მედიაკოორდინატორის ვაკანსია პრესკაფეში

სოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ აცხადებს ვაკანსიას მედიაკოორდინატორის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

ვაკანსია ცხადდება პროექტის- ,,დემოკრატიული იდეების განვითარებასაქართველოში‘’პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია NED-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

ანაზღაურება: 140 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში;

Continue reading “მედიაკოორდინატორის ვაკანსია პრესკაფეში”

მედია ჯგუფი „აჭარა P.S“ ქობულეთის პოლიციის უფროსს უჩივის

დღეს მედია ჯგუფმა „აჭარა P.S.“ ქობულეთის პოლიციის უფროსის, დავით ბეჟანიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და გენერალურ პროკურატურაში.

მედია ჯგუფი პოლიციელს ჟურნალისტ სულხან მესხიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ედავება. ინციდენტი 6 აპილს მოხდა, როცა ქობულეთში რატი მეგრელიძის ოჯახის გამოსახლების მცდელობას ჰქონდა ადგილი. Continue reading “მედია ჯგუფი „აჭარა P.S“ ქობულეთის პოლიციის უფროსს უჩივის”

მე-12 კლასელო!

ავტორი:ეთერ თურაძე
მაინც ვერ ჩააბარებ და წადი

ბათუმის სკოლებში 2011 წლის შედეგებს აჯამებენ. ვისთვის შიდა გამოცდები თუ ტესტირება, ვისთვის კი აკადემიური ხარისხის მონიტორინგი დასრულდა. ეს შეფასების ახალი ფორმაა და მისი შედეგები განსაზღვრავს როგორც მეთორმეტეკლასელების, ისე სკოლის დირექტორების ბედს. მოსწავლეებმა უკვე იციან ატესტატის, ანუ ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით რა შანსები აქვთ. გარკვეულმა ჯგუფმა კი გაიგო, რომ მათთვის უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნება დასრულდა. Continue reading “მე-12 კლასელო!”

მე რომ წიგნის პერსონაჟი ვიყო

ვიდეო მომზადებულია ანანო იაშვილის მიერ, სტუდია „თვითმხილველის“ პროექტის ფარგლებში.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=Ern3vuZwP6o&w=560&h=349]

ვიდეო მომზადებულია ანანო იაშვილის მიერ, სტუდია „თვითმხილველის“ პროექტის ფარგლებში.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=Ern3vuZwP6o&w=560&h=349]

მდინარეებს სუნთქვა უჭირთ

ცაგო კახაბერიძე  

„წყალში ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზემოქმედებს იქ არსებულ ცოცხალ რესურსებზე და უარყოფით გავლენას ახდენს ზღვის ეკოსისტემაზე. ხშირად ამ ნარჩენებით იკვებებიან თევზები, რაც მათ ქსოვილებში არასასურველ ნივთიერებათა დაგროვებას, მოწამვლას ან დაავადებას იწვევს…“  – სპეციალისტები სიტუაციას საგანგაშოდ აფასებენ, გარემოს დაცვის ინსპექციას კი 2010 წლის განმავლობაში აჭარაში წყლის დაბინძურების ერთი ფაქტიც არ გამოუვლენია.

Continue reading “მდინარეებს სუნთქვა უჭირთ”

მდინარეების „დამორჩილების“ წელი

მანანა ქოჩლაძემანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტენატივა“
2011 წელი ისეთივე პრობლემატური აღმოჩნდა გარემოსდაცვის სექტორისთვის, როგორც წინა წლები, კვლავაც წარმატებით გაგრძელდა არსებული გარემოსდაცვით პრობლემების მიჩქმალვის, ეკონომიკური მოგების წინ წამოწევისა და მსოფლიოში აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპების უგულვებელყოფის ტენდენცია. Continue reading “მდინარეების „დამორჩილების“ წელი”

მასწავლებლად დაბადებული

ვალენტინა (ვალია) ხომერიკი
მასწავლებელი! დიდებულად ჟღერს! რამდენი სიტბო და სიყვარული, რამდენი შრომა და რუდუნება, ფიქრი და რწმენა. ძიება და შემოქმედებაა ჩადებული ამ სიტყვაში! საუკუნეების მანძილზე დიდი რიდით, მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ ამ სახელის მატარებლებს, თავანს სცემდნენ და აფასედნენ მას, რადგან ღრმად სწამდატ, რომ მატი მომავალი მასწავლებლის თვალსა და გონებაზე იდგა. მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება, მოზარდი თაობის სწავლა-განატლება. მასწავლებელი იყო მუდამ მოზარდი თაობისთვის ცოცხალი მაგალითი, მისი თიტოეული ნაბიჯი, ქმედება, ქცევა სამაგალიტო იყო ყოველთვის. სამშობლოსა და ხალხის ზნე-ჩვეულებისა და ადათ-წესებისადმი სიყვარულს არსებითად მისგან სწავლობდნენ ახალგაზრდები. სწორედ ასეთ პედაგოგთა რიცხვს ეკუთვნოდა ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი, მრავალი მადლობის ბარათის, ჯილდოსა და სიგელის მფლობელი ვალენტინა (ვალია) ხომერიკი. Continue reading “მასწავლებლად დაბადებული”

მანსარდა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში, აბაშიძის 49 ნომერში მდებარე კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შენობაში ამ დრომდე თოჯინების თეატრი იყო განთავსებული. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გუბაზ ვარშალომიძე ამბობს ძეგლს მხოლოდ მანსარდას დააშენებენ.

„პროექტი შეთანხმებულია უკვე, გასულია კომისიაზე, ზემოდან ალბათ დაედგმება მანსარდის ვარიანტი, ფართის გადიდების მიზნით. 8 მეტრი და 40 სმ არის მანსარდის სიმაღლე. ფასადი იქნება აბსოლუტურად ხელუხლებელი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ყველანაირი კანონისდაცვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დოკუმენტაცია არის აბსოლიტურად გამართული,“ – განაცხადა გუბაზ ვარშალომიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია რომ შენობა მაღალი არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა.

„შენობის თავდაპირველი, მარცხენა ნაწილი მდიდრულად არის გაფორმებული მოდერნის სტილის ელემენტებით. ნაგებობის საერთო გადაწყვეტა, ნაძერწი, თუ ნაკაწრი დეკორატიული ელემენტების ორიგინალური კომპოზიცია და დახვეწილი შესრულება, ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა შორის მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენს მას,“ – მითითებულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის მიერაა შედგენილი 2004 წელს.

[slideshow]

მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ტელეკომპანია “მაესტროს” მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ განახლდა და რამდენიმე წუთში კვლავ გაითშა. მაყურებელს პირდაპირ ეთერში ტელეარხის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა მიმართა. მან “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს ოპერაცია “იმედი 2” უწოდა. მისი თქმით, ახლა არის ტელეარხის დახურვის მცდელობა. Continue reading “მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა”

მალხაზ ზარქუას ოლიმპიური ლიცენზია

ავტორი: მირანდა მიქაძე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნებმა 12-18 სექტემბერს სტამბულში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგაშვილი (84), დავით მოძმანაშვილი (120). Continue reading “მალხაზ ზარქუას ოლიმპიური ლიცენზია”

მალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან

ავტორი: ნათია ზოიძე
ბათუმის მერია სამარშუტო ტაქსებისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს
1.როცა გაეღვიძებათ მაშინ მოდიან;
2. როცა უნდათ მაშინ წყვეტენ მუშაობს;
3.სადისპეჩერო საქმიანობის წესი ირღვევა;
4. სადაც უნდათ იქ აჩერებენ;
5.ხაზების ყიდვა-გაყიდვა გადაიქცა კორფციის წყაროდ, როცა რეალურად მხოლოდ მერიაა სამარშუტო ხაზის მფლობელი და არა კონკრეტული პირი, რომელიც ამ ხაზს ხან 5000, ხან – 6 ათას დოლარად ყიდის. Continue reading “მალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან”

მათ, ვისაც აწუხებს თანდაყოლილი გულის მანკი

„ვინც იცნობთ ბავშვებს, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გულის მანკი, გთხოვთ გააგებინეთ მათ ახლობლებს, რომ საქართველოში ჩამოდის უცხოელი ექიმი, რომელიც მათ ჩაუტარებს ოპერაციებს უფასოდ. მსურველებმა მიწერეთ ინბოქსში გვანცა ჟურულს და დაგაკონტაქტებთ. გთხოვთ გაავრცელეთ, რომ დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ ეს ოპერაცია“, – ეს ინფორმაცია ბოლო დღეებში ფეისბუქით ვრცელდება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გვანცა ჟურულს, რომლის ინფორმაციითაც, ოპერაციები ჩატარდება „ქირურგიის ინსტიტუტში (დიღომში) მესამე სართულზე, კლინიკა ღია გულ-ში. უცხოელი ქირურგი საქართველოში იქნება 11 და 12 ნოემბერს. სასურველია, რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ“.

გვანცა ჟურულის ცნობით, ამ ოპერაციების საქმის კურსში ქირურგი დავით მიქელაძეა.

მადლობა და ნახვამდის

ნაირა ჯანელიძე მე-16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდას უკვე ერთწლიანი ისტორია აქვს… თუმცა, კამათი იმაზე, გვჭირდება თუ არა იგი, ჯერაც არ წყდება. ყოფნა-არყოფნასავით დაუმძიმდა საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი, მით უფრო რომ სტატისტიკა თვალის მომჭრელი არ არის. დიდი ამბიციით დახუნძლული ხელისუფლება 11%-ით თავს ვერ მოიწონებს, ნამდვილად ცოტაა და ვფიქრობ, არც რეალობას ასახავს. იმ გამოცდაზე გასული, წარმატებულიცა და წარუმატებელიც, აბსურდული ისტორიის გმირია, რადგან დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: კარგი მასწავლებელი ამ გამოცდის გარეშეც კარგ მასწავლებლად დარჩება. Continue reading “მადლობა და ნახვამდის”

ლუის ნავარო კვლევის შედეგების შესახებ

ავტორი: ნათია ზოიძე
„ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ფერები შავი ან თეთრია, მოსახლეობისთვის კი ნაცრისფერი“, – ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა ლუის ნავაროს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა. ქვეყნის მასშტაბით ბათუმის მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებული და ოპტიმისტია – ეს NDI საქართველოს ოფისის დირექტორის შთაბეჭდილებაა. ბათუმის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სიღარიბესა და ტრანსპორტის ღირებულებას ხელისუფლება საკმარისად არ აქცევს ყურადღებას – ეს კი კვლევის შედეგებმა აჩვენა… რა იყო კვლევის შედეგებში ყველაზე მოულოდნელი? „ბათუმელების“ კითხვებს ლუის ნავარომ – NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა დღეს ბათუმის პრესკაფეში კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.

Continue reading “ლუის ნავარო კვლევის შედეგების შესახებ”

ლუდის ფესტივალი იწყება

მირანდა მიქაძე

შაბათ–კვირას 18 საათზე  ბათუმის ახალ ბულვარში ქართული ლუდის ფესტივალი „ბათუმი–ფესტი 2011“ გაიმართება.  ფესტივალზე  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ხევსურეთი, ხევი, თიანეთი), ასევე ოსური ტრადიციული ცოცხალი ლუდისაც დააგემოვნებთ. სპეციალურად განლაგებულ კარვებში  ლუდის ხარშვის იმიტაციის ნახვაც შეგეძლებათ. ცნობილი მომღერლებისა და მოძრავი თეატრის მიერ დადგმული ცეცხლოვანი შოუს ფონზე 2011 წლის “ლუდის რაინდი” და “ლედი-ლუდი”–ც გამოვლინდება. თუკი ლუდის ფესტივალის შემდეგ ცეკვის ხასიათზე დადექით, ორგანიზატორებმა ამაზეც იზრუნეს – საღამო დისკოტეკით გაგრძელდება.

ბათუმში ლუდის ფესტივალი წელს მეორედ ტარდება.

ცნობილია, რომ ყველაზე მაშტაბური ლუდის ფესტივალი, „Oktoberfest“–ი ყოველწლიურად ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში ტარდება.  „Oktoberfest“–ს გერმანიის სახალხო დღესასწაულს უწოდებენ და გინესების რეკორდების  წიგნშიცაა შეტანილი, როგორც ყველაზე დიდი და სანახაობრივი დღესასწაული მსოფლიოში. დღესასწაულის მთავარ სასმელს  სპეციალურად მოხარშული ნახევრადმუქი და საკმაოდ ძლიერი ლუდი – „Oktoberfestbeer“  წარმოადგენს, რომელის შეძენაც მხოლოდ ფესტივალის პერიოდშია შესაძლებელი.  „Oktoberfest“–ი პირველად 1810 წლის 12 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში აღინიშნა და მას შემდეგ ყოველი წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირამდე ტარდება.

ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილის მრჩეველი რომ ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან“

ინტერვიუ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთან
ავტორი: ეთერ თურაძე
თარგმანი: ხათუნა ბერიძე

– ბატონო მიტჩელ, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა იციან ამერიკაში თუნდაც იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოში პროცესებს აკვირდებიან?

– ამჟამად ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა იმას ცდილობს, რომ გაიგონ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და მეტი შეიტყონ მასზე; ის გასული ათწლეულის განმავლობაში კარჩაკეტილი ფიგურა იყო და არც მედიას ეკონტაქტებოდა, განსხვავებით მრავალი სხვა პოლიტიკოსისგან. ამიტომაც არ ვიცით მისი ვინაობის შესახებ. ამერიკაში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ერთით მეტი მოთამაშე; აქ ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ ავტორიტარული ნაბიჯები გადადგა ამ ადამიანთან მიმართებაში. იმ ზომამდე მივიდნენ, რომ მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს. პოლიტიკური მოვლენების განვითარების საწყის ეტაპზე ეს ექსტრემალური ნაბიჯად მიგვაჩნია. ამერიკელი ექსპერტები მზად არიან მეტი შეიტყონ ივანიშვილის შესახებ. მან თავი ახლა უნდა გააცნოს ფართო საზოგადოებას, დასავლეთსაც მათ შორის და ამაში სიფრთხილე სჭირდება – ზოგი რამ მის სასარგებლოდ მეტყველებს, ზოგი არა.

Continue reading “ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილის მრჩეველი რომ ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან“”

ლევან ვარშალომიძე და ოფშორი

აქვს თუ არა ოფშორიდან შემოსულ ფულს სუნი?

ავტორი: ლელა დუმბაძე

6 მილიონ დოლარად შეფასებული ფოსტის შენობა აჭარის მთავრობამ 2მილიონ დოლარად გაყიდა

ლევან ვარშალომიძემ 2010 წლის 30 მარტს იმავე დღეს დაფუძნებულ კომპანიას შეღავათიან ფასაფ მიჰყიდა მიწა ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლში. 1 კვადრატული მეტრი 70 ამერიკულ დოლარად შეუფასა. ამ კომპანიას, რომელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, ვარშალომიძემ ასევე 30 მარტს მიჰყიდა ბათუმის ფოსტის შენობაც, შეფასებულზე ორნახევარჯერ იაფად.

შპს „აქთივ ბათუმმა“ სახელმწიფო რეგისტრაცია 2010 წლის 30 მარტს გაიარა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიამ იმავე დღეს, აჭარის მთავრობისგან რამდენიმემილიონიანი ქონება მიიღო. „აქთივ ბათუმს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, 6 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული ფოსტის შენობა 2,500.000 დოლარად გადასცეს. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვა საქართველოს კულტურის სამინისტრომაც კომპანიის რეგისტრაციის დღეს, 30 მარტს გასცა (#3/133 ბრძანება). ეს ნებართვა ქართული კანონმდებლობით საკმაოდ რთული მოსაპოვებელია.

Continue reading “ლევან ვარშალომიძე და ოფშორი”

ლადო ბურდული როკ-კლუბის ხელმძღვანელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

როკ -მუსიკოსი ლადო ბურდული სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს როკ კლუბის ხელმძღვანელის ეკატერინე ლემონჯავას საგანგებო განცხადებას, რომელსაც “ჯეონიუსი” უცვლელად გთავაზობთ. Continue reading “ლადო ბურდული როკ-კლუბის ხელმძღვანელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს”

კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი და „ხალხის მტრები”

ავტორი: ნანა კვაჭაძე

„რატომ არის საზოგადოება ინერტული, როდესაც ჩვენს ქალაქში ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისება და ნგრევა?“ – 30 ნოემბერს, „პრესკაფეში“ გამართულ შეხვედრაზე ეს კითხვა G-PAC -ის პროგრამის სტიპენდიანტმა, სულხან ოქროპირიძემ დასვა, რომელიც ორი თვის მანძილზე სწავლობდა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საჯაროობას. მან ნოემბრის ბოლოს ორთვიანი მუშაობის შეგედეგები გააცნო სპეციალისტებს.

სულხან ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ „ცნება -კულტურული ტურიზმი, საქართველოში არ არსებობს, ჩვენთან ძველს ანგრევენ და ახლის აშენებით ცდილობენ ტურიზმის განვითარებას“. ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს მას ორი თვის მანძილზე შესწავლილი ოთხი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აძლევს. შესწავლილი ძეგლებიდან – ფიჭვნარის ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობა, ყოფილი შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობა (ძველი სასტუმრო „ბელ-ვიუ“), ორი დანგრეულია.

გაყიდე და მოხსენი სტატუსი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პოლიტიკა Continue reading “კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი და „ხალხის მტრები””

კრიზისის დაძლევის ლიტვური გაკვეთილები

 ავტორი: ლელა დუმბაძე

ლიტვის პრემიერ-მინისტრი რუსთაველის უნივერსიტეტში

„გაკვეთილები ნასწავლი და გაკვეთილები უგულებელყოფილი“ – ეს იყო თემა, რაზეც ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა, ბათუმში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. ერთსაათიანი ლექცია ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ევროპას დაეთმო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ლიტვის მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა  თანამდებობის პირების ხელფასების შემცირებით დაიწყო. „მე პირადად მოვითხოვე რომ ჩემი ხელფასი შეემცირებინათ“. წარმატება, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, დამოკიდებულია იმაზე, რომ ქვეყანა არ უნდა შეუშინდეს ახალ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა: „თავდაპირველად იმის თქმა მინდა რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრირების სურვილს.  თქვენი მთავრობა წარმატებით მუშაობს, მაგალითად ბიზნეს გარემო და კორუფციასთან ბრძოლა. საქართველომ ბევრს მიაღწია მსოფლიო ბანკის დახმარებით“-განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა.

კონტროლის პალატაში „დაკითხვა“ გრძელდება

დღეს, დილის 10 საათიდან აჭარის კონტროლის პალატამ განაახლა იმ ადამიანებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომლებიც ქართული ოცნების ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრები ან მათი მხარდამჭერები არიან. დღეს ახსნა-განმარტების მისაცემად 6 ქობულეთელი აქტივისტი ჰყავდათ დაბარებული.
Continue reading “კონტროლის პალატაში „დაკითხვა“ გრძელდება”

კონკურსი მოქალაქე ჟურნალისტებისათვის

batumelebi.ge და პრესკაფე გთავაზობთ მონაწილეობას კონკურსში „ბათუმი – ერთი წუთი”. კონკურსის ფარგლებში უნდა წარმოადგინოთ თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც ქალაქის ცხოვრების ერთ წუთს ასახავს. სასურველია ვიდეო განთავსებული იყოს www.youtube.com- ზე, ან შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ.ფოსტაზე: batumelebi2@yahoo.com; kvachadze.n@gmail.com

კონკურსის მიზანია სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და ბათუმის შესახებ მრავალფეროვანი ვიდეომასალის შექმნა და გავრცელება.

ერთწუთიანი ვიდეო შეიძლება იყოს გადაღებული როგორც პროფესიული/სამოყვარულო ვიდეოკამერით, ასევე მობილური ტელეფონით, ფლიპით და ა.შ. არ არის აუცილებელი ვიდეოს გაფორმება მუსიკითა და სხვა ეფექტებით.

პროექტი გრძელვადიანია. ყოველ თვე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც ყველაზე მეტ „მოწონებას”/Like -ს

დაიმსახურებს.

კონკურსი იწყება ორშაბათს, 27 ივნისს. გამარჯვებულს ივლისის ბოლოს პრესკაფე უმასპინძლებს. პრიზი – ორკაციანი რომანტიკული

(მეგობრული) ვახშამი ორისათვის.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენს გამოხმაურებას.

კონკურსი კორუფციის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტური მასალების გამოსავლენად

წყარო: მედია.გე
დედლაინი: 25 ნოემბერი, 2011 – 18:43
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) საქართველოს ოფისი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, 2011 წლის 9 დეკემბერს აღნიშნავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთშორისო დღეს, კამპანიის ფარგლებში – “კორუფციის წინააღმდეგ დღეს!” – Anti Corruption Today (ACT).

Continue reading “კონკურსი კორუფციის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტური მასალების გამოსავლენად”

კომპანია DPA აჭარაში

ხვალ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ–ერთი ლიდერი კომპანია აჭარაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებსა და საჯარო უწყებებს ხვდება. 
Continue reading “კომპანია DPA აჭარაში”

კოლხური ბზის ბედს კანადაში გადაწყვეტენ

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჯოჭოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბზის დაავადების გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები ჯერ კიდევ არ გატარებულა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ ფარტენაძის ინფორმაციით, მთავრობა კანადელი მეცნიერების დასკვნებს ელოდება.

