როგორც მიხეილ მჟავანაძემ აღნიშნა, „ბავშვებისათვის სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული უფასო ვაქცინაციის ჩატარების პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც მიმდინარე წლის თებერვლიდან შეუწყდათ ხელშეკრულებები პირველადი ჯანდაცვის ტიპის სამედიცინო დაწესებულებებს,რომლებიც ახორციელებდნენ ამბულატორიული მომსახურების პროგრამას“.
მისივე ინფორმაციით, 2000-მდე ბავშვს მშობლებმა საკუთარი სახსრებით უკვე ჩაუტარეს ვაქცინაცია, რომელიც მათთვის უფასოდ უნდა ჩატარებულიყო, ნაწილი ბავშვებისა კი დარჩა ვაქცინაციის გარეშე, რითაც დაირღვა ვაქცინაციის ჩატარების კალენდარი.
როგორც მიხეილ მჟავანაძე განმარტავს, ამ დროისათვის მშობლებს თანხის გადახდა უწევთა არა ვაქცინაციაში, არამედ ექიმის მომსახურებაში, რაც მენეჯმენტში არსებული შეცდომის შედეგი.
დღეს 2 აპრილს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვის ინსტიტუტი“ დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა ბეჟან გობაძემ აღნიშნა, ორგანიზაცია ძირითადად ადამიანის უფლებებების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით იმუშავებს.
„ეს იქნება კანონიერებაზე და სამართლიანობის დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ძალიან ხშირად ბევრი რამ თითქოს კანონიერია, მაგრამ არასამართლიანია და მოხდება ამ საკითხების შესწავლა, ანალიზი და პრევენციის მიზნით შეთავაზება ხელისუფლებისათვის, რათა საბოლოოდ იგივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული“.
მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას აკლია სიჯანსაღე, რაც ზოგადად ხელისუფლების ხარისხსაც განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოების გაჯანსაღების კუთხით მუშაობა იქნება.
ხელვაჩაურში 23-24 მარტს ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დათვალეს. სპეციალური კომისიის მონაცემებით, რომელიც შემთხვევებს ადგილზე გასვლით სწავლობს, სტიქიურმა მოვლენებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 7 თემში ასზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა. აქედან შეკეთებას ექვემდებარება 93 სახლი, ათი სახლის სახურავი კი მთლიანად გამოსაცვლელია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით საკრებულომ 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. გზების მოვლა-შენახვის ხარჯები 200 000 ლარით შეამცირეს და ეს თანხა დაზიანებული სახლების სახურავების მოსაწყობად მიმართეს.
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს მოსახლეობას შეუძლია გამგეობას დაუკავშირდეს ცხელ ხაზზე: 25 93 22.
„დანაშაულია ის, რომ შენობის შეღებვის ნებართვა გაიცა და ამ ნებართვაზე ხელის მომწერი ყველა პირი არის პასუხისმგებელი. ამავე დროს, დღევანდელ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ძეგლები“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.
მისი განცხადებით, პროტესტი მიმართულია ყველა იმ კულტურული ძეგლების დასაცავად, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია: „ეს შეეხება არა მარტო ამ შენობას, ყოფილი ფოსტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობასაც“.
პროტესტს ბათუმის საზოგადოების ნაწილიც უერთდება. ამ დროისთვის, ორასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული, ხელმომწერები შენობის ფასადის შეღებვის შეწყვეტას მოითხოვენ.
„უბრალოდ, გაურკვეველი და სამწუხარო ეს გამოსვლები, რადგან შენობის შეძენამდე და შეძენის შემდეგაც, როგორც ბათუმის მერიასთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურთან იყო აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ განვახორციელოთ სარემონტი სამუშაოები“, – აცხადებს „პროკრედიტ ბანკის“ გაფართოებული მენეჯმენტის წევრი თეა თაბაგარი.
იგი აღნიშნავს, რომ ბანკის ფასადთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს რამდენიმე ვარიანტი წარედგინა და მოწონებული იქნა ის, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა: „ასე რომ, ნებართვის საფუძველზე ვახორციელებთ სამუშაოებს.”
თეა თაბაგარი ასევე აცხადებს, რომ ბანკმა შენობის გამაგრებაზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე დაუჯდებოდა ფილიალის რემონტი: „ძველ მეპატრონეს იქ უკვე ჰქონდა გარკვეული სამუშაოები დაწყებული, რის გამოც შენობის გარკვეული ნაწილი დაზიანებული იყო. ახლა კი შენობას აქვს სარტყელი და გამაგრებულია საძირკველი“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა ამბობს, რომ ყოფილი რედაქციის შენობაზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა მის სააგენტოში მისვლამდე გაიცა და სააგენტოს უკვე არ შეუძლია ამ საქმეში ჩაერიოს. თუმცა, როგორც ბიძინა აფხაზავა აღნიშნავს, სააგენტო აპირებს შეხვდეს “პროკრედიტ ბანკის” აჭარის ფილიალის წარმომადგენლებს.
ფიროსმანის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფიროსმანის ქუჩის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს და ფიროსმანის ჩიხის 210 მ. სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. დამუშავდება გრუნტი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, კეთილმოეწყობა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა გარე განათება.
ხელშეკრულების მიხედვით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზა” ასრულებს. ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 350 ათას ლარამდე არის გამოყოფილი.
2013 წლის 12 მარტს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველამ, ეკითხებოდნენ თუ არ ეკითხებოდნენ, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. სტუდენტები ქუჩაში იდგნენ, პოლიტიკოსები ტელევიზორებთან ან/და ტელევიზორებში ისხდნენ, მინისტრი თავქუდმოგლეჯილი დარბოდა უზნაძის ქუჩიდან დიდ დიღმამდე, საზოგადოებრივ მაუწყებლამდე და უკან. მოკლედ, მოვლენები ჩვეულებრივად და ქართულად განვითარდა, ანუ ყველას უნდოდა რაღაც გამოსულიყო უკეთესად, მაგრამ გამოვიდა – როგორც ყოველთვის.
ამ მოვლენების ირგვლივ ბევრი რამ ითქვა, ბევრიც დაიწერა, ამიტომ თავს არ მოგაბეზრებთ და სამართლებრივ, პოლიტიკურ, მორალურ თუ ამორალურ ანალიზს არ გავაკეთებ. მსურს, ამ მოვლენას სხვა პრიზმაში შევხედოთ, კერძოდ რა პოზიცია ჰქონდათ და აქვთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს ამ ყველაფრის მიმართ? (რა თქმა უნდა, აგრიუნის სტუდენტების გარდა). თუ მეხსიერება არ მღალატობს, რამდენიმე თვის წინ სწორედ სტუდენტები იდგნენ ქუჩაში და აპროტესტებდნენ უმაღლესი განათლების პოლიტიკას, უნივერსიტეტის თვითმმართველობის ზღვარგადასულ ქმედებებს, გმობდნენ წამებას და არადამიანურ მოპყრობას და ბოლოს და ბოლოს სისტემას ანგრევდნენ. ეს იყო ძალიან პრინციპული, შეუპოვარი და რადიკალური პოზიცია, რომელმაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესის შემდგომ განვითარებაზე.
მახსოვს, მაშინ ჩემი სამსახურის თბილ ოთახში ვიჯექი, საჯარო მოხელის თვალებით ვუყურებდი ამ ყველაფერს, საკუთარ თავს ვკიცხავდი და ძალიან მშურდა თანატოლების, რომლებიც ერთგვარ ქართველ „ბითნიკებად“ წარმომედგინა. მას შემდეგ, არც ისე დიდი დრო გავიდა და როდესაც აგრიუნის სტუდენტების შეიკრიბნენ, ვერსად დავინახე ნაცნობი სახეები, მეტიც ისინი სოციალური ქსელებიდანაც ერთიანად გაქრნენ, გაირინდნენ, თითქოს ყველა მიწამ ჩაყლაპაო. შემდეგ კანტიკუნტად ვიღაცები გამოჩდნენ და მოგვიწოდეს, რომ კახა ბენდუქიძისთვის ჩამოერთმიათ უნივერსიტეტი და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულიყო, რადგან დღესდღეობით, ქვეყნის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა ყოფილა (თითქოს ვინმე უშლიდეს სახელმწიფოს უნივერსიტეტის დაარსებას, მაგრამ როდესაც ყველაფერი მოვლილი და დალაგებულია, რატომ ავიტკიოთ თავი, როდესაც შეგვიძლია ჩამოვართვათ). მეტიც, ამ ახალგაზრდებს განსხვავებული აზრის გაგონებაც კი არ უნდათ, ქუჩაში მდგარ თანატოლებს ლიბერალიზმის მონებად, სექტანტებად მიიჩნევენ და მხარდაჭერის ღირსადაც არ თვლიან.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სტუდენტებმა უნივერსისტეტის თვითმმართველობა ჩაანაცვლეს, არსებული „სიკეთეები“ და პრივილეგიები უცვლელად გადაიბარეს, თავიანთ თბილ ოთახებს დაუბრუნდნენ, ახალი გმირები და გურუები გაიჩინეს (თუნდაც იმ ლექტორს ვგულისხმობ, თსუ-დან რომ გამოუშვეს და ბენდუქიძეს სექტანტად რომ მოიხსენიებს), თავადაც მოირგეს სოციალიზმის იდეოლოგია ფარად და მაღალი პედისტალებიდან თუ ფავორიტი ჟურნალ-ტელევიზიებიდან გვიკიჟინებენ მორალს.
მკითხველი იკითხავს ალბათ, რა შუაშია სათაური და კონტრაცეფცია ამ ყველაფერთან? შუაში კი არა, ვფიქრობ, თავშია. არასასურველი პოლიტიკური და იდეოლოგიური ორსულობა, ისევე როგორც, დამახინჯებული მსჯელობისა და აზროვნების შედეგად გადამდები დაავადებები, არანაკლებ საშიშია, ვიდრე საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ყველაზე კარგი, საღი და ეფექტური კონტრაცეფცია ამ პრობლემის წინააღმდეგ, განათლება და ჯანსაღი აზროვნება მგონია. ჯერ ბოლომდე ვერ შევეჩვიეთ ყოფითი მიზნებისთვის კონტრაცეფტივებს, რომ ახლა მენტალობაც გინდათ ამით შევფუთოთ და ვარდს აირწინაღით ვუყნოსოთო? იკითხავს მავანი. თუმცა, მგონი სჯობს ამ უკანასკნელით დაგვეწყო ბატონებო, დანარჩენი ყველაფრისთვის კი უროლოგები, ვენეროლოგები და სხვანი არსებობენ.
სააღდგომო წირვა კათოლიკურ ეკლესიაში საღამოს რვა საათზე კოცონის დანთებით დაიწყო. კოცონი, როგორც კათოლიკები ამბობენ, ახალი ცხოვრების, ახალი დღის დასაწყისია, რომელიც იესომ მოიტანა. კოცონიდან ანთებული სანთლებით, მლოცველები ტაძარში გადადიან, სადაც ლიტურგია იწყება.
აღდგომის დღეს, ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში წირვის შემდეგ ნათლობის რიტუალიც გაიმართა. ამ დღეს სამი ადამიანი მოინათლა და ორმა კი პირველი ზიარება მიიღო.
სააღდგომო წირვა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გუშინ საღამოს ცხრა საათზე გაიმართა, ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაკი წირვა დღეს, დილის თერთმეტ საათზე ჩატარდა. ეკლესიის წინამძღვრებმა იქადაგეს ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობაზე და იმ სიხარულზე, რომელიც ყოველ მორწმუნეს აქვს იესოს აღდგომის შემდეგ.
მართლმადიდებლური ეკლესია კი, აღდგომის დღესასწაულს ხუთ მაისს იზეიმებს.
გენო თებიძის განცხადებით საკრებულოში სოციალურად დაუცველი პირების 900-მდე განცხადებაა შესული, რომლებიც ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკრებულომ აჭარის მთავრობას უნდა მიმართოს. „ვფიქრობ ამ ოჯახებისთვისაც უნდა გამოიძებნოს ბინები სოციალურ სახლებში“-ამბობდა გენო თებიძე.
„არ მინდა დავიჯერო რომ გენო თებიძე საკითხში ვერ ერკვევა, სოციალური სახლი ბარაკებში მცხოვრები ადამიანების ბინით უზრუნველყოფას ნიშნავს სწორედ, ამიტომ ბინები ბარაკებში მცხოვრებლებს უნდა გადაეცეს, ეს თუ არ გესმით კარგად არის თქვენი საქმე“- განაცხადა გიორგი კირთაძემ გენო თებიძის მისამართით.
ბარაკების საკითხი საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კახიძემ გამოიტანა. მისი განცხადებით, სოციალური სახლების მშენებლობის დროს აჭარის მთავრობასთან არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ ბინების გარკვეული ნაწილით ბარაკებში მცხოვრები ოჯახებიც დაკმაყოფილდებოდნენ, „თუმცა ეს შეთანხმება არ შესრულდა. თუკი ბარაკებში მაცხოვრებლებს ბინებს გადასცემდნენ, ის მიწა გამოთავისუფლდებოდა და ახლი პროექტი განხორციელდებოდა, ამიტომ ჩვენი ფრაქცია შემოდის წინადადებით რომ საკრებულომ აჭარის მთავრობას სთხოვოს რომ ბინების ნაწილი ან გადმოსცეს ქალაქს, ან თვითონ გაუნაწილოს ბინები ბარაკებში მცხოვრებლებს“.
„ნაცმოძრაობის“ ფრაქციის წინადადებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რასაც ბარაკებში მცხოვრები პირების გაღიზიანება მოჰყვა.
„წლებია, ბარაკებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობთ. ვირთხებთან ერთად და ეკომიგრანტი რატომ უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენზე ადრე ბინით. დამთავრდა! ბენზე, ბენზელებს, ქედელს მისცენ ქედაში“-აცხადებდნენ სხდომაზე მოსული ადამიანები. ისინი ბინებს ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლებში მოითხოვენ.
„ამიხსენით რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი, მაინც და მაინც უნდა დავიღუპო რომ მერე თქვან ბინა ეკუთვნოდაო? მეც სოციალურად დაუცველი ვარ. ჩვენზე წინ უნდა შევიდნენ ხულოელი, შუახეველი და მე ვერ უნდა მივიღო ბინა?“- აცხადებს ბარაკში მცხოვრები ჟუჟუნა გორგილაძე.
ბენზეს და ქალაქის სხვა უბნებში, ბარაკებში მაცხოვრებელ ოჯახებს ახალი ბინები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შეპირდნენ: „ბინების მშენებლობა რომ დაიწყეს ბენზეში, გვითხრეს თქვენც გადმოგცემთო, მაგრამ შემდეგ დევნილები შეასახლეს, ახალ ეკომიგრანტებს აძლევენ ბინებს, ჩვენ რა ვქნათ, ვუყუროთ როგორ აძლევენ ჩვენზე წინ ეკომიგრანტებს ბინებს?“
მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს დაპირისპირება იმ დაპირისპირება ისე დაიძაბა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ათწუთიანი შესვენება გამოაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „ბათუმი ბარაკების გარეშე“ საპრეზიდენტო პროგრამა იყო და ახალი ბინების მიცემის დაპირებაც მიხეილ სააკაშვილმა გასცა: „რადგან ეს პროგრამა ბოლომდე არ მიიყვანეს, ახლა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ თავისი სიტყვა შეასრულოს. გამოყოს თანხა თავისი ფონდიდან, 3-4 მილიონი რომ ჩვენ გამოვძებნოთ მიწა და ამ ადამიანებს ავუშენოთ სახლი“.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, სოციალურ სახლებში ეკომიგრანეტბი შესახლდებიან და „ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია. ჩვენ ვაპირებთ ბარაკების პრობლემა გადავწყვიტოთ, მაგრამ არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა“-აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი.
ბოლის გადაწყდა, რომ საკრებულოში შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ხელმეორედ შეისწავლის როგორც სოციალურად დაუცველების, ასევე ბარაკებში მაცხოვრებლების პრობლემას.
– მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რა კატეგორიის ფერმერისთვის არ ითვალისწინებს პროგრამა სასოფლო-სამეურნეო ბარათის გაცემას, ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის მოსახლეობისგან, შეგიძლიათ აუხსნათ მომხმარებელს, რა პრინციპით ნაწილდება ბარათები?
-სასოფლო-სამეურნეო ბარათის გარეშე არც ერთი ფერმერი არ დარჩება. საუბარი ალბათ ეხება ბარათის სახეობებს, რომელიც ნაკვეთების ზომების მიხედვით არის დაჯგუფებული. პირველ ჯგუფში ერთიანდება 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთები, რასაც ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებენ. მეორე ჯგუფი აერთიანებს ფერმერებს, რომლებსაც ჯამურად 0,25 ჰა- დან 1, 25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სახნავი მიწა გააჩნიათ. მესამე ჯგუფში კი 1, 25 ჰა- დან 5 ჰა – ნაკვეთების მფლობელები ერთიანდებიან, რაც იშვიათია აჭარაში. ამ მოცულობის ნაკვეთები თითქმის არ აქვთ. ბარათებიც ამ ჯგუფების მიხედვით ნაწილდება და სხვადასხვა სახის მომსახურებას ითვალისწინებს. ორი ტიპის ბარათები ნაწილდება კომბინირებული და ნომინალური.
– რომელი რა სახის დახმარებას ითვალისწინებს?
– ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. ხოლო კომბინირებული ბარათი ნაკვეთის ხვნის და ხნულის დაფარცხვა-გაფხვიერების მომსახურებასა ითვალისწინებს, და ასევე მოიცავს ნომინალურ ბარათს.
–ჯგუფების მიხედვით, ვინ რა სახის დახმარებას მიღებს?
