სპორტი

მიზანი -ოლიმპიური ჩემპიონობა

30.05.2012 •
მიზანი -ოლიმპიური ჩემპიონობა

ავტორი:მირანდა მიქაძე

გია მაჭავარინი 105კგ.

წელს რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაქველმა ძალოსანმა გია მაჭავარიანმა (105კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამჟამად ის საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირიცაა.

_ სამი თვეა ჩაქვში ვართ შეკრებაზე, ერთი თვის მერე დუშეთში წავალთ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც ნოემბერში პარიზში გაიმართება. გუნდი კარგად არის მომზადებული. ბატონი ვანო (გრიქუროვი) გვავარჯიშებს, იგი ახლა პოლონეთშია. მის ჩამოსვლამდე ალეკო ნოზაძე და ავთო გახოკიძე გვეხმარებიან. მეოთხე ლიცენზია რომ მოვიპოვოთ, 17 ქვეყანას შორის უნდა მოვხვდეთ, ჩინეთი, რუსეთი, პოლონეთი, ბელორუსი, უკრაინა და კიდევ ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ. ერთ წონაში თითქმის 10 ისეთი ძალოსანი ჰყავთ, მედლის აღება რომ შეუძლიათ. ჩვენ კი, ნაკრებში სულ 22 კაცი ვართ. ჩინეთში მილიონამდე ძალოსანია, საქართველოში _ 200-მდე.

_ თქვენი დღის რეჟიმი როგორია?

_ ვარჯიში, საუზმე, ვარჯიში, ვახშამი, ძილი _ 5 წელია ასეთი რეჟიმი მაქვს. რა თქმა უნდა, ძნელია: კაცი ხარ და დისკოთეკაზე წასვლა, გართობა გინდა და ა.შ. მაგრამ ეგეთ რაღაცებს ჩვენ თვითონ ვუკრძალავთ ჩვენს თავს. შედეგისთვის ასეთ რეჟიმში ყოფნა აუცილებელია. ისეთი სისტემაა, შენ თვითონ თუ არ მოინდომე და დაიჭირე შენი თავი, მწვრთნელები ვერ დაგეხმარებიან.

_ წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდით, მანამდე რა მიღწევები გქონდათ?

_ საუკეთესო შედეგი წელს ვაჩვენე, ევროპის ჩემპიონატზე, მანამდე საერთაშორისო ტურნირებზე მედალი არ მქონდა მოპოვებული, მე-6, მე-7 და მე-8 ადგილებს ვიკავებდი. საქართველოს 7 თუ 8-გზის ჩემპიონი ვარ.

_ გახსოვთ პირველად როდის მიხვედით ძალოსნობის დარბაზში?

_ ძალოსნობის დარბაზში 2000 წელს, 17 წლის ასაკში მივედი. ზუსტად მახსოვს, 16 იანვარი იყო. მანამდე ცეკვასა და კრივზე მატარებდნენ, ბოლოს სხვადასხვა სპორტის სახეობიდან ძალოსნობა ავირჩიე. ყოველთვის მომწონდა სიმძიმის აწევა. წესით, ძალოსნობაში ვარჯიში დახლოებით 12-13 წლიდან უნდა დაიწყო, მაგრამ რადგან ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, ორ წელიწადში უკვე საქართველოს ნაკრებში მოვხდი და 2004 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე. გიორგი ასანიძე რომ წავიდა ათენის ოლიმპიადაზე, გუნდი დავეხმარეთ. დიდი შედეგი არ მიჩვენებია, მაგრამ რაღაც ქულები მეც ავიღე. უკვე 11 წელია ძალოსნობაში ვვარჯიშობ და დარბაზში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე _ სახლში…

_ წინასწარ იცოდით, რა სირთულეები გელოდათ?

_ თავიდან, ძალოსნობაზე რომ შემოვედი, ასეთი რთული თუ იქნებოდა, არ მეგონა. სპორტს როცა მისდევ, ფიქრობ რაღაცას მიაღწიო. მერე გიზიდავს და თავს ვეღარ  ანებებ. გიორგი ასანიძეს რომ ვხედავდი, მეც გამიჩნდა სურვილი ის მწერვალები დამეპყრო. დრო რომ გავა და აქტიური სპორტიდან წავალ, გული დამწყდება. ალბათ, მაინც სულ დარბაზში ვივლი, მერე მწვრთნელი გავხდები და ა.შ.

_ თქვენს სპორტულ კარიერაში იყო მძიმე მომენტებიც….

_ 2008 წელს, სანტა დომინგოში, სალიცენზიო ტურნირზე, ყველაზე მეტი (19 ქულა)  მოვიპოვე და ათენის ოლიმპიადაზე წასვლა მეკუთვნოდა, მაგრამ ისეთი ხალხი წაიყვანეს, მაგათზე ნაკლებ შედეგს რომ არ ვაჩვენებდი, თუ მეტს არა… მაშინ ძალიან მატკინეს გული. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი ეგ იყო. დარბაზში შესვლა არ მინდოდა, ასე ვთქვათ, გამაგდეს დარბაზიდან… იმიტომ, რომ ოსები ჰყავდათ ჩამოყვანილი და ერთ ოსთან _ კუზილოვთან, რომელიც ჩემს წონაში ასპარეზობდა, პოლონეთში ჩხუბი მომივიდა, ამის გამო ყველა მე გამიდგა და იმის მხარე დაიჭირეს _ ჩამოსულიაო. აღარ მინდა ამაზე საუბარი… იმდენად ცუდად ვიყავი, სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას ვაპირებდი. ისეთი პირობები შეიქმნა, აზრი არ ჰქონდა აქ ვარჯიშს, რადგან საქართველოში არაფერი გამომივიდოდა. თუმცა საზღვარგარეთ წასვლის საშუალებასაც არ მომცემდნენ… ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი და მინდოდა დამემტკიცებინა მათთვისაც, რომ წარმატების მიღწევა შემეძლო…  მაგრამ ახლა შეიცვალა ყველაფერი, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის დათო ნამგალაურისა და ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის დახმარებით, ჩემთვის ახლა ყველაფერი კარგისკენ წავიდა…

_ რა მიზანი გაქვთ დასახული?