Continue reading “კოლხური ბზის ბედს კანადაში გადაწყვეტენ”

კოლხური ბზა საფრთხეშია

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეში, მდინარის გასწვრივ, კოლხურ ბზას დაავადება გაუჩნდა. ადგილობრივების თქმით, ხეები სულ რამდენიმე თვეში დაზიანდა. მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი მეცნიერ-თანამშრომლებმა ჯერ არ იციან – სოკო, რომელიც ბზას გაუჩნდა, ადგილობრივი დაავადებაა, თუ ის იგივე სოკოა, რომელიც 2004 წელს ევროპაში დაფიქსირდა. ბზის დაავადება მკვლევარებმა შარშან მტირალას პარკშიც აღმოაჩინეს, თუმცა ახლანდელი მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია. კოლხური ბზა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ირმა ზოიძე

Continue reading “კოლხური ბზა საფრთხეშია”

კოლხური ბზა და მისი პრობლემები

ქეთევან სიხარულიძე, სტუდენტი

ბუნება დღეს დიდი პრობლემის წინაშე დგას და არავინ ფიქრობს ამ პრობლემის მოგვარებაზე. საბოლოოდ ეს ყველაფერი სავალალო შედეგს მოიტანს. თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გადავარჩინოთ უნიკალური ბუნება, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენზე. ამისათვის არ არის საჭირო დიდი ფინანსური რესურსი. საკმარისია, თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს გარემოზე და ნაკლებად დავაბინძუროთ ის. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ბუნების ენდემია და საჭიროა მასზე გაათმაგებული მზრუნველობა.
Continue reading “კოლხური ბზა და მისი პრობლემები”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” შეშფოთებულია გაზეთ ”ბათუმელების” განცხადებაზე სამართალდამცველების მხრიდან ზედაპირული რეაგირების გამო

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” ეხმიანება ”ნეტგაზეთის” ინფორმაციას სახელწოდებით ”ნაპოვნია” (20.11.2011) და გამოხატავს შეშფოთებას სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი გულგრილობის გამო.

2009 წლის 25 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს და აიძულებდნენ, დაეწყო მათთან თანამშრომლობა. ამ დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ გაზეთმა დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა, სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობის დადგენისათვის საჭირო ინფორმაციის სიმწირის გამო, გამოძიება 2 წლის შემდეგაც ვერ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე.

გუშინ, 2011 წლის 20 ნოემბერს, გაზეთის წარმომადგენლებმა გამოიჩნიეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და, სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მიზნით, მოახდინეს ერთ-ერთი იმ პირის – დავით დევნოზაშვილის – იდენტიფიცირება, რომელიც, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდა ჟურნალისტის დაშანტაჟებისა და იძულების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის წარმომადგენლებმა გამოიძახეს პოლიცია და მიაწოდეს მას ინფორმაცია შესაძლო დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ, პოლიციამ დაარღვია მისთვის კანონით დადგენილი ყველა ვალდებულება და არ გაატარა რაიმე პროცესუალური ღონისძიება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარმოადგენს კიდევ ახალი, დამატებითი დანაშაულის ჩადენის ტოლფას ქმედებას.

მომხდარი მოვლენის გაანალიზების ფონზე, კოალიცია სამართალდამცავი ორგანოებისგან კატეგორიულად მოითხოვს : უპასუხოს საზოგადოებას, 2011 წლის 20 ნოემბერს პოლიციის წარმომადგენლებმა რატომ არ მოახდინეს სრულყოფილი კანონიერი რეაგირება მიწოდებულ ინფორმაციაზე. დასვას იმ პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც 2011 წლის 20 ნოემბერს არასრულყოფილად შეასრულეს საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხოს „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტები.

საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება „გაზეთ ბათუმელების” ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის, მიმართ 2009 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული შანტაჟისა და იძულების ფაქტების თაობაზე გამოძიების მინდინარეობას. კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” მიიჩნევს, რომ დასმულ შეკითხვებზე სახელმწიფოს მხრიდან საჯაროდ ღირსეული პასუხის გაცემა არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად დაცულია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება. Continue reading “კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” შეშფოთებულია გაზეთ ”ბათუმელების” განცხადებაზე სამართალდამცველების მხრიდან ზედაპირული რეაგირების გამო”

კლინიკიდან გაშვებული პაციენტის მძიმე ისტორია

ბეგლარ ნაგერვაძემ მრავლობითი ტრავმა სოფელ თხილნარში მომხდარი ინციდენტის დროს მიიღო. აქვს თავის ტვინის შერყევა, ცხვირისა და ყბის მოტეხილობა, დაზიანებული აქვს მარცხენა მუხლის მენისკის მყესი. ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან სამ დღეში გაწერეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანილს კი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს; დაგვიანების შემთხვევაში პაციენტის დაღუპვას არ გამორიცხავს ქირურგი.

