„პროკრედიტ ბანკის“ ქვემოთ მოცემული გამოხმაურება უკავშირდება batumelebi.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „გარეთ გამოხედვა აღარ მინდა – აქცია ქობულეთში“. აღნიშნული ინფორმაციაში გამოყენებულია ერთ-ერთი რესპონდენტის, ნინო ჯაფარიძის კომენტარი. ამ საკითხის გაშუქებისას რედაქცია „პროკრედიტ ბანკს“ ერთადერთი მიზეზით არ დაუკავშირდა – ნებისმიერი ინფორმაცია კლიენტების შესახებ არის კონფიდენციალური…
„პროკრედიტ ბანკის“ ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელად გთავაზობთ:
„ქობულეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნინო ჯაფარიძემ პრესის წარმომადგენლებთან განცხადება გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკრედიტ ბანკმა მას სესხის პროცენტი 16 %-ით გაუზარდა, რის შედეგადაც იგი ვერ იხდის გადასახადს და უძრავი ქონების გაყიდვის საშიშროება ემუქრება.
პროკრედიტ ბანკში აცხადებენ, რომ განცხადების ავტორი არის მსესხებელის, ჯუმბერ ინაიშვილის ოჯახის წევრი, თავად მსესხებელთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, შეთანხმებულ გადასახადს 2010 წლიდან პირნათლად იხდის და მისი ქონების გაყიდვაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი.
სესხი გაცემულია 2007 წელს. 2008 წლის შემდგომ, ბუნებრივია სეზონური ბიზნესი შეფერხდა და ბანკიც, როგორც ყველას სხვა დანარჩენ კლიენტთან, ამ შემთხვევაშიც, გაგებით მოეკიდა ამ საკითხს მოხდა საშეღავათო პერიოდზე შეთანხმება (2008 წლის შენატანის გადავადება მომდევნო სეზონზე) და პროცენტი გაიზარდა მხოლოდ 1-ით. შემდეგ წელსაც ვერ შეძლო კლიენტმა შენატანის განხორციელება და კიდევ ერთი წელი საშეღავათო პერიოდად გამოცხადდა (ასევე მომდევნო სეზონზე გადახდის გადავადებით). ორი რესტრუქტურიზაციის შემდეგ, სესხის პროცენტი მხოლოდ თითო-თითო პროცენტით გაიზარდა, და არა 16-ით, როგორც გაზეთში იყო აღნიშნული. 2010 წელს უპრობლემოდ, შეთანხმებისამებრ მოხდა შენატანის დაფარვა. 2011 წელს კლიენტმა ბანკს მიმართა თხოვნით, რომ შეთანხმებულ დროს თანხის შემოტანას ვერ ახერხებდა და ვადის გადაწევა მოითხოვა. ბანკი ამ შემთხვევაშიც გაგებით მოეკიდა ოჯახის მდგომარეობას და არა მხოლოდ გადაუტანა სესხის ვადა, არამედ ვადაგადაცილების ჯარიმა საერთოდ გაუუქმა და შენატანის ოდენობა არ გაზრდიალა.
ბანკის თანამშრომლები გაკვირვებით აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ კლიენტთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ და ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელებას უსაფუძვლოს უწოდებენ“.
ინფორმაცია სათაურით – „გარეთ გამოხედვა აღარ მინდა – აქცია ქობულეთში“ ბლოგზე batumelebi.ge 9 აპრილს გამოქვეყნდა.