Batumelebi | “ჩვენ უნდა დავდოთ შედეგი” “ჩვენ უნდა დავდოთ შედეგი” – Batumelebi
RU | GE  

“ჩვენ უნდა დავდოთ შედეგი”

ჩვენ-უნდა-დავდოთ-შედეგი

საჯარო შეხვედრა პრესკაფეში
პრესკაფეში, ეთიკურ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრესის საჩივრების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა უილიამ გორიმ, საჯარო შეხვედრა გამართა. უილიამ გორი ბათუმში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ მოიწვია.
ავტორი: ლელა დუმბაძე
რა შეიცვალა თანამედროვე ჟურნალისტიკაში და რა მოუტანა ახალმა ტექნოლოგიებმა ჟუნალისტიკას; რაში გვჭირდება თვითრეგულირების საბჭოები და რა უნდა გააკეთოს ამ საბჭოებმა რომ მედია გახდეს უფრო ეთიკური – ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა. უილიამ გორი ბრიტანული პრესის საბჭოების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობდა, რომ თუკი პრესის საბჭოები მთელ მსოფლიოში თვითონ არ გამონახავენ გზებს, რომ გახდნენ უფრო მოქნილები და ეფექტურები, შესაძლებელია ხელისუფლებას გაუჩნდეს მოთხოვნილება, თვითონ შექნას მარეგულირებელი ორგანოები, რაც ძალიან სახიფათო იქნება მედიისთვის: “ვაკუუმში პრესა დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, მას უნდა ახლდეს პასუხისმგებლობა. მაგალითად ბრიტანეთში მომხდარი სკანდალის შემდეგ, როცა ჟურალისტები უკანონოდ ისმენდნენ პირად ჩანაწერებს და აქვეყნებდნენ, საზოგადოება პრესის საბჭოებს ადანაშაულებდა, მიუხედავად იმისა რომ საზოგადოების მხრიდან საბჭოში ერთი საჩივარიც კი არ შემოსულა. ისინი ამბობდნენ რომ თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე მეტის გაკეთება, სჯობს რომ არც ვიყოთ. ამიტომ დავიწყეთ რეფორმებზე ფიქრი. პირველ რიგში საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა გავზარდოთ, რადგან 17 წევრი ვერ აუდიოს ძალიან დიდი რაოდენობით შემოსული საჩივრების დროულად განხილვას. მაგალითად შარშან შვიდი ათასი საჩივარი შემოვიდა საბჭოში. მეორე საკითხია ის, რომ საბჭომ იმუშაოს პრევენციაზე და რეაგირება ჰქონდეს არა იმაზე რაც უკვე დაიბეჭდა, არამედ იმაზე რომ აღარ მოხდეს არაეთიკური სტატიების გამოქვეყნება”-ამბობს უილიამ გორი.
ერთ–ერთი გამოწვევა რაც არსებობს პრესის საბჭოებისთვის ბრიტანეთში ის არის, რომ საზოგადოებას უნდა ნაკლებად ჩაერიონ ჟურნალისტები ადამიანების პირად ცხოვრებაში: “თუმცა, საზოგადოებას ურჩევნია რომ ჰყავდეს თვითრეგულირების საბჭოები, თუნდაც ისეთი როგორიც დღეს არის, ვიდრე მთავრობამ დაუწესოს მაკონტროლობელი. სანამ პრესის საბჭოებს სურს ცვლილებები და ღიაა, მისი არსებობაც ღირს. რადგან, თუკი ბრიტანეთმა დაუშვა რომ დაიშალოს პრესის საბჭოები, არსებობს საფრთხე რომ მას შეიძლება სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და ეს ძალიან სახიფათოა. ამიტომ ჟურნალისტების მოვალეობაში შედის შეინარჩუნონ თვითრეგულირების საბჭოები და არ დაუშვან მათი დაშლა. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ რომ საზოგადოებასთან ერთად დავდიოთ შედეგი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge