძელდება..
„დღეს ჩვენ ყველა ერთიანები ვართ: პოლიტიკოსი, თუ არა პოლიტიკოსი, სპორტსმენი, კულტურის სფეროს წარმომადგენელი, ყველას, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს, ამბობს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ევროკავშირისკენ…
რუსულია კანონი მოსწონს მხოლოდ დუგინს და არავის სხვას ამ სამყაროში. რუსული ინტერესების გამტარებელია ყველა, ვინც იზიარებს დუგინის აზრს. რუსულია კანონი, რომელიც ცდილობს, რომ ავტორიტარული რეჟიმი დაამკვიდროს ამ ქვეყანაში. თქვენ, ამ ბოროტების შემოქმედებს, ერთი რამ გეშლებათ: საქართველო რუსეთი არ არის, ქართველი ხალხი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი, რომელიც აუცილებლად, საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს.
თქვენ არავინ დაგიტოვებთ ამ ქვეყანას საჯიჯგნად. ყველაზე დიდი ბოროტება ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ არავინ არ ხართ მათთვის. ბიძინა ივანიშვილი თქვენ ისე გაგყიდით და გადაგდებთ, რომ თქვენ მისთვის საერთოდ არ არსებობთ. მისთვის არსებობს მხოლოდ მისი პერსონალური ინტერესები. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ: ივანიშვილო, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას. ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი და ერთიანი, გახდება ევროკავშირის წევრი.
დღეს მწვანე ღილაკის დაჭერა არის ხელის დაჭერა საქართველოსთვის ევროპული გზის ჩაკეტვისთვის. დღეს მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერა არის რუსული ინტერესების გატარება ამ ქვეყანაში.
საქართველო და ქართველი ხალხი თქვენ არ დაგითმობთ ამ ქვეყანას. ხშირად იყო ამ დარბაზში ღალატზე საუბარი. დღეს ვინც მწვანე ღილაკს მიაჭერს ხელს, დღეს ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერს, ის დაადგება საბოლოო გზას ღალატისკენ. ამიტომაც, პარლამენტში ჯდომას, არც ივანიშვილს ფასი არა აქვს, ფასი აქვს სამშობლოს, ფასი აქვს ხალხს. ფასი აქვს მხოლოდ იმას, რაც თქვენ უნდა აკეთოთ და უნდა ხალხს და არა ის, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი ბოროტება ამ ქვეყნის. ნუ ჩაჰყვებით მას სამარეში.
დღეს წყდება აქ საქართველოს ბედი. ხალხია ერთიანი, ერი და ბერია ერთიანი. არ არის არავინ დარჩენილი, ვინც თქვენს პოზიციას უჭერს მხარს,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ილია თოფურია: მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ.
„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველასთვის, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი.
მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ.
სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.
ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“ – წერს ილია თოფურია.
მედვედევი ქართველი მოქალაქეების პროტესტზე: ამის უკან გამოცდილი ჰოლივუდის ხელი ჩანს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტების დარბევის ფაქტს ეხმაურება და წერს: „ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს“.
„თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა ქუჩის შეტაკებებისა და მხიარული ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს.
მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, თუ თურმე ის „რუსული იდეაა“ და არა დასავლური ინიციატივა“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
„სხვათა შორის, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის პირით, განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი განხილვადი კანონის წინა პროექტი გაიტანა. იმის გამო, რომ (სიტყვა-სიტყვით) დოკუმენტი იყო „შეუთავსებელი ევროატლანტიკურ ღირებულებებთან“. კარგით, მართლაც, ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, ჯორჯია არ არის საქართველო, მიუხედავად სახელების მსგავსებისა“, – წერს მედვედევი.
მედვედევი თავის პოსტში აგენტების ქართულ კანონს, რუსულის მსგავსად აფასებს, როგორც „სრულიად ლოიალურს, რომელიც ნებას რთავს/უშვებს უცხოელი აგენტების საქმიანობას, მაგრამ – სავსებით სამართლიანად – მოითხოვს მათგან გამჭვირვალობას და ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში“.
აგენტების კანონის განხილვის პროცესებს გამოეხმაურა პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რომელმაც თქვა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“.
ამავე თემაზე: პესკოვი „ოცნების“ რუსულ კანონზე: ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო ქვეყნის აგენტებს… ეს ნორმალურია
ამავე დროს, გაერომ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო და საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში“, – ნათქვამია გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.
რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა გუშინ, 16 აპრილს დაიწყო საქართველოს პარლამენტმა. კანონის განხილვას პროტესტი მოჰყვა როგორც პარლამენტში, ოპოზიციის მხრიდან, ისე ქუჩაში. მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სცემეს ჟურნალისტებსაც. დაკავებულია 11 ადამიანი.
დღეს, 17 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება. პირველი, პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს, სადაც, რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.
„გავრილოვებო… თქვენ გელოდებათ ყველაზე სასტიკი, თქვენი შვილების სამსჯავრო – ნაცვლიშვილი „ოცნებას“
„თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც, სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ.
მაგრამ თქვენ გელოდებათ სამყაროში ყველაზე საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ“, – მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან „ოცნების“ დეპუტატებს.
მას ხმაურით და შეძახილებით უპასუხეს.
ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მოქალაქეებს საპროტესტო აქციებზე მისვლისკენ მოუწოდა:
„გამოდით დღეს პარლამენტთან, იმიტომ, რომ გავრილოვის უმრავლესობა აპირებს მიიღოს რუსული კანონი ქართულად დაწერილი. დაგიწყვიათ ეს ქართული და ევროპის დროშები, რუსული დროშები გაქვთ თქვენ გადმოფენილი, იმიტომ, რომ ემსახურებით რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.“
მან თავის გამოსვლაში აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზეც გააკეთა აქცენტი:
„არგუმენტებს რომ ითხოვთ, ვნახეთ გუშინ თქვენი არგუმენტები. მუშტი და ძალადობა არის თქვენი არგუმენტები. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა, დემოკრატიულ კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ ახალგაზრდებს. თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს… თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ, ამ ღალატისთვის, ქართველი ხალხის ღალატისთვის, ვერ გასცემთ პასუხს თქვენს შვილებს თვალებში ვერ ჩახედავთ.“
ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანას, ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ შორის დავიცავთ თქვენი შვილებისთვის და ყველას შვილებისთვის, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, არ გახდება რუსეთი გავრილოვებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ. არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი, არა რუსულ კანონს, არა რუსულ კანონს… არა საქართველოს გასაბჭოებას, ვერ მოესწრებით ამას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან.
ამ გამოსვლის შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა სხდომათა დარბაზში წაიკითხა რუსი მწერლის, დისიდენტის, ბორის აკუნინის [გრიგორი ჩხარტიშვილი] მიმართვა.
„მე ახლა წავიკითხავ საქართველოში დაბადებული და პუტინის, მიერ ამ კანონით აგენტად გამოცხადებული გრეგორი ჩხარტიშვილის მიმართვას.“
___
ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება.
ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება
„უნდა მოვაშოროთ სერგო ორჯონიკიძეები და პუტინის მონები“ – მწერალი ივა ფეზუაშვილი
„ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები“, – წერს მწერალი ივა ფეზუაშვილი ფეისბუქში.
„სანამ საკუთარი მოქალაქეების დასაგლეჯად და მიწასთან გასასწორებლად ცერბერებს დაგეშავენ, იქამდე ასეთ ტექსტს გვასმენინებენ – „გთხოვთ მოარიდოთ წესრიგის დაცვის ადგილს: ქალები, ბავშვები და მოხუცები“ ამ მზრუნველობამ არ მოგატყუოთ.
ამათმა უკვე დაგლიჯეს და მიწასთან გაასწორეს ქალები, როდესაც ქალებზე დადასტურებულად მოძალადეებს სამთავრობო კონცერტებზე ამღერებენ, ქალის შევიწროებაში ბრალდებულს პროპაგანდისტული ტელევიზია ჩააბარეს, კვოტირება გააუქმეს.
ესენი არც ბავშვებს ინდობენ.
ამ ქვეყნის მოსწავლეების 35% სკოლაში ყოველთვის მშიერია.
ყოველი მეხუთე ბავშვის მინიმალური საარსებო მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია.
ეს მ ო ნ ე ბ ი კი ცოცხალი თავით არ იწყებენ სკოლაში უფასო კვების პროგრამას!
რატომ? იმიტომ, რომ რუსეთს არ დაუვალებია!
ამათ მოხუცებსაც გადაუარეს!
მიწასთან გაასწორეს, საპენსიო სესხებით და ოვერდრაფტებით, ფარმაცევტული მაფიით, სამარცხვინო პენსიით და სასიცოცხლო პროდუქტებზე ფასების მუდმივი მატებით.
ასე რომ არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები.“
ჟურნალისტების საქმიანობის ხეშეშლაზე გამოძიება არ დაწყებულა – საგამოძიებო
დღეს, 17 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება მოთხოვნით „არა რუსულ კანონს“.
წუხელ პარლამენტთან სამართალდამცველებმა აქცია დაარბიეს, აქციის 11 მონაწილე დააკავეს, სცემეს ჟურნალისტებს, აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის დაწყებული გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით. უწყებაში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე „ყველა შეტყობინებას სწავლობენ და ტარდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.“
„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი: „უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე, წინ ევროპისკენ“
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი, ლევან კუტალია რუსულ კანონს აპროტესტებს.
ფეისბუქში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ და წერს:
„საქართველო ევროპაში.
ჩვენს არჩევანს ალტერნატივა არ აქვს.
გვახსოვს ისტორია, გვტკივა ოკუპაცია.
მე როგორც ფეხბურთელმა, უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე და რუსული კლუბის შემოთავაზებაზე. არ მინდა წარსულში – წინ ევროპული მომავლისკენ!“ – წერს ლევან კუტალია.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ უცხოური გავლენის შესახებ რუსული კანონის პროექტი კვლავ დააბრუნა განხილვაზე. დღეს, 17 მაისს, პარლამენტი აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს რუსული კანონი.
თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საზოგადოება მოითხოვს უკან გაიწვიოს ხელისუფლებამ რუსული კანონის პროექტი.
აქციაზე დაშავებული მოქალაქე: „ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა“
პარლამენტთა საპროტესტო აქციაზე დაშავებული მოქალაქე, ლევან ბუდაღაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს:
„პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა, მადლობა ვინც მეძებდით, ვინც მიპოვეთ, ვინც მკითხულობდით და მკითხულობთ. ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე შეძლებისდაგვარად.
ჩემთან არის კიდევ მასწავლებელი, ვინმე თორნიკე და იქნებ თუ არ იციან მისიანებმა იქნებ უთხრათ, ბოკერიაში ვართ. ყველაზე დიდი მადლობა ბოკერიას კლინიკის ექიმებს. არ ვიცი არცერთის სახელი, მაგრამ ადამიანები არიან,“ – წერს ლევან ბუდაღაშვილი.
პარლამენტი დღეს, 17 აპრილს, პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოთხოვნით „არა რუსულ კანონს“ გრძელდება.
გუშინ პარლამენტთან გამართული აქცია სამართლადამცეველებმა დაარბიეს. აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს ჟურნალისტებს. პარლამენტის სხდომაზე დღესაც არ დაუშვეს ონლაინმედიის ჟურნალისტები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
„ხეზე აყუდებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას“ – თამადა „ოცნებას“ მიმართავს
„მმართველო პარტიავ, ვგრძნობ, ბოლო შანსი გაქვთ, ყოველ დილით, ხეზე აყუდებული, გაციებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას.
ჰოდა, გადაწყვიტეთ რა და რად გიღირთ?! სულ ვერ იქნებით ასე ფესვგადგმულნი და აუცილებლად მოვრეცხავთ თქვენგან დატოვებულ ჭუჭყს. საქართველოს გზა ევროპაშია!“ – წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”.
ასე ეხმაურება მომღერალი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას.
დღეს, 17 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ერთი აქცია პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს გაიმართება, სადაც, რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.
- რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა გუშინ, 16 აპრილს დაიწყო საქართველოს პარლამენტმა. კანონის განხილვას პროტესტი მოჰყვა როგორც პარლამენტში, ოპოზიციის მხრიდან, ისე ქუჩაში. მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. რუსული კანონის განხილვა პარლამენტში დღეს, 17 აპრილს გაგრძელდება.
„გაიწვიეთ ეს დამღუპველი კანონი“ – მეცნიერები და მკვლევრები რუსული კანონის წინააღმდეგ
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს გაიწვიონ რუსული კანონპროექტი.
პეტიციის ტექსტი დღეს, 17 აპრილს გავრცელდა.
„საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ კანონი, რომელიც ანგრევს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს“ – წერია პეტიციის ტექსტში.
ამ დროისთვის პეტიციას ხელს აწერს სხვადასხვა უნივერსიტეტის ასამდე მეცნიერ-თანამშრომელი.
პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.
ამ დროისთვის პეტიციას ხელს აწერენ:
- ზაზა ოსმანოვი, პროფესორი, ფიზიკის სკოლის ასოცირებული დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- არჩილ მეტრეველი, ასოც. პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი, ამავე უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი
- თინათინ ქაროსანიძე, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- მარინა ქარჩავა, პრორექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- მაია თოდუა, ასოც. პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ეკატერინე ჩიმაკაძე, ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ნანა მიქაბერიძე, ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ალექსანდრე მოსიძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- გიორგი ჯავახიშვილი, ასოც პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ეკა ჭყოიძე, ასოც. პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ზვიად სულაბერიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ნიკოლოზ ალექსიძე, პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი
- გიორგი მელაშვილი, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- ალექსი მესტვირიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, აიოვას უნივერსიტეტის და ბირთვული კვლევების ევროპულლი ორგანიზაციის უფროსი მეცნ. თანამშრომელი
- თეიმურაზ ბუაძე, პროფესორი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- სერგი კაპანაძე, მეცნიერ თანამშრომელი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
- გია დვალი, ფიზიკოსი
- ნინა კულიკოვა, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორი
- თეკლა ჯამრულიძე,სოციოლოგიის ასისტენტ-პროფესორი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH), კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
- ანა მგელაძე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- კახაბერ კურტანიძე, Atlantic Cape Community College Hamilton, NJ
- ლადო სამუშია, ასოც. პროფესორი, კანზასის უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
- თეო ურუშაძე, პროფესორი, აგრონომიისა და ლანდშაფტის დიზაინის სკოლის დეკანი , საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- მერაბ ღაღანიძე, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი
- რამაზ ხომერიკი, ასოცირებული პროფესორი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
- დავით გაბელაია, ასოცირებული პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ია ფიფია, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- გოჩა ბარნოვი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- შოთა ღვინეფაძე, ასოცირებული პროფესორი, მათემატიკისა, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- თამარ ცერცვაძე, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი
- ბადრი გელიტაშვილი, ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ლიკა გოქსაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ინგლისური ენის სწავლების კოორდინატორი
- გიორგი მელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ლექტორი
- ნინო ბათიაშვილი, ანთროპოლოგიის პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- გიორგი ბოჭორიშვილი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- გიგა ბედინეიშვილი, პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- გიორგი ლოთიშვილი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
- ზაზა მეტრეველი, პროფესორი, საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლის დეკანი, ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- აკაკი თავაძე, ბიზნესის სკოლის ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ზურაბ თავართქილაძე, ილიაუნი, საბუნებისმეტყველო მეცნ. & მედიცინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი.
- ფიზიკოსი მანანა სვანიძე, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
- ანა ტრაპაიძე, ბიოფიზიკოსი, კენ ვოკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
- მარინე ჩიტაშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი
- გვანცა მჭედლიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გიგა (შალვა) მამინაშვილი, ფსიქოლოგი
- ირაკლი ნოსელიძე, ფიზიკოსი, საქართველოს უნივერსიტეტი
- დიმიტრი ჩუბინიძე, ასოცირებული მკვლევარი, King’s College London
- თინათინ ძოწენიძე, საქართველოს უნივერსიტეტი
- გიორგი სანიკიძე, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დავით სიჭინავა, მიწვეული პროფესორი, Institute of European, Russian and Eurasian Studies
- ქეთევან კაკიტელაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- მარინე გოგნელაშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი
- თეა ქამუშაძე, ჯიპა/თსუ
- თამუნა მიქელაძე-დვალი, ბიოლოგი, მკვლევარი, ლექტორი
- კონსტანტინე თოფურია, საქართველოს უნივერსიტეტი
- გიორგი ხიშტოვანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო გაჩეჩილაძე, თსუ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი.
- თინათინ ბანძელაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა), ასისტენტ პროფესორი, ფსიქოლოგი
- ნანა დიხამინჯია, კომპ მეცნიერებების სპეციალისტი
- გიორგი მელიქიძე, ზელონა გორას უნივერსიტეტის სრული პროფესორი
- ბესარიონ ლასარეიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- ლუკა კუჭუხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მკვლევარი, მოწვეული ლექტორი
- მერაბ გოგბერაშვილი, ასოც. პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ავთანდილ ჯოხაძე, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- მაკა კორძაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- მარიამ გერსამია, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სოფიო დოლიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მანანა რუსეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ლევან გორდეზიანი, ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გიორგი იაგანაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ელისო ჭელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ირინე ტატიშვილი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ლიკა გორდეზიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო ქიტოშვილი, საქართველოს უნივერსიტეტი
- ირმა ყარაულაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
- შალვა ტაბატაძე, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
- აკაკი რუსეცკი, ბონის უნივერსიტეტი
- იზაბელა პეტრიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ლევან კახიშვილი, European Politics Research Group at ETH Zurich
- თამარ ცანავა, პედაგოგი
- მარიამ ქებურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნოდარ ბახტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ირინა ლობჟანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თამარ ჭეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გოჩა უგულავა, ასოც. პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი
- ნინო ქიქოძე, თსსუ
- ქრისტინე ლორთქიფანიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ზაზა ფირალიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ანა გაბუნია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ირინა ლორთქიფანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნიკოლოზ წიქარიძე, ალეოანთროპოლოგი/ არქეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
- თამარა პატარიძე, KULeuven
- ირაკლი ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელმოწერები გრძელდება.
მოსამართლე: „თუ ჩემ სამშობლოს ვერ დავიცავ, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს. წინ, ევროპისკენ“
უვადო მოსამართლე, ლევან დარბაიძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:
„თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას [78-ე მუხლი], ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!“ – წერს ლევან დარბაიძე.
ლევან დარბაიძე 2016 წლიდან გორის სასამართლოს მოსამართლეა.
კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“
პარლამენტი დღეს, 17 აპრილს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს რუსულ კანონს. რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება.
არაფრად ღირს რამის ქონა, თუ სწორ მხარეს არ დგახარ – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე
ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონს აპროტესტებს და ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.
„ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, ან ვერ იღებთ, იცოდეთ მეც მეშინია რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…
მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარებები დაუკეტონ…
მეც მეშინია, მარა იცოდეთ, არ ღირს…
არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი…
სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მარა არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგეხარ…“- წერს ლუკა ნაჭყებია.
- რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
არა რუსულ კანონს – დღეს საღამოს ბათუმში აქცია იქნება
არა რუსულ კანონს – დღეს, 17 აპრილს, 19:00 საათზე ბათუმში აქცია გაიმართება.
„გინდა ევროპა? გამოდი ევროპის მოედანზე, დაგვიდექი ახალგაზრდებს გვერდით“, – აქციის ორგანიზატორები ბსუ-ს სტუდენტები არიან. ისინი გასულ წელსაც აპროტესტებდნენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღების მცდელობას.
„გუშინ, ახალგაზრდები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, ჟურნალისტები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, დედებს შვილები გაულახეს, ჩვენ გაგვილახეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, ევროპულ მომავალს გვართმევდნენ, ჩვენ გვართმევდნენ და ჩვენ გვტკიოდა.
არ შეგეშინდეს, ერთად ყველაზე ძლიერები ვართ, დაგვიდექით ახალგაზრდებს გვერდით, დღეს, ევროპის მოედანზე, ჩვენი მომავალი წყდება”, – ვკითხულობთ აქციის ანონსის აღწერაში.
აქცია ევროპის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.
რუსული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 17 აპრილს, 12:00 საათზე გაგრძელდება. გუშინდელი 16 აპრილის სხდომა პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასრულდა. 11:45 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომაც.
გუშინ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა სპეცრაზმელები. სპეცრაზმის მონაწილეებმა სცემეს “ტაბულას”, “აპრილის”, “პუბლიკის” ჟურნალისტები.
ონლაინ მედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არც დღეს, 17 აპრილს შეუშვებენ.
თბილისში საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება. პირველი, პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს, სადაც, რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.
რა ხდება
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 456 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
- ტანკი – 7 193 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 13 827 ერთეული [+18]
- საარტილერიო სისტემა – 11 624 ერთეული [+15]
- MLRS – 1 046 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 760 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 347 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 279 ერთეული [+2]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 093 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 15 587 ერთეული [+24]
- სპეცტექნიკა – 1 910 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 583 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 21 483 უპილოტო საფრენი აპარატი
- 502 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 798 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 267 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 8 935 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 096 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება – არასამთავრობოების განცხადება
„პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდონ ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ.
ორგანიზაციები ასევე ითხოვენ პოლიციელთა მიერ სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას:
„მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა.
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ღამით დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩიხებში მისდევდნენ და დამარტოხელებულ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
შსს-ის თანამშრომლებმა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იძალადეს სამ ჟურნალისტზე. მათ შორის არიან გამოცემების „ტაბულას“, „აპრილი მედიას“ და „პუბლიკის“ ჟურნალისტები. კადრებში ჩანს, როგორ მისდევენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებიან მათ.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- უფლებები საქართველო
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაზე 11 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აკავებენ აქციის მონაწილეებს, რომლები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ სცდებიან.
ჩვენი ერის არჩევანია საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი – ეპისკოპოსი საბა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა [ინწკირველი] საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ფეისბუქზე გამოქანებულ პოსტში ის წერს, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი, საზოგადოების ორად გაყოფას ცდილობს.
„მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!
ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას.
მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც ვიტყოდი, იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება.
ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“, – წერს ეპისკოპოსი.
„მცემეს, დამიჭირეს“ – პარლამენტთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე დააკავეს
„მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს“ – წერს ფეისბუქში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.
დღეს, 16 აპრილს, ღამით, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაძაბული ვითარებაა პარლამენტის შესასვლელთან.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები უზღუდავენ გადაადგილების საშუალებას. აქციის მონაწილეების თქმით, გამოიყენეს წიწაკის სპრეი ან სხვა სპეციალური საშუალება.
საპროტესტო აქციაზე არიან რობოკოპები. „ბათუმელები“ ცდილობს აქციაზე დაკავებულების შესახებ შსს-ს დაუკავშირდეს.
რამდენიმე დაშავებული, დაძაბულობა და დაკავებები პარლამენტთან
დღეს, 16 აპრილს, საღამოს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია. სიტუაცია დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, სადაც სპეცრაზმს ორივე გასასვლელი აქვს ჩაკეტილი. აქციაზე მყოფების თქმით, აქ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის დახმარება დასჭირდა რამდენიმე ადამიანს.
