სპორტი

მედლები კონტაქტურ კარატეში

30.05.2012
მედლები კონტაქტურ კარატეში

[slideshow]
ავტორი:მირანდა მიქაძე

ქართველმა კარატისტებმა ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 14 ქვეყანას შორის გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. საქართველოდან დიდებში მხოლოდ ბათუმელი კარატისტები – გელა დავითაძე (60კგ), ილია ჩანკვეტაძე (70კგ) და ზვიად ჯაფარიძე (75კგ) ასპარეზობდნენ, მედლის აღება სამივემ შეძლო.
ზვიადი და ილია მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობდნენ, მაგრამ მათთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლების მოპოვება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ამბობენ, 18 წელია ვარჯიშობენ და ყოველთვის სპორტულ ფორმაში არიან. გელა დავითაძემ 2008 წელს უკრაინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ ასპარეზობა ასევე წარმატებული აღმოჩნდა, წელსაც ბაქოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სპორტსმენებისთვის სპორტის ეს სახეობა ნაკლებშემოსავლიანია, ამიტომ სხვა საქმიანობითაც არიან დაკავებულები. მიუხედავად ამისა, სასპორტო სკოლაში ბავშვებს ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და გოჯურიო კარატე დოს დაუფლებაში ეხმარებიან.
გიორგი ჭელიძე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი: ქართველმა კარატისტებმა წარმატებულად იასპარეზეს, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობდა. საქართველო საუკეთესო სამეულში მოხვდა და მსოფლიო თასის საგზურები მოვიპოვეთ, რომელიც უნგრეთში გაიმართება. დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც უნგრეთში გამარჯვებაში დაგვეხმარება”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.