Batumelebi | ჩემპიონის ცხოვრება და ოცნება ჩემპიონის ცხოვრება და ოცნება – Batumelebi
RU | GE  

ჩემპიონის ცხოვრება და ოცნება

ჩემპიონის-ცხოვრება-და-ოც

ავტორი: მირანდა მიქაძე

15 წლის ასაკში ფეხი მოიტეხა და ჭიდაობას თავს ანებებდა, მაგრამ ძალიან მალე ის საქართველოს კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი და წარმატებული მოჭიდავე გახდა. რამდენიმე დღის წინ კი რუმინეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, 20 წლის ქემალ ხარაბაძემ ბუქარესტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელი, ყაზახი, თურქი და შვედი მეტოქეები დაამარცხა და ახალგაზრდებში ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლით დაასრულა. `საქართველოდან შენ წონით კატეგორიაში მხოლოდ ერთი რომ ჭიდაობ, დიდი პასუხისმგებლობაა. ამის გამო საკუთარ თავში ძალას ვპოულობ, ხალიჩაზე ბოლომდე რომ დავიხარჯო~.

ახალგაზრდებში მოასპარეზე ქემალ ხარაბაძემ წელს გივი კარტოზიას სახელობის `ოქროს გრანპრის~ საერთაშორისო ტურნირზეც (სენიორები) ასევე მესამე ადგილი დაიკავა, მაშინ მას ტურნირის აღმოჩენა უწოდეს: `ხალიჩაზე თავს კარგად ვგრძნობ, ვარჯიში სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ კონკრეტული ტურნირის წინ მზადების პროცესი ხანდახან რთული და მოსაბეზრებელი ხდება. დღეში სამჯერაც ვვარჯიშობ. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დროს,, ყველაფერი წინასწარ გვაქვს დაგეგმილი  _ როდის უნდა ვივარჯიშოთ, გავიღვიძოთ, დავიძინოთ. მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, ტელეფონიც კი არ გვაქვს.

მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს უნდა გავუძლო. ასე მგონია, შრომა დამიფასდება. როცა დიდ სპორტში ჩავები, ყველაფერზე უარი ვთქვი და მთელი დრო და ენერგია ჭიდაობას დავუთმე. როდესაც გაიმარჯვებ და კვარცხლბეკზე ახვალ, ისეთი მაგარი შეგრძნებაა, ამ წამებისთვის და მიზნის მიღწევისთვის ყველაფრის გაძლება ღირს. ჩემთვის ზაფხული ახლა იწყება, 7 თვეა თბილისში ვარ შეკრებებზე. ახლა მხოლოდ 2 კვირით მაქვს თავისუფალი დრო და მეგობრებთან ერთად მთაში წავალ დასასვენებლად. სხვა დროს ჩვენთვის ბანკეტი, ქორწილი, გართობა არ არსებობს. დალევა მხოლოდ ახალ წელს შეიძლება, ისიც ერთი ჭიქა~.

ქემალი ხულოს რაიონში, სოფელ ტუნაძეებში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობს, ჭიდაობის ანა-ბანა ხულოში ოთარ ხარაბაძემ შეასწავლა. შემდეგ საცხოვრებლად ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში გადავიდა, სადაც ოთხი წელი გურამ მაჭარაშვილთან ვარჯიშობდა. ამჟამად ბათუმში ლევან შავაძესთან ვარჯიშობს. `როდესაც ლევან მასწავლებელთან გადმოვედი, პირველად მაშინ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. მას შემდეგ ექვსი წელია საქართველოს ნაკრებში ვარ. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმატებული ვყოფილიყავი. ჩემს ოჯახშიც ძალიან უყვარდათ ჭიდაობა, განსაკუთრებით ბაბუას. 15 წლის ასაკში ფეხი მოვიტეხე და მშობლების გადაწყვეტილებით ჭიდაობისთვის თავი უნდა დამენებებინა, მეც გული მქონდა აცრუებული, მაგრამ ბაბუას მონდომებით დღემდე ვჭიდაობ. ახლა 70 წლის არის და როცა მთაში ერთად ვართ, თვითონ მავარჯიშებს~.

ქემალი კადეტებში საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, ორჯერ ახალგაზრდებში, ერთხელ კი სენიორებში. ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკებში მე-2 ადგილი დაიკავა, ახალგაზრდებში კი _ მესამე: `ბავშვობაში მუხრან ვახტანგაძეს რომ დავინახავდი, მიხაროდა, მაინტერესებდა, როგორი იყო მსოფლიო ჩემპიონი. მაშინ ვერ წარმომედგინა წლების მერე მეც თუ ვიბრძოლებდი ჩემპიონობისთვის. 2016 წლის ოლიმპიადას ვუმიზნებ, თუმცა შეიძლება 2012 წელსაც ვიჭიდავო ლონდონში~.[slideshow]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge