“ბათუმელების” ინფორმაციით ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტებში “ქართული ოცნება” გამგებლობის კანდიდატებად მოქმედი გამგებლების წარდგენას გეგმავს.
მოქმედმა გამგებლებმა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადებები უკვე დაწერეს. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოები, გამგებლების გადადგომის თაობაზე დაწერილი განცხადებების განხილვას დღეს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიამ გამგებლის კანდიდატები მხოლოდ ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების საოლქო კომისიებში დაარეგისტრია.
ნაციონალური რიგებიდან, გამგებლის პოსტის დასაკავებლად, ქედაში მოქმედი საკრებულოს წევრი ჯემალ შარაძე, შუახევში კი ყოფილი რესურსცენტრის უფროსი ზაურ დავითაძე იბრძოლებს. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, საპარლამენტო ოპოზიცია აქაც გამგებლის კანდიდატად ყოფილი რესურსცენტრის უფროსის, ოთარ შაინიძის დასახელებას გეგმავს დღეს.
პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიენებებს, საარჩევნო სუბიექტების დასახელების უფლება დღეს 6 საათამდე შეუძლიათ.
ექსპოზიციაში წამყვან ადგილს ისევ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაიკავებენ.
სიახლეს წარმოადგენს მუზეუმში დაცული ფერადი მინისა და ატიკური მოხატული ლეკითოსების კოლექციების თემატური გამოფენა.
პირველად გამოიფინება ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის მიერ საჩუქრად გადმოცემული სპარტის ვოტივური დანიშნულების მქონე ლეკითოსების კოლექცია, რაც საფუძველს დაუდებს მომავალში სხვა მუზეუმებთან კოლექციების გაცვლითი პროგრამების ტრადიციას.
სიის პირველი ნომერი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი თეიმურაზ დუმბაძეა. მეორე ნომრად ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე. მესამე წევრად კი საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ნუგზარ ბოლქვაძე ჩაწერეს. მეოთხე შორენა ცინცაძე იქნება, მეხუთე ნომერი კი სოფელ აჭარისწყლის ყოფილი რწმუნებული ვაჟა თავდგირიძეა. მეექვსე ხელვაჩაურის გამგებლის ყოფილი მოადგილე ლეონ თედორაძე. მეექვსე ასევე გამგებლის ყოფილი მოადგილე ირაკლი სურმანიძე. შემდეგ ადგილებს კი ნარგიზ ბეჟანიძე, თამარ კომახიძე და გურამ ცინცაძე ინაწილებენ.
კონკურსის დამფუძვნებლისა და ორგანიზატორის ზაზა ფირცხალაიშვილის თქმით, წლევანდელ კონკურსში ფინალურ ეტაპზე 41 ლექსი და 44 მოთხრობა გავიდა (პოეტები ერთ ლექსს, პროზაიკოსები კი ასი სიტყვისგან შემდგარ პროზაულ ნაწარმოებს წარადგენენ).
კონკურსის ჟიურის წევრები არიან დათო ტურაშვილი, ტარიელ ხარხელაური, რობერტ მესხი, ცირა ყურაშვილი და ბადრი თევზაძე.
გამარჯვებული ავტორებისთვის ფულადი პრიზებია დაწესებული: პირველი ადგილისთვის 900 ლარი, მეორე ადგილისთვის 700 ლარი, მესამე ადგილისთვის კი 500 ლარი.
ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში იგეგმება “ლექსების გამოფენის” წიგნის პრეზენტაცია. გარდა ამისა შაბათს 17:00 საათზე, სპორტკომპლექსი “მარინას” სტადიონზე პოეტებსა და პროზაიკოსებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება ფეხბურთში, კვირას კი 17:00 საათზე, ვეტერანთა კლუბში ნარდის ჩემპიონატი მოეწყობა.
ლიტერატურული კონკურსი წელს მეათედ ტარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.
პაციენტების მიღება 12:00 საათზე, ღორჯომის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში დაიწყება.
მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის” და შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ ექიმები გაუწევენ, რომელთა სამედიცინო ბრიგადა კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, რადიოლოგით, ნევროპათოლოგით, თერაპევტით, პედიატრითა და ოჯახის ექიმით არის დაკომპლექტებული.
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით იმართება. საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
იგივე აქცია, 18 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემშიც იგეგმება.
“გამოკითხული 1386 მედპერსონალიდან 5 პროცენტს აღმოაჩნდა C ჰეპატიტი” _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში, რომლის ფარგლებში საქართველოს ხუთ ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც, 1386 მედმუშაკი, ექიმი და ექთანი გამოკითხეს. კვლევა 2012 წელს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზიულ ჟურნალში “Occupational Medicine” (პროფესიული მედიცინა).
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” დირექტორი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ უნივერსალური სიფრთხილის ზომებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებებში შეძენილი დაავადებების თავიდან ასაცილებლად იქნა დაწესებული, სამედიცინო პერსონალი ნაკლებად იცავს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც პაციენტს, ისე თავად ექიმს. არასათანადოდ სტერილიზებული სამედიცინო იარაღი ან სიფრთხილის ზომების დაუცველობა შეიძლება ისეთი დაავადებების მიზეზი გახდეს, როგორიცაა: აივ/შიდსი, B და C ჰეპატიტი.
“სამედიცინო პერსონალის მიერ აუცილებელია იმ ნორმების დაცვა, რაც სამედიცინო ინვენტარის დეზინფექციას; ნიღბის, ხელთათმანის, სათვალის გამოყენებას, ნემსებთან და სხვა დაბინძურებულ ინსტრუმენტებთან სწორად ქცევას უკავშირდება. მედპერსონალი სისხლის გზით გადამდები დაავადებების რისკ-ჯგუფშია, რომლებშიც უპირველეს ყოვლისა აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება შედის. “თუ უნივერსალური სიფრთხილის ზომები არ არის დაცული, სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი რისკია სისხლის გზით გადამდები დაავადებების – ძირითადად, აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტის ვირუსების გავრცელებისთვის”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.
როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი იმ შემთხვევაში, თუ მან ეჭვი შეიტანა, რომ მედპერსონალი სათანადოდ არ იცავს ჰიგიენურ ნორმებს, მაგალითად, არ მუშაობს ახალი ხელთათმანით ან არ არის დარწმუნებული, სტერილიზებულია თუ არა სამედიცინო პროცედურების შესრულებისას ხელსაწყოები?
“პაციენტს, სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრი ბერკეტი აქვს, რომ შეაფასოს სწორად არის თუ არა სტერილიზებული იარაღები. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მას შეუძლია ადგილზევე დასვას საკითხი – დაცულია თუ არა ეს ნორმები, თუმცა ერთი, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს, არის ის, რომ ექიმმა მისი თანდასწრებით ჩაიცვას ახალი ხელთათმანი”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.
მისივე თქმით, ამ საკითხზე საუბრისას ძირითადად სტომატოლოგიაზე კეთდება აქცენტი, მაშინ როცა უნივერსალური სიფრთხილის ზომები ირღვევა სხვაგანაც: “პრობლემა, ზოგადად, ექიმებსა და ექთნებს ეხება. მაგალითად, პროცედურებიდან გამომდინარე გინეკოლოგიაში უფრო მაღალი რისკი შეიძლება წარმოიშვას დაინფიცირების, ვიდრე სტომატოლოგიაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტერილიზაცია ენდოსკოპიური, ბრონქოსკოპიული და სხვა მანიპულაციების ჩატარების დროს”, – ამბობს ის.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლინიკაში ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები ირღვევა, პაციენტს შეუძლია, საჩივრით მიმართოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, თუმცა საამისოდ ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარი არ არის საკმარისი. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსი ტარიელ ქაშია ამბობს, რომ პაციენტმა რეგულირების სააგენტოში განცხადება წერილობითი სახით უნდა შეიტანოს: “მხოლოდ ამის შემდეგ დავინტერესდებით ჩვენ ამ ობიექტით [სადაც პაციენტის მომსახურებისას დაირღვა ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები] და მას შევამოწმებთ. ზოგჯერ, შეიძლება სატელევიზიო სიუჟეტის ან საგაზეთო პუბლიკაციის საფუძველზე, ჩვენი ინიციატივითაც დავინტერესდეთ პრობლემით და შევისწავლოთ საკითხი”, – ამბობს ის.
ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროში, სამედიცინო დაწესებულებებზე შესული მსგავსი საჩივრების სტატისტიკა არ არსებობს. ტარიელ ქაშია ბოლო წლების მანძილზე შარშან მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როცა საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მიიღეს შეტყობინება სტომატოლოგიური კაბინეტის შესახებ, რომელიც სერტიფიკაციის გარეშე, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობდა. მას შემდეგ, რაც კომისიამ დაადასტურა ეს ფაქტები, დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის საფუძველზეც ექიმები ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს.
ინფორმაცია საავადმყოფოს მშენებლობის შესახებ დღეს, მთავრობის წევრებისა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის შეხვედრაზე გავრცელდა.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ესწრებოდა.
მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციაც მიენიჭება და ის მოემსახურება როგორც მოზრდილ მოსახლეობას, ასევე ბავშვებს.
მშენებლობის პირველ ეტაპს აჭარის მთავრობა დააფინანსებს, 2015 წლიდან კი სამშენებლო პროცესში საქართველოს მთავრობაც ჩაერთვება.
ახალი საავადმყოფოს მშენებლობა და აღჭურვა 24 თვის განმავლობაში დასრულდება.
კოალიციის სიის პირველ ათეულში არიან ბიზნესმენი თამაზ თურმანიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი კობა ჩხეიძე, პროფესორი თენგიზ აფხაზავა და დიმა დარჩია.
ათეულის სხვა წევრებს „ქართული ოცნება“ ხვალ დაასახელებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით სიაში არიან ზაურ ახვლედიანი, რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე და შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ნატალია ზოიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას ფიქრობდა მერობის კანდიდატი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მერობის კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ უპასუხა რომ ის მხარს არ დაუჭერდა.
„მე ლაკონური ვიქნები, იმ სახით რა სახითაც არსებობს პარლამენტის წევრი რომ ვიყო ხმას არ მივცემდი. კანონს უნდა ჰქონდეს თქვენი ჭირიმე ორი ნაწილი, ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს, წერია მაგალითად კანონში რომ მე არ შემიძლია ავიღო ეს ლეპტოპი და გადავაგდო იატაკზე. მაგრამ თუ კანონში არ წერია როგორ დამსჯიან ამისთვის რა მიშლის ხელს? არაფერი. ანუ მე ვფიქრობ რომ კანონი უნდა იყოს გაცილებით დახვეწილი, მეორე ამ კანონის მიღებას წინ უნდა წაძღვანებოდა ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი დისკუსია. დისკუსია დაიწყო პოსტფაქტუმ. ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული დაპირისპირება ჩვენს საზოგადოებაში. რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
ძალიან დიდი ყურადღებით ეს კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ კომენტარებიდან რომელსაც პროფესიონალები აკეთებდნენ ჩანდა რომ იქ არის ისეთი მომენტები რომელიც გაუგებარს ხდის რეპრესიულ ნაწილს ამ კანონის. ანუ თუ დაარღვია ადამიანმა როგორ დაისჯება და რითი დაისჯება. რაც შეეხება დისკრიმინაციას აქ სამწუხაროდ აქცენტი გაკეთდა ასე ვთქვათ სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციაზე. ყოველშემთხვევაში ყველაზე ხშირად ამაზე იყო საუბარი. ჩემთვის გაცილებით უფრო საინტერესო იყო რა წერია იქ სხვა სახის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. შრომის დისკრიმინაცია, შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ზოგადად ძალადობის და დისკრიმინაციის მიღება და მისი მოწონება აშკარად მიუღებელი რამ არის,“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
მაყურებლის შეკითხვაზე, ბათუმის მერობის კანდიდატი აპროტესტებდა თუ არა ბათუმის ბულვარის გაჩეხვას, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო, გიორგი დიასამიძემ უპასუხა რომ არა.
„ბულვარი რამდენადაც მე მახსოვს არ გაჩეხილა. საქმე რაშია იცით, ჩვენ ახლა შეიძლება ავიღოთ და მთელ ქალაქს მოვაყაროთ ნაფტალინი და ასეთი დავტოვოთ ასი წლის განმავლობაში. იქ რაც იყო ბულვარი არ იყო, ის იყო ოფიცერთა სახლის ტერიტორია, გადასარევად მახსოვს ბავშვობიდან სად რა იყო იქ. ნახევარი ბავშვობა მაქვს მანდ გატარებული. კიდევ ერთხელ ვამბობ რამდენიმე ათასი ხე, ბუჩქი, პალმა დაირგა ამ ქალაქში და კაციშვილს არ უთქვამს რა კარგია რომ ამას აკეთებენ. იგივე მეჩეთის მშენებლობის საკითხი რომელიც ზოგიერთებმა გამოიყენეს როგორც პოლიტიკური ტრამპლინი და მერე აღმოაჩინეს რომ არსებობს სიტყვა ტოლერანტობა, აი ასეთივე თემაა რა, ვიღაცას ჭირდებოდა. მე ნამდვილად არ ვაპროტესტებდი და კიდევ ერთხელ ვამბობ, თავშიც არ მომივიდოდა ამის გაპროტესტება მარტივი მიზეზის გამო. მე მივედი, ჩემი თვალით ვნახე რა იჩეხებოდა და რამდენი და იმასთან შედარებით რაც შენდებოდა ჩავთვალე რომ ხმის ამოსაღები არ იყო“.
ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი დიასამიძის სრული ინტერვიუ ხელმისაწვდომია ბმულზე.
“Georgian Airways” კვირაში 2-ჯერ ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს, რომელსაც სეზონზე სიბირის ავიახაზების “S7”-ის მიერ კვირაში ერთხელ შესრულებული ფრენა დაემატება. კვირაში 4-ჯერ ხორციელდება ასევე ბათუმი თბილისის ფრენები.
რაც შეეხება ჩარტერულ ავიაფრენებს, წელს მათი რაოდენობა განსაკუთრებითაა გაზრდილი. შესაბამისად, რეგიონში ტურისტთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი. მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება თელავივი-ბათუმის ფრენები, რომლის ფარგლებში რეგიონს კვირაში დაახლოებით 260 დამსვენებლი ესტუმრება ისრაელიდან.
გაორმაგებული იქნება ჩარტერული ფრენების რაოდენობა პოლონეთიდან ბათუმის მიმართულებითაც, 7 ივნისიდან კვირაში 1-ჯერ ვარშავა-ბათუმის ფრენები დაიწყება, 13 ივნისიდან კატოვიცე-ვარშავა-ბათუმი, ხოლო 14 ივნისიდან კატოვიცე-პოზნანი-ბათუმის ფრენები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული მოლაპარაკებებისა და სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 2014 წლის სეზონზე პოლონეთიდან ყოველკვირეულად 3 ჩარტერული ფრენა განხორციელდება.
საერთაშორისო ფრენებს ააქტიურებს ასევე უკრაინული ავიაკომპანია “Ukraine Internatinal Airlines”, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან კვირაში 4-ჯერ, აქტიურ სეზონზე კი კვირაში 6-ჯერ გეგმავს ფრენებს კიევი-ბათუმის მიმართულებით.
ოლიმპიადის მეორე ტურში, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 21 ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს. ფოლკლორული ანსამბლები ოლიმპიადის პირობებიდან გამომდინარე მხოლოდ ერთ ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომერს ასრულებენ, რომელსაც 10 კაციანი ჟიური აფასებს.
„ოლიმპიადის მიზანია წარმოვაჩინოთ ახალგაზრდა შემსრულებლები და ბავშვებს გავუხალისოთ ცხოვრება,“ – ამბობს ჟიურის წევრი მადონა თევზაძე.
ოლიმპიადის დასკვნით-მესამე ეტაპი 25 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება და აჭარის მაღალმთიანეთიდან ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ის ანსამბლები წარსდგება, რომლებიც მეორე ტურში გაიმარჯვებას მოიპოვებს.
დასკვნით ტურში გადასული ანსამბლების ვინაობა კი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ოლიმპიადაში გამარჯვებული ანსამბლები და შემსრულებლები სასცენო კოსტუმებით დაჯილდოვდებიან. ასევე I, II, III ადგილზე გასულები სპეციალურად ოლიმპიადისთვის დამზადებული ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდებიან.
სტუმრები ასევე სერვის ცენტრთან არსებულ ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობასაც მოინახულებენ, სადაც 8 ჰა ფართობზე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ელიტური ჯიშის ნარგავებია გაშენებული.
აგროსერვის ცენტრი ერთადერთი არაკომერციული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. ამ მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები. 2015 წლიდან კი ორგანიზაცია ფერმერებს საკუთარ სანერგეებში წარმოებულ ციტრუსისა და ვაზის ნერგებსაც შესთავაზებს.
აგროსერვის ცენტრში სერვისების ნაწილი გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ენპარდ აჭარა- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ფარგლებში ფინანსდება.
„ეს არის ერთგვარი ერთგულების სია“ – განაცხადა პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ და იქვე დასძინა:
„ბათუმის საარჩევნო სიის ათეული შედგება იმ ადამიანებისაგან რომლებმაც ყველაზე რთულ დროს ( ვგულისხმობ წაგებულ არჩევნებს ოქტომბერში), შეინარჩუნეს ღირსება და არ უღალატეს საკუთარ პრინციპებს. ყველა ეს ადამიანი წარმოდგენილია სიის ათეულში. მათგან გიორგი დიასამიძე გახლავთ მერობის კანდიდატი, ხოლო პირველი შვიდი გახლავთ ის ადამიანები ვინც დღესაც არიან ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებში. ყველა ის ადამიანი ვინც სიაშია და ვინც მაჟორიტარია ბუნებრივია შერჩეული არიან თავიანთი პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, პატრიოტიზმით და საქმისადმი ერთგულებით“.
ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. გიორგი კირთაძე
2. ნოდარ დუმბაძე
3. ჯუმბერ კახიძე
4. ნაზი ფუტკარაძე
5. მანანა ილურიძე
6. გიორგი კავაზაშვილი
7. გოდერძი ტოტოჩავა
8. ირაკლი მექვაბიშვილი
9. მირდატ ქამადაძე
10. ნინო ასამბაძე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად ნაციონალური მოძრაობიდან სულ 30 კანდიდატი იბრძოლებს, აქედან 12 ქალია.
პიესის ავტორი თამაზ მჟავანაძეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელია. მისი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი პირველად დაიდგა.
როგორც თამაზ მჟავანაძე ამბობს, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა სკოლებშიც იგეგმება, შემოსული თანხა კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოხმარდება.
ხუსეინ სირაბიძე: ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ზაფხულში. ამ ხეს ფუღურო ჰქონდა, ალბათ ბავშვებმა იცელქეს და გაეკიდა ან შეიძლება სიგარეტი ჩააგდო ვინმემ ფუღუროში. მოსახლეობა რეკავს ასეთ დროს 112-ზე და ჩვენ გავდივართ. წელიწადში 15 შემთხვევა მაინცაა ასეთი.
ძირითადად რა არის ხის დაწვის მიზეზი?
გაუფრთხილებელი მოპყრობაა რა თქმა უნდა. სიგარეტის ნამწვი შეიძლება ადვილად გახდეს ამის მიზეზი, აბა მეხი არ ჩამოვარდება ასე. ხან ბავშვების ცელქობას უფრო ჰგავს.
თქვენი ინფორმაციით, ხდება იმ პირების გამოვლენა, ვინც ხეს უკიდებს ცეცხლს?
ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩვენი კომპეტენციის საკითხი, ეს უკვე პოლიციის პრეროგატივაა.
აჭარის გარემოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვახტანგ ღოღობერიძის განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე ხეების განზრახ ან უნებლიე დაწვის შემთხვევაში ზიანი ადგება მუნიციპალურ ქონებას, მაგრამ ამავე დროს ეს არის გარემოს დაცვითი წესების დარღვევა, რაც ისჯება ადმინისტრაციული კანონით, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რა ზიანი მიადგა მცენარეს. „ეს უნდა გამოიკვლიოს სპეციალისტმა და დააგინოს, სიცოცხლისუნარიანობა შეუნარჩუნდა თუ არა ხეს, ამის მიხედვით დადგინდება ჯარიმის ოდენობა.“ – ამბობს ვახტანგ ღოღობერიძე.
თამუნა, რაში ეხმარება ზღაპარი ბავშვს და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ზღაპრის გავლენა მასზე?
ზღაპარი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის კრიტიკული ანალიზის უნარისა და ფანტაზიის განვითარებისთვის. იგი ეხმარება ბავშვს სამყაროს აღქმაში, არა პირდაპირი ახსნისა და ქადაგების გზით, არამედ მოსმენილი ამბების გაანალიზების საშუალებით. ზღაპრების მეშვეობით ბავშვები სწავლობენ, რომ სიკეთესთან ერთად არსებობს სევდა და ბოროტებაც, ეცნობიან ადამიანური ბუნების სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებს. ზღაპრებში მოსმენილი ამბების საშუალებით ბავშვები ეცნობიან ცხოვრებისეულ სირთულეებს და სწავლობენ, რომ მათთან გამკლავება შესაძლებელია.
როცა სამი-ოთხი და უფრო მეტი ასაკის ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარს, რომლის ზარმაცი პერსონაჟები მიზანს აღწევენ ძირითადად ტყუილის და არა შრომის ხარჯზე (ნაცარქექია, ხუთკუნჭულა), ვუქმნით თუ არა მას არაჯანსაღ წარმოდგენას წარმატებასა და, ზოგადად, ადამიანის ქცევის მოდელზე?
ზღაპრებში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც არა პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით, არამედ ტყუილითა და ეშმაკობით აღწევენ მიზანს. ასეთი ზღაპრების პირდაპირ, ანალიზის გარეშე მიწოდება ბავშვისთვის ქმნის არასწორი ღირებულებების ჩამოყალიბების საშიშროებას, რადგანაც ზღაპარში მოსმენილი ამბები და გმირის ქცევები ილექება ბავშვის ცნობიერებაში და გარკვეულ სტერეოტიპებსაც უყალიბებს მას, რაც დიდი ალბათობით გამოვლინდება მოგვიანებით მის ქცევაში. ყველა წიგნი, ზღაპარი, რასაც ჩვენ ბავშვებს ვუკითხავთ, მათი პიროვნების ნაწილი ხდება და მათ ხასიათში ჯდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ზღაპრები უფრო ისეთ ასაკში წაუკითხოთ ბავშვებს, როდესაც შესაძლებელი იქნება გმირების ქცევების გაანალიზება და შეკითხვების დასმა, თუ რამდენად სწორად მოიქცა ესა თუ ის გმირი.
ზღაპრები, რომლებშიც ქალი მთავარი გმირები მხოლოდ სილამაზითა და სიკეთით ხასიათდებიან (მათი გასაჭირიდან დახსნა მხოლოდ გულად და ღონიერ პრინცს შეუძლია), დედინაცვლები და დედაბრები კი თითქმის ყოველთვის კუდიანები და ბოროტები არიან, ამკვიდრებს თუ არა ქალების მიმართ გარკვეულ სტერეოტიპებს და რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბავშვზე?
ილუსტრაცია ძმები გრიმების ზღაპარზე “ჰენზელი და გრეტელი”
კლასიკური ზღაპრების უმეტესობა ქალების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზღაპრებში გოგონებს სილამაზისა და მაქსიმუმ შრომისმოყვარეობის მეტი თითქმის არაფერი მოეთხოვებათ, ის ქალები კი, ვინც განსაკუთრებული ჭკუითა და ნიჭით გამოირჩევიან, ხშირად ბოროტ გმირებად არიან წარმოდგენილნი. ასევე არიან მოხუცი კუდიანი ქალები, რომლებიც ბავშვებს იტაცებენ შესაჭმელად, მაშინ როცა ასეთი მამაკაცი პერსონაჟები იშვიათად გვხვდება. სამწუხაროდ ზღაპრის გმირი გოგონებისთვის განათლება, სიბრძნე და ბრძოლისუნარიანობა იშვიათად არის მნიშვნელოვანი და როგორც წესი, მათი უმეტესობა ელოდება მხსნელ მზეჭაბუკს ან პრინცს. ეს ზღაპრები არ ასწავლიან გოგონებს, რომ სილამაზის გარდა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თვისება არსებობს ქალისთვის და რომ შესაძლებელია უკეთესი ცხოვრებისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად თვითონვე იბრძოლონ.
რა არის გამოსავალი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება უფროსებმა ზღაპრის შერჩევისა?
მნიშვნელოვანია ზღაპრის შერჩევის დროს ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის ასაკზე. ძალადობისა და საშიში ელემენტების შემცველი ზღაპრების შერჩევა არ არის სასურველი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისთვის, რადგანაც იქ გადმოცემული ამბები შესაძლებელია ღამის კოშმარების მიზეზიც კი გახდეს. ზღაპარი „წითელქუდაც” კი, რომელზეც თაობები გაიზარდა, შესაძლებელია მარტივად გახდეს ასეთი კოშმარების მიზეზი, რადგანაც იქ გადმოცემულია საკმაოდ საშიში ამბავი პატარა გოგონაზე, რომელიც ტყეში მიდის სრულიად მარტო, ხოლო მგელი მის ბებიას ჭამს. ამიტომაც უმჯობესია მცირეწლოვან ბავშვებს (3 წლამდე) წაუკითხოთ უწყინარი ზღაპრები ბავშვებზე ან პატარა ცხოველებზე, რომლებიც უფრო მარტივი აღსაქმელია ამ ასაკში და არანაირ ძალადობას არ შეიცავს. ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებს კი კლასიკური ზღაპრების კითხვისას ვასწავლოთ კითხვების დასმა, ანალიზი და დავაფიქროთ იმაზე, თუ რამდენად სწორად იქცევა ესა თუ ის ზღაპრის გმირი. ვკითხოთ, რას გააკეთებდა თვითონ ამ გმირის ადგილას? შეესაბამება თუ არა ამ პერსონაჟის საქციელი დღევანდელ ღირებულებებს და ა.შ. ასეთი ანალიზი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ინფორმაციის გაფილტვრა და სწორი ღირებულებების გათავისება.
რა ხდება თანამედროვე ზღაპრებსა და მულტფილმებში, იცვლება თუ არა ეს ტენდენციები?
განვითარებულ ქვეყნებში ამ საკითხზე ძალიან დიდი დისკუსია მიმდინარეობს. როგორც თანამედროვე ზღაპრებში, ასევე „დისნეის“ ახალ მულტფილმებშიც ნელ-ნელა ინგრევა კლასიკური ზღაპრებისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპები. ასეთია, მაგალითად, ახალი მულტფილმები „მამაცი” (Brave) და „გაყინული“ (Frozen), სადაც პრინცის ლოდინის ნაცვლად, გოგონები თვითონვე იბრძვიან სირთულეების დასაძლევად, ხოლო პრინცები მხსნელი რაინდების ნაცვლად, ჩვეულებრივი სისუსტეების მქონე ადამიანებად არიან წარმოჩენილი. კლასიკური ზღაპრების უმეტესობისგან განსხვავებით აქ ერთი ნახვით შეყვარებისა და მაშინვე ქორწილის დაგეგმვის ნაცვლად გოგონებს ასწავლიან, რომ არ შეიძლება ერთი ნახვით ქორწინებაზე გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღება. განვითარებულ ქვეყნებში მიდის აქტიური მსჯელობა და მუშაობა იმაზე, რომ თანამედროვე ბავშებისთვის შეიქმნას ახალი ზღაპრები და მულტფილმები, სადაც სწორედ ის ღირებულებები იქნება ჩადებული, რაც თანამედროვე, განვითარებულ სამყაროს სჭირდება.
საღამო, რომელსაც გენერალური კონსული ჰუსეინ ნაჯაფოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საკონსულოსა და აჭარის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.
მათ ჰეიდარ ალიევის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ნახეს დოკუმენტური ფილმი „Путь Победителя“, რომელიც ჰეიდარ ალიევის პოლიტიკურ საქმიანობას ასახავდა.
„ჰეიდარ ალიევმა დიდი როლი ითამაშა, არა მხოლოდ აზერბაიჯანის ცხოვრებაში კავკასიის რეგიონის ქვეყნებშიც. აზერბაიჯანელებს უყვართ ჰეიდარ ალიევი. ის უყვართ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოში. თბილისში ჰეიდარ ალიევის სკვერიცაა – სასიამოვნო ადგილი ნებისმეიერი აზერბაიჯანელისთვის. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ასე უყვართ ჰეიდარ ალიევი“ – აღნიშნა ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს გენერალურმა კონსულმა ჰუსეინ ნაჯაფოვმა.
ჰეიდარ ალიევს 10 მაისს 91 წელი შეუსრულდებოდა. ის აზერბაიჯანს 1993 წლიდან ათი წლის განმავლობაში ლიდერობდა.
როგორც საკონსულოში ამბობენ, ჰეიდარ ალიევის ხსოვნის საღამოს საკონსულო ყოველ წელიწადს აღნიშნავს.
დაწყებითი განათლების პროექტში აჭარაში თორმეტი სკოლა მონაწილეობს. პროექტი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ სკოლაში პედაგოგებს სპეციალურად მომზადებული ტრენერები გადაამზადებენ. საჯარო სკოლის მასწავლებლებს ასწავლიან, როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს კითხვა და მათემატიკა.
პროექტში ჩართვამდე ტრენერები თავად გადიან მომზადებას. ქვეყნის მასშტაბით სულ 100 ტრენერია შერჩეული. პერიოდულად ტრენერთა რიგები ახალი კადრებით ივსება.
სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით შეარჩიეს. ამჟამად საპილოტე სკოლები იყოფა სამ კატეგორიად: მცირე ზომის სკოლები (200 მოსწავლემდე), არის საშუალო (600 მოსწავლემდე) და დიდი ზომის სკოლები (600 მოსწავლეზე მეტი). სამივე ტიპის სკოლები საქართველოს თითოეული რეგიონიდან იმის პროპორციულად არის წარმოდგენილი, თუ რამდენი ასეთი სკოლაა ამ რეგიონში.
„პროექტის მიზანია I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეთა კითხვისა და მათემატიკური აზროვნების უნარების განვითარება. მიზნის მისაღწევად ხდება მასწავლებელთა გადამზადება, დირექტორთა კონსულტაციები, საბავშვო ლიტერატურის შექმნა, დაბეჭდვა და შეტანა საპილოტე სკოლებში, მათემატიკის სასწავლო ბარათების შექმნა და საკლასო ოთახებში გამოყენება, სხვა სასწავლო თვალსაჩინოებების შექმნა და დარიგება. პროექტი ასევე მუშაობს მშობელთა ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და სასწავლო გარემოს და მეთოდების განახლებაზე,“ – ამბობს USAID GEORGIA -ს განათლების პროექტების მართვის სპეციალისტი მედიკო კაკაჩია.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების უნარ-ჩვევების გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზნით არიან შერჩეული ტრენერები, რომლებიც მასწავლებლებს გადაამზადებენ.
„პროექტის ძირითადი ბირთვი არის ეროვნული ტრენერები, რომელთა მოვალეობაში შედის საპილოტე სკოლების დაწყებითი სწავლების, ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელთა გადამზადება კითხვისა და მათემატიკის უნარების სწავლებაში. ეროვნული ტრენერები შევარჩიეთ 2012 წელს კონკურსის წესით. ტრენერთა საჭირო რაოდენობა წინასწარ იყო განსაზღვრული რეგიონების მიხედვით. სულ შერჩეულია და დღეისთვის პროექტში მონაწილეობს 50 ტრენერი კითხვის უნარების მიმართულებით და 50 – მათემატიკის უნარების მიხედვით,“ – ამბობს მედიკო კაკაჩია.
მიმდინარე წელს 25 კითხვისა და 25 მათემატიკის ტრენერის ვაკანსია გამოცხადდა. უკვე შერჩეულ ტრენერთა კორპუსის შევსება დამატებითი ტრენერებით საქართველოს შემდეგ რეგიონებშია საჭირო: სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი-ნინოწმინდა), აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, იმერეთი და გურია. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენერად მომზადების პროგრამას და სწორედ ამის შემდეგ ჩაერთვებიან პროექტში.
პროექტი ხორციელდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მხოლოდ დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ვამზადებთ, ხოლო მეხუთე-მეექვსე კლასიდან ჩართული არიან მხოლოდ ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლები. დღეისათვის პროექტისთვის მუშაობს 100 ტრენერი, რომლებიც, ჯამში, 2300 მასწავლებელს გადაამზადებენ.
„პროექტის დასაწყისში დიაგნოსტირება ჩატარდა ბავშვების კითხვისა და მათემატიკის უნარებში. მაგალითად, განისაზღვრა გამართული კითხვის დონე, გაგება-გააზრების უნარი, და ა.შ. პროექტის დასრულებისას იმავე უნარებს და შედეგებს შევადარებთ საწყის მონაცემებს. ამ ანალიზის შედეგად შეიქმნება კითხვისა და მათემატიკის უნარების განვითარების საბოლოო მოდელი, რომელიც გადაეცემა განათლების სამინისტროს იმისთვის, რომ მოხდეს მისი რეპლიკაცია სხვა სკოლებში სამინისტროს მიერ,“ – ამბობს მედიკო კაკაჩია.
„საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ 8,7 მილიონი დოლარითაა დაფინანსებული და კიდევ ორი წელი გაგრძელდება.
რაში დაეხმარება ტრენინგები მასწავლებლებს? როგორც მედიკო კაკაჩია ამბობს, მასწავლებლებს ტრენინგებზე მიღებული კრედიტები პროფესიულ განვითარებაში ჩაეთვლებათ:
„სამინისტრო კრედიტებს აძლევს მასწავლებლებს ტრენინგის გავლაში და ამ ტრენინგებზეც იღებენ მასწავლებლები კრედიტებს. პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, რაღაც რაოდენობის კრედიტებს რომ დააგროვებენ, მერე გადადიან მომდევნო საფეხურზე, რაც საბოლოოდ აისახება პედაგოგთა ანაზღაურებაზე“.
ტრენერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება მათემატიკის, ქართული ენის სპეციალობით, ან დაწყებითი საფეხურის საგნების შესაბამის დისციპლინებში – მათემატიკა, ქართული და/ან ქართული, როგორც მეორე ენა. ტრენერს ასევე უნდა ჰქონდეს განათლების სფეროში ტრენინგების ჩატარებისა და დაწყებით საფეხურზე სწავლების გამოცდილება.
მეოთხე წელია საქართველოში ხორციელდება პროექტი, რომელიც ინფექციური სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად. სისტემის გამართვა, პირველ რიგში, ნიშნავს სამედიცინო ნარჩენების ადგილზე დახარისხებას, შემდგომ მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას სპეციალურ დაწესებულებამდე და ბოლო ეტაპია ინსინერაცია (ნარჩენების დაწვა) სპეციალურ ინსინერატორში.
პროექტს კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უწევს. ამ უწყების ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ნიდერლანდების მთავრობის მიერ 750 ათასი ევრო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ორი ობიექტისთვის არის გამოყოფილი, სადაც განთავსდება ინსინერატორები, რომლებშიც სამედიცინო ნარჩენებს დაწვავენ.
„აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის მიმდებარედ იქნება და დასავლეთ საქართველოში – სამტრედიაში. ქუთაისთან ახლოს უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე შეირჩა სამტრედია. ამჟამად ჰოლანდიური მხარე არჩევს ინსინერატორებს და სპეციალურ მანქანებს ნარჩენების გადასატანად. ივნისიდან უკვე ინსინერატორების შემოტანა დაიწყება. გარკვეული ტრენინგი უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დაწესებულებებს იმისათვის, რომ სწორად დაახარისხონ ნარჩენები,“ – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.
ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, ამჟამად რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო ნარჩენები ხვდება თუ არა ღია ნაგავსაყარებზე.
„თუმცა არ არის გამორიცხული, რადგანაც ასეთი მავნე პრაქტიკა არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა სერვისი. სამედიცინო ნარჩენები კლასიფიცირებულია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებად. თუ არ მოხდა მისი გაუვნებელყოფა, იგი სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაწვა ანუ ინსინერაცია ყველაზე ეფექტური გზაა ამ ტიპის ნარჩენების გასანადგურებლად,“ – ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი.
მსგავსი პროექტი ბათუმში უკვე განხორციელდა. ბათუმის მერიის სამედიცინო ბიოლოგიური მავნე ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმო ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მოეწყო. სამედიცინო დაწესებულებებიდან ნარჩენები შპს „სანდასუფთავების“ სამსახურს გააქვს.
„140 დაწესებულებასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. მათ შორისაა დიდი საავადმყოფოები, საიდანაც ნარჩენები გრაფიკით გაგვაქვს – სამშაბათს და პარასკევს. გარდა საავადმყოფოებისა, ნარჩენები გაგვაქვს პოლიკლინიკებიდან, სტომატოლოგიური კაბინეტებიდან, თითქმის ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებიდან. გვაქვს სპეციალური, დახურულძარიანი მანქანა და ამ გზით ხდება ტრანსპორტირება საწარმომდე. ინსინერატორში ნარჩენები სრულად იწვის“, – ამბობს ნინო გიგინეიშვილი, „სანდასუფთავების“ გარემოს დაცვის სპეციალისტი.
მისი თქმით, დღეისათვის აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებიდან თვეში დაახლოებით ექვს ტონა ნარჩენს წვავენ სათანადო პირობებში.
საქართველოში დღეს სამედიცინო და ბიოლოგიური ნარჩენების განადგურებისთვის განკუთვნილი 10 მცირე ინსინერატორი მოქმედებს.
საქართველოში საფრანგეთიდან ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი. მათ შორისაა მიდინარე მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობის პროეტი.
ქართულმა კომპანიამ „სილქროუდმა“ და ფრანგულმა საინვესტიციო სააგენტომ „პროპერკომ“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ამ დოკუმენტის თანანახმად ფრანგული საინვესტიციო სააგენტო სააგენტო მდინარე მაჭახელაზე კასკადის მშენებლობას დააფინანსებს.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით კომპანია „სილქროუდმა“ დაინტერესება გამოთქვა მდინარე მაჭახელაზე ორო ჰესის მშენებლობაზე, თუმცა ჯერ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული არ არის.“
მაჭახელა ერთადერთი დიდი მდინარეა აჭარაში, რომელზეც ამ დრომდე ჰიდროპროექტი არ ხორციელდება. მდინარე ჭოროხზე ორი ჰიდროპროექტი ხორციელდება, კინტრიშზე – ორი პროექტი, ორი ჰიდროპროექტი ხორციელდება ასევე მდინარე აჭარისწყალზე.
სამედიცინო აქცია 10:00 საათზე დაიწყება. პაციენტების მიღება მერისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში იწარმოებს. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას შპს „ბათუმის ნ 1 პოლიკლინიკის“ ექიმები გაუწევენ.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, ენდოკრინოლოგით, ლარინგოლოგით, ნევროპათოლოგით, ალერგოლოგით, რევმატოლოგითა და უროლოგით. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდებათ კვლევები კარდიოგრაფის, ექოსკოპის და გლუკომეტრის საშუალებით.
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
17 მაისს, მორიგი აქცია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ჩატარდება. აქ უფასო სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ და შპს „ქ. ბათუმის ნ4 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ.
წერილი, რომელსაც ხელს აწერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და რომელიც სტუდენტურ მოძრაობა „ალტერნატივას“ გაუგზავნეს, დისკრიმინაციული და ცენზურის შემცველია. წერილის შინაარსიდან მარტივი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის გარდა სხვა ჯგუფების ალტერნატიულ აზრს, რბილად რომ ვთქვათ, არ მიესალმებიან; ყველაფერი აგებულია ვერტიკალურ მენეჯმენტზე და ღირებულება არა სტუდენტი ან გამოხატვის თავისუფლება, არამედ ადმინისტრაციის და თვითმმართველობის შეხედულებებია.
არადა, სწორედ უნივერსიტეტი მოიაზრებოდა ყოველთვის (და ეს ასეც უნდა იყოს) დემოკრატიული იდეების გენერირებისა და განხორციელების საჯარო სივრცედ; სადაც 30 სტუდენტისგან შემდგარ დამოუკიდებელ მოძრაობას ისეთივე უფლებები და გარემო უნდა ჰქონდეს, როგორც სტუდენტურ თვითმმართველობას. მოკლედ რომ ვთქვათ, 29 აპრილს მომხდარი ფაქტი და 30 აპრილის წერილი უმრავლესობის მიერ უმცირესობის დაჯაბნის მორიგი გამოვლინებაა, მაგალითია ზევიდან ყურების, ბიუროკრატიისა და ტოტალიტარული ხედვის – ყველაფრის, რისგან თავის დაღწევასაც ვცდილობთ უკვე მესამე ათეული წელია. ვცდილობთ კი?! დეკლარირებულად ნამდვილად, მაგრამ საჯარო განცხადებები და ქმედებები უმეტესად ერთმანეთს აცდენილია.
სწორედ ამგვარი აცდენები ქმნიან რეალობას, სადაც ვცხოვრობთ; სადაც საკრებულოს ყოფილი თანაგუნდელი წევრები შეცვლილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ერთმანეთს უმრავლესობაში ყოფნის დროს მიღებულ პრივილეგიებსა და დივიდენდებს ახსენებენ და მიზანი კი ყველას იგივე აქვს, როგორც წლების წინ – კონფორმისტული სვლებით საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა და კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღება; სადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საზოგადოების დიდი ნაწილის გვერდით იღებენ და როცა ვინმე ამ გადაწყვეტილებების გაპროტესტებასა და დასაბუთებულად, კონსტრუქციულად გაკრიტიკებას იწყებს, მათ „ხალხის მტრად“ და სახელმწიფოს ძირგამომთხრელად მოიხსენიებენ, მოიხსენიებენ აგრესიულად, მთელი ექსპრესიით, თითქოს საკმარისი არ იყოს თავად ასეთი განცხადებების სიმწვავე და კატეგორიულობა.
უმრავლესობას, ისევე, როგორც ამ უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას, მხოლოდ ძალაუფლება არ ჰყოფნის. ის სულ უფრო ხშირად ცდილობს ქვეყანაში უმცირესობების ისედაც ძალიან მცირე საარსებო სივრცე კიდევ უფრო დაავიწროვოს, ჩაკეტოს, მზის სინათლე არ დაანახოს და მერე თამამად თქვას: შინ რაც უნდა ის უქნიათ, გარეთ, ბავშვებისა და ქალების თვალწინ არაფერი აკეთონო და ეს ყველაფერი ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ამბად ითვლება 13-14 წლის ბიჭების საროსკიპოებში წაყვანა, ე.წ. „ნათლობა ქალებში“; სადაც სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც მეცნიერების საფუძვლებს უნდა ასწავლიდნენ, სასწავლო პროცესის პირველივე დღეს ურიგებენ ხატებს, სანთლებს და გონების გავარჯიშების სანაცვლოდ, ლოცვებს აზეპირებინებენ.
იქნებ ვადროვოთ ამ პატარებს, იქნებ თავად იპოვონ საკუთარი თავი რელიგიაში და დღეს გაზეპირებული სიტყვების ნაცვლად, რომელთა შინაარსიც მათ კი არა უფროსებსაც ნაკლებად აქვთ შესმენილი, ხვალ ან ზეგ ერთი, ორი, სამი გულიდან ნათქვამი ლოცვა თქვან, წრფელი და არა დაზეპირებული. ისევე, როგორც ამ მოსწავლეებს უზღუდავენ თავისუფალ სივრცეს, ასევე მთელ საზოგადოებას ხელიდან აცლიან შეცდომის დაშვების შესაძლებლობას – დოგმებით, წესდებებით, შეთანხმებებით ცდილობენ გაცილებით მორჩილი გახდეს, არადა, ყველას – ერსაც და ბერსაც ავიწყდება, რომ მორჩილება მარადიული მდგომარეობა არ არის, მარადიული მდგომარეობა ბრძოლაა განვითარებისთვის და საკუთარი თავის პოვნისთვის.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 აპრილს შეკრებილი სტუდენტებიც ახლა საკუთარ თავს ეძებენ სხვათა სოლიდარობის გამოხატვაში, სხვათა დახმარებაში, იმ პრობლემების აღმოჩენასა და აქცენტირებაში, რომელსაც, სამწუხაროდ, მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს. ჰოდა, გეკითხებით თქვენ, ჩინიანებო და უჩინონო, ძალაუფლება ძვალსა და რბილში გამჯდარო ჩინოვნიკებო და სასულიერო პირებო, რა არის უფრო დიდი ქრისტიანობა – დოგმების დაწესება და ამ დოგმებით ცხოვრების იძულება, თუ სხვათა დახმარება და სოლიდარობა?!
ისრაელის საზღვრის გადაკვეთა საქართველოს მოქალაქეს უკვე ისრაელის საელჩოში ვიზიტის გარეშე შეუძლია. როგორც „ბათუმელებს“ ისრაელის საელჩოს პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში სტუმრობისთვის თან უნდა ჰქონდეთ პასპორტი, რომელიც ქმედითი იქნება, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, სასტუმროს ჯავშანი ან დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს პირის მიერ ქვეყანაში სტუმრობისათვის საჭირო ფინანსურ შესაძლებლობას, რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაზღვევაც.
კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს ისრაელში ყოფნისას მუშაობის უფლება, საელჩოში პასუხობენ, რომ გაუქმდა მხოლოდ ტურისტული ვიზა და სამუშაო ან სხვა სახის ვიზიტის მსურველებს ურჩევენ, ისრაელში გამგზავრებამდე კონსულტაციისთვის საქართველოში ისრაელის საელჩოს მიმართონ.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ისრაელში 90 დღეზე მეტი დარჩენის სურვილი, მან ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს.
არ ყოფილა შეთანხმებული. ცენტრთან არსებობს სამეცნიერო საბჭო, რომელიც იხილავს იმ პროექტებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. საბჭოს წევრები მუშაობენ ენთუზიაზმზე, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით მოდიან და განიხილავენ პროექტებს.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვითხოვთ, რომ პროექტის ავტორებმა წარმოადგინონ პროექტები. ზოგჯერ პროექტები მოაქვთ მღვდლებს, რომლებიც ვერ იგებენ რეკომენდაციებს, რადგან არ არიან არქიტექტორები. ამიტომ უნდა წარმოადგინონ პროექტი ავტორებმა.
ცენტრის არსებობის შესახებ ყველა სასულიერო პირმა იცის. ცენტრი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ბრძანებით არსებობს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მშენებლობა კი არა, ნებისმიერი საეკლესიო ნივთის შექმნა ამ სამეცნიერო საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს. პროექტს უნდა ახლდეს კონსტრუქციული ნაწილი. თუ შენდება დიდი ტაძარი ან ჯვარგუმბათოვანი, რომელიც რთული ფორმაა, აუცილებლად შესათანხმებელია. მინიმუმ დარგის სპეციალისტებს მაინც ხომ უნდა მიაკითხონ.
რატომარემორჩილებიანსასულიეროპირებიამბრძანებას?
ეს მათ უნდა ჰკითხოთ. რეკომენდაციები გაგზავნილია ეპარქიებში. ორი წლის წინ ხელმეორედ გავუგზავნეთ ეპარქიებს წერილი თხოვნით, რომ პროექტები შეთანხმდეს ცენტრთან.
ამას ვინ დაითვლის? ამისთვის უნდა არსებობდეს რაღაც სამსახური, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. მონიტორინგის სამსახური გულისხმობს მიმოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, ტრანსპორტის, საწვავის ხარჯებს…
არქიტექტურის სამსახურთან რომც არ იყოს შეთანხმება, საპატრიარქოსთან მაინც უნდა შეთანხმდეს. გამგეობის სამსახურებს აქვთ კომპეტენცია და საშუალება გააკონტროლონ მშენებლობა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მათ უნდა გასცენ. როცა თბილისში რაღაც ხდება, ზედამხედველობის სამსახური მირეკავს და არკვევს თუ არის ჩვენთან შეთანხმება. ახალსოფლის ეკლესიის მშენებლობის თაობაზე არავის მოუმართავს. ისიც ითქვა, რომ საძირკვლის გარეშე შენდებოდა და ამიტომ ჩამოინგრა გუმბათი.
ყველა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. თუ ვინმეს არ უფიქრია იმაზე, რომ შეიძლება მოძღვარს არ შეეთანხმებინა შესაბამის უწყებასთან, გასაგებია, რომ ის არაფერ შუაშია, მაგრამ მოძღვარს კურთხევა ხომ უნდა მიეღო? არის ისეთი შემთხვევებიც, როცა აშენებულ ტაძარს აბარებენ მღვდელმთავარს, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ არაფერი იცოდა. ზოგჯერ ადამიანები ბინას ყიდიან, აშენებენ ტაძარს და შემდეგ როცა ეუბნები, ეს ტაძარი არ არის და ღვთისმსახურება არ გაიმართება, უკვირს და ბრაზობს. ტაძარი კანონიკურად უნდა გაიმართოს.
საავტომობილო გზაზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო 7“ ახორციელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით მეოთხე კატეგორიის მაგისტრალზე 8 კმ. და 200 მეტრი გზის გაფართოება-მოასფალტება და სათავე მილების გამოცვლა 1 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
საქმისმწარმოებელი ბადრი მახარაძე ამბობს, რომ ფირმამ ამ დროისათვის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი გამართა, ადგილზე კი 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
„რთულ მონაკვეთებზე გზას ვაფართოებთ, ვცვლით სათავე და საწრეტ არხებს. რაც შეეხება მოასფალტებას, გზას ჯერ ორმოულად ვასუფთავებთ და შემდეგ ვაგებთ ასფალტს. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და ივლისის ბოლომდე დავასრულებთ“ – აცხადებს ბადრი მახარაძე.
მეგი შენი გათხოვება მოულოდნელი იყო, როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და დათუნამ?
გაცნობიდან სამ თვეში დავქორწინდით. საერთო მეგობარი გვყავს, მის შესახებ ყოველთვის ვიცოდი და თვითონაც მიცნობდა შორიდან. დედა ქობულეთელი ყავს, მამა თბილისელი. ერთმანეთი სატელეფონო ზარით გავიცანით, თბილისში ვიყავი, კონცერტიდან ვბრუნდებოდი, როცა დამირეკა, მითხრა დათუნა ვარ მერაბიშვილიო, ქობულეთში ისვენებდა და მკითხა როდის ვბრუნდებოდი უკან. გამიხარდა მისი მოკითხვა, ყოველთვის სიმპატიებით ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ჩამოვედი თუ არა, შევხვდი, საერთო მეგობრებთან ერთად დავდიოდით ხან იქით, ხან აქით და ასე დაიწყო და დაიწყო. ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, დღე-ღამე არეული გვქონდა, ექვსზე-შვიდზე შემოვდიოდი სახლში, დედაჩემი გაგიჟებული იყო.
ცოლობაზე როგორ დაგითანხმა?
მითხრა წავიდეთ აბასთუმანშიო. მეთქი რა გვინდა აბასთუმანში? – არ მქონდა გადაწყეტილი გათხოვება, არც იყო მაგაზე ლაპარაკი, აბასთუმანში გადავწყვიტეთ. ჩემები გაგიჟდნენ რომ გაიგეს, არ მოელოდნენ ჩემგან ამას, მერე შემირიგდნენ და დღეს უკვე ბედნიერად და კარგად ვგრძნობთ თავს. ჯვარი ერთი თვის წინ დავიწერეთ მცხეთაში, ჯვრის მონასტერში.
როგორ შეძლო დათუნამ შენი მოხიბლვა ასეთ მცირე დროში?
ადამიანის გასაცნობად შეიძლება ათი წელიც არ გეყოს, თუმცა ხდება ისეც, როცა ერთ დღეში ხვდები, რომ ეს შენია. შეიძლება რაღაც დეტალები და წვრილმანები არ იცოდე მასზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სულის მეგობრობა რასაც ქვია, ეს გაკავშირებდეს მასთან. დათუნაში მომხიბლა იმან, რომ ვაჟკაცია, დღევანდელი ახალგაზრდების უმეტესობას აქვს არასერიოზული დამოკიდებულებები, ამიტომ რაღაც ასპექტში მიუღებელნი არიან ჩემთვის, მათ ვერ დაეყრდნობი, ერთი სიტყვით გაგიჭირდება შეყვარება. დათუნა კი ერთგულია, პასუხისმგებლობით ეკიდება ყველაფერს, როგორ ავხსნა არ ვიცი… მასთან ახლო ურთიერთობა ვისაც აქვს, ის მიხვდება რას ვგულისხმობ. ძალიან მამაკაცურია, როგორც კი დავაფიქსირე ეს მასში, მაშინვე მოვიხიბლე, ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მანამდე რამდენს მოვწონდი, რამდენი მომწონდა, მაგრამ ეს სულ სხვა კავშირი აღმოჩნდა.
როგორ ეგუები ცოლის ამპლუას?
შეგუების მომენტი ჩემთვის მეტად რთულია, იმიტომ რომ დათუნა მეტად უფრო სერიოზული, დინჯი და ყურადღებიანია, დეტალებს ის უფრო აქცევს ყურადღებას, მე უფრო ქარიზმატული ვარ, ეს ალბათ ჩემი ხასიათისა და შემოქმედებითი აქტივობის შედეგია, წვრილმანებს და დეტალებს სათანადოდ არ ვაქცევ ყურადღებას. თავისუფალი ვიყავი, ხან სად და ხან სად, ახლა უკვე ოჯახი მაქვს, ქმარი მყავს, ამიტომ მერთულება შეგუება, თუმცა ის სიყვარული, რაც მასთან მაკავშირებს, მეხმარება.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს შენ და დათუნა?
კლუბებში სიარული არ გვიყვარს. საერთო მეგობრების წრე გვყავს, ირინა ბაირამაშვილია ქობულეთში, ვურეკავთ, გამოდის ჩემთან სახლში, გიტარაზე ვუკრავთ და ვმღერით, ხანდახან ვსვამთ, რა ვიცი ყველანაირად ვერთობით, შეიძლება უბრალოდ ვისხდეთ და ვერთობოდეთ. სახლში კი შეიძლება მე ვმღეროდე, რაღაცას ვწერდე, დათუნა კი ხატავდეს, ის ძალიან კარგად ხატავს, ხატვა უფრო ჰობია მისთვის. დათუნას ბაბუაა ხასან ინაიშვილი, ცნობილი მხატვარი, ხატვის ნიჭი სწორედ მისგან გამოყვა დათუნას, ხასანის ნახატი ინგლისის დედოფალს აქვს სამეფო კარზე, დრო რომ გავა, ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად დაფასდება ის.
რაზე ვერ თანხმდებით ხოლმე მეუღლესთან?
უფრო ხშირად ვუგებთ ერთმანეთს. პატარ-პატარა კინკლაობები გვაქვს. მე ვეკამათები, თუმცა მერე თავადაც მშვენივრად ვხვდები, რომ ტყულად ვახურებ და ის რასაც ამბობს, ის უფრო სწორია, ამიტომ ადვილად ახერხებს ჩემს დაყოლიებას.
მუსიკასთან თუ აქვს შეხება და რა დამოკიდებულება აქვს მას შენი მუსიკალური კარიერის მიმართ?
დათუნა კარგი მსმენელია, სხვა არანაირი კავშირი არ აქვს მუსიკასთან. ჩემი მუსიკა მისთვის მისაღებია და მე ვგრძნობ, რომ მას ძალიან მოსწონს რასაც ვასრულებ, თუმცა ამას დიდი დოზით არასოდეს მაგრძნობინებს, ალბათ სწორადაც იქცევა. ახლა ირინა ბაირამაშვილთან ერთად ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, ამ სიმღერის ტექსტის დაწერაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს მეუღლეს, რამდენიმე სიტყვა მასაც ეკუთვნის, ტერენტი გრანლის ტექსტია, არის ჩემი ტექსტი და დათუნას სიტყვები.
დათუნა აზიატია, მკაცრი ხასიათისაც არის, ადვილი ცხოვრება არ აქვს გამოვლილი, სწორედ ეს არის ამის მიზეზი. მას შინაგანი ბუნება ვერ მისცემს საშუალებას იყოს მარტივი, რაღაც-რაღაცაებზე თვალს ვერ დახუჭავს. მან მე მკითხა: მუსიკა შენთვის შემოსავლის წყაროა, თუ მის გარეშე არ შეგიძლიაო? ვუპასუხე, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მის გარეშე მე ვერ ვიარსებებ, რადგან ვერ ვსუნთქავ უმუსიკოდ. აქედან გამომდინარე, მან იცის რას ნიშნავს ეს ჩემთვის. მისგან სრული მხარდაჭერა მაქვს, მაგრამ როგორც ვაკეთებდი – ღამის თენებები და ასე შემდეგ, მას არ მოსწონს და აღარც მე არ მინდა, იმიტმ რომ უფრო მეტი დრო მას მინდა დავუთმო.
მეგი შემოქმედებითად რა ეტაპზე ხარ? რაზე მუშაობ?
ირინა ბაირამაშვილთან კიდევ ერთ დუეტს ვწერ. თბილისში ჩემი ბენდი მყავს, “Megi and guys”. ჩვენი სტუდიაც გვაქვს, ვწერთ სიმღერებს, ახლა ახალი პროგრამის გაკეთება გვინდა და გეგმები გვაქვს რუსეთისკენ, ჯერ-ჯერობით ამაზე სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან არ გვაქვს მეტი ინფორმაცია.
მეგი თეატრალური სასწავლებლის სტუდენტი ხარ, მსახიობობას სწავლობ, პროფესიასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
მესამე კურსზე ვარ, ერთი წელი აკადემიური მქონდა აღებული, ჩემი მუსიკალური კარიერის გამო. ადამიანი ყველაფერს შეათავსებს, თუ მოინდომებს. ჩემში თეატრიც და მუსიკაც ღრმადაა, თუმცა რომ დადგეს არჩევანი, მაინც მუსიკას ავირჩევ.
კარმენის როლზე ისევ ოცნებობ?
კარმენის როლი აღარ მინდა, მინდა რომ “სარტყლის ცხრა კლიტული” დაიდგას ისევ, სადაც ინესის როლს ვასრულებდი. 28 აგვისტოს მეგი გოგიტიძეს ბათუმში “სექტორ 26”-ში ექნება კონცერტი.
ბატონო გიორგი, რა არგუმენტი გაქვთ „ბულვარის ადმინისტრაციაში“, როცა ბულვარის ბათუმის მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიხართ?
კონტექსტიდან ამოგლეჯილი რომ არ იყოს თემა, დავიწყოთ თავიდან. 2009 წელს მერიას ჰქონდა აიპი „ბათუმის პარკებისა და სკვერების გაერთიანება“. ამის შემდეგ, 2009 წლის 24 ნოემბერს, აჭარის მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლითაც ბათუმის საკრებულოს სთხოვა ბულვარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა. გამოვიდა ისე, რომ მერიამ ვერ მოუარა ამ ტერიტორიას და მიზანშეწონილად ჩათვალა, სამინისტროსთვის გადაეცა.
მხოლოდ იმიტომ წაართვა მერიას ბულვარი, რომ ვერ მოუარა, თუ იმიტომ, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზედმეტი ხმაურის გარეშე შეძლებოდა იქ ტერიტორიების გასხვისება, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის?
არ მიმაჩნია სწორად ასეთი მსჯელობა, მე ვერ ვივარაუდებ ამას. როდესაც სიპი „ბათუმის ბულვარი“ სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ვერ ვხედავ პრობლემას თანხასთან მიმართებაში. ბულვარი თავისი შემოსავლით ვერ ირჩენს თავს, ყოველწლიურად სჭირდება ხუთი ან ექვსი მილიონი ლარის დამატება, რომ განვითარდეს, მოხერხდეს შენახვა იმის, რაც
არის და ახლის დამატება. ბათუმის მერიას კი, თავის დროზე, როგორც ჩანს, ან თანხა არ ჰქონდა, ან სურვილი, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ. მაშინ ბულვარში ყველაფერი იყო დანაგვიანებული, არეული და ყურადღება არ ექცეოდა, როცა გადაეცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ჩამოყალიბდა სიპი „ბათუმის ბულვარი“, კეთდება ის, რაც უნდა გაკეთებულიყო ამდენი წლის განმავლობაში და არ კეთდებოდა. რაც შეეხება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას, ის ადგილი არ იყო ბულვარის ტერიტორია.
თქვენი ინფორმაციით, ის ხუთი ან ექვსი მილიონი, რაც ბულვარისთვის იხარჯება, საიდან მოაქვს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს?
ეს საკითხი ჩემთან არ არის გასარკვევი.
ცენტრალური მთავრობა ხომ აძლევს სწორედ იმისთვის, რომ ბულვარი დააფინანსოს?
კი ბატონო, მესმის.
თქვენი აზრით, მერიას არ მისცემს ამ თანხას იმისთვის, რომ ბულვარი დააფინანსოს?
არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვხედავ ფაქტს, რა იყო და რა კეთდება ახლა. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო მანამდე. ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი არ არის, მეც დავდიოდი ბულვარში და მესმოდა, რომ ხალხი უკმაყოფილო იყო. გამომდინარე აქედან მომხრე ვარ, რომ დავრჩეთ სამინისტროს დაქვემდებარებაში.
იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო წინადადების მომხიბვლელობიდან გამომდინარე მოინდომებს ბულვარში ტერიტორიების გასხვისებას ან მართვაში გადაცემას, თქვენ რა პოზიცია გექნებათ?
თქვენ ამბობთ ინვესტორი რომ მოვიდეს?
დიახ, ამისი საშიშროება არ არსებობს?
ვხვდები, რასაც ამბობთ, მაგრამ არა მგონია. ამ დრომდე არ ყოფილა ასეთი პრობლემა და ახლა რატომ უნდა წამოიჭრას. თუ დააკვირდებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ასევე აჭარის მთავრობის პოზიციაა, რომ ბულვარის იერსახე უნდა შენარჩუნდეს.
ცოტა ხნის წინ ბათუმის ბულვარში მშენებლობის წამოწყებას აქციები მოჰყვა, წვიმიან ამინდში იდგა ხალხი ბულვარში და ითხოვდა არ განხორციელებულიყო იქ სამშენებლო სამუშაოები…
ის ტერიტორია ბულვარს არ ეკუთვნოდა და როგორც მახსოვს, ხის მოჭრაზე იყო პრობლემა.
ხის მოჭრაზე ისევ იქნება პრობლემა… ცოტა ხნის წინ თქვენ თქვით, რომ აპირებთ ინვესტიციები მოიძიოთ. ვიცით, რომ ე.წ. საშინელებათა ოთახის მოსაწყობად მასიური შენობის დადგმაზე უკვე გაცემულია ნებართვა…
არსებობს კაპიტალური და არაკაპიტალური შენობა. კაპიტალური რკინა-ბეტონით ჩამოსხმული კონსტრუქციაა, რომლის დაშლა და გადაადგილებაც არ შეიძლება. ბულვარში ასეთი ბევრი ობიექტია. ეს ყველა ობიექტი მერიის საკუთრებაა. საშინელებათა ოთახთან დაკავშირებით ინვესტიცია იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ბულვარის იერსახე არ შეიცვალოს. ე.წ საშინელებათა ოთახი არ იქნება კაპიტალური კონსტრუქცია.
წელს რა სიახლეებია ბულვარში, ახალი რა დახვდება დამსვენებელს?
მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ტენდერში გამარჯვებულები ტერიტორიების გრანიტით მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებენ. განახლდება 26 მაისის, ვაჟა-ფშაველას, დუმბაძისა და თავდადებულის ქუჩები. ეს სამუშაოები ბულვარს 996 776 ლარი დაუჯდება. ინტურისტების გასწვრივ კოლონადებამდე ტერიტორიის მოპირკეთებისათვის კი 342 333 ლარი დაიხარჯება, აქედან გარკვეული ნაწილი იქნება მოზაიკით მოპირკეთებული. მოზაიკით იქნება ასევე მოპირკეთებული კოლონადების მისასვლელი. ახალ ბულვარში ჩინური რესტორნის მიმდებარედ შენდება სკეიტპარკი. ვგეგმავთ ასევე ე.წ. გამყოფი ზოლის შეცვლას, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვაპირებთ გედების ტბის მოაჯირის გაკეთებას და მის გაგრძელებას, რადგან მატება გვაქვს. დაგეგმილია მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ ბულვარის შესასვლელის მოპირკეთებაც, თუმცა ეს სეზონამდე ვერ მოესწრება. იგეგმება ასევე ახალი საშხაპეების მოწყობა. შევიძინეთ ჭადრაკის ახალ ფიგურებსაც.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებულ პრესრელიზში წერია, რომ: “2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს.”
კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის გადაწყვეტილება 2012 წელს კენჭისყრის საფუძველზე იქნა მიღებული. კონგრესში მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან საქართველოს კანდიდატურას 39 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა.
– 90-იან წლებში, როცა თქვენ ქმნიდით მუსიკას, საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო სოციალური თუ პოლიტიკური კუთხით. როგორ კეთდებოდა იმ დროს მუსიკა, რაში გიშლიდათ ან გეხმარებოდათ ის სოციალური ფონი, რაც თქვენ ირგვლივ იყო?
– სოციალური ფონი ხელსაც გვიშლიდა და რაღაც მომენტში ხელსაც გვიწყობდა. ხელს გვიშლიდა იმ მხრივ, რომ არანაირი ტექნიკური და მორალური დახმარება არ იყო, მუსიკას თუ აკეთებდი მაშინ, იყავი უკანასკნელი ლუზერი. სოციალური მხარდაჭერა კი არადა, პირიქით ხელს გიშლიდნენ. მშობლების ზეწოლა – „სისულელეებს აკეთებ“, მეგობრებისგან ცინიკური დამოკიდებულება… აპარატურა არ არის, გიტარა არ არის. ძალიან უნდა გეწვალა იმისთვის, რომ დამჯდარიყავი და რეპეტიცია გაგევლო, მაგრამ ჩვენ არაფერს ველოდით აქედან, არავითარ შედეგს, გარდა მუსიკალური შედეგისა.
ამას არ ვაკეთებდით ფულისთვის, ან იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ცნობილები, შესაბამისად, ეს მუსიკა უფრო გულწრფელი გამოვიდა და იმას ვუკრავდით, რაც გვინდოდა. ამაში ხელს არაფერი გვიშლიდა. გინდ პოპულარული მუსიკა დაგეკრა და გინდ ექსპერიმენტული – მაინც ერთნაირი ინდიფერენტიზმი იყო.
– რა გავლენა მოახდინა თქვენზე „Goslab“ – მა?
– „გოსლაბი“ იყო მეგობრების წრე, რომელიც გაჩნდა ავბედით 90-იან წლებში. ადამიანებმა, ვისაც არ აინტერესებდათ ყაჩაღობა, ომი და აინტერესებდათ კინო, მუსიკა, მხატვრობა, იპოვეს ერთმანეთი. რაღაც ჯგუფი გაჩნდა, საკმაოდ ჩაკეტილი და მე მიმაჩნია, რომ კარგი იყო ჩაკეტვა. ჩემთვის პირადად დახმარება იყო, რომ შემენარჩუნებინა რაღაც შემოქმედებითი იმპულსი. მარტო უფრო ძნელია გადარჩე, ათი კაცი უფრო ადვილად გაიტანს, უფრო გადარჩება. აი, ამ წრეში მოვახერხეთ რეალიზაცია. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამან ამოწურა თავისი თავი. ყველანი დავიფანტეთ, წავედით ჩვენ ჩვენს გზაზე. რეალურად ეგრეა, ყველა დაჯგუფება იშლება.
– სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდით …
– აბსოლუტურად ფორმალური იყო ეს ყველაფერი. მშობლების გადაწყვეტილებით ჩავაბარე სამედიცინოზე, ჩემი გადაწყვეტილება იყო ის, რომ მე მუსიკა ვარჩიე. მუსიკა რომ არა, არც კი ვიცი ვინ ვიქნებოდი.
– როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც პირველი ტექნიკური შესაძლებლობა გაგიჩნდათ?
– ეს იყო პირველი სინთეზატორი, რომელიც როცა დავინახე, მივხვდი, რომ არავინ მჭირდება და მარტო შემიძლია რაღაცის კეთება. ეს იყო ძალიან დიდი კომფორტი, იმიტომ, რომ ჯგუფში სულ არის უთანხმოება, დაძაბულობა… ყველა ჯგუფში, რა თქმა უნდა, ასე არ არის, არის გახსნები და ერთსულოვნება, მაგრამ გარდა მუსიკალური მხარისა, საკმაოდ შრომატევადი პროცესია ადამიანებთან ურთიერთობა ჯგუფში. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში ასე იყო.
ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კომპიუტერმა, მივხვდი, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. რისი გამოყენებაც გინდა, იყენებ, ხმების მხრივ, არავინ გჭირდება. შემოქმედებითი თავისუფლება გაქვს ძალიან დიდი, არაფერზე არ ხარ დამოკიდებული.
ეს ისეთი აღტაცება იყო თავიდან, რაღაც მომენტში ხელი შემიშალა, გადავვარდი სხვადასხვა ხმების შეჯერებაში და მუსიკიდან გადავედი უფრო ხმათა სივრცეში, რაც, პრინციპში, ჩემი სივრცე არ არის და რაღაც პერიოდი დაკარგული ვიყავი ამაში, მაგრამ მერე ნელ-ნელა ჩემი ხმები მოვნახე, აღარ მივედ-მოვედე სხვა რთულ ვარიანტებს, გავიმარტივე ტექნიკური მხარე და უფრო მეტი დრო დარჩა შემოქმედებითობისთვის, აღფრთოვანებამაც გადაიარა.
– თქვენი ერთი ალბომი შერეული ტექსტებითაა სავსე, ქართულ-ინგლისურით. რომელ ენაზე უფრო გიადვილდებათ სიმღერა?
– „მჟავა მესიჯი“ – იყო ასეთი ალბომი, 1997 წელს გავაკეთე მეგობრებთან ერთად. ექსპერიმენტი იყო ენის მხრივ. იყო ქართული ტექსტები ინგლისური სიტყვებით და იყო ინგლისური ტექსტები ქართული სიტყვებით, რაც ძალიან მომწონს და გაამართლა. ბოლო დროს სულ ინგლისური ტექსტები მაქვს. ენობრივად მიადვილდება იქ, სადაც არ ფიქსირდება ენა. მე, მაგალითად, ინგლისურად ვმღერი, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ინგლისური, ეს არის საერთაშორისო კომუნიკაციის საშუალება. მე არ ვმღერი ბრიტანულ ტექსტს, ეს არის საერთაშორისო ენა. ეს არ არის არც ქართული, არც ინგლისური, რაღაცნაირად ნეიტრალურია, ეროვნული ემოციურობისგან დაცლილია, რაც მე ძალიან მაწყობს. თუმცა ქართულიც ძალიან მომწონს და ალბათ გავაკეთებ კიდეც ქართულ ალბომს. ინგლისურად უფრო მარტივია ტექსტის ჩამოყალიბება, ქართულად უფრო რთულია.
– ცდილობთ თუ არა წინასწარ განსაზღვროთ აუდიტორია, მსმენელი, ვისთვისაც ქმნით მუსიკას?
– ყოველთვის მინდოდა, რომ განმესაზღვრა, მცდელობები მქონდა ნამდვილად, მაგრამ არ გამომივიდა. როგორც კი ვიწყებ გათვლას რაღაცაზე, ეგრევე გამოდის რაღაც, რომელიც მერე არ მომწონს, მერე უკვე ვიწყებ გადაკეთებას, იმიტომ, რომ ჩემი არ არის.
ჩემი მუსიკა არის პირადი, ვისაც ეხმიანება, ის ავტომატურად ხდება მსმენელი. მე ვცდილობ, რომ ბოლომდე ჩემი პროდუქტი გავაკეთო. თან წარმოიდგინეთ, ფულს ამისგან არ ვაკეთებ, ბოლო პერიოდი საერთოდ არ ვფიქრობ კომერციულ მხარეზე.
ორი ალბომი გამოვუშვი გერმანიაში. ევროპაშიც და არამარტო ევროპაში გამიგია, რომ არის ხალხი, ვისაც მოსწონს. მართალია, ცოტას, მაგრამ მაინც. ამაზეც არ მიოცნებია. ამაზე მეტი ნამდვილად არ მჭირდება. მთავარი მისია – მე ვაკეთებ და ეს მიდის მსმენელამდე – შესრულებულია. და თვითონ მუსიკა თავის თავში დასრულებულია, იმიტომ, რომ მსმენელი ჰყავს, ვინც ზუსტად ისე იგებს, როგორც უნდა მიიღოს. ეს არის მთავარი ჩემთვის.
ჟანრობრივად არ ვიცი, რა არის ჩემი მუსიკა. ტექნიკურად არის კომპიუტერზე გაკეთებული მუსიკა, შეიძლება ვოკალით და შეიძლება აკუსტიკური გიტარით. ზოგადად, შეიძლება კომპიუტერული მუსიკა დავარქვათ. ჟანრობრივად არ ვიცი, არც მინდა თავი შევიზღუდო.
ჩემი მუსიკა არ არის მეინსტრიმული, მე მგონი, არც ალტერნატიული არ არის. ექსპერიმენტული, ალტერნატიული მუსიკა არის მეინსტრიმი დღეს. ჩემი მუსიკა არის ჩემი, პირადი მუსიკა. შეიძლება გახდეს რაღაც მუსიკა პოპულარული, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის პაპსა. კი ბატონო, თქვას, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის.
სულ ხუთი ალბომი მაქვს გამოშვებული. „Post Industrial Boys“ იყო ბოლო ალბომი. 2006 წლის შემდეგ ჩემი ალბომი არ გამოსულა. ახლა ხშირად არ მაქვს ლაივები. ადრე მქონდა, მაგრამ მაშინაც ძალიან იშვიათად. მე არ ვარ პერფორმერი ნატურა. არ მსიამოვნებს, დაძაბული ვარ.
როდესაც ალბომს ვუშვებ, არასდროს ვფიქრობ პრომოუტინგზე, რეკლამაზე. უცნაური იცით რა არის? 94 წელს გამოშვებულ ალბომს ახლა უსმენს პატარა ბავშვების თაობა.
მე ასე მგონია, რასაც აკეთებ, ის თვითონ პოულობს თავის მსმენელს. ნებისმიერი სიმღერა ან ალბომი უკვე დამოუკიდებელი არსებაა. თან თუკი მსმენელამდე მივიდა, ის უკვე თვითონ განაგრძობს თავის ცხოვრებას. მგონია, რომ გულწრფელობა, რაც დევს მუსიკაში, თავის ნაყოფს ისხამს. მუსიკა თვითონ ეძებს გავრცელების გზებს.
ძალიან მომწონს ქართული მუსიკალური სივრცე, მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოა. ჩვენი რეგიონი რაც არის, არა მგონია, მსგავსი მაგარი სივრცე იყოს სადმე. უამრავი ადამიანია, რომელიც კარგ მუსიკას აკეთებს.
ზოგადად ბევრს ვმოგზაურობ, ყოველთვის ბევრს დავდიოდი თეატრის გასტროლების გამო. ყველას ეგონა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. არადა, მე სულ საქართველოში ვცხოვრობ. ვმუშაობ, ვწერ მუსიკას თეატრისთვის. თეატრი არის ჯადოსნური რაღაც. აბსოლუტურად სხვა სივრცეა. საოცარი ზემოქმედება აქვს სპექტაკლს, ცოცხალი ადამიანია, ყველაფერი ცოცხალია.
საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა. ეს არის ილუზია, რომ შეიძლება რამე შეცვალოს, რომ აი, ხვალ დადგება კარგი ცხოვრება, რომ სადღაც შვეიცარიაში არის კარგი ცხოვრება. მე სრულიად გავიარე ეს ილუზია.
ერთი შეხედვით, როგორ დაპატარავდა მსოფლიო, ერთ წუთში ხარ ლოს-ანჯელესში, ტოკიოში, შეიკრა ინტერნეტით კაცობრიობა, თითქოს ერთი მთლიანობა გახდა, მაგრამ ადამიანი დარჩა ზუსტად ისეთივე ბნელი, განუვითარებელი და სულიერად ჩამორჩენილი, როგორიც იყო 2000 წლის წინ. ისეთივე უბედურია, როგორიც იყო, ისევ ვერ ჭრის ვერანაირ ეგზისტენციალურ პრობლემას, არ იცის საიდან მოდის, სად მიდის, მის ხელში არაფერი არ არის, როდის მოკვდება, როდის რა დაემართება, სადავეები ისევ სხვას უჭირავს. ვერანაირი ტექნოლოგიური პროგრესი ამას ვერ შეცვლის.
გასულ კვირას „უმაღლეს საზღვაო სასწავლებელ ანრიში“ მისი არსებობის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც არამხოლოდ ამ კონკრეტული სასწავლებლისთვის, არამედ, ზოგადად, საქართველოში საზღვაო განათლების განვითარების მიმართულებით ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში.
შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრისა“ და საერთაშორისო გემთმფლობელ კომპანია VIZA-STAR-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიის ერთ-ერთი გემი საზღვაო სასწავლებლის კუთვნილება გახდა.
„ჩვენ ვართ საქართველოში პირველი საზღვაო სასწავლებელი, რომელმაც შეძლო და დღეისათვის საკუთრებაში აქვს სასწავლო გემი კაპიტანი ო.ჩახვაძე, სამი სწრაფმავალი კატარღა – 3, 5 და 10-კაციანი. დღეიდან კი მფლობელობაში გვექნება სასწავლო საწარმო გემი სტუდენტების საცურაო პრაქტიკისთვის. ჩვენი ეს ნაბიჯი სტუდენტებისთვის მოიტანს ორ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს: პირველი ის, რომ ჩვენი სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტის მქონე საზღვაო განათლებას და საჭირო პრაქტიკას შემდგომში მორიგე ოფიცრის სამუშაო დიპლომის მისაღებად, მეორე – ისინი დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის გემზე უპრობლემოდ აღნიშნულ თანამდებობაზე, გარდა იმისა, რომ ჩვენ ასევე შევთავაზებთ ჩვენი პარტნიორი გემთმფლობელი კომპანიის გემებზე სამსახურს“, – ამბობს ანზორ დიასამიძე, რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
გამომდინარე იქიდან, რომ გემის გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნა დიდ ხარჯს მოითხოვს, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ PERA-ს არენდის საფუძველზე ოპერირებას და ტექნიკურ მოვლას მისი ყოფილი მფლობელი კომპანია გაუწევს. ის გააგრძელებს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას და თავის თავს შეინახავს, ხოლო რაც შეეხება ეკიპაჟის სრულად დაკომპლექტებას, გემი „ანრიდან“ მივლინებული პერსონალით და სტაჟიორებით შეივსება.
გემზე ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 სტუდენტს ექნება საშუალება, გაიაროს პრაქტიკა სპეციალობის მიხედვით. კურსის ხანგრძლივობა სამი თვე იქნება, რაც ოთხი წლის, ანუ ბაკალავრიატში სწავლის განმავლობაში სრულ ერთწლიან პრაქტიკას შეადგენს. პრაქტიკის განმავლობაში კვებას სასწავლებელი აიღებს საკუთარ თავზე, სტუდენტის დამატებითი ხარჯი კი იქნება მხოლოდ გზის ფული სტამბოლამდე და პირიქით.
ზია უზელი, კომპანია VIZA-STAR–ის გენერალური მენეჯერი: „მსგავსი ტიპის შემოთავაზება საქართველოდან პირველად მივიღეთ და ძალიან მიხარია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მე ვხედავ ბატონი ანზორი თავისი რესურსებით რამდენის გაკეთებას ცდილობს სასწავლებლისთვის და პირველ რიგში თავისი სტუდენტებისთვის.
მე, პირადად, ვაძლევ ყველა იმ კურსანტს სიტყვას, ვინც ჩვენთან გაივლის სტაჟირებას, რომ ისინი აუცილებლად დასაქმდებიან ჩვენს გემებზე, ხოლო წარმატებულ სტაჟიორებს აუცილებლად ექნებათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, როგორც გემზე უმაღლეს თანამდებობებზე, ასევე ხმელეთზე ჩვენი კომპანიის ოფისებსა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათთვის ჩვენი კომპანიის სახელი უკვე იქნება სხვა ნებისმიერი ქვეყნის და კომპანიის გემზე დასაქმების უპირობო საშუალება“.
კომპანია VIZA-STAR-ი საერთაშორისო გემთმფლობელი კომპანიაა, რომელიც ფლობს და ოპერირებას უწევს მსოფლიოში 60-მდე შორეული ნაოსნობის გემს. ისინი, ძირითადად, ხმელთაშუა და შავის ზღვის აუზის პორტებში დაცურავენ.
ქ. ბათუმი შ. ხიმშიაშვილის გამზირი #47-ის მიმდებარე ტერიტორია
მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა კი განცხადება გადადგომის თაობაზე გასული კვირის ბოლოს გააკეთა. როგორც ვიცე-მერი ის ამ პერიოდში შვებულებით ისარგებლებს. გიორგი ერმაკოვი კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია. ის დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აკადემიას ექნება გემი. მეოთხე კურსზე ვარ, შეიძლება მე ვერ შევძლო მაგ გემზე პრაქტიკის გავლა, მაგრამ მესამეკურსელები შეძლებენ. ჩვენ პრაქტიკა სხვა სასწავლებლის სასწავლო გემზე გავიარეთ. მე ზაფხულში უნდა წავიდე გემზე პრაქტიკანტად ექვსი თვით, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ წასვლას ჯუნიორად, ჯუნიორობიდან ორი თვის შემდეგ მეძლევა შესაძლებლობა გავხდე მესამე თანაშემწე. აკადემიას რომ ჰქონდეს თავისი გემი, ამ ექვსთვიანი პრაქტიკის გავლას სწავლის პერიოდში შევძლებდით საკუთარ გემზე, სწავლის დასრულების შემდეგ პირდაპირ ჯუნიორად წავიდოდი”, _ გვითხრა ვახო ჯანხოტელმა, საზღვაო აკადემიის სტუდენტმა.
რექტორის მოადგილე ირაკლი კაცაძე ამბობს, რომ აკადემია თავისი ხარჯებით ვერ ახერხებდა გემის ყიდვას, რადგან გემის ფასი აკადემიის მთელი წლის ბიუჯეტს უტოლდება. ახლა აკადემია პრემიერის დაპირების შესრულებას ელის, თუმცა აქ იმაზეც ფიქრობენ, რამდენად შეძლებს საზღვაო აკადემია საკუთარი ბიუჯეტით სასწავლო გემის შენახვას. „რექტორი უკვე არჩევს გემის ტიპებს, მოსაძებნია ბროკერი, შესარჩევია ქვეყანა, გემის შეძენა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, აკადემიისთვის სამგზავრო ან სატვირთო გემი არ გამოდგება, სასწავლო გემი უნდა იყოს აუდიტორიებით, 150 სტუდენტს რომ იტევდეს. გემის შეკვეთა რომ მისცე, შეიძლება ხუთი მილიონი დაჯდეს, გემის ჩამოყვანა ხარჯია, შეიძლება იმდენივე დასჭირდეს, რაც საფასურია.
ამ ხარჯების გაწევას ვერ შევძლებთ, შენახვაც გაგვიჭირდება, გემს საწვავი სჭირდება. ასევე პორტში ადგილი უნდა გამოიყოს ჩვენი გემისთვის, ესეც ხარჯია. სახელმწიფომ რომ შეგვიმსუბუქოს ეს ხარჯები, კანონში ცვლილება უნდა შეიტანოს. სხვა შემთხვევაში სწავლის საფასური უნდა გავზარდოთ. საფასურს კი ორი თვალსაზრისის გამო ვერ გავზრდით: მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი და მეორე _ სახელმწიფო სასწავლებელს აქვს დაწესებული საფასურის ზედა ზღვარი”, _ ამბობს ირაკლი კაცაძე.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ირაკლი ბზიკაძის თქმით, საზღვაო აკადემია დამოუკიდებლადაც ეძებს გზებს გემის შესაძენად: “სახელმწიფო დონეზეა საკითხი დაყენებული, აჭარის ეკონომიკის სამინისტრო გვიდგას გვერდით, ჩემი ვარაუდით, ამ პროცესში ჩაერთვება არა მარტო ეკონომიკის სამინისტრო, არამედ განათლების სამინისტროც და აჭარის მთავრობაც~. ლაშა უგლავა მომავალი მექანიკოსია. მისი აზრით, აკადემიას ახლაც შეუძლია პრაქტიკაზე გაატაროს სტუდენტები: „ჩვენ გვაქვს სამანქანო განყოფილება, რომელიც ზუსტად ისეა მოწყობილი, როგორც გემი, ყველაფრის გაკეთება შეიძლება იქ, რაც გემზე უნდა გააკეთოს მექანიკოსმა. თუმცა, რა თქმა უნდა, სულ სხვაა, როცა ამ ყველაფერს ზღვაში აკეთებ”.
მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვაო აკადემიის დიპლომი ევროკავშირმა აღიარა, სასწავლებელს მთავრობამ გამოუყო ორი მილიონი ლარი თანამედროვე ლაბორატორიის შესაძენად. „სუპერთანამედროვე ლაბორატორიას ვყიდულობთ. ჰიდრავლიკური, მექანიკური, ელექტრონული… საერთოდ, გემზე რა მექანიზმებიცაა, იმათი სიმულატორია. უკვე ჩამოვიდა ნავიგაციის პროგრამა, რომელსაც კომპიუტერები სჭირდება, მთელი კომპლექსით აღიჭურვება აკადემია ისე, რომ ყველა ევროპულ სტანდარტს შეესაბამებოდეს”, _ ამბობს ირაკლი კაცაძე.
საზღვაო აკადემიაში ამბობენ, რომ დაახლოებით ორ წელიწადში ევროპული სტანდარტი შეიძლება 12-თვიანი საზღვაო პრაქტიკა გახდეს: „სტუდენტები ახლა შფოთავენ სწორედ ამის გამო, მაგ დროისთვის გემი რომ არ ჰქონდეს სასწავლებელს, ცუდ სიტუაციაში ჩავვარდებით. ახლა გვყავს 1000-1200 სტუდენტი, ეს ციფრი უნდა გაიზარდოს მინიმუმ სამჯერ, რომ გემის შეძენა შევძლოთ და მისი შენახვაც. ეს ვერ მოხდება, რადგან არ სურს ამდენ სტუდენტს აქ სწავლა. ვიმედოვნებთ, რომ ამ სტანდარტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო დაგვიჭერს მხარს და ჩვენთვის გემს შეიძენს”, _ იმედოვნებს პრორექტორი.
გიორგი დალოგლანიანი პირველი კურსის სტუდენტია. იგი ამბობს, რომ გემის შეძენა სტუდენტებისათვის და თავად აკადემიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა პრემიერის დაპირების სჯეროდეს: `მინდა, მჯეროდეს იმის, რომ გემს მალე შეიძენენ, იმედია, აქედან პრაქტიკის გარეშე არ მომიწევს წასვლა”.