სპორტი

გოგონებმა ვეღარ იჭიდავეს

30.05.2012
გოგონებმა ვეღარ იჭიდავეს

[youtube https://www.youtube.com/watch?v=m_bNDuQWeR8&w=560&h=349]

ავტორი:მირანდა მიქაძე

ბათუმის ბულვარში,  5 საათზე ქვიშის მოედანზე პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა დღეს დაგეგმილი შეხვედრები ბათუმური წვიმის გამო ხვალისთვის გადაიდო.    მზადების პერიოდში 2-3 დღით ადრე ისეთი  ამინდები იყო, ვფიქრობდით, რომ ჭიდაობა თაკარა მზის ფონზე გაიმართებოდა, მაგრამ დღეს ცა დილიდანვე მოღრუბლული იყო…   ასპარეზობა მხოლოდ ვაჟებმა მოახერხა.  კადეტებში 60კგ-ში ჩემპიონი გურამ დავითაძე გახდა, 70 კგ-ში ასლან მეგეიძე,  +70კგ-ში ნოდარ კურტანიძე.

რაულ თავართქილაძე,აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი:-“ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბათუმში ჩატარება 2007 წელს “ფილას” პრეზიდენტის რაფაელ მარტინეტის ბათუმში ვიზიტის დროს დაიგეგმა.   ამჯერად საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას დაგვპირდა, რომელსაც კალენდარში შეიტანენ. “

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.