დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძის შესახებ

დღეს რეპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილი საგანგებო განცხადება გაავრცელა რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილ დეტალებზე საჯარო საუბარი ხელს არ უწყობს საერთო საქმეს და დღემდე ამიტომაც ვდუმდი, მედიაში მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი: Continue reading “დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძის შესახებ”

დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობას გამოეთიშა

დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების წევრმა თბილისის საკრებულოში, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა და მთავარი კომიტეტის შემადგენლობა დატოვა ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობასთან „რადიკალურად განსხვავებული პოზიციების“ გამო. Continue reading “დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობას გამოეთიშა”

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

<!** Image 1 align="" width="527" height="395" >

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

<!** Image 1 align="" width="527" height="395" >

დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილს მისი მიწვევით. საუბარი ორი საათი მიმდინარეობდა. მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად ბიძინა ივანიშვილსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის.

Continue reading “დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ”

დავით ბაქრაძის ვიზიტი კამერების გარეშე

ავტორი: ლელა დუმბაძე
სამ თებერვალს აჭარაში მყოფი დავით ბაქრაძე, მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს კამერების მიღმაც შეხვდა. შეხვედრა ბათუმის დარმატული თეატრის დარბაზში გაიმართა, რომელსაც საჯარო მოხელეების გადრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პარლამეტის თავმჯდომარეს და მის სტუმრებს, თეატრის დარბაზი უსასყიდლოთ დაუთმეს.„მოსახლეობასთან იყო შეხვედრა საჭირბოროტო საკითხებზე და არა მარტო ამაზე, ყველაფერზე, შეიძლება წინასაარჩევნოც იყო. გიორკი კირთაძე და გელა დეკანაძეც ესწრებოდნენ უშუალოდ და შეგიძლიათ ინტერვიუ მასთან ჩაწეროთ“-განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი მექვაბიშვილმა. თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ნაცმოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, გელა გეკანაძემ, დავით ბაქრაძესთან თეატრში შეხვედრის ფაქტი უარყო: „ვიცი რომ მოსახლეობას ხვდებოდა, მაგრამ მე არც ორგანიზებაში მიმიღია მონაწილეობა და არც შეხვედრაში“. ხოლო კითხვაზე, ვინ გაუწია ბაქრაძისა და მოსახლეობის თეატრში შეხვედრას ორგანიზება, საკრებულოს თავმჯდომარე და „ნაცმოძრაობის“ რეგიონალური ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე პასუხობს: „მე არ ვესწრებოდი შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გერმანიაში ვიმყოფებოდი. როგორც ვიცი შეხვედრა იყო მოსახლეობასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე“.

Continue reading “დავით ბაქრაძის ვიზიტი კამერების გარეშე”

დავით გამყრელიძე – ივანიშვილის შიშით გამკაცრებული კანონი

ავტორი:ნათია ზოიძე
„მე მაინტერესებს ეს ნორმა და კანონი რომ გამკაცრდება, თუ გავრცელდება ხელისუფლების მხრიდან ქრთამის გაცემაზე. თუ გავრცელდება მე მივესალმები“, – „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ ეს განცხადება ბათუმში გააკეთა. მისი თქმით, „ახალ მემარჯვენეებს“ არ აქვს  იმის თანხა, რომ მოისყიდოს  ამომრჩეველი ფულით ან საჩუქრებით… ხელისუფლება კანონს საარჩევნო სუბიექტებს  ბიძინა  ივანიშვილის შიშით  უმკაცრებს  (სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქრთამის მიცემა მოსყიდვის მიზნით ისჯება კანონით 7-დან 11 წლამდე).

Continue reading “დავით გამყრელიძე – ივანიშვილის შიშით გამკაცრებული კანონი”

დაგვიანებული და უცნობი „კარდაკარი“

ავტორი :ნათია ზოიძე

ბათუმი. ტაბიძის ქუჩა #15, ბინა-13 _ ეს მისამართი წინა არჩევნების დროს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, რომლებიც არჩევნებს საქართველოში აკვირდებოდნენ. იურიდიულ მისამართზე 113 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ბათუმელებმა“ ეს იურიდიული მისამართი ისევ გადაამოწმა, აქ ახლა 75 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა რეალურად ორი ადამიანი ცხოვრობს. Continue reading “დაგვიანებული და უცნობი „კარდაკარი“”

დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე ჯეოსტარში?