– პირველ ჯგუფში გაერთიანებული ფერმერი, ანუ ის, ვისაც გააჩნია 0.25 ჰა-მდე ფართობი და ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებს ან აქვს იმავე ფართობის ნაკვეთი და მრავალწლიანი კულტურებისთვის იყენებს, მიიღებს 100 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს, რაც სასოფლო-სამეურნეო იარაღების, სასუქების, პესდიციტების შეძენას ითვალისწინებს.
0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სახნავი მიწის მფლობელები კი კომბინირებულ ბარათთან ერთად ნომინირებულ ბარათს მიიღებენ, რომლის ღირებულებაც მათი ჯამური ნაკვეთის ფართობის პროპორციული იქნება, 1
იმ შემთხვევაში კი, თუ მესაკუთრეს ჯამურად 0,25 ჰა-დან 1,25-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნია, რასაც მხოლოდ მრავალწლიანი ნარგავებისთვის იყენებს, მიიღებს ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლის ღირებულებაც იქნება მათი ნაკვეთების ფართობის პროპორციული ერთ ჰექტარზე 510 ლარის გადაანგარიშებით.
რაც შეეხება მესამე ჯგუფს, რაც იშვიათია ჩვენს შემთხვევაში, 1, 25 დან 5 ჰა-ს ჩათვლით მფლობელები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს.
– რამ გამოიწვია შემთხვევები, როცა ფერმერებმა ბარათები უკან დააბრუნეს. რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება?
– თავიდან დაიწყო კომბინირებული ბარათების დარიგება, რაც ტექნიკით მომსახურებას ითვალისწინებდა, მაღალმთიან აჭარაში კი ხშირად ნაკვეთები ტექნიკისთვის მიუდგომელია, ამიტომ მათ ამ ბარათებით სარგებლობა ვერ შეძლეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტო განხორციელებს, რომელიც ამ პროგრამას კურირებს, ამ ფერმერებისგან ბარათებს უკან იბრუნებს და სამაგიეროდ ნომინირებულ ბარათებს გასცემს, რაც მათთვის გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია. სხვა მხრივ პრობლემები არ შექმნილა.
– როგორც ვიცით, აჭარაში მოსახლეობა ძირითადად მამაპაპისეულ ტრადიციულ მიწის ნაკვეთებს ფლობს, რაც არ აქვთ ოფიციალურად რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში მათ ბარათის მიღებისას პრობლემა ხომ არ ექმნებათ?
– არანარად. ეს საკითხი გათვალისწინებულია. ყველა მოქალაქე, რომელსაც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს ნაკვეთი, მიიღებს სასოფლო-სამეურნეო ბარათს, მას მხოლოდ სოფლის რწმუნებულის მხრიდან დასჭირდება დადასტურება იმისა, რომ მის მიერ მითითებული ნაკვეთი ნამდვილად მის ან მისი ოჯახის საკუთრებაში ან სარგებლობაშია. სააგენტოს წარმომადგენლები ბარათებს სოფლის რწმუნებულების მონაწილეობით გადასცემენ ფერმერებს.
– ბარათით გათვალისწინებული მომსახურების გადანაწილება, ან ფულზე განაღდება შესაძლებელია?
– არა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს მიწის დამუშავებას. თანაც ბარათის მფლობელმა უნდა მიიღოს ბარათით გათვალისწინებული სრული მომსახურება.
ვალუტის გამაცვლელი პუნქტის მეპატრონემ რამდენიმე საათის წინ „საიას“ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მასთან იყნენენ მისული პოლიციის თანამშრომლები და გადამცლელი პუნქტის შესასვლელთან მიმაგრებული კამერების მიერ გადაღებული კადრების დათვალიერება მოითხოვეს. საიას თანამშრომლების თქმით, მათი წასვლის შემდეგ გადამოწმებით დადგინდა, რომ დღეს დილის საათებიდან გარკვეული დროის მონაკვეთში დაფისირებული კადრები წაშლილია.
საიას იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის თქმით „იმ დროსაც, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დატოვეს, კამერა ჩართული იყო და დაფიქსირებული უნდა იყოს თუ კონკრეტულად ვინ და რატომ მოახდინა კადრების წაშლა.“
ამის დასადგენად გადამცვლელ პუნქტში მისულ საიას თანამშრომლებს ობიექტი დაკეტილი დაგვხვდათ.
აღნიშნულ მისამართზე საიას თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი მოაწყვეს, ბრიფინგის დაწყებამდე ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დღეს დღის საათებში თვითონაც იმყოფებოდა, კითხვაზე – რატომ, მან არ უპასუხა, კადრების განადგურებასთან კი კავშირი უარყო.
მუზეუმის თანამშრომელმა, ლიანა გერგეშანიამ „ბათუმელებთან”აღნიშნა, რომ მუზეუმი ოცამდე ხელოვანის ნამუშევრებს მასპინძლობს: „ძველი ნამუშევრების ახლებურად ჩვენება გვინდოდა, რაც უწყობს ხელს ხელოვნების პოპულარიზაციას.
ბევრი ხელოვანის ნამუშევრები იკარგება უსახსრობის გამო. რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით, ვთხოვეთ ნამუშევრების შეგროვება, ყველას გამოფენა ვერ მოვახერხეთ, შენობა ფიზიკურად ვერ დაიტევდა, ამიტომ ვფიქრობთ, გავაგრძელებთ ამ სერიას.”
მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია ქვაზე, ხეზე, მინაზე, ქვიშაზე, თექაზე და ა.შ.
რუსუდან ლამპარაძემ გამოფენაზე თავისი კომპოზიციები წარადგინა: „ჩემი ნამუშევრები შესრულებულია ბუნებრივი მასალებისგან, დეკორატიული ყვავილებისგან, ქვიშისგან და მინისგან.”
მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ დახმარებას განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან და ტურიზმის დეპარტამენტიდანაც მიიღებენ და თვითნასწავლი ხელოვანების პოპულარიზაციას შეუწყოებენ ხელს.
როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“ განუმარტა, ის დღემდე მიიჩნევს, რომ მედდების მოთხოვნა, ერთდროულად ორ საავადმყოფოში უმუშავონ, გაუმართლებელია, რადგან მას არ სურს სხვა საავადმყოფოს თანამშრომლებს ჩაუტაროს ტრენინგები, თუმცა ის დათმობაზე იმ მიზნით წავიდა, რომ არ სურს „საავადმყოფოში დაპირისპირება იყოს და ბრძოლის არენად გადაიქცეს, რითაც საავადმყოფოს იმიჯი უსამრთლოდ შეილახება.“
მალხაზ ხალვაში დასძენს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საავადმყოფოს ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, თუმცა როგორ მოხდება მომავალში ამ პრობლემის მოგვარება, ამ ეტაპზე ის არ აკონკრეტებს.
მალხაზ ხალვაში
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი საავადმყოფოს ხელმძღვანელის მალხაზ ხალვაშის ბრძანებას ეწინააღმდეგებოდნენ, რომლის თანახმადაც მომავალი თვიდან მათ სხვა საავადმყოფოში შეთავსებით მუშაობა ეკრძალებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაუშვებდნენ.
ბატონოარჩილ, როცაბიძინაივანიშვილითურქეთიდანდაბრუნდა, განაცხადა, რომმეჩეთისმშენებლობისსაკითხიგადაწყვეტილია. მანთქვა, რომშესაბამისადგილსთქვენგამონახავდით. ახლაკიარსებულიმეჩეთისგაფართოებაზესაუბრობთ. რაშეიცვალაიმგანცხადებებისშემდეგ?
საკითხი დგას ასე, არის ახლის აშენების ვარიანტიც და არსებულის გაფართოებისაც. ჩვენ ვთავაზობთ გაფართოებას, რადგან საზოგადოებაც არ არის გაფართოების წინააღმდეგი.
ჩვენ გვქონდა და გვექნება კონსულტაციები არასამთავრობოებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. იქნებიან ესენი მწერლები, თუ სხვა ვინმე, ვისთანაც შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ტერიტორია მეჩეთისთვის გამოყოფილი არ არის. ზოგიერთს ქალაქის ცენტრში სურს ადგილი, ზოგიერთს _ პერიფერიაში, ვერ შევთანხმდით მუსლიმან მრევლთან.
როცა აშენებაზე გაკეთდა განცხადება, მაშინ იყო ამაზე საუბარი. მათი მხრიდან მოთხოვნა არის მაქსიმუმი, ჩვენ ვთავაზობთ შუალედურს. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის არ მოხდეს დაპირისპირება, არ წამოვიდეს აგრესია. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, ახალი აშენდეს, თუ არსებული გაფართოვდეს.
რავადაშიწარმოგიდგენიათამსაკითხისგადაწყვეტა?
რადიკალური მოთხოვნების შემთხვევაში, დრო დასჭირდება, გაფართოების შემთხვევაში კი მზაობა არის. მართალია, ამასაც დასჭირდება დრო, რადგან უნდა მომზადდეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება მეჩეთის გაფართოება ისე, რომ არ დაირღვეს უბნის ურბანული იერ-სახე. მოკლევადიან პერსპექტივაში არც ეს მოხდება.
ართვინსა და რიზეში შევხვდი სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს და ბიზნესმენთა გაერთიანებას. იყო სიფრთხილის მომენტი, რადგან წინასაარჩევნოდ იყო განცხადებები, რომ თურქულ ინვესტიციებს აღარ მოვიზიდავდით. ჩვენ ეს ეჭვები ჩავუკალით. მათ აჭარაში იზიდავთ საგადასახადო სისტემა და ის, რომ ნაკლები ბიუროკრატიაა ბიზნესისთვის. აინტერესებთ როგორც სოფლის მეურნეობა, ასევე ტურიზმიც. იყო სერიოზული შემოთავაზებებიც, განვიხილავდით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საკითხსაც, ნახევარი მილიარდის ინვესტიციაზე იყო საუბარი. კონკრეტულად ნავთობის შემოტანაზე, გადამუშავებასა და გატანაზე უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც არც გარემოს აზარალებს. აინტერესებთ სათამაშო ბიზნესიც.
ერთ ლარად არავის არ მივცემთ ქონებას. ეს ფორმა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ არა ინვესტორებთან მიმართებაში. ჩვენ ვესაუბრებით გრძელვადიან იჯარაზე. დღეს იმდენად საინტერესოდ მიაჩნიათ ჩვენი რეგიონი, რომ არც არის ერთ ლარზე საუბარი. არიან ისეთები, რომლებსაც უჭირთ `ერთლარიანი~ ქონების დაბრუნება, რადგან უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მათ რეალურად ერთი ლარი არ გადაუხდიათ ამ ქონებაში.
მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც კომერციულ სტრუქტურაში. არ ვღალატობ გუნდურობის და სხვისი აზრის მოსმენის პრინციპს. არის საკითხები, სადაც აზრი იყოფა და გიწევს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ისე, რაც ამ სამსახურში მოვედი, ვატყობ, რომ უფრო მკაცრი ვხვდები. არ ვიყავი მუშტის ქნევას მიჩვეული, არც ახლა ვიქნევ, მაგრამ უფრო რბილი და დემოკრატი ვიყავი, აქ კი დემოკრატია რაღაც არ გამოდის. არის კატეგორია თანამშრომლების, რომლებთანაც ეს არ მოქმედებს. ზოგიერთს სჭირდება მითითება და შენიშვნის მიცემა, რომ საქმე გააკეთოს. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არიან მიჩვეულნი და თავიანთ აზრს ვერ შემოგთავაზებენ.
რაც შეეხება მოუგვარებელ თემებს, ძალიან მიჭირს სოციალური საკითხების გადაჭრა. ალბათ რაღაც გეგმის შემუშავება იქნება საჭირო.
ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. პირველ პერიოდში, როცა საჯარო სამსახურები რევანშისტულად იყვნენ განწყობილნი, ჩვენი გუნდი კი იყო სუსტი და ნდობის ხარისხი დაბალი, უცხო ადამიანებთან ერთად ვერ ვიმუშავებდი. ასეთ დროს ჩვეულებრივია, რომ შინაურს ეძებ. ხანდახან იწვევს დისკომფორტსაც, მაგრამ ერთგულება და პასუხისმგებლობა ნდობაზეა აწყობილი. მეგობარი, რომელსაც ენდობი, უნდა მიხვდეს, რომ არ მიიყვანოს ჩიხში საქმე და ამას ვეუბნები ყველას. მე ვერ ვიტან, როცა არსებობს ფაქტი, ის კი ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე.
რეკომენდაციებს მაძლევს, მეუბნება, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე ვინ შეიძლება გამოდგეს. 50 პროცენტი მისი რეკომენდაციების გავითვალისწინე. ძირითადად პარტიული აქტივისტების დასაქმებას მთხოვს. აქ არის ორი მიმართულება, _ აქტივისტი და პროფესიონალი. თანაც კოალიციური ბალანსი არ უნდა დაირღვეს. იყო შემთხვევები, როცა უარიც მითქვამს.
არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. არ ვაპირებ წასვლას. არ ვარ ასეთი სუსტი ადამიანი, რომ უკან დავიხიო. ბიძინა ივანიშვილს კი ყოველდღე ვუკავშირდები და ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობა გვაქვს.
ძალოვნების ფუნქციებში ვერ ჩავერევი, თუმცა, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან თუ ვიტყვი, ეს ალბათ არის სხვების გაფრთხილებისთვის ან დაშინებისთვის, არ ვიცი. მე მეშინია, ზოგადად შეცდომის მეშინია, რომ არ დავუშვა.
„პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კუთხით საქართველოში ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებით საქართველო ბოლო ან ბოლოს წინა ადგილზეა – ასეთია რეიტინგები და ეს თემა არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.
თუ გვინდა, რომ კარგი მომავალი გვქონდეს, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე პოლიტიკური ჩართულობის, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ შეიძლება, რომ ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარი, რომელსაც წარმოადგენენ ქალბატონები – იყვნენ ჩრდილში“. – განაცხადა NIMD-ის პროგრამების ოფიცერმა ირაკლი ქობალიამ.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე ჩაატარეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი.
მომხსენებელმა თამარ ბაგრატიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომ ქალთა აქტიურობა არჩევნების დროს საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა რაც შეეხება ქალთა წარმომადგენლობას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აქ მდგომარეობა საგანგაშოა: პარლამენტში მხოლოდ 18 ქალია წარმოდგენილი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი სამი.
ნინო შიოშვილის შეფასებით, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ქალთა უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, თუმცა პრაქტიკაში განსახორციელებლად რიგი პრობლემები არსებობს.
„ტრადიციულად კიდევ არის შემორჩენილი, რომ ქალის საკუთრება ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე შეზღუდულია. ქალები ვერ მუშაობენ, ისინი არ არიან რეალიზებული და ეკონომიკურად არიან დამოკიდებული მეუღლეებზე, ოჯახის წევრებზე, მშობლებზე” – აღნიშნა ნინო შიოშვილმა.
შეხვედრაზე გენდერული კუთხით აჭარაში არსებული მდგომარეობაც განიხილეს, როგორც აჭარაში რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტმა, ნატა იმედაიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში აჭარაში პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ტენდენცია გაიზარდა, თუმცა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ კუთხით მუშაობაა საჭირო.
ირაკლი ქობალიას თქმით, დებატები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხელს შეუწყობს პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებას, რომელშიც მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. მისი თქმით დისკუსიების შედეგად შეიმუშავებენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელსაც ორგანიზაცია წიგნის სახით გამოსცემს.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, NIMD-მა პროექტის „დემოკრატიის სკოლის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროგრამა ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და გორში ხორციელდება.
როგორც მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებს“ განუცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან მან თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად, თუ სად იმუშავებდნენ, ორი თვე მისცა, თუმცა მათ გადაწყვეტილება დღემდე ვერ მიიღეს და კვლავ დამატებით დროს ითხოვენ.
„მე მათ უფლება მივეცი დროებით შეეთავსებინათ ორი სამსახური, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელ სამსახურში დარჩებოდნენ საბოლოოდ. ერთი თვის შემდეგ მათ არასაკმარისად ჩათვალეს ეს დრო გადაწყვეტილების მისაღებად, მოვიდნენ მთხოვეს კიდევ ერთი თვე. მე მათ კიდევ ერთი თვე მივეცი, ახლა კი კიდევ სამი თვის ვადას ითხოვენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, 20 ექთანია ასეთი, ექთანების საერთო რაოდენობა კი არის 250 და მე 20 ექთანს დავუმორჩილო 250 ექთანის ნება?! ეს ცოტა რთული იქნება“ – აცხადებს მალხაზ ხალვაში.
ამასთან, როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, პირველი აპრილიდან იწყება ექთანების გადამზადება და მათ არ აქვთ უფლება, რომ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები გადაამზადონ.
მისივე განმარტებით, „სამსახურის დატოვება იმიტომ ხდება, რომ ექთნები და სამედიცინო პერსონალი მუშაობს გარკვეული გრაფიკის მიხედვით. როცა ისინი სხვა სამსახურში არიან, ამოტივტივდა რამდენიმე პრობლემა, ერთი საათით გვიან მოდიან სამსახურში და ასევე ერთი საათით ადრე მიდიან, იმიტომ, რომ გარბიან მეორე სამსახურში, რითაც ირღვევა ჩემი სამედიცინო პერსონალის უფლებები. მეორე მომენტი არის ის, რომ მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც სხვა სამსახურიდან რესპუბლიკურში როცა მოდიან, მათ მუშაობა აღარ შეუძლიათ.“
მალხაზ ხალვაში დასძენს, რომ მისთვის პიროვნულად გასაგებია ამ ადამიანების სურვილი, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის დადებითი შედეგი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი საავადმყოფოს ხელმძღვანელის მალხაზ ხალვაშის ბრძანებას ეწინააღმდეგებიან, რომლის თანახმადაც მომავალი თვიდან მათ სხვა საავადმყოფოში შეთავსებით მუშაობა აღარ შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაუშვებენ.
