მთიანი აჭარა

„გარეთ გამოხედვა არ მინდა“ – აქცია ქობულეთში

30.05.2012 • • 1402
„გარეთ გამოხედვა არ  მინდა“ – აქცია ქობულეთში

ავტორი: ნათია ზოიძე

„გარეთ გამოხედვა არ მინდა, ისეთი ამბები ხდება ჩვენს ქუჩაზე. გამოასახლეს ჩემი მეზობლები: გულანიძეები და შავიშვილები, ახლა რატი მეგრელიძის მიადგნენ. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის“, – ამბობს ნინო ჯაფარიძე, რომელიც დღეს ქობულეთში გამართული აქციის მონაწილე იყო.

აქციის მონაწილეები აღებული სესხების რესტრუქტურიზაციასა თუ ძველ საპროცენტო განაკვეთზე დაბრუნებისთვის ბანკებთან შუამდგომლობას ხელისუფლებას თხოვენ.
ნინო ჯაფარიძე, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყას, შიშობს, რომ სექტემბერში ისიც სახლის გარეშე დარჩება.

ჯაფარიძეების ოჯახმა,როგორც თავად ამბობდნენ „პროკრედიტ ბანკიდან“ 16000 ლარი (17 %-იანი სასესხო განაკვეთით) 2007 წელს აიღო.

„2008 წელს ომი იყო და ტურისტული სეზონი ჩავარდა. ბანკში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი შემთხვევა არ ითვლებოდა ფორსმაჟორად – თქვენს სახლს ხომ არ დაცემია ბომბიო… კრიზისი ქობულეთს ვითომ არ შეხებია. გადახდა დაგვაგვიანდა და დავა ბანკთან სასამართლოში გაგრძელდა“, – ამბობს ქალბატონი ნინო, რომლის ოჯახსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 16 000 ლარის ნაცვლად ბანკისთვის 31 000 ლარის გადახდა დაეკისრა (შესაბამისად 17-ის ნაცვლად 33 პროცენტი,რომელიც შემდეგ 30 პროცენტამდე დაიწია). ნინო ჯაფარიძის გაანგარიშებით, 10 წელიწადში მას 110 000 –მდე ლარი ექნება ბანკისათვის გადასახდელი.

ნინო ჯაფარიძიის ოჯახმა 11 000 ლარი სექტემბერში უნდა გადაიხადოს. ქალბატონ ნინო ამბობს,რომ ამდენივე უკვე გადახდილი აქვს, თბილისში დედის ბინა დააგირავა და დედა საცხოვრებლად ქობულეთში გადმოიყვანა. ახლა შეიძლება ქობულეთში, აღმაშენებლის 434 ნომერში მდებარე 6 ოთახისგან შემდგარი ორსართულიანი სახლიც დაკარგოს და მშობლების ერთოთახიანი ბინაც თბილისში.

ნინოს კონკრეტული მოთხოვნაა, ხელისუფლება მოელაპარაკოს ბანკებს, რომ მისი ოჯახი ძველ საპროცენტო განაკვეთზე დააბრუნონ.

„ჩემი მეზობლის სახლი ინტერნეტით იყიდა შვედეთის მოქალაქემ. ასე გაიყიდება ჩემიც და რვასულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ უნდა დავრჩეთ“.

ქობულეთში 2007 წელს ბანკიდან სესხი 271-მა ოჯახმა გამოიტანა. ისინი ამბობენ, რომ აგვისტოს ომის გამო სეზონი ჩავარდა, რის გამოც ბანკებს პროცენტი ვეღარ გადაუხადეს, რასაც ფინანსური სანქციებიც მოჰყვა.

დღეს ქობულეთში ბანკის მოვალეთა აქციაზე „ქრისტიან-დემოკრატები“ მივიდნენ. პარტია ხვალ პარლამეტის სხდომაზე ქობულეთელების პრობლემის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

გადაბეჭდვის წესი