ჩემპიონის ცხოვრება და ოცნება

ავტორი: მირანდა მიქაძე

15 წლის ასაკში ფეხი მოიტეხა და ჭიდაობას თავს ანებებდა, მაგრამ ძალიან მალე ის საქართველოს კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი და წარმატებული მოჭიდავე გახდა. რამდენიმე დღის წინ კი რუმინეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. Continue reading “ჩემპიონის ცხოვრება და ოცნება”

შორენა შარაძის თავისუფალი ჭიდაობა

ავტორი: მირანდა მიქაძე

30-31 ივლისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრებთან ერთად ბათუმელი მოჭიდავეები: მამუკა კორძაია და ერთადერთი გოგონა შორენა შარაძე (63კგ.) იასპარეზებენ. Continue reading “შორენა შარაძის თავისუფალი ჭიდაობა”

ქართველი და კორეელი მწვრთნელების დაპირისპირება

[slideshow]თამაზ ფუტკარაძე კორეელი მწვრთნელის წინააღმდეგ
ავტორი:მირანდა მიქაძე

10-17 ივლისს იტალიის ქალაქ ტორინოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მშვილდოსნებმა – ხათუნა ნარიმანიძემ და ქრისტინე ესებუამ ლონდონის ოლიმპიადის ინდივიდუალური ლიცენზია მოიპოვეს, გუნდური ლიცენზიები კი მხოლოდ ერთი საათით იზეიმეს. მასპინძლებთან გამარჯვებისთვის მშვილდის მიზანში გარტყმა საკმარისი არ აღმოჩნდა… Continue reading “ქართველი და კორეელი მწვრთნელების დაპირისპირება”

ფეხბურთი ქვიშაზე

ავტორი: მირანდა მიქაძე

[youtube https://www.youtube.com/watch?v=TyO41WtcJSE&w=560&h=349]

ჭიდაობაში პლაჟის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბათუმის ქვიშის მოედანზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯაინის, ირანისა და მოლდოვას ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. Continue reading “ფეხბურთი ქვიშაზე”

სპორტული აფიშა – 24–31 ივლისი

ჩაქვის სასულიერო გიმნაზია – 24–26 ივლისი
საქართველოს ძალოსანთა ლიგის მე–3 ტური
დასაწყისი: 12–00

ბათუმის ქვიშის მოედანი – 24–28 ივლისი
ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის მე–2 საერთაშორისო ფესტივალი
დასაწყისი: 18:00

შეიხ ნახაიაბის ხეივანი – 31 ივლისი
მრბოლელ ქალთა ასოციაციის ჩამოყალიბება და მძღოლი მანდილოსნების საჩვენებელი რბოლა.

ჩაქვის სასულიერო გიმნაზია – 24–26 ივლისი
საქართველოს ძალოსანთა ლიგის მე–3 ტური
დასაწყისი: 12–00

ბათუმის ქვიშის მოედანი – 24–28 ივლისი
ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის მე–2 საერთაშორისო ფესტივალი
დასაწყისი: 18:00

შეიხ ნახაიაბის ხეივანი – 31 ივლისი
მრბოლელ ქალთა ასოციაციის ჩამოყალიბება და მძღოლი მანდილოსნების საჩვენებელი რბოლა.

ორი ვერცხლი და ბრინჯაო რუმინეთიდან

[slideshow]ავტორი: მირანდა მიქაძე

ბათუმელმა ფალავანმა ქემალ ხარაბაძემ(60კგ. მწვრთნელი – ლევან შავაძე) გუშინ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. Continue reading “ორი ვერცხლი და ბრინჯაო რუმინეთიდან”

მწვრთნელის გასაჭირი

[slideshow]ავტორი: მირანდა მიქაძე

12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ ბათუმელმა მოჭადრაკემ – ირაკლი ახვლედიანმა მოიპოვა. 14-22 ივნისს თბილისში გამართულ ტურნირში 50 მოჭადრაკე მონაწილეობდა, სადაც ირაკლიმ 9 ტურიდან 7.5 ქულა მოაგროვა და ტიტულთან ერთად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზურიც, რომელიც სექტემბერში ბულგარეთში გაიმართება.
ირაკლი 2008 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. მას 6 წლიდან ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი ავარჯიშებს. მწვრთნელის თქმით, ირაკლის წელსაც აქვს შესაძლებლობა, ევროპაზე წარმატებით იასპარეზოს. ლეონიდ ნეურონოვი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და უხვტიტულიანი მწვრთნელია, მისი მოსწავლეების მონაგარია: სამჯერ მსოფლიო ჩემპიონისა და თოთხმეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვთ ათი სხვადასხვა სინჯის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) მედალი, საქართველოში კი – ოცდახუთი (ვერცხლისა, ბრინჯაოს) მედალი.
Continue reading “მწვრთნელის გასაჭირი”

მოჭიდავეები პოლონური ხალიჩისთვის ემზადებიან

ლაშა გობაძე, მარად ზოიძე, ედნარ შავაძე

   ავტორი: მირანდა მიქაძე             

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფალავნები 9-14 აგვისტოს პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ათი წონითი კატეგორიიდან, მწვრთნელის ლევან შავაძის ინფორმაციით, პოლონურ ხალიჩაზე აჭარის ნაკრების მინიმუმ ხუთი წევრი იასპარეზებს. Continue reading “მოჭიდავეები პოლონური ხალიჩისთვის ემზადებიან”

მოჭიდავე კადეტების გამარჯვება თურქეთში

საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი და მსაჯი გელა ჯანელიძე
თურქეთის ქალაქ რიზეში გამართულ ოლიმპიური ჩემპიონის მეჰმეთ აკიპ პირინის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მთლიანად ბათუმელი მოჭიდავეებით იყო დაკომპლექტებული 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება “fila”-ს ეგიდით ჩატარდა. Continue reading “მოჭიდავე კადეტების გამარჯვება თურქეთში”

მომავალი ოლიმპიელები ჩაქვში

[youtube https://www.youtube.com/watch?v=vHuXQAFHFDA&w=560&h=349]

ოლიმპიური ჩემპიონების – კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძის აღმზრდელმა, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა ქვეყნის 14 უძლიერესი ძალოსანი 22-მაისიდან 24 ივლისამდე ჩაქვში შეკრიბა. “შეჯიბრებიდან, რომ დავბრუნდებით, მედიასთან მერე ვისაუბრებთ” – ასეთი იყო ძალოსნების სურვილი, მაგრამ “ბათუმელებს” ექსკლუზივი ერგო.

მირანდა მიქაძე

[slideshow]
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ნოემბერში პარიზში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულის გარდა ძალოსნები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრებს უკვე აქვს სამი ოლიმპიური ლიცენზია, მეოთხე ლიცენზიის მოპოვების თეორიული შანსიც არსებობს.
Continue reading “მომავალი ოლიმპიელები ჩაქვში”

მიზანი -ოლიმპიური ჩემპიონობა

ავტორი:მირანდა მიქაძე

გია მაჭავარინი 105კგ.

წელს რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაქველმა ძალოსანმა გია მაჭავარიანმა (105კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამჟამად ის საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირიცაა. Continue reading “მიზანი -ოლიმპიური ჩემპიონობა”

მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

[slideshow]
ავტორი: მირანდა მიქაძე

ალბანეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი პლაჟის ჭიდაობაში ბათუმში გაიმართება. საქართველოში ჩამოსვლის სურვილი უკვე გამოთქვეს ამერიკის, ინდოეთის, ნორვეგიის, ალბანეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, თურქეთის, სომხეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ნაკრებმა გუნდებმა. Continue reading “მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის”

მედლები კონტაქტურ კარატეში

[slideshow]
ავტორი:მირანდა მიქაძე

ქართველმა კარატისტებმა ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 14 ქვეყანას შორის გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. Continue reading “მედლები კონტაქტურ კარატეში”

მამაკაცებთან ერთად ბათუმელი გოგონებიც იჭიდავებენ

[youtube https://www.youtube.com/watch?v=JiichkR0Q80&w=560&h=349]
ავტორი: მირანდა მიქაძე

ხვალ ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედანზე ოცი ქვეყნის ფალავნები მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მსოფლიო ჩემპიონატი პლაჟის ჭიდაობაში ალბანეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს შემდეგ მეოთხედ საქართველოში იმართება. პლაჟის ჭიდაობა 2016 წლისთვის შესაძლოა ოლიმპიურ სახეობათა სიაშიც შევიდეს. ამიტომაც საქართველოში დაწყებულია, ამ სახეობის პოპულარიზაცია, ბათუმში რამდენიმე ტურნირი უკვე ჩატარდა.
საქართველოს პლაჟის ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი ჯემალ კილაძეა, რომელმაც დღეს მოჭიდავეებთან ერთად ქვიშის მოედანზე ვარჯიში გამართა და მოჭიდავეებს პლაჟის ჭიდაობის წესები კიდევ ერთხელ აუხსნა. Continue reading “მამაკაცებთან ერთად ბათუმელი გოგონებიც იჭიდავებენ”

კარატე ოლიმპიური სახეობა?!

[slideshow]
ბათუმის ჭიდაობის დარბაზში 7 ქვეყნის 800-მდე კარატისტმა უკვე მეორედ “პრეზიდენტის თასისთვის” wkf-ის წესებით იჩხუბა. მანამდე კი 6-დან 34 წლამდე ასაკის კარატისტები კასპიისა და შავი ზღვის ინდივიდუალურ ტურნირში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მირანდა მიქაძე Continue reading “კარატე ოლიმპიური სახეობა?!”

ინტერვიუ მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონთან

მამუკა კორძაია და ჯემალ კილაძე

ავტორი:  მირადა მიქაძე

კანადელი, იაპონელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ბათუმელმა ფალავანმა მამუკა კორძაიამ (96 კგ) ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.  მსოფლიო ვიცე-ჩემპიონმა “ბათუმელებთან” მოჭიდავის  რთულ, მაგრამ სასიამოვნო ცხოვრების რეჟიმზე ისაუბრა… Continue reading “ინტერვიუ მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონთან”

თიკა ვეტრიაკოვას ამბიციური სურვილები

ბათუმის ვიცე-მერის მეუღლე თიკა (თინათინ) ვეტრიაკოვა, შპს „სუფთა სამყაროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია. ჰყავთ 5 წლის ქალიშვილი. თიკა კიდევ ერთი ახალი ბიზნესის წამოწყებას გეგმავს.
თეონა თურმანიძე

Continue reading “თიკა ვეტრიაკოვას ამბიციური სურვილები”

ვერცხლი და სამი ბრინჯაო პოლონეთიდან

ავტორი: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კადეტებმა 8-14 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. Continue reading “ვერცხლი და სამი ბრინჯაო პოლონეთიდან”

ველოსიპედები ზღვის პირას

ბათუმში მუნიციპალური ველოსიპედების რვა ტერმინალი ამოქმედდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ზღვისპირა ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით გასეირნება. ქალაქის მუნიციპალიტეტმა 120 ველოსიპედი საფრანგეთიდან ჩამოიყვანა. ერთსაათიანი მომსახურების საფასური 2 ლარია. ველოსიპედით გასეირნების მსურველებმა სპეციალური ბარათი  ტურისტულ ცენტრში უნდა შეიძინონ. ერთი ტურისტული ცენტრი ზღვისპირა პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს, (ტელ: 577 90 90 91), მეორე კი რუსთაველის ქუჩის #30-ში (ტელ: 577 90 90 93).

ბათუმში მუნიციპალური ველოსიპედების რვა ტერმინალი ამოქმედდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ზღვისპირა ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით გასეირნება. ქალაქის მუნიციპალიტეტმა 120 ველოსიპედი საფრანგეთიდან ჩამოიყვანა. ერთსაათიანი მომსახურების საფასური 2 ლარია. ველოსიპედით გასეირნების მსურველებმა სპეციალური ბარათი  ტურისტულ ცენტრში უნდა შეიძინონ. ერთი ტურისტული ცენტრი ზღვისპირა პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს, (ტელ: 577 90 90 91), მეორე კი რუსთაველის ქუჩის #30-ში (ტელ: 577 90 90 93).

