სამაშველო: დღეს ბათუმში წვიმას, ქარს და შტორმს ველოდებით

 

ბათუმელების არქივიდან. შტორმი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

მამუკა თურმანიძის თქმით,  სინოპტიკოსები ხვალ წვიმას და ზეგ კოკისპირულს ელოდებიან. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა განაცხადა, უკვე ესაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და საჭიროების შემთხვევაში ისევ შეიქმნება მთავრობის საგანგებო შტაბი. 

ამინდის გაუარესების შემთხვევაში სამაშველო სამსახურის ასივე თანამშრომელი 24-საათიან სამუშაო რეჟიმში გადასვლას აპირებს. 

 

სამაშველო სამსახური ყველა ადამიანს კატეგორიულად მოუწოდებს არ შევიდნენ ზღვაში საბანაოდ.

მაშველები 55 წლის მამაკაცს ზღვაში ეძებენ

 

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 5-ბალიანი შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ შევიდა. მისი ნახვა ამ დრომდე ვერ ხერდება. 

ტენდერი ძაღლებისა და კატების ნარკოზით დაძინება კასტრაციისთვის

 

პრეტენდენტისგან მერია შემდეგი პირობების შესრულებას ითხოვს:

 

ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების „დაძინებაზე“ ტენდერი გამოაცხადა
ბათუმის მერიამ ქუჩის ძაღლების „დაძინებაზე“ ტენდერი გამოაცხადა

მაწანწალა  ცხოველების  დაჭერა  ქ.  ბათუმის  ტერიტორიაზე  სპეციალური  აღჭურვი-ლობით  მოწყობილი  ავტომანქანით  (ავტომანქანაზე  დამონტაჟებული  უნდა  იყოს  ლითონის კონსტრუქციის გალია აერაციით და ხის ფიცრებით დაგებული იატაკით);

 

მომსახურე პერსონალის უზრუნველყოფა სპეცტანსაცმლით და ძაღლსაჭერი სპეცია-ლური ინვენტარით (საკი, ბადე და სხვა);

 

დაჭერილი  მაწანწალა  ცხოველების  (ძაღლების,  კატების)  მიყვანა  სპეციალურ  ზოო-ვეტერინარულ  ლაბორატორიაში  შემდგომი  მკურნალობისა  და  გაუვნებელყოფის  პროცე-დურების  (კასტრაცია,  სტერილიზაცია,  ევთანაზია)  ჩატარების  მიზნით  ვეტერინარი  ექიმის დასკვნის საფუძველზე;

 

გაუვნებელყოფილი  ცხოველების  მოთავსება  ტომრებში  და  ცხედრების  დაფლა  ე.წ. „ბეიკერის“ ორმოში;

 

ე.წ. „ბეიკერის“  ორმოების  დაქლორვა  კვირაში  მინიმუმ  ორჯერ  და  სპეციალური  სა-ხურავით დახურვა ყოველი ჩაყრის შემდეგ;

ნამკურნალევი  ცხოველების  მარკირება  ყურის  კლიპის  მეშვეობით  და  მათი  გაშვება ვეტერინარი ექიმის დასკვნის საფუძველზე ბუნებრივ არეალში.

 

სატენდერო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გრძელდება. 

პრემიები, ანუ „ქარავანი მიდის“

ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, გვაქვს წართმეული ტერიტორიები, გვყავს საზღვარგარეთ სამუშაოდ გასული თანამემამულეები.

2003 წელს ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის“ სახელით მოვიდა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მართალია, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა საქართველოში, რომლის არ დანახვა არ შეიძლება, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, მადა ჭამაში მოდისო, საზოგადოება მეტს მოითხოვდა. დაპირება იყო – სამუშაო ადგილებს შევქმნითო, თუმცა ასე არ მოხდა და დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, 40 წელს გადაცილებული ასაკის პირთა დასაქმებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამგეობებსა და საკრებულოებში დასაქმებული პირები, რომლებსაც მართვის გამოცდილება არ ჰქონდათ, რეზოლუციას გამგეობის სართულებზე დაეძებდნენ, – ამას ქობულეთში ახლაც ირონიით იხსენებენ, თუმცა მაღალი ხელფასებისა და პრემიების მიღებაზე ხელი არ ეშლებოდათ.

2012 წლის შემოდგომაზე მოვიდა ახალი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. კარგი საქმეები გაკეთდა, მაგრამ მათზე საუბარი არ მექნება, მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებებზე ვსაუბრობ, იმ დაპირებებზე, რომლებიც ხალხისთვის, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მინდა მივაწვდინო ხმა ხელისუფლებას, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ხელისუფლება ორი წლის წინ ჰპირდებოდა დახმარებას, ახლა სახლებიდან ასახლებენ (ვგულისხმობ ქობულეთელ იპოთეკარებს), ვერ ეხმარება და ამ დროს ხსნიან ორ ახალ უწყებას: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და ეკონომიკურ საბჭოს, რომელთაც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოეყოფა 7 მილიონი ლარი.

ზოგადად, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და წევრების დასაქმების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სამართლიანად არ მიმაჩნია დუბლირებული სამუშაო ადგილების შექმნაში იხარჯებოდეს ხალხის ფული. ხომ ვიცით, რომ საქართველოს უსაფრთხოებას და მითუმეტეს კრიზისიდან გამოყვანას, ვერ უზრუნველყოფს ეს საბჭოები, ისევე როგორც ეკონომიკის განვითარებას.

ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება ბიუჯეტის თანხით პრემიებისა და დახმარებების გაცემაზე. ერთიც და მეორეც უნდა გაიცეს ბიუჯეტიდან, მაგრამ არა ხელაღებით. როცა ხელისუფლება მოდის, აკრიტიკებს წინა ხელისუფლებას პრემიების გაცემის გამო, ამ დროს მას არა აქვს უფლება, იგივე გაიმეოროს. ამ მდგომარეობას სწორად მიესადაგება გამოთქმა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

რას ნიშნავს პრემია? ეს ნიშნავს მუშა-მოსამსახურის წახალისებას, ერთი მხრივ, აუცილებელი სამუშაოს გადაჭარბებით შესრულებისათვის, მეორე მხრივ – სახელწიფოსათვის გაწეული განსაკუთრებული მომსახურებისათვის. ჩნდება კითხვა, ამ ორი დასახელებული კრიტერიუმიდან რომლისთვის უხდის სახელმწიფო ბიუჯეტის, ხალხის ფულს გამგეობასა და საკრებულოებში დასაქმებულ პირებს?

თუ რამდენად მიესადაგება წერილი ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის ძარცვას, ამის განსაზღვრა მკითხველისათვის მიმინდვია.

ყველაზე მაღალი და დაბალი რეიტინგის მქონე სპეციალობები უნივერსიტეტში

 

„სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია უნივერსიტეტში. მასში ისეთი სპეციალობებია გაერთიანებული, რომელიც ყოველ წელს არის მოთხოვნადი, როგორიცაა, მაგალითად, სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები. წელსაც სწორედ ამ სპეციალობებზეა მოთხოვნა გაზრდილი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.

 

ბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი

 

ფაკულტეტში შემავალ სპეციალობათა შორის ყველაზე პოპულარული სამართალმცოდნეობაა. აქ სამოც ვაკანტურ ადგილზე 1000-ზე მეტი აბიტურიენტი ცდილობდა მოხვედრას,  387 აბიტურიენტს კი ეს სპეციალობა პირველ ნომრად ჰქონდა მითითებული. 

 

თითქმის იდენტური ვითარებაა ფინანსების მიმართულებითაც. აქ სამოც ვაკანტურ ადგილზე ორასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. „წელს საერთაშორისო ურთიერთობებზე გაიზარდა მოთხოვნა, ოც ვაკანტურ ადგილზე ასზე მეტი აბიტურიენტი მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ამ ფაკულტეტზე, რიგ სპეციალობებზე არის ასეთი დიდი კონკურენცია, მაგრამ ამავე ფაკულტეტზე არის სპეციალობები, რომელთა შევსებაც სრულად ვერ მოვახერხეთ, მაგალითად, მარკეტინგზე გვქონდა ოცი ადგილი და მივიღეთ ცხრა სტუდენტი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

გასულ წელს ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, ყველაზე მოთხოვნადი ტურიზმის ფაკულტეტი იყო. ამ ფაკულტეტს არც წელს არ ჰქონია დაბალი რეიტინგი, ერთ ვაკანტურ ადგილზე აქ ოცი აბიტურიენტი მოდიოდა.

 

„უკვე მეორე წელია, რაც სახელმწიფო აფინანსებს გარკვეულ სპეციალობებს. შემიძლია ვთქვა, რომ წელს ამ მხრივ ძვრები შეინიშნება, მაგალითად, აგრონომიის მიმართულებით, სადაც ტრადიციულად ჭირდა კონტიგენტის შევსება. ერთ წელს საერთოდ ვერ მივიღეთ სტუდენტები, წელს 50 ადგილიდან 35 შეივსო, ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პროგრამის შედეგია“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რომლის თქმითაც, ტრადიციულად მძიმე მდგომარეობაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით: „ქიმიაზე გვქონდა გამოცხადებული 15 ადგილი და შეივსო რვა, ბიოლოგიაზე – 30 ადგილი და 14 სტუდენტი გვყავს, ფიზიკაზე 15 ადგილი იყო და შეივსო ოთხი. წელს კომპიუტერულ მეცნიერებებშიც ცუდი შედეგი გვაქვს, 50 ადგილი გვქონდა და მხოლოდ 12 სტუდენტი გვყავს ამ სპეციალობაზე“.

 

ბათუმის უნივერსიტეტში შედეგით უკმაყოფილო არ არიან. ირაკლი ბარამიძის თქმით, მათ უფრო ცუდი მოლოდინი ჰქონდათ: „როცა პირველ გამოცდაზე აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 11 პროცენტი ჩაიჭრა, ვფიქრობდით, რომ წელს 900-ზე ნაკლებ სტუდენტს მივიღებდით, საბოლოო ჯამში მივიღეთ 1052 სტუდენტი, ამდენივე სტუდენტი მივიღეთ შარშან. დარჩენილი 198 ადგილის შევსება შესაძლებელია მობილობის საშუალებით. რეგიონში შეუცვლელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვართ, უკონკურენტოც, სპეციალობებიდან გამომდინარე“.

 

ბათუმის უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი გრანტით ორი პირველკურსელი ჩაირიცხა, ცხრა სტუდენტმა მოიპოვა 70-პროცენტიანი, ხოლო 66-მა სტუდნეტმა 50-პროცენტიანი დაფინანსება. ამის გარდა, სტუდენტებს წელსაც შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებით, რომელთა საშუალებითაც დაფინანსების მოპოვება სწავლის პროცესშიც შეუძლიათ.

 

წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი კი ახალი სასწავლო წლიდან სამ, ცალკე ფაკულტეტად ყალიბდება. ცალ-ცალკე იქნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გააერთიანებს საერთაშორისო ურთიერთობის, ევროპისმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებს და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გააერთიანებს ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ეკონომიკისა სპეციალობების საბაკალავრო პროგრამებს, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამებს და ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ფულის მიმოქცევა და კრედიტის და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებს. იურიდიულ ფაკულტეტში კი შევა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა და სამართლის სამაგისტრო პროგრამები.

 

სარფში ალჟირის მოქალაქეები დააკავეს

 

 

სასაზღვრო პოლიცია

 შს სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებმა 24 სექტემბერს, სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: “პაციენტებს არჩევანის საშუალება ექნებათ”

 

ნუგზარ სურმანიძე

 

ბატონო ნუგზარ, რა შეიცვალა სახელმწიფო დაზღვევის მხრივ?
პირველ სექტემბერს ვადა ამოეწურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სადაზღვევო კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებს. შესაბამისად, სექტემბრიდან ყველას, იქნება ეს პენსიონერი, პედაგოგი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვი, სტუდენტი თუ სხვა, ვისაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარება ეკუთვნოდა, ახლა საყოველთაო დაზღვევაში გადმოვა.

 

რა იცვლება ამით მოსახელობისთვის?
პირველი, იცვლება ის, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა პაციენტებს კლინიკების თავისუფალი არჩევანის უფლებას აძლევს. პაციენტს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ კლინიკას და სწორედ იქ მიიღოს სამედიცინო მომსახურება, სადაც მისთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომია. თუ ეს ურგენტული შემთხვევაა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ეკითხება პაციენტს, რომელ კლინიკაში სურს მას მისვლა. ბათუმში რამდენიმე მომწოდებელია: “მედინა”, რესპუბლიკური საავადმყოფო და პროფილური საავადმყოფოები (ონკოლოგიური, ინფექციური და ა.შ.), ასევე კომპანია “ალდაგის” ორი კლინიკა, რეფერალური საავადმყოფო და “ჩემი ოჯახის კლინიკა”. თუ ადრე “ალდაგს” კითხვის გარეშე მიჰყავდა მასთან ამბოლატორიული პაციენტები, ახლა მათი მიზიდვა მხოლოდ მომსახურების მაღალი დონითა და კომფორტული გარემოთი შეუძლია. პაციენტი წერს განცხადებას, თუ სად სურს მკურნალობა, თუ არ მოეწონება ეს სამედიცინო დაწესებულება, ორი თვის შემდეგ ისევ წერს განცხადებას და იცვლის, გადადის იქ, სადაც მას მოესურვება.

 

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შემცირდა ლოდინის ვადა. თუ ადრე, გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად ოთხ თვემდე უწევდათ პაციენტებს ლოდინი, რაც ძალიან დიდ პროტესტს იწვევდა მოსახლეობაში, ახლა ეს დრო ორ თვემდე შემცირდა და, როგორც წესი, ამ დადგენილ დროს სრულად არავინ იყენებს.

 

ხომ არ შეიცვლება დაზღვევის პირობები პაციენტებისთვის?
ის სადაზღვევო პაკეტი, რაც აქამდე ჰქონდათ – არ იცვლება, მაგრამ არის ერთი პრობლემატური საკითხი, კლინიკების თავისუფალ არჩევანთან ერთად, ხშირად ხდება ისე, რომ ერთი და იგივე მომსახურება განსხვავებულად ფინანსდება სხვადასხვა კლინიკაში. დავუშვათ, კონკრეტული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 70-პროცენტით, საგარანტიო წერილში კი 70-პროცენტი შეიძლება აღმოჩნდეს 60-50-პროცენტი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თავიდან ორიენტირად შეირჩა ამ მომსახურების ის საშუალო ფასი, რაც უმეტეს კლინიკებს აქვთ, პაციენტები კი ხშირად ძვირადღირებულ კლინიკებს ირჩევენ. შესაბამისად, დაზღვევით გამოყოფილი თანხა კლინიკაში გადასახდელი თანხის 70-პროცენტი ვერ გამოდის. ეს პაციენტები ხშირად მოდიან ჩვენთან და ჩვენ მათ ვუხსნით, რომ ეს მათი არჩევანია და თუ მათ სურთ, რომ მიიღონ ზუსტად 70-პროცენტიანი დაფინანსება, უნდა მიმართონ სხვა კლინიკას. ეს არჩევანი შეიძლება იყოს ბათუმში, თბილისში, ქუთაისში… ამ ადამიანებს საყოველთაო ჯანდაცვის ოფისში აძლევენ განმარტებას, თუ სად მოემსახურებიან მათ ნამდვილად 70-პროცენტიანი სახელმწიფო თანადაფინანსებით.

 

 რამდენი აბონენტი მიუერთდება საყოველთაო ჯანდაცვას აჭარაში?
 ეს საკმაოდ დიდი ციფრია, აქამდე აჭარიდან 80 000 ადამიანი გვყავდა საყოველთაო დაზღვევაში, ახლა ამას დაემატება 30 000-მდე ბავშვი და 46 000-მდე პენსიონერი. ასევე სტუდენტები და სოციალურად დაუცველები.

 

 როგორია თქვენი მოლოდინი ამ პროცესთან მიმართებაში?
 ჩვენი პაციენტების უფლებები მეტად იქნება დაცული. როცა სადაზღვევო კომპანიასთან გვქონდა ურთიერთობა, გარკვეული პრობლემები გვექმნებოდა, ლოდინის ოთხთვიანი და ექვსთვიანი ვადა დიდ აგრესიას იწვევდა პაციენტებში. ჩვენ ვცდილობდით რაღაცით დავხმარებოდით, ზოგჯერ გამოგვდიოდა, ზოგჯერ _ არა, ახლა სწორედ ეს დიდი პრობლემა მოიხსნა, რაც, ვფიქრობ, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. პაციენტების მატებასთან ერთად გაიზრდება კლინიკების შემოსავალიც, თუმცა მაინც გავიმეორებ, რომ ეს კლინიკების მკურნალობის ხარისხსა და იმ გარემოზეა დამოკიდებული, რასაც ისინი პაციენტებს შესთავაზებენ.

პატიმარი არაადამიანურ მოპყრობაში სად-ის თანამშრომლებს ადანაშაულებს

ბათუმის მესამე საპყრობილე

“ბათუმელებს” ფაქტს უდასტურებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში გიორგი ჩარკვიანი, რომელმაც რამდენჯერმე მოინახულა პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილეში. ჩარკვიანის განმარტებით, მან პირველად პატიმარი 22 სექტემბერს მოინახულა. მისი თქმით, ის მოთავსებულია სპეციალურ საკანში მარტო. ჰქონდა თვითდაზიანებები მიღებული, ჭრილობები შეხვეული, საკანში იდგა ერთი საწოლი, ფანჯარა არ იღებოდა. იყო უჰაერობა. საკანში იყო  ღია საპირფარეშო და ხელსაბანი. ონკანიდან წყალი არ მოდიოდა.

პატიმარი ამბობდა, რომ სადის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პატიმარი შიმშილობს 5 სექტემბრიდან,  ხოლო 21 სეტქმებრს ის გადავიდა მშრალ შიმშილობაზე.

24 სექტემბერს  პატიმარი გიორგი ჩარკვიანმა მეორეჯერ მოინახულა.   ის გადაყვანილი იყო სხვა, იმავე ტიპის საკანში, სადაც საწოლი არ არის. სარგებლობს ლეიბით, რომელიც ბეტონის იატაკზე გაფენილი. წყალი არ მოდის ონკანში, ფანჯარა ისევ ჩაკეტილია და ოთახში მხოლოდ  ხელოვნური ვინტილაციაა ჩართული.

26 სექტემბერი, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმარი მესამეჯერ მოინახულა, წყალი მოდის მხოლოდ საპირფარეშოში.

პატიმარი ვერ იცვლის ტანსაცმელს, როგორც ამბობს, ამის უფლებას არ აძლევენ. ვერ სარგებლობს ჰიგიენური საშუალებებით (საშხაპე).

სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების თხოვნით უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. 

პატიმრის განმარტებით, 26 სექტემბერს მას ჩაუტარდა სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ მას ჩაუტარა ექსპერტიზა, ხოლო საღამოს ის დაკითხა გენერალური ინსეპქციის თანამშრომელმა. 

შეხვედრის ოქმები და პატიმრის ახსნა-განმარტებების ასლები სახალხო დამცველის აპარატმ გადასცა დედას (პატიმრის თხოვნით).

პატიმრის დედა  ბათუმში ორშაბათს ადვოკატთან ერთად აპირებს ჩამოსვლას. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ ოქმში პატიმარი მიუთითებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მის შვილს მიაყენა სადის №3 დაწესებულების თანამშრომლემა, განსაკუთრებით აქტიურობდა მ. მ. ის ამბობს, რომ ყველას ამოცნობა შეუძლია.

 

სასჯელაღსრულების სმაინისტროში განმარტავენ, რომ პატიმარი მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ, ამიტომ ის ვანდალურ საკანშია გადაყვანილი, “ანუ საკანიში, რომელიც უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული“.

 

დაიწყო თუ არა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ კითხვაზე ჯერ “ბათუმელებმა” პასუხი პროკურატურისგან ვერ მიიღო.

 

რატომ ვერ დახარჯა აჭარის მთავრობამ ფული

 

“ფული მნიშვალოვანი ბერკეტია სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა პრობლემების მოსაგვარებლად – ბერკეტი გაქვს, რომელსაც ვერ იყენებ მაშინ, როცა ეს სფეროები არც თუ ისე მოწესრიგებულია. აქ ან დაგეგმვაშია შეცდომა დაშვებული ან კიდევ საშემსრულებლო პოლიტიკაა გადასახედი”, – აჭარის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში შეუსრულებლობას ასე განმარტავს ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი მურმან ცეცხლაძე.
დაგეგმილი 78 მილიონიდან აჭარის მთავრობამ ექვს თვეში მხოლოდ 39 მილიონი დახარჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი მხოლოდ 50 პროცენტით შესრულდა. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ამ შედეგების გამო უსაყვედურეს, თუმცა ანგარიშის ცნობად მიღების საკითხს სხდომაზე დამსწრე ცხრამმეტივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

მინისტრმა დავით ბალაძემ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ბიჯეტის ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზებს შორის არჩევნები და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვაც დაასახელა. მინისტრმა განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო მუნიციპალიტეტებმა თანხები ვერ აითვისეს, რის გამოც სამინისტროს არ მიეცა საშუალება მათთვის გათვალისწინებული ტრანსფერი გადაერიცხა. მის ამ არგუმენტს უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია არ იზიარებს:

 

“თუ ზუსტი თარიღი არა, დაახლოებით მაინც ხომ იცოდნენ როდის იქნებოდა არჩევნები. დაგეგმვისას უნდა გაეთვალისწინებინათ”, _ განმარტავს უმაღლესი საბჭოს წევრი `ნაციონალური მოძრაობიდან” ეკატერინე თარგამაძე. მისივე განმარტებით, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების პრობლემა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ.
საბოლოო ჯამში თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ტრანფერებიდან, რაც საანგარიშო პერიოდში 17 მილიონ 909 200-ს შეადგენდა, მხოლოდ მილიონ 713 100 ლარია გადარიცხული, რაც გეგმის 9, 6 პროცენტია.

 

ანგარიშის მიხედვით, აუთვისებელი თანხიდან 5 მილიონი ლარი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოზე მოდის.
ანგარიშის მიხედვით დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის განმავლობაში მდინარე ჭოროხისა და მდინარე კინტრიშის კალაპოტიდან 200 000 კბ.მ. ნატანის ამოღებას და აჭარის ზღვის სანაპიროს 3 წერტილში (ადლია, დაბა ჩაქვის სანაპირო ზოლი და ქობულეთი) ჩაყრას ითვალისწინებს. ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წლის I-II კვარტალში დაგეგმილი იყო დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. მდინარე ჭოროხზე წყლის დონის მომატების გამო ვერ მოხერხდა ინერტული ნატანის ამოსაღები ტერიტორიების მოძიება, ვერ მომზადდა ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და, შესაბამისად, არ იქნა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.

 

ტურიზმის დეპარტმენტს ჰქონდა ასევე დაგეგმილი საერთაშორისო სარეკლამო კამპანია, რომელსაც ტენდერებიდან ეკონომია მორჩა. გარდა ამისა, სარეკლამო კამპანია ჩაიშალა უკრაინაში, იქ განვითარებული მოვლენების გამო. `შესაბამისად, წარმოიქმნა ეკონომია 280,0 ათასი ლარი. ჯამში 140,0 ათასი ლარის ეკონომია წარმოიშვა პოლონეთის, თურქეთის, ლიტვის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სარეკლამო კამპანიების შესყიდვების დროს, რაზეც აღნიშნულ ქვეყნების სოციალურ ქსელებში დამატებით რეკლამის განხორციელებაზე გამოცხადდა ტენდერი. ამასთან, სარეკლამო კამპანიები აზერბაიჯანში – 80,8 ათასი ლარისა და სომხეთში _ 77,2 ათასი ლარის ღირებულებით, დასრულდა ივნისის ბოლოს და დაფინანსება გადავიდა ივლისის თვეში”.

 

ასევე დაგვიანებით გადაერიცხა ქობულეთის მუნიციპატეტს ტრანსფერის სახით გათვალისწინებული ხუთი მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოები შესრულებული იყო, მაგრამ იმის გამო, რომ არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, გადარიცხვა დაგვიანდა.
თანხები მორჩა გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტსაც. საანგარიშო პერიოდში ამ დეპარტამენტს 3 713 000 ლარი უნდა დაეხარჯა კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, თუმცა ხარჯმა მხოლოდ 948 300 ლარი შეადგინა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზებზე საუბრისას, ტენდერებისგან მიღებული ეკონომიის გარდა, ექსპერტიზის საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ: `ხშირ შემთხვევებში ხელშეკრულება ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოების ექპერტიზას. ეს პროცესი დროში იწელება, რადგან უმეტესი ორგანიზაცია მიმართავს სამხარეულის ბიუროს. ვთქვათ, თუ მაისში დასრულდა სამუშაოები და უნდა მოხდეს ანაზღაურება ივლისში. ამის შემდეგ ექსპერტიზის გაჭიანურება იწვევს დაგვიანებით ანაზღაურებას”.

 

მურმან ცეცხლაძის განმარტებით, ის, რომ ვიღაც ვალდებულებას ვერ ასრულებს, საშემსრულებლო დისციპლინის საკითხია, რაც დამკვეთის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს: “ისეთ კომპანიასთან არ უნდა გააფორმო ხელშეკრულება, რომელიც არ არის მზად დავალების შესასრულებლად. საშემსრულებლო დისციპლინა თავის ადგილზე თუ არ დადგა, მიზეზები არ დაილევა. მიზეზის ნახვა ყოველთვის შეიძლება. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ თავიდანვე რომ არ ყოფილიყო დაშვებული შეცდომები, ასეთ დიდ გარღვევას ადგილი არ ექნებოდა. მოქალაქეს სულ არ აიტერესებს სამინისტროს რა მიზეზები აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ხალხის განწყობაზე.”

ეკონომია ტენდერების ხარჯზე

 

ტენდერების შედეგად ყველაზე დიდი ეკონომია -13 20 000 ლარი მორჩა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 6 980 000 ლარი დაზოგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მილიონ 700 000 ლარის ეკონომია გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროებმა კი ტენდერების შედეგად მილიონ-ნახევარიდან 2 მილიონამდე ლარის ეკონომია მიიღეს. ყველაზე ნაკლები – 50 000 ლარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაზოგა.

 

ბათუმის მერიის მიერ ექვს თვეში გამოცხადებული ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებულმა თანხამ, ანუ ეკონომიამ 3 592 000 ლარი შეადგინა. ეს თანხა ბიუჯეტის ნაშთში აისახა.

 

­­­ერთი კოვზი დედიკოს ხათრით

რა ასაკში იწყება უმადობასთან დაკავშირებული პრობლემები?

ყველაზე ხშირად უმადობა 3-5 წლის ასაკის ბავშვებში შეინიშნება, მაშინ, როცა ბავშვი პირველი კრიტიკული (გარდატეხის) ასაკის გადალახვას იწყებს.

რა შეიძლება გახდეს ბავშვის უმადობის მიზეზი?

უმადობა შეიძლება ფსიქიკაში ნებისმიერმა დარღვევამ გამოიწვიოს, რაც შემდგომში ფიზიოლოგიურ პროცესებზეც აისახება. დავიწყოთ იქედან, რომ თუ ბავშმა, ისევე როგორც მოზარდმა და ზრდასრულმა ადამიანმა, მიიღო სერიოზული სტრესი, მან შესაძლოა დაკარგოს მადა, რომელიც ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა აგებული და ბავშვებიც ამ ფსიქოლოგიური წნეხის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, აღენიშნებათ ხასიათის ცვლილება და ეკარგებათ მადაც.

ყველაზე ხშირად ბავშვები უჭმელობას მანიპულირების ხერხად იყენებენ. საერთოდ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, როცა ბავშვი კარგად არ ჭამს, ოჯახში აუცილებლად იწყება პანიკა – ვაიმე ბავშვმა კარგად არ ჭამა, რატომ ხდება ასე და ა.შ. ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან, ისინი აბსოლუტურად ყველაფერს, წვრილმანებსაც აფიქსირებენ და შემდეგ ამ ყველაფერს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ბავშვს საკვების ათვისების თავისი ნორმა აქვს – თუ ერთ ბავშვს დიდი თეფშით სადილი ანაყრებს, მეორე ბავშვისთვის შეიძლება სამი-ოთხი კოვზიც საკმარისი იყოს.

ხშირად მადის დაკარგვა ცხოვრების წესის შეცვლასაც უკავშირდება. მაგალითად, როცა ბავშვი პირველად მიდის საბავშვო ბაღში, ხშირ შემთხვევაში, იგი იღებს სტრესს, იმიტომ, რომ ეს მისთვის უჩვეულო გარემოა. შესაძლოა ახალი გარემო მოსწონდეს კიდეც, მაგრამ ადაპტაციის პერიოდში პირველი, რაც მათ აშინებთ – დედის დაკარგვაა, მას ჰგონია, რომ დედამ ის მიატოვა. სწორედ მაშინ ჩნდება პროტესტი, რადგანაც კვების პროცესი დედას უკავშირდება – რატომ უნდა ვჭამო თუ დედა ჩემთან არ არის.

მიზეზი შეიძლება უბრალოდ ჭირვეულობაც იყოს – საქმე ისაა, რომ ისტერიკასა და ჭირვეულობას ბავშვები სწავლობენ. ხშირად ეს წაბაძვითი მომენტია, თუ ბავშვმა ნახა, რომ რომელიმე ბავშვი საბავშო ბაღში არ ჭამს ბოსტნეულს (რომელიც მასაც დიდად არ ეგემრიელება) და მის მეგობარს ეს დაუთმეს, მაშინ ის უცებ ითვისებს ამ მაგალითს და თვითონაც უარს ამბობს ამ საკვების მიღებაზე.

რამდენად მისაღებია მშობლის საქციელი, როცა ის ძალის გამოყენებით აჭმევს ბავშვს?

ბავშის ძალით გამოკვება ძალიან ცუდად აისახება მის ფსიქიკაზე, რაც მომავალში ბავშვის განვითარების გარკვეული დარღვევებით შეიძლება გამოიხატოს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დროს ორგანიზმი დაძალებით მიღებულ საკვებს სათანადოდ არ ითვისებს. ბავშვი ღიზიანდება, ეკარგება გემოს შეგრძნება, ის ვეღარ იღებს სიამოვნებას კვებისგან.

რაც შეეხება მუქარას…

საერთოდ აღზრდაში ხშირად ვუშებთ შეცდომებს, ვცდილობთ ვიღაცას შევადაროთ და შევაჯიბროთ ბავშვები. მართალია, ლიდერის თვისებები ბავშობიდან უნდა ჩამოვაყალიბოთ მათში, მაგრამ ეს მისი თვითშეფასების ამაღლების ხარჯზე უნდა მოხდეს და არავითარ შემთხვევაში სხვასთან შეჯიბრების. როცა ბავშვს ეუბნებით, რომ თუ თავად არ შეჭამს საჭმელს, სხვა შეუჭამს – ეს ბავშვის ქმედებას უარყოფითი მიმართულებით აყალიბებს.

დაუშვებელია ბავშვის შეშინება – თუ არ შეჭამ, გუდიანი მოვა, ან კიდევ უფრო უარესი, ბოლო დროს პოპულარული მუქარა, თუ ამას არ იზამ – პატრული წაგიყვანს. მომავალში მათ გარკვეული ფობია შეიძლება ჩამოუყალიბდეთ სამართალდამცავების მიმართ. რაც შეეხება “დედიკოს და მამიკოს ხათრით” თითო კოვზის შეჭმას, შეიძლება ითქვას, რომ ესეც იძულების ფორმაა ბავშვისთვის.

როგორ შეიძლება მოვანდომოთ ბავშვს ჭამა? რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვი სისტემატურად ამბობს უარს ჭამაზე?

უნდა შევეცადოთ, რომ საკვები სასურველი გახდეს ბავშვისთვის, ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ფერების თერაპია. მაგალითად, თეთრი ფაფა გადმოვიღოთ წითელ თეფშზე, წითელი ფერი იწვევს აქტიურ ემოციას, ფსიქიკაში მიმდინარე პროცესების ხარჯზე, ის აღძრავს მადას და შესაძლოა კერძი ასე უფრო მიმზიდველი გახდეს მისთვის.

კარგია ბავშვის მოტივირებაც, ჩართეთ იგი მომზადების პროცესში. თუ აკეთებთ ბოსტნეულის სალათს, დაიყენეთ ის გვერდით, მიეცით საშუალება დაჭრას მოხარშული კარტოფილი (ბლაგვი დანით), ამოურიოს ან მარილი მოაყაროს წვნიანს.
შეიძლება ჩავრთოთ წინასწარი მომზადება. კარგი იქნება, თუ ძილის წინ მშობელი გაესაუბრება ბავშვს, მოახდენს მისი გონების პროგრამირებას მეორე დღისთვის – უთხარით, რომ ხვალ კარგი დღე იქნება, რომ ხვალ მე და შენ გავაკეთებთ სალათს და მერე ერთად მივირთმევთ. ძილის წინ ბავშის ქვეცნობიერი ბევრ ინფორმაციას ითვისებს და შემდგომში ბავშვი ერთგვარად მომზადებული ხვდება იმ ყველაფერს, რაც შემდგომში უნდა გააკეთოს.

თუ ბავშები ერთად მიირთმევენ სადილს, შეგიძლიათ პატარა შეჯიბრიც მოაწყოთ – ვინ უფრო სუფთად შეჭამს საჭმელს და არა ვინ უფრო სწრაფად, რადგანაც შესაძლოა სიჩქარეში ბავშვმა პირის ღრუში კარგად ვერ დაამუშაოს საკვები.

იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი მადა, იგი ხშირად უნდა ვასეირნოთ, ფიზიკური აქტივობის შედეგად ბავშვი ხარჯავს ენერგიას და ორგანიზმს უჩნდება მოთხოვნილება, რომ საკვების მიღებით შეავსოს ეს ენერგია. შეუქმენით ბავშვს მხიარული განწყობა, ხშირად შეაქეთ, შეეცადეთ საკვები იყოს მრავალფეროვანი, ნუ შესთავაზებთ ყოველდღიურად ერთი და იგივე რაციონს, თუნდაც ის მოსწონდეს ბავშვს, მაშინ ის სიამოვნებით მიიღებს შეთავაზებულ ულუფას.

ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში დაიწყო

 

 

 

ჩემპიონატი “კომბინირებულ პირამიდა”-ში, არსებული საერთაშორისო წესების, ოლიმპიური სისტემის მიხედვით  ტარდება.

 

ჩემპიონატს საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული მსაჯები ემსახურებიან.

 

წინასწარი შეხვედრები პირველ ეტაპზე ჩატარდება 4 მოგებამდე, მეოთხედფინალიდან 5 მოგებამდე, ხოლო ფინალი 6 მოგებამდე.

 

ფინალური შეხვედრები 29 სექტემბერს გაიმართება.

საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი

 

 

საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი დავით კუცია თუ გაბრწყინებული სახით გიყვება რაიმეს, ესე იგი საუბრის თემატიკა ცეკვას შეეხება. შეკითხვების დასმა თითქმის არ არის საჭირო, ცეკვაზე გაუჩერებლად შეუძლია ილაპარაკოს, სხვა თემებზეც ამომწურავად საუბრობს, თუმცა სახეზე მაშინვე შეატყობთ, რომ ურჩევნია რაიმე ისევ ცეკვაზე გითხრას, თითქოს უძნელდებოდეს ამ თემასთან გამოთხოვება, სათქმელიც უფრო მეტი აქვს, თავისუფალ დროს ხომ მხოლოდ ამაზე ფიქრობს:

 

„ცეკვაში ვხედავ დიდ ენერგიას, საკუთარი სურვილების გამოხატვის უნარს, სხეულის ენით მეტყველებას, ცეკვა არის ის, რაც შეგიძლია მთელი ცხოვრება სიამოვნებით აკეთო. ცეკვაში სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, ყოველ დღე უნდა მუშაობდე, ვითარდებოდე. ცეკვა არის ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯი, თუკი სწორად მოძრაობ, ესე იგი ცეკვავ. ჩემს ხასიათთან ყველაზე ახლოს არის ლათინი, რითიც არამარტო გრძნობებს გამოხატავ, არამედ ეს არის ამბავი. ვფიქრობ, ეს ცეკვა გაძლევს საშუალებას, მხატვარივით ფერებით გამოხატო სწორედ ის, რაც გსურს. ცეკვა ნარკოტიკივითაა, ოღონდ ჯანსაღი ნარკოტიკია, თუ დაიწყე, ვერ ეშვები, სულ ისწრაფვი მისკენ. ადამიანები ვიბადებით შინაგანი ენერგიით, რომელიც რაღაც საშუალებით უნდა გამოვხატოთ. მე ასეთ შინაგან დამოკიდებულებას ცეკვით გამოვხატავ“.

 


ცეკვის სიყვარულის მიუხედავად არჩევანი – შეესწავლა საჰაერო ნავიგაცია, დამოუკიდებლად გააკეთა. მაშინ უბრალოდ სურდა, რომ განათლება იმ სფეროში მიეღო, რომელიც „გამოუვიდოდა“, თუმცა ვერ წარმოედგინა, რომ ეს ცეკვას ჩამოაშორებდა: „ავიაციაში ძალიან ბევრ მეცნიერებას აქვს თავი მოყრილი, ვფიქრობ გამიმართლა, ბევრ პროფესიას დავეუფლე ამ ერთი პროფესიის საშუალებით. ბავშვობაში ვოცნებობდი ვყოფილიყავი სამხედრო მფრინავი, ხშირად პროფესიას იმიტომ ვირჩევთ, რომ ვგრძნობთ რაღაც კავშირს, ხედავ რომ გაქვს უნარები, რომლებიც დაგეხმარება ამ პროფესიაში. პროფესია, საერთო ჯამში, პრაგმატულად ავირჩიე, იმას შევხედე, თუ რისი გაკეთება შემიძლია.

