სპორტი

მამაკაცებთან ერთად ბათუმელი გოგონებიც იჭიდავებენ

30.05.2012 •
მამაკაცებთან ერთად ბათუმელი გოგონებიც იჭიდავებენ

[youtube https://www.youtube.com/watch?v=JiichkR0Q80&w=560&h=349]
ავტორი: მირანდა მიქაძე

ხვალ ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედანზე ოცი ქვეყნის ფალავნები მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მსოფლიო ჩემპიონატი პლაჟის ჭიდაობაში ალბანეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს შემდეგ მეოთხედ საქართველოში იმართება. პლაჟის ჭიდაობა 2016 წლისთვის შესაძლოა ოლიმპიურ სახეობათა სიაშიც შევიდეს. ამიტომაც საქართველოში დაწყებულია, ამ სახეობის პოპულარიზაცია, ბათუმში რამდენიმე ტურნირი უკვე ჩატარდა.
საქართველოს პლაჟის ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი ჯემალ კილაძეა, რომელმაც დღეს მოჭიდავეებთან ერთად ქვიშის მოედანზე ვარჯიში გამართა და მოჭიდავეებს პლაჟის ჭიდაობის წესები კიდევ ერთხელ აუხსნა.[slideshow] პლიაჟის ჭიდაობაში მუხლის ქვიშაზე დადება ერთი ქულით ისჯება, ასევე არ შეიძლება წრიდან გასვლა. დგომითი ჭიდაობაა და ქართულ ჭიდაობას ჰგავს. პერიოდი 5 წუთიანია, თანაბარ ქულების შემთხვევაში დამატებით მეორე 5 წუთიანი პერიოდი დაინიშნება. მამაკაცებთან ერთად ბათუმელი გოგონებიც იჭიდავებენ, რომლებიც ძიუდოისტები არიან მაგრამ საქართველოს ნაკრებში ძალებს ქალთა სპორტის სხვადასხვა (ძიუდო, რაგბი, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა,სამბო, ფეხბურთი, მკლავჭიდი) სახეობებში ცდიან.

ნანა კირკიტაძე, აჭარის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:-
ცირა აბულაძე და დარინა აბულაძე მსოფლიოს პრიზიორებია სამბოში, ასევე საქართველოს ჩემპინოები ძიუდოში,შორენა შარაძე წელს სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა, მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონია. ირინა ლეონიძე ძიუდოში და მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონია, ლია გვიანიაძე კი ძიუდოში და მკლავჭიდში საქართველოს პრიზიორია. ძლიერი გოგონები არიან და მათგან 2-3 ოქროს მაინც ველოდები. თან ხელვაჩაურის გამგეობის დახმარებით ძლიერი შეკრება გავიერეთ და კარგ ფორმაში არიან.

გადაბეჭდვის წესი