ცაგო კახაბერიძე

Continue reading “კლინიკიდან გაშვებული პაციენტის მძიმე ისტორია”

კლასიკა ბათუმის ბინებს ამახინჯებს

ბათუმელი დიზაინერი თემო შანიძე ინტერიერის დიზაინერია. სწორი ფორმები, სისადავე, პანორამა – მისი ხელწერაა. „ჯარჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ახლა ერთერთი რესტორნის პროექტზე მუშაობს. როგორც ამბობს, მისი მეუღლე ია ვარშანიძე („რონიკოს“, ბათუმის ფილიალის, მენეჯერი) და ორი შვილი, მისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

 თეონა თურმანიძე

Continue reading “კლასიკა ბათუმის ბინებს ამახინჯებს”

კინოთეატრ „აპოლოში“ ბილეთი გაიაფდა

  „აპოლოს” მენეჯმენტმა გადაწყევტილება მიიღო კინოსენასებზე დასასწრები ბილეთის ფასი გააიაფოს. ახლა „აპოლოში“ ყველაზე ძვირი, 10-ლარიანი ბილეთის შეძენა მხოლოდ საპრემიერო კინოჩვენებაზე დასწრების მსურველებს მოუწევთ, მომდევნო დღეებში კი იმავე ფილმზე დასასწრები ბილეთის შეძენა 8 ლარადაა შესაძლებელი. ყველაზე იაფი კი დილის კინოსეანსის ბილეთია, მისი ფასი 4 ლარია.
კინოთეატრ „აპოლოს” მენეჯერი, გიორგი მოისწრაფიშვილი გადაწყვეტილებას მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ხსნის: „როგორც იცით, აპოლო კინო რუსთაველის ფილიალია ბათუმში. მენეჯმენტს შევთავაზეთ ჩვენი წინადადება ფასების დაწევასთან დაკავშირებით, რადგან ვიცით ბათუმის ბაზარი და გვინდოდა, კინო ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. საპრემიერო კინოჩვენებების დროს მაყურებელი აპოლოს ნამდვილად არ აკლია, მაგრამ მომდევნო დღეებში მათი რაოდენობა იკლებს, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.”
ყოველ ხუთშაბათს „აპოლოში“ ახალი კინოფილმის პრემიერა იმართება. ამჯერად ბათუმში, ისევე როგორც თბილისსა და სხვა ქვეყნების ქალაქებში მაყურებლები გახმაურებული საგას, „ბინდის“ (სტეფანი მეიერის ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმი) შემდეგ ნაწილს, „განთიადს“ ელოდებიან, რომლის მსოფლიო პრემიერა 18 ნოემბერს შედგა. კინოთეატრ „რუსთაველის” ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ თბილისში „განთიადის” პრემიერა 24 ნოემბერს გაიმართება. ამ დღეს ელოდებიან ფილმის პრემიერას ბათუმშიც. „აპოლოს” მენეჯერი ამბობს, რომ ფილმი ბათუმში მაქსიმუმ ერთი დღის დაგვიანებით შეიძლება აჩვენონ.

კინო რამდენიმე ფინალით

სალომე თავდაპირველად ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გააგრძელა. დაახლოებით 4 წელი აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა რეჟისორად. ახლა პირველ არხზე მემონტაჟეა. „ადამი და ევა“ – ასე ერქვა პირველ ფილმს, რომელიც პირველ კურსზე გადაიღო.

„სიურეალისტური ფილმი იყო. რა თქმა უნდა, ვერავინ ხვდებოდა ჩემი პედაგოგების გარდა. განსაკუთრებით მიხაროდა, როცა კინომცოდნე ლელა ოჩიაური ამბობდა: ამ ფილმში გაურკვეველი არაფერიაო, მაგრამ ეს ალბათ გამოუცდელობით გამოვიდა.
ჩემს გმირებს, ძირითადად ქალებს, რაღაც იდეალური უნდათ, მაგრამ ვერ პოულობენ. ალბათ სადღაც სხვაგან ეძებენ ამ იდეალურს. მაინც რაში სჭირდებათ ამ ქალებს ეს – არ ვიცი. ჩემი ფილმები თითქოს მელოდრამებია და ლავსთორები, მაგრამ საბოლოოდ ეს ფილმები არ არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ეს ქალები ვერ პოულობენ შვებას სიყვარულში თუ მამაკაცში, უფრო დიდი სჭირდებათ, უფრო მეტი, ვიდრე მიწიერი მამაკაცია,“ – ამბობს სალომე საღარაძე. Continue reading “კინო რამდენიმე ფინალით”

კვირის განცხადებები

ქირავდება სადედოფლო კაბები. მის.: ქობულეთი, რუსთაველის ქ.#166 ა, ბ.ნ.41. მობ.: 857 70-67-60, ნარგიზი.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე #78 ბინა 10 (ახალ ბულვართან), მეოთხე სართულზე ქირავდება გარემონტებული ოროთახიანი ბინა. ფასი: 300 დოლარი. მობ.: 893 57 04 20. 877 20 49 11.

გავაქირავებ იაფად შენობებს, მიწის ნაკვეთს, დაცულ სამეწარმეო ეზოში. შესაძლებელია ნებისმიერი კომერციული საქმიანობის განხორციელება. მის: ხელვაჩაურის დასახლება, სამხედრო ნაწილთან, ცენტრალური გზის მიმდებარედ. მობ: 855 34 77 88. ქირავდება 285 კვ.მ-დან 1220 კვ.მ-მდე კომერციული ფართობი. გამოდგება სკოლისთვის, საბავშვო ბაღისთვის და ოფისებისთვის. მის.: დემეტრე თავდადებულის ქ.#65. ტელ.: 27 55 20; მობ.: 899 11 52 52

თბილისში სასწრაფოდ ქირავდება ოროთახიანი საშუალოდ გარემონტებული ბინა. მის: ვ. ფშაველას მე-6 კვარტალი, კორპუსი 36, მეორე სართული. ფასი შეთანხმებით. მობ: 893 94 27 09, მაია.

ვიქირავებ ვიქირავებ სამოთახიან ბინას 250 დოლარის ფარგლებში. ადგილს არ აქვს მნიშვნელობა. ტელ: 27 24 23; 877 50 40 46, ნანა.

სამომხმარებლო კალათა

სუპერმარკეტი „პოპული”

შაქარი (1 კგ.) 1.90 ლარი;
წიწიბურა (დომაშნაია,800 გრ)  8.75 ლარი;
კვერცხი „კოდა“ (10 ცალი)  2.99 ლარი;
წყალი „ბაკურიანი“ (1.50 ლ) _ 0.85 ლარი;
ზეთი „მზიური“ (1ლ) _ 3.95 ლარი.

სუპერმარკეტი „გუდვილი“

შაქარი (1 კგ) _ 2.20 ლარი;
წიწიბურა (1 კგ) _ 4.60 ლარი;
კვერცხი „კოდა~ (10 ცალი) _ 3.35 ლარი;
წყალი „ბახმარო“ (1.5 გრ) _ 0.85 ლარი;
ზეთი „ოლეინა“ (1ლ) _ 4.25 ლარი.

სუპერმარკეტი „ბესთ ბაი“

შაქარი (1კგ) 2.00 ლარი;
წიწიბურა (1 კგ)  4.40 ლარი;
კვერცხი `პატარძეული~ (10 ცალი)  3.30ლარი;
წყალი `ბაკურიანი~ (1. 5 ლ)  0.85 ლარი;
ზეთი `ზოლოტა~ (1ლ) 4.35ლარი

კვირის აფიშა

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 

1-15 ივლისი: „არაჩვეულებრივი გამოფენა” - გასული საუკუნის 80-იანი წლების ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა
ბილეთის ფასი: 2 ლარი
გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე (ორშაბათის გარდა).

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

9 ივლისი: „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი” რეჟისორი: გიორგი თავაძე
დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 5 ლარი.

ბათუმის დელფინარიუმი

ყოველდღე: დელფინების შოუ
ღიაა დილის 12 სთ-დან ხუთ საათამდე
ბილეთის ფასი: 12 ლარი (ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უფასო).

არქეოლოგიური მუზეუმი ყოველდღე, ორშაბათის გარდა
გამოფენა _ „უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე“
ბილეთის ფასი: 1 ლარი (ბავშვებისთვის _ 50 თეთრი)
მუზეუმი ღიაა დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე.

/კვირის აფიშა ყოველდღიურად ახლდება. თუ გაქვთ ინფორმაცია ბათუმში დაგეგმილი საინტერესო ღონისძების შესახებ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ტელეფონზე; 27 45 12, ან დატოვოთ კომენტარის სახით/

Exit mobile version