ბათუმელი მომღერალმა ნიკო ბერიძემ ჯეოსტარი გასულ კვირას დატოვა. კონცერტზე შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ფეისბუქზე გაჩნდა ე.წ. „ფან-ფეიჯი“ „დააბრუნეთ ნიკო“, რომელსაც უცებ ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. დღესდღეობით გვერდის მომწონეთა რაოდენობა 10 ათას ადამიანს შეადგენს. მათი მთავარი მოთხოვნა კი ჯეოსტარში ნიკოს კვლავ დაბრუნებაა. დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე პროექტში და რა მოუტანა მას პროექტმა, ამის შესახებ თავად ნიკოს ვესაუბრეთ.

ტარიელ ცეცხლაძე

 – ნიკო როგორ ფიქრობ რა იყო შენი პროექტის დატოვების მიზეზი? რატომ არ გამოაგზავნეს ესემესები შენმა მხარდამჭერებმა?
– ბევრი მეკითხება. მაგრამ პასუხი ნამდვილად არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ფიქრობდა მაინც ცნობილია „ქეთო და კოტეში“ კოტეს როლს თამაშობს და გაიმარჯვებსო. საერთოდ კონკურსებში კონკურსანტებს ძირითადად ხმები შემოდით საახლობლოდან და ძალიან ცოტა ამესიჯებს ვისაც აქვს ფული. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში კიდევ ძალიან ცოტას აქვს ფული. მე, როცა პროექტში წავედი ოჯახში ვუთხარი, რომ ეხლა არ დაიწყოთ ფულის სესხება და მესიჯების გამოგზავნა მეთქი. მე ძირითადად ხმები უცხო ადამიანებისგან შემომდიოდა და არა ოჯახისაგან. დიდი მადლობა ქედას და ხულოს გამგებლებს, რომლებმაც დამეხმარნენ ხმების მიღებაში და პიარ აქციები ჩაატარეს მაღალმთიანეთში.
Continue reading “დაბრუნდება თუ არა ნიკო ბერიძე ჯეოსტარში?”

დააზარალა თუ არა ჟურნალისტის კარიერა “ჯეოსტარმა”?

ავტორი: ტატო ცეცხლაძე

რადიო თავისუფლების ბლოგერის ნიკო ნერგაძის ჯეოსტარში გამოჩენას სოციალურ ქსელებში სხვადასხვა რეაქცია მოყვა. ბევრს ნიკოს ახალ ამპლუაში გამოჩენა გაუკვირდა, ზოგს კი მისი მკაცრი იმიჯი. მეტსახელად მას „ბედ ნიკო“ შეარქვეს, თავისი კრიტიკული შეფასებების გამო. თავად ნიკო ს კი უჭირს არგუმენტირებული პასუხის გაცემა რატომ უნდა ეთქვა უარი, და იმ ადამიანებისგანაც დასაბუთებულ პასუხს ელის ვინც ნიკო ამ პროექტში ჩართვა გააპროტესტა.

რადიო თავისუფლების ბლოგების მკითხველისათვის და არამარტო მათთვის, საკმაოდ მოულოდნელი იყო თქვენი ახალ ამპლუაში ნახვა. ვისგან მიიღეთ შემოთავაზება რუსთავი 2-ის ერთ-ერთ პოპულარულ შოუში მონაწილეობაზე და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი ამ პროექტში ჩართვისას?

Continue reading “დააზარალა თუ არა ჟურნალისტის კარიერა “ჯეოსტარმა”?”

გონიოს მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

გონიოში, სანაპირო ზოლში მცხოვრებ 290 ოჯახს ბათუმის მერიამ საბოსტნე მეურნეობების დათმობა მოსთხოვა. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის მოთხოვნას აპროტესტებს და მეურნეობების სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.

„ბათუმის მერიიდან იყო გუშინ ვიღაც მოსული, საკუთარი ვინაობაც კი არ გვითხრა. გარაჟები და პირუტყვის სადგომები დაანგრიეთ, ეს ტერიტორია უნდა გალამაზდეს, დიდძალ ტურისტებს ველოდებითო. ხვალ საპროტესტო აქციას ვგეგმავთ და ამ ფაქტს გავაპროტესტებთ. ვითხოვთ ან ალტერნატიული ფართი მოგვცენ სადმე, სადაც სადგომებს განვათავსებთ ან გადაგვიხადონ ფული, კვადრატულ მეტრში 300 დოლარი, “ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში გონიოს მკვიდრმა ლადო მჟავანაძემ.

საპროტესტო აქცია ხვალ გონიოში 12 საათზე გაიმართება.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=F3WoAby0F0Y&feature=youtu.be]

გოგონა, რომელიც პატრულს ემალება

ავტორი: ეთერ თურაძე
გოგონა ცემენტის იატაკზე, წყლის გუბეებს შორის ზის. ირგვლივ პური და წყლის ბოთლები ულაგია. გადაუღებლად წვიმს, ის კი შეშინებული იხედება და ყვირის – „პატლული მოდის, მეშინია“. გოგონა მხოლოდ მაშინ წყნარდება, როცა მოშორებით ჩერდები და იქედან ელაპარაკები. საქმიანად კითხულობს – „პატლული წავიდა?“

Continue reading “გოგონა, რომელიც პატრულს ემალება”

გოგონა შანელის სურნელითა და წითელი ფეხსაცმლებით

„ბათუმელების” დამატება, რუბრიკა „ბულვარის” არქივიდან 

შავ-თეთრი ფერები, ხასხასა წითელი ფერის ფეხსაცმელები და აქსესუარები, მსუბუქი შარფები, აბრეშუმის ნაზი პერანგები და ჯინსები – ჟურნალისტისა და ტელეპროდიუსერის, ნათია კოპალიანის ჩაცმულობას ერთდროულად შეიძლება ვუწოდოთ კლასიკური, საქმიანიც და რომანტიკულიც. ის, რაც განსაკუთრებით უყვარს წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია და ყველაფერი, რაც შეიძლება მის საყვარელ, ფრანგულ სტილს აგონებდეს.

– ნათია, რა არის შენს გარდერობში ყველაზე მნიშვნელოვანი სამოსი?
– ჯინსის შარვალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, აბრეშუმის პერანგი და პიჯაკი ჩემი სამუშაო ჩაცმულობაა და ჩემი აზრით, ეს არის ზუსტად ის, რაც მჭირდება და რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვცდილობ, საქმიან სტილში შევიტანო ცოტაოდენი შტრიხები, რაც მიუთითებს ჩემ რომანტიზმზე. არ მომწონს ქალის ზედმეტად კონსერვატიული ჩაცმულობა. 2012 წლის ახალ კოლექციებს თუ გადავავლებთ თვალს, ძირითადად ვხედავთ მკაცრად ჩაცმულ ქალებს, მკაცრი პიჯაკები, ტყავის ხელთათმანები და ქამრები… საკმაოდ მკაცრი სტილია, მაგრამ შესაძლებელია ფერადი ფეხსაცმლით, აქსესუარებით ეს სიმკაცრე შევარბილოთ.
კოკო შანელი ამბობს, ერთი ტანსაცმელი შეიძლება სხვადასხვა ქალმა სულ სხვაგვარად ატაროსო, ამიტომ კომპლექსი – „რაც მე მაცვია, სხვას არ უნდა ეცვას“ – მე არ მაქვს. თუ ერთ მაგიდასთან მოვხვდები მსგავს ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანთან, მე არანაირ დისკომფორტს არ ვიგრძნობ. Continue reading “გოგონა შანელის სურნელითა და წითელი ფეხსაცმლებით”

გმირთა საფლავებთან დღეს ჯვარს აღმართავენ [ვიდეო]

[youtube https://www.youtube.com/watch?v=86Pog849wOE&w=420&h=315]

გოგებაშვილისა და  გამსახურდის ქუჩების კვეთასთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, სადაც ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებია, დღეს სასულიერო პირები მრევლთან ერთად ქვაში გამოკვეთილ ჯვარცმას აღმართავენ.  4 მარტს კი ამ ადგილას საზეიმო წირვის ჩატარება იგეგმება. სასულიერო პირებმა „ბათუმელებთან” საუბრისას აღნიშნეს, რომ საზეიმო წირვა არ უკავშირდება პროტესტს აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობენ, რომ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია მოსახლეობა.

აქვს თუ არა  ჯვრის აღმართვის შესახებ ნებართვა გაცემული ქალაქის მერიას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

გიორგი ჩიქოვანი არ იძებნება

ავტორი: ეთერ თურაძე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 27 ნოემბრის #945 ბრძანების საფუძველზე გაცნობებთ, რომ გიორგი ჩიქოვანი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ იძებნება“, – ეს ინფორმაცია, რომელსაც შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად თავართქილაძე აწერს ხელს, 2012 წლის 6 თებერვლით არის დათარიღებული.
Continue reading “გიორგი ჩიქოვანი არ იძებნება”

გიორგი ტუღუში ბათუმში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ბოლო, 2011 წლის ანგარიში  მიმოიხილა. მისი განმარტებით, ბოლო ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დევნილებისა და ეკომიგრანტების  უფლებების თემას: „არაფერი არ იცვლება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, დაზარალებულ ოჯახებს აძლევენ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ისინი მაინც ტოვებენ იმ ადგილებს სადაც ჩაასახლეს და ბრუნდებიან უკან, რადგან იქ  ცხოვრების არანაირი პირობები არ ხვდებათ“.

Continue reading “გიორგი ტუღუში ბათუმში”

გიგანტური ხაჭაპური კოლონადებთან

[youtube https://www.youtube.com/watch?v=g1mA606_Xhg&w=560&h=349]

ბათუმის კოლონადებთან  დღეს, საღამოს 7 საათზე გიგანტური აჭარული ხაჭაპური მოიტანეს, რომელიც სახაჭაპურე „ოქროს გასაღებმა“ საგანგებოდ დაამზადა. ხაჭაპურის სიგრძე რეკორდული იყო, იგი რვა მეტრს აღწევდა.  გიგანტური ხაჭაპური ზუსტად წუთსა და 32 წამში გაქრა მაგიდიდან. „ეს რეკორდია“ – აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა, შარშან გიგანტური ხაჭაპურის შეჭმას დამსწრეებმა ხუთი წუთი მოანდომეს.

გასულ წელს მომზადებული ხაჭაპურის სიგრძე 6 მეტრი იყო. მის მოსამზადებლად ორი ტომარა ფქვილი, 80 კილოგრამი ყველი, 400 ცალი კვერცხი და 30 კილოგრამამდე კარაქი დაიხარჯა.

გიგანტური ხაჭაპური ხარისხის ნიშნის კვირეულის ფარგლებში მომზადდა, რომელიც კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება ბათუმში. კვირეულის ფარგლებში კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, ასევე დაგეგმილი სიახლეები მომხმარებელს გააცნონ. იმართება პიარ-აქციები, დეგუსტაციები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.

გიგანტური ხაჭაპური ბრუნდება

25-29 ივლისს ბათუმში ხარისხის ნიშნის კვირეული გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, ასევე დაგეგმილი სიახლეები მომხმარებელს გააცნონ. კვირეულის ფარგლებში გაიმართება პიარ-აქციები, დეგუსტაციები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები, ფოტოკონკურსი, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.
ხარისხის კვირეულის მიზანია, ბაზარზე არსებული პროდუქტისა და მომსახურების წარმოჩენა. ხუთი დღის მანძილზე ახალ ბულვარში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ყავისა და ტკბილეულის დღესასწაული, ლუდისა და თევზის ფესტივალი, სადაც ნებისმერ დამთვალიერებელს შეეძლება პროდუქტის დაგემოვნება.
Continue reading “გიგანტური ხაჭაპური ბრუნდება”

გია მასალკინი სკანდალის შემდეგ

ავტორი: ნათია ზოიძე
რესპუბლიკელ გია მასალკინს მის მიერ გაკეთებული განცხადებები შევახსენეთ. მივიღეთ პასუხები კითხვებზე: რას ნიშნავს „შავრაზმელი“ და რატომ უწოდა ადრე ივანიშვილს ხელისუფლების ან რუსეთის პროექტი. აპირებს თუ არა გიორგი მასალკინი დატოვოს კოალიცია? რესპუბლიკური პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესებს ჯერ კიდევ აკვირდება და გადაწყვეტილება არ მიუღია.

ბატონო გია, თქვენს უახლოეს პოლიტიკურ გეგმებში არის თუ არა მოსალოდნელი ცვლილება?

– ჯერჯერობით მკვეთრ ცვლილებებს არ ვგეგმავ, სანამ ბოლომდე არ დალაგდება ოპოზიციური ლანდშაფტი და სანამ ყველგან არ გვეყოლება მაჟორიტარები. ვნახოთ არსებული ხელისუფლების მაგივრად ქვეყანა თუ მიიღებს ჯანმრთელ ალტერნატივას. თუ მე დავინახე, რომ ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო, მაშინ ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა არ არის თვითმიზანი. მე ვარ რეალიზებული პიროვნება, მაქვს ჩემი პროფესია, ჰობი, ვმუშაობ სამოქალაქო სექტორთან _ ანუ მაქვს ინტერესები პოლიტიკის გარეთ.

– შეგახსენებთ თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას _ „მე, რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული კომიტეტის წევრი, არ ვიქნები ქართულ ოცნებაში, თუ მურმან დუმბაძე იქნება ქართულ ოცნებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე“. მურმან დუმბაძის ადგილი უკვე გარკვეულია, რას აპირებთ?

