[youtube https://www.youtube.com/watch?v=5CBnRJcMqJk&w=560&h=349]

ბათუმელები

ავტორი:ნათია ზოიძე
„შენ მე მაპატიე, მე შენ გაპატიებ“
-ამას ასდის კორფციის სუნი. პიაცა 18 მილიონი დაჯდა, 11-ში გაყიდეთ და ახლა ამ პირობას მეპატრონე ვერ ასრულებს. პიაცას მფლობელი ცხოვრობს ჟორდანიას 20 ნომერში, მე – 22-ში. ასეთ მეზობელს მე არ ვიცნობ, ეს იტალიური ეზოა მოუწყებელი და თქვენ ამბობთ, რომ კაცს, რომელსაც მილიონები აქვს, ასეთ პირობებში ცხოვრობს. მოვა დრო, პროკურატურა დაინტერესდება ამ საკითხით. ფუნქციურად დატვირთა თურმე – იმ კაფეებში კვერცხი ნისიად გაჰქონდათ გვერდითა მაღაზიებიდან.
– ბატონო ირაკლი, მოედანი არ გაგვიჩუქებია, გაუსხვისებელი ქონების სტატუსი აქვს მას. სხვა ეჭვებს რაც შეეხება, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ორგანოებს.
– ჩემი განცხადება უკვე საბაბია, რომ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს.
– მე პროკურორი რომ ვიყო, არ დავინტერესდებოდი, რადგან საფუძველს ვერ ვნახავდი თქვენს განცხადებაში. დანარჩენი პროკურატურამ გადაწყვიტოს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძესა და რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს შორის დიალოგი, საკრებულოს სხდომაზე, პიაცას საფასურის გადახდის გადავადების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიმართა.
ხელშეკრულებაში დღეს შესული ცვლილების თანახმად, რომელსაც საკრებულომ დაუჭირა მხარი, პიაცას მფლობელს თანხის გადახდის დრო მომავალი წლის 31 მარტამდე გადაუვადეს. დარჩენილი თანხა – 8 მილიონ 600 ათასი ლარი, პიაცას მფლობელს 2011 წლის დეკემბრამდე უნდა დაეფარა (თანხის ნაწილი – 2 200 000 20 აგვისტომდე გადაიხადა).
დღეს, მერისა და პიაცა ჰოლდინგს შორის 2011 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებაში კიდევ რამდენიმე მუხლი შეიცვალა. მათ შორის სრულად ამოიღეს მუხლი, რომლითაც მყიდველი ვალდებული იყო სახელმწიფოს, ა/რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მერიის მოთხოვნის შემთხვევაში, არაუმეტეს 3-ჯერ წელიწადში, უსასყიდლოდ გამოეთავისუფლებინა ქონების პირველი სართულის ღია სივრცეები და უნდა დაეთმო აღნიშნული ორგანოებისთვის შესაბამისი ღონისძიების ჩასატარებლად. მომავალი წლიდან პიაცა, მაგალითად, მერიას, ღია სივრცეებს უფასოდ აღარ მისცემს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბოლომდე ვერც ბათუმის მერიამ შეასრულა – 20 აგვისტომდე ვერ დაასრულა პიაცაზე დაწყებული სამუშოები. მაგრამ პირგასამტეხლოს გადახდას არც „პიაცა ჰოლდინგი“ ითხოვს და არც მერია. მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე განმარტავს, რომ პიაცა საკუთარი სურვილით ამბობს უარს პირგასამტეხლო თანხის მიღებაზე. „მე შენ გაპატიებ, მე შენ მაპატიე. თამაშია ეს თუ რა არის?“ – ხელშეკრულების ცვლილებას რეპლიკით გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი.
მოტივი, რის გამოც პიაცას მფლობელს ვადა გადაუწიეს
ამონარიდი წერილიდან, რომელიც „პიაცა ჰოლდინგმა“ ბათუმის მერიას გადაუგზავნა:
„შპს პიაცა ჰოლდინგი ვერ ახერხებს ნასყიდობის ფასიდან დარჩენილი 8 600 000 ლარის გადახდას, რისი უპირველესი მიზეზია ის, რომ ქონების შეძენის შემდეგ პიაცა ჰოლდინგი ორიენტირებული იყო შეძენილი ქონების ფუნქციური დატვირთვით, რისთვისაც სოლიდური თანხები იქნა დახარჯული. ამის გამო ჰოლდინგმა ვერ მოახერხა გადასახდელი თანხის მობილიზება“.
ბათუმის პიაცას გასხვისებას გაზეთმა „ბათუმელებმა“ რამდენიმე სტატია მიუძღვნა. ამ სტატიების მიხედვით გაირკვა, რომ პიაცას ოფიციალური მფლობელი ირაკლი სამხარაძეა, რომელმაც კომპანია – შპს „პიაცა ჰოლდინგი“ 2011 წლის 23 თებერვალს, ანუ „პიაცას“ აუქციონზე გამოტანამდე 35 დღით ადრე დაფუძნა.
სამხარაძის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში წერია: – „იურიდიული მისამართი: ბათუმი, ჟორდანიას ქუჩა #20. დოკუმენტებში „პიაცას“ იურიდიულ მისამართად მითითებული 79 კვადრატული მეტრი ბინა ძველი ბათუმის იტალიურ ეზოში, ეკუთვნის ალბინა (დოდო) ზარქუას. „ბათუმელებმა“ გაარკვია რომ დოდო ზარქუა პიაცას ოფიციალური მფლობელის ირაკლი სამხარაძის მამიდაა.
მოგვიანებით“ ბათუმელები“ თავად ირაკლი სამხარაძესაც დაუკავშირდნენ . გაზეთ ბათუმელების კითხვას:
– კომპანია, რომელმაც პიაცა შეისყიდა, 100%-იანი წილით თქვენ გეკუთვნით. არადა საკუთრებაზე საუბრისას მრავლობით ფორმას იყენებთ, ვინ არიან დანარჩენები? – ირაკლი სამხარაძე პასუხობს:
-„თვითონ ის ფაქტი, რომ პიაცა ვიყიდეთ, არ არის სწორი. ფული სრულად ჯერ არ გადაგვიხდია. ამ დროისათვის მხოლოდ 2 მილიონ 200 ათასი გვაქვს დაფარული. ასევე საუბარი იმის შესახებ, რომ 17 მილიონი დაუჯდა სახელმწიფოს პიაცას მშენებლობა და ჩვენ იაფად – 11 მილიონად მოგვყიდეს, არალოგიკურია. ჩვენ პიაცას ნაწილი გვეკუთვნის და ესეც რომ არა, მყიდველი რა შუაშია ხარჯებთან. რაც შეეხება პარტნიორებს – პიაცით დაინტერესებულია ინვესტორთა ჯგუფი. მათგან ერთ-ერთი მე ვარ. ზუსტად ახლა მიდის მოლაპარაკება ვინ როგორი წილობრივი მონაცემებით შემოვა. პარტნიორების ვინაობას ვერ გეტყვით. არიან, ასე ვთქვათ, სუფთა უცხოელები და ჩემნაირი უცხოელებიც. არ არის ყველა რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთი სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს.“
გაზეთმა „ბათუმელებმა“ ამ განცხადებაზე კომენტარი დღეს მერიის ადმინისტრაციის უფროსს გელა მახარაძეს თხოვა. მან თქვა: „არ მაინტერესებს ვინ დგას ვის უკან, მე ვიცი, რომ პიაცა იყიდა „შპს პიაცა ჰოლდინგმა“, რომლის დირექტორი ირაკლი სამხარაძეა.“
პიაცას 11 მილიონად გაყიდვის გამო, ოპოზიიციონერი ირკლი ჩვალეიშვილი ეჭვობს, რომ ოფიციალური მფლობელის უკან ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები დგანან.
11 მილიონი უკვე ასახული იყო 2011 წლის ბიუჯეტში. ეს თანხა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწობას უნდა მოხმარებოდა.
ბოლოს ერთი დეტალიც, დღეს შესული ცვლილების თანახმად, შესაბამის აქტზე ხელმოწერის უფლება ქ.ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს მიენიჭა.

ავტორი: ნათია ზოიძე
კოკისპირულ წვიმას ახალაშენებული ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრი ვერ უძლებს. თვენახევრის წინ გახსნილ შენობაში წვიმის წყალი რამდენჯერმე ჩავიდა. წვიმისგან მარტო მე-4 სართული არ შელახულა. შენობაში შეღწეული წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ ნაჟღენთები მეორე სართულის ჭერსაც ეტყობა, წვიმის წყალი შენობაში რამდენიმე კუთხიდან აღწევს.
რა ზარალი მიაყენა წვიმამ შენობას, ხელოვნების ცენტრში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე ინფორმირებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით. იგი „ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის და წყლის შეღწევის მიზეზი ეს გახდა. „შენობა დოკუმენტურად ჯერ ჩაბარებული არ არის“, – თქვა მინისტრმა, ამიტომაც მიყენებულ ზარალს მშენებელი კომპანია გადაიხდის.
გია აბულაძე: „ბათუმის კულტურის ცენტრთან დაკავშირებით ბოლოს ერთი ბრძანება მივიღე, შეწყდეს საკონცერტო წარმოდგენები, რადგან მეოთხე სართულის ღია აივნებზე მიმდინარეობს ფილაქნის დაგება.“
დაზიანებული შენობის გადასაღებად დღეს შენობაში ტელეკომპანია „მაესტროს” ჟურნალისტი არ შეუშვეს, მოტივად კი მინისტრის ბრძანება დაუსახელეს.
ჯერ კიდევ დაუსრულებელი შენობა ოფიციალურად 14 აგვისტოს გაიხსნა და საპრემიერო ჩვენებაც შედგა. ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან, რომელიც მან ბათუმის ხელოვნების ცენტრში გააკეთა: „ამ ყველაფერს აშენებენ ქართველები. თავიდან როცა დაიწყო ბათუმში აღმშენებლობა 80% მუშების იყო თურქები, ახლა თურქები ძალიანაც რომ ეძებოთ, შეიძლება ვერ იპოვოთ, ყველაფერს აკეთებენ ქართველები, ყველაზე მაგრად ვისწავლეთ მუშაობა, ესეც არის დიდი მიღწევაა“.
ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრი ქართულმა კომპანია „ანაგმა“ ააშენა. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თავისი ბიუჯეტიდან ცენტრის მშენებლობისთვის დაახლობით 5 მილიონამდე ლარი გამოყო. დაახლოებით ერთი კვირის წინ ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს დამატებით ინვენტარის, საგრიმიორო ოთახის მოსაწყობად და სხვა ხარჯებისთვის 700 ათასი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი მიზნობრივად მილიონ 930 ათასი ლარი გამოუყვეს.

ავტორი: ქეთი ლაბაძე ბათუმის ნავსადგურთან მეთევზეებმა დღეს დილით გარდაცვლილი დელფინი იპოვეს. მეთევზეთა თქმით დელფინი ბადეში გაება და გაიგუდა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა, ამის მიზეზად კი ზღვაში ჩაშვებულ ბადეებს მიიჩნევენ: „ეს ბრაკონიერობაა, მთლიან ზოლზე ჩაშვებული აქვთ ბადეები, ადგილობრივ მოსახლეობას თევზაობა აღარ შეგვიძლია ბადეები გვიშლის ხელს, სამწუხაროდ ბადეებს ღამითაც ტოვებენ დელფინები ვერ ამჩნევენ ბადეს და იღუპებიან” – გვითხრა პირად საუბარში ერთ-ერთმა მეთევზემ.ნავსადგურზე ამ დრომდე არ მისულან გარემოს დაცვის ინსპექციიდან.

ავტორი: ცაგო კახაბერიძე
შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევით ცენტრს, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელიც ბათუმის მერიაა, დღემდე ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“ აფინანსებს. ჩაითვლება თუ არა ივანიშვილის მიერ ცენტრის თანამშრომლების ფულადი პრემიით წახალისება მოსყიდვად პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით – ამაზე იურისტები ვერ თანხმდებიან. კანონში კი ცალსახად წერია, რომ შეზღუდვა ვრცელდება იურიდიულ პირზეც, თუკი ის პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფება ამ პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მიზნები.
„ამის ფუნქციონირება ასლანმა შეაჩერა, არა?- ასლანმა შეაჩერა, შენ კი აღადგინე“ – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ორი წლის წინ ბათუმის რეაბილიტირებული დელფინარიუმის გახსნისას. დელფინარიუმის გახსნაზე, რასაც პრეზიდენტი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო, ბიძინა ივანიშვილი არავის უხსენებია, ამ ყველაფრისთვის მადლობა ლევან ვარშალომიძეს გადაუხადეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც დელფინარიუმი, 6 მაისის პარკი, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ზოოპარკი შედის, ივანიშვილმა აღადგინა და მერიას გადასცა, თუმცა მოგვიანებით მერიამ კვლევითი ცენტრი სამართავად ისევ ივანიშვილს გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“, რომელსაც მერიამ ცენტრის მმართველობა ასი წლის ვადით ჩააბარა, ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა. Continue reading “ბათუმის მერიის ორგანიზაციებს ივანიშვილი აფინანსებს”
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის მერი ახალი ავტომანქანით გადაადგილდება, შავი ფერის ჯიპი – „ტოიოტა ლენდკრუიზერ 100“ (XTX 079) მერიამ 35 ათას ლარად შეიძინა; რობერტ ჩხაიძის განკარგულებაშია ასევე ავტომანქანა „ტოიოტა კამრი“ (VMV 070); ამ ავტომანქანის შესაძენად ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტიდან 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩხაიძე თვეში 850 ლიტრ საწვავს მოიხმარს. Continue reading “ბათუმის მერიის მანქანები და ხარჯები”
ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმის მერიას აუქციონზე 15 ავტომანქანა გამოაქვს, მაგრამ მსურველმა 15-ვე ერთად უნდა შეიძინოს, – აუქციონი მერიამ ერთ ლოტად გამოცხადა. მთლიანობაში 15-ვე ავტომობილის საწყისი ფასი 23 000 ათასი, ერთი ბიჯის ფასი კი 500 ლარია.
გასაყიდი მანქანების ნაწილი მერიის შიდა ეზოში აქვთ გაჩერებული. აქ გაჩერებულ მანქანებს ეტყობა, რომ ამორტიზირებულია. ეს მანქანები, ძირითადად, 1993-96 წლებშია გამოშვებული, ერთი გამონაკლისის გარდა. მერია 2008 წელს გამოშვებულ შავ „ტოიოტა კოროლასაც“ ყიდის. ეს ის მანქანაა, რომელითაც ყოფილი ვიცე -მერი ავთანდილ დარჩია სარგებლობდა.
მერიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დარჩია ავტოავარიაში მოყვა, ავტომანქანის გარემონტება შეუძლებელი გახდა. 2 წლის წინ ეს „ტოიტა კოროლა“ ბიუჯეტს 31 600 ლარი დაუჯდა.
მერია აუქციონის შედეგადად შემუსული თანხით კიდევ ერთი ავტო-მანქანის შეძენას გეგმვს.
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ კერძო და სამართლის იურიდიულ პირს. მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი, წარადგინოს 7000 ლარის უპირობო საბანკო გარანტია და გადაიხადოს ბე.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის ავტორებიც აცხადებდნენ, რომ ქ. ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
ბათუმის მერიაში აღნიშნული ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ავტორი: ემზარ დიასამიძე
ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის მიერ დაწყებული სამეზობლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგებით სრულდება. როგორც ედაურდ პოღოსიანის ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში თქვა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა: „ქუთაისში ჩემი მარწმუნებლის წინააღმდეგ ამჟამად ბათუმის მერი აღარ მონაწილეობს. მის ნაცვლად პროცესში მონაწილეობას აგრძელებენ მისი უახლოესი ნათესავები: და – ლიანა ჩხაიძე, ბიძაშვილი – ზურაბ ჩხაიძე და მამიდაშვილი – ისრაფილ ლორთქიფანიძე. Continue reading “ბათუმის მერი მეზობლებს ურიგდება”
[youtube https://www.youtube.com/watch?v=wcOH4GJ899Y&version=3&hl=en_US]
ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მეოთხე ვიცე მერი. რობერტ ჩხაიძემ დაზუსტებით განაცხადა რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის უკვე ყოფილი მოადგილის მერაბ კარანაძის კანდიდატურა ამ პოსტზე არ განიხილება

[youtube https://www.youtube.com/watch?v=5aU4Wf9sR7E]
ლელა დუმბაძის ვიდეო

2011 წელს ბათუმის საკრებულომ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შეიცვალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობიის საფასურის გადახდა, ბილეთით. ბელეთების შემოღებამ საზოგადოებაში წარმოშვა როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური განწყობა.
„ბათუმი ევროპული ქალაქი, რომელსაც ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს სრულიად გაუმართავი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია.“ სწორედაც ასე ახასიათებს ბათუმელთა უმეტესი ნაწილი რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებს.
ყველა ევროპულ, მოწესრიგებულ ტურისტულ ქალაქს უპირველეს ყოვლისა კონფორტული და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, რომლებიც მაღალხარისხიან სერვისს სთავაზობენ მგზავრებს. ბათუმი, მართალია განვითარებადი ტურისტული ქალაქია, მაგრამ თუ ჩვენ ხელისუფლებას ნამდვილად მნიშვნელოვნად მიაჩნია ჩვენ ქალაქში ტურიზმის განვითარება, აუცილებელია, რომ ქალაქში მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი.
2007 წლიდან ბათუმის მერიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იტვირთა, რომ მოწესრიგებულ ავტოტრანსპორტს შესთავაზობდა ბათუმის მოსახლეობას და არამარტო… მაგრამ დანაპირები სრულყოფილად არ იქნა შესრულებული. დღესდღეობით არსებობს საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ქაღალდის ბილეთები არაპრაქტიკულია რადგან ძალიან ადვილად იხევა და სწორედ ეს გახდა ბათუმელთა უმრავლესობის უკმაყოფილების მიზეზი. ნამდვილად უპრიანი არ იქნებოდა, რომ როგორც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, ავტოტრანსპორტით მგზავრობა პლასტიკური ბარათების საშუალებით რომელიც შედარებით უფრო მოსახერხებელი, დახვეწილი და პრაქტიკულია მგზავრებისათვის. შორს რომ არ წავიდეთ ჩვენ დედაქალაქშიც მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათების მეშვეობით ხდება რომელიც ძალიან მორგებულია მგზავრებს და რა თქმა უნდა კომფორტულია და რაც მთავარია ეს ბარათები გამოიყენება მრავალჯერ არა როგორც ქაღალდის ბილეთები რომელიც ერთი გამოყენების შემდეგ უსარგებლო ხდება.
ასევე მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია ის არის, რომ ჰიგიენური ნორმებია დარღვეული ავტობუსებში. P.S პირადად ჩვენი დაკვირვებითა და შეხედულებით, ამ ავტობუსების დასუფთავება საერთოდ არ ხდება, რადგანაც ხშირად ისეთი ბინძურია და ასევე ისეთი დაგლეჯილი სკამებია რომ ალბათ ავტობუსის სისუფთავეს ყურადღება საერთოდ არ ექცევა. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზებისა თუ ბათუმელები რატომ არიან უკმაყოფილონი, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საბაბი რომელთა ჩამოთვლაც ერთ სტატიაში შეუძლებელია; თუნდაც როგორ ირღვევა ავტობუსის გადაადგილების გრაფიკი და როგორ აისახება შემდეგ ეს პრობლემა ავტობუსის მოლოდინში მყოფ მგზავრებზე.
ნამდვილად ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს რომელიც ყოველდღიურად გვიქმნის დაბრკოლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერია ამ პრობლემის გამოსწორებას მერამდენე წელია გვპირდება. ზოგიერთიც პროტესტის გამოსახატავად ბილეთებს „არ ატარებს“ ან სხვა ხერხს მიმართავს და რაღაც შემთხვევაში მართალიც არის. სწორედაც ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ მერიის გამოფხიზლებაზე ალბათ პრობლემის მოგვარევა კიდევ დიდხანს არ მოხერხდება ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა გამოხატოს საკუთარი აზრი რადგან იქნებ ამ გზით მაინც შემოგვთავაზონ „კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს საქართველოში.

ბრძანებას დავით ლეკვეიშვილის ბათუმის მერიაში ვიცე მერად დანიშვნის შესახებ უკვე მოეწერა ხელი. ოფიციალურად თანამშრომლებისთვის ის ჯერ არ წარუდგენიათ. ლეკვეიშვილმა ავთანდილ დარჩია შეცვალა. სავარაუდოდ ვიცე მერის კაბინეტს დღეიდან დაიკავებს
ვინ არის დავით ლეკვეიშვილი? Continue reading “ბათუმის ვიცე მერი დავით ლეკვეიშვილი”
ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი გაფართოვდა, ამჯერად ქალაქის ფართობი 6 ათასი ჰექტარია, სიგრძე კი 87 კილომეტრი. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოვებამდე ბათუმის ფართობი 1600 ჰექტარს შეადგენდა.
საზღვრები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ხარჯზე გაფართოვდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მახინჯაურის, დაბა ჩაქვის ნაწილი (მდინარე ჩაქვის წყლამდე) და ბათუმის ადმინისტარციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტებს ურეხს, მნათობს და ფერიას შორის არსებული ტერიტორია, ასევე თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის ნაწილი ტერიტორიები, მდინარე მეჯინისწყლის სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია.

ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) ნინო ადეიშვილი
ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ბათუმში იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. თოვლი იშვიათად მოდის და მალევე დნება. ბათუმის ტერიტორიაზე გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები… 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ასევე აღსანიშნავია ქალაქის ღირშესანიშნაობები: აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. Continue reading “ბათუმის ახალი იერსახე”
[youtube https://www.youtube.com/watch?v=cRUQqaB1TBA&version=3&hl=en_US]
“პრობლემა რომ მთავრდება ცხოვრება მთავრდება”– დავით ლეკვეიშვილი

კინოთეატრი „აპოლო”
27-29 სექტემბერი
12:30 საათზე: ჯაშუში ბავშვები
ბილეთის ფასი: 7 ლარი
14:30 საათზე: ჯაშუში ბავშვები
ბილეთის ფასი: 8 ლარი
16:30 საათზე: პროფესიონალი მკვლელები
ბილეთის ფასი: 8 ლარი
19 საათზე: კანი, რომელშიც მე ვცხოვრობ
ბილეთის ფასი: 9 ლარი
Continue reading “ბათუმის აფიშა 27-29 სექტემბერი”
აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
16-26 ივლისი: ოთარ დარჩიას პერსონალური გამოფენა
ბილეთის ფასი: 2 ლარი
გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე (ორშაბათის გარდა).
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
მარჯანიშვილის თეატრის გასტროლები
18 ივლისი: „ჟოლო“
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 10 ლარი.
19 ივლისი: „ჩემი ჰამლეტი“
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 10 ლარი.
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
27- 30 ივნისი: ფოლკლორული ფესტივალი
დასაწყისი: დილიდან
ბათუმის კონსერვატორია - 12 ივლისი პიეტრო მასკანი - ოპერა "სოფლის ღირსება"
დასაწყისი: 19:30
ბილეთის ფასი: თავისუფალი დასწრება აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი11-15 ივლისი: „არაჩვეულებრივი გამოფენა” - გასული საუკუნის 80-იანი წლების ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა
ბილეთის ფასი: 2 ლარი
გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე (ორშაბათის გარდა).ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
11 ივლისი: ანსამბლ „გორდელას” კონცერტი
დასაწყისი: 19:00
ბილეთის ფასი: 5 ლარი.12 ივლისი: ნიკო გომელაურის ფილმის პრემიერა
დასაწყისი: 19:00
დასწრება მოსაწვევებით13-14 ივლისი: „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი”. რეჟისორი: გიორგი თავაძე
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 5 ლარი.15 ივლისი: მხიარულთა და საზრიანთა კლუბი
დასაწყისი: 19:00ბათუმის დელფინარიუმი
ყოველდღე: დელფინების შოუ
ღიაა დილის 12 სთ-დან ხუთ საათამდე
ბილეთის ფასი: 12 ლარი (ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უფასო).არქეოლოგიური მუზეუმი ყოველდღე, ორშაბათის გარდა
გამოფენა _ „უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე“
ბილეთის ფასი: 1 ლარი (ბავშვებისთვის _ 50 თეთრი)
მუზეუმი ღიაა დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე. /კვირის აფიშა ყოველდღიურად ახლდება. თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტული ღონისძიების შესახებ, გთხოვთ დატოვოთ ინფორმაცია კომენტარის სახით, ან დაგვიკავშირდეთ: 27 45 12/

ავტორი: ლიკა ბასილაია–შავგულიძე
სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე საქართველოში ბევრი საუბრობს. არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართელოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” თვლის, რომ სასამართლოს სისუსტე პარლამენტის სისუსტესთან ერთად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების გადამეტების უდიდეს საფრთხეს ქმნის. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხშირია საუბარი საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობაზე, რის გამოც ისინი საქართველოს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ. Continue reading “ბათუმის ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებათ”
ავტორი: ლელა დუმბაძე
ბათუმის ქუჩებში ქვაფენილის დასაგებად ქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის მიუხედავად, ახალგამოცვლილი მიწისქვეშა სისტემებიდან წყალი ისევ ჟონავს, ქვაფენილი კი ბევრ ადგილას ამოყრილია.
„აი აქ, წყალი სულ დგება. აქვეა საბავშო ბაღი და ბავშვებს წყალში უწევთ გავლა. ქუჩის კუთხეში არის გამდინარე ჭები, ამიტომ სულ პატარა არხი რომ გათხარონ, ეს წყალი ჭაში ჩავა და ქუჩებს აღარ დატბორავს. ვერ გეტყვით, რატომ ვერ გაითვალისწინეს ეს ქვაფენილის დაგების დროს, ალბათ არაპროფესიონალებმა დააგეს. პასუხისმგებელი ვინ არის, ვერც მაგას გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გორგასალის ქუჩის ეს მონაკვეთი უხარისხოდაა დაგებული“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
„ქვაფენილი ლამაზია, მაგრამ ხარისხიანობის რა მოგახსენო“- ამბობს ზვიადი, რომელიც ქუთაისის ქუჩაზე ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. მისი აზრით ახლად დაგებული ქვაფენილების ამოცვენის მიზეზი უხარისხობაა: „უცოდინარობის ბრალია ალბათ, ბალასტი აკლია ქვიშას და ამიტომ ირეცხება ადვილად. ძირითადი ქვებიც ამიტომ არის ამოცვენილი“.
Continue reading “ბათუმის 15 მილიონიანი ქუჩები დაზიანებული ქვაფენილით”
ბათუმის აეროპორტიდან ოდესის მიმართულებით ავიარეისები ამოქმედდა. ავიარეისებს „აირზენა“ ასრულებს. ბილეთების ღირებულება 160 ევროდან იწყება.
ფრენა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

ავტორი: ლაშა ფალავანდიშვილი
[slideshow]
ფოტოების გამოყენების მსურველები დაუკავშირდით ავტორს.

ავტორი: ნანა კვაჭაძე
ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც 2005 წლიდან უერთდება მოძრაობას „ქალაქები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ”. მოძრაობა, რომელიც ამჟამად 1403 ქალაქს აერთიანებს, იტალიაში დაარსდა წმინდა ეჯიდიოს საზოგადოების მიერ. მოძრაობა ყოველი წლის 30 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებს სიკვდილით დასჯას და მონაწილე ქალაქები სხვადასხვა შემოწირულობებით ცდილობენ სიკვდილმისჯილ ადამიანებს დაუქირავონ კვალიფიციური ადვოკატი და გადაარჩინონ მათი სიცოცხლე.
ბათუმის „პრესკაფეში“ ამ თემაზე გამართულ შეხვედრას დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. სვეტა კუდბამ, წმინდა ნინოს და წმინდა ფრანჩესკას საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ ეს გულგრილობა გარკვეულწილად უკავშირდება მოქალაქეების შიშს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას, მეორეს მხრივ მოქალაქეები თვლიან, რომ ეს მათი პრობლემა არ არის: „ხშირად მომისმენია, „ჩვენთან ხომ არ არის სიკვდილით დასჯა”, „ჩვენ ხომ არ გვეხება ეს“. არც ყირგიზეთში იყო, მაგრამ წელს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა სიკვდილით დასჯა ისევ შემოიღონ. რა გარანტიაა, რომ ჩვენთანაც არ დაიწყება ამაზე საუბარი. ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ქმედებაში არ არის ეს გამოხატული. ბელორუსიაში არის სიკვდილით დასჯა და შარშან მინსკის მაცხოვრებელები გამოვიდნენ ქუჩაში და გაილაშქრეს ამის წინააღმდეგ. სოლიდარობა მნიშვნელოვანია.”
საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა, 1997 წლის გაუქმდა. სვეტა კუდბა ამბობს, რომ იმ დროისათვის საქართველოში 30 ადამიანი ელოდებოდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას.

სaფეხბურთო აკადემიის გახსნაზე ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესამსახური ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ლისაბონის სპორტინგის აკადემიის დირექტორი დიეგო მარია მატოსი და მენეჯერი პაულო ჟორგე რივერო კარდოსო მიიღო. შეხვედრაზე აჭარაში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. Continue reading “ბათუმი პორტუგალიელებთან საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს”
დღეს დილის 7: 30 წუთზე ბათუმის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. შეფერხების მიზეზი მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ მთავარ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებია. მიმდინარეობს აბონენტთა მიერთების პროცესიც .ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ცენტრალური ნაწილი. როგორც“ ბათუმელებს“ განუცხადეს გაზის მიწოდება 18:00 საათზე აღდგება. ერთღიანი შეფერხება არ შეეხება თამარის და ბარცხანის დასახლებებში მცხოვრებ აბონენტებს. 3 დღის განმავლობაში კი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთში მცხოვრები მოსახლეობა.

ირანის მუსტაფას უნივერსიტეტის, ირანის საელჩოსა და საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციის დახმარებით ჩატარებულ კონკურსში – ყურანის საუკეთესო მკითხველი, 28 წლის ბათუმელმა ბადრი ვანაძემ გაიმარჯვა. ეს ნიშნავს ავტომატურად გადასვლას მსგავსი ტიპის კონკურსში, ოღონდ მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსი მომდევნო წლის ზაფხულში ჩატარდება და ბადრი მასში მონაწილეობასაც გეგმავს. მას კონკურსის და ზოგადად რელიგიის თემაზე ვესაუბრეთ.
ხატია ღოღობერიძე
[slideshow]
ავტორი: მირანდა მიქაძე
იტალიის ქალაქ ტორინოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში, სადაც 88 ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებს უმიზნებს, დღეს საკვალიფიკაციო შეხვედრები დასრულდა. Continue reading “ბათუმელი მშვილდოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე?!”
ავტორი: ლელა დუმბაძე
არასრულწლოვანი ბავშვები სოცაგენტებმა უფასო კვების პროგრამაში მხოლოდ იმიტომ არ ჩასვეს, რომ დედა არარსებული, საბჭოთა კავშირის მოქალაქეა. პატარები, რომლებზეც არც საქართველო ზრუნავს და არც რუსეთი, 9 წლის მოზარდი, რომელსაც ერთი დიდი ოცნება აქვს: სწავლა უნდა.
უკიდურესი სიღარიბის გამო რამდენი ბავშვი არ დადის სკოლაში,ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს
9 წლის მაშინკა კუთხეში ზის და რაღაცას გულმოდგინედ ხატავს. სახეზე ემოცია არ ახატია. ვეკითხები – „რას ხატავ მაშინკა?“, მაგრამ კონტაქტში არ შემოდის. ძალიან სერიოზული და სევდიანი სახე აქვს, არადა ფურცელზე მხიარულ და ფერადტანსაცმლიან გოგონას ხატავს. მაშინკას ქაღალდზე გავლებული კონტურები სუფთა და ზუსტია. „მაშინკა, გინდა ფოტო გადაგიღო? გამიღიმე…“ – მაშინკა არ იცინის.
ერთადერთი, რაც მისგან გავიგე ის არის, რომ მეგობრები მხოლოდ კლასში ჰყავს: „ეზოში არა“. უყვარს პარკში თამაში და სეირნობა, მაგრამ იშვიათად დადის. ის კარგად სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენაზე წიგნები თითქმის არ აქვს. „ზოგჯერ ვშოულობ, ზოგჯერ ვერა“, – ამბობს მაშინკას ბებია.
მაშინკას მამა ახლახან გარდაეცვალა, დედას კი საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. იურიდიულად ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მოქალაქეა, რადგან ქორწინება არ ჰქონდათ რეგისტრირებული. „პასპორტი რომ არ აქვს, სამუშაოს შოვნაშიც ხელი ეშლება. თბილისში წასვლას და საბუთების შეგროვებას კი ფული სჭირდება, ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა“, – ამბობს ბავშვების ბებია.
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში მუშაობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელის თენგიზ ზოიძის ინფორმაციით, კომპანია „ნიუ ლაიფმა“, რომელიც ამავდროულად იაშვილის კლინიკის მფლობელიცაა, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი მილიონ ნახევარლარად იყიდა. მისივე ინფორმაციით, „ამ თანხას დაემატება ბავშვთა საავადმყოფოს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რაც მილიონ 137 500 ლარია, ეს დავალიანებაც ინვესტორმა უნდა დაფაროს. გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, საავადმყოფოში უნდა ფუნქციონირებდეს ასადგილიანი სამშობიარო სტაციონალური განყოფილება და ასევე ასადგილიანი ბავშვთა მრავალპროფილიანი სტაციონალური განყოფილება“. Continue reading “ბავშვთა საავადმყოფო განახლებად რეჟიმში”
ავტორი: ლელა დუმბაძე
დღეს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „თოფუზის“ მეორე დღეა. ფესტივალს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. დღის განმავლობაში ოთხი ჩვენებაა დაგეგმილი. ფესტივალზე 38 ქვეყნის 250 ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის რვა ქართული ნამუშევარი. საერთაშორისო ჟიურისთან ერთად, ნამუშევრებს ბავშვებიც შეაფასებენ
[youtube=https://www.youtube.com/watch?v=awZT0ykinFo]

