ავტორი: ნათია ზოიძე
„ტვ 25“–ში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით ცვლილებებია დირექტორთა საბჭოში და ასევე, საუბარია წილების გასხვისებაზე. „ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირებოდა „ტვ 25“ – ის აღმასრულებელ დირექტორს მერაბ მერკვილაძეს, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. არხის გენერალური დირექტორის გია სურმანიძის განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია: „არანაირ წილის გასხვისებაზე საუბარი არ არის, 20 წელია ჩვენ ვართ მეპატრონეები და არაფერი იცვლება“. გია სურმანიძე უარყოფს ასევე ცვლილებებს დირექტორთა საბჭოში, მისი განცხადებით მერაბ მერკვილაძე აღმასრულებელი დირექტორია, თვითონ კი იყო და არის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მისით ქმით, ერთადერთი ცვლილება ტელევიზიის შენობას ეხება. ხვალიდან არხს ახალი მისამართი ექნება – თაყაიშვილის 61 . არხმა ახალი ოფისი იქირავა. Continue reading “იყიდება თუ არა „ტვ 25“?”
იტალიელებმაც იკადრეს
[slideshow]
ავტორი: მირანდა მიქაძე
იტალიის ქალაქ ტორინოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი და იტალიელი მშვილდოსნების გუნდური დაპირისპირება დრამატულად წარიმართა. ძირითადი დრო – 207:207 დასრულდა, დამატებით დროში კი ქართველმა მანდილოსნებმა ხუთ ქულიანი სხვაობით – 27 (10+8+9) : 22 (9+7+6)დაამარცხეს მასპინძლები და რვა საუკეთესო გუნდ შორის მოხვდნენ. მაგრამ იტალიელები ლონდონის ოლიმპიადასთან განშორებას ვერ შეეგუვნენ და შედეგი გააპროტესტეს. Continue reading “იტალიელებმაც იკადრეს”
ისევ ბულვარის საქმე
ავტორი: ეთერ თურაძე
ის, რასაც უზენაეს სასამართლოსთვის პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელების“ საჩივარი, რომელიც პარლამენტარების მიერ 2010 წელს ბიუჯეტიდან დახარჯული ხარჯების გასაჯაროებას ეხებოდა, დაუშვებლად ცნო. აი, რა წერია ამ სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაში: „საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის. Continue reading “ის, რასაც უზენაეს სასამართლოსთვის პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია”
ირაკლი სამხარაძე: „თვითონ ის ფაქტი, რომ პიაცა ვიყიდეთ, არ არის სწორი“
პიაცას აქციონერები წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდნენ
ვინ არის ირაკლი სამხარაძე, რა ბიზნესაქტივებს ფლობს, რა კავშირი აქვს ხელისუფლებასთან და რამდენად რეალურია, რომ მან სესხით მოახერხა პიაცას ყიდვა ერთი წლის წინ? ეს კომპლექსი მისი საკუთრებაა თუ სხვისი? კითხვებს, რომლებიც პიაცას გაყიდვის დღიდან აინტერესებს საზოგადოებას, ირაკლი სამხარაძე „გაზეთ ბათუმელების“ მკითხველებს თავად პასუხობს.
Continue reading “ირაკლი სამხარაძე: „თვითონ ის ფაქტი, რომ პიაცა ვიყიდეთ, არ არის სწორი“”
ირაკლი ალასანია ბათუმში
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ბათუმის მოსახლეობას შეხვდება . რამდენიმე წუთში ბათუმში “ჭაობის ” დასახლების მცხოვრებლებთან შეხვედრით დაიწყება. დღის 6 საათზე ბათუმის პრესკაფეში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვდრა იგეგმება. საღამოს 11 საათზე ტვ 25 ის ეთერში “დიალოგის” შეკითხვებს უპასუხებს.
“თავისუფალი დემოკრატებს” ჯერჯერობით აჭარაში რეგიონული ორგანიზაცია არ შუქმნიათ.მხოლოდ საინციატივო ჯგუფია შექმნილი.
ირაკლი ალასანია გუშინ გორში ტელეკომპანია “თრიალეთის “თოქ–შოუს სტუმარი უნდა ყოფილიყო , თუმცა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია გორის ანძიდან გაითიშა. ირაკლი ალასანია “თრიალეთის “თოქ–შოუს კითხვებს ხვალ უპასუხებს.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ბათუმის მოსახლეობას შეხვდება . რამდენიმე წუთში ბათუმში “ჭაობის ” დასახლების მცხოვრებლებთან შეხვედრით დაიწყება. დღის 6 საათზე ბათუმის პრესკაფეში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვდრა იგეგმება. საღამოს 11 საათზე ტვ 25 ის ეთერში “დიალოგის” შეკითხვებს უპასუხებს.
“თავისუფალი დემოკრატებს” ჯერჯერობით აჭარაში რეგიონული ორგანიზაცია არ შუქმნიათ.მხოლოდ საინციატივო ჯგუფია შექმნილი.
ირაკლი ალასანია გუშინ გორში ტელეკომპანია “თრიალეთის “თოქ–შოუს სტუმარი უნდა ყოფილიყო , თუმცა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია გორის ანძიდან გაითიშა. ირაკლი ალასანია “თრიალეთის “თოქ–შოუს კითხვებს ხვალ უპასუხებს.
ინტერვიუ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან აჭარაში
გიორგი ჩარკვიანი– ბატონო გიორგი, სახალხო დამცველის სამსახურის მიმართ საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს არის უწყება, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს ადამიანებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა. რა შეუძლია სახალხო დამცველის წარმომადგენელს რეალურად, ადამიანის უფლებების დასაცავად რა ბერკეტები გაქვთ?
– სახალხო დამცველს ჰყავს წარმომადგენელი ექვს რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც. ჩვენ ვსწავლობთ იმ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, რომლებიც განცხადებით მოგვმართავენ. რაც შეეხება ბერკეტებს, სახალხო დამცველს აქვს მხოლოდ რეკომენდაციის უფლება. საბედნიეროდ, წლიდან წლამდე იზრდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მაგალითები. გარდა ამისა, მე ვუწევ მონიტორინგს ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, ფსიქიატრიული საავადმყოფო და დროებითი მოთავსების იზოლატორი. ასევე ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, შევისწავლოთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საკუთარი ინიციატივითაც, მომართვის გარეშე. Continue reading “ინტერვიუ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან აჭარაში”
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთან
ავტორი: netgazeti.ge
ქართველი მილიარდერის, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, საჯაროდ გამოჩენამდე “ნეტგაზეთმა” კითხვები დაუსვა მის მრჩეველს პიარის საკითხებში, ზურაბ ბიგვავას:
Continue reading “ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთან”
ინვესტორი, რომელიც ქართულ კანონს პატივს არ სცემს
ავტორი: ნანა ბაიძე, ბათუმის მცხოვრები
2005 წლის 5 დეკემბერს ა. მელაშვილის #1-ში დაგვიწვეს სახლი. ქალაქის მერიიდან მოვიდა კომისია და დაზარალებულებს (სულ 18 ოჯახი იყო) შემოგვთავაზა შეგვექმნა ამხანაგობა. მერიამ ამ ოჯახებს მოსთხოვა თანხის გადახდა, რაც არავის უნდოდა. ვინაიდან მერია არ იწყებდა ნახანძრალის აღდგენას, მე გადავიხადე 1000 ლარი, ჩამოვაყალიბეთ ამხანაგობა („კეთილი მეზობლები“) და მიწაც გაფორმდა საერთო საკუთრებაში. Continue reading “ინვესტორი, რომელიც ქართულ კანონს პატივს არ სცემს”
ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 4 აპრილს გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამჯერად უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. Continue reading “ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს”
ივანიშვილის სოლიდარობა “მაესტროს”
ბიძინა ივანიშვილი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ განცხადებას ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. Continue reading “ივანიშვილის სოლიდარობა “მაესტროს””
ივანიშვილის პრესსამსახური: საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენგან პრობლემა არ შექმნია
ავტორი:ელენე ხაჭაპურიძე
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა პრობლემა შეუქმნა მაუწყებელს, ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მოძრავი სატელიტური სადგურისა და ტექნიკური პერსონალის შეშვებაზე, რასაც უარყოფს ივანიშვილის პრესსამსახური. Continue reading “ივანიშვილის პრესსამსახური: საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენგან პრობლემა არ შექმნია”
ივანიშვილის პრესსამსახური ზეწოლის მორიგ ფაქტზე საუბრობს
ნეტგაზეთი
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური აცხადებს, რომ 29 ოქტომბერს ბათუმის პორტში დააკავეს „ქართუ ჯგუფში” შემავალი ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია „ატუს“ კუთვნილი ტვირთი. Continue reading “ივანიშვილის პრესსამსახური ზეწოლის მორიგ ფაქტზე საუბრობს”
ივანიშვილის პრესსამდივნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანონსის მოლოდინში
ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს,მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირობის დაცვას ითხოვს.
“ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებას. Continue reading “ივანიშვილის პრესსამდივნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანონსის მოლოდინში”
ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „რესპუბლიკელების“ პოზიცია
ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „რესპუბლიკელების“ პოზიცია დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ პარტიის ოფისში განუცხადეს. დღეს დილით ბიძინა ივანიშვილის რიგით მეოთხე განცხადება გავრცელდა, სადაც ის პარტიები დაასახელა, ვისთანაც ითანამშრომლებს, ასეთად მას რესპუბლიკური და ალასანიას პარტიები მიიჩნია. თუმცა რესპუბლიკურ პარტიასთან შეკითხვა აქვს.
ივანიშვილმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ითანამშრომლოს სოზარ სუბართან, მაგრამ არა ქართულ პარტიასთან, გამორიცხავს თანმშრომლობას „ახალ მემარჯვენეებთან“, „ქრისტიან დემოკრატებთან“, „ლეიბორისტურ“ და სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან მიაჩნია, რომ ისინი ხელისუფლებასთან გარიგებული, ფსევდოოპოზიციური პარტიები არიან.
ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „რესპუბლიკელების“ პოზიცია დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ პარტიის ოფისში განუცხადეს. დღეს დილით ბიძინა ივანიშვილის რიგით მეოთხე განცხადება გავრცელდა, სადაც ის პარტიები დაასახელა, ვისთანაც ითანამშრომლებს, ასეთად მას რესპუბლიკური და ალასანიას პარტიები მიიჩნია. თუმცა რესპუბლიკურ პარტიასთან შეკითხვა აქვს.
ივანიშვილმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ითანამშრომლოს სოზარ სუბართან, მაგრამ არა ქართულ პარტიასთან, გამორიცხავს თანმშრომლობას „ახალ მემარჯვენეებთან“, „ქრისტიან დემოკრატებთან“, „ლეიბორისტურ“ და სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან მიაჩნია, რომ ისინი ხელისუფლებასთან გარიგებული, ფსევდოოპოზიციური პარტიები არიან.
ივანიშვილის ბრიფინგის დრო და თარიღი
ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში 1-ელ ნოემბერს 16:00 გაიმართება, – ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს „ბიზნესმენის პრესსამდივნოდან აცნობეს.
პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესახებ შეთანხმება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორსა და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელობას შორის უკვე შედგა. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ მიიღო გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში 30-40 წუთის განმავლობაში უწყვეტად იქნება.პრესსამდივნომ ჟურნალისტთა აკრედიტაციის პროცესი უკვე დაიწყო. პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მოქმედებმა ჯურნალისტებმა კორდინატები უნდა გადაგზავნონ მისამართზე tripolskiirakli@gmail.com . საბუთების მიღება დაიწყება მითითებულ ელექტრონულ მისამართზე 25 ოქტომბრიდან და შეწყდება 27 ოქტომბერს 20:00 საათზე. ჟურნალისტებითვის აკრედიტაციის გაცემა დაიწყება 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან და შეწყდება 31 ოქტომბერს 17:00 საათზე. Continue reading “ივანიშვილის ბრიფინგის დრო და თარიღი”
ივანიშვილის “ქართული ოცნება” ფუძნდება
ნეტგაზეთი
ბიძინა ივანიშვილი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, სახელწოდებით – “ქართული ოცნება”
„ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 25 ნოემბერს შედგება. საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იგეგმება.
“დარბაზის გამოყოფის თხოვნით ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ფილარმონიის ხელმძღვანელობას ხვალვე მიმართავს. საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ივანიშვილის პრეს–სამდივნო ავრცელებს.
ნეტგაზეთი
ბიძინა ივანიშვილი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, სახელწოდებით – “ქართული ოცნება”
„ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 25 ნოემბერს შედგება. საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იგეგმება.
“დარბაზის გამოყოფის თხოვნით ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ფილარმონიის ხელმძღვანელობას ხვალვე მიმართავს. საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ივანიშვილის პრეს–სამდივნო ავრცელებს.
ივანიშვილი: „ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება“
„ბატონო ბიძინა, თქვენი განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაუაზრებელმა ქმედებამ გამოიწვია რუსეთის კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ ამ სიტუაციაში ქართულ მხარეს და მას მიიჩნევთ, როგორც ომის ინიციატორს?“- “ინტერპრესნიუსის” და “პალიტრა ტივი-ს” რეპორტიორის, ვასილ გაფრინდაშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:
„პირველ რიგში მე მოვიშველიებ ტალიავინის [კომისიის] დასკვნას, მეორეც – მე წამოვიღე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ -საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა.
ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება.
მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ლიახვის სოფლები იბომბებოდა ოსეთის მხრიდან გაუგებარი ფორმირებებისაგან. ჩემი აზრით, სააკაშვილს უნდა დაეცვა ეს სოფელი, თითოეული მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა მდგომარეობა. სააკაშვილმა ჩაიდინა აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველგან, გარდა იმ სამი არხისა, რომელიც მე ჩამოვთვალე [რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი].
მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
სააკაშვილი გვარწმუნებს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო საქართველომ. გარდა იმისა, რომ ადამიანებს მეხსიერება არ დაუკარგავთ, ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია.
მახსენდება ჯორჯ ორუელის „1984“, ფიქრის პოლიცია. ქართველი ხალხის ზომბირებას აპირებენ. განა არ გვახსოვს ლომაია როგორ გმოძღვრავდა ლევიტანივით, ეს სოფელი ავიღეთ და ამ სოფლებს ასახელებდა. განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთისგან?! ჩვენ სიმართლეს უნდა შევხედოთ. ნუ ცდილობენ ქართველი ხალხის მოტყუებას და დაბნელებას.
მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. სამი ხსენებული არხი სამი დღის განმავლობაში, ამაზე ჩემი განცხადების გამო, ჩემი კრიტიკის გარდა არაფერს აკეთებდა. ასე იყო სიტუაცია. ჩვენი მეხსიერების წაშლას და ჩვენ ზომბირებას ისინი ვერ მოახერხებენ თუმც ამის მცდელობა აქვთ“.
ივანიშვილი – ბურჯანაძესთან კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა არ მაქვს
ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვა ივანიშვილს დღეს რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს დაუსვეს. ივანიშვილმა განმარტა, რომ მას ნინო ბურჯანაძესთან კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა არ აქვს, რადგან ჯერ აქვს კითხვები. „ჩვენ მოვედით არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ ქვეყნის გასამარჯვებლად და ამაში წვლილი უნდა შეიტანოს თითოეულმა ქართველმა და ბურჯანაძე ვერ იქნება გამონაკლისი. კონკრეტული თანამშრომლობა, რაც თქვენ გაინტერესებთ, ბურჯანაძესთან ასეთი გეგმა არ მაქვს. ბურჯანაძესთან არსებობს კითხვები. ადრეც ვთქვი, რომ ის ქუჩიდან აპირებს ხელისუფლების შეცვლას, ჩვენ ამის დიამტრალურად საწინააღმდეგო პოზიცია გაგვაჩნია… კიდევ არსებობს სხვა შეკითხვები, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ ქალბატონმა კითხვებზე გასცეს პასუხი და აჩვენოს ის პოზიცია, რაც მოსწონს საქართველოს მოსახლეობას და ამის შემდეგ ურთიერთობა ბურჯანაძესთანაც გავხადოთ შესაძლებელი“, – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.
ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვა ივანიშვილს დღეს რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს დაუსვეს. ივანიშვილმა განმარტა, რომ მას ნინო ბურჯანაძესთან კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა არ აქვს, რადგან ჯერ აქვს კითხვები. „ჩვენ მოვედით არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ ქვეყნის გასამარჯვებლად და ამაში წვლილი უნდა შეიტანოს თითოეულმა ქართველმა და ბურჯანაძე ვერ იქნება გამონაკლისი. კონკრეტული თანამშრომლობა, რაც თქვენ გაინტერესებთ, ბურჯანაძესთან ასეთი გეგმა არ მაქვს. ბურჯანაძესთან არსებობს კითხვები. ადრეც ვთქვი, რომ ის ქუჩიდან აპირებს ხელისუფლების შეცვლას, ჩვენ ამის დიამტრალურად საწინააღმდეგო პოზიცია გაგვაჩნია… კიდევ არსებობს სხვა შეკითხვები, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ ქალბატონმა კითხვებზე გასცეს პასუხი და აჩვენოს ის პოზიცია, რაც მოსწონს საქართველოს მოსახლეობას და ამის შემდეგ ურთიერთობა ბურჯანაძესთანაც გავხადოთ შესაძლებელი“, – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა
ავტორი:მაია მეცხვარიშვილი
ნეტგაზეთი
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს პირველი ლედის „დიდი ხნის ოცნებას“ მას შემდეგაც აფინანსებდა, რაც, როგორც თავად ამბობს, საქართველოს პრეზიდენტს დაემშვიდობა. Continue reading “ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა”
ივანიშვილი ნატოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე
ბლუმბერგის ჟურნალისტის კითხვას, “როგორი იქნება საქართველოს ნატოსთან და საერთაშორის სავაჭრო ორგანიზაციასთან დამოკიდებულება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი მიიღეს ამ სივრცეში და ამას საქართველოც დაეთანხმა”, ივანიშვილი პასუხობს: Continue reading “ივანიშვილი ნატოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე”
ივანიშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას
ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ შეიძლება, მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას. Continue reading “ივანიშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას”
ივანიშვილი და მედია
ივანიშვილი და მედია
ავტორი: ნათია ზოიძე
„მე ვმუშაობ „მაესტროში”. ვიცი, როგორ იმართება ეს არხი. ჩემი თვალით ვხედავ, რომ არც ერთი პოლიტიკოსი და არხის არც ერთი მფლობელი არ ერევა სარედაქციო პოლიტიკაში. პატარა ჟურნალისტი გოგონები დიდი რისიკის ფასად ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას. ნანა ლეჟავას დამსახურებაა, რომ 26 მაისის მსხვერპლზე უამრავი რამ შეიტყო ხალხმა. ნათია მიქიაშვილის „ანატომიებმა“ მოჰფინეს ნათელი მიშას ფულის ქისების საქმიანობას. ვიცი, ეს რის ფასად უჯდებათ კოლეგებს. რა მიზერულ ხელფასად და რა ნერვების შლად. ჰოდა ეს ბიძინა ივანიშვილი რაღა ჩვენით იწყებს სააკაშვილი რეჟიმთან დაუნდობელ ბრძოლას?!“
ივანიშვილი ამომრჩევლების სიაში აღმოაჩინეს
პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ ეხმაურება სამოქალაქო რეესტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებულია პიროვნება, რომლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თვე, დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი (სოფ. ჭორვილა) ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს, რომლის სახელზეც, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაცემული აქვს 2006 წლის 7 მარტს. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას მიეცა 2010 წლის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
Continue reading “ივანიშვილი ამომრჩევლების სიაში აღმოაჩინეს”
ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
ავტორი: ია ანთაძე
გამოქვეყნდა:https://kalmasoba.com
ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?
მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.
დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.
ია ანთაძე: ინტერვიუ ივანიშვილთან თავად ბიზნესმენის ინიციატვით შედგა
ელენე ხაჭაპურიძე
”ჩემი სუბიექტური შეფასებით, ვთვლი, რომ ინტერვიუმ კარგად ჩაიარა, თუმცა, როდესაც ინტერვიუ გამოქვეყნდება, ალბათ უფრო კარგად შევძლებ შეფასებას. ამ ეტაპზე ძალიან სუბიექტურია ჩემი აღქმა, ტექსტი როცა იქნება და სხვებსაც მიეცემათ მისი წაკითხვის საშუალება, უფრო გახდება შესაძლებელი ინტერვიუს ობიექტურად შეფასება”- აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბრისას ია ანთაძემ, რომელმაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დღეს სამსაათნახევრიანი ინტერვიუ ჩაწერა. Continue reading “ია ანთაძე: ინტერვიუ ივანიშვილთან თავად ბიზნესმენის ინიციატვით შედგა”
თხოვნა ისჯება
Continue reading “თხოვნა ისჯება”
თურქული ღამის კლუბები და ქართველები
საქართველოში სხვა ეროვნების მოქალაქეების მომრავლება საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. თემა – „თურქებმა გადაგვჭამეს“ განსაკუთრებით აქტუალურია ბათუმში. ერთნი ამბობენ, რომ მარტო აჭარაში 20 ათასი თურქი ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებებია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2009-2011 წლებში ორმაგი მოქალაქეობა 25 314-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. აქედან, თურქეთის მოქალაქე მხოლოდ 538-ია. დანარჩენი კი რუსეთის, უკრაინის, ირანის, აშშ-ის, საბერძნეთის, ყაზახეთის, სომხეთისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.
თურქული პოლიცია საქართველოში შემომსვლელ თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს
ავტორი: ნათია ზოიძე
თურქული მედიის ინფორმაციით, რიზეს პოლიციის განყოფილებამ თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში, ენგინ არიქანს სპეციალური შეტყობინება გამოუგზავნა და საქართველოში მომავალ თურქეთის მოქალაქეთა ინფორმირება სთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებთან“ თურქეთის კონსულმა ენგინ არიქანმაც დაადასტურა.
გაფრთხილების შინაარსი ასეთია: „საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, თურქული პოლიცია თურქეთის მოქალაქეებს ურჩევს, თან იქონიონ პირადობის მოწმობის ასლი და ფოტო. სავალდებულოა თან ჰქონდეთ ავტომობილის კუთვნილებისა და მართვის მოწმობის საბუთის საქართველოში ან საქართველოს საელჩოებში დამოწმებული ინგლისური თარგმანი.“
„მას შემდეგ, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის უპასპორტო მიმოსვლაა, საზღვარზე თურქეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. მათი ძირითად ნაწილი პირველად გადმოდის საქართველოში და საბაჟო წესების შესახებ ბევრმა არ იცის, მათთვის ინფორმაციის არ ქონა კი ხანდახან პატიმრობის ტოლფასია“, ამბობს თურქეთის კონსული ბათუმში, ენგირ ერიქანი.
ამის დასადასტურებლად კი ერიქანი შემდეგ ფაქტს იხსენებს: ორი წლის წინ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც მეზღვაურები არიან, აფხაზეთში გადავიდნენ. აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლის შემდეგ კი ისინი დააკავეს. „ბოლო 15 დღის განმავლობაში დაკავებული იქნა ორი ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ახლა ზუგდიდის საპყრობილეში არიან“.
გარდა ამისა, თურქეთის კონსული ამბობს, რომ თურქეთის მოქალაქეები სამორინეებში სათამაშოდ გადმოდიან: „ამიტომაც მათ ხშირად აქვთ დიდი თანხა, ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ პირმა, რომელსაც 30 ათას ლარზე მეტი ნაღდი ფული აქვს, ამის შესახებ ზეპირად ან წერილობითი სახით საბაჟო სამსახურს აცნობოს.“
გაფრთხილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის „მოქალაქეებმა თან არ შეინახონ სხვა პირებისაგან მიღებული პაკეტი ან ტვირთი.“ „იყო შემთხვევა, როცა თურქეთის მოქალაქეს გამოატანეს პაკეტი, რომელშიც იყო ნარკოტიკი. ის ამბობს, რომ მან არ იცოდა, რა იყო ამ პარკში/ ეს მოქალაქე ახლა ქუთაისის საპყრობილეშია და 25 წელი აქვს მისჯილი“ _ ამბობს ერგინ ერიქანი.
თურქეთის კონსული დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების ინფორმირებულობა გაუგებრობების თავიდან აცილების საშუალება იქნება. ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურ ბროშურებს დაარიგებენ.
Continue reading “თურქული პოლიცია საქართველოში შემომსვლელ თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს”
თურქეთის კონსული გაზეთ „აჭარა P.S” – ს მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებს
ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ენგინ არიქანის წერილი „აჭარა P.S” -ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიპლომატი რეგიონულ გაზეთს საზოგადოებაში „მტრობის დათესავაში ადანაშაულებს.“
ბათუმში თურქეთის კონსულის პროტესტი გამოიწვია „აჭარა P.S.“ –ში 2012 წ 14 თებერვალს გამოქვეყნებულმა შოთა ზოიძის სტატიამ სახელწოდებით „გვიშველეთ.“ Continue reading “თურქეთის კონსული გაზეთ „აჭარა P.S” – ს მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებს”
თუ ვინმე მორწმუნე, წარმართი ან ათეისტია
გაბრიელ ბრაგანტინი – პადრე, რომელიც საეკლესიო მისიით 17 წლის წინ ჩამოვიდა იტალიიდან საქართველოში, „ბათუმელებთან“ რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე საუბრობს.
თოჯინების თეატრი იერსახეს იცვლის
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განმარტებას აკეთებს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობის მანსარდის სიმაღლესთან დაკავშირებით. სააგენტოს დირექტორის, თენგიზ ცინცაძის თქმით, მათი მხრიდან მოხდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გუბაზ ვარშალომიძის მიერ გაკეთებულ კომენტარში იყო უზუსტობა. კერძოდ, 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნება არა მანსარდის, არამედ მთლიანად შენობის სიმაღლე მას შემდეგ, რაც ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება.
„რაც შეეხება მანსარდის სიმაღლეს, შემიძლია დაგამშვიდოთ, მთლიანობაში შენობის სიმაღლე იქნება 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი, მანსარდის სიმაღლე შეადგენს სამ მეტრსა და 15 სანტიმეტრს, რომელიც იქნება იმავე არქიტექტურულ სტილში გაკეთებული. მანსარდის დადგმა მოითხოვა თეატრის შემდგომში განვითარებამ და ეს იგივე შენობის სტილი და არქიტექტურა იქნება. შენობაში იქნება ისევ თოჯინების თეატრი, უბრალოდ ახალი ფუნქციები დაემატება, იქნება სასუვერინე ადგილები, გასართობი ადგილები, ბანკეტის გასაკეთებელი ადგილი ბავშვებისათვის და შესაბამისად იქნება იგივე დატვირთვით, იგივე ფუნქციით, ოღონდ უფრო მრავალფეროვანი.“ – ამბობს თენგიზ ცინცაძე.
რაც შეეხება იმას, რომ უკვე დაზიანებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის რამდენიმე ფრაგმენტი, სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ განმარტებას აკეთებს: „რაც მოტეხილია და დაზიანებულია, ის ძველი სტილით აღსდგება ყველაფერი. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროექტი და ამიტომაც გაიცა რეკონსტრუქციის ნებართვა. არ იყო ეს ტერიტორია საკმარისი, დირექტორიდანაც უამრავი თხოვნა იყო, თხოვნა იყო ბავშვებისა და მშობლების მხრიდან. ქალაქი გაიზარდა და ჩვენ გვინდოდა თოჯინების თეატრი დარჩენილიყო იქ, სადაც არის და მიგვეცა მისთვის განვითარების საშუალება.“
ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
პროექტიაჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განმარტებას აკეთებს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობის მანსარდის სიმაღლესთან დაკავშირებით. სააგენტოს დირექტორის, თენგიზ ცინცაძის თქმით, მათი მხრიდან მოხდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გუბაზ ვარშალომიძის მიერ გაკეთებულ კომენტარში იყო უზუსტობა. კერძოდ, 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნება არა მანსარდის, არამედ მთლიანად შენობის სიმაღლე მას შემდეგ, რაც ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება.
„რაც შეეხება მანსარდის სიმაღლეს, შემიძლია დაგამშვიდოთ, მთლიანობაში შენობის სიმაღლე იქნება 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი, მანსარდის სიმაღლე შეადგენს სამ მეტრსა და 15 სანტიმეტრს, რომელიც იქნება იმავე არქიტექტურულ სტილში გაკეთებული. მანსარდის დადგმა მოითხოვა თეატრის შემდგომში განვითარებამ და ეს იგივე შენობის სტილი და არქიტექტურა იქნება. შენობაში იქნება ისევ თოჯინების თეატრი, უბრალოდ ახალი ფუნქციები დაემატება, იქნება სასუვერინე ადგილები, გასართობი ადგილები, ბანკეტის გასაკეთებელი ადგილი ბავშვებისათვის და შესაბამისად იქნება იგივე დატვირთვით, იგივე ფუნქციით, ოღონდ უფრო მრავალფეროვანი.“ – ამბობს თენგიზ ცინცაძე.
რაც შეეხება იმას, რომ უკვე დაზიანებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის რამდენიმე ფრაგმენტი, სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ განმარტებას აკეთებს: „რაც მოტეხილია და დაზიანებულია, ის ძველი სტილით აღსდგება ყველაფერი. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროექტი და ამიტომაც გაიცა რეკონსტრუქციის ნებართვა. არ იყო ეს ტერიტორია საკმარისი, დირექტორიდანაც უამრავი თხოვნა იყო, თხოვნა იყო ბავშვებისა და მშობლების მხრიდან. ქალაქი გაიზარდა და ჩვენ გვინდოდა თოჯინების თეატრი დარჩენილიყო იქ, სადაც არის და მიგვეცა მისთვის განვითარების საშუალება.“
ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
პროექტითოვლის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი
ავტორი: ეკა ბარამიძე
ცუდი კლიმატური პირობების გამო აჭარის მაღალმთიანეთში სასწავლო პროცესი 5 მარტს 122 სკოლაში შეჩერდა. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად სასწავლო პროცესი 122 სკოლიდან დღეს 61 სკოლაში განახლდა, სასწავლო პროცესი სრულად აღდგა ქედაში, ერთი სკოლის გარდა და შუახევის მუნიციპალიტეტის რიგ სკოლებში. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ სასწავლო პროცესი არ განახლებულა. Continue reading “თოვლის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი”
თინა ხიდაშელი : საჩხერეში რეპრესიები დაიწყო
თინათინ ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კვლავ საგანგებო განცხადება გააკეთა. ბრიფინგს ეროვნული კომიტეტის წევრი, საჩხერის რაიონის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ინგა ზაბახიძეც ესწრებოდა. გთავაზობთ განცხადებიდან რამდენიმე ფრაგმენტს,რომლიც რესპუბლიკური პარტიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. Continue reading “თინა ხიდაშელი : საჩხერეში რეპრესიები დაიწყო”
თემა მარაზმი
დილიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქტიურად განიხილავენ აზიზეს მეჩეთის აშენების საკითხს. ვიღაც ე.წ. დაშეარებით გამოხატავს პოზიციას, ზოგიც – აქტიური დაკომენტარებით. მოკლედ, თემა ისეთივე მარაზმად იქცა, როგორც რამდენიმე წლის წინ „გეი აღლუმის“ ჩატარება. მაშინ ყველგან მამათმავლებს დაეძებდნენ და ღამისთევით, ლოცვით, სანთლებით დასდევდნენ მათ. საბოლოოდ, როცა ვერც აღლუმი ნახეს და ვერც სასტუმროებში დაიგულეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, გამოაცხადეს, რომ მათ ისინი გააქციეს – ბოლო ინფორმაციით, უკვე სარფის საზღვარი გადაკვეთესო. მაშინ, როგორც ჟურნალისტი, ამ თემას აქტიურად ვაშუქებდი და დარწმუნებით გეტყვით, რომ „საეჭვო“ არავინ მინახავს. Continue reading “თემა მარაზმი”
თეთრი პეპლების თავდასხმა
ავტორი: ნანა კვაჭაძე
დასავლეთ საქართველოში თეთრი პეპლის მატლი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ იწევს. შეწამვლის მეთოდი მეორე თაობის მწერზე აღარ მოქმედებს და მისი განადგურების მხოლოდ ერთი, მექანიკური ხერხი -გასრესა არსებობს, თუმცა მწერთან ბრძოლა ახლა დაგვიანებულია. უკვე ცნობილია, რომ 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელება დასავლეთ საქართველოში პიკს მიაღწევს.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა ავთანდილ მურვანიძემ რამდენიმე წლის წინ მშობლიურ სოფელში პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა: მეზობლებს უთხრა, რომ მასთან მიტანილ, მკვდარ ყოველ ამერიკულ თეთრ პეპელაში 5 თეთრს გადაიხდიდა. მეზობლებს ექსპერიმენტი მოეწონათ, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც დამატებით ჯიბის ფულის შოვნის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ექპერიმენტის მიზანი ერთი იყო -ავთანდილ მურვანიძეს გლეხებისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ თუკი გაზაფხულზე ნათურასთან მოფარფატე, ერთი შეხედვით უვნებელ მწერს ადვილად მოკლავდნენ, ამით ხეხილს ასიათასობით ამერიკული თეთრი პეპლისგან დაიცავდნენ. „ერთი პეპელა ათასზე მეტ კვერცხს დებს. წელიწადში ორ თაობას იძლევა, რომლებიც ამდენივე რაოდენობის კვერცხს დებენ და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ერთ ამერიკულ თეთრს პეპელას ნახევარმილიონამდე შთამომავალი შეიძლება ჰყავდეს,“ – ამბობს ავთანდილ მურვანიძე, რომელიც აკადემიკოს გურამ ალექსიძესთან და ესმა ორჯონიკიძესთან ერთად, ეროვნული გრანტის ფარგლებში, სამი წლის მანძილზე იკვლევდა ამერიკული თეთრი პეპლის გამოვლენისა და ლიკვიდაციის მეთოდს. მეთოდი, რომელსაც სპეციალისტები უწევენ რეკომენდაციას, საკმაოდ მარტივია – ამერიკული თეთრი პეპლის მექანიკური განადგურება.
Continue reading “თეთრი პეპლების თავდასხმა”