ველობილიკი ოლიმპიადამდე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

24 წლის ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე, რომელიც საქართველოს 14-გზის ჩემპიონია, ყოველდღე მწვანე კონცხისა და ციხისძირის გზაზე ვარჯიშობს. ის ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადება. Continue reading “ველობილიკი ოლიმპიადამდე”

დეტალები ბათუმში გამართული რალის შესახეს

[slideshow]2-3 ივლისს ბათუმში, შეიხ-ნახაიანის ქუჩაზე, აჭარის რეგიონალურ საავტომობილო ფედერაციამ მოყვარულთა რბოლა (ჩქაროსნული სლალომი) გამართა. პირველ დღეს რბოლაში მონაწილეობა 18-მა მოყვარულმა და 2-მა პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო. ყველა მძღოლი მამაკაცი იყო. Continue reading “დეტალები ბათუმში გამართული რალის შესახეს”

გოგონებმა ვეღარ იჭიდავეს

[youtube https://www.youtube.com/watch?v=m_bNDuQWeR8&w=560&h=349]

ავტორი:მირანდა მიქაძე

ბათუმის ბულვარში,  5 საათზე ქვიშის მოედანზე პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა დღეს დაგეგმილი შეხვედრები ბათუმური წვიმის გამო ხვალისთვის გადაიდო.  Continue reading “გოგონებმა ვეღარ იჭიდავეს”

გოგონები იგებენ

[slideshow]

აჭარის ფრენბურთელთა ნაკრებმა გუნდმა – „ბათუმმა”  წლევანდელი წელი წარმატებულად დაიწყო. ისინი თბილისში გამართულ “ბაქსვუდის” თასის მფლობელები გახდნენ,  საქართველოს ქალთა ჩემპიონატში კი  1992-1993 წლებში დაბადებულმა გოგონებმა მესამე ადგილი დაიკავეს. Continue reading “გოგონები იგებენ”

ბავშვთა სახლში გაზრდილი ჩემპიონის ისტორია

ავტორი: მირანდა მიქაძე
[slideshow]
19 წლის მარინა ფუტკარაძე მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მის გვერდით არც დედა იყო და არც მამა. შემდეგ ურეხის ბავშვთა სახლში გადმოიყვანეს, სადაც ერთი, ჩვეულებრივი ბავშვისთვის სულ სხვა ცხოვრება დაიწყო – გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მასში ძლიერი და მიზანდასახული ადამიანი დაინახა. Continue reading “ბავშვთა სახლში გაზრდილი ჩემპიონის ისტორია”

ახალგაზრდების თავისუფალი ჭიდაობა

[youtube https://www.youtube.com/watch?v=8F8pbTCMQ6w&w=640&h=390] ბათუმის სასპორტო სკოლის ჭიდაობის დარბაზში ფარვიზ გაგუას სახელობის მე–4 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში.  ტურნირში 1996–98 და  1999–2001 წლებში დაბადებული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 350 მოჭიდავე ასპარეზობდა.

 

მირანდა მიქაძე

Continue reading “ახალგაზრდების თავისუფალი ჭიდაობა”

არჩილ თურმანიძის პოლონური ვერცხლი

ავტორი: მირანდა მიქაძე

არჩილ თურმანიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალები პოლონურ ხალიჩაზე მოსინჯა. ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალი ქართველი ფალავნებისათვის სექტემბერში თურქეთის ქალაქ სტამბულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოლო სასტარტო შეჯიბრება იყო. ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ნაკრები ნაწილობრივ დაკომპლექტდება.

Continue reading “არჩილ თურმანიძის პოლონური ვერცხლი”

10 წლის კარატისტის წარმატება

ავტორი: მირანდა მიქაძე

22-24 ივლისს თურქეთში სპორტულ კარატეში A-კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც ბათუმელმა კარატისტმა დათო მოსიძემ,  მე-3 ადგილი დაიკავა. Continue reading “10 წლის კარატისტის წარმატება”

“ჩვენ უნდა დავდოთ შედეგი”

საჯარო შეხვედრა პრესკაფეში
პრესკაფეში, ეთიკურ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრესის საჩივრების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა უილიამ გორიმ, საჯარო შეხვედრა გამართა. უილიამ გორი ბათუმში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ მოიწვია.
ავტორი: ლელა დუმბაძე
რა შეიცვალა თანამედროვე ჟურნალისტიკაში და რა მოუტანა ახალმა ტექნოლოგიებმა ჟუნალისტიკას; რაში გვჭირდება თვითრეგულირების საბჭოები და რა უნდა გააკეთოს ამ საბჭოებმა რომ მედია გახდეს უფრო ეთიკური – ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა. უილიამ გორი ბრიტანული პრესის საბჭოების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობდა, რომ თუკი პრესის საბჭოები მთელ მსოფლიოში თვითონ არ გამონახავენ გზებს, რომ გახდნენ უფრო მოქნილები და ეფექტურები, შესაძლებელია ხელისუფლებას გაუჩნდეს მოთხოვნილება, თვითონ შექნას მარეგულირებელი ორგანოები, რაც ძალიან სახიფათო იქნება მედიისთვის: “ვაკუუმში პრესა დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, მას უნდა ახლდეს პასუხისმგებლობა. მაგალითად ბრიტანეთში მომხდარი სკანდალის შემდეგ, როცა ჟურალისტები უკანონოდ ისმენდნენ პირად ჩანაწერებს და აქვეყნებდნენ, საზოგადოება პრესის საბჭოებს ადანაშაულებდა, მიუხედავად იმისა რომ საზოგადოების მხრიდან საბჭოში ერთი საჩივარიც კი არ შემოსულა. ისინი ამბობდნენ რომ თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე მეტის გაკეთება, სჯობს რომ არც ვიყოთ. ამიტომ დავიწყეთ რეფორმებზე ფიქრი. პირველ რიგში საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა გავზარდოთ, რადგან 17 წევრი ვერ აუდიოს ძალიან დიდი რაოდენობით შემოსული საჩივრების დროულად განხილვას. მაგალითად შარშან შვიდი ათასი საჩივარი შემოვიდა საბჭოში. მეორე საკითხია ის, რომ საბჭომ იმუშაოს პრევენციაზე და რეაგირება ჰქონდეს არა იმაზე რაც უკვე დაიბეჭდა, არამედ იმაზე რომ აღარ მოხდეს არაეთიკური სტატიების გამოქვეყნება”-ამბობს უილიამ გორი.
Continue reading ““ჩვენ უნდა დავდოთ შედეგი””

“ქართული ჟინით მოვიგეთ”

 

აჭარის ფრენბურთელთა ნაკრებმა გუნდმა – “ბათუმმა” წლევანდელი წელი წარმატებულად დაიწყო. ისინი თბილისში გამართულ `ბაქსვუდის~ თასის მფლობელები გახდნენ, საქართველოს ქალთა ჩემპიონატში კი 1992-1993 წლებში დაბადებულმა გოგონებმა მესამე ადგილი დაიკავეს. ფრენბურთელები მთავარ წარმატებად მაინც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ადგილზე გასვლას მიიჩნევენ. შეჯიბრში საქართველოს გარდა იტალიის, შვეიცარიის, კატალონიისა და ესპანეთის სამი გუნდი მონაწილეობდა. გუნდის კაპიტნის, 17 წლის ნანა იმნაძის თქმით, გამარჯვება მათმა თავდაუზოგავმა ვარჯიშმა, მონდომებამ და მობილიზებამ განაპირობა. ხათუნა გიორგაძე, აჭარის ფრენბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ასეთ მასშტაბურ ტურნირზე არასოდეს ვყოფილვართ და ამიტომაც გამარჯვებას არ ველოდით. კატალონიის გუნდს რომ მოვუგეთ, საოცრება იყო, მწვრთნელები, მასაჟისტები, ექიმები გარს ეხვიათ ფრენბურთელებს. გერმანიის საელჩომ ვიზა ერთი დღის დაგვიანებით ჩაგვირტყა და დასვენებაც ვერ მოვასწარით. ალბათ ქართული ჟინით მოვიგეთ. მინდა აღვნიშნო სასპორტო სკოლის უდიდესი ხელშეწყობა, ყოველთვის ხელს გვიწყობენ~. აჭარის ფრენბურთის ფედერაცია 2005 წელს კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა “ბათუმმა” ბევრი გამარჯვება იზეიმა, მათ შორის საერთაშორისო ტურნირებზე. ხუთი ბათუმელი ფრენბურთელი კი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ამჯერად ფრენბურთელები პლაჟის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც აგვისტოში ბათუმში გაიმართება.

მირანდა მიქაძე

 

აჭარის ფრენბურთელთა ნაკრებმა გუნდმა – “ბათუმმა” წლევანდელი წელი წარმატებულად დაიწყო. ისინი თბილისში გამართულ `ბაქსვუდის~ თასის მფლობელები გახდნენ, საქართველოს ქალთა ჩემპიონატში კი 1992-1993 წლებში დაბადებულმა გოგონებმა მესამე ადგილი დაიკავეს. ფრენბურთელები მთავარ წარმატებად მაინც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ადგილზე გასვლას მიიჩნევენ. შეჯიბრში საქართველოს გარდა იტალიის, შვეიცარიის, კატალონიისა და ესპანეთის სამი გუნდი მონაწილეობდა. გუნდის კაპიტნის, 17 წლის ნანა იმნაძის თქმით, გამარჯვება მათმა თავდაუზოგავმა ვარჯიშმა, მონდომებამ და მობილიზებამ განაპირობა. ხათუნა გიორგაძე, აჭარის ფრენბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ასეთ მასშტაბურ ტურნირზე არასოდეს ვყოფილვართ და ამიტომაც გამარჯვებას არ ველოდით. კატალონიის გუნდს რომ მოვუგეთ, საოცრება იყო, მწვრთნელები, მასაჟისტები, ექიმები გარს ეხვიათ ფრენბურთელებს. გერმანიის საელჩომ ვიზა ერთი დღის დაგვიანებით ჩაგვირტყა და დასვენებაც ვერ მოვასწარით. ალბათ ქართული ჟინით მოვიგეთ. მინდა აღვნიშნო სასპორტო სკოლის უდიდესი ხელშეწყობა, ყოველთვის ხელს გვიწყობენ~. აჭარის ფრენბურთის ფედერაცია 2005 წელს კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა “ბათუმმა” ბევრი გამარჯვება იზეიმა, მათ შორის საერთაშორისო ტურნირებზე. ხუთი ბათუმელი ფრენბურთელი კი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ამჯერად ფრენბურთელები პლაჟის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც აგვისტოში ბათუმში გაიმართება.

მირანდა მიქაძე

“ოლიმპიადის ლიცენზიებსაც ავიღებთ”

[slideshow]

გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის “ოქროს გრან-პრის” საერთაშორისო  ტურნირში საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჯამში 26 მედალი _ 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 14 ბრინჯაო მოიპოვეს. Continue reading ““ოლიმპიადის ლიცენზიებსაც ავიღებთ””

„ქართული ოცნების“ სახე ხელვაჩაურში

ავტორი: ლელა დუმბაძე

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის ოფისს, თემურ კახიძე უხელმძღვანელებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა.   ალექსი პეტრიაშვილმა და ბიძინა გუჯაბიძემ ხელვაჩაურის ოფისის ხელმძღვანელად ყოფილი კალათბურთელი, თემურ კახიძე წარადგინეს. „მიხარია რომ ის არის წარმატებული სპორტსმენი და თანაც გუნდურ თამაშში, მე ძალიან ვაფასებ ამ ჩვევას“-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

„ეს ყველაფერი ყველა ჩვენთაგანის ოცნებების ახდენისკენ იქნება მიმართული. სააკაშვილს არ შესწევს უნარი პოლიტიკური ბრძოლა კონკურენტუნარიან გარემოში წარმართოს, ამიტომ წაართვა მან ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა“-განაცხადა პეტრიაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია: „ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ფორმალურად გადასცემს ქართველი ხალხი, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ოქტომბერში გააკეთებს არჩევანს მომავლისთვის, რომ აღარასოდეს საქართველოში აღარ გავხვდეთ მომსწრე მესიანიზმის და ერთი ადამიანის ნება სურვილებზე გადაწყვეტილებების მიღების“.

ავტორი: ლელა დუმბაძე

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის ოფისს, თემურ კახიძე უხელმძღვანელებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა.   ალექსი პეტრიაშვილმა და ბიძინა გუჯაბიძემ ხელვაჩაურის ოფისის ხელმძღვანელად ყოფილი კალათბურთელი, თემურ კახიძე წარადგინეს. „მიხარია რომ ის არის წარმატებული სპორტსმენი და თანაც გუნდურ თამაშში, მე ძალიან ვაფასებ ამ ჩვევას“-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

„ეს ყველაფერი ყველა ჩვენთაგანის ოცნებების ახდენისკენ იქნება მიმართული. სააკაშვილს არ შესწევს უნარი პოლიტიკური ბრძოლა კონკურენტუნარიან გარემოში წარმართოს, ამიტომ წაართვა მან ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა“-განაცხადა პეტრიაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია: „ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ფორმალურად გადასცემს ქართველი ხალხი, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ოქტომბერში გააკეთებს არჩევანს მომავლისთვის, რომ აღარასოდეს საქართველოში აღარ გავხვდეთ მომსწრე მესიანიზმის და ერთი ადამიანის ნება სურვილებზე გადაწყვეტილებების მიღების“.

„პროკრედიტ ბანკი“ ქობულეთში მცხოვრებ ნინო ჯაფარიძის განცხადებას ოფიციალურად პასუხობს

„პროკრედიტ ბანკის“ ქვემოთ მოცემული გამოხმაურება უკავშირდება batumelebi.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „გარეთ გამოხედვა აღარ მინდა – აქცია ქობულეთში“. აღნიშნული ინფორმაციაში გამოყენებულია ერთ-ერთი რესპონდენტის, ნინო ჯაფარიძის კომენტარი. ამ საკითხის გაშუქებისას რედაქცია „პროკრედიტ ბანკს“ ერთადერთი მიზეზით არ დაუკავშირდა – ნებისმიერი ინფორმაცია კლიენტების შესახებ არის კონფიდენციალური…

„პროკრედიტ ბანკის“ ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელად გთავაზობთ: Continue reading “„პროკრედიტ ბანკი“ ქობულეთში მცხოვრებ ნინო ჯაფარიძის განცხადებას ოფიციალურად პასუხობს”

„გარეთ გამოხედვა არ მინდა“ – აქცია ქობულეთში

ავტორი: ნათია ზოიძე

„გარეთ გამოხედვა არ მინდა, ისეთი ამბები ხდება ჩვენს ქუჩაზე. გამოასახლეს ჩემი მეზობლები: გულანიძეები და შავიშვილები, ახლა რატი მეგრელიძის მიადგნენ. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის“, – ამბობს ნინო ჯაფარიძე, რომელიც დღეს ქობულეთში გამართული აქციის მონაწილე იყო.

აქციის მონაწილეები აღებული სესხების რესტრუქტურიზაციასა თუ ძველ საპროცენტო განაკვეთზე დაბრუნებისთვის ბანკებთან შუამდგომლობას ხელისუფლებას თხოვენ.
ნინო ჯაფარიძე, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყას, შიშობს, რომ სექტემბერში ისიც სახლის გარეშე დარჩება. Continue reading “„გარეთ გამოხედვა არ მინდა“ – აქცია ქობულეთში”

„ბანდიტა1“ ბობოყვათიდან

ავტორი: ირმა ზოიძე

[youtube https://www.youtube.com/watch?v=BCr6rvlDgQk&w=560&h=349]

ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის მფლობელს აჭარაში რამდენიმე სრულიად განსხვავებული ბიზნესი აქვს. ფაბრიკის გარდა, რომელშიც ფირმა „პუმას“ ტანსაცმელს კერავენ, ჯემალ ბილგინგულლუოღლუ აჭარაში ორი რესტორნის, „გრანდგრილისა“ და სათბურის მფლობელია. სათბურების ბიზნესში მას თანამფლობელიც ჰყავს. 8 ჰექტარზე, რომელიც ბიზნესმენებს 29-წლიანი იჯარა აქვთ აღებული პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი და ლობიო მოჰყავთ. სათბურის საერთო ინვესტიცია, მფლობელების განცხადებით, 7 მილიონი დოლარია.

Continue reading “„ბანდიტა1“ ბობოყვათიდან”

Exit mobile version