Batumelebi | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის – Batumelebi
RU | GE  

მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

მსოფლიო-ჩემპიონატი-პლაჟი

[slideshow]
ავტორი: მირანდა მიქაძე

ალბანეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი პლაჟის ჭიდაობაში ბათუმში გაიმართება. საქართველოში ჩამოსვლის სურვილი უკვე გამოთქვეს ამერიკის, ინდოეთის, ნორვეგიის, ალბანეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, თურქეთის, სომხეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ნაკრებმა გუნდებმა. თუმცა შესაძლოა რამდენიმე ქვეყანა კიდევ დაემატოს. ხვალ ბათუმში “FILA”-ს პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტიც ჩამოვა. სამეულში გასულ ფალავნებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ. თუ აჭარის ნაკრების წევრი გახდება ჩემპიონი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტისაგან 6000 ლარით დაჯილდოვდება. შეჯიბრება 15-17 ივლისს ბულვარში ქვიშის მოედანზე გაიმართება.
ჯემალ კილაძე, საქართველოს პლაჟის ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი: – “ბევრ სტუმარს ველოდებით, სანახაობრივადაც კარგი შეჯიბრება იქნება და გამოცდილებასაც მივიღებთ. პლაჟის ჭიდაობა 2016 წლისთვის აუცილებლად გახდება ოლიმპიური სახეობა და ჩვენი მიზანია პლაჟის ჭიდაობა ისეთივე პოპულარული გახდეს საქართველოში როგორც ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობაა.”
შეჯიბრება საქართველოსა და აჭარის ჭიდაობის ფედერაციების, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

ქართველ ფალავანთა სავარაუდო შემადგენლობა

დიდები:
70კგ. გიორგი ლობჟანიძე, აჩიკო თურმანიძე, ხოზრევანიძე.
80კგ. გელა საღირაშვილი, სიმონ ფევაზე, მარად ზოიძე.
90კგ. არჩილ ქიტიაშვილი, ბექა ჭელიძე, ირაკლი მარსაგაშვილი.
+90კგ. ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე, გიორგი ნიკურაძე.

ახალგაზრდები:
66კგ. სიმონ სურმანიძე, სოსო ივანიშვილი, ბიჭიკო აბუსერიძე.
70კგ. ირაკლი მოსიძე, ზვიად მეკეიძე.
80კგ. ჯონი ყადიძე, რეზო ივანიშვილი.
+80კგ. გოგი გოგრიჭიანი, ასლანიშვილი, ვეფხვია ჯიჯავაძე.

ქალები:
60კგ. შორენა შარაძე, დარინა აბულაძე, ნათია ცინცქილაძე.
70კგ. ირინა ლეონიძე, მალვინა ლორთქიფანიძე, ლია გვიანიძე .

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge