სპორტი

ვერცხლი და სამი ბრინჯაო პოლონეთიდან

30.05.2012 • • 1390
ვერცხლი და სამი ბრინჯაო პოლონეთიდან

ავტორი: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კადეტებმა 8-14 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

76კგ წონით კატეგორიაში საკუთარი შედეგი შარშანდელთან შედარებით ერთი საფეხურით გააუმჯობესა 17 წლის ლაშა გობაძემ, რომელმაც წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა. თუმცა ფინალი დრამატული აღმოჩნდა. რუს მეტოქეს პირველ პერიოდში 6:0 მოუგო, მეორე პერიოდში მხოლოდ ერთი ქულა დაკარგა, მესამე პერიოდში კი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და 7:0 დამარცხდა. ლაშამ ფინალამდე შვეიცარიელი, შვედი  და ფინელი მეტოქეები დაამარცხა.

ფოტო: მირანდა მიქაძე

42კგ-ში ბრინჯაოს მედალი 15 წლის რამაზ ზოიძემ მოიპოვა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან მოლდოველ მეტოქეს აჯობა.

ფოტო: მირანდა მიქაძე

50კგ-ში 16 წლის ედნარ შავაძემ შარშანდელი შედეგი გაიმეორა და უკრაინელი მეტოქის დამარცხების შემდეგ კვლავ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

58კგ-ში შმაგი ბოლქვაძემ ხორვატიელი და რუსი მეტოქეები დაამარცხა, მაგრამ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში აზერბაიჯანელთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის მებრძოლებს შეუერთდა, სადაც უკრაინელ მეტოქესთან პირველ პერიოდში 2:0 წააგო, მე-2 პერიოდში კი 4:0 აჯობა და მესამე პერიოდში ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

28 ქვეყნიდან  გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა, მეორეზე – აზერბაიჯანი, მესამეზე კი – საქართველო.

პრიზიორი ქართველი მოჭიდავეები წარმოშობით ხულოდანა არიან, ისინი ამჟამად ბათუმში ლევან შავაძესთან ვარჯიშობენ.

მირანდა მიქაძე

გადაბეჭდვის წესი