სპორტი

ბავშვთა სახლში გაზრდილი ჩემპიონის ისტორია

30.05.2012 •
ბავშვთა სახლში გაზრდილი ჩემპიონის ისტორია

ავტორი: მირანდა მიქაძე
[slideshow]
19 წლის მარინა ფუტკარაძე მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მის გვერდით არც დედა იყო და არც მამა. შემდეგ ურეხის ბავშვთა სახლში გადმოიყვანეს, სადაც ერთი, ჩვეულებრივი ბავშვისთვის სულ სხვა ცხოვრება დაიწყო – გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მასში ძლიერი და მიზანდასახული ადამიანი დაინახა.

2009 წელს ურეხის ბავშვთა სახლს ამერიკელი ჯარისკაცები ესტუმრნენ, სადაც აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ორგანიზებით სამხედროებსა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს შორის შეჯიბრება გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ, უამრავ ბავშვს შორის სრულიად შემთხვევით ერთი გოგონა შენიშნა.

გოჩა შავაძე: „დავინახე ერთი გოგონა, ამერიკელ ჯარისკაცებს როგორ უმკლავდებოდა. თავიდან ვიფიქრე, როგორც ქალს უთმობდნენ, მაგრამ მის მკლავში ძალა ვიგრძენი და მეორე დღეს ბავშვთა სახლში მივაკითხე. მკლავჭიდში ვარჯიშის სურვილი მარინამაც გამოთქვა, ერთი კვირის მერე ჩემი ხარჯებით, თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე წავიყვანე, სადაც მეორე ადგილი აიღო. მხოლოდ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონთან თამრიკო წერეთელთან დამარცხდა. მერე რაღაც პერიოდი გაუჩინარდა, ასე მითხრეს, აღარ უნდა ვარჯიშიო და 2010 წლის საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა. მარინას კარგა ხნის შემდეგ ისევ შემთხვევით ბულვარში ვარჯიშის დროს შევხვდი. ამ დღის შემდეგ სისტემატურად ვარჯიშობს”.

მარინა წელს 65კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა მარცხენა ხელში, აბსოლუტურში მარჯვენა ხელით მეორე ადგილი დაიკავა. სენსაცია ევროპის ჩემპიონატზე მოახდინა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიაში შევიდა, როგორც ერთადერთი ქართველი ქალი, რომელმაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე მედალი აიღო. ეს მარინასათვის პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო.

გოჩა შავაძე: “მარინა სადმე რომ მიდის, ყოველთვის მირეკავს და მითანხმებს. მკლავჭიდელიც რომ აღარ იყოს, შვილისგან ვერ გავარჩევ. კვირაში 4-5 ჯერ მაინც ვნახულობ, მასზე მე ვზრუნავ, რადგან ჩემ გარდა არავინ ჰყავს. მისი ხასიათი ჩემ გარდა არავინ იცის, ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე მარინას გამო ჩემი ხარჯებით წავედი. პირველი შეხვედრა უკრაინელს მოუგო, შემდეგ ბელორუსიელი, ხორვატი და რუსი მეტოქეები დაამარცხა. დავინახე ერთ-ერთ მეტოქეს შეჯიბრების შემდეგ როგორ აწყნარებდა. რუსთან მოგება გადამწყვეტი იყო, ამიტომ მისი განწყობის შესაქმნელად მე და სერგი ვილიამ მარინას ნახევრად ხუმრობით ვუთხარით – მაგ გოგოს მამა მფრინავი იყო, რომელმაც დაგვბომბა. მიპასუხა – მართლა გოჩა მას, ნახე ამას ახლა რა ვუქნაო და მართლა ისეთი შემართებით გაეჯიბრა იმ გოგოს, ვერ აღვწერ, ლამის ხელი მოტეხა. სამწუხაროდ, მარინას სმენის პრობლემა აქვს, ამის გამო რამდენჯერმე მსაჯის მითითებები ვერ გაიგონა და წაგება ჩაუთვალეს.

თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს რეზო ხარაზს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, მარინა ევროპის ჩემპიონატზე რომ წასულიყო. ამ ტურნირმა კი მარინას ცხოვრება შეცვალა, იგი ახლა სასტუმრო “მარინაში” აუზზე და ტრენაჟორებზე უფასოდ ვარჯიშობს, რაშიც მარიჯგუფის ხელმძღვანელი თემურ ლომთათიძეც გვეხმარება. სასპორტო სკოლის დირექტორის მუხრან ვახტანგაძის ხელშეწყობით კი მკლავჭიდელები სასპორტო სკოლაში ვარჯიშობენ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სულიკო ბაკურიძეს, გურამ ბერიძეს, მურმან ბაკურიძეს, თენგიზ გორგაძეს, რომლებმაც არაერთ ტურნირზე ფინანსურად დაგვიჭირეს მხარი. სულიკო ბაკურიძის წყალობით არა ერთი ბავშვი მოვწყვიტეთ ქუჩას, ჩვენი ფედერაცია 2010 წელს დაარსდა და უკვე აჭარაში 100 მეტი მკლავჭიდელი მონაწილეობს შეჯიბრებებში. 2010 წელს ხუთი საქართველოს ჩემპიონი გვყავდა, 2011 წელს რვა ჩემპიონი გვყავს”.

მარინას ცხოვრებაში ჯერ გოჩა გამოჩნდა, რომელმაც იგი წარმატებულ სპორტსმენად აქცია, ევროპის ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ კი ერთ-ერთი მედიასაშუალების წყალობით ბავშვთა სახლში მარინა „უცნობმა“ მამამ იპოვა.

ამჟამად მარინა ასაკის გამო იძულებულია, მისამართი კვლავ შეიცვალოს. მარინა ასევე ხატავს და სამკაულებს აკეთებს. პირველი ფულადი პრიზით ტელეფონი შეიძინა, დაბრუნებულ მამას კი ტელევიზორი უყიდა. მარინას დედა გარდაცვლილია.

გოჩა შავაძე: “მინდა ხელმძღვანელობას ვთხოვო, მარინას კიდევ ერთხელ მისცენ შანსი ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის. ეს გოგო არ არის დასაკარგი, ის აუცილებლად გახდება მსოფლიო ჩემპიონი!”

გადაბეჭდვის წესი