სპორტი

თიკა ვეტრიაკოვას ამბიციური სურვილები

30.05.2012 •
თიკა ვეტრიაკოვას ამბიციური სურვილები

ბათუმის ვიცე-მერის მეუღლე თიკა (თინათინ) ვეტრიაკოვა, შპს „სუფთა სამყაროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია. ჰყავთ 5 წლის ქალიშვილი. თიკა კიდევ ერთი ახალი ბიზნესის წამოწყებას გეგმავს.
თეონა თურმანიძე

27 წლის თბილისელი თიკა ვეტრიაკოვა, ვიცე-მერის მეორე მეუღლეა, ავთანდილ დარჩიას პირველი ქორწინებიდან ორი – 16 და 17 წლის ქალიშვილი ჰყავს.
ავთომ და თიკამ ერთმანეთი კვარიათში, 2004 წელს გაიცნეს, თიკა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ავთო მეუღლეზე 15 წლით უფროსია.
თიკა:
– ჩემი ორგანიზაცია მაქვს. დასუფთავების, დალაგების, ტექნიკური მომსახურების სააგენტო „სუფთა სამყარო“ თბილისში დიდი ხანიაა, შვილობილი კომპანიის გახსნა ჩემი მეგობრის იდეა იყო, მას ბათუმში არავინ ჰყავს და ერთად შევჯერდით ამ საკითხზე. შევადგინეთ ბიზნესგეგმა, გავიცანით ბაზარი და მცირე ბიუჯეტით, სულ რაღაც 500 ლარით დავიწყეთ საქმიანობა. გათვლილია ყველა სეგმენტზე: ორგანიზაცია, კერძო სახლი, რესტორანი… ამ ეტაპზე 150 თანამშრომელი მყავს, ამათგან 100 მუდმივი, დანარჩენი კი ირიბად დასაქმებული. ვემსახურები ბევრ ორაგნიზაციას, მათ შორის სასტუმრო „რედისონს“.
მე თვითონ ჩამოვიარე, შევთაზე მომსახურება, პირადად დავდიოდი თანამშრომელთან ერთად, ყველას დახმარების გარეშე. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დახმარების, განსაკუთრებით მეუღლის მხრიდან. თვითონ უნდა გავაკეთო ყველაფერი. მერე 09-ზე დაიდო ჩვენი იფორმაცია, პიარაქციაც გავაკეთეთ. კლიენტს კლიენტი მოჰყავს, ტენდერებში გავიმარჯვეთ, მსხვილ ორგანიზაციებს დავუკავშირდით. „რედისონის“ გარე ფასადების დასუფთავებისთვის ალპინისტები ჩამოვიყვანეთ. ვფიქრობ, რომ რთული, სპეციფიკური და საინტერესო საქმეა, პროფესიით კი ფილოლოგი, ფინანსისტი და ბუღალტერი ვარ.
– მომგებიანი ბიზნესია?
– რამდენიმე თვე დასჭირდა და ახლაც აწყობის პროცესში ვართ. რაც უფრო იზრდები, მოთხოვნილებაც იზრდება, დიდი პასუხისმგებლობაა, ხარისხიანად რომ აკეთებდე საქმეს, მთელი ძალები უნდა ჩადო. მეუღლის სტატუსი არ გამომიყენებია, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რაიმეში დაფიქსირდეს მისი სახელი.
– კონკურენტი გყავთ ბაზარზე?
– არიან ვიღაცები, მცირე ორგანიზაციებს ემსახურებიან, კაფეებსა და ფასადებს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ამავე საქმით გავიმარჯვე ტენდერში.
ვერ დაგეხმარება ვერავინ, შენ უნდა გქონდეს საკუთარი თავის რწმენა. მაქვს ამბიცია, მინდა მქონდეს მოწინავე, საუკეთესო ორგანიზაცია. რისკიანი ვარ, მიყვარს შეჭიდება. „სუფთა სამყაროს“ ფილიალები მაქვს სამეგრელოში, გურიაში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში.
– ავთო სად და როგორ გაიცანი?
– ავთო 2004 წელს გავიცანი, კვარიათში ვისვენებდი, სტუდკავშირთან ერთად ჩამოვედი. აღმოჩნდა, რომ საერთო ნაცნობები გვყავდა და ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. იმ დროს განქორწინებული იყო. მის ქალიშვილებთან ვმეგობრობ.
– ავთოს აგრესიულობაზე ბევრი ლაპარაკობს, ოჯახში როგორია?
