სპორტი

კარატე ოლიმპიური სახეობა?!

30.05.2012 • • 2159
კარატე ოლიმპიური სახეობა?!

[slideshow]
ბათუმის ჭიდაობის დარბაზში 7 ქვეყნის 800-მდე კარატისტმა უკვე მეორედ “პრეზიდენტის თასისთვის” wkf-ის წესებით იჩხუბა. მანამდე კი 6-დან 34 წლამდე ასაკის კარატისტები კასპიისა და შავი ზღვის ინდივიდუალურ ტურნირში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მირანდა მიქაძე

სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, თურქეთის, ირანისა და საქართველოს ჩხუბი “პრეზიდენტის თასისთვის” სპორტულ კარატეში თურქების ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. აჭარის საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტის, გოჩა სურმანიძის თქმით, თურქეთის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იყო ჩამოსული და, შესაბამისად, ტურნირის ფავორიტებადაც მიიჩნეოდნენ. “თურქები ამ სპორტის სახეობას დიდ ყურადღებას აქცევენ. თურქეთის კარატეს ფედერაციას წლიურად 3 მილიონი დოლარი აქვს დაფინანსება.” მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრები გავიდა, მესამეზე კი – აზერბაიჯანის.
კასპიისა და შავი ზღვის ინდივიდუალურ ტურნირში, სადაც ქალბატონებიც ასპარეზობდნენ, საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა. მათგან სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი აჭარის ნაკრების ანგარიშზეა. ჩემპიონები გახდნენ: გიგლა სურმანიძე (16-17წლამდე, 65კგ.), დათო პეტრიძე (14-15 წლამდე, 45კგ.) და მურმან ჯიჯავაძე (14-15კგ, 50კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ბუბა ვერძაძემ (12-13წლამდე, 60კგ), კატაში – ილია გოგიტიძემ (12-13წლამდე).

12 წლის სალომე ლაშხია (45კგ.) ტურნირზე ჩხოროწყუდან ჩამოვიდა, მას მსოფლიო ჩემპიონობა უნდა, ამისთვის ყოველდღე 3-4 საათს ვარჯიშობს.
“გამარჯვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი პირველ ადგილს რომ დავიკავებდი და მშობლებს, თანაგუნდელებსა და მასწავლებელს გავახარებდი. მინდა, ჩემი ცხოვრება კარატეს მივუძღვნა, მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და ბევრი წარმატება მქონდეს” – ამბობს სალომე.

“ტურნირში ბევრი კარატისტი მონაწილეობდა და ძნელი იყო მესამე ადგილზე გასვლა, თან არ ვიცოდი, ვის შევხვდებოდი, რა დონის იყო ჩემი მეტოქე და რამდენი წელი ვარჯიშობდა კარატეში. ძალიან გამიხარდა სამეულში მოხვედრა”, _ გვითხრა 13 წლის ილია გოგიტიძემ.

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას თქმით, ეს შეჯიბრებები კარატეს საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში A კატეგორიის ტურნირადაა შეყვანილი, რამაც ირანის, ყაზახეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების ჩამოსვლა განაპირობა. `თუ 2012 წლისთვის ბათუმში სპორტის სასახლე აშენდება, უფრო გრანდიოზული ტურნირების ჩატარებას შევძლებთ. აქ არსებული მცირედარბაზი ამის საშუალებას არ გვაძლევს~.

ბათუმში კარატეს სხვადასხვა სახეობის _ შოტოკანის, შიტორიოს, გოჯურიოს, კიუკუშინკაის, უშუს, კონფუ-კარატეს, კიკბოქსის ჯგუფები არსებობს. კარატისტებისთვის მთავარი პრობლემა სავარჯიშო დარბაზების არქონაა.

გოჩა სურმანიძე, აჭარის საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი: “ყოფილა შემთხვევა, როცა არენდისთვის საჭირო 200 ლარი ბავშვებისაგან ვერ შეგროვდა და ჩემი ფული დავამატე. რა ვქნა, ბავშვს ფულის გამო დარბაზიდან ვერ გავუშვებ, თუ იქნება შესაძლებლობა და უფასოდ გამოგვიყოფენ სკოლის დარბაზებს, შემიძლია ქალაქის ყველა სკოლაში კარატის უფასო სექციები გავხსნა. პირველ სკოლაში დარბაზი უფასოდ დაგვითმეს, მეც შესაბამისად მომეცა შესაძლებლობა, ბავშვები უფასოდ ვავარჯიშო, რისთვისაც მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს. ჩვენ ისედაც ვვარჯიშობთ და რაღა მარტო ვივარჯიშოთ, მომავალ თაობასაც ვავარჯიშებთ. დარბაზების პრობლემა თუ არ იქნება, ბევრ ბავშვს მოვწყვეტთ ქუჩას.
სპორტის სხვა სახეობისგან განსხვავებით, ჩვენ ვცდილობთ სუსტი ბავშვი ძლიერად ვაქციოთ, ძლიერი ისედაც ძლიერია. აქ თანაბრადაა განვითარებული სხეულის მარცხენა და მარჯვენა მხარე. გამომდინარე იქედან, რომ კარატე არა მარტო სპორტი, არამედ იდეოლოგიაცაა, რომელიც თავმდაბალ, ზრდილობიან, გაწონასწორებულ ადამიანებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ეს თვისებები მათ ცხოვრებაშიც ეხმარება.”

2016 წლისთვის კარატე wkf-ის წესებით შეიძლება ოლიმპიურ სახეობათა სიაში შეიტანონ. მიმდინარეობს წესების დახვეწაც, ამიტომ სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის საქართველოს მასშტაბით სისტემატურად იმართება სემინარები.

გადაბეჭდვის წესი