სპორტი

მომავალი ოლიმპიელები ჩაქვში

30.05.2012
მომავალი ოლიმპიელები ჩაქვში

[youtube https://www.youtube.com/watch?v=vHuXQAFHFDA&w=560&h=349]

ოლიმპიური ჩემპიონების – კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძის აღმზრდელმა, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა ქვეყნის 14 უძლიერესი ძალოსანი 22-მაისიდან 24 ივლისამდე ჩაქვში შეკრიბა. “შეჯიბრებიდან, რომ დავბრუნდებით, მედიასთან მერე ვისაუბრებთ” – ასეთი იყო ძალოსნების სურვილი, მაგრამ “ბათუმელებს” ექსკლუზივი ერგო.

მირანდა მიქაძე

[slideshow]
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ნოემბერში პარიზში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულის გარდა ძალოსნები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრებს უკვე აქვს სამი ოლიმპიური ლიცენზია, მეოთხე ლიცენზიის მოპოვების თეორიული შანსიც არსებობს.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების თავკაცმა ვანო გრიქუროვმა პირველად “ბათუმელებთან” დაასახელა იმ ძალოსნების გვარები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ: „არ მიყვარს შეჯიბრის წინ გვარების დასახელება, მაგრამ გეტყვით, შვიდეულია გამოკვეთილი, აქედან ექვსი იქნება წარდგენილი გუნდურ ჩათვლაზე. ესენი არიან: გიორგი ლომთაძე, რაულ ცირეკიძე (ქუთაისი), გიორგი მაჭავარიანი, ირაკლი თურმანიძე (აჭარა), დავით გოგია (ზუგდიდი). კიდევ ორი კანდიდატი გვყავს, მაგრამ ამათ ჯერ ვერ დავასახელებ.”

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი პეკინის ოლიმპიადის შემდეგ პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად, ორი წლის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა საქართველოში. ვანო გრიქუროვისგან გულშემატკივარი ამჯერადაც ოლიმპიურ მედლებს ელოდება.

ვანო გრიქუროვი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ჩაქვში ნაკრებთან ერთად პირველად ვარ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, ძალიან საპასუხისმგებლო შეჯიბრია, რადგან ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება. ამიტომ გუნდი ძალ-ღონეს არ იშურებს. ახლა ფორმაში რომ იყვნენ, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ფორმის პიკს შეჯიბრის დღეს უნდა მიაღწიონ. ვარჯიშის პროცესი ნაყოფიერად მიდის.”

ჩაქველი სპორტსმენებისთვის წლევანდელი წელი წარმატებით დაიწყო. აპრილში რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარებულ ევროპირველობაზე გიორგი მაჭავარიანმა ატაცში 183 კგ. დაიმორჩილა, აკვრაში კი 217 კგ. დაძლია, ჯამში 400 ქულა მოაგროვა და 105 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა; აბსოლუტურ წონაში ირაკლი თურმანიძემ მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი მეექვსე ადგილი დაიკავა.

გიორგი მაჭავარიანი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი: “ვემზადებით მსოფლიოსთვის, შევეცდებით, ავიღოთ ლიცენზია… არა, უფრო სწორად ავიღებთ. კარგი პირობები გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ მთელი გუნდი. ევროპისთვის ორი თვე ვემზადებოდი, ახლა ხუთი თვე მაქვს და უკეთესად მოვემზადები, მსოფლიოდანაც წამოვიღებ მედალს.”

ირაკლი თურმანიძე, ევროპის მცირე ბრინჯაოს მფლობელი: “კარგი შემართება გვაქვს, გუნდი ყველაფრისთვის კმაყოფილია, საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს. გვინდა, იმედი გავამართლოთ და ოლიმპიადის ლიცენზიები ავიღოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.”

“ბათუმელები” საქართველოს საუკეთესო ძალოსნებს ჩაქვში შარშანაც ესტუმრა შეკრებაზე. მაშინ მინაჩამსხვრეული, ძველი, მოუვლელი დარბაზი დაგვხვდა. ამჯერად გარემო მთლიანად შეცვლილია. როგორც გავიგეთ, დარბაზი და სველი წერტილები აჭარის ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ბესელიამ სიმამრის ნაჩუქარი 3 000 ლარითა და აჭარის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თემურ მიქელაძის დახმარებით მოაწესრიგა. ოლიმპიელებისთვის შესაბამისი ინვენტარი – შტანგები და ფიცარნაგები საქართველოს ფედერაციამ გამოგზავნა… ეს ინვენტარი ნაკრებთან ერთად მისამართს შეიცვლის.

ბესო ბესელია, აჭარის ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ვიტამინები, რაც მოიტანეს, ზღვაში წვეთია. აჭარის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე რეზო ხარაზიც დაგვეხმარა და 1180 ლარის ვიტამინები გვიყიდა, მაგრამ მაჭავარიანს და თურმანიძეს ეგ მხოლოდ ერთი თვე ეყოფათ, წინ კი კიდევ ხუთი თვეა. თან ეს ვიტამინები საქართველოში არ იყიდება, სტეფანიჩმა (ვანო გრიქურივი-ავტ.) პოლონეთიდან უნდა ჩამოგვიტანოს. თურმანიძე125 კგ. გახდა, ის რომ 117 კგ-მდე დაიკლებს, თავისთავად შედეგიც დაუვარდება, ანუ ძალები სპეციალური მედიკამენტებით უნდა აღიდგინოს. კარგი იქნება, ვიტამინების შესაძენად ერთჯერად ფულად დახმარებას კვლავ თუ გაგვიწევენ. საერთაშორისო ასპარეზზე ახლა უკვე შეუძლებელია მედიცინის გარეშე წარმატების მიღწევა.”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.