ბათუმის საბავშვო ბაღები ბავშვებს ვეღარ იტევს. ბაღების გაერთიანების კანცელარიაში ბაღებში საბუთების მიღება 1 აგვისტოდან დაიწყეს. მშობლების ინფორმაციით, მიღება თვის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 25 აგვისტოს მათ განუმარტეს, რომ ადგილების შევსების გამო განცხადებების მიღება შეწყდა.
ცაგო კახაბერიძე
2011 წელს ბავშვებს შორის დიაბეტის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ დიდი ციფრია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ წლებში ახალი შემთხვევების რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 40-45-ს არ აღემატებოდა. „საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციაში” აცხადებენ, რომ მათი კვლევების თანახმად, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში დიაბეტიანი ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 14 პროცენტით გაიზარდა.
თბილისში, პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში, სადაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს მკურნალობენ, დიაბეტური სკოლაა. ამ სკოლაში მშობლებსა და მოზრდილ ბავშვებს ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ მას შემდეგ, რაც დიაბეტი აღმოაჩნდათ, როგორ უნდა გაიკეთონ ინსულინი, გამოიყენონ შაქრის საზომი აპარატი, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში და ასე შემდეგ. ასეთი სახის განათლებას განსაკუთრებით ის ბავშვები და მათი მშობლები საჭიროებენ, რომლებსაც ახლა აღმოაჩნდათ დიაბეტი. მსგავსი დიაბეტური სკოლა რამდენიმე წლის წინ ბათუმშიც იყო და ქუთაისშიც, მაგრამ ახლა, იმისათვის, რომ დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება მიიღონ, მშობლებს შვილებთან ერთად თბილისში უწევთ წასვლა.
დღეისათვის საქართველოში 0-18 წლამდე პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის მქონე 548 ბავშვი ცხოვრობს, 40 მათგანი აჭარის რეგიონიდანაა. სტატისტიკას საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია 1990 წლიდან აწარმოებს. აქ ამბობენ, რომ ბოლო ხანს ბავშვებში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევებმა იმატა. „ასეთივე ტენდენცია აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წინასწარი პროგნოზით 2015-2020 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონი დიაბეტით დაავადებულ ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს, 2011 წელს უკვე აღირიცხება 335 მილიონი. ეს სტატისტიკის კატასტროფული მატებაა. პრაქტიკულად საუბარია ეპიდემიაზე, რადგან ითვლება, რომ ასეთი სწრაფი მატება ეპიდემიის ხასიათს ღებულობს”, – ამბობს საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი კობა ამირხანაშვილი.
რა იწვევს ბავშვებში დიაბეტს და რა არის პირველი ნიშნები, რამაც მშობელი უნდა დააფიქროს – მის შვილს დიაბეტი ხომ არა აქვს? შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სტატისტიკის თანახმად, დიაბეტის გავრცელება არ უკავშირდება ქვეყნის სოციალური განვითარების დონეს. მეტიც, კობა ამირხანაშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ დიაბეტის შემთხვევათა ყველაზე მაღალი პროცენტული მატება სწორედ განვითარებულ ქვეყნებშია: „მაგალითად, სკანდივანიის ქვეყნებში, სადაც განვითარებული სოციალიზმია და ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს. გაჭირვება და პოლიტიკური არასტაბილურობა არ არის მთავარი გამომწვევი მიზეზი, თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა. უახლეს წარსულში, როცა ომი და არეულობა იყო, იმ რეგიონებში, სადაც ეს ხდებოდა, ბავშვებში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება დიაბეტის სიმპტომებს – როცა ბავშვი იწყებს ჭარბი წყლის მოხმარებას, ხშირად აწუხებს წყურვილის გრძნობა და წონაში იკლებს, მშობელმა მომენტალურად უნდა მიმართოს ექიმს, რათა გაუზომონ შაქარი. ეს არის დიაბეტის პირველი სიმპტომი ბავშვებში და უფროსებშიც”. რაც შეეხება მემკვიდრეობით ფაქტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ეს ფაქტორი ნაკლებადმნიშვნელოვანი ხდება, თუ ბავშვი (ისევე როგორც მოზრდილი ადამიანი) აკონტროლებს წონას და ფიზიკურად აქტიურია.
ენდოკრინოლოგი ნანა საყვარელიძე, რომელიც რამდენიმე წელია მონაწილეობს ბათუმის მერიის პროგრამაში „ბავშვთა ავადობის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში”, „ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით ჭარბწონიანობა სულ უფრო მეტ ბავშვს აღენიშნება. ნანა საყვარელიძე: „ადრე მიიჩნეოდა, რომ მსუქანი ბავშვი ჯანმრთელს ნიშნავდა და სიმსუქნე კარგი იყო. ეს დღემდე გრძელდება.
„ის, რომ 2 წლის ბავშვი არის 17 კილო და მშობელს ეს უხარია, მშობლის არაინფორმირებულობაზე მეტყველებს. არიან მშობლები, რომლებსაც ჰყავთ 80-100 კილოგრამის წონის მქონე შვილები და არ ფიქრობენ ამ საკითხზე. ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს რა არის სიმსუქნე, მაგრამ მშობელმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს”.
კობა ამირხანაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ წონის კონტროლი დიაბეტის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა: „ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 40-41 გრამ ინსულინს გამოიმუშავებს, რაც 24 საათის განმავლობაში ყველას სახის საკვების, დაახლოებით 2 400-2 500 კალორიის გადასამუშავებლადაა საჭირო. როგორც კი ორგანიზმს მიაწვდი 5 ათას და მეტ კალორიას, გადაუმუშავებელი საკვები, რომელისაც ინსულინი ვერ დაწვავს, ლაგდება ცხიმის სახით, ეს არის ადამიანისთვის დამღუპველი, ამიტომ მშობლებს ვთხოვ, აკონტროლონ ბავშვის წონა”.
საქართველოში დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. პროგრამები უზრუნველყოფენ ინსულინდამოკიდებული პაციენტის ამბულატორიულ, სტაციონარულ და მედიკამენტოზურ მომსახურებას, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც იჩენს თავს. კობა ამირხანაშვილი: „უმწეოთა ვაუჩერები, რომელთაც ურიგებენ მოსახლეობას, ძალიან კარგია, მაგრამ წელს ათეულობით შემთხვევა გვქონდა, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა, რომ არ აფინანსებს დიაბეტის მკურნალობას და ეს იმ დროს, როცა ბავშვი წევს რეანიმაციაში. როდის უნდა დასჭირდეს ბავშვს სადაზღვევო პოლისი, თუ არა დიაბეტის გამოვლენის შემთხვევაში? ამ დროს ამ დაავადებას აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ პოლისის პირობებში კანონი პროგრამით მკურნალობას არ ითვალისწინებს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ამის გამო ლამის ბავშვი დაგვეღუპა. არაერთხელ მქონია საუბარი ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ალბათ სახელმწიფო უფრო მკაცრად უნდა ჩაერიოს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს”.
ავტორი: ლელა დუმბაძე
ბათუმის ძველ უბნებში წყლისა და კანალიზაციის სისტემა, ერთი წელია რაც გამოიცვალა, თუმცა ქუჩები უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ხშირად იტბორება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია დახარჯული. მოსახლეობის თქმით, ქუჩები არა მარტო დაზიანებული ჭების გამო იტბორება, სისტემა, წვიმის დროს ქუჩებში დაგუბებულ წყალსაც ძნელად ატარებს. [youtube=https://www.youtube.com/watch?v=o9fSCTn38gI]