 


2004 წლიდან საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი ვარ, საკმაოდ რთული პროფესიაა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ფრენების რადიოტექნიკურ მომსახურებას ვაწარმოებ, საკმაოდ რთულია სპეციფიკა, შენ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გაბარია.“

 

ამბობს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, საკმაოდ სწრაფად გაიარა ყველა ეტაპი, ამიტომაც უფრო ადრე შეძლო პროფესიული ზრდა, ამას ხელი იმან შეუწყო, რომ მუშაობა გადაიარაღების პროცესში მოუხდა, საბჭოური მოწყობილობების ჩანაცვლება ახლით, სირთულეების მიუხედავად, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

 

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დათო დასთან ერთად სამეჯლისო ცეკვების პოპულარიზაციაზე ზრუნავდა, ერთდროულად იყო პედაგოგი და მოცეკვავეც. სპორტკლუბი დაარსა, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო, ამავე დროს მუშაობდა, თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად: „იმ პერიოდში თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ სახეობის განვითარებაზე მუშაობდნენ. მე და ჩემს დას ბევრი შრომა მოგვიწია იმ ყველაფრის გასაკეთებლად. თუმცა რაღაც ეტაპს როცა გადიხარ, შემდგომი განვითარებისთვის გჭირდება ხელშეწყობა, რაც ვერ მივიღეთ შესაბამისი სტრუქტურებიდან. დღემდე ჭირს ბათუმში შესაბამისი ზომის დარბაზის ნახვა.

 

მერე ჩემი და ლონდონში წავიდა, მე თბილისში გადავედი, ვფიქრობდით ერთი წლით შეგვეჩერებინა მუშაობა, მაგრამ სხვანაირად მოხდა, დავიშალეთ”.

 

გამოყოფა: „ინგლისში „Blackpool“-ის ფესტივალზე მინდა მოხვედრა, ეს არის სპორტული ცეკვების მექა. განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ, არ უყურებენ ტიტულებს, აინტერესებთ მხოლოდ როგორ გადმოსცემ შენს ემოციებს, აჩვენებ პლასტიკას. ჩემი ოცნებაა იქ ცეკვა, ასაკი ხელს არ შემიშლის, ცეკვისთვის არასოდეს არის გვიან.“

 

წარმატებული საინჟინრო საქმიანობის მიუხედავად დღეს შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ დარჩა ნავიგაციაში და არ გააგრძელა ცეკვა. ცეკვა მანამდეც მიატოვა, პირველად თინეიჯერობის ასაკში, რომელსაც თავად „ყოჩი ბიჭობის“ ასაკს უწოდებს. ბოლოს ცეკვაზე თავის დანებება თერთმეტი წილის წინ მოუწია, შესაბამისად, „ლომკა“ ხშირად აქვს. რომ არ “დაიჟანგოს”, კლასიკურ ბალეტს უთმობს კვირაში სამ საათს: „თუკი ერთი საქმიანობა უშლის ხელს მეორეს, დგები არჩევანის წინაშე – ასეთი არჩევანის წინაშე ერთხელ უკვე ვიდექი, მაშინ საჰაერო ნავიგაცია ავირჩიე. როდესაც საყვარელ საქმეს მოაქვს შემოსავალი, ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის, დღეს უკვე სხვანაირ არჩევანს გავაკეთებდი”.

 


ხვალ რას გააკეთებს, არ იცის. ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერს გამორიცხავს, არჩევანის წინაშე თუ დადგა იცის, რომ ახლა ცეკვას აირჩევს, რადგან ამას უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე სხვა რამეს. ჯერჯერობით კი პროექტზე მუშაობს:

 

„ისევ ჩემს დასთან ერთად ვგეგმავ სპორტული ცეკვების პოპულარიზაციაზე ზრუნვას. ვაპირებთ, შევქმნათ ვებგვერდი, სადაც საინფორმაციო ლენტის სახით იქნება გადმოცემული ყველა სიახლე, რაც საქართველოში სპორტული ცეკვების სფეროში ხდება.

 

ბედნიერება არის მდგომარეობა, რომელიც მოაქვს ეიფორიას. ჩემთვის ცეკვა არის ბედნიერება, რაც არ უნდა დაღლილი შეხვიდე დარბაზში, დაიწყებ თუ არა მოძრაობას, ხდები ბედნიერი, თითქოს ასტრალურ სამყაროში გადადიხარ, მნიშვნელობა არ აქვს, ნაბიჯს სწორად დგამ თუ არა, მთავარია, რომ მოძრაობ”.

 

 

 

ძალადობა ღირებულებების სახელით

 

 

ირაკლი მიქელაძის სტატუსი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე

 

 

 

 

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ზემოთ აღნიშნული განცხადება საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეაფასა, როგორც გენდერული დისკრიმინაცია. სხვებმა მის სტატუსს ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს. მანანა კობახიძე არ არის პირველი პოლიტიკოსი, ვინც „შუბლის გახვრეტაზე“ ლაპარაკობს.

 

ვიცე-სპიკერის სტატუსმა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ძალადობის წახალისების თემა კვლავ აქტუალური გახადა. „ეს განცხადება წარმოადგენს პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებას და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს“, – ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ ვიცე-სპიკერს.

 

რა საფრთხეებს შეიცავს პოლიტიკოსის მხრიდან დისკრიმინაციული ლექსიკა, საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა და რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას ქალი პოლიტიკოსებისგან? – ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის აზრით, მანანა კობახიძე თავის პასუხისმგებლობას გენდერული თანასწორობის გაძლიერებაში ვერ ან არ იღებს.

 

„ქალბატონი მანანა საუბრობს ძალადობრივ ანგარიშსწორებაზე, ანუ იმაზე, რაც დამკვიდრებულია საზოგადოებაში. პრობლემა იმაშია, რომ ამ მოსაზრების ავტორისგან (მისი სტატუსიდან გამომდინარე), მეც და საზოგადოებასაც გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ამ ძალადობრივი აზროვნების შეცვლაზე უნდა მუშაობდეს. უნდა ამბობდეს, რომ ის არ ეგუება არც სიძულვილის ენას, არც ქალთა დაქვემდებარებულ როლს და არც ძალადობრივ ანგარიშსწორებას მამაკაცებისგან“.

 

ანას აზრით, ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ანგრევენ სტერეოტიპებს და მხოლოდ ძალადობრივ ღირებულებებს ახმოვანებენ, კითხვის ნიშანს პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მიმართულებითაც აჩენენ: „პოლიტიკაში აუცილებლად მოვლენ ქალები, მაგრამ თუ ის ქალები არ იქნებიან აქტიურები ცვლილებების განხორციელების კუთხით, ძალიან გაგვიჭირდება ქალთა პოლიტიკაში ჩართვის ადვოკატირება, რადგან ოპონენტები ბევრ კონტრარგუმენტს დაგვახვედრებენ. გვეტყვიან, რომ ეს არაფერს ცვლის, რომ ქალები ისევ ვართ საერთო კონტექსტის მსხვერპლი. მე კი მინდა, რომ ქალები გამოვიდნენ მსხვერპლის როლიდან და გახდნენ სიტუაციის ლიდერები, ცვლილების აგენტები. ჩვენ გვჭირდება პარლამენტარი ქალი, რომელიც იწყებს ცვლილებებს ამ ძალადობის წინააღმდეგ და არა უბრალოდ ჟამთააღმწერელი, რომელიც ძალადობას ეგუება ან მისი მსხვერპლია“.

 

ასეთი ქალების ნიმუშად ანა არგანაშვილს გასული საუკუნის ფემინისტი ქალის, კატო მიქელაძის მაგალითი მოჰყავს: „რომ შევადაროთ, რას წერდნენ 1920-იან წლებში ფემინისტი ქალები და რას მეუბნება მე დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, აბსოლუტურ იმედგაცრუებას მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება მანანა კობახიძემ კატო მიქელაძის და სხვა ფემინისტი ქალების მუშაობა გააგრძელოს და არ გვქონდეს რეგრესი ქალთა ლიდერობის კუთხით ამ ქვეყანაში, რადგან 1920-იან წლებშიც კი ფემინისტი ქალები ბევრად გაბედულები იყვნენ ძალადობასთან ბრძოლაში, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკოსი ქალები“.

 

სოციალურ ქსელებში ქართველი პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების ლექსიკა, ხშირად სცდება ეთიკურ ნორმებს. ბოლო დღეებში ამ მხრივ თავი გამოიჩინა ირაკლი მიქელაძემ – ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის მისამართით შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: „…მინდა ვუთხრა დუმბაძეს და მის სასტავს, ქეჩა მკარით თქვენი:))) მე ვიყო თაღლითი გადაგივლით… უბრალოდ, ხაბაძის კაცობას სააღოლ, რო პარტიის რეიტინგს უფრთხილდება…“

 

საკრებულოს ეს წევრი ჯერაც დარწმუნებულია, რომ ამ სტატუსით მას პიროვნული შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. „შემეძლო სხვანაირად გამომეხატა, მაგრამ სუფთა ადამიანური მომენტია და თავშეუკავებლობაში გადავიდა“, – აცხადებს საკრებულოს წევრი.

 

„სუფთა ადამიანური მომენტები“ საჯარო მოხელეებს ხშირად ავიწყებთ კანონით განსაზღვრულ თმენის ვალდებულებას. ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის, ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის დოქტორანტის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, სახელმწიფო არის მოქალაქეთა ერთობა, რომელსაც ამ ერთობად ჰკრავს სახელმწიფოს კანონები და არა „ღირსება“ თუ გემოვნება. „სახელმწიფო არის სივრცე, რომელიც ყველასია და სახელმწიფო ვალდებულია ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს კანონები. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, რომელიც არა კანონის დაცვას, არამედ ნებსით თუ უნებლიედ, იმპულსურ დანაშაულებრივ ქმედებებს ამართლებს, თავისთავად ანტისახელმწიფოებრივია“.

 

გრიგოლ გეგელიას აზრით, ძალადობრივი აზროვნების სტიმულირება, რასაც შეიცავდა მანანა კობახიძის სტატუსი, აკნინებს სახელმწიფოს, როგორც კანონიერი სივრცის იდეას და ქმნის უარყოფით პრეცედენტებს და ნეგატიურ პოლიტიკურ ენას: „ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში კობახიძის ქმედებას სულ მცირე დისციპლინარული ღონისძიება მოჰყვებოდა, რაც პოლიტიკოსის კარიერას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მით უმეტეს მაშინ, როცა ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია“.

 

„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკოსიც ადამიანია“ და შეიძლება მასაც უმტყუნოს ნერვებმა. გრიგოლ გეგელიას აზრით, სახელმწიფო მყარი ნერვების პოლიტიკოსებმა უნდა მართონ, რათა შეძლონ იმპულსებსა და კერძო აზრებზე მაღლა დგომა:„წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა რესპუბლიკურ, არამედ კლანურ და ფრაქციულ პოლიტიკას, რომელიც არ წაადგება ჩვენი სახელმწიფოს ჯანმრთელობას. დანაშაული ბევრი მოტივით შეიძლება მოხდეს, მათ შორის ე.წ. „ღირსების აღდგენის“ მოტივითაც, რომელიც არქაული სიმახინჯეა. მთავარია, ამ პროცესში არ ჩაერთონ პოლიტიკოსები და არ შექმნან დანაშაულის ახალი „ლეგალური“ კატეგორიები“.

ბათუმში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ”თოფუზი” გაიმართება

 

 

“თოფუზი 2014”-  ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული, ანიმაციური ფილმების საერთშორისო ფესტივალია, სადაც ნებისმიერ ანიმატორს, რეჟისორსა და პროდიუსერს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ნაშრომი.

 

ფესტივალის პრიზი გადაეცემა შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს: საუკეთესო ფილი ბავშვებისთვის, საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის, საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი, საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო ტვ სერიალი, საუკეთესო სტუდენტური ფილმი და ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილიმი.

 

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

„ბათუმობა“ 135 000 ლარად – შეფასება და ხარჯები

 

ბათუმობა - 2014 წელი
ბათუმობა – 2014 წელი

„მოვუსმინე ბევრ ადამიანს და სოციალურ ქსელშიც ვაკვირდებოდი განწყობებს. გარკვეულ საკითხებში ბევრად გაუმჯობესებული იყო ორგანიზება. თუმცა ისევ და ისევ იყო პრობლემა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრეც კი კითხულობდნენ ადამიანები, თუ სად რა ტარდებოდა. წინა დღეს ძალიან გვიან აიტვირთა ინფორმაცია მერიის საიტზე, რამდენიმე ჟურნალისტმა  მეც კი დამირეკა იმის თაობაზე, ხომ არ მქონდა პროგრამა და ხომ ვერ დავეხმარებოდი მათ, რადგან საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნა“, – ამბობს ნათია აფხაზავა. ის „ბათუმობის“ ორგანიზებასთან დაკავშირებულ კომისიაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული. 

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში ბევრჯერ დაწერეს, გარკვეული ღონისძიებების დროზე ადრე დასრულება იყო:

 

 

„შეიძლება ითქვას, რომ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ჩამოვლის შემდეგ რაღაც ღონისძიებები დასრულდა. ამან ადამიანები დააბნია. სვამდნენ კითხვებს: დასრულდა თუ არა? კიდევ იქნებოდა თუ არა? – ეს კითხვები იყო უფრო გამოფენებზე და ცენტრალური დასის სპექტაკლზე. უფრო ხანგრძლივი იყო ბაზრობები, რაც ბათუმობასთან დაკავშირებით გაიმართა. დაგეგმვის პროცესში იყო საუბარი იმაზე, რომ დღესასწაულის განწყობა მთელი დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნებულიყო. ასე არ მოხდა, თუ არ ჩავთვლით კონცერტს ერას მოედანზე, რომელიც საღამოს დაიწყო“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

 

 

გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კმაყოფილია, თუმცა მისივე შეფასებით იყო ხარვეზებიც, რასაც მომავალ წელს გაითვალიწინებენ. კონკრეტულად რა არ მოეწონა ქალაქის მერს, არ დააკონკრეტა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ მომავალ წელს „ბათუმობას“ უქმე დღეებს დაამთხვევენ.

 

 

რაც შეეხება ხარჯებს – მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, დღესასწაულის რეჟისურა, კონცერტის ჩათვლით, 17 500 ლარი დაჯდა. მთლიანობაში კი დღესასწაულის მოსაწყობად მერიამ ბიუჯეტიდან 135 000 ლარი დახარჯა. „ბათუმობის“ ბიუჯეტი გასულ წელს 105 000 ლარით მეტი,  240 000 ლარი იყო.

 

 

„ბათუმობის“ რეჟისორებმა – ზაზა ხალვაშმა და მერაბ ლებანიძემ ჰონორარის სახით 12 500 ლარი მიიღეს. ერას მოედანზე გამართული კონცერტის რეჟისორების – რევაზ ბაინაზაშვილისა და ომარ ტოტოშვილის ჰონორარმა კი 5 000 ლარი შეადგინა.

 

 

დღესასწაულის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი _ 28 724 ლარი წელს სასტუმროს მომსახურება დაჯდა: „შერატონი“, „ერა პალასი“, „ჩაო“ და „დუტა“ წელს მერიამ დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებისთვის და სადღესასწაულო კონცერტის მონაწილეებისათვის დაიქირავა. 

 

 

16 878 ლარი დაიხარჯა სადღესასწაულო სუფრებისა და სტუმრების გამასპინძლებისთვის. ამ მხრივ წელს მომსახურება  რესტორნებს: „აჭარულ სახლს“, „პორტო ფრანკოს“, „ყირამალას“, „მეგრულ-ლაზურს“, „ჯი ემ ჯი აპარტამენტს“, „აჭარული ღვინის სახლს“ და „პრესკაფეს„ დაუკვეთეს. აქედან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დაკვეთა (5 600 ლარი) მერიამ „ყირამალას“ მისცა.

 

 

გამოფენების, წარმოდგენების, პერფორმანსებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 278 ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შევიდა აპარატურის დაქირავების ხარჯი (8 125 ლარი) და საპატიო ბათუმელების, საპატიო მოქალაქეებისა და დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოვების ღონისძიების ორგანიზების ხარჯებიც. მათ გამოვლენაზე ყოველ წელს ბათუმის საკრებულოს სპეციალური კომისია მუშაობს.

 

 

წელს საკრებულომ სამი საპატიო ბათუმელი გამოავლინა, ხოლო ბათუმის მერიამ ათას-ათასი ლარი გადასცა. საკრებულომ ასევე ოთხი საპატიო მოქალაქე და ექვსი დამსახურებული მოქალაქე გამოავლინა, ეს ორი სტატუსი ფულად ჯილდოს არ ითვალისწინებდა, მათ მხოლოდ სერტიფიკატები გადასცეს. მერიამ მათთვის ბათუმის საზაფხულო თეატრში საზეიმო კონცერტი მოაწყო, სადაც მათ შესახებ წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლებიც გაუშვეს. საბოლოო ჯამში ამ ღონისძიებისთვის 10 400 ლარი დაიხარჯა, მისი ორგანიზება ააიპ „საზოგადოება ბათუმელს“ დაუკვეთეს (საზოგადოების დამფუძნებლები, სხვებთან ერთად, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრები – გენო თებიძე და ბაჩუკი ჩხეიძე არიან).

 

აჭარის მთავრობაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

 

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება შშმ პირების დასაქმებისთვის ხელშეწყობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინიციატივით აჭარის სამთავრობო უწყებებში დასაქმდებიან შშმ პირები.

თურქეთის განათლების სამინისტრომ სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა

 

„აღნიშნული პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის („კავკასიის ქარი“) ავტორს, ბატონ ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქალბატონ ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში ქალბატონ ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

 

საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას“ – ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. 

შეურაცხმყოფელი შეფასებები სკოლის დირექტორების გასაუბრებაზე

გასაუბრებაზე, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა აჭარის განათლების სამინისტროში, კომისიის წევრებს სერტიფიცირებული დირექტორების მიერ სკოლის განვითარების სტრატეგია უნდა შეეფასებინათ. კომისიის წევრის მიერ შესავსებ ცხრილში, რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია: სკოლის მისია და არსებული სიტუაცია; განვითარების ძირითადი მიმართულება; სტრატეგია და პრიორიტეტები; შეფასების ინდიკატორ შედეგები, თუმცა კანდიდატის ვიზუალური აღწერილობა არსად არის მითითებული.

კომისიის წევრი ლევან ზარდიაშვილი, რომლის მონიტორზეც, ერთ–ერთი კანდიდატის გარეგნობის შესახებ შეურაცხმყოფელი შეფასებები ჩანს, საქართველოს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელია.

კანდიდატი, რომელსაც ლევან ზარდიაშვილი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით აფასებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორია ბათუმში.

კითხვაზე თუ რამდენად კომპეტენტურია კომისიის წევრი, რომელიც მსგავსი ეპითეტებით აფასებს კანდიდატს, განათლების სამინისტროში პასუხობენ, რომ მის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებათ. მათივე ინფორმაციით, ბლანკები, რომლებიდანაც შემდეგ მონაცემები უნდა შეჯერებულიყო, განათლების სამინისტროს არ ჰქონია.

“ის ბლანკი, რასაც ის ავსებს, არ არის არანაირი ოქმი ან ოფიციალური დოკუმენტი. ის მისი პირადი ჩანაწერია და მისი გასაჯაროება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ მაინც მოხდა” – ამბობს ნატა ასათიანი, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

„ბათუმელებმა“ კომისიის წევრთან, ლევან ზარდიაშვილთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ჭოროხმა მამაკაცის გვამი გამორიყა

 

გარდაცვლილი მახოს მცხოვრები ზურაბ კაზეიშვილია. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ასევე, მაშველები ამ დრომდე ეძებენ ქობულეთში, გუშინ შტორმის დროს ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს. 

ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე

ჩანჩხალოელი დათო დუმბაძე ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც სოფელში მშენებარე გვირაბის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. დათოს სახლი ინგრევა, ყველა კედელი დაბზარულია. სახლი მეორე სართული ხისაა, რომელიც გადახრილია, ეზო და ახლოს მდებარე საყანე ნაკვეთი კი ორმოებითაა დაქსელილი.

„რაც გვირაბის მშენებლობა დაიწყო, იმის შემდეგ დაიხსნა სახლის კედლები. მშენებლობის დაწყებამდე კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ. სარდაფის კედლებზე „სკოჩები“ მიაკრეს და მითხრეს თუ ეს გაიხა, საშიშიაო. პირველივე აფეთქებაზე დაიხა. სახლში შესვლა აგვიკრძალეს და მეზობელ სახლში გადაგვიყვანეს“, –  ამბობს დათო.

დათო დუმბაძე საკუთარი სახლის კედელთან. სოფელი ჩანჩხალო, შუახევის მუნიციპალიტეტი

სახლი, სადაც ახლა დათო ცხოვრობს, მისი ძველი სახლიდან 10 მეტრითაც არ არის დაშორებული. დათო ამბობს, რომ არც იმ სახლში გრძნობს თავს უსაფრთხოდ. იმ ადგილიდან, სადაც მეწყერსაშიში კერა გაჩნდა, ჩანჩხალოს სკოლა დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ შვილების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ.

„არ ვიცი, ჩემს სახლში კედელი როდის ჩამოინგრევა. ზეწოლას ახდენენ ხალხზე, რომ სკოლაში სწავლა განახლდეს, მაგრამ ხალხი რომ განსახლებას საჭიროებს, ამაზე არ ფიქრობენ. მოვითხოვთ, მოგვცენ ან კომპენსაციები, ან ბინა აგვიშენონ და წავალთ სოფლიდან,“,  – ამბობს მავილი მიქელაძე.

ეს ორმო დათო დუმბაძის ეზოში მას შემდეგ გაჩნდა რაც შუახევი ჰესისთვის საჭირო გვირაბის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჩანჩხალოში უკვე სამი ათეული წელია მეწყრული პროცესები მიდის. არსებობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოფელი  წითელ ზონაში მდებარეობს. სოფელში ახსოვთ 1985 წელს განვითარებული მეწყერი, რომლის შედეგადაც ჩანჩხალოს მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გადასახლდა.

„როცა მე პატარა ვიყავი, მამაჩემმა ვერ იზრუნა ჩემზე, ახლა ისე აღარ არის. ახლა ყველანი ვზრუნავთ ჩვენს პატარებზე, ჩვენ აქ აღარ გვეცხოვრება. გვინდა ერთი საერთო საცხოვრებელი“, – ამბობს ჩანჩხალოს მკვიდრი გუგული მახარაძე.

სოფელ ჩანჩხალოში ორი კვირაა მოსახლეობა ყოველდღე იკრიბება და ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ, ხოლო ბავშვებს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამ დრომდე ჩანჩხალოელებთან მოსალაპარაკებლად მხოლოდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან იყვნენ წარმომადგენლები. განათლების მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე ამბობს, რომ მან ჩანჩხალოელებს პრობლემის მოგვარების სამი გზა შესთავაზა – მანამ, სანამ აფეთქება შეჩერებულია, სწავლის გაგრძელება სკოლის არსებულ შენობაში, ბავშვების გადაყვანა დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ან ფართობის ქირაობა და დროებით იქ გადასვლა.

„სამივე შეთავაზებაზე თქვეს კატეგორიული უარი. ერთ-ერთმა მოქალაქემ ვეღარ მოითმინა და ორ-სამჯერ გაიმეორა, ბავშვები სკოლაში რომ შევიყვანოთ, ყურადღებას არავინ აღარ მოგვაქცევსო. ამიტომ ძალიან ცუდი დასკვნა გავაკეთე ჩემთვის – ბავშვებს იყენებენ და ეს ძალიან ცუდია. ახლა მდგომარეობა არის ასეთი: დამპირდნენ, სამი დღის შემდეგ სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთო. ვფიქრობ, კვირას კიდევ ერთხელ შევხვდები და  იქნებ ბავშვების სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, სამართალდამცავებს ვთხოვ, რომ ბავშვებისთვის ნორმალური განათლების პირობები შეიქმნას“, – ამბობს სულიკო თებიძე.

„შემოგვთავაზეს ბავშვების გადაყვანა შუახევის სკოლაში, ღამე სად წავიყვანოთ? გზაზეც საშიშია, ქვები მოგორავს. რომ დაეცეს იმ მარშუტკას, მერე რა ვქნა? მთავრობის ხალხი შეხვედრას თავს არიდებს და განათლების ხალხს აგზავნის, რომ რამენაირად სკოლა გახსნას. სკოლის შენობა საშიშია და ვერ შევუშვებთ ბავშვებს. შვილები იმისთვის არ გაგვიზრდია, რომ სინკარებში მოყვნენ“, –  ამბობს ჩანჩხალოს მკვიდრი ნანი მახარაძე.

„ჩვენთან იყო ვიღაც კაცი მოსული და იმას ვკითხე, თავის შვილს ასეთ სკოლაში თუ ასწავლიდა? პასუხი არ გაუცია, მაგრამ ამბობენ, სწავლა აუცილებლად უნდა განაახლოთო. მეც მინდა გავაგრძელო სწავლა, ოღონდ არა ამ სკოლაში, მეშინია“,- ამბობს ნათია დარჩიძე, ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და სკოლას გვათვალიერებინებს.

„აი ნახეთ, ეს სულ ახალი ბზარებია. სწავლა რომ დავამთავრეთ, მაშინ არ იყო. ამ დაბზარული კედლის მიღმა სკოლის მუზეუმია, გვერდით კი – ბუფეტი“, – გვიხსნის ნათია და შეღებილ, კრემისფერ კედელზე გაჩენილ ბზარს გვაჩვენებს.

საკლასო ოთახი ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში

„აქციაზე მშობლებს უთხრეს თქვენს ბავშვებს ფარად იყენებთო. ვერავინ დაამტკიცებს, რომ მშობლები ასე იქცევიან, უბრალოდ, ეშინიათ. მშობლებს არ ჰყავთ შვილზე ძვირფასი არავინ და ვერ შეუშვებენ ისეთ ადგილას, სადაც საფრთხე დაემუქრებათ. მე, მაგალითად, უმცროსი ძმა მყავს სკოლაში და ჩემზე მეტად მეშინია მას არაფერი მოუვიდეს. მეზობელ კლასში სწავლობს, ძმაა, მიყვარს და მეშინია, არ მინდა არც ბინა, არც არაფერი, ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად“, – ამბობს ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნესტან ზოიძე.

„ბათუმელები“ შეწყვეტილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარისთვის  დაუკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროს, საიდანაც ისევ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადმოგვამისამართეს.

ჩანჩხალოს საჯარო სკოლა

ნარგიზ შაქარაძის სახლი ჩანჩხალოში ზუსტად იმ მთაზე დგას, რომელი მთის ძირშიც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გვირაბი გაჰყავს. როგორც ნარგიზი ამბობს, სახლის გვერდით მდებარე ყანა გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ შუაზე გაიხსნა. მოგვიანებით კი მიწის ერთმა მხარემ ნახევარი მეტრით დაიწია. შაქარაძეებს საგვარეულო სასაფლაოც სახლთან ახლოს აქვთ, გახსნილია საფლავებიც.

„ორი საფლავი გადახრილია. ერთი საფლავი კი გაიხსნა, ბოსტანი ჩავარდა, ყანა შუაზე გაიხლიჩა. შეხედეთ, პირდაპირ სახლის ქვეშ გადის გვირაბი. აფეთქებების დროს ყველაფერი ზანზარებს“, –  ამბობს ნარგიზ შაქარაძე და სახლის ქვემოთ მშენებარე გვირაბისკენ გვითითებს.

არის თუ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი ის სიტუაცია, რაც დღეს ჩანჩხალოშია. „ბათუმელები“ ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა. აქ გაგვიმარტეს, რომ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც კომპანიას ავალდებულებს აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და  მშენებლობის პროცესში განახორციელოს მონიტორინგი.

„იმ შემთხვევაში, თუ  სამშენებლო სამუშაოების მიზეზით, ადგილობრივი მოსახლეობის ქონებას საფრთხე დაემუქრება, ინვესტორს აქვს ვალდებულება მოსახლეობას მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაუროს და გასცეს კომპენსაცია. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არის გარანტი იმისა, რომ ინვესტორი  ყველა აღებულ ვალდებულებას ზედმიწევნით შეასრულებს“, – განაცხადეს ენერგეტიკის სამინისტროში.

აპირებს თუ არა ხელისუფლება შესაბამისი სტრუქტურების ჩართვას, ჩანჩხალოში ჩასვლას და სიტუაციაში გარკვევას, ან ვინ აიღებს იმ შემთხვევაში პასუხისმგებლობას, თუ ჩანჩხალოში აფეთქების შედეგად უფრო დრამატულად განვითარდება მოვლენები. ამ კითხვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მივმართეთ. პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ არ იციან, არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კურსში.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა „აჭარისწყალი ჯორჯიას“:

აპირებს თუ არა კომპანია აიღოს სოციალური ვალდებულებები იმ ოჯახებთან მიმართებაში, ვისი სახლიც დაზიანდა გვირაბის მშენებლობის დროს განხორციელებული აფეთქებების შედეგად?  იყო თუ არა რისკები გათვლილი?  ამჟამად რამდენად უსაფრთხოა სოფელში ცხოვრება? კონკრეტულად იმ მონაკვეთების გეოლოგიურ მდგომარეობას თუ სწავლობს კომპანია, სადაც აფეთქებებმა ნიადაგი და სახლები დააზიანა? – ეს არის იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლითაც „ბათუმელებმა“ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიმართა. კომპანიიდან პასუხი არ მიგვიღია.