– მე მქონდა ერთგვარი მორატორიუმი ამ თემაზე, მაგრამ მურმან დუმბაძე ისევ აქტიურობს. კოალიციური ფორმატი იზრდება. მოსალოდნელია, რომ კოალიცია გაიზარდოს. ასეთ პირობებში მე ვითანამშრომლებ მურმან დუმბაძესთან, მე არავინ მეკითხება, სხვა პარტიაში ვინ სად იქნება. მე სხვა რამე ვთქვი, მე ვთქვი, რომ თუ კოალიციურ რეჟიმში ის იქნება ჩემი ხელმძღვანელი, მაშინ მე შევაჩერებ პოლიტიკურ აქტივობას-მეთქი. მე არ ვაპირებ გაუთავებელი კინკლაობით დავღალო საზოგადოება და კოალიცია. Continue reading “გია მასალკინი სკანდალის შემდეგ”

გთხოვთ გადაეცით თქვენს ახლობლებს

გენო გელაძე
ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
ყველას გაუგია სულ ცოტა ერთი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გამოასახლეს ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან სხვისი ვალების გამო. ვინც ასეთი ისტორიების შესახებ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ფლობს, ალბათ არ დაიჯერებს, რომ მსგავს სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს, თუკი მეგობრის, ოჯახის წევრის, ნათესავის თხოვნით ისე მოაწერს დოკუმენტს ხელს, რომ კარგად არ წაიკითხავს, გაიაზრებს და კვალიფიციურ იურისტთან არ გაივლი კონსულტაციას. Continue reading “გთხოვთ გადაეცით თქვენს ახლობლებს”

გზა ნორვეგიისკენ

ავტორი: მირანდა მიქაძე
22 წლის დათო ბაციაშვილი რუსულ, ინგლისურ, ნორვეგიულ, შვედურ და  პოლონურ ენებს ფლობს. დათო სტუდენტური გაცვლითი პროგრამებით ენების უკეთ შესასწავლად ნორვეგიასა და პოლონეთში იმყოფებოდა. 9 აგვისტოს ერთი წლით კვლავ ნორვეგიაში მიდის სასწავლებლად. მიუხედავად ნორვეგიაში დატრიალებული ტრაგედიისა, ის გეგმების შეცვლას არ აპირებს. Continue reading “გზა ნორვეგიისკენ”

გენო გელაძე რომანტიკასა და უფლებებს შორის

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

ახლა დისერტაციაზე მუშაობს, წარსულში კი არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობას ლექსების წერასაც უთავსებდა, თუმცა ეს არასოდეს გაუსაჯაროებია. მისი შემოქმედების ერთადერთი მკითხველი და ხშირად ადრესატიც, მისი მეუღლეა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი,“ რომელიც მან 7 წლის წინ ოთხ მეგობართან ერთად დააფუძნა, დღეს რეგიონში ყველაზე ცნობადებს შორის ჩამონათვალში პირველია. შინაგანად უფლებადამცველი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, წესებს არასოდეს არღვევს. სამსახურში, სახლში, საჭესთან, ნადირობისას…  გენო გელაძე ყველგან კანონმორჩილია. Continue reading “გენო გელაძე რომანტიკასა და უფლებებს შორის”

გელა მახარაძე დააკავეს

ავტორი:„გაზეთი ბათუმელები“

მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა ინფორმაცია, აჭარის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გამომძიებელ გელა მახარაძის დაკავების შესახებ. გელა მახარაძე ის გამომძიებელია, რომელიც 2009 წლიდან „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების ფაქტს უშედეგოდ იძიებდა.
Continue reading “გელა მახარაძე დააკავეს”

გაცივებული კერა

   ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) მარიკა ზაქარაძე

როგორ გამოიყურება ქართული სოფლები დღეს?  განსაკუთრებით ისინი რომლებიც ჩვენი ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მდებარეობენ. არის თუ არა იქ დღესაც ისეთივე ჟრიამული როგორც უწინ? ისევ იგრძნობა ის სიცოცხლე და მხიარულება რაც ძველად სუფევდა?- მსგავსი კითხვები ბევრჯერ გამჩენია მაშინ, როცა  ჩემს სოფელში მეზობლად მდგარ რამდენ მიტოვებულ სახლს ვხედავ. მართალია ზოგიერთი  მფლობელი ზაფხულობით რამოდენიმე დღეს იქ ატარებს, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია იმ პრობლემასთან, რომელზეც მსურს  გესაუბროთ. Continue reading “გაცივებული კერა”

გაყიდე და მოხსენი სტატუსი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პოლიტიკა

ავტორი: ნანა კვაჭაძე 

„კულტურული ტურიზმი, ასეთი ცნება ჩვენთან არ არსებობს, ჩვენთან ძველს ანგრევენ და ახლის აშენებით ცდილობენ ტურიზმის განვითარებას“ – G-PAC -ის პროგრამის სტიპენდიანტი სულხან ოქროპირიძე ორი თვის მანძილზე სწავლობდა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საჯაროობას. ეს განცხადება მან დღეს, პრესკაფეში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა, სადაც ორთვიანი მუშაობის შეგედეგები გააცნო სპეციალისტებს.
შესწავლილი ოთხი ძეგლიდან (ფიჭვნარის ძველი წელთათღრიცხვის 8-7 საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობა, ყოფილი შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობა (ძველი სასტუმრო „ბელ-ვიუ”) ორი დაგრეულია: გოგებაშვილის ქუჩაზე №8-ში მდებარე სასტუმრო BELLE–VUE -ს (შემდგომში შინაგან საქმეთა სამმართველო) შენობა, რომელიც მე–19 საუკუნის მიწურულს აიგო და ძველი ბათუმის მაღალი კლასის სასტუმრო იყო და მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული დახელოვნების ინსტიტუტი. ორივე შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ გაყიდვის შემდეგ მოუხსნა ძეგლის სტატუსი.
რა მდგომარეობაშია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რა საფრთხე ემუქრებათ მათ და რას ფიქრობენ სპეციალისტები, ამის შესახებ წაიკითხეთ სტატია გაზეთ „ბათუმელების” 5 დეკემბრის ნომერში.

გაქურდული და დაჯარიმებული მაღაზიები

ავტორი:  მირანდა მიქაძე

უფასო კონცერტი და 500-ლარიანი ჯარიმები

2 აგვისტოს, ენრიკე იგლესიასის კონცერტის დღეს, ევროპის მოედნის 

მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მდებარე არაერთი მაღაზია 500 ლარით დააჯარიმეს. მაღაზიის გამყიდველები ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებიან. მათი თქმით, იმ საღამოს ყველა მომხმარებლისთვის სალაროს ჩეკის ამოწერა შეუძლებელი იყო.

Continue reading “გაქურდული და დაჯარიმებული მაღაზიები”

გარემოვაჭრეები ადგილს ითხოვენ

[youtube https://www.youtube.com/watch?v=NDWnR7zp1ek&w=560&h=349] ავტორი: ცაგო კახაბერიძე
დღეს ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს; ისინი მაიაკოვსკის ქუჩაზე ტროტუარზე ვაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ. გარემოვაჭრეებს ვიცემერი ავთანდილ დარჩია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი შერვაშიძე შეხვდნენ. ავთანდილ დარჩიამ მათ ბაზარში ადგილები შესათავაზა, თუმცა აქციის მონაწილეები შეთავაზებას არ დათახმდნენ, მათი თქმით ბაზარში ადგილის დაკავება დღეში ხუთი ლარია, თანაც როცა ბაზრის შესასვლელთან მაღაზიები მუშაობს, მოქალაქეები ბაზარში აღარ შედიან. აქციის პარალელურად საკრებულოს დარბაზში უმაღლესი საბჭოს სხდომა იმართებოდა, მისი დასრულების შემდეგ კი დეპუტატებმა ისე დატოვეს ტერიტორია, რომ მერიის შესასვლელთან შეკრებილ ადამიანებს არ გასაუბრებიან.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=nXZ8ygBQWsg&w=560&h=349]

განახლებული ახალი მემარჯვენეები

ავტორი: ნათია ზოიძე

ახალმა მემარჯვენეებმა ბათუმში აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დააარსეს. რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ პაატა მგელაძე წარადგინეს. აქამდე მგელაძე საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. პარტიას აჭარის რეგიონული ორგანიზაცია კი, საერთოდ არ ჰქონდათ.

დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი მემარჯვენეები მომავალ საპრალემენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას და პოლიტიკურ ბლოკს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ შექმნიან.
კითხვაზე – რეგიონებში ბოლო პერიოდში თქვენი პარტიული ოფისები იხურებოდა. ახლა როგორ აპირებთ ისევ ამოქმედებას? გამყრელიძე პასუხობს – „ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი სტრატეგია მიზნის მისაღწევად. სიმბოლიკის ცვლილების გარდა, პარტიული სტრუქტურაში იქნება ცვლილებები და გაძლიერდა რეგიონული პარტიები, გვეყოლება ახალი სახეებიც. რადიკალიზმმა თავი ამოწურა“.
პაატა მგელაძე არ აკონკრეტებს, ვინ არიან აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ახალი სახეები. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ისინი საზოგადოებისთვის მისაღები პირები იქნებიან.
დღევანდელ შეკრებაზე არ ყოფილა არმაზ კახიძე, რომელიც ბათუმში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მემარჯვენეების კვოტით იყრიდა კენჭს.
ახალი მემარჯვენეების აჭარის ორგანიზაციის ოფისი ბათუმის ბულვარის შესასვლელთან მდებარეობს, გამსახურდიას #4-ში. პაატა მგელაძე ამბობს, რომ ოფისისთვის ეს ბინა არ უყიდიათ. „ბინა დავით გამყრელიძის მეგობარს ეკუთვნის, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მან მეგობარს 500 ლარად, სიმბოლურ ფასად მიაქირავა“.
ახალი მემარჯვენეები მედიის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებულად ივნისში მოექცნენ, როცა ოპოზიციური რვიანი დაიშალა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასრულებულად გამოცხადდა. ჯგუფში შემავალმა ორმა პარტიამ – ქრისტიან დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენეებმა ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და დოკუმენტს ხელი 27 ივნისს მოაწერეს.

განათლების რეალიზება საქართველოში

ელისო დუაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების პირველი კურსის სტუდენტი

შევძლებ თუ არა ჩემი განათლებით ვიშოვო კარგი სამსახური? – ეს კითხვა მაწუხებდა მაშინ, როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში და დღემდე ვფიქრობ ამაზე; ჩემი აზრით, სტუდენტების 50%-ზე მეტს აფიქრებს თავისი ბედი.
ცოტა ხნის წინ მატარებლით ვმგზავრობდი და შემთხვევით ჩემ გვერდით მსხდომი გოგონების საუბარი მოვისმინე. როგორც საუბრიდან გავიგე, თსუ-ს სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი უკვე მაგისტრატურას ამთავრებდა და დოქტორანტურაზეც ფიქრობდა; თუმცა, როგორც ამბობდა, სამუშაო ვერ იშოვა. Continue reading “განათლების რეალიზება საქართველოში”

გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია

ბათუმის „პრესკაფეში“ დაიწყო დისკუსიების ციკლი – „მედია და საოზგადოება“.
დისკუსიები მიეძღვნება ქართული მედიისადმი ნდობის საკითხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადისკუსიო თემატიკაა: ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, არჩევნები, რელიგია, სამთავრობო სტრუქტურები და მათი როლი, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა და საზოგადოება, კონფლიქტის გადაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. „გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია“ გახლდათ პირველი სადისკუსიო თემა, რომელიც 31 აგვისტოს შემოგვთავაზა ჟურნალისტმა, მედიამკვლევარმა ზვიად ქორიძემ. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ნეტგაზეთის“ რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, მედიაექსპერტები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო
სექტორი, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიის სრული ვიდეოვერსიის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: www.netgazeti.ge; www.presscafe. ge

Continue reading “გამოხატვის თავისუფლება და ქსენოფობია”

გამოხატე პროტესტი

არაეთიკური ჟურნალისტებისგან თავდაცვის ბერკეტი ხალხისთვის
ავტორი: ლელა დუმბაძე

როგორ გავხადოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უფრო ქმედითი და როგორ უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ ეთიკური ჟურნალისტიკა საკუთარი უფლებების დასაცავად? – ეს იყო დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ საზოგადოებასთან სასტუმრო „ინტურისტში“ გამართა. ქარტიის საბჭოს წევრების განცხადებით, დღეს საზოგადოებაც და ჟურნალისტიკაც გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ ეთიკური ჟურნალისტიკა ორივესთვის თვითგადარჩენის შესაძლებლობაა.

Continue reading “გამოხატე პროტესტი”

გამოფენა კოლონადებთან

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად სიძველეთსაცავში დაცული ფერადი ღია ბარათების უნიკალური კოლექციის გამოფენას მასპინძლობს. ბარათები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აჭარის რეგიონის სხვადასხვა ისტორიულ ადგილებსა და ბუნებრივ ლანშაფტებს ასახავს. 26 ივლისს 18:00 საათზე გამოფენა ზღვისპირა პარკში, ღია ცის ქვეშ, „კოლონადებთან“ გაიმართება, რაც ბათუმელებს და ქალაქს სტუმრებს საშუალებას მისცემს ბათუმის მრავალსაუკუნოვან და საინტერესო ისტორიას ფოტოების საშუალებით გაეცნონ.

