მთიანი აჭარა

„ბანდიტა1“ ბობოყვათიდან

30.05.2012 • • 2295
„ბანდიტა1“ ბობოყვათიდან

ავტორი: ირმა ზოიძე

[youtube https://www.youtube.com/watch?v=BCr6rvlDgQk&w=560&h=349]

ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის მფლობელს აჭარაში რამდენიმე სრულიად განსხვავებული ბიზნესი აქვს. ფაბრიკის გარდა, რომელშიც ფირმა „პუმას“ ტანსაცმელს კერავენ, ჯემალ ბილგინგულლუოღლუ აჭარაში ორი რესტორნის, „გრანდგრილისა“ და სათბურის მფლობელია. სათბურების ბიზნესში მას თანამფლობელიც ჰყავს. 8 ჰექტარზე, რომელიც ბიზნესმენებს 29-წლიანი იჯარა აქვთ აღებული პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი და ლობიო მოჰყავთ. სათბურის საერთო ინვესტიცია, მფლობელების განცხადებით, 7 მილიონი დოლარია.

ერთი პომიდვრის ნერგზე 25 კილოგრამი მოსავალი 8 თვის განმავლობაში – ამ ტექნოლოგიას იცონ გროუპ-ი ფლობს. 3 ჰექტარზე, გასული წლის ნოემბრიდან ამ დრომდე სათბურში 450 ტონამდე პომიდორი უკვე მოკრიფეს, მოსავლის საბოლოოდ აღებამდე კი კიდევ ამდენივე ტონის მოკრეფას ვარაუდობენ. „წინსვლის პომიდორი“, როგორც მას ბათუმის ბაზარზე შეარქვეს, საკმაო მოწონებით სარგებლობს. ნაყოფი ხასხასა წითელია, თუმცა სიდიდით არ გამოირჩევა. ერთ ყუნწზე რამდენიმე ნაყოფს ისხამს. მსხმოიარობაც თავესიბური აქვს. თავად ნერგიც კიტრისა და ვენახის მსგავსად თოკზე მაგრდება. პომიდორი მოსხმას და შეწითლებას ძირიდან იწყებს. როცა მწიფე ნაყოფს აიღებენ, ფოთლებს გააცლიან, საბოლოოდ პომიდვრის ნერგისგან გრძელი ხვეულა რჩება. ჯიშის სახელწოდება „ბანდიტა1“-ია. ჰოლანდიური ჰიბრიდის ჩითილები თურქეთში გამოჰყავთ და ბათუმში ჩამოაქვთ. სპეციალურ დაფქვეული ქოქოსის სუბსტრატი ეგრეთ წოდებულ „ბალიშებში“ თავსდება და ნერგიც მათში ირგვება. აგრონომი მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მსგავსი მეურნეობა საქართველოში ჯერ არავის აქვს. ტექნოლოგიების წყალობით ისინი ზამთრის პირობებშიც კი იღებენ მოსავალს: „ჩვენი პომიდორი გემრიელია, რადგან ბუნებრივ, წყალში გახსნილ მინარევებს ვიყენებთ და, შესაბამისად, გემოც უკეთესი აქვს. მომხმარებელი იცნობს ჯანსაღ პროდუქტს“. ახალი ტექნოლოგიის ათვისებაში მამუკას ორი თურქი კოლეგა ეხმარება. იმის მიუხედავად, რომ თავად ორგანიზაცია დისტრიბუციას არ ეწევა, „წინსვლის პომიდორი“ უკვე ექსპორტზეც გააქვთ.
როლანდ ფუტკარაძე, მენეჯერი: „ბევრ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს და გადამზიდავ კომპანიას ვამარაგებთ და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. ჩვენი პროდუქტი გააქვთ აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელორუსში, უკრაინაში. ადგილობრივ ბაზარზეც 10 პროცენტი ჩვენი პროდუქციაა“.
ზამთრობით ადგილობრივი ბაზრის უფრო დიდ სეგმენტს იკავებენ, რადგან ამ დროსთვის კონკურენციას მხოლოდ შემოტანილი პროდუქციით უწევენ. მამუკა თურმანიძე: „საქართველოში ჯერ ვერავინ ახერხებს პომიდვრის მოყვანას ზამთარშიც, ამიტომაც ჩვენ მაინც ამ პერიოდზე ვართ ორიენტირებული. პომიდვრის ჩითილები შარშან, აგვისტოში დავრგეთ და პირველი მოსავალი ნოემბერში მივიღეთ. შემდეგ უკვე მთელი ზამთარი ვამარაგებდით ბაზარს. მართალია, ამ დროს დანახარჯიც იზრდება, რადგან სათბურს გათბობა სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ ფასიც მაღალია“. სათბურის გასათბობად ქვანახშირს იყენებენ. თავიდან ქვანახშირს ჭიათურიდან იღებდნენ, მაგრამ ახლა თურქეთიდანაც შემოაქვთ. ძირითადი ხარჯიც სწორედ გათბობას უკავშირდება. სათბურში ამ ჯერზე 100 ადამიანია დასაქმებული. მათი ხელფასები 200 ლარიდან იწყება. მუშა-მოსამსახურეებისთვის ერთჯერადი კვებაცაა გათვალისწინებული. გასულ წელს თანამშრომლებს ჯანმრთელობაც დაუზღვიეს. ერთ-ერთი მენეჯერი ადმინისტრაციული მიმართულებით ია გაბაიძე ამბობს, დაზღვევის ვადის გაგრძელებას კვლავაც აპირებენ.
იცონ გროუპ-ის თანამფლობელი და პარტნიორი, მეჰმედ ენგინ ჩავუშოღლუ საინვესტიციო გარემოს არ უჩივის. ამბობს, რომ პირობები აკმაყოფილებს. ამიტომაც 8 ჰექტარ ტერიტორიაზე, სათბურის მფლობელებს მომავალში პომიდვრის კიდევ ერთი თანამედროვე, სათბურის აშენება აქვთ დაგეგმილი. მოყვანილი პროდუქტის რეალიზებას კი, ძირითადად, მაინც ექსპორტზე აპირებენ.
საინვესტიციო გარემოს, როგორც ჩანს, არც მისი მოწილე ჯემალ ბილგინგულლუოღლუ უჩივის, რადგან თურქი ბიზნესმენი „პუმას“ შემდეგ ახალი ფაბრიკის გახსნას `ადიდასის~ შესაკერად, ამ მიდამოებში გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი