დისკუსია აჭარის უფლებების გაფართოებაზე

ლელა დუმბაძე



საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის პრობლემა, – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტიპენდიანტმა, სულხან ფალავანდიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, დღეს დეცენტრალიზაციის პრობლემა აქტუალურია, რადგან ავტონომიურ ერთეულებში რეალური თვითმმართველობა, არ ხორციელდება. „თუ ვერ მოხდება შეთანხმებული პროცედურების გავლა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ ერთეულების ხელმძღვანელებს შორის, ეს რეალურად შექმნის პრობლემას“ -ამბობს სულხან ფალავანდიშვილი.

 

 

„ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა მარტო აჭარის ავტონომიურ ერთეულებზე, არამედ, მთლიანად საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე. აჭარაზე უფრო მეტად იმიტომ გამახვილდა ყურადღება, რომ ეს არის ერთადერთი ავტონომიური ერთეული, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, ავტონომიის სტატუსის განსაზღვრა და უფლებების გაზრდა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის“.

 

სულხან ფალავანდიშვილის აზრით, უნდა განისაზღვროს თვითმმართველობებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების წესი, შესაძლებელია გარკვეული საკანონმდებლო პაკეტების მომზადება უფლებამოსილების გაფართოების მიზნითაც. „ვეთანხმები იმ აზრს რომ ავტონომიურ ერთეულებს არ უნდა ჰქონდეს ცალკე, დამოუკიდებელი ძალოვანი სტრუქტურები და გასამხედროებული პოლიციური ძალები, რადგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შედის, მაგრამ სხვა სფეროებში, უფლებამოსილების გაფართოებაზე უნდა ვიფიქროთ“.

 

 

დისკუსია დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

აქცია „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“

 ბათუმელები

 

25 იანვარს ტარდება საქველმოქმედო აქცია, სადაც უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის თბილი ტანსაცმელი და ფახსაცმელი შეგროვდება. ასევე, ზამთარში გამოსადეგი სხვა ნივთები, შესაძლებელია ფულადი დახმარების გაცემაც. 

 

აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 25 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეუერთდნენ აქციას 12 საათიდან დღის სამ საათამდე. საქველმოქმედო აქციას ორგანიზებას უწევს სტუდენტი ედიშერ მჟავანაძე. 

 

აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებ“, პირველად ათ იანვარს გაიმართა, სადაც ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლებმა მიუსაფარი ადამიანებისთვის შემწეობა გაიღეს.  

 

აქცია ანსამბლის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით

„მესამე დღეა ვაპროტესტებთ და ვითხოვთ გადადგეს ამირან პაიჭაძე. მიზეზი ისაა, რომ გულგრილი დამოკიდებულება არის ანსამბლის ხელმძღვანელის მხრიდან მსახიობებისადმი. წინხედვა არ არის ანსამბლის და ასე შემდეგ. უნდა გადადგეს დირექტორი, ქორეოგრაფი და ბევრია კიდევ მანდ გადასადგომი და მოსახსნელი,“ – აცხადებს ანსამბლის მსახიობი ბესო ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

 

ანსამბლის წევრთა ნაწილმა განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 14 პუნქტიანი განცხადება წარუდგინა, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. რაც შეეხება თავად ამირან პაიჭაძეს, ის გადადგომას არ აპირებს და სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.

 

„მსახიობთა გარკვეული ჯგუფი, თავისი პრეტენზიებით წარმოდგნენ.  განვილიხე მათი პრეტენზიები,  არ ვეთანხმები და უსაფუძვლოდ მიმაჩნია.  ამაზე ჩვენ გვქონდა გუშინ მსჯელობა, აქტიურად მონაწილეობს სამინისტროც, რომელმაც მოისმინა ორთავე მხარის პრეტენზიები, თვალნათლივ დაინახა სად იყო სიმართლე და სად – ტყუილი,“ – განაცხადა ამირან პაიჭაძემ.

 

პაიჭაძის თქმით სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება და რასაც სამინისტრო გადაწყვეტს, იმის მიხედვით იმოქმედებს.

 

რაც შეეხება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიციას, მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და გადაწყვეტილებას 22 იანვრამდე მიიღებს.  

 

კირთაძის პასუხი უმაღლეს საბჭოს და პასუხის პასუხი ავთანდილ ბერიძისგან

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

 

„ – მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის არაკომპეტენტური წერილი  მუშაობის პრაქტიკაში პირველად ვნახე  თვითმმართველობაში შემოსული. წერილში მოყვანილი სწრაფად განსახორცილებელ ღონისძიებათა ნაწილი უკვე ხორცილედება ბათუმში, მაგრამ როგორც ჩანს მათ ამის შესახებ  ინფორმაცია არ აქვთ. ნაწილის განხორციელებისათვის ჩვენ დაახლოებით  მილიარდამდე ლარი  და რამოდენიმე წელი  გვჭირდება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მეგობრებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ კომპეტენციები ვის რა ეხება.

 

 

თვითმმართველობას უგზავნიან სასწრაფოდ გადასაწყვეტად ისეთ თემებს, რომლებიც არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში და უფრო მეტად შედის მათ კომპეტენციაში. მაგალითად  გაზის საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით რეგულირდება. ასევე ენერგოპროსთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მინდა ვთხოვო, რომ  თვითონ დაინტერესდნენ, იმიტომ, რომ  მთავარი მაკონტროლებელი ამ ყველაფრისა არის ენერგეტიკის სამინისტრო. ასევე დაავიწყდათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აქვთ და როგორც წესი მათი განსახორციელებელია გარკვეული პროექტები.

 

 

იმას, რომ ბათუმში სწრაფად აშენდეს სტადიონი, დასრულდეს გზების მშენებლობა, კომუნიკაციების ბოლომდე გაიმართოს და ასე შემდეგ –  ამ ყველაფერს სჭირდება  ფინანსური რესურსი და დრო.  ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ უმაღლეს საბჭოსთან, სადაც ქალაქის თვითმმართველობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები იკვეთება.  უბრალოდ მოვუწოდებთ, რომ იქნებ ცოტა უფრო მეტად კარგად ჩახედონ კანონს და ამის შემდეგ აგზავნონ წერილები ჩვენთან. ” – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის „სწრაფად განსახორცილებელ ღონისძიებათა“ ჩამონათვალი 23 პუნქტისგან შედგება და სხვადასსხვა სფეროებს შეეხება. მათ შორისაა  სადარბაზოებისა და სარდაფების მავნე მწერებისა და მრღნელების საწინააღმდეგო ხსნარით დაწამვლა, ნაგავსაყრელის ადგილმონაცვლეობა; მოზარდებისთვის ხერხემლის სვეტის დარღვევის მკურნალობის ხელშეწყობა და სხვა საკითხები.

 

 

„მე წერილი გავუგზავნე ქალაქ ბათუმის მერს და ბატონ ჯემალ ანანიძისგან ველოდები შესაბამის პასუხს. ტელევიზიით რა კომეტარი გაკეთდა ამის შესახებ, არ ვიცი, რადგან მისი გაცნობის დრო და საშუალება არ მქონდა, შესაბამისად ვერც კომანტარს ვერ გავაკეთებ. “ – ასეთი პასუხი გაგვცა ავთანდილ ბერიძემ  გიორგი კირთაძის განცხადებასთან დაკავშირებით თანაშემწის, გიორგი გორაძის დახმარებით. უშუალოდ ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, ამის მიზეზი უმაღლეს საბჭოში მიმდინარე თანამშრომელთა ატესტაცია დაასახელეს.  

 

 

გიორგი კირთაძის თქმით კი ამ დღეებში უმაღლესი საბჭო მიიღებს პასუხს, რომელსაც თან ექნება დართული ის პროექტები, რომლებიც ქალაქში ხორციელდება  და ასევე „დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ჯდება მათი ოცნებები.“

 

 

ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

 „რაც ახალი გამგებელი მოვიდა, მისაღებში  მასთან შეხვედრის მსურველთა რიგები არ წყდება; უმეტესობა ქართული ოცნების ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელისგან წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას, ანუ დასაქმებას ითხოვს;  მოდიან ადამიანები, კონკრეტულ თანამდებობებს ადებენ ხელს და ამბობენ: ეს ადგილი მე მინდა; ახალი გამგებელიც ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა, ქართული ოცნების კოორდინატორებმა მის კაბინეტში ერთი ამბავი ატეხეს, სამსახურებს თუ არ მოგვცემთ, აქედან არ გავალთო; ახალმა გამგებელმა კი ამაზე ისე ინერვიულა, წნევა აუწია და ცუდად გახდა;“ – ამ ყველაფერზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში საუბრობენ. ოღონდ არა დიქტოფონთან, მათგან უმეტესობა სწორედ ახლა, როცა „სამსახურის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ დგას“, „ვინმეს თვალში ცუდად მოხვედრას“ ერიდება.     

 

 

 

ხელვაჩაურის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“  ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ლორთქიფანიძე ყოფილი გამგებლის გურამ საფარიძის გადადგომიდან მესამე დღეს, 31 დეკემბერს  დანიშნეს.  რიგგარეშე სხდომას, რომელზეც საკრებულოს წევრებმა გამგებლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილეს, საკრებულოს 22 წევრიდან 17 ესწრებოდა. ლევან ლორთქიფანიძის დანიშვნას მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა. არჩევნების შემდეგ ამ ფრაქციაში გაერთიანებულთა რიცხვი ათამდე შემცირდა.

 

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრია, „ბათუმელებთან“ საკადრო პოლიტიკის გამო გამგეობაში შექმნილი ვითარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. „სოციალური პროგრამების განხორციელების გარდა ქართული ოცნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაც  ვფიქრობ არჩევნების მოგების ერთ-ერთი მიზეზია, იყო დასაქმება. ცხადია ახლა  მოაკითხეს მას იმ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, არჩევნებამდე დასაქმებას პირდებოდა. იმისთვის კი, რომ გამოთავისუფლდეს ადგილები ამ ადამიანებისთვის, გამოდის რომ უკვე დასაქმებულები, რომლებიც წლებია მუშაობდნენ  და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, სახლებში უნდა გაუშვან, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, დანიშვნამდე მას შევხვდით და ვთხოვეთ, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანები სამსახურიდან არ გაეშვათ, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ მხარი დავუჭირეთ მის დანიშვნას, თუმცა როგორც ჩანს პირობა არ სრულდება. “

 

 

ახალი გამგებლის დანიშვნის დღესვე სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები გამგებლის სამივე მოადგილემ: ირაკლი სურმანიძემ, ლეონ თედორაძემ და თამაზ კარანაძემ დაწერეს. მოგვიანებით სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა გამგებლის თანაშემწემ ჯაბა აბულაძემაც.  სამსაურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები უკვე დაწერეს მუნიციპალიტეტის თერთმეტივე თემის რწმუნებულებმაც,  თუმცა რწმუნებულების  მოთხოვნა ჯერ  არ დაკმაყოფილებულა და ისინი შესაბამისი ბრძანების მიღებამდე მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ. „ბათუმელები“  მათ ტელეფონით დაუკავშირდა:

 

 

 

ორთაბათუმის თემის რწმუნებული მერაბ ძნელაძე: „- ცუდი არაფერი გამიკეთებია, პატიოსნად ვემსახურებოდი ხალხს და არც არავისი მეშინია, თანამდებობა ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. თან ძალიან გადავიღალე. შევთანხმდით თემის რწმუნებულები, რომ ერთობლივად დაგვეწერა განცხადებები წავლაზე და ასეც მოვიქეცით. ზეწოლა მართლა არ გვქონია. ახლა მოვალეობის შემსრულებელი ვარ, მეტყვიან დარჩიო – დავრჩები , წადიო –  წავალ.“  

 

 

 

სარფის თემის რწმუნებული ირაკლი ვანაძე: „რატომ გადავწყვიტე? – მითხრეს დაწერეო და დავწერე. ვინ მითხრა მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავრობა შეიცვალა და უნდა წახვიდეთო.“

 

 

 

გავრცელებულ ინფორმაციას თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვების თაობაზე თავად გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდება კონკურსი გამგეობაში თანამდებობების დასაკავებლად, მანამდე კი უკვე დასაქმებულებს სტატუსი შეეცვლებათ და კონკურსის გავლამდე ისინი  მოვალეობის შემსრულებლებად იმუშავებენ. 

 

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს მის კაბინეტში ვიზიტორთა რაოდენობას ან მათ მოთხოვნებს არ უკავშირდებოდა: „ვირუსი მქონდა და შეუძლოდ გავხდი, ისე კი მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა მოსალოცად მოდის და არა მოთხოვნებით. რაც შეეხება მათ, ვინც წასვლაზე განცხადება დაწერა, მე მათთვის არაფერი დამივალებია. პირიქით ვთხოვე რომ დარჩნენ და იმუშავონ.“  

 

ხელვაჩაურის საკრებლოს სხდომა

დავით ბაციკაძე: “აჭარის ტელევიზიამ უნდა იმაუწყებლოს, როგორც რეგიონულმა მაუწყებელმა”

„არასამთავრობოებს გამოკითხვაც აქვთ ჩატარებული ამასთან დაკავშირებით და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ეთანხმება იმ პრინციპს, რომ აჭარის ტელევიზიამ უნდა იმაუწყებლოს, როგორც რეგიონულმა მაუწყებელმა“, –  განაცხადა დავით ბაციკაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარლმანეტში კანონპროექტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის შესახებ გასული წლის 11 დეკემბერს შეიტანა. ამ კანონპროექტის მიხედვით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს და შეიქმნას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ტელევიზია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს 5 ადამიანისგან შემდგარი სამეურვეო საბჭო და დირექტორი უხელმძღვანელებს.

გარდა ამ კანონპროექტისა არსებობს  “კოალიაცია მედია ადვოკატირების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხად უნდა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით და  არ მოგვწონს ის კანონი რომლის ინიცირებასაც აპირებენ საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობთ, რომ როდესაც  გაცხადებულია ქვეყნის დეცენტრალიზაცია, ამას ეწინააღმდეგება ის, რომ აჭარის ტელევიზია დაემატოს მეოთხე არხად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. არ ვეთანხმებით არც იმ პრინციპებს, თითქოს ორჯერ არ უნდა იხდიდეს ფულს, ესეც საკამათო თემაა, მაგ ლოგიკით მაშინ არც უმაღლესი საბჭო უნდა არსებობდეს და არც აჭარის მთავრობა, იმიტომ რომ ორჯერ გადახდილი ფული გამოდის. დეცენტრალიზაციის პირობებში ერთ მაუწყებელში მოქცევა, რამდენიმე  არხის და ერთი დიდი მონსტრის გაკეთება ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი. ვფიქრობთ, რომ აჭარის ტელევიზიამ ცალკე უნდა იმაუწყებლოს“, – აცხადებს დავით ბაციკაძე. 

დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა  მურმან დუმბაძემაც.

„ბატონი ზვიად ქორიძისა და ბატონი ლაშა ტუღუშის მიერ შემოტანილი პროექტი ამბობს, რომ  აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი უნდა გადაკეთდეს მაუწყებელ არხად,  დაახლოებით ისეთი ტიპის არხი უნდა იყოს, როგორიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ ეს უნდა ამოვიდეს  ცენტრალურ დონეზე, მისი ქონება, ფინანსების მართვა ყველაფერი უნდა გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ ზოგადად ვერ ამბობენ ამას ღიად, მაგრამ ის უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილიალი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი მუშაობს. ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც როგორც უმცირესობა ისე უმრავლესობა შეთანხმებული არიან იმაზე, რომ აჭარაში ჩამოყალიბდეს რეგიონული მაუწყებელი.

 მარტივი პროცედურა არის ჩასატარებელი, საზოგადოებრივ მუწყებლის შესახებ კანონში ერთი წინადადება უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს სახელმწიფო უშვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას და ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს რეგიონალური მაუწყებლები. მაგალითად აფხაზეთის მაუწყებელი. თუ რეგიონალური მაუწყებლები იარსებებენ, თუ ქვედა დონის ჟურნალისტები იარსებებენ, თუ ფინანსები იარსებებს, თუ რეგიონები ამას მოუვლიან, დაე მოუარონ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს სემინარი ჟურნალისტებისათვის

აღსრულების ეროვნული ბიურო დასავლეთ საქართელოში მოქმედი მედია-საშუალებების ჟურნალისტებისათვის მედია სემინარს მართავს.

 

17 იანვარს, ხუთშაბათს, 16.00სთ.-ზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ევროკავშირის პროექტის- “დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის”, მხარდაჭერით სააღსრულებო თემაზე მედია-სემინარს მართავს.

 

 

მედია სემინარის მიზანი ქართული მედიისთვის სააღსრულებო სისტემის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისებისა და ყველა იმ სიახლის გაცნობაა, რომელიც ბიუროში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

 

 

მედია-სემინარზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე:

 

 

• აღსრულების ეროვნული ბიურო;
• სააღსრულებო წარმოება ყოველდღიურ პრაქტიკაში;
• აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა ქცევის კოდექსი;
• გამარტივებული წარმოება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• კერძო აღმასრულებელთა საქმიანობის თავისებურებანი;
• ელექტრონული აუქციონი.



მედია-სემინარის მსვლელობის დროს დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო თემებზე დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს, სააღსრულებო პროცესისა და ბიუროს მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული ახალი სერვისების შესახებ. მედია სემინარი ბიზნეს ვახშამით დასრულდება.

 

 

მისამართი: ქ. ბათუმი, ხიმშიაშვილის ქ. N7, იუსტიციის სახლის სადემონსტრაციო დარბაზი.



 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

204 ათასი ადამიანი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მხარდასაჭერად

„ამ ტაძრის მშენებლობის ტემპი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გადარიცხავს შესაბამის ფონდში შემოწირულობას, ჩვენ მას ვერც შევანელებთ და ვერც დავაჩქარებთ“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე კი მან დარბაზში მყოფებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სპეციალური ბლანკის საშუალებით მშენებლობის დაფინანსებაში საკუთარი წვლილის შეტანა. ამ ბლანკის შევსებით პირი ადასტურებს თანხმობას წინასწარ მითითებული ვადის განმავლობაში ჩამოეჭრას გარკვეული თანხა სახელფასო შემოსავლიდან.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეები და სხვა წევრები, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლები და კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პეტრე ზამბახიძე, კაკო ძნელაძე, ავთანდილ ბერიძე

არჩილ ხაბაძის თქმით, ის ამ პროეტის დაფინანსებაში მონაწილეობას „ქართუ ბანკიდან“ ცდილობდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი, რაც სამსახური შეიცვალა, შეწირულობა არ გაუკეთებია: „დღეიდან მთავრობის აპარატი, სურვილის შესაბამისად, ამ საქმეში ისევ ჩავერთვებით. მთავარია ასევე ამ პროცესში ჩაერთოს ბიზნეს სექტორი, ეს შეხვედრაც ამას ისახავდა მიზნად.“

ბათუმიდან უკვე გადარიცხულ სოლიდურ შეწირულობებზე საუბრისას პაატა ბურჭულაძემ  ბანკი „ქართუ“, რომელის აჭარის ფილიალს არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობდა და კომპანია „ტექნო-ბუმი“ დაასახელა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სახალხო აქციაში, რაც მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას ყველა მსურველს აძლევს, ამ დროისათვის 204 000 ადამიანია გაწევრიანებული.

რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, უკვე დასრულებულია საძირკვლის ამოყვანა. მახათას მთაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის საშუალებით კი  ყველა მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს მშენებლობის პროცესს ფონდის ვებ გვერდზე ( მახათა . გე)

შეხვედრის დასკვნით ნაწილში „რედისონის“ დარბაზში მოწვეულ სტუმრებს აჩვენეს ოთარ ლითანიშვილის დოკუმენტური ფილმი  „ღირს არს ჭეშმარიტად“, რომელიც ათონის მთის მონასტერს „ივერონსა“ და მახათას მთის კომპლექსის მშენებლობას შეეხებოდა.

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირინე ურუშაძე თავად გაეცნო იმ სარჩელებს, რომლებიც დღეს სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობამ მიიღო. ორგანიზაცია სასამართლო პროცესზე მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს.

„იმ სარჩელების თანახმად, რომლებიც   მესაკუთრეებს  ჩააბარეს, „აჭარ ენერჯი 2007“, რომელიც აშენებს ჰესებს,  მესაკუთრეებსა და საჯარო რეესტრს უჩივის.

2012 წლის ზაფხულში, წინასაარჩევნო პერიოდში, საჯარო რეესტრმა სპეციალური დადგენილების საფუძველზე, უფასოდ დაურეგისტრირა ნაკვეთები მოსახლეობას.  ამავე დადგენილების საფუძველზე  დაირეგისტრირეს ნაკვეთები აჭარისწყლის თემშიც.

კომპანია „აჭარ ენერჯი 2007″ -მა  ჰესების მშენებლობა რომ გააგრძელოს, უნდა იყოს ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრე, ახლანდელი მესაკუთრეები  კი უარს ეუბნებიან ნაკვეთების მიყიდვაზე, რადგან პირობებზე ისინი ვერ შეთანხმდნენ.

ამის გამო „აჭარ ენერჯი 2007“ -მა მესაკუთრეებს უჩივლა სასამართლოში, რათა გააუქმოს მათ მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.  ასეთი რამ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა მომჩივანს აქვს რაღაც უფლება მიწის ნაკვეთზე და ეს ნაკვეთი არის სხვის საკუთრებაში.

„აჭარ ენერჯი 2007“  უჩივის როგორც მესაკუთრეს, ასევე საჯარო რეესტრს.  სარჩელის თანახმად კომპანია მესაკუთრე არ არის და ამაზე პრეტენზიას არც აცხადებს, მაგრამ ამბობს: მე უნდა ვაშენო ჰესი, მაქვს აღებული ვალდებულება, მაგრამ ვერ ავაშენებ თუ ვერ ვიყიდე ნაკვეთები. კომპანია აცხადებს, რომ ვერ იყიდის ამ ნაკვეთებს მოსახლეობისგან და უფრო მარტივად იყიდის სახელმწიფოსგან. ეს არგუმენტია საჩივარში მითითებული.

დღეს შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს მოსახლეობას, თქვენი რეგისტრაცია არ არის სრულყოფილი და შესაბამისად, თქვენგან ნაკვეთების შესყიდვის შესაძლებლობა არ გვაქვსო.  რეალურად სარჩელში არსად არ არის მითითებული, რომ რეესტრმა რომელიმე შესყიდული ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი უკვე თქვა.

კომპანია მოსახლეობას ეუბნება: ან ჩვენ მოგიგებთ დავას, ან გაასწორეთ რეგისტრაცია და  თქვენგან შევისყიდით ამ ნაკვეთებს. რაში მდგომარეობს რეგისტრაციის გასწორება  – ჩვენთვის ეს ჯერჯერობით გაუგებარია, ახლა ვსწავლობთ საქმეს და სამართლებრივად სრულყოფილად ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ პროცესს. ერთადერთი შეიძლება განვიხილოთ შესაძლებლობა, როდესაც  რეგისტრაცია გაკეთებულია ელექტრონული ნახაზის გარეშე. ყველა საქმეს  არ ვიცნობთ ჯერჯერობით, მაგრამ რასაც უკვე გადავხედეთ, თითქმის ყველას აქვს გაკეთებული ელექტრონული ნახაზი.

ჯერჯერობით, სანამ ბოლომდე არ შევისწავლით საქმეს, ძნელია იმის თქმა, რომ „აჭარ ენერჯი 2007″ -ის სარჩელი უსაფუძვლოა, მაგრამ პირველადი შეფასებით, კომპანია, როგორც მინიმუმ, არ არის მართალი,  პლიუსი არის ის, რომ კომპანია მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს მოსახლეობასთან.

რეჟისორი ზაზა ხალვაში თეატრიდან წავიდა

 

„ახალი დირექტორი გახდა ჩემი მოადგილე, თემურ კეჟერაძე. მე შემოქმედებით გეგმები მაქვს. ახლა ვიღებ მხატვრულ ორსაათიან ფილმს და ვიმყოფები გადაღებაზე. ფილმი ეხება ადამიანებს, რომელიც დაავიწყდა საზოგადოებას. ფილმი ორ-სამ თვეში დასრულდება. მაქვს ასევე შემოთავაზება უკრაინულ-აზერბაიჯანული კომპანიისგან თექვსმეტ სერიანი ფილმის გადაღებაზე. ამ ფილმს რომ მოვრჩები მერე დავიწყებ ახალს. ფილმს ჩემი უკრაინელი ქართველი მეგობრები აფინანსებენ“.   – განაცხადა რეჟისორმა.

 

ზაზა ხალვაში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა.  სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად. 

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს

აჭარისწყალში მცხოვრები რეზო დიასამიძის ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც მოსახლეობამ სასამართლოდან მიიღო, მითითებულია, რომ თუ ისინი სარგებლობაში არსებულ ნაკვეთებს არ გაიფორმებენ, ამ ნაკვეთებს სახელმწიფო „აჭარ ენერჯი 2007“-ს გადაუფორმებს, ეს ის კომპანიაა, რომელიც მდინარე ჭოროხზე ორი კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აწარმოებს.

„ვიცოდით, რომ ნაკვეთები უფასოდ წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად გააფორმეს ნაციონალებმა და ეს საკუთრების დოკუმენტი მხოლოდ ფარატინა ქაღალდი იყო და ისიც ვიცით, რომ ჩვენი ნაკვეთები ინვესტორს აჩუქეს, მაგრამ მაინც არ დავუთმობთ“ – ასეთი პოზიცია აქვს სოფლის მოსახლეობას.

„ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განაცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ ნაკვეთების უფასოდ გაფორმება არ უწარმოებიათ და არც ამ რეგისტრაციის გაუქმებასთან აქვთ რაიმე კავშირი.

საჯარო რეესტრის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი არჩელიამ კი წინასაარჩევნოდ მიწის ნაკვეთების უფასოდ რეგისტრაციის აქციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უარყო: „ ამასთან ჩვენთან  კავშირი არ აქვს.“

აჭარისწყლის თემის სოფელ მირვეთის მოსახლეობა

მაისიდან ბათუმში საცხენოსნო კლუბი ამოქმედდება

 

 

საცხენოსნო კლუბის მოწყობა ადლიის დასახლებაში, აჭარის საცხენოსნო მეურნეობის ტერიტორიაზე  უკვე დაწყებულია და მაისის თვეში დასრულდება.

 

საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და „აიპის“ ხელმძღვანელის ირაკლი ნაცვლიშვილის თქმით საცხენოსნო კლუბის ტერიტორიის რეკონსტრუქციის გარდა  მიღებული დაფინანსებით დამფუძნებლები ე.წ. სამკურნალო „რაიდ“ თერაპიის ჩამოყალიბებას, ტურისტული მარშრუტების შემოშავებას და სპორტული ცხენების შესყიდვას გეგმავენ.   

 

საცხენოსნო კლუბით სარგებლობა უფასო  იქნება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისა და სოციალურად დაუცველებისთვის. დაინტერესებული პირისათვის კი ყოველთვიურად სააბონენტო გადასახადი 100-დან 200 ლარამდე იქნება. პაკეტში სწავლება ჯირითი და ცხენით  გასეირნება შევა.

 

უმაღლესი საბჭოს ძველი თანამშრომლები ზეპირ ტესტირებას გაივლიან

აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გრძელიძე „ბათუმელებთან“  საუბარში აცხადებს, რომ „ტესტირების კომისია არაობიექტურია და შედეგები წინასწარვეა ცნობილი“: 

 

 

 

„ეს კომისია რომ არაობიექტური და ტენდენციური და ტესტირებაც მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ ძველი თანამშრომლები გაუშვან სამსახურიდან. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დარღვეულია პარიტეტი და კომისიაში უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ არის. არც არასამთავრობოებია წარმოდგენილი. გასაუბრება ხდება ზეპირი სახით, ანუ არ ქმნიან დოკუმენტს, რომ პრეტენზიის შემთხვევაში შეედავო. ეს კიდევ უფრო მიღრმავებს ეჭვს, რომ კონკრეტული ადამიანებისგან სურთ გაათავისუფლონ უმაღლესი საბჭო. ძველ თანამშრომლებზე და მათ შორის ჩემზეც ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით  ხორციელდება“.  

 

 

 

უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, ტესტირების ზეპირ ფორმას კანონი ითვალისწინებს: „ზეპირი გასაუბრება დასაშვებია   პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე“.  

 

 

 

უმაღლეს საბჭოში ახალი პრესსამსახური  ფუნქციონირებას ოფიციალურად 1 თებერვლიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი ფუნქციონირებას შეწყვეტს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც პირველ თებერვლამდე ნინო გრძელიძეა. იგი ამ თანამდებობაზე ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. ამ განყოფილებაში სულ სამი ადამიანი მუშაობდა.

 

  

 

ახალ პრესსამსახურს „ინფო 9“-ის ყოფილი ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ში მუშაობამდე ბათუმის მერიის დაფინანსებაზე არსებულ გაზეთში – „ბათუმურ ქრონიკებში“ მუშაობდა.

 

 

 

 

მარინე კუპრეიშვილის გარდა ახალშექმნილ პრესსამსახურში „ქართული ოცნების“ აქტივისტები კობა ადეიშვილი და ვახტანგ თავბერიძე იმუშავებენ, რომლებიც ნინო გრძელიძის განცხადებით, არჩევნების პერიოდში კოალიციის შტაბში მუშაობდნენ და, ასევე, გაზეთ „აჭარას“ ყოფილი ჟურნალისტი, მანანა მიქელაძე.   

 

სტატიის თავდაპირველი ვერსია შეცვლილია. 

 

 

ბათუმში ღამით მოხალისეების ჯგუფი მიუსაფარ ადამიანებს დაეხმარება

ამ წუთებში მოხალისეების ჯგუფი ბათუმში არსებული უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილ, კათოლიკური ეკლესიის მფარველობის ქვეშ მყოფ ღამის თავშესაფრში იმყოფება, სადაც ღამის გასათევად მისულ 24 ადამიანს გადასცემენ თბილ ტანსაცმელს. შეგროვებული ნივთების ტრანსპოტირებას და მოხალისეთა ჯგუფის გადაადგილებას ბათუმის მერია უზრუნველყოფს.

მოხალისეთა ჯგუფი გათენებამდე დარჩება ქუჩებში, რომ ღია ცისქვეშ დარჩენილი ადამიანები თბილი ტანსაცმლითა და საკვებით უზრუნველყონ და  ღამის თავშესაფარში გადაიყვანონ. დღეს ბათუმში ცივი ამინდია, თოვლ-ჭყაპი, სწორედ ასეთ ამინდში 2011 წელს ბათუმის ქუჩებში ორი ადამიანი გარდაიცვალა სიცივისაგან.

მოხალისეთა ჯგუფის წევრები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები: ედო მჟავანაძე, გოჩა სურგულაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სვეტა კუდბა, რომელიც წლების მანძილზე საქველმოქმედო ორგანიზაციასა და უფასო თავშესაფარს ხელმძღვანელობდა. მოხალისეებს თან ახლავთ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი ელენა შუმსკაია,  რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო და მედიკამენტოზურ დახმარებას გაუწევს მიუსაფარ ადამიანებს.

მოხალისეთა ჯგუფი აპირებს ზამთრის ცივ ამინდებში ბათუმის ქუჩებში იმორიგეონ და სხვა ადამიანებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას, რომლის მიზანია უსახლკარო ადამიანების დახმარება.

მოხალისეებმა დღეს აქციის ფარგლებში 429 ლარი შეაგროვეს, შეგროვებული თანხით ისინი მედიკამენტებისა და საკვების შეძენას გეგმავენ უსახლკაროდ დარჩენილი და უკიდურესად ღარიბი ადამიანებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსახლკაროთა თავშესაფარი საქართველოში არ არსებობს. ბათუმში უსახლკარო ადამიანები, ძირითადად, ქუჩაში ან დანგრეულ შენობებში ათევენ ღამეს. ბათუმში ორი თავშესაფარია, მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების ქვეშ მყოფი  „სავანე” და კათოლიკური ეკლესიის მფარველობის ქვეშ არსებული თავშესაფარი, სადაც ღამის გათევა საბუთების არმქონე ადამიანებსაც შეუძლიათ. ორივე თავშესაფარში ადგილების სიმცირეზე საუბრობენ.

2013 წელს ბათუმის მერია უფასო ღამის თავშესაფრის გახსნას გეგმავდა, თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქის შემცირებული ბიუჯეტის გამო, თავშესაფარის დაფინანსება ვერ მოხდება.

შეგროვებული თანხა

თბილი ტანსაცმელი

ხვალ – დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს

ბათუმში 100-მდე ადამიანს არ აქვს თავშესაფარი, ეს ადამიანები დღევანდელ სუსხშიც ქუჩაში ათევენ ღამეს.

 

გასულ წლებში სწორედ ამ მიზეზით ორი ადამიანი გაიყინა ქუჩაში და გარდაიცვალა.

 

ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, მიუსაფარი ადამიანებისთვის ხვალ, 10 იანვარს, შეაგროვოს თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პლედები, ფული. შეგროვილი ნივთები გადაეცემა ბათუმში არსებულ თავშესაფარს, სადაც მიუსაფარი ადამიანები შეძლებენ სველი ტანსაცმლის გამოცვლას.

 

თბილი ტანსაცმელი შეგიძლიათ მოიტანოთ ბათუმში, აჭარის მთავრობის ოფისის წინ.

 

ჟურნალისტებს ვთხოვთ ამ აქციის გაშუქებას, რათა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეიტყოს აქციის შესახებ.

 

შეკრება დაიწყება 14:00 საათიდან.

არ მინდა ადამიანები ჩემი ქალაქის ქუჩებში იყინებოდნენ

ჩემმა პროდიუსერმა ეს ამბავი მნიშვნელოვნად ჩათვალა და დილით პირდაპირი ჩართვა მთხოვა ადგილიდან, სადაც, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს უსახლკარო 90-მდე ადამიანი ღამეს გაათევდა; პირდაპირი ჩართვა მქონდა იმ ადგილიდან, სადაც ადრე ბავშვთა სახლი იყო. მერიის პროექტით, ეს შენობა უნდა გადაკეთებულიყო ისე, რომ ყველა ოთახს სველი წერტილი ჰქონოდა. ანუ აქ იგეგმებოდა თავშესაფარის მოწყობა, მიუსაფარ ადამიანებს ზამთარში სითბოში რომ ეცხოვრათ, დღეში სამჯერადი კვებით. წინასწარი გაანგარიშებით პროექტს ბათუმის მერია აფინანსებდა; მაშინ ზუსტი ბიუჯეტის დადგენაზე მუშაობდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის მერმა ბრიფინგი გამართა: თემა ბათუმის ბიუჯეტის შემცირება; მერმა დაასახელა პროექტები, რომლებიც ამ წელში იყო დაგეგმილი, მაგრამ ვეღარ გაკეთდებოდა, რადგან ბათუმის ბიუჯეტი შემცირდა… მჯეროდა, რომ ბიუჯეტის შემცირება მაინცადამაინც მიუსაფარ ადამიანებს არ შეეხებოდა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი, პირადად მე, ეს  პრობლემა მგონია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი – სწორედ თავშესაფარის დაფინანსებაზე თქვა მერიამ უარი. მიზეზად ბათუმის ბიუჯეტის შემცირება დაასახელეს.

 

მე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება მერიამ შარშან მორჩენილი თითქმის 20 მილიონიდან დააფინანსოს ერთი პატარა თავშესაფარი ბათუმში… ჩემი აზრით, ჩემს ქალაქს შეუძლია მაქსიმუმ ასამდე ადამიანისთვის თავშესაფარის მიცემა, თუნდაც ისეთ საშინელ სუსხში, როგორიც დღესაა ბათუმის ქუჩებში.

 

ამ ქვეყნად მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ადამიანის სიცოცხლეა… აღარ მინდა ჩემს ქალაქში,  ქუჩაში, ადამიანები იყინებოდნენ და ისე იხოცებოდნენ. ნუთუ ეს ასე ბევრია.

 

დავეხმაროთ სიცივეში დარჩენილ ადამიანებს

დაახლოებით 2011 წლის მიწურულს, როცა უკვე აცივდა, ქალაქ ქობულეთში სახანძროს მახლობლად პატარა „ბუტკაში“ ბებია ცხოვრობდა. ქალაქში ბევრმა იცოდა ამ ადამიანის შესახებ – ბევრი საკვებსაც აძლევდა. მას საცხოვრებელში არც დენი ჰქონდა და არც წყალი, იმდენად პატარა იყო, რომ საწოლი ეტეოდა მხოლოდ, არც ღუმელი ჰქონდა და რომც ჰქონოდა შეშას ვერ ნახავდა. ალბათ ამიტომაც მრავლად ჰყავდა ძაღლი მეგობრები, რომლებიც ეხუტებოდნენ და ათბობდნენ.

 

გადავწყვიტე რამენაირად დავხმარებოდი ამ ქალს და დავიწყე ინფორმაციის მოძიება თუ როგორ შემეძლო ამის გაკეთება. სოციალურ ქსელში ვნახე ახალშექმნილი ფონდის – „ბორანის“ განცხადება. ის ისეთი ხალხის დახმარებას იწყებდა, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა. 2012 წლის თებერვალში მივწერე წერილი ამ ქალის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემმა წერილმა დააგვიანა, ისე როგორც ამ წერილზე პასუხმა. ეს ბებო გაყინული იპოვეს თავის პატარა „ბუტკაში“, ცხოველების სითბო არ ეყო გადასარჩენად…

 

ამ ქალის სიკვდილში ნაწილობრივ მეც ვარ დამნაშავე და თითოეული ჩვენგანი.

 

ხშირად გვიყვარს ქართველებს იმის თქმა, რომ ჩვენზე კარგი ერი არ არსებობს და ჩვენ ვართ რაც ვართ. როცა თავს ადამიანს ვუწოდებთ, იქნებ ამ სიტყვაზე გვიღირს დაფიქრება. ბათუმში, და არამხოლოდ ბათუმში, ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სჭირდება დახმარება, მაგრამ ყურს არ ვუგდებთ მათ პრობლემას. ბათუმში ბევრჯერ მინახავს ადამიანს, როგორ სძინავს მაღაზიის ვიტრინასთან ან კიდე სადმე…

 

ერთი თვის წინ დავიწყე ფიქრი თუ როგორ შემეძლო მათი დახმარება, ვიფიქრე და მივხვდი, რომ ეს იოლი არ იქნებოდა. მეგობართან ერთად მივედი მერიაში, სადაც გავესაუბრეთ ადამიანს, რომელსაც ეხებოდა ეს ყველაფერი. საუბარი არც თუ ისე სასიამოვნო იყო, რადგანაც რაც გვინდოდა ის ვერ მოვისმინეთ. გვითხრეს, რომ სახელმწიფო აფინანსებს  მხოლოდ იმ ხალხის კვებას, ვისაც გააჩნია მოქალაქეობა ან რაიმე დამადასტურებელი საბუთი. ვისაც არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია, ისინი არ ითვლებიან ადამიანებად საქართველოში.

 

იმედგაცრუებული წამოვედით მერიიდან, მაგრამ იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. თბილისში ასეთ ადამიანებს უყიდეს ეგრეთ წოდებული „პალატკები“, რაც მოყინვისგან დაიცავს გარკვეულ რაოდენობას თბილისში უსახლკარო ხალხის, მაგრამ ბათუმში ეს საფრთხე  ბევრ უსახლკაროს ემუქრება…

 

ჩემ გულის ტკივილს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ასე რომ მოკლედ დავწერ:  მინდა დავეხმარო ამ ხალხს და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, რაც საჭირო იქნება, კეთილი ხალხია ბევრია საქართველოში, ყოველთვის იყო და იქნება. მჯერა თქვენი – ვინმეს თუ რაიმე იდეა გაქვთ ან რამენაირად შეგიძლიათ ამ საქმეში დახმარება, ძალიან გთხოვთ შემომიერთდით.

 

ცოტა ხანში მექნება პროექტი სახელწოდებით – „ხელი ხელს“, რომელშიც გაწერილია  გრძელვადიანი პროექტი ამ ხალხთან დაკავშირებით. ეს მომავლის გეგმებია ახლა კი რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ, რაც მათ ამ ზამთარს გადაატანინებს.

 

ყველას დიდ მადლობას გეტყვით დახმარებისთვის. ჩვენთან არს ღმერთი.



ედო მჟავანაძე, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი


ედო მჟავანაძე
ედო მჟავანაძე

„ჩემი მუზა? – შეგიძლიათ მტრებით დაიწყოთ”

პირველ რიგში გთხოვთ გვიამბოთ თქვენს შესახებ, რადგან მკითხველების ნაწილი მეტ–ნაკლებად გიცნობთ, ნაწილი კი ამ ინტერვიუს საშუალებით გაგიცნობთ.

 

თბილისში გავიზარდე და დავიბადე.  ბაღი იქ დავამთავრე. მაშინ ოჯახში ძალიან გვიჭირდა და ამის გამო ქალაქ ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად. ძალიან ჩუმი და წყნარი ბავშვი ვიყავი, თუმცა ძალიან პატარა ასაკიდან გამიჩნდა ჩემი სამშობლოს, გერმანიის სიყვარულის გრძნობა.  

 

აქ გადმოსვლისთანავე ბათუმის სასულირო გიმნაზიაში დავიწყე სწავლა, შემდეგ კი ნომერ პირველ საჯარო სკოლაში გავაგრძელე.  ერთ დღეს ლექსის წერის ნიჭიც აღმოვაჩინე ჩემში. სიმართლე გითხრათ პოეზია არ მიყვარდა, თუმცა სულ მქონდა იმის სურვილი, რომ რაღაც მეწერა. მეგობრებმა გიორგი გაბაიძის ლიტერატურულ კლუბში გაწევრიანება შემომთავაზეს, სადაც უამრავი წარმატება მოვიპოვე და ძალიან დავიხვეწე შემოქმედებითი მხრითაც.

 

პირველი პოეზიის საღამო 2011 წლის წლის 10 ოქტომბერს მქონდა პრესკაფეში, რომელსაც ძირითადად სამეგობრო წრე ესწრებოდა. შემდეგ უამრავი საღამო გავიარე და ასეც გრძელდება. გადმომცეს ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის ოქროს დიპლომი. ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ კი თავად გავხდი პირველი საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი, სადაც ამავე წლის 25 ნოემბერს, ჩემი ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ჩავატარე ტერენტი გრანელის იუბილესთან დაკავშირებული  საღამო.

 

 

იქნებ გვიამბოთ თქვენი ლიტერატურული კლუბის შესახებ?

 

 

ჩვენი ლიტერატერატურული კლუბი წლებია რაც ჩამოყალიბდა. აქამდე მას სათავეში ლევან დევაძე და მალხაზ რეხვიაშვილი ედგნენ, რომლებმაც კლუბს დიდი წარმატება მოუპოვეს. მათი დამსახურებით კლუბმა ორი პროექტი მოიგო და უამრავი ღონისძიება ჩაატარა. რაც შეეხება კლუბის ახალნადელ მდგომარეობას, მოგახსენეთ,  რომ ხელმძღვანელი მე გახლავართ და საღამოს ჩატარებაც მოვასწარით.   

 

 

ახლა კლუბის ახალ პროექტზე ვმუშაობთ. კლუბში განახლდა ყოველკვირეული შეხვედრები. მაქვს გეგმა, ჩავატაროთ კიდევ რამოდენიმე საღამო წლის განმავლობაში. ასევე ვმუშაობთ, რომ კლუბს რამენაირად მისი კაბინეტიც მოვუძებნოთ და უფრო მეტი წევრი მოვიზიდოთ ჯგუფში. ჩვენს წლევანდელ პროექტში კი შემაქვს კრებული, რომელშიც ჩვენი გარდაცვლილი მოსწავლისა და ჩვენი შემოქმედება იქნება დაბეჭდილი. ასევე ამ წიგნის პრეზენტაცია და ექსკურსია თბილისში თანამედროვე პოეტებთან და დიდიბისა და მთაწმინდის პანთეონში. ასევე ობოლ ბავშვთა თავშესაფრის დახმარება იმ თანხებით, რასაც გავწვდებით. და დიდი იმედი გვაქვს, რომ განათლების სამინისტრო ნამდვილად დაგვთანხმდება ასეთი კარგი პროექტის დაფინანსებაზე.

 

 

ლიტერატურული კლუბის გარდა რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები? თქვენი ლექსების კრებულის გამოშვებას ხომ არ აპირებთ?

 

 

ჩემი პირველი გეგმაა დავუბრუნდე ჩემს სამშობლოს (გერმანიას). წიგნს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით დაპირება მაქვს მიღებული. ასევე 2013 წელს უამრავ საღამოს ჩატარებას ვგეგმავ. დიდი სურვილი მაქვს თბილისშიც მოვახერხო ერთი საღამოს ჩატარება.

 

 

 

ვის ენდობით ყველაზე მეტად?

 

 

ადამიანი თუ მიყვარს ადვილად ვენდობი, თუმცა იმედების გაცრუების შემთხვევაში მძიმე ცხოვრებისეული დარტყმა შეიძლება მიიღოს ჩემგან. ყველაზე მეტად მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად მღალატობს.

 

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჩაკეტილი ადამიანი ვარ და არც არსებობს ადამიანი, რომელთანაც პირდაპირ შემიძლია ბოლომდე ვისაუბრო იმაზე, თუ რას ვფიქრობ, როგორ ვგრძნობ თავს, რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში და თან ამას დაერთოს კითხვა – რატომ. რა თქმა უნდა მცირე ან საშუალო დოზით ყველას ვუზიარებ მათ, მაგრამ ბოლომდე მაინც არავისთან შემიძლია ამაზე საუბარი პოეზიის გარდა.  

 

 

ვინ არის თქვენი მუზა?

 

 

 

ჩემი მუზა არის ყველა ის ადამიანი, რომელიც მაძლიერებს, შეგიძლიათ მტრებით დაიწყოთ.  

 

 

ანდრია ფენის პოეზიით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მის პოეზიას ლიტკლუბის გვერდზე გაიცნოს.  

 

 

 

მედიალაბორატორია. დავალება: ინტერვიუ.   

მომზადებულია გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლაში. 

 

 

ამნისტია და საზოგადოება

ბატონო რამინ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. დავიწყოთ იქედან, თუ რა არის ამნისტია და რა კარგი და ცუდი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მას?

 

 

ამნისტია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და დავიწყებას, პატიებას ნიშნავს. აქედან მოდის ამნისტია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან პირის გათავისუფლება ან ამ სასჯელის შემსუბუქება. ამნისტიას აქვს ის დადებითი მხარე, რომ დანაშაულისათვის დაპატიმრებულ ადამიანებს აძლევს საშუალებას სასჯელის სრულად მოხდამდე გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან, ეს კი წარმოადგენს საზოგადოების მხრიდან მათთვის გამოცხადებულ ნდობას. თუმცა, შესაძლოა, სასჯელიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა კვლავ გაიმეორონ დანაშაული და გამოშვებულ იქნას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირებიც. მაგალითად, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისათვის მსჯავრდებული პირები მთლიანად გაათავისუფლეს, ანუ აქ მხედველობაში მიიღეს არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმე, არამედ სახეობაც.

 

 

ნარკოტიკების შეძენა-შენახვა მძიმე დანაშაულია?

 

 

დანაშაული სიმძიმის მიხედვით სამი კატეგორიისაა: ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე. ის დანაშაული, რომლის სასჯელადაც კანონით მაქსიმუმ 5 წელია გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმეა, 10 წლის ჩათვლით – მძიმე, ხოლო 10 წლის ზემოთ განსაკუთრებით მძიმე.  შესაბამისად, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს მიეკუთვნება.

 

 

 

ნარკომანი ციხეში უნდა იქნეს ჩასმული თუ მან უნდა გაიაროს საჭირო რეაბილიტაცია? ცოტათი თემას გადავუხვევ, თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

ჩემი აზრით, ნარკომანისთვის უნდა არსებობდეს 90 დღიანი პატიმრობა, ხშირად პატიმრობას მკურნალობაზე მეტი შედეგი მოაქვს. თუკი პატიმარი ნარკომანიით დაავადებულია, მაშინ მას სასჯელაღსრულების საპატიმროში უნდა ჩაუტარდეს იძულებითი მკურნალობა, ვინაიდან ნარკომანების 90% ნებაყოფლობით მკურნალობაზე უარს ამბობს.

 

 

 

გასაგებია. თქვენი აზრით რა ტიპის დანაშაულებს უნდა შეეხებოდეს ამნისტია?

 

 

 

ყველას, გარდა განზრახ მკვლელობებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისა. დანარჩენებზე შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა შეღავათი, ზოგს გაუნახევრონ, ზოგი საერთოდ გაათავისუფლონ და ზოგსაც ერთი მესამედით ან ერთი მეოთხედით შეუმცირონ სასჯელები.

 

 

 

დღევანდელი მასშტაბური ამნისტიის შესახებ რას იტყოდით?

 

 

 

ჩემი პოზიცია ამ თემის მიმართ დადებითია.

 

 

 არსებობს სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია. ეს კომისია გამოითხოვს პატიმრების პირად საქმეებს ციხეებიდან, ციხეების დირექტორებს ეკითხებიან ამ პატიმრების შესახებ, მაგრამ აქაც გარკვეული პირობების დაცვაა საჭირო. პატიმრებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის იხდიან სასჯელს, სასჯელის ნახევარი უნდა ჰქონდეთ მოხდილი, რათა კომისიამ განიხილოს მათი საქმეები, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს 2/3 უნდა ჰქონდეთ მოხდილი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს 3/4. არსებობს სასჯელისაგან გათავისუფლების სხვა ფორმაც – შეწყალება, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტი გამოსცემს და მას შეწყალების აქტით შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი.  ის მსჯავრდებულები რომლებიც მძიმედ არიან ავად შესაძლოა გათავისუფლდნენ სასჯელის შემდგომი მოხდისგან გამოჯანმრთელებამდე.

 

 

და თუკი პატიმარი ვერ გამოჯანმრთელდება?

 

 

ამ შემთხვევაში ხდება მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება.

 

 

ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსათვის. წარმატებებს გისურვებთ!

 

 

თქვენც ასევე!

 

 

მედიალაბორატორია. დავალება: ინტერვიუ.   

მომზადებულია გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლაში. 

 


ინტერვიუ ხალიჩასთან

წყარო: https://www.ehow.com
წყარო: https://www.ehow.com


– გამარჯობა, როგორც მაცნობეს თქვენ იყავით თვითმხილველი თუ როგორ გატეხა ლუკამ ფინჯანი…


– დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? 

– ორიოდე შეკითხვას დაგისვამთ, ოღონდ არა ამ ფაქტზე, არამედ უბრალოდ თქვენზე.  

– როგორც გნებავთ.

– მაშ ასე, თქვენი აზრით რა როლს ასრულებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

– ადამიანთა თქმით, მე მხოლოდ დეკორაციული როლი მაკისრია, რაღაცის გალამაზების ან თუნდაც დაფარვის. მათი თქმით, სილამაზისთვის მიყენებენ, თუმცა სინამდვილეში ფეხით მთელავენ და ტალახს მახოცავენ. 

– თქვენი პასუხიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ნაწყენი ხართ ადამიანებზე. გთხოვთ, საკუთარი ხედვით შეაფასოთ ისინი.

-ჰაჰ, ჩემთვის ამ შეკითხვით არავის მოუმართავს, მეტიც, საერთოდ არ მოუმართავთ ჩემთვის კითხვებით.

იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ ხან მჭრიან, ხან მკერავენ, ფეხით მთელავენ, აუგს მეტყვიან, მხოლოდ გარეგნობას მიფასებენ, მე ისინი მაინც ძალიან მიყვარს… იცით რატომ? მე არ მაქვს სული, მაგრამ თქვენი სულით ვცოცხლობ. 

– გმადლობთ გულახდილობისთვის. მაინტერესებს მეგობრობთ თუ არა სხვა საგნებთან? რომელია თქვენი საუკეთესო მეგობარი?  

– რა თქმა უნდა ვმეგობრობ, მეგობრობის გარეშე შეუძლებელია ამდენ ხანს ვყოფილიყავი. იცით ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც არაკომუნიკაბულურობის გამო მაგიდის გადასაფარებელი გააგდეს, სულ ეჩხუბებოდა მაგიდას და…

საუკეთესო მეგობარი? რა თქმა უნდა მყავს, ჩემი საუკეთესო მეგობარი კუთხეში ჩამაგრებული ლურსმანია, ის სულაც არ მამადლის მეგობრობას იატაკისგან განსხვავებით, ამიტომ მიყვარს ყველაზე ძალიან.

– შესანიშნავია. მაინტერესებს, რითი იკვებებით? 

– ჰმ, რა რთულად მარტივი შეკითხვაა, მე მტვერით ვიკვებები, არა იმიტომ რომ ის მომწონს, უბრალოდ, მინდა, რომ იგი თავს ავაცილო ადამიანებს.  

– გასაგებია, თავი ხომ არ მოგაბეზრეთ ამდენი შეკითხვებით? 

– ასე ფიქრობთ? რა სამწუხაროა, იცით რა სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას მაინც აინტერესებ?!

– კარგი, მაშ, გავაგრძელოთ. როგორი წარმოგიდგენიათ სიკვდილი? 

– სიკვდილი – ჩემთვის ძაფად დაშლასთან ასოცირდება, როცა ვერაფერს ჩადიხარ, ვიღაც ხელებს გიფათურებს, შენ კიდევ უღონო ხარ. 

–  რას მეტყვით თქვენეული ბედნიერების შესახებ? 


– ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა სახლში არავინაა, რადგან მხოლოდ მაშინ არ მტკენენ სხულის ნაწილებს, მხოლოდ მაშინ შემიძლია შევიგრძნო თავისუფლება და არა მტვრის სუნი :)) 

– დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი რესპოდენტი იყავით :)) იმედია კიდევ შევხვდებით.





მედიალაბორატორია. დავალება: ინტერვიუ.   

მომზადებულია გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლაში.


 

 

 

ხანძარი ბუკნარში

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, ერთ-ერთ ვერსიად მოკლე ჩართვა სახელდება, რის შედეგადაც ხის შენობას ცეცხლი სწრაფად მოედო, შემდეგ კი ცეცხლი მეზობელ სახლებზე გადავიდა. აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ დაგვიანებით მოსულმა სახანძრო სამსახურმა ხანძრის დროულად ჩაქრობა ვერ შეძლო.

 

დაზარალებული მადონა ხილაძე ამბობს, რომ ჯერ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს: „ოთახის კარი გავაღე და იქედან ცეცხლი გამოვარდა, უცებ დავიბენი, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, პატარა ბავშვები მყავს და იმათი ძებნა დავიწყეთ, ძვლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, სხვა ვერაფერი გამოვიტანეთ, მეზობლებმა მოგვცა ჩასაცმელებიც კი, ყველაფერი დაგვეწვა, განვადებებით ტექნიკა გვქონდა გამოტანილი და ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ. გამგეობა დაგვპირდა, რომ მაისში ჩაგვაბარებენ აშებებულ შენობას და მანამდე გვიქირავეს საცხოვრებელი სახლი.“      

 

 

დაზარალებულები იმაზეც საუბრობენ, რომ ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს ტექნიკა გაუმართავი ჰქონდა: „მარტო ორასი ლიტრა წყალი ჰქონდათ, არც წყლის მილები უვარგოდათ, გვერდზე ასხამდა, დახეთქილი იყო, ქობულეთიდან და ბათუმიდან მოვიდნენ სახანძრო მანქანები, საბოლოოდ იმათმა ჩააქრეს, მაგრამ ვერაფერი გადავარჩინეთ, ხის შენობა იყო და უცებ დაიწვა, ჩემი და საშინაო ტანსაცმლით დარჩა ქუჩაში სამ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად.“ – გვიამბობს ერთ-ერთი დაზარალებულის და.     

 

დაითხოვენ თუ არა ხელვაჩაურის გამგეობაში თანამშრომლებს?

ახლად დანიშნული გამგებელი ამბობს, რომ მას ამის შესახებ არაფერი სმენია. ლევან ლორთქიფანიძის თქმით, დღის ბოლომდე განცხადებას მოადგილეები დაწერენ: „მე მათ შევხვდი და ველაპარაკე, დღის ბოლომდე, ალბათ, დაწერენ განცხადებას. თუმცა, ეგ მათი გადასაწყვეტია“.

 

„ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოადგილე, თამაზი კარანაძე ამბობს, რომ მან უკვე „დაწერა განცხადება და სახლში მიდის“. მისივე ინფორმაციით, განცხადება დაწერა კიდევ ორმა მოადგილემ – ლევან თედორაძემ და ირაკლი სურმანიძე. „მე მიჩვეული ვარ მუშაობას, როცა უფროსთან ნორმალური დამოკიდებულება გაქვს. ახალი კაცი მოვიდა, არ ვიცნობ საერთოდ და არაფერი… ასაკის გამო დავწერე რა, საპენსიო ასაკის ვარ“, – აცხადებს თამაზ კარანაძე.

 

ირაკლი სურმანიძე გადადგომის შესახებ განცხადებას არ ადასტურებს. „ამ წუთში მოხდა ცვლილება და დაწერა ვინ გითხრათ… მე არ დამიწერია პირადად. არ ვიცი ვისგან რა მოთხოვნა იყო და არც არავის შევხვედრივარ. რომ შევხვდები მერე, ალბათ, იქნება“.

 

განცხადების დაწერას არ ადასტურებს არც ლევან თედორაძე. კითხვაზე, იყო თუ არა მოთხოვნა, რომ დაგეწერათ განცხადება, ლევან თედორაძე ამბობს, „მერე დამირეკეთ თუ შეიძლება“.

 

ლევან თედორაძე „ვერც იმას ადასტურებს“, მოსთხოვეს თუ არა გამგეობის სხვა თანამშრომლებს განცხადების დაწერა.

 

ახალი გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ რადიკალური ცვლილებები გამგეობაში არ იქნება საჭირო. „გავივლით ყველაფერს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგს შეიძლება არც უნდა ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობა. ვნახოთ როგორ იქნება. მე არ ვარ მოწადინებული რადიკალური ცვლილებები განვახორციელო“.

 

ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მის დამტკიცებას საკრებულოს სხდომაზე 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომას ზუსტად ამდენივე დეპუტატი ესწრებოდა.

 

ხელვაჩაურის საკრებულო 21 წევრისგან შედგება. 

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ბინებს უქირავებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში მცხოვრები ქათამაძეების სახლი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში მცხოვრები ქათამაძეების სახლი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა

 

მთავრობის გადაწყვეტილებით „300-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 9, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 ოჯახი მიიღებს. დაზარალებულებს 3 ეტაპად დახმარებიან. მეორე ეტაპზე კომისია დაზიანებული სახლების აღდგენის საკითხის განიხილავს, მესამე ეტაპი დანგრებული სახლების აშენებას ითვალისიწინებს“.

 

 ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, გარემოს დაცვის სამმართველოსა, გელოგიის სამსახურის ხელმძღვანელები და კონსტრუქტორები შედიან.

 

ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაზარალებულების შესახებ დახმარების გადაწყვეტილება მთავრობამ 29 დეკემბერს მიიღო. დაზარალებულებისათვის თანხა 10 იანვრიდან გამოიყოფა.

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში მცხროვრები შაქარიშვილების სახლი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში მცხროვრები შაქარიშვილების სახლი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა

 

ხელვაჩაურის გამგებლად „ქართული ოცნების“ წევრს ნიშნავენ

რამდენიმე წუთში საგანგებო სხდომა დაიწყება ხელვაჩაურის საკრებულოში. სხდომაზე დაამტკიცებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს, რომელიც ლევან ლორთქიფანიძე იქნება.

 

 

ლევან ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც თემურ კახიძე ხელვაჩაურის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების დროს.

 

თემურ კახიძე პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა.

 

არჩევნების შემდეგ ხელვაჩაურის გამგებლის თანამდებობაზე საკრებულომ გურამ საფარიძე დანიშნა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 27 დეკემბერს დატოვა. 12 დეკემბერს ის „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა.

 

 

როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები „ბათუმელებთან“ ამბობენ, ისინი სხდომის ჩატარების შესახებ ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია და ეს ინფორმაცია მხოლოდ კერძო საუბრებიდან შეიტყვეს.

 

 

ხევლაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის უმრავლესობაში.

განხილული საჩივრები და დაუსჯელი საარჩევნო მოხელეები

ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიის 3 ოქტობრის სხდომაზე, სადაც კომისიამ  2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო-საარჩვენო კომისიებში დაფიქსირებული საჩივრები განიხილა საქართველოს იურისტთა ასოციაციის (საია) დამკვირვებელი თამარ კალანდაძე #52 საუბნო კომისიის თავმჯდომარის, დავით მწერალიშვილის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა. „კომისიის თავმჯდომარე ერეოდა საიას სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენელთა საქმიანობაში, ბიულეტენების ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობისას არ ითვალისწინებდა კომისიის წევრთა შეხედულებებს, ხმების დათვლის შემდეგ კი ხელოვნურად დააბრკოლა მონაცემთა შეყვანა შემაჯამებელ ოქმში“, – ნათქვამია დამკვირვებლის საჩივარში.

 

 

დავით მწერალიშვილის მიმართ დისციპლინური სასჯელის დაკისრებას ითხოვდა საოლქო კომისიის წევრი მერი ცენტერაძეც. თუმცა თავმჯდომარემ კენჭისყრაზე მხოლოდ შენიშვნის მიცემის საკითხი დააყენა, რასაც კომისიის 12 წევრიდან ცხრა დაეთანხმა.

ამ უბანზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საჩივრები სხვა დამკვირვებლებმაც დაწერეს.

 

 

„ასეთი სერიოზული დარღვევების შემდეგ თამჯდომარე არც კი დაუჯარიმებიათ, მხოლოდ დისციპლინური წესით გააფრთხილეს. რამდენიმე მსგავს შემთხვევაში შენიშვნის მიცემითაც კი შემოიფარგლენ, ჯარიმა არავისთვის  დაუკისრებიათ. ეს აბსოლიტურად მიუღებელია ჩვენთვის, რადგან ასეთი თანამშრომლები კვლავაც შეიძლება საუბნო-საარჩევნო კომისიებში აღმოჩდნენ“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირინა ურუშაძე.

 

 

ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ბათუმში 22 საარჩევნო უბანს აკვირდებოდნენ. დანარჩენ უბნებზე კი ორგანიზციის მობილური ჯგუფი გადაადგილდებოდა.

გაფრთხილების გამო დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში სახელდადებული პირის კომისიაში მეორედ არჩევას კანონი არ ზღუდავს. თუ კომისია პირის დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგი არჩევნებისთვის ოლქი მას ვეღარ შეარჩევს საუბნო-საარჩევნო კომისიაში სამუშაოდ.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამკვირვებლებმა სხდომაზე კანონდამრღვევი საარჩევნო მოხელეების მიმართ საოლქო კომისიის მიერ გამოჩენილი ლოიალური დამოკიდებულება გააპროტესტეს. მათ აღნიშნეს, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ამ ადამიანების  კომისიებში ისევ მოხვედრას კატეგორიულად შეეწინააღმდეგებიან. „თუმცა კანონიერი ბერკეტი, ეს არ დავუშვათ,  არ გვექნება“, – აზუსტებს ირინა ურუშაძე  „ბათუმელებთან“ . 

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსი, პირს  კომისიაში  ხელმეორედ მუშაობას დისციპლინარული სასჯელის გატარების შემთხვევაში არ უკრძალავს. აკრძალვა მხოლოდ დაჯარიმებულ ან უფლებამოსილება შეწყვეტილ პირზე  ვრცელდება.

ტენდენცია, რომ კანონდამრღვევ საარჩევნო მოხელეებს ოლქი კომისიებში სამუშაოდ ისევ იწვევს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა. ბათუმის #79 ოლქში საუბნო-საარჩევნო კომისების დასაკომპლექტებლად კონკურსის წესით შერჩეულთა შორის მოხვდნენ პირები, რომლებიც ცესკომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო დაითხოვა, ოლქის შედეგები კი მთლიანად გააბათილა.

 

 

საოლქო კომისიიის სხდომაზე #49 საარჩევნო უბანში ამირან ფირცხალავას წინააღმდეგ ოთხი საჩივარი განიხილეს. „საიას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „მოდუს ვივენდის“ დამკვირვებლები ამ უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, საუბნო საარჩევნო კომისიის  მთელი შემადგენლობის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, კომისიის თავმჯდომარისთვის კი დამატებით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდნენ. 

 

 

კომისიის მთელი შემადგენლობის დაჯარიმების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოლქის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე და არა კომისია. ამასთან დაკავშირებით კი, მოგვიანებით ცალკე ზეპირი მოსმენა დაიგეგმებოდა. კენჭისყრაზე მხოლოდ ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლისა და თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დააყენეს. ორივე შემთხვევაში ცხრით სამის წინააღმდეგ საკითხი უარყოფითად გადაწყდა: კომისია კანონდამრღვევი საარჩევნო მოხელის მიმართ ამჯერადაც გაფრთხილებით  შემოიფარგლა.

 

 

საოლქო კომისია ბათუმის 104 უბნიდან შესულ საჩივრებს ხუთი საათის განმავლობაში იხილავდა. ამ დროის განმავლობაში საარჩევნიო უბნის კომისიის მთელი შემადგენლობის, კომიის თავმჯდომარის, მდივნისა და რეგისტრატორის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე იმსჯელეს.

კიდევ ერთი ტენდენცია, რაც არჩევნების დღეს ბათუმში საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მიერ დაწერილი საჩივრებით გამოიკვეთა, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისთვის ხმის უფლების შეზღუდვა და უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა იყო.

 

 

ხმის უფლების შეზღუდვის განსაკუთრებული სიმრავლის გამო, საჩივრები დაწერეს და #17 უბნის შედგეგების ბათილობას ითხოვდნენ არასმთავრობო ორგანიზაციები -„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“,  „სამართლიანი არჩევნები“ და საია. ამ უბანზე 17:16 საათზე მისულ ამომრჩეველს, მიხეილ გაბაიძეს ხმის უფლება შეეზღუდა. საარჩევნო უბანში ამავე სახელით და გვარით 12 საათამდე  გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა მიხეილ გაბაიძის ნაცვლად უკვე მიცემული ჰქონდა.  იგივე მიზეზით #17-ე უბანზე ხმის უფლება კიდევ ათ მოქლაქეს შეეზღუდა:  თეიმურაზ ტუღუშს, ირაკლი კეჭაყმაძეს, ზვიად მალაყმაძეს, არტურ მარკოსიანს, გარსევან ჯორბენაძეს, ზაზა სარიშვილს და მამუკა თურმანიძეს სამაგიდო სიაში მათი სახელის და გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.

 

 

ამ დარღვევის გამო „სამართლიანმა არჩებნების“ წარმომადგენელმა ოლქში საჩივრების განხილვისას უბნის შედგების გაბათილების კენჭისყაზე დაყენება მოითხოვა.  საკითხზე მსჯელობისას „საიას“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ შედგების გაბათილებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ მითითებული ფაქტები უბნის შედგებზე მოხდენდა გავლენას . საბოლოოდ საკითხი კენჭისყრაზე მაინც დადგა, თუმცა 12 ხმით ორის წინააღმდეგ ბათილობის მოთხოვნას კომისია არ დაეთანხმა.

 

 

ბათუმის #29 უბანზე დამკვირვებლებმა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტზე ექვსი საჩივარი დაწერეს. დამკვირვებლები ამ უბანზე გადასატანი ყუთის დაგვიანებით გატანასა და რეგისტრატორის ხელმოწერის გარეშე  საარჩევნო ბიულეტენებზე ყუის ჩამოხევის ფაქტსაც აპროტესტებდნენ. „გაუგებარია დარღვევის არსი და არ არსებობს კონკრეტული მოთხოვნა“, – ამ მიზეზით ბათუმის საოლქო კომისიამ უბანზე დაფიქსირებული საჩივრები განუხილველად დატოვა.  იგივე მოტივით განუხილველად კიდევ ათამდე საჩივარი დატოვეს.

 

 

სხდომაზე განხილული საჩივრების მიხედვით, ბათუმის თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უფლება, იმის გამო, რომ  სამაგიდო  სიაში მათი სახელისა და გავრის გასწვრი ხელი მოწერილი დახვდათ, მინიმუმ შვიდ ადამიანს შეეზღუდა. ზოგ უბანზე კი ეს რიცხვი ათსაც გასცდა. ბათუმის 104 საარჩევნო ამ მიმართულებით უბანის მონაცემების დაჯამების მიხედვით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლება მინიმუმ უბანზე მისულ 800 მოქალაქეს შეეზღუდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“  ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მადონა ბერიძის თქმით, ოლქის კომისიამ დამკვირვებელ ორგანიზაციებს საჩივრების განხილვის დრო და თარიღი არ შეატყობინა: „ვიღაცამ შემთხვევით გაიგო და ამბავი მოგვიტანა, შემდეგ კი ერთმანეთს გავაგებინეთ“. იგივეს ადასტურებენ სხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებიც.

ოლქის კომისიამ ეს საკითხი გაუგებრობით ახსნა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საჩივრების განხილვის პროცესი,  წინა საარჩევნო პროცესებთან შედარებით, საერთო ჯამში, დადებითად შეაფასეს.

„წინა არჩევნებთან შედარებით, ჩვენ ოლქთან მკვეთრი დაპირისპირება არ გვქონია. არც ჩვენი დამკვირვებელი უცემია რომელიმე საარჩევნო მოხელეს  . ვფიქრობ, ეს ისევ და ისევ ამომრჩევლის ზეაქტიურობამ განაპირობა“, – აღნიშნა საიას იურისტმა ნინო ტავლალაშვილმა  „ბათუმელებთან“.

იგივე პოზიცია აქვთ სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებსაც.

არჩევნების შემდეგ დავები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არ გაგრძელებულა.


 

 

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.



“აჭარ-ენერჯი 2007” “ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

 

შპს „აჭარ ენერჯი-2007“ („კომპანია“) საქართველოს მთავრობასთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესაბამისად ახორციელებს მიმდინარე სამუშაოებს სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობლობის მიზნით აჭარის რეგიონში, რომელთაგან ერთი არჩევითია („პროექტი“).

 

ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების („გზშ“) ანგარიშის განხილვა და დამტკიცება მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად, აგრეთვე, კომპანიამ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოიპოვა შესაბამისი მშენებლობის ნებართვები.

 

დღემდე პროექტი მიმდინარეობს გზშ ანგარიშისა და მშენებლობის ნებართვებით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით. კომპანია სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი ორგანოებისაგან თუ სხვა დაინტერსებული კომპეტენტური პირებისაგან მიღებული მითითებებისა თუ შენიშვნების გათვალისწინებით.

 

გვინდა განვაცხადოთ და დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ კომპანიისათვის გარემოზე ზემოქმედების საკითხი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და დაცვა ყოველთვის იყო და იქნება კომპანიის პრიორიტეტი პროექტის განხორციელების მთლიანი პერიოდის განმავლობაში.

 

შპს „აჭარ ენერჯი-2007“

ბათუმს ტრანსფერები შეუწყდა

ტრანსფერების შეწყვეტის თაობაზე ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემაც განაცხადა. „ტრანსფერების შეჩერების შედეგადაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის გაკეთებაც მომავალი წლისთვის იყო დაგეგმილი, აღარ განხორციელდება“ _ თქვა მან.

 

ამ პროექტებიდან ერთ-ერთი დროებითი თავშესაფრის პროექტია, რომელიც ურეხის ყოფილი ბავშვთა სახლის ბაზაზე უნდა გახსნილიყო. მერის განცხადებით, შეჩერდება ორი სოციალური სახლის მშენებლობაც, ქალაქის ნაწილში სანიაღვრე სისტემებისა და ჟილინის არხის კაპიტალური რეაბილიტაცია. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში განახევრდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა და შეჩერდა ქალაქისთვის მუნიციპალური ავტობუსების შეძენა.

 

„დასახელებულ პროექტებზე უნდა დასაქმებულიყო ჩვენი ქალაქის 5 000 მკვიდრი, რაც დაახლოებით 2 0000 მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახებოდა“ _ აცხადებს ჯემალ ანანიძე. იგი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტების აუცილებლობაში ცენტრალური ხელისუფლების დარწმუნება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტის პროექტი არ განუხილავს: „არსებობს მოსაზრება, რომ რადგან თვითმმართველობას ყოფილი სახელისუფლებო გუნდი მართავს, ამ პირობებში არ მოხდება თვითმმართველობების ბიუჯეტის ზრდა.“

 

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ტრანსფერების რაოდენობა შეამცირა აჭარის მთავრობამაც: „უნდა ყოფილიყო 18 მილიონი და მოგვცეს ექვსი მილიონი“. რაც, კირთაძის განცხადებით, გარკვეულ პრობლემებს შექმნის. აღარ დაფინანსდება ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, შეფერხდება ქუჩების კეთილმოწყობა, ისტორიული ბათუმის რეაბილიტაცია. სავარაუდოდ, აღარ დაფინანსდება ეკოლოგიური ელექტრომობილების შესყიდვაც, რასაც მერია მომავალი წლისთვის გეგმავდა. „აღარ დაფინანსდება საცხოვრებელი კორპუსების თბოიზოლაციის პროგრამა, რომელიც ქალაქში არსებული ყველა მაღლივი კორპუსის შეფუთვას ითვალისწინებდა. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ გარდა იმისა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა წესრიგდებოდა, ამით ადამიანებიც საქმდებოდნენ“ _ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმი მხოლოდ გამოთანაბრებით ტრანსფერს 44 მილიონ ლარს მიიღებს, სპეციალური ტრანსფერიდან კი _ არც ერთ თეთრს.

 

87 მილიონიდან შრომის ანაზღაურებაზე შვიდი მილიონ 896 ათასი ლარი დაიხარჯება. აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის, მათი ფინანსური და ფისკალური საქმიანობისთვის 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თავდაცვის სფეროზე კი _ 45 ათასი ლარი, ეკონომიკური საქმიანობის სფერო, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას, დაფინანსებული იქნება 48 მილიონ 672 ათასი ლარით. ამაში შედის გზების, ქუჩების, ტროტუარების კეთილმოწყობა, ხარჯები მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მართვისთვის, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, დასუფთავებისა და გარეგანათების ხარჯები.
განათლების სფეროზე შვიდი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც საბავშვო ბაღების დაფინანსებას მოხმარდება.

 

კულტურის სფერო ცხრა მილიონ 387 ათასი ლარით დაფინანსდა, ჯანდაცვა _ ერთი მილიონ 881 ათასი ლარით, სოციალურ სფეროზე კი ოთხი მილიონ 450 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

ბათუმის საკრებულოს დაფინანსება ერთი მილიონ 600 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ერთი მილიონ 179 ათასი ლარი შრომით ანაზღაურებაზე მოდის.

 

 

აჭარის ბიუჯეტი ფინანსური დახმარების გარეშე



ისევე როგორც ბათუმის ბიუჯეტი, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიც 2013 წელს ტრანსფერების გარეშე დარჩა. ცენტრალური ბიუჯეტიდან აჭარისთვის არც ერთი თეთრი არ გადმოირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება. ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალი წლისთვის 128 მილიონ 012,5 ათასი ლარია. თუმცა, აჭარის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 110 მილიონი ლარით განისაზღვროს.

 

ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების შეწყვეტის მიზეზად ბიუჯეტის პროექტში რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი და სოციალური ფონის გაუმჯობესება სახელდება. „რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას“ _ აღნიშნულია მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში.

 

შემცირებული ბიუჯეტის ფონზე აჭარის მთავრობა 2013 წლის პრიორიტეტებს ასახელებს. ერთ-ერთ პრიორიტეტად გარემოს დაცვაა მიჩნეული, რაც გულისხმობს გარემოს ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობას და ტყის მდგრად მართვას. „არანაკლებ მნიშვნელოვანია გეოლოგიური მონიტორინგი, სანაპირო ზოლის დაცვა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება~ _ ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.

 

მთავრობა შემდეგ პრიორიტეტად გზებს მიიჩნევს, მათ რეაბილიტაციას, ხიდების შეკეთებას და აღდგენას, მუნიციპალურ ცენტრებთან ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ ადგილებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებას, სამელიორაციო სისტემებისა და ჰიდროტექნოლოგიური ნაგებობების რეაბილიტაციას.

 

შემდეგ პრიორიტეტად სახელდება ტურიზმი. მისი განვითარებისთვის მთავრობა გეგმავს მარკეტინგული სარეკლამო საქმიანობის გაზრდას, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას, ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და ორგანიზებას, საინფორმაციო სქელის განვითარებას. ასევე მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებში, საინფორმაციო პროდუქციის მომზადებას და გავრცელებას საერთაშორისო ბაზარზე.

 

პრიორიტეტად ცხადდება ასევე განათლება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და ხარისხზე ზრუნვას, სკოლებისა და სკოლა-პანსიონების რეაბილიტაციას, საჯარო სკოლების მასწავლებლებით უზრუნველყოფას, უცხო ენებისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლებას, ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობას, მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას, უცხოეთში სტაჟირების მიზნით ახალგაზრდების გაგზავნას.
ჯანდაცვის პრიორიტეტებად მთავრობა კონკრეტული პროგრამების განხორციელებას განიხილავს. კერძოდ, გადაუდებელ და გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, ონკოლოგიურ დახმარებას, ბავშვთა რეაბილიტაციას, კარდიოქირურგიულ მკურნალობას, სოფლის მოსახლეობისთვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას.

 

სოციალური კუთხით კი მთავრობა მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ პირთა დასახმარებლად, სოციალური აქტივობების განხორციელებას მიიჩნევს საჭიროდ. „ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მარტოხელა დედებს და ორსულ ქალებს, რომელთა შვილები წარმოადგენენ მიტოვების რისკს, აღნიშნული პირებისთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“;
მაღალმთიანი რეგიონებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას და სამედიცინო პერსონალის სტიმულირებას მათთვის ხელფასის დანამატის დანიშვნით;

 

გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის პროფესიული სწავლება-გადამზადებას.

 

მთავრობის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, 2013 წელს სოფლებში უნდა გაიზარდოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანი პროდუქცია. ამისთვის მნიშვნელოვანია ფერმერების სასათბურე კონსტრუქციებით უზრუნველყოფა, ფერმერების ხეხილოვანთა ნარგავებით უზრუნველყოფა, მეფუტკრეობის ხელშეწყობა.

 

 

 

 

მოსწავლეები კინოს იღებენ

„მეც ადამიანი ვარ“ – ეს არის პირველი ფილმი, რომელმაც სასკოლო ფილმების კონკურსზე პრიზი აიღო ნომინაციაში – საუკეთესო დებიუტი ფილმი. `დიპლომი მოგვცეს და კინოთეატრ „აპოლოს“ ბილეთებზე 50-პროცენტიანი ფასდაკლება მივიღეთ“ – ამბობს მარიამ კვაჭაძე. ის და ჯაბა წილოსანი ამ ფილმში მთავარ როლებსაც ასრულებენ.

 

 

ფილმი უსახლკარო, უპოვარი ადამიანის ყოფას ასახავს, რომელსაც ყოველდღიური არსებობისთვის ბრძოლა უწევს, ბოლოს კი იღუპება: „ჩვენ ერთი ადამიანის ისტორიით პრობლემა განვაზოგადეთ. ამ ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი მეგობარი გოგონა იყო, რომელიც მას თანაუგრძნობდა და სულიერ მარტოობას უმსუბუქებდა. თუმცა, გოგონას შეყვარებულს არ მოეწონება მისი საქციელი, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება. უპოვარი ადამიანი ისევ მარტო რჩება, რაც საბოლოოდ მას ანადგურებს. ჩვენ ამ ფილმით უფრო მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოებას დავაკისრეთ, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სხვისი თანაგრძნობის უნარი“, _ ამბობს მეთორმეტეკლასელი სოფო პაქსაძე.

 

 

„შევეცადეთ გვეჩვენებინა საზოგადოების გულგრილობის პრობლემა სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ. ხშირად საზოგადოება ამ ადამიანებს არ განიხილავს როგორც სრულფასოვან წევრებს. ჩვენი გმირის დაღუპვის მიზეზი გაჭირვებასთან ერთად ადამიანური სითბოს ნაკლებობა იყო“ – ამბობს ჯაბა წილოსანი.

 

 

მარიამ კვაჭაძე: „სახელმწიფო ყველა ადამიანზე ვერ იზრუნებს, უფრო საზოგადოების პრობლემაა, როცა ადამიანები მარტო და გარიყულად რჩებიან“.

 

 

შორენა ბერიძე: „ეს ფილმები იქმნება როგორც სამოქალაქო, ასევე სასკოლო კლუბებში. სასკოლო კლუბის ფარგლებში ფილმი სოციალურ ქსელებსა და მასზე დამოკიდებულებაზე გავაკეთეთ. ვფიქრობ აქტუალური თემაა, რადგან Fაცებოოკ-ი და სხვა ტიპის სოციალური ქსელები არამარტო ჩვენი თაობის პრობლემაა. არის თუ არა სოციალური ქსელი ნარკოტიკი, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ზოგისთვის შეიძლება კი, ზოგისთვის – არა“.

 

 

„ფილმში სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები გამოვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებს წიგნი ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა, თემა მაინც საკამათოდ დარჩა“, _ გვეუბნება მეგი ბერიძე.

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ არის თემები, რომლებსაც სიფრთხილით ეკიდებიან: „გვინდოდა ფილმის გაკეთება ე.წ „შავ სამყაროზე“. არის სტერეოტიპი, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული, რომ ისინი სასტიკი და დაუნდობლები არიან. მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავიფიქრეთ, რადგან არ გვინდოდა ვინმეს ეს „შავი სამყაროს“ პოპულარიზაციად აღექვა. ერთი სიტყვით, ფოკუსზე ვერ შევჯერდით“, _ გვიხსნის ჯაბა.

 

 

სოფოს პაქსაძისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საზოგადოება უფრო მეტად უნდა საუბრობდეს, ნარკომანია და ძალადობაა. „ძალიან მაწუხებს გახშირებული მკვლელობები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ახალგაზრდების მიერ არის ჩადენილი“.

 

 

ანრი ვარშანიძისა და ილო თოფჩიძის ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების პრობლემებს ეხება. „ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან არ არის ამ პირების უფლებები დაცული, რადგან მათ არ აქვთ სრულფასოვანი გადაადგილების საშუალება არც სკოლებში, არც ქალაქში, არ არსებობს ადაპტირებული ლიფტები მაღლივ კორპუსებში. ადამიანის უფლებების წინ წამოწევა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობენ ისინი.

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ ფილმების გადაღება ან სხვა ტიპის სასკოლო აქტივობები, მათ სკოლის პოპულარიზაციის გარდა წარმატებაში ეხმარება. „როცა რაიმე სერიოზული საკითხები განიხილება ან ეწყობა კონფერენციები, აქცენტი მაინც აქტიურ მოსწავლეებზე კეთდება“.

სასკოლო ოლიმპიადების მოტივაციას ზრდის

ლელა დუმბაძე


რატომ განსხვავდება სკოლისა და ილიმპიადის დონეები ერთმანეთისგან

სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადები დაიწყო. წელს ოლიმპიადას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ორგანიზებას ორგანიზაცია „კინგ’ს-ი იუწევს. პირველი ოლიმპიადა „კინგს“-მა გასულ წელს ჩაატარა, რომლის მხარდამჭერი სპორტისა და ახალაგზრდულ საქმეთა სამინისტრო იყო, ინტელექტუალურ მხარდაჭერას კი საერთაშორისო სკოლა „ბრითიშ ქონექშენი“ უწევდა.

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ინგლისური ენის ოლიმპიადას მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, მასში გასულ წელს 12 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა: „ამიტომ „ქინგსმა“ გადაწყვიტა, რომ წელსაც ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა. წელს შევთავაზეთ ორი პროექტი:King’s English და King’s Math.“-ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი კვინიკაძე.
რა პრინციპით ადგენენ ოლიმპიადის ტესტებს?

 

„ქინგსის“ მიერ მოწოდებული განმარტებების მიხედვით, ოლიმპიადის ტესტებს ლონდონის ინგლისური ენის სკოლა ადგენს: „აღნიშნული ტესტები შეთავსებადია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დადგენილ სასწავლო გეგმასთან“. თუმცა, როგორც გასული წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, ოლიმპიადის ტესტების დონე გაცილებით მაღალია სკოლის პროგრამაში გათვალისწინებულ დონეზე. `„ენაში პირველი კლასიდან რეპეტიტორებთან ვემზადები, მხოლოდ სკოლის დონით შეუძლებელია ოლიმპიადის ტესტების დაძლევა“ – გვითხრა მაშინ პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მოსწავლემ, ანა რამიშვილმა.

 

„რა თქმა უნდა მხოლოდ სასკოლო დონის შესაბამისად ვერ დაიწერება ოლიმპიადის ტესტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჭიერ ბავშვებს ვერ გამოვავლენთ“ _ აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათივე თქმით, მოსწავლეების აქტივობამ გასულ წელთან შედარებით იკლო, რასაც „კინგსის“ წარმომადგენლები არ უკავშირებენ ოლიმპიადაში მონაწილეობის ხარჯებს. პირველ ტურში მონაწილეობა არის უფასო, მეორე ტურში გადასული მოსწავლეები კი იხდიან 15 ლარს. დასკვნითი ტური ტარდება თბილისში, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული. „წელსაც იგივე იქნება გადასახადი, პირველი ტური იმიტომ არის უფასო, რომ ბავშვებმა გააანალიზონ ოლიმპიადის დონე და განსაზღვრონ, უღირთ თუ არა შემდგომ ეტაპში მონაწილეობა. ფინალის ხარჯებიც გავითვალისწინეთ, ამიტომ თბილისის გარდა მესამე ტური ჩატარდება ქუთაისშიც“.

 

როგორც სკოლის მასწავლებლები ამბობენ, სასკოლო პროგრამა ზოგადი უნარ-ჩვევების სწავლებას არ ითვალისწინებს, ოლიმპიადის ტესტების მესამე ეტაპი კი სწორედ უნარ-ჩვევებზე გათვლილი ამოცანებით არის შედგენილი.

 

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის თქმით, „სკოლის პროგრამები პირველ და მეორე ტურში უთანაბრდება ოლიმპიადის დონეს, მაგრამ მესამე ტურში არის ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ არ აქვთ სკოლაში მოსწავლეებს ნასწავლი. ვერ ვეტყვი, რომ ამის გამო სკოლას უფრო მეტი მოეთხოვება, ეს ალბათ გათვლილია მოსწავლის ინდივიდუალურ მუშაობაზე, დამატებით განათლებაზე. ფაქტია, რომ ოლიმპიადები მშობლებისა და მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ჩვენი სკოლიდანაც ბევრი მონაწილეობს და გვყავდა გამარჯვებულებიც“.

 

მედეა გვენეტაძის თქმით, უნარ-ჩვევები ცალკე არ ისწავლება, „სასკოლო პროგრამაში შეიძლება მართლაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, შეიძლება მართლა ვერ სწვდება, იმას რასაც თანამედროვე სწავლის ბაზარი მოითხოვს, არის რაღაც დეტალები შესაცვლელი და იმედი გვაქვს, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება“.

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები

განათლების სამინისტროს პრიორიტეტებში კვლავ რჩება სკოლების რეაბილიტაცია. იგეგმება ერთი ახალი სკოლის მშენებლობა ქობულეთში, რისთვისაც ბიუჯეტში სამი მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო აგრძელებს სასკოლო წიგნების დაფინანსების პროგრამას, თუმცა უარს ამბობს მოსწავლის ფორმების დაფინანსებაზე. განათლების მინისტრის, გია თავამაიშვილის აზრით, სასკოლო ფორმამ არ გაამართლა, „რადგან მან თავისი ფუნქცია დაკარგა და უბრალოდ, ტანსაცმლად გადაიქცა“.

 

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებზე ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარი დაიხარჯება. შენარჩუნდება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაც, ერთი სტუდენტის დაფინანსებისთვის დაახლოებით 2250 ლარია გათვალისწინებული, განათლების სამინისტრო სულ 226 სტუდენტს დაეხმარება.

 

სკოლებში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად კი ბიუჯეტში 96 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო აფინანსებს სკოლის კლუბების ხელშეწყობის პროგრამასაც, რისთვისაც 35 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.

 

უცხოეთში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაზე დაიხარჯება 35 ათასი ლარი, ხოლო კინოწარმოების ხელშეწყობისთვის _ ასი ათასი ლარი: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს პროგრამა ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, რომლებიც დოკუმენტურ თუ სხვა ჟანრის ფილმებზე იმუშავებენ“ _ განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მოთხოვნა იყო სკოლა-პანსიონების დაფინანსების ზრდაზე, თუმცა „წარმოდგენილი პროექტები არ იყო სრულყოფილი, რის გამოც სამინისტრომ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა ეს საკითხი“ _ დასძინა გია თავამაიშვილმა.

 

კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. იგეგმება ხიხანის ციხის ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიყვანა, არქეოლოგებისთვის სახლის მოწყობა და აღმოჩენილი ეკლესიის ნაშთების რეაბილიტაცია. მომავალი წლისათვის დაგეგმილია არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციაც, რისთვისაც ბიუჯეტში ერთი მილიონ 220 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მიზნობრივი პროგრამა გათვალისწინებულია მხატვრებისთვისაც. კონკურსის წესით შეირჩევა ოთხი მხატვარი, რომლებიც კვალიფიკაციას დანიასა და გერმანიაში აიმაღლებენ. პროგრამა საქართველო-დანიის პარტნიორული პროექტის ფარგლებში დაფინანსდება. დანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაგეგმილია მუსიკალური სკოლის მოსწავლეების გამგზავრებაც, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკებების საგანია.

 

განათლების მინისტრმა სპორტის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის იდეაც დააყენა. გია თავამაიშვილი ამბობს, რომ სურვილი აქვს საწყის საფეხურებზე სპორტული სექციები სახელმწიფომ დააფინანსოს, თუმცა ჯერ არ იცის, ეს რამდენად იქნება შესაძლებელი.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებიც გაიცა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ნინო ტავლალაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ახალი სკოლების რეაბილიტაციის ან მშენებლობის დროს უნდა გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო ნორმები. მინისტრის განმარტებით, შშმ პირთა გადაადგილება საერთაშორისო სტანდარტებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ახალ სკოლაში, რომლის მშენებლობაც ქობულეთშია დაგეგმილი: „სკოლას ექნება ლიფტიც, რომ მოსწავლეებმა, ვინც ეტლებით გადაადგილდება, შეძლონ მეორე და შემდგომ სართულებზე გადაადგილება. სხვა სკოლებში კი მხოლოდ სკოლის პირველ სართულზე იქნება შესაძლებელი ეტლით გადაადგილება. ლიფტები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ვერ შევძლებთ“.

 

ნინო ტავლალაშვილი შეეხო მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში ნაკლებკვალიფიციური პედაგოგების მუშაობასაც. მისი განცხადებით, ისეთ საგნებს როგორიცაა „სამოქალაქო განათლება“, ან „სახელმწიფო“, ძველი მენტალობის პედაგოგები ასწავლიან: „ერთ-ერთი მასწავლებელი საქართველოს კონსტიტუციას 1996 წლის ვერსიით ასწავლიდა მოსწავლეებს, ცვლილებების გარეშე. ვფიქრობ ასეთი პედაგოგები არათუ ვერ აამაღლებენ მოსწავლეთა განათლების დონეს, პირიქით ზიანსაც მიაყენებენ, ამიტომ კადრებზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს“.

 

ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „არტვეი“-მ უსინათლო მოსწავლეებისა და სტუდენტების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მათი წარმომადგენლის განცხადებით, უსინათლო ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის კითხვა, რადგან არ ჰყავთ სპეციალისტი, ვინც ბრაილის შრიფტს ასწავლის მათ. აჭარაში სულ 400-მდე უსინათლოა რეგისტრირებული. ორგანიზაციის განცხადებით, აქედან სულ რამდენიმე მათგანმა იცის კითხვა. განათლების მინისტრის თქმით, პრობლემა არა მარტო კითხვის შესწავლაშია: `როგორც აღმოვაჩინე, უსინათლოებს ვერც უნივერსიტეტი ეხმარება, რადგან სტუდენტი აბარებს გამოცდებს, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი ჩერდება. მას არ აქვს შესაბამისი ლიტერატურა შემდგომი განათლებისთვის, გამოდის, ტყუილად იღებენ სტუდენტებს“.

 

ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდმა“ სმენადაქვეითებული ბავშვების სპორტულ აქტივობებში ჩართვის საკითხი წამოსწია წინ და განათლების სამინისტროს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სთხოვა. ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელის, ლევან გობაძის აზრით კი, სკოლებში დაბალი დონეა ზუსტი მეცნიერებების სწავლის მხრივ, რაზეც სამინისტროს უფრო მკვეთრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. „ოლიმპიადებიდანაც კარგად ჩანს, რომ მოსწავლეების მცირე რაოდენობა ახერხებს მესამე ტურში გადასვლას. მაღალმთიანი რეგიონებიდან კი გასულ წელს არც ერთი მოსწავლე არ გასულა. მომავალი ტექნოლოგიებს ეკუთვნის, ამიტომ მათემატიკის სწავლება, ვფიქრობ, უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს სკოლებში“.

ენერგო პრო-ჯორჯია: ჩვენი მიზეზით შუქი აღარ გაითიშება

ლელა დუმბაძე



ბლიცინტერვიუ კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი სურმავასთან.

 

–  ბატონო გიორგი, რა კონკრეტული მიზეზების გამო ეთიშება მოსახლეობას ელექტროენერგია ბოლო ხანს ბათუმში და როდემდე გაგრძელდება ასე?

 

_ ჩვენ ტელევიზიითაც გამოვედით, ვაჩვენეთ ის ტრანსფორმატორი, რომელიც ჩაირთო და ვთქვი, რომ დღეიდან გათიშვები აღარ იქნება.

 

_ ამ განცხადების შემდეგ ღამის საათებში მაინც გაითიშა შუქი, რატომ?

 

_ ეს ჩვენი მიზეზით არ იყო გამოწვეული, სათავო ოფისმა გამორთო და ხუთ წუთში ისევ ჩართო. ჩვენი მიზეზით შუქი აღარ გაითიშება. თუ გამოირთო ხაზი, მაშინ კი.

 

_ მანამდე რა მიზეზით ითიშებოდა?

 

_ მანამდე გამოვცვალეთ 16-მეგავატიანი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი და დავაყენეთ ახალი, 25-მეგავატიანი ძაბვის ტრანსფორმატორი.

 

_ რატომ არ იგეგმება ტექნიკური სამუშაოები ზაფხულის პერიოდში?

 

_ ახლა გაფუჭდა. დაგვეტოვებინა ახალი წლის დღეებში? ერთი ტრანსფორმატორის იმედზე ხომ არ ვიქნებოდით, სასწრაფოდ მოგვიწია მისი აღდგენა.

 

_ აძლევთ მოსახლეობას გარანტიას, რომ ამის შემდეგ ინტენსიურად აღარ გაითიშება ელექტროენერგია, თანაც გაუფრთხილებლად?

 

_ გარანტია არაფრის არ არსებობს. თუ მოხდა საგანგებო შემთხვევა და დაზიანდა, ეს ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს, სპეციალურად არავინ არ გამორთავს.

 

_ მოსახლეობაში უკვე იყო საუბარი საბოტაჟზე თქვენი მხრიდან…

 

_ ხალხი ბევრ რამეზე საუბრობს… ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ერთსაათიანი შეზღუდვები იქნებოდა და მეტი რა ვქნათ.

 

_ ანუ შეზღუდვები დასრულდა?

 

_ დასრულდა, 20 დეკემბერს ჩავრთეთ სარელეო ხაზი, შეიძლება იქ მოხდეს რაღაც და ხუთი, მაქსიმუმ ათი წუთით გაითიშოს, მაგრამ ოპერატიულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

 

 

„ენერგო პრო“ ჩეხური კომპანიაა. საქართველოში „ენერგო-პრო“ ჯგუფის პროექტი განხორციელდა ჩეხეთის ექსპორტბანკის მხარდაჭერით, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.

„ფუფუნება“ დასრულდა

საახალწლო გასართობი პროგრამა ბათუმში ასე გამოიყურება: ბათუმელებსა და ბათუმში მყოფ სტუმრებს 30 დეკემბერს ბათუმის ყინულის სასახლეში საახალწლო შოუ-პროგრამის ნახვა შეეძლებათ. თუმცა ამ წარმოდგენებზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი და საახალწლო საჩუქრებიც მხოლოდ მოსაწვევის მქონე ბავშვებს შეხვდება.

 

30 დეკემბერსაა დაგეგმილი დიასპორებთან შეხვედრა, რომელსაც 140 ადამიანი დაესწრება. სრული პროგრამა მერიას ჯერ არ წარმოუდგენია. დაინტერესებულ პირებს დიასპორებიდან შეუძლიათ გადაინაცვლონ სხვადასხვა კატეგორიის სოციალური ჯგუფებისთვის საახალწლო ნობათის გადაცემის ცერემონიალზე. სულ 2 100 სოციალურად დაუცველი ადამიანი მიიღებს საახალწლო საჩუქარს, სურსათს.

 

31 დეკემბერს, დღის საათებში, ქალაქის ქუჩებში კოსტიუმირებული და საკონცერტო მსვლელობები მოეწყობა. პიაცა, რომელიც მანამდე ხუაკინ კორსეტსს, ცნობილ ფრანგ მომღერალ მიშელ ლეგრანსა და სხვა ცნობილი სახეებს მასპინძლობდა, ამ ახალ წელს საბავშვო კონცერტებს შემოგთავაზებთ.
ახალი წლის დღეს, ანუ პირველ იანვარს, მერია სოციალური სახლის ბენეფიციარებს ახალ წელს მიულოცავს.
ორ იანვარს, ე.წ „ბედობის დღეს“ მოეწყობა კულინარული გამოფენა ერას მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას სასტუმროები და მუნიციპალიტეტები მიიღებენ. ასევე მოეწყობა სანტა-კლაუსებისა და ფიფქიების ფლეშ-მობი და მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა. 

 

 

კინოთეატრი „აპოლო“ კი ორ იანვარს ახალგაზრდა რეჟისორების კინონამუშევრებს შემოგთავაზებთ, სულ 15 ფილმი იქნება ნაჩვენები.
2 იანვრიდან 7 იანვრამდე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, სასტუმრო „რედისონის“ წინ, საბავშვო სტუდიების კონცერტებია დაგეგმილი, შობის დღეს კი _ „ალილო“.

 

საბავშვო ბაღებში გაიმართება თოჯინური სპექტაკლები. მოეწყობა თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა კატეგორიის სოციალური ჯგუფებისთვისაც.

 

გასულ წელს ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, საახალწლოდ ბათუმში ვიზიტორთა დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოვიდა. ვიზიტორები სარგებლობდნენ სპეციალური საახალწლო პაკეტებითაც, რომელთა ფასები 90-იდან 700 ლარამდე მერყეობდა. ამ პაკეტით გასულ წელს 15 000-მდე სტუმარმა ისარგებლა.

 

„რაც შეეხება წლევანდელ მდგომარეობას, შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა, ბოლო სამი თვის მონაცემები რომ შევადაროთ წინა წელს, 68 პროცენტით ნაკლებია. სერვისები იგივეა, უბრალოდ წინა წლებში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებით იყო დაინტერესება, რომელიც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდებოდა. წელს კი ტურების რაოდენობა ნაკლებია“. – ამბობს სოფო გუჯაბიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

 

მომღერალ სალომე ქათამაძის უფასო კონცერტი გაიმართება „პიაცაზე“, 31 დეკემბერს.
„სხვა კონცერტები შედის კონკრეტული სასტუმროების სერვისში. ეს არის საახალწლო სუფრები და ცალკეული მომღერლების კონცერტები. მაგალითად, „პრეზიდენტ პალასში“ სოფო ხალვაში იმღერებს“ _ ამბობს სოფო გუჯაბიძე.

 

განსხვავებულია ბათუმში არსებული პრესტიჟული სასტუმროების მონაცემებიც. სასტუმრო „შერატონის“ პიარსამსახურის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობამ იკლო: „გასულ წელს ამ დროისთვის მთელი სასტუმრო ოყო დაჯავშნული, წელს კი მხოლოდ 65 პროცენტია დაკავებული. ყველა ადგილი უცხოელების მიერაა დაჯავშნილი“.

 

სასტუმრო „ინტურისტში“ კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სასტუმროში საახალწლოდ ყველა ნომერი გაყიდული აქვთ: „თუმცა, ყველა ჯავშანი თურქეთის მოქალაქეებს ეკუთვნით, სხვა ქვეყნებიდან არ გვეყოლება ვიზიტორები“.

 

რაც შეეხება სასტუმრო „რედისონს“, ის სასტუმროს დატვირთვის პროცენტულ მაჩვენებელს არ ასაჯაროებს, თუმცა არაოფიციალურად აქ შეკითხვაზე, როგორი მონაცემები აქვთ, პასუხობენ: „როგორი უნდა იყოს, ქალაქში არაფერი ხდება“.

კითხვები საზოგადოებრივ ჯანდაცვას

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე აღნიშნავს,რომ სკოლებში ჩატარებული კვლევისას, რაც დაავადების ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს, ყველაზე მასშტაბურად (70 პროცენტით) სქოლიოზი დაფიქსირდა. ამ მონაცემებთან დაკავშირებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გარკვეული ეჭვები გამოთქვეს. დისკუსიაში მონაწილე ერთ-ერთი მედიკოსის განცხადებით, შესაძლებელია ეს იყოს ჰიპერდიაგნოსტიკა და არა სქოლიოზი, „რადგან ეს დაავადება თითქმის არ ექვემდებარება ბოლომდე განკურნებას“.

 

დაავადების პროცენტულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა ენდოკრინოლოგმა სალომე ღლონტმაც: „ეს შენიშვნა, რაც ჰიპერდიაგნოსტიკასთან დაკავშირებით გაკეთდა, არის ძალიან რაციონალური. ჩვენ გვაინტერესებს, ამ დიაგნოსტიკის შემდეგ თუ შეაფასეს ეს კვლევები ექსპერტებმა? ასევე საინტერესოა დასკვნები კვანძოვან ჩიყვთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. მოხდა კი დიაგნოსტიკის შემდეგ იმის გადამოწმება, როგორ გაგრძელდა მკურნალობა ან ჰიპოთირეოზის მკურნალობა როგორ წარიმართა?“

 

მარო ჩხაიძის განმარტებით, ეს არ არის უნივერსალური პროგრამა და სამომავლოდ პროგრამაში გათვალისწინებული იქნება არა მარტო გამოკვლევა, არამედ ენდოკრინოლოგთან ვიზიტიც. „374 ვიზიტი განხორციელდა პროგრამის ფარგლებში. აქ სხვადასხვა პროფილის მიხედვით ჩატარდა კვლევები, ამიტომ სამომავლოდ პროგრამის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს“.

 

შემდეგი კითხვა ორთოპედიის კუთხით დაისვა, იმაზე, თუ რამდენად ხორციელდება სასკოლო ინვენტარის შემოწმება. უნდა დაინტერესდეს თუ არა სახელმწიფო და უნდა დაიწყოს თუ არა დისკუსია სასკოლო ჩანთების წონასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ამ საკითხით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ჯერ არ დაინტერესებულა. „კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ როგორც ვიცით, არსებობს ნორმები, თუ როგორი უნდა იყოს მერხი, კლასის განათება, რამდენს უნდა იწონიდეს მოსწავლის ჩანთა და ა.შ“.

 

ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა, გიორგი კალანდაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ვეტერინარების ჩართვის საკითხი დააყენა. „როგორც ვიცით, ბევრი შემთხვევაა ცხოველებისგან გადამდები დაავადებების, მაგალითად, თურქული, ბრუცელოზი, თურქულის შემთხვევები საერთოდ დაიმალა და არ ითქვა, მაშინ როცა ხელვაჩაურში პირუტყვის 85 პროცენტი იყო დაავადებული. რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო?“

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ჯილეხის ორი შემთხვევა დააფიქსირეს, ერთი შეეხებოდა ბაზარში ნაყიდი ხორცის დამუშავებისგან დაავადებას, მეორე კი _ საკვების მიღებას. იყო ბრუცელოზის შემთხვევებიც, პირველი აუდუღებელი რძის დალევის შემდეგ დაფიქსირდა, მეორე კი _ შებოლილი თევზის მიღების შემდეგ. „ბრუცელოზის უფრო მასშტაბური გამოვლინება იყო 2010 წელს, ჩვენი ფუნქცია ამ შემთხვევაში ადამიანებზე ზედამხედველობით გამოიხატებოდა“ _ განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ყველაზე წარმატებული იმუნიზაციის პროგრამა იყო.

ზენორმატიული დაბინძურება ბარცხანაში

ბარცხანელები ამბობენ, რომ მდინარე ბარცხანას, რომელიც ზღვაში ჩაედინება, ზეთის საწარმო აბინძურებს, მდინარეში წყალი რძისფერი ხდება, გასულ კვირას კი თეთრად შეფერილ მდინარეში მკვდარი თევზები მოსახლეობასთან ერთად „ბათუმელების” რეპორტიორმაც ნახა.

 

ბარცხანაში მცხოვრები მოქალაქეების მოსაზრებას ახლა უკვე გარემოს დაცვის სამმართველოც იზიარებს. აქ უკვე მიიღეს 20 ნოემბერს აღებული სინჯის ლაბორატორიული შესწავლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, შპს „ივერია ოილ ინტერნეიშენალმა“ კანონით განსაზღვრული გარემოს დაცვის ნორმები დაარღვია. „საწარმოო გამონაფრქვევებში აღმოჩენილი ნახშირწყალბადის კონცენტრაცია დადგენილ ზღვარს რამდენიმე ნიშნულით აღემატება. ჰაერში აღმოჩენილია მავნე ნივთიერება, ე.წ აკროლეინის ზეთი. `ლაბორატორიული კვლევების მიხედვით საწარმოო გამონაფრქვევებში ნახშირწყალბადების კონცენტრაცია ნორმით დადგენილი 1.0-ისა არის 1,5-ი. საწარმოო ჩამდინარე წყლებში კი ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილების მაჩვენებელი, ნორმით განსაზღვრული 25 მგ-ისა, არის 35 მგ-ი ლიტრზე, რაც გარემოს ზენორმატიული დაბინძურების ფაქტებია“ _ ვკითხულობთ წერილში, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ „ივერია ოილ ინთერნეიშენალის” დირექტორს, თემურ ნარმანიძეს გაუგზავნა.

 

„ნივთიერებები საწარმოს მუშაობის პროცესში გამოიყოფა. საწარმოს ტერიტორიაზე დარღვევა შეიძლება ათჯერ მეტიც იყოს და ეს მათი პრობლემაა, მაგრამ იქ, სადაც სანიტარული ზონა გადის, პირველივე მოსახლე სადაც ფიქსირდება, იქ ემისიების რაოდენობა, დამტკიცებული ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. დამტკიცებული ნორმაა 1,0 მთელი, ბარცხანაში კი აღმოჩნდა 1,5 კუბამეტრში“ _ აცხადებს ნუგზარ პაპუნიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი.

 

რაც შეეხება ბარცხანის მდინარეში ჩაღვრილ ნივთიერებას, რომელმაც მდინარეს თეთრი შეფერილობა მისცა, პაპუნიძის განცხადებით, იგი მომწამვლელი არ არის: „ის რაც მდინარეში ჩაიღვარა, აღმოჩნდა ზეთის მჟავა, რომელიც არ არის საშიში. ამიტომ, როცა მოსახლეობა საუბრობდა დახოცილ თევზებზე, ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი. თუკი სხვა დროს დროულად მოხდება მოსახლეობისგან ინფორმაციის მიღება, რეაგირებაც უფრო დროული იქნება“. 

 

 

დაბინძურება მოთხოვნათა შეუსრულებლობამ და აირდამჭერ დანადგარ-მოწყობილობების არაეფექტურმა მუშაობამ გამოიწვია. როგორც ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, საწარმოში არ არსებობს გარემოსდაცვის ღონისძიებათა გეგმა-პროგრამა და სრულყოფილი გარემოსდაცვითი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია: „გარემოს დაცვის სამმართველომ საწარმოს ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილი 28 ნოემბერს გაუგზავნა, სადაც ვაფრთხილებთ, რომ ჰაერში აღმოჩენილი მავნე ემისიების შემცირების მიზნით, უზრუნველყონ საწარმოს მაღალტექნოლოგიური აღჭურვა. აირდამჭერი ფილტრის დამონტაჟება და მათი კონტროლი წელიწადში ორჯერ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“.

