სპორტი

“ქართული ჟინით მოვიგეთ”

30.05.2012 • • 1199
“ქართული ჟინით მოვიგეთ”

აჭარის ფრენბურთელთა ნაკრებმა გუნდმა – “ბათუმმა” წლევანდელი წელი წარმატებულად დაიწყო. ისინი თბილისში გამართულ `ბაქსვუდის~ თასის მფლობელები გახდნენ, საქართველოს ქალთა ჩემპიონატში კი 1992-1993 წლებში დაბადებულმა გოგონებმა მესამე ადგილი დაიკავეს. ფრენბურთელები მთავარ წარმატებად მაინც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ადგილზე გასვლას მიიჩნევენ. შეჯიბრში საქართველოს გარდა იტალიის, შვეიცარიის, კატალონიისა და ესპანეთის სამი გუნდი მონაწილეობდა. გუნდის კაპიტნის, 17 წლის ნანა იმნაძის თქმით, გამარჯვება მათმა თავდაუზოგავმა ვარჯიშმა, მონდომებამ და მობილიზებამ განაპირობა. ხათუნა გიორგაძე, აჭარის ფრენბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ასეთ მასშტაბურ ტურნირზე არასოდეს ვყოფილვართ და ამიტომაც გამარჯვებას არ ველოდით. კატალონიის გუნდს რომ მოვუგეთ, საოცრება იყო, მწვრთნელები, მასაჟისტები, ექიმები გარს ეხვიათ ფრენბურთელებს. გერმანიის საელჩომ ვიზა ერთი დღის დაგვიანებით ჩაგვირტყა და დასვენებაც ვერ მოვასწარით. ალბათ ქართული ჟინით მოვიგეთ. მინდა აღვნიშნო სასპორტო სკოლის უდიდესი ხელშეწყობა, ყოველთვის ხელს გვიწყობენ~. აჭარის ფრენბურთის ფედერაცია 2005 წელს კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა “ბათუმმა” ბევრი გამარჯვება იზეიმა, მათ შორის საერთაშორისო ტურნირებზე. ხუთი ბათუმელი ფრენბურთელი კი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ამჯერად ფრენბურთელები პლაჟის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც აგვისტოში ბათუმში გაიმართება.

მირანდა მიქაძე

გადაბეჭდვის წესი