– ემოციური არის, გურული სიფიცხე აქვს:) ბავშვებთან ძალიან რბილია, მე უფრო გაწონასწორებული და მშვიდი ვარ.
– სიფიცხეს მინუსად უთვლით?
– მინუსად შეიძლება ბევრი თვისება ჩაითვალოს, მე ვიღებ ადამიანს ისეთს, როგორიც არის. მეც ვარ ხოლმე ფიცხი, დაუფიქრებლად მეც შეიძლება ვიჩხუბო.
– თბილისიდან წამოსვლა გაგიჭირდა?
– გამიჭირდა კი, დეპრესია მქონდა, არავის ვიცნობდი, სახლში ვიჯექი… მიჩვეული ვიყავი აქტიურ ცხოვრებას, მთელი დღე აქიტურად გადიოდა, მეგობრებთან ერთად ვერთობოდი… აქ დავდივარ ლიტერატურულ კაფეში, სინემაში, პრივეტში, დეპრესიული ფონი სამსახურმა მომიხსნა. ოჯახში დამხმარე ქალი მყავს, არ შემიძლია, ვერ ვიქნები დიასახლისი, თუმცაღა ვიცხოვრე ამ რეჟიმითაც. როცა მაქვს იმის საშუალება, რომ თავს რაღაცის უფლება მივცე, არ მესმის, რატომ არ უნდა გავაკეთო.
ახლაც სულ სწავლების პროცესში ვარ, ვუსმენ წარმატებულ და ჭკვიან ადამიანებს, ვაკვირდები, მთელ ჩემს ცხოვრებას ვატარებ საკუთარ თავთან მუშაობაში, თვითკრიტიკული ვარ, ყოველთვის მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგანაც და სხვისგანაც.
– ხელფასით რამე შეიძინე?
– ვერ ვზოგავ და არც ვზოგავ, ვხარჯავ ტანსაცმელში, ბავშვისთვის, გართობაში, მეგობრებთან, კოსმეტიკაში, იმაში, რაც მე და ჩემს ოჯახის წევრებს მოგვანიჭებს სიამოვნებას.
მთელი დრო და ენერგია მიაქვს სამსახურს. ძალიან მინდა დავკავდე სპორტით, ცურვა აერობიკა, სექტემბრიდან უნდა დავიწყო.
სულ ვოცნებობ, რაც უფრო მეტს ოცნებობ, რეალობაში მოდის ყველაფერი. მე ამის მჯერა, ნეგატიური ფიქრები უნდა დაივიწყო, არ შეიძლება მუდმივად ცუდზე იყო ორიენტირებული. კარგზე უნდა გააკეთო აქცენტი, ასე შეიძლება მიაღწიო მიზნებს, კარგი ემოცია უნდა მოიზიდო. რთულია ამ ყველაფრის გათავისება, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. შევძელი სირთულეებისთვისაც კარგი თვალით შემეხედა. პატარაობისას მქონდა დეპრესია, ეკლესია დამეხმარა, ჩემს თავს მე თვითონ დავეხმარე უფრო. მერე ვთქვი, რომ არ შეიძლება ასე და რომ ყველაფერი კარგად იქნება. უნდა გაუღიმო თავს, ვერიდები ადამიანებს, რომლებიც სულ წუწუნებენ. თუ უბედურად მიიჩნევ თავს, ეს შენი ბრალია. უკან დაიხევ და იქნები საცოდავი. ასეთი არავის სჭირდები, მალე ბეზრდები ყველას, ასეთია ჩვენი საზოგადოება, ცხოვრება ზოგადად…
ოჯახი…
– მყავს ძმა, გოჩა 38 წლისაა, საზღვაო ძალების ადმირალი იყო, ახლა ამერიკაში სწავლობს, და – ლიკა 30 წლისაა.
სამომავლო გეგმები
– მაქვს ახალი საქმის გაკეთების იდეა, თუმცა ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვარ. რამე ორიგინალური მინდა.
შენი კომფორტი…
– კომფორტისთვის ბევრი რამეა საჭირო, პირველ რიგში, კომფორტული ბინა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და მშვიდი გარემო. ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ, კერძო სახლში, მამისეულია, მაგრამ გამოყოფილი ვართ, მივაშენეთ კიდეც, დასასრულებელია ბევრი რამე.
ჯერ დიდი შენაძენი არ გამიკეთებია, ვფიქრობ, რომ ამის საშუალება არ მაქვს, ავთოს 88 წელს გამოშვებული მერსედესით დავდივარ, მინდა ჯიპი ვიყიდო, თუმცა მისი შენახვისთვის ჯერ მზად ვერ ვარ.

გადაბეჭდვის წესი