„ყველაზე ბედნიერი და თავისუფალი ვარ ლაშქრობებში. ფაქტობრივად მთელ შენ ცხოვრებას დროებით ქალაქში ტოვებ და სულ სხვა სამყაროში მიდიხარ, სადაც წინასწარ არასოდეს იცი რა მოხდება. დილაობით კოცონზე მოდუღებული ყავა მიყვარს ყველაზე მეტად, ნელ-ნელა რომ ფხიზლდები, ბალახზე ზიხარ, ხელში ცხელი ჭიქა გიჭირავს და ცხვირს ორთქლზე ითბობ. კიდევ ლაშქრობებში შემთხვევით შემოფეთებული მასპინძლები, მეცხვარეები, მენახირეები, მონადირეები, საინტერესო ისტორიებს ყვებიან ხოლმე და თავიანთი კუთხის გემრიელობებით გვიმასპინძლდებიან,“ – ამბობს მაიკო ლუხუმაიძე, იგივე “პერწკლი”, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოხეტიალე ბლოგერი ქართულ ინტერნეტსივრცეში.
ხშირად ადამიანებს არ ესმით, რატომ დადიან სხვა ადამიანები ლაშქრობაში, რატომ იკლებენ კომფორტს, რატომ გაურბიან ცივილიზაციას. “პერწკლი” ამას ასე ხსნის:
„საინტერესოა ახალი ადამიანები, ახალი ემოციები, განცდები, ახალი ადგილები. ორდღიანი ლაშქრობიდან ემოციურად იმდენად დადებითად დამუხტული ჩამოვდივარ ხოლმე, ჩვეულებრივ პირობებში ალბათ ერთი თვე დამჭირდებოდა. რაღაც მომენტში საკუთარი თავის გამოცდაცაა, საკუთარი თავის სხვა მხრიდან დანახვის შესაძლებლობა. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დღეში 10 საათი გაუჩერებლად სიარული შემეძლო, თან დიდი ზურგჩანთით. კი, დამღლელია, მაგრამ დაღლილ-დაქანცული რომ ადიხარ აღმართზე, მეტი რომ აღარ შეგიძლია, მწვერვალს რომ ახვალ, ჩანთას მოიხსნი და უზარმაზარ სივრცეს გახედავ, რომელიც დაბლა მოიტოვე, იმხელა ბედნიერებაა, რომ ამად ღირს. ჩვენ ყველას გვაქვს კომფორტის ზონა, საიდანაც, როგორც წესი, იშვიათად გამოვდივართ. მაგრამ ერთხელ უნდა გარისკო და გამოხვიდე ამ ზონიდან,“ – ამბობს მაიკო ლუხუმაიძე.
„პირველ რიგში უკვე მოთხოვნილებად მექცა, რომ რაღაც პერიოდში ქალაქს მოვწყდე და ბუნებაში გავატარო დრო. მიყვარს თვითონ ლაშქრობის ატმოსფერო, დაწყებული წასვლისთვის მომზადებიდან, დამთავრებული სიარულით. საშუალება გაქვს გაიცნო საინტერესო ხალხი, დაუმეგობრდე, ცეცხლის გარშემო დალიო და მოისმინო საინტერესო ისტორიები. უკან დაბრუნებული ქალაქს უკვე სხვანაირად აღიქვამ და ერთფეროვანი აღარ გეჩვენება რაღაც პერიოდი,“ – ამბობს გეომორფოლოგი დავით ბახსოლიანი.
„ლაშქრობა არის ისეთი მომენტი, ერთხელ თუ წახვედი და შეიგრძენი, ნარკოტიკივით არის. ნარკოტიკი შეიძლება გადააგდო, მაგრამ ლაშქრობას ვერ გადააგდებ. კარგი ჩვევაა, რომელსაც ვეჩვევი. პირველ რიგში, ეს არის ემოცია და მეტი არაფერი. ბუნებასთან რჩები შენ და საერთოდ სხვა სამყაროში გადადიხარ. პარალელური სამყაროა ქალაქიდან რადიკალურად განსხვავებული. საერთოდ აღარ ფიქრობ არაფერზე, რასაც ფიქრობ ჩვეულებრივად, სამსახურში როცა ხარ. საერთოდ იცვლება ადამიანი, რადიკალურად ტრიალდები,“ – ამბობს მათე მაყაშვილი, რომელიც საქართველოში ბევრს მოგზაურობს.
ფოტო: მაიკო ლუხუმაიძე
კითხვაზე, რას აძლევს ბუნება და მოგზაურობა, მათე პასუხობს:
„სხვანაირი ადამიანი ხდები. შენს რეალურ სახეს პოულობ ბუნებასთან ურთიერთობის დროს. ქალაქში ყველა დადის ნიღბით, ბუნებაში ამას ვერ ითამაშებ. გამორიცხულია. ბუნება არ გიქმნის ისეთ პირობებს, შენ ნიღაბი მოირგო. ხარ ის, რაც ხარ. ცხოვრების მუღამიც ეს არის, რომ შენი თავი იპოვო რაღაც ვარიანტში. ბუნებაც გეხმარება ამაში. ხვდები ვინ ხარ საერთოდ, სხვებსაც იცნობ. ადამიანის ხასიათის გაგება ყველაზე ადვილი არის მაშინ, როდესაც მასთან ერთად მიდიხარ ბუნებაში. ლაშქრობაში წასვლა ჩემთვის არის წმინდა რიტუალი. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, წამიყვანე, წამიყვანე. მე დიდხანს ვფიქრობ, მესიამოვნება თუ არა იმ ადამიანთან ერთად წასვლა. სამსახური ხელს გიშლის იმაში, რომ ორ დღეზე მეტით წახვიდე. თითქმის ყოველდღე ვნახულობ სიზმარში, რომ ვარ სადღაც მთის წვერზე, კარავში… კოცონთან ვზივარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ვლაპარაკობ. ან კიდევ სადღაც ციხის ქონგურზე ვზივარ და ზემოთ არწივები დაფრინავენ. ასეთ დროს მარტო ძველი ფოტოების თვალიერება თუ მშველის,“ – ამბობს მათე.
რა უნდა ახსოვდეს ყოველთვის მას, ვინც სალაშქროდ წასვლას გადაწყვეტს? დავით ბახსოლიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ზურგჩანთა სწორად გქონდეს ჩალაგებული.
„ყველას აქვს რაღაც ჩვევები, მაგრამ ჩემი აზრით აუცილებელია, რომ „რუგზაკი“ კომპაქტურად გქონდეს ჩალაგებული, რომ კომფორტულად მოირგო ზურგზე. აუცილებლად უნდა გქონდეს საწვიმარი და ფეხზე გეცვას კომფორტული ფეხსაცმელი, შუა გზაში, რომ არ დაგაღალატოს. ტანსაცმელი უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და თბილი. აუცილებელი აღჭურვილობაა კარავი, საძილე ტომარა, რუგზაკი, “პარალონი”. კარგია თუ წინასწარ გაქვს მარშრუტი კარგად გაწერილი, მაგრამ მეტი თავგადასავლისთვის შეიძლება მანდ ცოტა იცუღლუტო,“ – ამბობს დავითი.
„ზოგადად, ლაშქრობაში რომ მიდიხარ, უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, რომ საკუთარ თავს და სხვებს პრობლემები არ შეუქმნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოუცდელი ხალხი ბევრია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ე.წ. “ჩამკეტის” წესია. ჯგუფის სიარულის დროს „ჩამკეტი“ ყველაზე ბოლოს მოდის და აკონტროლებს, არავინ ჩამორჩეს. ყოფილა შემთხვევები, როცა ჯგუფიდან ხალხი ჩამორჩა და ღამის გათევა ციცაბო ქედზე მოუწიათ, ყოველგვარი აღჭურვილობის და სითბოს გარეშე,“ – ამბობს მაიკო ლუხუმაიძე.
მათე მაყაშვილი ყველაზე რთულ მოგზაურობას იხსენებს და ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად ლაშქრობა მაინც ყველაზე საუკეთესო რამაა.
„წელს ფშავიდან გადავედით თუშეთში ბორბალოს უღელტეხილით. რთული იყო იმიტომ, რომ პირველ რიგში ჯიპიესი გაგვიფუჭდა და დავიკარგეთ. უცნაურ ხეობაში ჩავედით, ჩანჩქერებით იყო დახუნძლული. რატომღაც ძალიან ცუდ შეკიდულ ადგილას გავშალეთ კარავი, სადაც დათვები დასეირნობდნენ. მერე იქიდან როგორც იქნა გადმოვედი, მერე ერთი ცუდად გახდა, მერე კიდევ გზა აგვერია, მერე მდინარეს მივყვებოდით, მერე კლდეზე ჩამოვცურდი, ფეხი გავიხიე, სიკვდილს თვალებში ჩავხედე და ასე გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში. ეს იყო ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ლაშქრობა ჩემს ცხოვრებაში. მომწონს ადგილობრივებთან ურთიერთობა, სხვა ადამიანები არიან და მე ვხედავ სხვა სივრცეებს, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ამას ქალაქში მყოფი ადამიანი ვერასდროს მიხვდება“.
„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნაზიბროლა ქობულაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის „სანდასუფთავებაში“ თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ, ამიტომ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობამ უნდა განმარტოს იქ მიმდინარე პროცესები, დაამტკიცოს ის ბრალდებები, რის საფუძველზეც ხდება თანამშრომლების გათავისუფლება, ან დაუყოვნებლივ აღადგინონ ეს ადამიანები სამსახურში.
ბრიფინგზე მყოფმა სანდასუფთავების სამსახურის ყოფილმა მძღოლებმა, ზურაბ მახარაძემ და ასლან დავითაძემ განაცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით განათავისუფლეს, რეალურად კი მათ დათხოვნას პოლიტიკური მოტივი ედო საფუძვლად.
ასლან დავითაძე ეჭვობს, რომ ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ აქციაზე არ მივიდა. ის ასევე დასძენს, რომ აქციაზე აუცილებლად უნდა მიეყვანა იმ ბრიგადის წევრებიც, რომელშიც ის იყო დასაქმებული. იგი ამბობს, რომ საწვავთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან:
„უკვე შვიდი თვეა რაც გათავისუფლებული ვარ. მე ვმუშაობდი ქედაში. ჩიპი მაქვს დაყენებული, შეამოწმეს საწვავის რაოდენობა და ერთი გრამი დანაკლისი არ არის, ჩემი აზრით განმათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ სააკაშვილის აქციებზე ვერ დავდიოდი,“ – აცხადებს ასლან დავითაძე, რომლის მთავარი მოთხოვნაა, დააბრუნონ სამსახურში.
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადეს, თუმცა როგორც ამ სამსახურის ფინანსური და ინფრასტრუქურის განვითარების ხელმძღვანელმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა განაცხადა, 2012 წლის მონაცემებით, ამ სამსახურიდან 149 ადამიანი გათავისუფლდა, მათგან ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე.
„ … მაშინ როცა ბათუმის მაჟორიტარი გამოდის და წინა ხელისუფლებას უგუნურს ეძახის, მართლა უუნაროა სამწუხაროდ დღევანდელი აჭარის ხელისუფლება, მაშინ როცა დამტკიცებულ და შეთანხმებულ პროექტებს ვერ იცავს. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, როცა ახალ ბიუჯეტს ამტკიცებდნენ ბათუმის მაჟორიტარმაც დიდი ზარზეიმით დაუჭირა მხარი მას. ამ ბიუჯეტით ბათუმს ათეულობით მილიონი ლარი დააკლეს, რაც სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად იყო გათვლილი. გარდა გზებისა, ხიდისა თუ სტადიონის მშენებლობასა, გააუქმეს ასევე პროგრამა, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებას გულისხმობდა. “ – განაცხადა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე.
განცხადება იმის შესახებ, რომ ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია, მურმან დუმბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით აჭარის სანაპირო ზოლის გასწრივ, ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ ჩატარებულიყო, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში მცხოვრებლები სამედიცინო პუნქტში ახალი ექთნის, მზისადარ მანველიძის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მზისადარ მანველიძე ჯანდაცვის სამინისტრომ იმიტომ დანიშნა, რომ „ნაციონალია“, ხოლო „ოცნების“ კადრი, თამარ ვარდმანიძე, სოფელში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად არ დანიშნეს.
„ჩვენმა კადრმა, ვარდმანიძე თამარმა სამი ხმით მოიგო, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან გორგილაძემ გვითხრა, სამი ხმით მოგება მოგება არ არისო“.
უჩხითის მაცხოვრებლები ექთნის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას აპროტესტებენ
„იმასაც აქვს დიპლომი და ამასაც, მაგრამ კომპეტენციას კი არ აქვს აქ მნიშვნელობა ან დიპლომს, პოლიტიკური ნიშნით მოხდა ექთნის დანიშვნა“- ამბობენ უჩხითელები.
„სამინისტროში მითხრეს, მანველიძე იმიტომ დავნიშნეთ, რომ მას ბათუმში აქვს დამთავრებული შენ კი მახუნცეთშიო. მე რეკომენდაცია არ ჩამომივიდა გამგეობიდან, რადგან სატყეო მეურნეობის უბნის უფროსის როლანდ კობალაძის ცოლი დანიშნეს. კობალაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო“-ამბობს თამარ ვარდმანიძე
ნოდარ ბედინაძე კი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „ლევან გორგილაძემ პირდაპირ გვითხრა, რადგან თქვენი კანდიდატი „ოცნების“ მომხრეა, არ დავნიშნეთ და თუ გინდა იდავეთო. კაბინეტიდან გარეთ გამოგვყარა“.
„აგერ გვაქვს ოქმი. სადაც ხმების უმრავლესობა მიიღო თამარ ვარდმანიძემ. თუ არჩევნებს არ ჰქონდა ძალა, რატომ ჩაგვატარებინეს. მოატყუეს სოფელი“-ამბობს ნაზი გოჩაძე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლელა სურმანიძის განცხადებით, მზისადარ მანველიძე გამგეობის წარდგინებით დაინიშნა:
„გამგეობამ შემოგვთავაზა ორი კანდიდატურა, ვინაიდან, ორივე კანდიდატურას ჰქონდა ერთნაირი პირობები იმ მხრივ რომ არ ჰქონდათ სამუშაო გამოცდილება, მზისადარ მანველიძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ მიენიჭა უპირატესობა რომ უფრო უკეთესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. თანაც მანველიძეს აქვს ფერშალის კვალიფიკაცია, ვარდმანიძეს კი მედდის“.
ლელა სურმანიძე, ექთნის დანიშვნის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.
სოფლის ექთნის ანაზღაურება გამოწერით 250 ლარია, ხელზე კი 200 ლარს იღებენ.
„აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თხოვნით მივმართავ, რომ ბუნებას შველა სჭირდება. ასეთ ლამაზ ბუნებას არ შეიძლება წაართვან ასეთი ლამაზი შვილები,“ – ამბობს თამაზ ქოქოლაძე, სოფელ ქოქოლეთის მცხოვრები.
მისი თქმით სოფელში რამდენიმე მონადირეა, რომელთაც მონადირე ძაღლები ჰყავთ. ძაღლები ტყიდან შვლებს ერეკებიან, რის გამოც ცხოველები სოფელში ჩადიან. ძაღლებისგან შვლების დევნის ფაქტს ადასტურებს ქოქოლეთის კიდევ ერთი მცხოვრები მალხაზ ქოქოლაძე. ეს უკანასკნელი თავადაც მონადირეა, ძაღლი მასაც ჰყავს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, მისი ძაღლები შველზე დაგეშილი არ არიან.
„ვინც კი რამე საშუალება ნახა და მონადირე ლეკვი იშოვა, მოჰყავს სახლში. ოფიციალურად შველზე სანადიროდ არავინ მიდის, მაგრამ ეს მონადირე ძაღლები იგივე მოწანწალე ძაღლებია, თუ კარგ პირობებში არ შეინახავ. მეც მყავს ძაღლი, მაგრამ უჩემოდ ნაბიჯს არ გადადგამს. მეორეც, ამ ძაღლს სისხლში აქვს ნადირობა და შველი ძალიან უყვარს მონადირე ძაღლს,“ – ამბობს მალხაზ ქოქოლაძე.
მისი თქმით გამოსავალი იმაშია, რომ საქმეში შესაბამისი უწყებები ჩაერიონ და სოფელში ყველა ძაღლი აღრიცხონ.
„ამ ძაღლების აღრიცხვა უნდა მოხდეს, დაბირკონ, პასპორტით გააფორმონ, რომ ყველამ თავის ძაღლს მოუაროს. სხვა შემთხვევაში რთულია იმის გარკვევა, ვისი ძაღლი სდევნის შვლებს. მითუმეტეს ახლა არის გამრავლების, მყვირალობის დრო. მე რაც ვნახე, ტყიდან გამოსული შველი ყველა მამალი იყო. როგორც ჩანს, ამ ძაღლებს მამალი იტყუებს და ორსულ დედალს მალავს, იცავს. დედალ შველს რომ გამოეკიდოს ძაღლი, ის ვერ გაასწრებს,“ – ამბობს მალხაზ ქოქოლაძე.
იგი ამბობს, რომ ორი კვირის წინ შველი თავადაც გადაარჩინა, ხელვაჩაურში ჩაიყვანა, გარემოს დაცვის სამმართველოსაც შეატყობინა. შველს დახმარება გაუწიეს, თუმცა ის დაიღუპა. მალხაზ ქოქოლაძის თქმით, შველს ნატყვიარი ეტყობოდა.
იმ ფაქტს, რომ შველი ტყვიით იყო დაჭრილი, ადასტურებს ექიმი ვეტერინარი გიორგი კალანდაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ნატყვიარი ძველი იყო.