პრესრელიზი

გამომგონებელი კაცი

ავტორი: სულხან სალაძე, დაწერილი ამბები

ეს ის შემთხვევაა, როცა არც ვიცი ზუსტად საიდან დავიწყო…

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა არცერთი კაცის დაწერილი “ამბავი” არ გადამიკთხავს იმდენჯერ რამნდენჯერც ერლომ ახვლედიანის.

უბრალო და ძალიან მარტივი, იმდენად მარტივი, რომ რთული. რთული, მაგრამ მაინც ძალიან მარტივი და წინააღმდეგობებით სავსე ამბები. ამბები, რომელიც თითქოს კითხვასაც არ გიტოვებს, მაგრამ ერთი კაცის არ იყოს რაც არ უნდა გარშემო უტრიალო მაინც ვერაფრით შეხვალ შიგნით (მგონი ასე უკეთესიცაა).

ერლომის “ამბები” სწორედ მაშინ იწყება როცა კითხვას მორჩები. ჰო, მორჩები და გგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინე. მერე ისევ, რომ წაიკითხავ უფრო მნიშნვნელოვანს აღმოაჩენ. წყანარად, მშვიდად…  ყველაფერი კი თავდაყირა დგება.

დღეს დილით მერამდენიღაცაჯერ გადავიკითხე “აღუ” და ყველაფერი პირიქით დავინახე. დავინახე ისე თითქოს ადრე არც კი ეწერა და ჩემს წილ “აღუში” ახლა ჩაამატა ვინმემ. აი: “რატომღაც მეგონა, მეორე დღეს ორი ვიქნებოდი… რა კარგი იქნება, შენს თავს გარედან ისევე ხედავდე, როგორც გრძნობ ამას შიგნიდან… იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს ჩემს თავზე, რომ მე სხვა გამოცდილება არა მაქვს… ჩემში ცვივა ხმები, ბგერები, ხმაური, სიტყვები“… Continue reading “გამომგონებელი კაცი”

გამაფრთხილებელი წირვა [ვიდეო]

ავტორი: ეთერ თურაძე 

დღეს ბათუმში, დილის 10 საათიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, იქ, სადაც 1921 წლის მარტში, ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპული იუნკრების საფლავებია, მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით წირვა-ლოცვა ტარდება.

წირვამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მედიასთან კომენტირებისას აცხადებდნენ, რომ 4 მარტს გაიმართებოდა გამაფრთხილებელი წირვა, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ.

დეკანოზმა შიო პაიჭაძემ `ტელეარხ 25~-ის ეთერში განაცხადა: „ჩვენ, ეკლესია არ არის მოძალადე მხარე, ეს იცის ყველა ქართველმა. მთავარი საკითხი რა არის თუ ეს (აზიზიეს მეჩეთი) მართლა კეთდება შეუთანხმებლად, ჩვენ ჩვენი გმირების საფლავზე დავიწყებთ ტაძრის მშენებლობას და კანონიერად, რა თქმა უნდა, მოხდება ეს იმიტომ, რომ თუ ასე წავიდა საუბარი, მაშინ სამოციქულო ეკლესია მოითხოვს სწორედ იმ ადგილებსაც, აი ინტურისტების ადგილზე იყო დიდი ყოფილი ეკლესია-სობორი. მაშინ კანონმდებლობით ჩვენ საქართველოს სამოციქულო ეკლესია… ავაშენებთ ტაძრებს… მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ის, რაც ეკუთვნის საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერიდება ამას სწორედ იმიტომ, რომ არის განთავსებული სხვა დაწესებულებები. თუმცა შეგახსენებთ, რომ ნაეკლესიარ ადგილზე არ შეიძლება რამე სხვა დაწესებულება არსებობდეს – ვერ გაიხარებს ის დაწესებულება, რომელიც ეკლესიის ფუნდამენტზეა“.

წირვის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მლოცველებს შეუერთდა ბათუმის მეჩეთის წინამძღვარი, იმამი ჯემალ პაქსაძე, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. „ბათუმელების” მიერ გამოკითხული 10-დან მხოლოდ ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ის ზიარების მისაღებად მივიდა დღეს იუნკრების საფლავზე,უმრავლესობა ამბობობდა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=OsJCf3FveZQ&w=560&h=315]

Exit mobile version