აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მიწისძვრი შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ გადაწყვეტილებით მიწისძვრის შედეგად დაზრალებულ 28 ოჯახს ბინის ქირისათვის თანხა 300 ლარის ოდენობით ყოველთვიურად გამოეყოფა“, – წერია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში.
მთავრობის გადაწყვეტილებით „300-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 9, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 ოჯახი მიიღებს. დაზარალებულებს 3 ეტაპად დახმარებიან. მეორე ეტაპზე კომისია დაზიანებული სახლების აღდგენის საკითხის განიხილავს, მესამე ეტაპი დანგრებული სახლების აშენებას ითვალისიწინებს“.
ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, გარემოს დაცვის სამმართველოსა, გელოგიის სამსახურის ხელმძღვანელები და კონსტრუქტორები შედიან.
ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაზარალებულების შესახებ დახმარების გადაწყვეტილება მთავრობამ 29 დეკემბერს მიიღო. დაზარალებულებისათვის თანხა 10 იანვრიდან გამოიყოფა.