„შველი როცა მოიყვანეს, ჰქონდა ნაგლეჯი ჭრილობა. დაკბენილი იყო ცხოველებისგან. აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, რაც საჭირო იყო. ასევე რქასთან ჰქონდა ძველი ნატყვიარი, რომელიც შეხორცებული იყო, თუმცა განაკაწრის ნაკვალევი ჰქონდა. ახალი ჭრილობა ბარძაყზე, არ იყო ნატყვიარი, დაჩირქებული იყო,“ – ამბობს გიორგი კალანდაძე.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარი სპეციალისტის მირზა ნოღაიდელის მტკიცებით კი შველს ტყვიით მიყენებული ჭრილობა არ ჰქონია. იმავეს ამტკიცებს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ კუპრეიშვილი.
„ირემი იყო ავადმყოფი და დაკბინეს ძაღლებმა იმის გამო, რომ იყო ავადმყოფი და გაქცევა ვერ მოახერხა. ეს იყო და ეს. ნატყვიარი? ვინ თქვა ნატყვიარი. ნატყვიარი არ ჰქონია. მე არ შემიმჩნევია. ვინც ნახა, ისიც უარყოფს ამას და ეს აბსურდია,“ – ამბობს არჩილ კუპრეიშვილი.
კუპრეიშვილის თქმით ქოქოლეთის მცხოვრებნი პატიოსნად ნადირობენ და იმის თქმა, რომ სოფლის მცხოვრებთა ძაღლები ტყიდან შვლებს სდევნიან, არასწორია.
„ეს არის ქოქოლეთის მოსახლეობის შეურაცხყოფა. პატიოსან მონადირეობას რაც შეეხება, სწორედ მაგ სოფელშია დაცული. არის სახეობები, რაზეც ისინი არ ნადირობენ, ერთ-ერთია ირემი. რაღაც უცხო რომ გამოჩნდება, ძაღლი უყეფს, თუ მორევა შეუძლია, მისდევს. რა ვქნა ახლა, კაცს ვერ ავუკრძალავთ, რომ ძაღლი ჰყავდეს,“ – ამბობს არჩილ კუპრეიშვილი. მისივე თქმით, თუ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ გახდება ცნობილი, გარემოს დაცვის სამმართველო ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებს.
სახელმწიფო, წესით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს. შველი „წითელი ნუსხაშია“ შეყვანილი. სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი შავგულიძის თქმით, გარემოს დაცვის სამმართველოს რეაგირებისთვის ბერკეტები არ აქვს.
„თუ იყო ძველი ნატყვიარი, ვერაფერს გააკეთებდა გარემოს დაცვის სამმართველო. უბრალოდ შეუძლებელია რამის გარკვევა. არასოდეს არ იცი ეს სად მოხდა. დამალეს – არ დამალეს, ძნელი სათქმელია, შესაძლებელია ზედმეტი კითხვების გაჩენა არ უნდოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გააკეთებდნენ,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიიდან მონადირე ძაღლები შვლებს სდევნიან, შავგულიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მარტო სახელმწიფოს ჩარევა არ კმარა, მოსახლეობის ნებაც უნდა იყოს არსებული მდგომარეობის შეცვლა.
„ძაღლების საკითხი არის საკმაოდ პრობლემატური. ეს იქნება მაწანწალა თუ მონადირე ძაღლი, იწვევენ სერიოზულ პრობლემას და პრაქტიკულად ხანდახან ნადირობენ კიდეც. ფიზიკურად ნადირობენ ველურ ცხოველებზე და როცა დაცულ ტერიტორიასთან გვაქვს საქმე, ეს განსაკუთრებით სერიოზული საკითხია. ეს არის უფრო რთული საკითხი, ვიდრე გარემოს დაცვის რაღაც სტრუქტურას მოსთხოვო, რომ მოუარონ. ერთი მხრივ, დაცული ტერიტორია უნდა იყოს დაცული და იქ არავითარი ძაღლი არ უნდა შევიდეს. უბრალოდ უნდა მოხდეს ამ ძაღლის დაპატიმრება. როგორც, ვთქვათ, კანონის დამრღვევს დააკავებ, აი ისე უნდა დააპატიმრო ძაღლიც. მეორე მხრივ, თავად შველი შეიძლება გამოვიდეს დაცული ტერიტორიიდან და გახდეს ძაღლების მსხვერპლი.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, სახელმწიფომაც უნდა აიღოს და მოსახლეობამაც. მაგრამ მეორე საკითხია, საქართველოში სანამ არ ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის ინსპექციის მაგვარი რამე სტრუქტურა, რომელიც როგორც მე ვიცი, აუცილებლად აღდგება, მანამდე ეს საკითხი ღიად რჩება. ახლა ცალსახად პასუხისმგებელი ორგანო, რომელმაც უნდა იზრუნოს, ვთქვათ, ბუნებისადმი სამართალდარღვევის აღკვეთაზე, არ არსებობს,“ – ამბობს ირაკლი შავგულიძე.
„2012 წლის ნოემბერში ჩემს შვილს თავის ტკივილები დაეწყო. ექიმბაშ ნუგზარ ბერიძის რჩევით ფსიქიატრ თემურ ბრეგვაძესთან მივიყვანეთ, რომელმაც რაღაც ტაბლეტები გამოუწერა. ათი დღის შემდეგ ჩემს შვილს უჩვეულო ქცევები დაეწყო, რის შემდეგაც ექიმმა ნემსები დაუნიშნა. ცხრა ამპულის (პალოპელიდოლდეკონაიდი) შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. აფთიაქში გვითხრეს რომ დიდი დოზა იყო დანიშნული და უნდა გადაგვემოწმებინა“-ამბობს პაციენტის მამა, სულეიმან დევაძე.
ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტს პირიდან ქაფი წამოუვიდა და კანკალი დაიწყო. „როცა ექიმმა მის მიერვე გამოწერილ წამლებს დახედა, რეცეპტი ჩვენს თვალწინ დახია და სხვა პრეპარატი დაუნიშნა. შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ მასთან დაკავშირება, რადგან ახალი წლის დღეები იყო და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. გადავწყვიტეთ პაციენტის თბილისში გადაყვანა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტის ჭარბი დონით მიღება დაუდგინეს“- ამბობს პაციენტის ნათესავი.
დევაძეები ასევე აცხადებენ, რომ ექიმმა პაციენტის ახლობლებს ფსიქოტროპული მედიკამენტი საკუთარი სახლიდან, რეცეპტის გარეშე მისცა. „ეს პაციენტი მას რეგისტრირებულიც არ ყავდა ჟურნალში, ამიტომ როგორ მისცა ასე უკონტროლოდ საშიში პრეპარატი „ბენზექსოლი“. არაერთხელ მისცა კაბინეტიდან სპეცკონტროლზე აყვანილი წამლები და იქვე ახდევინებდა ფულს ადგილზე. როგორც შემდეგ გავიგეთ, ამ ფაქტის გამო, დაჯარიმდა ფსიქიატრული საავადმყოფო 500 ლარით“-აცხადებს, ჯუმბერ დევაძე
ნათესავებმა, ფაქტის შესასწავლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სამსახურს მიმართეს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. „მივმართეთ აჭარის პროკურატურასაც, ლევან გზირიშვილს, რათა ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. თუმცა, 2013 წლის 8 მარტს ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოდან გამოძიების დაწყებაზე უარი მივიღეთ“.
პაციენტის მამა და ნათესავები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და მოითხოვენ რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყონ. „ჩვენ მოვითხოვთ არაკვალიფიციური ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას“.
ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხელმძრვანელის ეკა ზოიძის განცხადებით, დევაძის ფაქტის გამო დაწესებულების პასუხისმგებლობა ვერ დადგება: „როგორც ვიცი ექიმი მას კერძოდ ახლობლის თხოვნით მკურნალობდა, უბრალოდ პაციენტი მიიღო დაწესებულების კაბინეტში და არ გაატარა ჟურნალში, რის გამოც საავადმყოფო დაჯარიმდა. ჩვენთან მომსახურება უფასოა და აღრიცხვიანობაც ნებაყოფლობითია“. საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, ფაქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.
ექიმი თემურ ბრეგვაძე კი მომხდარის გამო თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი თქმით, პაციენტმა მედიკამენტი თვითნებურად მიიღო: „ცილს მწამებენ, რეგულირების კომისიამ შეამოწმა ეს საკითხი. მათ, იჯახმა გაუკეთა წამალი შეცდომით, ან აფთიაქიდან გასცეს შეცდომით. ის წამალი რაც მათ გაუკეთეს, მე არ დამინიშნია“.
გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე საკრებულო იმავე სხდომაზე კენჭს უყრის კონსევატორ მამული ჟღენტის კანდიდატურას.
მამული ჟღენტმა ჯერ არ იცის დაუჭრს თუ არა მხარს საკრებულო მის კანდიდატურას, თუმცა ის მაინც მუშაობს საკითხებზე, რის შეცვლასაც მოადგილის სტატუსის ქონის შემთხვევაში შეძლებს: „ძალიან ბევრია შესაცვლელი.“
ჯუმბერ კახიძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო. მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2006 წლიდან ეკავა. ის წინა და ამ მოწვევის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შევიდა და მოადგილის თანამდებობაზეც ორივე შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მხარდაჭერით დაინიშნა.
მამული ჟღენტი ბათუმის საკრებულოში „კონსერვატორების“ წარმომადგენელი და ფრაქცია „ბათუმის“ წევრია.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია.
როგორც დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ რომ ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები და ჯებირები გაემაგრებინათ, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.
მისი თქმით, წლების მანძილზე, ექსპერტები, მეცნიერები, კონსულტანტები, ეკოლოგთა ჯგუფის წევრები წერდნენ და აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რომელიც ქვეყანას ემუქრება, თუმცა ხელისუფლებამ მათი რჩევები არ გაითვალისწინა.
მისივე თქმით, შესაძლებელია ბულვარის სანაპირო ზოლის გალამაზება, თუ ჯერ მოხდება ჯებირების გამაგრება, რასაც საბჭოთა კავშირიც ახერხებდა, წინა ხელისუფლებამ კი მიზანმიმართულად არ მოახდინა მათი გამაგრება და რამდენიმე მილიონი ლარი მხოლოდ პიარისთვის დახარჯა, რაც სახელმწიფო დანაშაულია.
ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ის აპირებს მიმართოს ახალ ხელისუფლებას, რომ შეჩერდეს მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება და მათი მშენებლობა მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ გაგრძელდეს.
როგორც „ბათუმელებს“ კირნათის რწმუნებულმა ხასან კახაბერიძემ განუცხადა, „დაზიანებულია 300 კვადრატული მეტრი, ე.წ შიფერი და 250 კვადრატამდე თუნუქის სახურავი, ქარმა ასევე რამდენიმე საბძელსა და სასიმინდეებს გადახადა სახურავები.“
მისი თქმით ქარმა დაახლოებით რვა ოჯახი დააზარალა.
რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ხასან კახაბერიძე ზუსტ ოდენობას არ ასახელებს და აცხადებნს, რომ მოკვლევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ძლიერი ქარი კირნათში დილით დაახლოებით 09:00 დან 09:30-მდე გაგრძელდა.
ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ მოშიმშილე სურიე დიასამიძე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში სურიე დიასამიძის მიყვანას ადასტურებენ. მათი განცხადებით, მოშიმშილე ქალბატონი თერაპიულ განყოფილებაში, არტერიული ჰიპერტენზიისა და პნევმონიის დიაგნოზითაა გადაყვანილი.
სურიე დიასამიძე იუსტიციის სახლთან ყოფილ პატიმრებთან ერთად რამდენიმე დღეა შიმშილობს. ის ცუდად ოთხი დღის წინაც შეიქმნა, თუმცა შიმშილობის პროცესი არ შეუწყვეტია.
მოშიმშილეები თანამდებობიდან ყოფილი ბათუმის პროკურორის, ავთანდილ კილაძის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელია.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, დღეს გამართულ ბრიფინგზე დახuრული კომერციული ობიექტების სია წარმოადგინა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, რომ შეესწავლა ამ ობიექტების დახურვის მიზეზი. მან დღევანდელ ბრიფინგზე რეგიონში ტურისტების შემცირებაზეც გააკეთა აქცენტი.
წარმოდგენილ სიაში ათი კაფე-ბარი და რესტორანი, თექვსმეტი მაღაზია და შვიდი სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტია დასახელებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო გადაამოწმებს.
ბათუმის ქუჩებში თანამედროვე შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. მოდერნიზებული შუქნიშნები ქალაქის 16 გზაჯვარედინზე განთავსდება. შუქნიშნები რადარებითა და მოძრავი კამერების მეშვეობით სრულად გააკონტროლებს საგზაო მოძრაობის ინტენსივობას და შესაბამისი ფერის ჩართვით დაარეგულირებს მოძრაობას, რაც გზაჯვარედინებზე საცობის შექმნას თითქმის გამორიცხავს.
ასევე, გათვალისწინებულია პარკომეტრების დამონტაჟება და მართვის ცენტრის მოწყობა, საიდანაც შუქნიშნები და საგზაო მოძრაობა ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება. სამონტაჟო სამუშაოები დაახლოებით თვენახევარში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა მოადგილესთან ერთად მოინახულა.
გარდა შუქნიშნების, პარკომეტრებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟისა, ხიმშიაშვილის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირზე მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც რადარებით, შესაბამისი ღილაკითა და ხმოვანი სიგნალით აღიჭურვება, რაც მხედველობადაქვეითებული მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ბელგიურ კომპანია ,,ვიალისთან”, რომელსაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია. სააგენტომ სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა 16 გზაჯვარედინის შუქნიშნებით გამართვისთვის საჭირო მოწყობილობა – კომპიუტერული ტექნიკა, მართვის პულტები, რადარები, ვიდეოთვალი, დენის წყარო და ა.შ. 1500 საგზაო ნიშანი და მართვის ცენტრისთვის საჭირო აღჭურვილობა.
ამავე კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ შუქნიშნების გამართვასა და ცენტრის მოწყობას. სახელშეკრულებო ღირებულება მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება.
როგორც ადგილზე მყოფი „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს, რომელიც ავარიის მომსწრე გახდა, მისი ინფორმაციით ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.
სატელეფონო ზარებს საქართველოს რკინიგზასა და მახინჯაურის რკინიგზის სადგურში არ პასუხობენ. სასწრაფო სამედიცინო სადგურში კი „ბათუმელებს” აცნობეს, რომ ერთი დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
–ირინა, დღესდღეობითსაქართველოშიყველაზეწარმატებულძიუდოისტქალადითვლები, თუმცა, როგორცვიცი, შენისპორტულიცხოვრებამშვილდოსნობითდაიწყო. რატომშეცვალეარჩევანი?
– მშვილდოსნობით დავინტერესდი თავიდან და ვარჯიშიც ამიტომ გადავწყვიტე, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ რაიმე სერიოზული წარმატებისთვის არ მიმიღწევია, მალევე მომიწია ძიუდოში გადასვლა. ქალთა ძიუდო ახალშემოსული იყო აჭარაში, რაღაც ტურნირი ტარდებოდა, ვესწრებოდი, იქვე იყო საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი გოდერძი ველიჯანაშვილი, სწორედ მან მირჩია ძიუდოში ვარჯიშის დაწყება, ასევე სიმონ ზაქარაძემაც, რომელიც ხელვაჩაურის სპორტსკოლაში მუშაობს. ვფიქრობ, არჩევანში არც შევმცდარვარ.
–შენიტიტულებიჩამოგვითვალე…
– პირველი წარმატება 2005 წელს მოვიდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის თასის გათამაშებაში გავიმარჯვე. შემდეგ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზე, მართალია, საპრიზო ადგილი არ ამიღია, მაგრამ სწორედ ამ ტურნირმა განაპირობა ჩემი მომავალი, კარგად ვიჭიდავე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შარშან ბაქოში გამართული „დიდი სლემის“ ტურნირი იყო, რომელზეც ოქროს მედალი მოვიპოვე, ასევე ვიასპარეზე სტამბულში გამართულ მსოფლიო თასზე, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
–ესძიუდოში, როგორცვიცი, ძალებისამბოშიცმოსინჯე…
– დიახ და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს შევმატე.
– რა თქმა უნდა. გერმანიაში ვიჭიდავე, მეშვიდე ადგილი დავიკავე, ეს კი საკმარისი არ აღმოჩნდა ლიცენზიისთვის. შემდეგ ტრავმა მივიღე და ცხრა თვე გამიცდა, ხელი თაბაშირში მქონდა ჩასმული.
–ამჟამადთბილისშივარჯიშობ?
– კი, თბილისში ვარ და ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა არ შემიძლია ორიოდ სიტყვა ჩემს ბათუმელ მწვრთნელზე, ნანი კირკიტაძეზე არ ვთქვა, რომელთანაც გადავდგი პირველი ნაბიჯები ძიუდოში და დღესაც, როდესაც ბათუმში ჩამოვდივარ, მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვვარჯიშობ. ასევე ნათია აბუსერიძე, რომელიც ძალიან დამეხმარა, თავად ყოფილი სპორტსმენია და თუ არ ვცდები, საბჭოთა კავშირის პრიზიორიცაა.
–უახლოესმომავალშირატურნირზემიემგზავრები?
– თურქეთში გაიმართება „დიდი სლემი“, იქ ვიჭიდავებ, ვეცდები საპრიზო სამეულში მოვხვდე და სარეიტინგო ქულები ჩავიწერო.
– ოლიმპიადა ჩემი ოცნებაა. ვიცი, რომ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ძალიან ბევრი ძლიერი სპორტსმენი გამოდის და ისევე როგორც მე, ყველა ოლიმპიადაზე ოცნებობს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ჩემთვის უკვე დიდი წარმატება იქნება.
– კი, ასე ვთქვათ, სპორტული ოჯახი ვართ. ორივე მკლავჭიდელია. ახლახან გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ლამზირამ მეორე, ლარისამ კი – მესამე ადგილი დაიკავა.