_ პირველ რიგში, ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა! ჩემპიონობა თუ არა, პრიზიორობა მაინც. ეს მიზანი ჩემი ცხოვრებისეული უპირატესობაცაა და მედალს თუ მოვიპოვებ, ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. ამისთვის ვბრძოლობ…

_ მიგაჩნიათ, რომ ოლიმპიური ჩემპიონობის ღირსი ხართ?

_ ღირსი ვარ! თუ სხვას შეუძლია, მე რატომ არ შემიძლია?! ძალას და ოფლს არ ვიშურებ, ყველაფერს ვაკეთებ, ფიზიკურად ძლიერი რომ ვიყო და ჩემპიონი თუ არა, პრიზიორი მაინც გავხდე.

_ მიზნის მიღწევის შემდეგ…

_ ვინც აქ ვარჯიშობს, ყველა ჩემი მეგობარია და როგორც შემეძლება, ვეცდები დავეხმარო ბიჭებს, მატერიალურად უზრუნველვყო, მე რაც გაჭირვება გამოვიარე, იგივე სხვამ რომ არ განიცადოს. ძალოსნებს დიდი ყურადღება სჭირდებათ, დღეში 20-30 ტონა დატვირთვას ვიღებთ. ორგანიზმმა რომ გაგვიძლოს, სახსრები და მყესები რომ გაგიმაგრდეს, ძვირადღირებული ვიტამინებია საჭირო. მე არ მქონდა შესაძლებლობა იმ პირობებში მევარჯიშა, რაც საჭირო იყო და შეკრებებზე წავსულიყავი. დილით რომ ვისადილებდი და სასწავლებელში წავიდოდი, იქიდან მშიერი პირდაპირ ვარჯიშზე მივდიოდი. ოჯახიდან, რა თქმა უნდა, მქონდა ხელშეწყობა, მაგრამ მაინც ძნელი იყო, სპორტსმენს ბევრ რამეში სჭირდება დახმარება…

_ თქვენ გეხმარებოდნენ?

_ ამ მხრივ მე ცოტა დაჩაგრული ვიყავი. გაჭირვებაში გვერდით ჩემი მწვრთნელები _ ავთო გახოკიძე და ბესო ბასილია მედგნენ. ამ ადამიანებმა გადამალახინეს 2008 წელს ოლიმპიადაზე რომ ვერ წავედი. ჩამინერგეს დღევანდელი დღით რომ არ წყდებოდა ყველაფერი და მომავალში რომ უნდა დამემტკიცებინა ჩემი სიძლიერე! საზღვარგარეთ წასვლა გადამაფიქრებინეს, ასევე, სპორტზე თავი რომ არ დამენებებინა და მუშაობა არ დამეწყო.

_ შეიძლებოდა ამ დროისთვის უფრო დიდი მიღწევები გქონოდათ?

_ 2008 წელს, იმათ ვინც ოლიმპიადაზე მიდიოდა, რა პირობებიც ჰქონდათ, მეც რომ იგივე მქონოდა, შეიძლებოდა მეტი გამეკეთებინა. მაგრამ მაშინ, როცა მედლის მოპოვებისთვის მზად ვიყავი, დარბაზიდან  გამაგდეს… წელს რომ მედალი ავიღე, შეიძლებოდა ის სამი-ოთხი წლის წინ ამეღო…

_ ერთი პერიოდი არ გიმართლებდათ…

_ არა ვარ უიღბლო ადამიანი და მადლობელი ვარ უფლის, თუგინდ, დღევანდელი დღე რომ გამითენდა, მაგრამ ადრე უიღბლო სპორტსმენი მერქვა. ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავდიოდი და მსაჯებმა არ ჩამითვალეს. 23-წლიანებში ტურნირი მაშინ დანიშნეს, როცა 24 წლის გავხდი, შარშან რუმინეთში ევროპაზე მინიმუმ მეორე ადგილზე შემეძლო გასვლა, მაგრამ მაღალი სიცხე მომცა, 40  მქონდა ტემპერატურა, ფიცარნაგზე რომ გავედი  და ა.შ.

_ რა მოგცათ ძალოსნობამ?

_ პირველ რიგში, ჯანსაღი სული და ძალიან ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში, 15-16 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ამ სპორტმა ტკივილთან ერთად ბევრი სიხარულიც მაგრძნობინა. ახლა, ევროპაზე მედალი რომ ავიღე, ვიგრძენი ის სიხარული, რაც კვარცხლბეკზე ასვლას ახლავს… ჰიმნი ვერ შევასრულებინე, მაგრამ შემდეგისთვის შევეცდები…

_ გარისკვა მიყვარს. ჩემი ჰობი მანქანა და სისწრაფეა. ავტორბოლაში ჯერჯერობით არ ვმონაწილეობ, სურვილი მაქვს, მაგრამ ძალოსნობაში კარიერას რომ დავამთავრებ, ალბათ, მერე. ბრაზიანიც ვარ, გულჩათხრობილი არ ვარ, რომ გულში მოვიკლა წყენა. ვცდილობ, ვიყო მშვიდი და ჩემი სიმართლით ვიარო.

გადაბეჭდვის წესი