სპორტი

10 წლის კარატისტის წარმატება

30.05.2012
10 წლის კარატისტის წარმატება

ავტორი: მირანდა მიქაძე

22-24 ივლისს თურქეთში სპორტულ კარატეში A-კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც ბათუმელმა კარატისტმა დათო მოსიძემ,  მე-3 ადგილი დაიკავა.

გოჩა სურმანიძე, აჭარის საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი:”25 ქვეყანა მონაწილეობდა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის დონის ტურნირი იყო. დათომ ღირსეულად იბრძოლა, მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო, ისიც ჩემპიონთან. თან ასეთი რანგის ტურნირში პირველად მონაწილეობდა. დათო არის ბაქოს, ფოთის, ბათუმისა და სხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და უფრო დიდ წარმატებებს ვუმიზნებთ. თანდათან მისი მომზადების დონე და შედეგები იზრდება. ვაპირებთ მონაწილეობა მივაღებინოთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.