 

ამასთან, საწამო ჩამდინარე წყლების (მათ შორის ტერიტორიის მონარეცხის) გაუვნებელყოფის მიზნით, საწარმოს დაევალა გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რომელიც სრულ ტექნოლოგიურ რეჟიმში იმუშავებს. როგორც ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, ქარხნის მეპატრონეებს გარემოს დაცვის სამმართველომ კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით პასუხისმგებელი პირის აყვანა შესთავაზა, „თუ, რა თქმა უნდა, საწარმოს მხრიდან იქნება თანხმობა“ _ დასძენს ნუგზარ პაპუნიძე.

 

გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის, ვახტანგ წულაძის განცხადებით ზეთის საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურების არაერთი ფაქტი სხვა დროსაც დაფიქსირდა, თუმცა საწარმო არ დაუჯარიმებიათ. „ჯარიმების რაოდენობას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს, თუმცა ჩვენთვის მთავარია არა დაჯარიმება, არამედ პრობლემის მოგვარება“.

 

როგორც სამმართველოში აცხადებენ, მათ მხოლოდ გარემოზე მიყენებული ზარალის დადგენა შეუძლიათ: „ადამიანების ჯანმრთელობაზე რა ზემოქმედებას ახდებს ჰაერში აღმოჩენილი მავნე ემისიები, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“ _ ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.
„თუკი საწარმო ათი დღის განმავლობაში არ წარმოადგენს გეგმას, თუ რა პერიოდში აპირებს ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საწარმოს ფუნქციონირება შეჩერდება“ _ აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში.

 

თუმცა ათდღიანი ვადა ზეთის საწარმოსთვის საკმარისი არ არის. შპს „ივერია ოილ ინტერნეიშენალ“-ის დირექტორის მოადგილის, ზაზა გუმბარიძის განცხადებით, საწარმოს ახალი მფლობელი ჰყავს, რომელიც ტექნიკურ გადაიარაღებაზე ზრუნვას მალე დაიწყებს: „საწარმო თვენახევარია რაც ამერიკულმა კომპანიამ იყიდა და ჯერ სრული დატვირთვით არ ამუშავებულა. გვქონდა შეხვედრა გარემოს დაცვის სამმართველოსთან და მათთან ერთად ვაპირებთ მუშაობას, თუ როგორ აღმოვფხვრათ ეს სიტუაცია“.

 

ზაზა გუმბარიძის განცხადებით, ახალი მფლობელი პრობლემის აღმოფხვრას წყლის გაყვანილობის გაკეთებით იწყებს, რომელიც საწარმოს საერთოდ არ ჰქონია: „არის ფილტრების პრობლემაც. საწარმოს სრულ ტექნოლოგიურ აღჭურვას სულ ცოტა ექვსი თვე მაინც დასჭირდება, თუმცა დაბინძურებაზე პასუხს ვაგებთ და დაკისრებულ ჯარიმებს გადავიხდით“.

 

გასულ კვირას კი ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებმა 125-მა ადამიანმა აჭარის მთავრობას განცხადებით მიმართა. ისინი ბარცხანაში არსებული საწარმოო დაბინძურების აღმოფხვრას მოითხოვენ, რომელმაც უკვე ინტენსიური სახე მიიღო. დაბინძურების წყარო, მოსახლეობის თქმით, დასახლებაში არსებული ზეთის საწარმო და ნავთობტერმინალია.

 

 

რა ღირს ფოტოგრაფია ბათუმში?

„ბათუმობა“ ქალაქის მერიამ 10 სექტემბერს აღნიშნა, სწორედ იმ დღეს, როცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმშიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიმდინარეობდა. მაშინ ეს გარემოება ოპოზიციისა და მედიის კრიტიკის საგნადაც იქცა, მაგრამ „ბათუმობა“ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს „რესპუბლიკელმა“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა საგანგებო ბრიფინგიც გამართა `„ბათუმობის” ხარჯებთან დაკავშირებით. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ერთი გარემოება – უცხოელი ფოტოგრაფების ანაზღაურება – 25 650 ლარი დღესასწაულის გადასაღებად, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა.

 

„იმ დღეს ბათუმში, როგორც ვიცი, ორი ფოტოგრაფი იყო ჩამოსული, ერთი მიხეილ სააკაშვილის ფოტოგრაფი იყო _ თომას დორჟაკი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფი რენე ესენდი, გაზეთ „მარედან“, რომელიც თან სტატიაზე მუშაობდა. ის ჩემთან იყო სტუმრად. ესენი ცნობილი ფოტოგრაფები არიან, მაგრამ არა მგონია, იმ დღეს მერიისთვის ემუშავათ“ _ ამბობს ბათუმელი ფოტოგრაფი გელა ძნელაძე. მისი აზრით, მერიამ ერთდღიან სამუშაოში დიდი თანხა გადაიხადა. „მაჩვენონ ეგ ფოტოები, იქნებ სასწაულებს იღებენ. ისეთი ფოტოგრაფი, მათი ერთდღიანი ვიზიტი ამდენი რომ ღირდეს ბათუმში, ორი მეგულება და ორივე გარდაცვლილია.“ _ ამბობს გელა.

 

გელა ძნელაძე კრიტიკულია ბათუმზე გამოცემული ალბომების მიმართაც: „დამისახელონ ერთი წესიერი ალბომი, რომელიც უცხოელმა ფოტოგრაფებმა გააკეთეს. მახსოვს მხოლოდ „მაგნუმი“, რომლის ჩამოყვანა ძალიან ძვირი დაჯდა, ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ მერიამ არც „მაგნუმის“ სპეციფიკა იცოდა, ის არ იღებს სარეკლამო ფოტოებს, ანუ იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა ხელისუფლებას. არ გადაუღიათ ანბანის კოშკი და ხედები, არამედ გადაიღეს ნაგვის ურნები და დანგრეული გზები. მერე ჩივილსაც კი აპირებდა ხელისუფლება“.
რა ღირს კარგი ფოტოხელოვანის დაქირავება ერთი დღით? კითხვაზე გელა ძნელაძე პასუხობს, რომ გააჩნია დაკვეთას და გადაღების ტექნიკას, „თუმცა ათასი ლარი ერთ დღეში არარეალური თანხაა“.

 

კიდევ ერთი ბათუმელი ფოტოგრაფი, ლაშა ფალავანდიშვილიც ფიქრობს, ერთი დღის მუშაობაში 25 ათასი ლარის გადახდა არარეალურია. „ბათუმობაზე“ მე და ჩემმა მეგობარმაც გავიტანეთ ნამუშევრები. სულ ოცი ფოტო დაბეჭდა მერიამ და ორივემ მთლიანობაში 600 ლარი ავიღეთ“.
ლაშა ფალავანდიშვილი ამბობს, რომ არარეალური ჰონორარების მიმართ მისი პოზიცია მკვეთრად უარყოფითია: „ნებისმიერი ალბომი, რაც კი ბათუმზე დაბეჭდილა, შეგვიძლია ავიღოთ და გავაანალიზოთ, თუ რა სიმახინჯეა ეს ფოტოები. ბოლოს რომ ბათუმზე წიგნი დაბეჭდეს საჩუქრად, ძალიან უხარისხოა, არადა, დიდი თანხაა გადახდილი. მაშინ როცა ნებისმიერი ბათუმელი ფოტოგრაფისთვის 5 000 ლარიც კი დიდი ინვესტიციაა და გაცილებით იაფად შეგვიძლია უკეთესი ხარისხის შეთავაზება, ბეჭდავენ ისეთი ფოტოგრაფის ნამუშევრებს, ჭოგრიტშიც რომ არ გაუხედავთ, ფოტოკამერაზე არაფერს ვამბობ“.

 

ლაშა ფალავანდიშვილის აზრით, ხელისუფლების დამოკიდებულება უცხოელი ფოტოგრაფების მიმართ არც სნობიზმია და არც ზუსტი გათვლა: „მათ არც იციან, რა არის სნობიზმი, უბრალოდ არ მოვწონვართ, რადგან არ ვიღებთ იმას, რაც მათ სჭირდებათ _ კოშკებს და ხედებს“.

რა შეცვალა რეფორმამ სკოლაში

ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს. რამდენიმე წლის წინ სკოლაში 167 პედაგოგი მუშაობდა, თუმცა 2007 წელს, როცა რუსული სექტორი დაიხურა, 76 პედაგოგი სამსახურის გარეშე დარჩა. სკოლაში შენარჩუნდა სომხური სექტორი, სადაც 30-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლას ჰყავს გადამზადებული პედაგოგებიც, მათ შორის სამი პედაგოგი ათასლარიან ხელფასს იღებს.

 

სკოლის დირექტორის, ნუგზარ სურმანიძის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 2005 წლიდან დღემდე სასწავლო სისტემაში განხორციელდა, ეს ეროვნული გამოცდებია. „ფაქტობრივად, ამ გამოცდებმა მოაბრუნა სკოლა სწავლისკენ“ _ ამბობს ის. დირექტორი შემდეგ დადებით ნაბიჯად კი საატესტატო გამოცდებს მიიჩნევს. „ორი წელია საატესტატო გამოცდები შემოვიდა და სწავლის დონემაც მოიმატა. საშუალო ქულა 7,4 მეათედი იყო. გაიზარდა სწავლის მოტივაცია. ბავშვები უფრო მობილიზებულნი გახდნენ. თუმცა, ფორმა მაინც დასახვეწია. ვფიქრობ, მარტო ტესტები არ არის საკმარისი, ბავშვს თემის დაწერა და მსჯელობაც უნდა შეეძლოს“.

 

მესამე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც დირექტორი საუბრობს, სკოლაში მანდატურის ინსტიტუტის შესვლაა, რომელმაც თავდაპირველად დისონანსი შეიტანა სკოლაში, თუმცა დღეს მათი ფუნქციები შეიკვეცა: „აღარ ერევიან სასწავლო პროცესებში, სხვა მხრივ, მათი არსებობა სკოლას ხელს არ უშლის“ _ ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

 

დირექცია არ ფლობს ინფორმაციას, მანდატურის სამსახურის დებულების შესახებ, „გვეუბნებიან, უფლება-მოვალეობები შეგვიზღუდესო, თუმცა ვინ, ან რომელ დოკუმენტში შევიდა ეს ცვლილება, არ ვიცით“.

 

 

რას აპროტესტებენ პედაგოგები

ლიტერატურის მასწავლებლის, ლელა სულიაშვილის აზრით, რეფორმას ყოველთვის ახლავს ხარვეზები, მაგრამ ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც დღეს სკოლისთვის პრობლემად იქცა, სახელმძღვანელოების შერჩევაა. „ამ ხნის მანძილზე ეს პროცესები ვერ დარეგულირდა. ვფიქრობ, მონოპოლიის პრობლემაცაა და გვიჭირს ამასთან ბრძოლა, რადგან პედაგოგი ვერ ირჩევს იმ სახელმძღვანელოს, რომელიც მას მოსწონს. არჩევანი აუცილებლად სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის უნდა გავაკეთოთ“. ლელა სულიაშვილის აზრით, გამოცემული სახელმძღვანელოები მოსწავლის ასაკობრივ დონეს არ პასუხობს. „სახელმძღვანელოები მოითხოვს ბევრი ინფორმაციის მოძიებას, რაც პრობლემაა. გარდა ამისა, წიგნებში, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია გრამატიკული ნაწილი, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია. იძულებული ვართ პედაგოგებმა საკუთარ თავზე ავიღოთ ენის სწავლება და ერთი დღე ჩვენ თვითონ გამოვყავით ენის გაკვეთილებისთვის“.

 

სახელმძღვანელოების შინაარსსა და ხშირ ცვლილებებს რეფორმის სუსტ წერტილად მიიჩნევს გეოგრაფიის მასწავლებელი მზია პაპავაც: „სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ის რაც უნდა იყოს საფუძველი, არ არის და არის მხოლოდ ზედნაშენი. ამის გამო ჭირს საგნის სრულფასოვანი სწავლაც და სწავლებაც. მე-11 კლასში ვსწავლობთ გლობალურ გეოგრაფიას, მაშინ როცა შარშან მსოფლიო გეოგრაფიის ძირითადი კურსი უნდა გვესწავლა, მაგრამ ამოიღეს პროგრამიდან. დარწმუნებული ვარ, საატესტატო გამოცდაზე შეტანილი იქნება საკითხები იმ საგნიდან, რომლებიც წელს ამოიღეს“.

 

სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე, რომელიც ამავე დროს ფიზიკის მასწავლებელია, ამბობს, რომ სახელმძღვანელოების შერჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება: „კანონით ასეა განსაზღვრული. გრიფირებული წიგნების ავტორებთან სწავლის დაწყებამდე ხდება შეხვედრა, წელს ჩვენს სკოლაში იყო ეს შეხვედრა დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ სკოლები თვითონ წყვეტენ, სამინისტროს მიერ შერჩეული ავტორებიდან რომელი აირჩიონ“.
წელს განათლების სამინისტრომ სკოლის სახელმძღვანელოების გაყიდვის უფლება წიგნის მაღაზიებს აღარ მისცა, ბათუმში მხოლოდ რამდენიმე სკოლაში იყიდებოდა სახელმძღვანელოები, რამაც მშობელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რამდენიმე დღის განმავლობაში უწევდათ რიგში დგომა საჭირო წიგნების შესაძენად. იყო შემთხვევები, როცა ყველა სახელმძღვანელოს შეძენას ერთდროულად ვერ ახერხებდნენ და იძულებულნი იყვნენ, შემდგომ დღეებშიც მდგარიყვნენ რიგში.

 

 

სკოლა, მშობელი და სახელმწიფო _ ვინ არის პასუხისმგებელი ცოდნაზე?

პედაგოგების განცხადებით, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც კლასში მოსწავლეთა კონტინგენტი უნდა განესაზღვრა, არ შესრულებულა. რეფორმა კლასში მაქსიმუმ 25 მოსწავლის ყოფნას ითვალისწინებდა, ამჟამად კი კლასებში 30-35 მოსწავლეა, რაც პედაგოგების აზრით, სერიოზული პრობლემაა. ამ მოთხოვნების დაცვას, როგორც დირექტორი ამბობს, მხოლოდ დაწყებით კლასებში ახერხებენ.
„როცა ვთქვით, რომ ენის გაკვეთილების ჩატარება საკუთარ თავზე ავიღეთ პედაგოგებმა, ეს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, პასუხისმგებელნი მოსწავლის ცოდნაზე ჩვენ ვართ. ეს ტვირთი სახელმწიფომ დაგვაკისრა და აიცილა თვითონ, მაშინ, როცა სახელმძღვანელოები და ზოგადად, სისტემა უნდა აწესრიგებდეს ამ პროცესს“ _ ამბობს ლიტერატურის მასწავლებელი.

 

„როცა 35 მოსწავლე ზის კლასში, ეს სასწავლო პროცესს უშლის ხელს. იმიტომ, რომ რთულია ყველა ბავშვთან თანაბრად იმუშაო. თუ მოაკლდება რომელიმეს ხელი, პასუხი მაინც პედაგოგს მოეთხოვება“ _ ამბობს მზია პაპავა. იგი განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობას სხვა მხრივაც აყენებს: „სახელმძღვანელოების ხშირი ცვლის გამო გარკვეული სასწავლი კურსი პროგრამიდან ვარდება, შემდეგ კი ჩვენ, პედაგოგები, ვცდილობთ ჩვენი ძალებით ამოვქაჩოთ როგორმე. ამას ენთუზიაზმით ვაკეთებთ, რადგან როცა ბავშვი ჩაიჭრება გამოცდაზე, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ბრალია. თუმცა, ასე არ მოხდებოდა სახელმძღვანელოები რომ არ ყოფილიყო არასწორად შედგენილი. რეფორმა მოქმედ პედაგოგებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს და არა ზემოდან“.

 

„რაც არ უნდა ვიმართლოთ თავი, ვფიქრობ, სწავლის ხარისხზე პასუხისმგებელი მაინც პედაგოგია. არის მშობლის პასუხისმგებლობაც, მაგრამ დღეს ისეთი ცხოვრებაა, როცა მშობელი ძირითადად შემოსავალზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას აქცევს შვილის სწავლას. რამდენჯერ ვთხოვე, მოდით, გაკვეთილებს დაესწარით-მეთქი, მაგრამ არ სცალიათ. დაბალ კლასებში უფრო აქცევენ ყურადღებას“ _ ამბობს სკოლის დირექტორი.
პედაგოგები პრობლემას ხედავენ მეთოდური სახელმძღვანელოების კუთხითაც.

 

 

სკოლა და სახელმწიფო წნეხი

როგორც სკოლის დირექტორი, ასევე პედაგოგებიც მიიჩნევენ, რომ სკოლა განათლების რეფორმამ სახელმწიფო წნეხისგან გაათავისუფლა, თუმცა იყო პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი, როცა სკოლა მოქცეული იყო პოლიტიკური წნეხის ქვეშ, რაც გამოიხატებოდა პედაგოგების იძულებით გაყვანაში მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ საარჩევნო შეხვედრებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე: „მიუხედავად იმისა, რომ რეფორმამ მოგვცა დამოუკიდებლობა, მაგალითად, თვითონ ვგეგმავთ ბიუჯეტს, ვწყვეტთ მასწავლებლის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს და გვაქვს შიდა განაწესი, რითაც ვმართავთ სკოლას, ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით პოლიტიკური ნიშნით, მაინც არსებობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში“ _ ამბობს დირექტორი.

 

პედაგოგების აზრით, სახელმწიფოს მხრიდან სკოლაზე კონტროლის შენარჩუნების მექანიზმი იყო მანდატურის ინსტიტუტის შემოღებაც, რომელსაც შს სამინისტრო აკონტროლებდა განათლების სამინისტროსთან ერთად.
პედაგოგები ფიქრობენ, რომ ზეწოლის ფორმად გამოიყენებოდა საატესტატო გამოცდებიც. „გათავისუფლებით გვემუქრებოდნენ და ბევრი სკოლის დირექტორიც გაუშვეს ამ მიზეზით“.

 

სხვა მხრივ პედაგოგები სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას სკოლაში არ განიხილავენ: „ერთადერთი, რაშიც ისევ მიბმული ვართ სახელმწიფოზე, არის ვაუჩერების და ხელფასების საკითხი, სახელმძღვანელოები და სკოლის ქონების იჯარა-გაქირავება, სადაც სამინისტროს ნებართვა გვჭირდება. საკანცელარიო და სხვა ტიპის ქონების შეძენის საკითხს სკოლა თვითონ წყვეტს. ტენდერსაც სკოლა აცხადებს, თუკი 5 000 ლარს ზემოთ შესყიდვა ხორციელდება“ _ ამბობს დირექტორი.

 

2007 წელთან შედარებით, შესუსტებულია სამეურვეო საბჭოების აქტიურობა. როგორც დირექტორი ამბობს, თავდაპირველი ბუმი გამოწვეული იყო იმით, რომ დირექტორებს საბჭოს წევრები ირჩევდნენ და ყველა კანდიდატი ცდილობდა საკუთარი მომხრე შეეყვანა საბჭოში. დღეს ეს ინტერესი დაკარგულია. „არც მშობლები აქტიურობენ ძალიან, 13 წევრიდან რვაა დარჩენილი“. საბჭოს წევრების განახევრების მიზეზად დირექტორი დამამთავრებელ კლასებს ასახელებს. `კანონით მე-12 კლასის მოსწავლეების მშობლები საბჭოში აღარ ირიცხებიან~. საბჭოს ერთ-ერთი წევრი ბეჟან დავითაძე მიიჩნევს რომ სამეურვეო საბჭო წინა წლებთან უფრო ქმედითია: „მაგალითად შარშან გადავწყვიტეთ გათბობის საკითხი. ვწყვეტთ დისციპლინარულ საკითხებსაც“.

 

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გულნაზ ჯაფარიძის აზრით, სკოლა გაცილებით თავისუფალია დღეს, ვიდრე რეფორმამდე. „სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბები, სადაც ბავშვები ბევრ თემაზე თვითონ მუშაობენ. იღებენ ფილმებს, პროექტებს წერენ და აქვთ წარმატებებიც. მე, როგორც ბიბლიოთეკათმცოდნე, ვფიქრობ, რომ სამოქალაქო განვითარების კუთხით, მოსწავლეებს მეტი სახელმძღვანელო სჭირდებათ, რადგან არის ამის მოთხოვნილება.“

 

სამოქალაქო კლუბები სკოლებში UშAID-ის ხელშეწყობით შეიქმნა. პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც მიიჩნევენ, რომ ეს სკოლის თავისუფლებაზე მეტყველებს.

 

დირექტორის თქმით, სკოლის დამოუკიდებლობა განსაზღვრავს ამა თუ საგნის სწავლების საკითხსაც, „მაგალითად, ვასწავლით საგანს „ტოლერანტობა“. მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვისა, სკოლაში მაინც არსებობს რელიგიური (მართლმადიდებლური) კუთხე, მაშინ როცა, სკოლა ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანია.

 

 

შეფასება

განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიიჩნევს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, სკოლები არიან ნაკლებ დამოუკიდებელნი, ვიდრე 2008 წელს: „2005 წელს იყო მიღებული ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელმაც სისტემაში მოახდინა ცვლილება. ამ კანონის მიხედვით, სკოლის ავტონომიურობა 2005 წლის რედაქციით გაიზარდა, იგულისხმება სამეურვეო საბჭოს და დირექტორების არჩევა, მაგრამ შემდგომ პერიოდში, დეკლარირებული ავტონომიის შეზღუდვა დაიწყო 2009 წლის მიწურულიდან და გაგრძელდება დღემდე. 2012 წლის მდგომარეობით, სკოლები არიან ნაკლებ დამოუკიდებელნი, ვიდრე 2008 წელს. ვგულისხმობ დირექტორების არჩევის პროცესს. მაგრამ არიან უფრო დამოუკიდებელნი, ვიდრე 2001 წელს. ზოგადად, რეფორმამ წარმატება გვაჩვენა, სხვა საკითხია მიმდინარეობის პერიოდში მომხდარი ცვლილებები როგორი იყო. თუმცა განათლების სისტემა არის მუდმივად რეფორმირებული სისტემა, თუ არ ვითარდება, ჩათვალეთ, რომ ის მკვდარია.“

ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს. რამდენიმე წლის წინ სკოლაში 167 პედაგოგი მუშაობდა, თუმცა 2007 წელს, როცა რუსული სექტორი დაიხურა, 76 პედაგოგი სამსახურის გარეშე დარჩა. სკოლაში შენარჩუნდა სომხური სექტორი, სადაც 30-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლას ჰყავს გადამზადებული პედაგოგებიც, მათ შორის სამი პედაგოგი ათასლარიან ხელფასს იღებს.

 

სკოლის დირექტორის, ნუგზარ სურმანიძის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 2005 წლიდან დღემდე სასწავლო სისტემაში განხორციელდა, ეს ეროვნული გამოცდებია. „ფაქტობრივად, ამ გამოცდებმა მოაბრუნა სკოლა სწავლისკენ“ _ ამბობს ის. დირექტორი შემდეგ დადებით ნაბიჯად კი საატესტატო გამოცდებს მიიჩნევს. „ორი წელია საატესტატო გამოცდები შემოვიდა და სწავლის დონემაც მოიმატა. საშუალო ქულა 7,4 მეათედი იყო. გაიზარდა სწავლის მოტივაცია. ბავშვები უფრო მობილიზებულნი გახდნენ. თუმცა, ფორმა მაინც დასახვეწია. ვფიქრობ, მარტო ტესტები არ არის საკმარისი, ბავშვს თემის დაწერა და მსჯელობაც უნდა შეეძლოს“.

 

მესამე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც დირექტორი საუბრობს, სკოლაში მანდატურის ინსტიტუტის შესვლაა, რომელმაც თავდაპირველად დისონანსი შეიტანა სკოლაში, თუმცა დღეს მათი ფუნქციები შეიკვეცა: „აღარ ერევიან სასწავლო პროცესებში, სხვა მხრივ, მათი არსებობა სკოლას ხელს არ უშლის“ _ ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

 

დირექცია არ ფლობს ინფორმაციას, მანდატურის სამსახურის დებულების შესახებ, „გვეუბნებიან, უფლება-მოვალეობები შეგვიზღუდესო, თუმცა ვინ, ან რომელ დოკუმენტში შევიდა ეს ცვლილება, არ ვიცით“.

 

 

რას აპროტესტებენ პედაგოგები

ლიტერატურის მასწავლებლის, ლელა სულიაშვილის აზრით, რეფორმას ყოველთვის ახლავს ხარვეზები, მაგრამ ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც დღეს სკოლისთვის პრობლემად იქცა, სახელმძღვანელოების შერჩევაა. „ამ ხნის მანძილზე ეს პროცესები ვერ დარეგულირდა. ვფიქრობ, მონოპოლიის პრობლემაცაა და გვიჭირს ამასთან ბრძოლა, რადგან პედაგოგი ვერ ირჩევს იმ სახელმძღვანელოს, რომელიც მას მოსწონს. არჩევანი აუცილებლად სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის უნდა გავაკეთოთ“. ლელა სულიაშვილის აზრით, გამოცემული სახელმძღვანელოები მოსწავლის ასაკობრივ დონეს არ პასუხობს. „სახელმძღვანელოები მოითხოვს ბევრი ინფორმაციის მოძიებას, რაც პრობლემაა. გარდა ამისა, წიგნებში, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია გრამატიკული ნაწილი, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია. იძულებული ვართ პედაგოგებმა საკუთარ თავზე ავიღოთ ენის სწავლება და ერთი დღე ჩვენ თვითონ გამოვყავით ენის გაკვეთილებისთვის“.

 

სახელმძღვანელოების შინაარსსა და ხშირ ცვლილებებს რეფორმის სუსტ წერტილად მიიჩნევს გეოგრაფიის მასწავლებელი მზია პაპავაც: „სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ის რაც უნდა იყოს საფუძველი, არ არის და არის მხოლოდ ზედნაშენი. ამის გამო ჭირს საგნის სრულფასოვანი სწავლაც და სწავლებაც. მე-11 კლასში ვსწავლობთ გლობალურ გეოგრაფიას, მაშინ როცა შარშან მსოფლიო გეოგრაფიის ძირითადი კურსი უნდა გვესწავლა, მაგრამ ამოიღეს პროგრამიდან. დარწმუნებული ვარ, საატესტატო გამოცდაზე შეტანილი იქნება საკითხები იმ საგნიდან, რომლებიც წელს ამოიღეს“.

 

სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე, რომელიც ამავე დროს ფიზიკის მასწავლებელია, ამბობს, რომ სახელმძღვანელოების შერჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება: „კანონით ასეა განსაზღვრული. გრიფირებული წიგნების ავტორებთან სწავლის დაწყებამდე ხდება შეხვედრა, წელს ჩვენს სკოლაში იყო ეს შეხვედრა დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ სკოლები თვითონ წყვეტენ, სამინისტროს მიერ შერჩეული ავტორებიდან რომელი აირჩიონ“.
წელს განათლების სამინისტრომ სკოლის სახელმძღვანელოების გაყიდვის უფლება წიგნის მაღაზიებს აღარ მისცა, ბათუმში მხოლოდ რამდენიმე სკოლაში იყიდებოდა სახელმძღვანელოები, რამაც მშობელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რამდენიმე დღის განმავლობაში უწევდათ რიგში დგომა საჭირო წიგნების შესაძენად. იყო შემთხვევები, როცა ყველა სახელმძღვანელოს შეძენას ერთდროულად ვერ ახერხებდნენ და იძულებულნი იყვნენ, შემდგომ დღეებშიც მდგარიყვნენ რიგში.

 

 

სკოლა, მშობელი და სახელმწიფო _ ვინ არის პასუხისმგებელი ცოდნაზე?

პედაგოგების განცხადებით, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც კლასში მოსწავლეთა კონტინგენტი უნდა განესაზღვრა, არ შესრულებულა. რეფორმა კლასში მაქსიმუმ 25 მოსწავლის ყოფნას ითვალისწინებდა, ამჟამად კი კლასებში 30-35 მოსწავლეა, რაც პედაგოგების აზრით, სერიოზული პრობლემაა. ამ მოთხოვნების დაცვას, როგორც დირექტორი ამბობს, მხოლოდ დაწყებით კლასებში ახერხებენ.
„როცა ვთქვით, რომ ენის გაკვეთილების ჩატარება საკუთარ თავზე ავიღეთ პედაგოგებმა, ეს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, პასუხისმგებელნი მოსწავლის ცოდნაზე ჩვენ ვართ. ეს ტვირთი სახელმწიფომ დაგვაკისრა და აიცილა თვითონ, მაშინ, როცა სახელმძღვანელოები და ზოგადად, სისტემა უნდა აწესრიგებდეს ამ პროცესს“ _ ამბობს ლიტერატურის მასწავლებელი.

 

„როცა 35 მოსწავლე ზის კლასში, ეს სასწავლო პროცესს უშლის ხელს. იმიტომ, რომ რთულია ყველა ბავშვთან თანაბრად იმუშაო. თუ მოაკლდება რომელიმეს ხელი, პასუხი მაინც პედაგოგს მოეთხოვება“ _ ამბობს მზია პაპავა. იგი განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობას სხვა მხრივაც აყენებს: „სახელმძღვანელოების ხშირი ცვლის გამო გარკვეული სასწავლი კურსი პროგრამიდან ვარდება, შემდეგ კი ჩვენ, პედაგოგები, ვცდილობთ ჩვენი ძალებით ამოვქაჩოთ როგორმე. ამას ენთუზიაზმით ვაკეთებთ, რადგან როცა ბავშვი ჩაიჭრება გამოცდაზე, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ბრალია. თუმცა, ასე არ მოხდებოდა სახელმძღვანელოები რომ არ ყოფილიყო არასწორად შედგენილი. რეფორმა მოქმედ პედაგოგებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს და არა ზემოდან“.

 

„რაც არ უნდა ვიმართლოთ თავი, ვფიქრობ, სწავლის ხარისხზე პასუხისმგებელი მაინც პედაგოგია. არის მშობლის პასუხისმგებლობაც, მაგრამ დღეს ისეთი ცხოვრებაა, როცა მშობელი ძირითადად შემოსავალზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას აქცევს შვილის სწავლას. რამდენჯერ ვთხოვე, მოდით, გაკვეთილებს დაესწარით-მეთქი, მაგრამ არ სცალიათ. დაბალ კლასებში უფრო აქცევენ ყურადღებას“ _ ამბობს სკოლის დირექტორი.
პედაგოგები პრობლემას ხედავენ მეთოდური სახელმძღვანელოების კუთხითაც.

 

 

სკოლა და სახელმწიფო წნეხი

როგორც სკოლის დირექტორი, ასევე პედაგოგებიც მიიჩნევენ, რომ სკოლა განათლების რეფორმამ სახელმწიფო წნეხისგან გაათავისუფლა, თუმცა იყო პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი, როცა სკოლა მოქცეული იყო პოლიტიკური წნეხის ქვეშ, რაც გამოიხატებოდა პედაგოგების იძულებით გაყვანაში მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ საარჩევნო შეხვედრებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე: „მიუხედავად იმისა, რომ რეფორმამ მოგვცა დამოუკიდებლობა, მაგალითად, თვითონ ვგეგმავთ ბიუჯეტს, ვწყვეტთ მასწავლებლის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს და გვაქვს შიდა განაწესი, რითაც ვმართავთ სკოლას, ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით პოლიტიკური ნიშნით, მაინც არსებობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში“ _ ამბობს დირექტორი.

 

პედაგოგების აზრით, სახელმწიფოს მხრიდან სკოლაზე კონტროლის შენარჩუნების მექანიზმი იყო მანდატურის ინსტიტუტის შემოღებაც, რომელსაც შს სამინისტრო აკონტროლებდა განათლების სამინისტროსთან ერთად.
პედაგოგები ფიქრობენ, რომ ზეწოლის ფორმად გამოიყენებოდა საატესტატო გამოცდებიც. „გათავისუფლებით გვემუქრებოდნენ და ბევრი სკოლის დირექტორიც გაუშვეს ამ მიზეზით“.

 

სხვა მხრივ პედაგოგები სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას სკოლაში არ განიხილავენ: „ერთადერთი, რაშიც ისევ მიბმული ვართ სახელმწიფოზე, არის ვაუჩერების და ხელფასების საკითხი, სახელმძღვანელოები და სკოლის ქონების იჯარა-გაქირავება, სადაც სამინისტროს ნებართვა გვჭირდება. საკანცელარიო და სხვა ტიპის ქონების შეძენის საკითხს სკოლა თვითონ წყვეტს. ტენდერსაც სკოლა აცხადებს, თუკი 5 000 ლარს ზემოთ შესყიდვა ხორციელდება“ _ ამბობს დირექტორი.

 

2007 წელთან შედარებით, შესუსტებულია სამეურვეო საბჭოების აქტიურობა. როგორც დირექტორი ამბობს, თავდაპირველი ბუმი გამოწვეული იყო იმით, რომ დირექტორებს საბჭოს წევრები ირჩევდნენ და ყველა კანდიდატი ცდილობდა საკუთარი მომხრე შეეყვანა საბჭოში. დღეს ეს ინტერესი დაკარგულია. „არც მშობლები აქტიურობენ ძალიან, 13 წევრიდან რვაა დარჩენილი“. საბჭოს წევრების განახევრების მიზეზად დირექტორი დამამთავრებელ კლასებს ასახელებს. `კანონით მე-12 კლასის მოსწავლეების მშობლები საბჭოში აღარ ირიცხებიან~. საბჭოს ერთ-ერთი წევრი ბეჟან დავითაძე მიიჩნევს რომ სამეურვეო საბჭო წინა წლებთან უფრო ქმედითია: „მაგალითად შარშან გადავწყვიტეთ გათბობის საკითხი. ვწყვეტთ დისციპლინარულ საკითხებსაც“.

 

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გულნაზ ჯაფარიძის აზრით, სკოლა გაცილებით თავისუფალია დღეს, ვიდრე რეფორმამდე. „სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბები, სადაც ბავშვები ბევრ თემაზე თვითონ მუშაობენ. იღებენ ფილმებს, პროექტებს წერენ და აქვთ წარმატებებიც. მე, როგორც ბიბლიოთეკათმცოდნე, ვფიქრობ, რომ სამოქალაქო განვითარების კუთხით, მოსწავლეებს მეტი სახელმძღვანელო სჭირდებათ, რადგან არის ამის მოთხოვნილება.“

 

სამოქალაქო კლუბები სკოლებში UშAID-ის ხელშეწყობით შეიქმნა. პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც მიიჩნევენ, რომ ეს სკოლის თავისუფლებაზე მეტყველებს.

 

დირექტორის თქმით, სკოლის დამოუკიდებლობა განსაზღვრავს ამა თუ საგნის სწავლების საკითხსაც, „მაგალითად, ვასწავლით საგანს „ტოლერანტობა“. მიუხედავად საკანონმდებლო აკრძალვისა, სკოლაში მაინც არსებობს რელიგიური (მართლმადიდებლური) კუთხე, მაშინ როცა, სკოლა ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანია.

 

 

შეფასება

განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიიჩნევს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, სკოლები არიან ნაკლებ დამოუკიდებელნი, ვიდრე 2008 წელს: „2005 წელს იყო მიღებული ზოგადი განათლების შესახებ კანონი, რომელმაც სისტემაში მოახდინა ცვლილება. ამ კანონის მიხედვით, სკოლის ავტონომიურობა 2005 წლის რედაქციით გაიზარდა, იგულისხმება სამეურვეო საბჭოს და დირექტორების არჩევა, მაგრამ შემდგომ პერიოდში, დეკლარირებული ავტონომიის შეზღუდვა დაიწყო 2009 წლის მიწურულიდან და გაგრძელდება დღემდე. 2012 წლის მდგომარეობით, სკოლები არიან ნაკლებ დამოუკიდებელნი, ვიდრე 2008 წელს. ვგულისხმობ დირექტორების არჩევის პროცესს. მაგრამ არიან უფრო დამოუკიდებელნი, ვიდრე 2001 წელს. ზოგადად, რეფორმამ წარმატება გვაჩვენა, სხვა საკითხია მიმდინარეობის პერიოდში მომხდარი ცვლილებები როგორი იყო. თუმცა განათლების სისტემა არის მუდმივად რეფორმირებული სისტემა, თუ არ ვითარდება, ჩათვალეთ, რომ ის მკვდარია.“

Exit mobile version