ჩანჩხალოს სკოლის სპორტდარბაზი

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსი: მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმი, წვიმა

„შტორმი იკლებს, გამოძახებების რაოდენობა შემცირდა, ამჟამად გამოძახებები გვაქვს მხოლოდ პატარა-პატარა კერებზე, სადაც წყალია ამოსატუმბი“ – უთხრა მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებს“.

დღეს ბათუმში პერიოდულად იწიმებს, საღამოს კი გამოიდარებს.   ჰაერის ტემპერატურა 15-19 გრადუსია.

აჭარაში შტორმის სიმძლავრე იმატებს

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით შესაძლოა დაფიქსირდეს ხუთ ბალზე მეტი სიმძლავრის შტორმი, რაც სავარაუდოდ 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი შტორმის სიმძლავრე იკლებს: „ ეს ბუნებრივი პროცესია. შემდეგ წყლის დონე დაიკლებს“ – განუმარტა მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებს“.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დღეს ღამით ნალექინობა დაიკლებს. ხვალ კი სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება.  აჭარაში ამ დროისათვის 200-მდე მაშველია მობილიზებული.

შტორმი ბათუმში. მანანა ქველიაშვილი ფოტო

ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად 50 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

დაზიანებული ხიდი
დაზიანებული ხიდი

სტიქიის შედეგად 50 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.  დაზიანდა საავტომობილო ხიდი, მწყობრიდან გამოვიდა შიდა სასოფლო გზები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელში ასევე დაზიანებულია ელექტროგამცემი ტრანსპორმატორი. ზანაქიძეებში არსებულ პრობლემებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი ანზორ ფერცელიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე გაეცნენ – ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფება

მინისტრმა დაათვალიერა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა,  სადაც მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას გაეცნო.

,,მიუხედავად არსებული მდგომარეობისა  საბაჟო და საპატრულო პოლიცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. არ არის რიგები საბაჟოზე. იმედი მაქვს, გზებზე მოძრაობის შეფერხების საფრთხე აღარ იქნება.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ  ტრანზიტულ,   საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების  მოძრაობას ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო ავრცელებს.

შუახევში, სოფელ ჭვანაში გზა დაიმეწყრა

 

დამეწყრილი გზა შუახევში
დამეწყრილი გზა შუახევში

ჭარბი ნალექის შედეგად დაიმეწყრა ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის ცეკვის უბნის გზა, 9 გრძივ მეტრზე ჩამოწვა მიწის მასა.

სოფელ ჭალაში მოქალაქე ბადრი ჯაყელის სახლთან ჩამოვარდა კლდის ლოდი.

 

ძლიერმა წვიმამ და გზებზე მოვარდნილმა წყლებმა საგრძნობლად დააზიანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

 

გამოდარების შემდეგ დაიწყება გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის მნიშვნელოვანი მეწყერი, ქვათაცვენა, გზის დაზიანება არ ფიქსირდება. მუნიციპალიტეტში მუშაობს ყველა დაწესებულება. ელექტროენერგია ყველა სოფელსა და დასახლებულ უბანს მიეწოდება – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

 

შუახევი
შუახევი

ქედაში მეწყრული კერები გააქტიურდა

 

ადიდდა მდინარე აკავრეთა, ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა საკალმახე მეურნეობას შპს „აკავრეთას“ სათავე ნაგებობას, წაიღო საკალმახე მეურნეობასთან არსებული რესტორანი და დაბის მიმდებარედ15-მეტრიანი დამცავი ჯებირი.

 

 

სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს. გამგებლის განცხადებით საცხოვრებელ სახლებს საშიშროება არ ემუქრება, მისივე განცხადებით დილიდანვე ადგილზე  მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზების აღდგენა-გაწმენდითი სამუშაოები.

 

 

„მეწყრული მოვლენები განვითარდა, ადიდდა სოფლის მდინარეები, ადგილზე იმყოფება აჭარის საავტომობილო გზების ხელმძღვანელობა, მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა, მუშაობაში  დაგვეხმარნენ კერძო კომპანიებიც, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ ქედაში. რაც შეეხება დაბის დატბორვას, ამის არანაირი საშიშროება არ არის“ – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

 

ამ დრომდე ქედაში გადაუღებლად წვიმს.

მაჭახლის ხეობაში სამანქანო გზა ჩაკეტილია

„სოფლებში პატარა ნაკადულებიც ადიდდა. ამ წუთებშიც ვმუშაობთ და სავარაუდოდ 4-5 საათში გზის გახსნას შევძლებთ. ჩემი ინფორმაციით ამჟამად მოსახლეობას სხვა რაიმე სახის სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს“ – უთხრა მალხაზ სალვარიძემ „ბათუმელებს”.

ქობულეთში მდინარეები ადიდდა

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეჩერდა სოფელ ხალაში, სადაც მდინარე ადიდდა, ამიტომაც მიიღეს სკოლიდან ბავშების ევაკუაციის გადაწყვეტილება.

 

„ჩაქვში, სასტუმრო  „ოაზისის“ მხარეს მოსახლეობა დაიტბორა, მაგრამ უმნიშვნელოა ზარალი, მოსახლეობამ დროულად მოახერხა ნივთებისა და ტექნიკის ატანა მეორე სართულზე.

 

აღმაშენებლის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი წაიღო მდინარემ და სამ ოჯახს ემუქრებოდა საფრთხე, გამოვიყვანეთ ოჯახები,  ბავშვები გადავიყვანეთ მათ ნათესავებთან.

 

ხალაში ორი ძირი ხე მოთხარა მეწყერმა და ჩამოიტანა, მაგრამ მოსახლეობას არ უქმნის საფრთხეს.

 

ქაქუთში მძიმე მდგომარეობაა, ღვარცოფია წამოსული, წითელი ტალახი მოაქვს და უახლოვდებოდა ორ ოჯახს, თუმცა ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არის, გვერდი აუარა ღვარცოფმა სახლებს, ამ სახლებში არავინ ცხოვრობს, დაკეტილია.  

 

გელაურში გადმოვიდა მდინარე, მივიყვანეთ ტექნიკა და ტრაქტორით გავუკვალეთ გზა წყალს, ცოტა წყალი შევიდა პირველ სართულზე, მაგრამ დიდი დატბორვა არ მომხდარა.

 

რთული სიტუაცია სოფელ ზედა სამებაში, გზა გადაკეტა მთლიანად. უხვი ნალექი რომ იყო ორი დღის წინათ, გზა გავწმინდეთ, მაგრამ ისევ ჩამოიტანა გზაზე მოსახლის ბაღი. ანალოგიური სიტუაციაა აჭყვისთავში, მიმდინარეობს სამუშაოები და გზა უკვე გაწმენდილია. სოფელ კვირიკეში იყო გზა გადაკეტილი და იქაც გახსნილია ამ დროისათვის.

 

 ქობულეთში კი ორ ოჯახს ახადა გუშინ ღამე ქარმა სახურავი, სამაშველო სამსახური იყო გასული, ვიყიდეთ ბრეზენტი და გადავაფარეთ, რომ არ დაზიანებული ოჯახში ტექნიკა“ – ამბობს სულხან ევგენიძე.

 

 

შს სამინისტრო: შემოსულია ასზე მეტი ზარი, მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

 

ზვიად ჩხენკელის ფოტო. {ბათუმი}

 

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადანაწილებულია   ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში. 

სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის საერთო ჯამში ასზე მეტი ზარია შესული, მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ, კოლაშვილის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ყველა ადგილას ახერხებს მისვლას. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 17:00 საათსთვის ხელვაჩურიდან 12 ოჯახის, ქობულეთიდან ორი ოჯახის და ბათუმში, თამარის დასახლებიდან სამი ოჯახის ევაკუაცია პრევენციის მიზნით მოხდა. 

სოფელ სიმონეთში მეწყერი ჩამოწვა

 

სოფლის რწმუნებულის, ხასან კაზეიშვილის თქმით, დაზიანდა ტრანსფორმატორი, რის გამოც ნახევარ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება: „მეწყერი ჩამოწვა გზაზე, გზა გავწმინდეთ, სიმონეთის ხიდი ამ დრომდე აწეულია, ჯერ ვერ მოვახერხეთ აღდგენა, მოსახლეობასაც მიადგა ზარალი, სოფლის მცხოვრებ ჯუმბერ დიასამიძის მთლიანი ყანა წაიღო წყალმა.  

 

მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, ტექნიკის დახმარებით ვაგრძელებთ გზის წმენდას, ტრანსფორმატორის აღდგენაზე მუშაობენ ენერგო-პროს თანამშრომლები” – ამბობს ხასან კაზეიშვილი, რწმუნებული სოფელ მახოსა და სიმონეთში. 

ქობულეთში მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ

 

დღეს აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფისირდა. აჭარის დაბლობში ძლიერი წვიმაა, რეგიონში რამდენიმე მდნარე ადიდდა, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა სპეცცსამსახურები. 

ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ფოტო გადაღებულია დღეს, ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე

ზვიად ჩხენკელის ფოტო

 

ზვიად ჩხენკელის ფოტო

Exit mobile version