ამ წუთებში ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიშალონ: „წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“ – აცხადებენ პოლიციის მანქანებიდან. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტის უკანა ეზოდან გადაადგილების საშუალება არ მიეცათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ.
აქციაზე დააკავეს რამდენიმე პირი. ინფორმაციას „ბათუმელები“ აზუსტებს.
რობოკოპები ნელი სვლით წინ მიიწევენ, ისინი აწვებიან აქციის მონაწილეებს და ასე ცდილობენ დაშალონ მშვიდობიანი აქცია.
„ეს კანონი გინდათ, რომ კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს“ – თამარ კორძაია „ოცნებას“
„სინამდვილეში ეს კანონი გინდათ პრევენციისთვის, რომ მერე ხელისუფლების კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს, ვინც ასე მუშაობს, ისინი ადგნენ და წავიდნენ, რადგან საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანები არ დაირქმევენ აგენტის სახელს არავითარ შემთხვევაში,“ – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
დღეს, 16 აპრილს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ ინიციირებულ რუსულ კანონს განიხილავს.
თამარ კორძაიამ რუსული კანონის ავტორებს – „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ამავე პარტიის თავმჯდომარის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ძვირადღირებული საათები შეახსენა, რაც კრიტიკულმა მედიამ მიიტანა საზოგადოებამდე, ხოლო „ქართული ოცნება“, რომელიც გამჭვირვალობაზე საუბრობს, კორუფციულ შემთხვევებს არც კი იძიებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ხელისუფლებას რუსული კანონი იმისთვის უნდა, რომ კრიტიკული მედია გაქრეს, რომელიც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს:
„ეს კანონი არის ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობა რუსულ სტილში. მე შემთხვევით არ მიხსენებია შეკითხვაში რადიო „თავისუფლება“. ძალიან კარგად იცით, ეს მედიასაშუალება როდის დაფუძნდა, რისთვის და რას აკეთებდა – ანტიკომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძოდა მსოფლიოში, ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.
თქვენ ადასტურებთ, რომ საქართველოში ამ კანონის მიღების შემდეგ ის უნდა მოხვდეს რეესტრში. ეს უნდა რუსეთს. ეს უნდათ ტოტალიტარულ რეჟიმებს, იმიტომ, რომ მერე აქედან გავიდეს ისეთი მედიასაშუალება, როგორიც არის, მაგალითად, რადიო „თავისუფლება“.
ამას მოჰყვება შედეგად ის, რომ თქვენთვის მძიმედ წასაკითხი მასალები გაქრება, რაც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს. მაგალითად, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ძალიან კარგად არის ასახული თქვენი პარტიის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საათების ღირებულება: ერთი საათი ღირს 100 ათასი დოლარი, მეორე – 90 ათასი ლარი… ამ სტატიებში ისინი ამხელენ ხელისუფლებას, რომელიც მალავს სინამდვილეში რამდენი აქვს მოპარული ირაკლი ღარიბაშვილს და რამდენი აქვს ნაშოვნი.
სინამდვილეში ეს არ გინდათ თქვენ. თუ გამჭვირვალობა გინდათ, ისაუბრეთ იმაზე, რაზეც მედია ლაპარაკობს, გამოიძიეთ ის საკითხები, რაზეც მედია მიუთითებს. გამჭვირვალობა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პირველ რიგში, ხმის ამოღება დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით. თქვენი პარტიის თავმჯდომარეს 300 ათასზე მეტი ღირებულების საათები აქვს სახლში შენახული და არ ასახა ეს დეკლარაციაში. ამაზე ლაპარაკობს თავისუფალი მედია. გინდათ, რომ ეს აკრძალოთ ქვეყანაში. ეს არის ამ კანონის რეალური მიზანი,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.
- რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
______
ამავე თემაზე:

