ავტობანის განახლებული მშენებლობა ბაგრატონის ქუჩაზე

 

 

ამჟამად ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქციის სამუშაოები ერისთავის ქუჩაზე (სულაბერიძის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), 527-მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ბათუმის მერიასა და მშენებარე კომპანია შპს „გზას” შორის 2013 წლის ბოლოს დადებული შეთანხმების საფუძველზე ბაგრატიონის ქუჩაზე ავტობანის მშენებლობის ვადა  2014 წლის 1-ელ დეკემბრამდე განისაზღვრა. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის, ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლევან აბუთიძე ამბობს, 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე ერისთავის ქუჩის  მშენებლობა უნდა დასრულდეს.

 

„ამ ეტაპზე ძირითადად გრუნტის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, გრუნტი გამოიცვლება დაახლოებით სამი მეტრის სიღრმეზე,“ – ამბობს ლევან აბუთიძე. მისი თქმით, ამ მონაკვეთის გაკეთებისათვის ხუთი მილიონი ლარი დაიხარჯება. 

 

ბათუმის მერიასა და ბაგრატიონის ავტობანის მშენებარე კომპანია (შპს) „გზას“ სახელშეკრულებო დოკუმენტების მიხედვით მშენებლობის დასრულების ვადები გარკვეული მიზეზების გამო რამდენჯერმე გაგრძელდა. ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან შეთანხმების გაჭიანურება იყო, რადგან გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც ავტობანი უნდა გაკეთდეს, კერძო სახლებია განთავსებული და მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ეტაპზე ერისთავის ქუჩაზე (სულაბერიძიდან შავშეთის ქუჩამდე) მიწები ათვისებულია, თუმცა მომდევნო ეტაპის განხორციელების დროს (შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე)  შესაძლოა რამდენიმე ოჯახს მოუწიოს საკუთარი სახლის კომპენსაციის სანაცვლოდ დათმობა, რადგან, როგორც ლევან აბუთიძე განმარტავს, მშენებლობის პარალელურად ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელების პროექტში ცვლილებები შედის: „გზის პროფილი უნდა გადაიწიოს მარცხენა მხარეს და ცოტა უნდა გაფართოვდეს, სადაც მოსახლეობის კუთვნილი ნაკვეთების ნაწილი იქნება ათვისებული.“

 

კერძო მიწების ათვისებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური მუშაობს და ის აწარმოებს მოსახლეობასთან კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებებს.

 

„როცა გზის მშენებლობის საბოლოო პროექტი გვექნება ხელთ, პროექტის მონახაზს შევადარებთ საჯარო რეესტრის ბაზასთან, რითაც დადგინდება, ვის, რა საკუთრებას ვეხებით, მოხდება ამ ქონების შეფასება აუდიტის მიერ და დაიწყება კონკრეტული ქმედებები და ურთიერთშეთანხმების გზით კომპენსაციის გაცემა,“ – ამბობს ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე.

 

რატომ არ დაიწყო მოსახლეობასთან მოლაპარეკებები მშენებლობის დაწყებამდე და რატომ მიმდინარეობს კომპენსაციებზე შეთანხმება გზის მშენებლობის პარალელურად? გოგა ლომაძის განმარტებით ამის მიზეზი მშენებლობის მასშტაბურობაა.

 

„პირველი ეტაპი იყო აღმაშენებლიდან აეროპორტამდე მონაკვეთის გაკეთება. იქაც კერძო საკუთრება იყო. შემდეგ ავტობანი ქალაქის მეორე ნაწილისკენ გაგრძელდა და კომპენსაციის სანაცვლოდ ბევრი  საცხოვრებელი სახლი მოხდა აღებაში. პროექტი მასშტაბურია და ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა მოსახლეობის საკუთრების ათვისება,“ – ამბობს გოგა ლომაძე.

 

 

თუ რამდენ ოჯახს გადაუხდიან კომპენსაციას შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე, 988- მეტრიან მონაკვეთზე, ამის ზუსტი მონაცემი ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს არ აქვს.

 

„დაველოდოთ პროექტში ცვლილებების შეტანას, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად გვეცოდინება რა ნაწილს მოიცავს გზა და რამდენ ოჯახს შეეხება. ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ მოხდეს მათთან შეთანხმება,“ – ამბობს გოგა ლომაძე.

 

ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ კი შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ეკონომიკის სამსახური კანონით მინიჭებულ უფლებას – ექსპროპრიაციას მიმართავს, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის საფუძველზე მოსახლეობას ნებაყოფლობის გარეშე მოუწევს გარკვეული კომპენსაციის ხარჯზე ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა.

 

ავტობანის მშენებლობისთვის, გარდა კერძო საკუთრებისა, დაინგრევა ერისთავის ქუჩაზე მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტი და იგი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. სატრანსფორმატორო პუნქტის დემონტაჟი-მონტაჟი შპს „უნივერსალი 2010“ – მა 375 000 ლარად, 90 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს. კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის ხელშეკრულება 2014 წლის 29 ივლისს გაფორმდა. ლევან აბუთიძის განმარტებით, მოიშლება ძველი ელექტროძაბვის საჰაერო ხაზები და მიწის ქვეშ განლაგდება.

 

 

ვინ იღებს ძვირადღირებულ დაკვეთებს ბათუმის მერიისგან

 

 

ბათუმის მერიამ “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ ორი თვის წინ გამოაცხადა, რადგან პირველ ჯერზე ტენდერი ჩაიშალა, ხოლო გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. ამჯერად ამ პროექტის დასაფინანსებლად მერიამ ბიუჯეტიდან 6 მილიონ 400 000 ლარამდე გაითვალისწინა, თუმცა ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ მერია გამარჯვებულ კომპანიას ხუთი მილიონ 121 000 ლარზე შეუთანხმდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის სისტემის, ე.წ. “ჟილინის არხის”, რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს. ტენდერში გამაჯვებული კომპანია “GM HIDRO” იღებს ვალდებულებას, “ჟილინის არხის” ღია სისტემა დახურული სისტემით შეცვალოს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “GM HIDRO” 2012 წელს კორნელი კაკაჩიამ დააარსა და კომპანიას თავად ხელმძღვანელობდა. ამ დროისათვის კი კომპანიის 100% წილის მფლობელი 1974 წელს დაბადებული გიორგი ბარამიძეა. გასულ წელს კომპანიას ტიტე დუმბაძე ხელმძღვანელობდა.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტ კომპანიას მსგავსი საქმიანობის გამოცდილება უნდა ჰქონოდა:

“ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 4 წლის განმავლობაში (2010, 2011, 2012, 2013) და 2014 წლის 1-ელ ივლისამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარის ოდენობით;” – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

რეესტრის მონცემებით ირკვევა, რომ კომპანიას მსგავსი საქმიანობის ორწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია დაარსების დღიდან სხვა პროფილით მუშაობდა, სამელიორაციო-სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ცოტა ხნის წინ კი, კომპანიამ პროფილი შეიცვალა.
ასევე სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შპს “GM HIDRO” ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც “ჟილინის არხის” სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ელექტრონული ვაჭრობისას კონკურენტული გარემო ვერ შეიქმნა.
იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში კომპანიამ ობიექტურად გაიმარჯვა, რადგან მას ჰქონდა შესაბამისი სამუშაო შესრულებული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მოთხოვნილი, თუმცა, მისივე მოსაზრებით, გამოცდილების შესახებ ჩანაწერი გარკვეულწილად ზღუდავს კონკურენტულ პირობებს ბაზარზე.

 

“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენი რეკომენდაციაც იყო, რომ მთავარია კომპანიის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ფინანსურ მდგრადობაზე გაკეთდეს აქცენტი.” – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ბათუმის მერიამ შპს “გზას” ლეონიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე კეთილმოწყობის სამუშაოები დაუკვეთა. ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტმა კომპანიამ შპს “New Road“ – მაც იგივე ფასი, 3 მილიონ 534 869 ლარი დააფიქსირა, თუმცა გამარჯვება შპს “გზას” დარჩა.
შპს “New Road“-ი 2010 წელს ჯემალ უნგიაძემ დაარსა, იგი კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელია.

 

შპს “გზას” დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლის ბოლოს დაფუძნებული “გზა” სახელმწიფო დაკვეთებს 2010 წლიდან აქტიურად იღებდა – დაფუძნებიდან 2013 წლის აგვისტომდე მხოლოდ ბათუმის მერიისგან ამ კომპანიას 26 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა აქვს მიღებული. ამას ემატება ის თანხაც, რაც იმავე პერიოდში კომპანიას გამარტივებული შესყიდვის ფორმით დაკვეთილი სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ გადაუხადეს – ამ თანხამ 5 548 875 ლარი შეადგინა. შესყიდვის საგანი ბათუმის სხვადასხვა ტერიტორიაზე გზის მოწყობის სამუშაოები და მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა იყო.

 

ამავე კომპანიას დაუკვეთეს ბათუმში ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის სავალი ბილიკების სამშენებლო სამუშაოებიც. პროექტის საერთო ღირებულება – 7 348 029 ლარი იყო. შპს “გზამ” გასულ წელს, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიიღო ბათუმის მერიისგან თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების დაკვეთა. ამ კომპანიას დაუკვეთეს ბათუმში ახალი რკინიგზის სადგურის მშენებლობაც. 2010 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე შპს “გზამ” `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ 50 ათასი ლარი შესწირა.

 

კიდევ ერთი ძვირადღირებული კონტრაქტი მერიამ შპს “ზიმოსთან” გააფორმა. კომპანიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ფასად ნინოშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის ვალდებულება აიღო. შპს “ზიმოც” “ნაციონალური მოძრაობის” შემწირველი იყო.

 

ბათუმის მერიამ მილიონ 200 000 ლარი გაითვალისწინა კახაბრის უბანში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, სამუშაოები შპს “მტმ”-ს დაუკვეთეს. კომპანია 2010 წელსაა დაფუძნებული მევლუდ გეწაძის მიერ. #13 ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კი “ნიუ კონსტრაქშენი” ასრულებს, კომპანიამ მილიონიანი ტენდერი ელექტრონულ ვაჭრობაზე 900 000 ლარამდე დაწია.

 

2014 წლის ივლისში ბათუმის მერიამ სასმელი წყლის აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც თითქმის ოთხ მილიონამდე ლარი გაითვალისწინა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა და ელექტრონულ ვაჭრობაზე პირველ რაუნდში ორივემ ერთი და იგივე ფასი – 3 მილიონ 868 996 ლარი დააფიქსირა. საბოლოოდ გამარჯვება თურქულ კომპანია”ER-YA INSAAT TURIZMVE TICARET A.S.-ს დარჩა, რომელმაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის საბოლოო ფასი – 3 მილიონ 752 910 ლარი დააფიქსირა და `ბათუმის წყალს~, რომელიც მერიის დაფუძნებული კომპანიაა, თერთმეტი თეთრით აჯობა, კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაზე საბოლოო ფასი 11 თეთრით ნაკლები დააფიქსირა. შპს `”ER-YA INSAAT TURIZM VE TICARET A.S.”- ის შესახებ საჯარო რეესტრში მონაცემები არ იძებნება, კომპანიას საქართველოში რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, ბათუმში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. კომპანიის სახელით ხელშეკრულებას ხელს თურქეთის მოქალაქე რაშით უსთა აწერს.

 

მსგავსი ტიპის სამუშაოების შესყიდვაზე გასულ წლებში ბათუმის მერიას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და სამუშაოებს თავის შვილობილ კომპანიას “ბათუმის წყალს” პირდაპირი წესით უკვეთავდა. ამჯერად მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

რას ითხოვენ გონიოელები მერიისგან

„ჩაბნელებული ბულვარი ვის გაუგონია, არ ვიცით, რა ახსნა აქვს ამას! დაიხარჯა ბიუჯეტიდან მილიონები იმისთვის, რომ დამსვენებელმა გაკეთებული სიკეთით ვერ ისარგებლოს. ამდენი ფულია დახარჯული ამ პროექტში და საქმე არ არის დამთავრებული ხურდის გამო” – ამბობს შოთა ჯიბლაძე, გონიოს მკვიდრი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად 12 აგვისტოს ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, წერილობით მიმართა. წერილში საუბარია გონიოში არსებულ პრობლემებზე. მერიის კეთილმოწყობის სამსახურისგან გონიოელებმა პასუხი 20 აგვისტოს მიიღეს. პასუხში ვკითხულობთ: „როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ მონაკვეთში მოპარულია 400 გრძ. მ.ელ. სადენი, რაც შეუძლებელს ხდის დღეისთვის ზღვისპირა ბილიკის განათებას. ჩვენ მიერ აღწერილი ფაქტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. გარე განათების აღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში განხორციელდება გარე განათების აღდგენის სამუშაოები.”

გონიოელები ამბობენ, რომ დაპირებები ადრეც მოუსმენიათ, ისინი ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას: „ყველა არჩევნებზე მოდიან და გვპირდებიან, რომ პრობლემას მოაგვარებენ, უკვე მესამე სეზონი მთავრდება, არაფერი შეცვლილა. მე ბულვარში ველოსიპედებს ვაქირავებ, განათება რომ იყოს, პირველ საათამდე დავრჩებოდი, ახლა მაქსიმუმ ცხრის ნახევრამდეა ხალხი, განათება არ არის, ველოსიპედი ვის უნდა ბნელში. შარშანაც გვითხრეს ჩაგირთავთ შუქსო, მაგრამ არ ჩაურთავთ, ოხრად დარჩენილ ქონებას ვიღაც დაეპატრონება, აბა რას იზამს! გვრცხვენია, დამსვენებლებს რა ვუპასუხოთ?!” – ამბობს ნადიმ სურმანიძე.

მოსახლეობას პრობლემას უქმნის ურნების არარსებობაც: „სანდასუფთავების თანამშრომლები ყოველ დილით ასუფთავებენ ზღვისპირა ზოლს, მაგრამ სად წაიღონ ნაგავი, ურნა არ არის, მანქანა არ არის. ტომრებში აგროვებენ და მერე მოპირდაპირე მხარეს ყრიან, გაყოლებაზე სულ ნაგავია დაყრილი, კიდევ კარგია, რომ სანაპირო ზოლს ასუფთავებენ” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.


საფარის შეღებვის, სანაგვე ურნებისა და სკამების მონტაჟისთვის საჭირო თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ. მერია გონიოელებს ამ პრობლემის მოგვარებას მომავალი წლისთვის დაჰპირდა, თუმცა მოსახლეობისთვის გაუგებარია სახსრების არ არსებობის შემთხვევაში რატომ აწარმოებს მერია არამიზნობრივ სარემონტო სამუშაოებს: „მიმდინარე წლის მაის-ივლისში ჩვენთვის გაუგებარი სამუშაოები ჩატარდა რკინაბეტონის საფარზე. მუშებს როცა ვკითხეთ რას აკეთებდნენ, გვითხრეს, რომ რემონტის გაკეთება დაევალათ. ბულვარში რამდენიმე ადგილი ამოჭრეს, სადღაც 300 მეტრი. შემდეგ შეუსაბამო ფერისა და ფორმის დააგეს. რაც ამოჭრეს, ის ნაწილი დაზიანებული არ იყო, ამ სამუშაოებმა გააფუჭა და საჭიროებს რემონტს” –  ამბობენ ადგილობრივები.

გონიოს კლდოვანი ფერდობებიდან ჩამომდინარე წყლების გამო ზღვის მიმართულებით გაჭრილია არხები, რომლებიც დაბლობში ზოგან ჭაობებს წარმოქმნიან, ამის შედეგად მოსახლეობას მწერები და ქვეწარმავლები წლებია აწუხებს. არხების დაწამვლას მოსახლეობა თავისი ძალით ვერ ახერხებს: `თვით არხები ქმნის არაესთეტიკურ და კურორტისათვის შეუსაბამო სიტუაციას, არხები რკინაბეტონის კალაპოტშია მოსაქცევი, სხვაგვარად გონიოს ესთეტიკური მხარე და კურორტი სრულ შეუსაბამობაში იქნება. ამის შეწამვლას სჭირდება სპეციალისტი, გაზაფხულზევე უნდა მოხდეს შეწამვლა, სანამ მწერები განვითარდებიან” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.

წერილით გონიოელებმა აღნიშნულთან დაკავშირებითაც აცნობეს ბათუმის მერიას, მერიისგან მოსახლეობამ მიიღო პირობა, რომ შპს „სანდასუფთავებას” ეცნობოდა ფაქტის შესახებ და ისინი უახლოეს პერიოდში დაწამლავდნენ ტერიტორიას. თუმცა როგორც ადგილობრივებმა გაგვიმარტეს, „სანდასუფთავების” თანამშრომლები ტერიტორიის დასაწამლად არ მისულან.

მოსახლეობა იმაზეც ღელავს, რომ სანაპირო ზოლში წარმოებული მშენებლობების გამო ზღვაზე გასასვლელი მათთვის დაკეტილია: „ნებისმიერ დამსვენებელს უნდა ზღვაზე გასასვლელი, მშენებლები ზღვაზე გასავლელს არ ტოვებენ, სასტუმროებმა შლაგბაუმები დადგეს. დამსვენებლებს, რომლებიც ამ სასტუმროების უკან არიან დაბინავებული, შემოვლითი გზებით შეუძლიათ ზღვაზე გასვლა. როცა გასცემენ მშენებლობის ნებართვას, არ შეიძლება პირობაშივე ჩაუდონ, რომ ერთმეტრიანი გასასვლელი დატოვონ? ისე ვითარდება პროცესი, რამდენიმე წელში ზღვაზე გასასვლელი არ იქნება” – ამბობს ედნარ მიქელაძე.

გონიოლები ყველაზე დიდ პრობლემად წყალმომარაგებას ასახელებენ, მოსახლეობა მიწიდან ამოქაჩული წყლით სარგებლობს, რომელიც სასმელად არ გამოდგება: „მიწიდან ვქაჩავთ წყალს, ვაგროვებთ და ისე ვაწვდით დამსვენებლებს, არც ტუალეტი და არც საშხაპე არ არის ზღვის პირას. ვიცით, რომ სასმელი წყლით გონიოს დასახლების მომარაგებაზე პროექტები შემუშავებული უნდა იყოს” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.


აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მერია ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას გეგმავს: „გონიო-კვარიათის დასახლების წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. რის შემდგომაც განხორციელდება წყალმომარაგების სამუშაოები” – ნათქვამია წერილში, რომელიც გონიოელებმა ბათუმის მერიისგან მიიღეს.

ცეკვის სიყვარული როგორც ‘დიაგნოზი’

 

 

ნესტანი კლინიკა „გენეზისში” რეაბილიტოლოგად მუშაობს, სამუშაო დღის შემდეგ სახლში მიეჩქარება, სადაც მეუღლე უნდა ჩაანაცვლოს სამი წლის თედოსთან, დარჩენილი დრო კი ცეკვას ეთმობა. ცეკვავს საკუთარი თავისთვის და არა სცენისთვის, უფრო იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ბევრისთვის უწევს ახსნა, თუ როდემდე უნდა იცეკვოს, მსგავსი შინაარსის კითხვაზე ცოტა ღიზიანდება, ვერ ხვდება რატომ უნდა თქვას უარი იმაზე, რაც ასე ახალისებს და აბედნიერებს:

 

„თუ არ ვიცეკვე, კარგ ხასიათზე არ ვარ. აღფრთოვანებული ვარ არგენტინული ტანგოთი, ნებისმიერი ლათინო ამერიკული ცეკვით. ადამიანი, რომელსაც სილამაზის აღქმის უნარი აქვს, შეუძლებელია არ გახდეს ამაზე დამოკიდებული” – ამბობს ნესტანი.

 

ცეკვა 19 წლისამ დაიწყო, მაშინ როცა სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ფიტნესცენტრში მიმავალს გზად ახლობელი შეხვდა, რომელმაც საკუთარ სტუდიაში მისვლა სთხოვა. სტუდიაში სამეჯლისო ცეკვები აჩვენეს, ნესტანი იქვე მოკალათდა და სამუდამოდ დარჩა რიტმის ტყვეობაში: „დარბაზის კუთხეში დავჯექი და ვთქვი – მე აქედან არ წავალ. ბავშვებთან ერთად დავიწყე ცეკვა, ეს ცოტა სასაცილო იყო.

მინიკონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა, თავიდან ჩემმა მასწავლებლებმა რომ შემომთავაზეს, არასერიოზული მეჩვენა, ამხელა გოგო როგორ გავიდე კონკურსზე, როცა პატარები უკეთ ცეკვავენ-მეთქი, მაგრამ დამარწმუნეს.”

 

 

ნესტანი ექიმია, თუმცა თეთრ ხალათს არ ატარებს, ამბობს, რომ ასე მისი პაციენტებისთვის ნაკლდებად “საშიშია”. „თეთრი ხალათით ბავშვები შინდებიან, ამიტომაც არ ვიცვამ. საკურორტო ზონაში ვცხოვრობ, ამიტომაც გადავწყვიტე ამერჩია ფიზიოთერაპია და კურორტოლოგია. გამოყენებადი პროფესიაა, არ ვარ სიტყვაძუნწი ექიმი, ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ვჭირდები და ეს სრულებით საკმარისია.” – ამბობს ნესტანი.

 

ნესტანი მომავალში პროფესიონალურ ზრდას გეგმავს, როგორც ცეკვის მხრივ, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა ბედნიერია იმით, რა შესაძლებლობებიც მიეცა. ბათუმის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ „მაპოს” პროგრამით სწავლა პეტერბურგში ფიზიოთერაპიის მიმართულებით განაგრძო ორდინატურაში, შემდეგი იყო შვეიცარია და კვალიფიკაციის ცვლილება: „როცა შენ მიდიხარ უცხო ქალაქში საცხოვრებლად, ძალიან მალე იზრდები, ყველაფერი შენ უნდა გააკეთო, დაგეგმო. როცა სასწავლებელში მითხრეს, რომ ხარ არა სტუდენტი, არამედ ექიმი და შენ უნდა იყო დამოუკიდებელი, პირველად გათვიცნობიერებულს მაშინ მომინდა ექიმობა, დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ბათუმში დავიწყე მუშაობა, შვეიცარიიდან გვსტუმრობდა რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა კონსულტაციებს. გადაწყვიტა, რომ მე შემიძლია გადაკვალიფიცირება, ტრენინგებზე მიმიწვია ერევანში, სადაც არის ევროსტანდარტების რეაბილიტაციის ცენტრი. მერე წავედი შვეიცარიაში, ბავშვთა რეაბილიტაციის კლინიკაში.”

 

ნესტანი ამბობს, რომ პროფესია და ოჯახი ხელს არ უშლის თავისი ჰობისათვის კვირაში სამჯერ დრო გამოყოს, მეუღლესთან კი შეთანხმება აქვს: „მე და ჩემი მეუღლე მოლაპარაკებულები ვართ, იმასაც აქვს თავისი ჰობი – „სნუკერი”, რომლის სათამაშოდაც დადის, მე ცეკვა მიყვარს, მას მოსწონს ჩემი ცეკვა, განსაკუთრებით როცა ერთად ვცეკვავთ. საერთო ჰობიც გვაქვს, ხშირად დავდივართ „ციცინათელაში”, ბოულინგის სათამაშოდ, წყვილებთან შეჯიბრი სახალისოა, ადრენალინი გაწვება, როცა მოწინააღმდეგის დამარცხება გსურს.”

 


რომ არ „დაიჟანგოს”, კლასიკური ქორეოგრაფიის გაკვეთილებზე დადის: „მეწყვილე მყავს ლათინური ცეკვების მასწავლებელი, რომელთან ერთად ერთი საათით ვქირაობ დარბაზს. გვყავს ქორეოგრაფი, რომელიც გვეხმარება ახალი მოძრაობების სწავლაში. კლასიკური ქორეოგრაფია გვმატებს გრაციას. გვინდა, რომ გვქონდეს კარგი ფორმა, შეგვინარჩუნდეს ცეკვის უნარი. ისე არ მახალისებს, როგორც ლათინო ან სტანდარტული ცეკვები, მაგრამ მე ეს მჭირდება, რომ არ დავკარგო პლასტიკა, მაკმაყოფილებს იმის განცდა, რომ უქმად არ ვარ. არასოდეს მიცეკვია ფოქსტროტი, მინდა, ვიცეკვო, უბრალოდ დღეს არ მაქვს საშუალება, რომ ვისწავლო. ცეკვას მანამ ვაპირებ, სანამ ფიზიკურად მექნება ამის შესაძლებლობა.”

 


ხშირად კოლეგებთანაც უწევს იმის მტკიცება, რომ ცეკვაც ისეთივე სასარგებლოა, როგორც სპორტული მედიცინა. ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია ფიზიკური დატვირთვა, მიუხედავად იმისა, სპორტულ სახეობად არის აღიარებული ის თუ არა.

 

აქცია ადამიანების გადასარჩენად

  

სისხლი, საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკისთვის შეგროვდება. აქცია დღის 12:00 საათზე დაიწყება, მასში მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. მანდატურეთან ერთად სისხლის უანგაროდ გაღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. 

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 18 წლის ზემოთ მოსახლეობის უამრავი დაავადება ფიქსირდება, რომლის დროსაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა (მათ შორის ავტო-ავარიები, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონები, მშობიარეები, სხვადასხვა კლინიკურ მდგომარეობები და სხვა).

 

რაც შეეხება დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე და ასევე მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი და ჰემოგლობინი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის ბრიგადა ადგილზე, ბათუმში მანდატურის სამსახურის შენობაში იმუშავებს.

მისამართი ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 72 ( ეკლესიის უკან )

არჩილ ხაბაძე მუსლიმანური სასწავლებლის შესახებ: მოლაპარაკების პროცესში ჩართული ვარ

 

„მე მივეცი სახელმწიფოს ოქრო, მან კი წამართვა მიწა“

 

მიხეილ ფარტენაძე
მიხეილ ფარტენაძე

ოქროს დიადემა დღემდე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. მას  ოვალური მოყვანილობა აქვს, რომლის ზედაპირი ორივე მხარეს სიცოცხლის ხის სქემატური გამოსახულებითაა დაფარული. ცენტრალურ ნაწილში გველების სქემატური გამოსახულებაა ორი ნახვრეტით. არქეოლოგიური შეფასებებით, ეს ნიშნულები სამყაროს სამ ძირითად განზომილებას _ ქვესკნელს, მიწას და ცას ასახავს. დიადემის გარდა გათხრების შედეგად მიხეილ ფარტენაძის მიწაზე სხვა ნივთებიც აღმოჩნდა: მინის ბალზამარი, გოფრირებულტანიანი მძივი, საკიდი და თიხის დოქი. ახალი აღმოჩენის შესახებ ვრცელი მასალა მაშინ გაზეთ „აჭარაშიც“ გამოქვეყნდა, სადაც არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე და არქეოლოგი შოთა მამულაძე აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამავდროულად ისინი მიმართავენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მმართველობას, რომ მიხეილ ფარტენაძეს აღნიშნული მიწის სანაცვლოდ ახალი მიწა გამოუყონ, რადგან ამ მიწაზე  არქეოლოგიური გათხრები უნდა გაგრძელებულიყო. 

 

 

მიხეილ ფარტენაძემ არქეოლოგიური აღმოჩენები მუზეუმს გადასცა, მუზეუმმა კი  კომპენსაციის სახით 300 ლარი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა. აღნიშნული მიწის სანაცვლოდ მიხეილ ფარტენაძემ ხელვაჩაურში, ე.წ. კოოპერაციული მეურნეობის დაბლობში, 0,26 ჰა მიწა იჯარით სარგებლობაში მიიღო. მიხეილ ფარტენაძის მიწის მომიჯნავედ, ხელვაჩაურის გამგეობამ 0,29 ჰა მიწის ფართობი ხელვაჩაურში მცხოვრებ ზია ვარშალომიძესაც გადასცა. ვარშალომიძემ, როგორც მიხეილ ფარტენაძე ამბობს, მას კუთვნილ მიწაზე გადაადგილება მალევე შეუზღუდა: `ჩამიკეტა შესასვლელი, დააყენა დაცვა და მიწის დამუშავების საშუალებას აღარ მაძლევდა. იძულებული ვიყავი სასამართლოსთვის მიმემართა, რადგან ჩემი უფლებები დაირღვა~ _ ამბობს მიხეილ ფარტენაძე. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს მიხეილ ფარტენაძე სადავო მიწის კანონიერ მოიჯარედ ცნო, თუმცა ვარშალომიძეებმა მას მიწის სარგებლობის საშუალება მაინც არ მისცეს.    

 

 

სასამართლოში დავა ზია ვარშალომიძის მეუღლემ მარინა ვარშალომიძემ გააგრძელა. მომჩივანი ვარშალომიძე აცხადებდა, რომ სადავო მიწა ხელვაჩაურის გამგეობამ ფარტენაძეს კონკურსის გარეშე გადასცა. საქმე 2004 წელს აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა, რომელმაც დააკმაყოფილა მარინა ვარშალომიძის მოთხოვნა და გამგეობასა და მიხეილ ფარტენაძეს შორის 2000 წლის 20 სექტემბერს ათი წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. მოდავე მხარეებს _ ფარტენაძესაც და ვარშალომიძესაც კონკურსის გამოცხადებამდე მიწით სარგებლობა აეკრძალა.

 

 

„მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო, რადგან სოფელ ზანაქიძეებში მიწა  სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ დავთმე. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილების დროს მე ვსარგებლობდი საიჯარო ხელშეკრულებით, რომელიც კანონიერად მქონდა გაფორმებული და ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. მაშინ  ვარშალომიძეები აჭარის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის  მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მხოლოდ მათი ინტერესები იყო ყველგან დაცული“ – ამბობს მიხეილ ფარტენაძე.

 

 

სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, როგორც მიხეილ ფარტენაძე ამბობს, ზია ვარშალომიძის ოჯახს სადავო მიწით სარგებლობა არ შეუწყვეტია. „ბუნებრივია არც კონკურსი გამოცხადებულა ამ მიწაზე“. 

 

 

2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე სახელმწიფომ იმ მიწების საკუთრების აღიარების პროცესი დაიწყო, რომლებსაც მოქალაქეები წლების განმავლობაში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებდნენ. ზია ვარშალომიძემ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას იმ მიწის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნითაც მიმართა, რომელიც მიხეილ ფარტენაძეს ჰქონდა სარგებლობაში მიღებული. აღიარების კომისიამ ფარტენაძის მიწა ზია ვარშალომიძის შვილს, დავით ვარშალომიძეს მიაკუთვნა.

 

 

„მე სახელმწიფოს დავუთმე მიწა, სახელმწიფომ კი ხუთი შვილის მამა უმიწოდ დამტოვა. რატომ მომექცა სახელმწიფო ასე?“ – კითხულობს მიხეილ ფარტენაძე.

 

  

დავით ვარშალომიძის მამა ზია ვარშალომიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს მიწები მათ ეკუთვნოდათ: „ბაბუაჩვენის იყო და მთელმა გვარმა დაინაწილა. ბიძაჩემი, ჯემალ ვარშალომიძე, მიხეილ ფარტენაძის ნათლია იყო და ამის ხათრით მისცა მაგ მიწის დამუშავების უფლება, როცა მიწები გავიფორმეთ, ფარტენაძემ დავა დაიწყო. ყველა გადაწყვეტილებით, მიწა მე მეკუთვნის“ – აცხადებს ვარშალომიძე.

 

 

იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს და  მიხეილ ფარტენაძემ აუცილებლად უნდა მიიღოს ფულადი ან მატერიალური კომპენსაცია. „ის, რაც ამ მოქალაქეს დავის კუთხით აქვს წარმოებული, ცალსახად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ სამეზობლო ურთიერთობებში კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვია, რაც ცალსახად დაუშვებელია, რადგან სახელმწიფო უნდა იყოს სამართლებრივი გარანტი სტაბილურობის და არა კონფლიქტების მაპროვოცირებელი“.

 

 

იურისტ ჟანა ჩიქოვანის შეფასებით, სახელმწიფოს შეუძლია გამოიჩინოს კეთილი ნება და მოქალაქე მიხეილ ფარტენაძეს მიწა სიმბოლურ ფასად გადასცეს საკუთრებაში ან იჯარით. „ეს სახელმწიფოს მხრიდან  იქნება კარგი ჟესტი. სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რამდენად დააფასებს მოქალაქის საქციელს, რომ მან არქეოლოგიური სამუშაოების მოტივით დათმო თავის დროზე მიწა. სხვა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ფარტენაძემ დაიბრუნოს სადავო მიწა, სამწუხაროდ არ არსებობს“.  

რატომ დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

 

 

„ბათუმელების” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 8 სექტემბერს პატრულირებისას თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში, ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც სანომრე ნიშნები საქარე მინაზე ჰქონდა მიმაგრებული. პატრულის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ეს კანონდარღვევაა და მძღოლს სიტყვიერი გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს. სამართლებრივი დოკუმენტი, ან ოქმი გაფრთხილების შესახებ პატრულის თანამშრომლებს არ შეუდგენიათ და სწორედ ეს გახდა მათი სამართლებრივი დევნის მიზეზი. ბრალდებულებს პოლიციაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვთ, ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით (აღკვეთი ღონისძიების განჩინების ასლი) ირკვევა, რომ მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ.

 

განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურორმა გირაოს სახით სამასი ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, „იმ მოტივით, რომ აღიკვეთოს მათი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, არ გაანადგურონ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული ან არ მიიმალონ გამოძიების დროს”.

 

პროკურორმა თქვა, რომ სასჯელი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ამ სასჯელის შიშით შესაძლოა ისინი გამოძიებას და სასამართლოს მიემალნონ. პროკურორი ეჭვობს, რომ ბრალდებულებს შესაძლოა სხვა, უფრო მძიმე დანაშუალიც ჰქონდეთ ჩადენილი, რაც საჭიროებს მტკიცებულებების მოპოვებას: „რაც დაკავშირებულია მათ ამჟამინდელ სამსახურებრივ საქმიანობასთან და შემაკავებელი ღონისძიების არ არსებობის გამო შესაძლოა ისინი შეეცადონ მტკიცებულებების განადგურებას.” ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და მოითხოვა ბრალდებულების მიმართ არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ გამოყენებულიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების ჩვენება, საბაჟო გამშვები პუნქტიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, შს მინისტრის ბრძანება №1310, საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა შესაძლოა ჩაიდინეს დანაშაული.

 

რადგან ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელსაც ითვალისწინებს, ბრალდებულებს აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, წარსულში არ არიან ნასამართლევი, ასევე, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით, მოსამართლემ მათ გირაოს სახით ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, განჩინების ასლში დასაბუთებული არ არის, თუ რატომ გადაწყვიტა მოსამართლემ გირაოს შეფარდება. მისი შეფასებით მოსამართლის აღწერილობითი ნაწილი „მშრალია” და გაუგებარია მოსამართლემ რატომ ჩათვალა აღკვეთი ღონისძიების სახით ორი ათასი ლარის შეფარდება.

 

აღკვეთი ღონისძიების განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს ქმედება, არ არის აღწერილი. ბრალდებულების სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს გაიმართება, მანამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

სექსისტური და სტერეოტიპული მედია

 

 

თამარ რუხაძე

 

 

 

 

სექსისტური ენის გამოყენებისა და საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარების გამო ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა- „ოთხი ელემენტის“ წამყვანების წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში საჩივარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეიტანა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაცემის წამყვანებმა – ირაკლი ხრიკაძემ და გიორგი მასხარაშვილმა დაარღვიეს ჟურნალისტიკური ეთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციის წახალისებას შეეხება.

 

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ანა აბაშიძის შეფასებით, გადაცემა „ოთხი ელემენტის“ წამყვანები ქალების ფიზიკური და ემოციური ძალადობის მიმართ ტელეეთერში სტერეოტიპულ განწყობებს ავლენდნენ, რაც გამოიხატებოდა როგორც კონკრეტულ ფრაზებში, ასევე ცინიზმშიც ამ თემის მიმართ, ისმოდა სექსისტური შეფასებებიც: „მშვენიერია, – ქალი კუხნაში“; `ბავშვებს თუ კარგად ვერ მოუარა, კაი შენიშვნაა მისაცემი“; ასევე ძალადობის შემცველ გამონათქვამებში: „მე მაქვს ნანახი – ბავშვს სცემდა, ნუ ტირიხარო და ეგეთ ქალზე უნდა იძალადო, აბა რა უნდა ქნა“.

 

ანა აბაშიძის შეფასებით, მსგავსი შეფასებები ძალადობის წახალისებაა და არსებული სტერეოტიპების გამყარება, რომ ქალი ადვილად დასაჩაგრია.
„ამ ტიპის გადაცემებს უყურებენ როგორც ბავშვები, ასევე ის ქალებიც, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი თავიანთ ოჯახში. ამიტომ „უნდა სცემო, აბა რა უნდა ქნა“, – არის მოწოდება ქალების მიმართ ძალადობაზე და ამ ძალადობის ლეგალიზება“- ამბობს ანა აბაშიძე. მისი აზრით, ის მცდელობები, რომელიც ამ ტიპის სტერეოტიპების დასანგრევად ადამიანის უფლებათა დამცველთა მხრიდან წლების მანძილზე ხორციელდება, რამდენიმე წუთში შეიძლება წყალში ჩაიყაროს: „აი, ამაზე უნდა დაფიქრდეს მედია და გაანალიზოს საკუთარო როლი ამ სტერეოტიპების დანგრევაში“ – ამბობს ანა.

 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყურადსაღები იყო ის ფაქტიც, რომ ქარტიის საბჭოს სხდომაზე ტელეკომპანიის წარმომადგენელი აპელირებდა იმაზე, რომ წამყვანების მხრიდან გამოყენებული სექსისტური ლექსიკა ხუმრობა იყო. „ჩვენი პოზიციაა, რომ არაადამიანურ მოპყრობაზე, ძალადობაზე, წამებაზე ხუმრობა არაეთიკურია. ის, რომ `ქალს აქვს მენტალური შეზღუდვა და ამიტომ ვერ ატარებს საჭეს ისე, როგორც მამაკაცი“, –  ამას ხუმრობად ვერ მივიღებთ.“

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ რუხაძის შეფასებით, სტერეოტიპებისგან ბოლომდე თავისუფალი არც მედიის წარმომადგენლები არიან, რადგან ისინიც ამ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ და არის შემთხვევები, როცა მგრძნობიარე თემების გაშუქების დროს მედიას უჭირს შინაგანი განწყობების შეკავება.

 

„ჟურნალისტების უმეტესობას უჭირს, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბარი. ავიღოთ 17 მაისის ფაქტი ან სხვა შემთხვევები, როცა ბევრ ჩემს კოლეგას უთქვამს, რომ უჭირს ამ ყველაფერს შეხედოს სხვა პრიზმიდან. იგივე ხდება ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების შემთხვევაშიც. არსებობს შიში უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ, მაგრამ თუ გვინდა ამ საკითხებს მედიამ ეთიკურად შეხედოს, ამოსავალ წერტილად თითოეულმა ჟურნალისტმა, რედაქტორმა თუ პროდიუსერმა უნდა ავიღოთ არა ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობა, არამედ ადამიანი“.

 

როგორც თამარ რუხაძე ამბობს, ჟურნალისტიკის მოვალეობა არ არის „ასიამოვნოს“ მაყურებელს, რადგან ვიღაც შესაძლებელია უპირატესად გრძნობდეს თავს სტერეოტიპულ საზოგადოებაში. მედიის ფუნქცია კი სიმართლის თქმაა და არა კონკრეტული ჯგუფების სიამოვნება.

 

„ავიღოთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ფაქტი. ჟურნალისტმა გააკეთა აქცენტი მშობლების ეჭვზე, რომ მკვლელობა რელიგიური რიტუალის საბაბით მოხდა, ეს მაშინ, როცა ამ რელიგიას არ ახასიათებს მსგავსი წესი. ამით ჟურნალისტმა ხელი შეუწყო სიძულვილის ტირაჟირებას, რადგან მკვლელობა დაუკავშირდა კონკრეტულ რელიგიას. ეს, ერთი მხრივ, არის ჟურნალისტის არაკვალიფიციურობაც და სტერეოტიპული მიდგომაც“  – ამბობს თამარ რუხაძე.

 

მისი შეფასებით მედიას ხშირად უჭირს ზღვარის გავლება კონკრეტულ ადამიანსა და რომელიმე ჯგუფს შორის, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი: „ვთქვათ, როცა ხდება რაიმე დანაშაული და აღმოჩნდება, რომ ამ დანაშაულში მონაწილე პირი არ არის ეთნიკურად ქართველი და ან მართლმადიდებელი, სწორედ ამაზე ხდება მინიშნება. ჩვენ ვამბობთ – „ერაყელმა ქალმა ორი ქართველი დაჭრა“, მაგრამ არასდროს ვამბობთ, რომ ქართველმა, მართლმადიდებელმა ვინმე მოკლა ან გაძარცვა. ეთიკური სტანდარტი კი გვეუბნება, რომ ზედმეტად არ უნდა გაუსვა ხაზი ადამიანის რაიმე ნიშნით კუთვნილებას კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არ არის“.

 

თამარ რუხაძე თბილისში 15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობის შემთხვევასაც იხსენებს: „ერთ-ერთ არხზე სიუჟეტის ლაიტმოტივი იყო ის, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს ერაყის მოქალაქეებმა. ხალხს რომ ეჭვი ჰქონდა ერაყის მოქალაქეებზე, ხუთჯერ მაინც იყო გამეორებული. ამას მოჰყვა ის, რომ თურმე ამ უბანში ძირითადად ერაყის მოქალაქეები და სხვა უცხოელები ცხოვრობენ. ერთ ჯგუფს, როგორც დამნაშავეს, დაედო ხელი, მაგრამ სიძულვილი განზოგადდა უცხოელზე, რადგან მაყურებელი, რომელიც ამას უსმენს, ახდენს განზოგადებას, რომ ამ უბანში ყველა კრიმინალი ცხოვრობს და ჩნდება შიშის განცდა, რომელიც გადადის ქსენოფობიაში.

 

სტერეოტიპული მიდგომები კი ქმნის ახალ სტერეოტიპებს: „ადამიანი ფიქრობს, თუ ერთმა განსხვავებულმა ავნო, ესე იგი, სხვა განსხვავებულიც ასეთი იქნება. ამიტომ, ჟურნალისტი უნდა მოერიდოს ისეთი რესპონდენტების აზრის ტირაჟირებასაც, რომლებიც მუდმივად გამოირჩევიან ქსენოფობიური განცხადებებით. ბუნებრივია, ეს არ ეხებათ პოლიტიკოსებს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომელთა აზრს გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ეს უნდა აჩვენოს მედიამ და ამავე დროს აჩვენოს ისიც, რომ ეს არ არის სწორი“ –  ამბობს თამარი.

 

იმისთვის, რომ მედია მოექცეს ეთიკურ საზღვრებში, თამარ რუხაძის აზრით, გარკვეული პროცესია საჭირო. „სანამ იყიდის საზოგადოება გაზეთს, რომელიც სიძულვილის ენას ტირაჟირებს, მანამდე იქნება საზოგადოება სტერეოტიპული. მაგრამ რომ არ ვიყიდო ასეთი გაზეთი, ამისთვის აუცილებელია ცნობიერების ცვლილება, რომელიც განათლებიდან მოდის“.

 

აქცია ქობულეთში ქართველ მუსლიმთა პანსიონის წინ [ფოტო]

“აქვე ახლოს ვცხოვრობ და მეტრნახევარში არ მინდა ჯამე მქონდეს. საფრთხეს ვხედავ. მომავალი თაობა იზრდება, ქრისტიანები ვართ  და არ გვინდა რომ მოხდეს ასეთი ამბავი სამეზობლოში,”- უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გურამ ხინიკაძემ.

აქციაზე იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას აკვირდებოდნენ სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. მოგვიანებით ისინი, აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად პანსიონის შენობაში შევიდნენ.

“ეს იქნება ქართველ მუსლიმთა პანსიონი,”- განაცხადა შეხვედრაზე პანსიონის წარმომადგენელმა გურამ გუნდაძემ. მისი თქმით პანსიონი 40 ბავშვზეა გათვლილი. მოსწავლეები ქობულეთის სხვადასხვა სოფლებიდან არიან. ისინი ზოგად განათლებას საჯარო სკოლაში იღებენ, პანსიონში კი ექნებათ ერთგვარი დამატებითი განათლების მიღების საშუალება. მაგალითად, მოსწავლეებს მოამზადებენ ინგლისურში ან სხვა ნებისმიერ საგანში, რომლის საჭიროებაც ექნებათ.

გუნდაძის განმარტებით რელიგიური თემატიკის გაკვეთილებისთვის პანსიონში დღის განმავლობაში საათნახევარია გათვალისწინებული.

შეხვედრა ისე დასრულდა, რომ რაიმე კონკრეტული შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს. ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

ქართველ მუსლიმთა პანსიონი ქობულეთში

აქციის მონაწილეები პანსიონის წინ კითხულობენ ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით – ”სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ აქ მინარეთი არ დაიდგმება”

საკლასო ოთახი

საძინებელი ოთახები

პანსიონი 40 მოსწავლეზეა გათვლილი. იქ სწავლა და ცხოვრება მხოლოდ ბიჭებს შეეძლებათ

აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის და საიას წარმომადგენლები შეხვდნენ

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად პანსიონის შენობაში შედის

შეხვედრა პანსიონში

პანსიონის წარმომადგენელი ბადრი ირემაძე შეხვედრის მონაწილეებს განუმარტავს რომ მათ სასწავლებელს ”ქართველ მუსლიმთა პანსიონი” ჰქვია. ირემაძის თქმით პანსიონი იქნება ერთგვარი სკოლის შემდეგ დამხმარე სასწავლებელი ბავშვებისათვის

gogasus: ჩემი კონკურენტი ვერავინ ვერ იქნება

 

გოგა sus
გოგა sus

 გოგა, ბათუმში როგორ აღმოჩნდი?

 ჩემმა მეგობარმა გახსნა სალონი და შემომთავაზა ორი თვით მემუშავა, ბათუმში ისედაც ხშირად ჩამოვდივარ, სემინარებსა და ტრენინგებს ვატარებ, ამიტომაც ეს წინადადება ჩემთვის უფრო საინტერესო იყო.

 პროფესია როგორ აირჩიე, რამდენი წელია რაც სტილისტი ხარ?

 სულ მინდოდა სტილისტობა, სულ სხვა რაღაცას ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ამ პროფესიით, თოჯინებს თმებს ვუკეთებდი. ათი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი პროფესია და ასე ვაგრძელებ მუშაობას.

დედაჩემს ძალიან არ უნდოდა, რატომღაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი, სამედიცინოზე მაბარებინებდნენ. ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს და არ შემეწინააღმდეგნენ.

 

gogasus
gogasus

 რა მოგწონს შენს პროფესიაში ყველაზე მეტად?

 ზოგადად ჩემი პროფესია არის დადებითი, სილამაზეა, ერთგვარი ხელოვნება. მე ჩემი პროფესიით ვცხოვრობ, ამის გარეშე არ შემიძლია. სულ უნდა ვასწავლო, კოლექციები ვაკეთო, სიახლეებზე ვიფიქრო, ვიმუშავო. მარტო სალონში არ მივდივარ სამუშაოდ.

 სად შეისწავლე ეს პროფესია?

 სულ პირველად თბილისში, მაგრამ არ ვიცი იმას სწავლა თუ ერქვა. ნასწავლი მაქვს მსოფლიოს ყველა წამყვან აკადემიაში, დაწყებული კიევიდან, დამთავრებული ლონდონის აკადემიით, როგორებიცაა: „alexandre de paris-ი”, “ლორეალის”, „Pivot Point”-ის, „Matrix”-ის, “Vidal Sassoon”-ისა და “toni and guy”- ის აკადემია.


 როგორ მოახერხე აქ სწავლა?

 ჩემი ხარჯებით, რა თქმა უნდა. ამ აკადემიებში მოხვედრისთვის 2000 და 3000 ევრო არ არის საკმარისი, ბევრად უფრო ძვირია, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა დახმარებითაც ვხდებოდი ამ ჯგუფებში. ორკვირიანი კურსები მაქსიმალური დატვირთვით, ყველაზე სტაბილურია.

 რა დაგეხმარა წარმატების მოპოვებაში?

ვერაფერი დაგეხმარება იმაში, რომ გახდე წარმატებული, თუ არ გაქვს ნიჭი და გემოვნება, სხვა შემთხვევაში სტაბილურად პოპულარული ვერ იქნები ამ საქმეში. შეიძლება გახდე პოპულარული რომელიმე ცნობილი სახის შენთან ვიზიტით, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ყველას დაავიწყდები. მთავარია ნიჭი და მონდომება, როცა გაქვს სურვილი, მერე სწავლობ, რომ სწავლობ, მერე უფრო მეტი შეგიძლია, დაინტერესებაც დიდი გაქვს.


 რთულია ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება?

ძალიან რთულია, უამრავი სტილისტია საქართველოში, თუმცა მათ შორის ცნობადი და წარმატებული _ ძალიან ცოტა, შესაბამისად რთულია დამკვიდრება. მე არ გამჭირვებია, ჩემთვის არაფერი რთული არ არის, იმიტომ, რომ მაქსიმალისტი ვარ, რასაც ჩავიფიქრებ, იმას აუცილებლად ვაკეთებ, ამისთვის ყველაფერს გავიღებ.


შენს სემინარებსა და მასტერკლასზე როგორ შეიძლება მოხვედრა?

 უკვე ხუთი წელია ვასწავლი, მე ვარ კომპანია „ლორეალის” ტექნოლოგი საქართველოში, აკადემიაში ვასწავლი „Pivot Point”-ის, მაქვს კიდევ ჩემი პირადი კურსები: “goga sus academy”, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია.


 როგორი ტრენერი ხარ?

 შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სტილისტები, რომლებიც ჩემთან სწავლობდნენ, არიან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები. მკაცრი კი არა, უარესი ვარ. როცა საქმე ეხება ჩემს სახელს, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, რაც წლები მიშენებია, ვიღაცას არ დავანგრევინებ, ამიტომაც ჩემი სახელის გამო მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვიდეს კარგი.


როგორ ფიქრობ, კონკურენტულ გარემოში გიწევს მუშაობა?

 ჩემი კონკურენტი ვერავინ იქნება, იმიტომ, რომ მე ვარ ერთადერთი საქართველოში, რომელსაც ამხელა ბაზა აქვს, რომელიც ამდენს მუშაობს, რომელიც ასეთი ტემპით მიდის წინ. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე დამეწევა, მეტი სტიმული მომეცემა.


 როგორც ვიცი, საქართველოში მხოლოდ თქვენ აკეთებთ “ჰეარ შოუს”, ეს ასეა?

კი, ნამდვილად. ბათუმშიც გავაკეთე შოუ. ასეთ შოუებს ვაკეთებ ყოველ წელს, სექტემბერშიც მექნება კიდევ ერთი, საქართველოს ღია ჩემპიონატია სტილისტებს, ვიზაჟისტებსა და მანიკიურის სპეციალისტებს შორის, ყოველ წელს ამ ჩემპიონატს ვხურავ ჩემი შოუთი. ეს არის მაღალი მოდა, იმ ვარცხნილობებით, რომლებიც გამომაქვს შოუზე, ვერავინ გავა ქუჩაში, ეს არის ხელოვნება, ბევრს არ ესმის. ასეთი შოუებით აჩვენებ შენს კლასს და გემოვნებას. ძალიან მომწონს, რომ ჩემ გარდა ვერავინ ვერ აკეთებს მსგავს შოუს საქართველოში.

 

 როგორი მომხმარებელი გყავს, თუ არიან პრეტენზიულები?

 მიმაჩნია, რომ ჩემი მომხმარებლები საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი და ყველაზე თავმოყვარე ქალები არიან. ჩემი მომხმარებლების პრეტენზია არ მაწუხებს, რადგან ისინი ჩემზე პრეტენზიულები არ არიან. ჩემთან რომ მოდიან, არც არაფერს ვეკითხები, ვიცი რაც სჭირდებათ, შესაბამისად აღარც მეკითხებიან, ჩემთან იმიტომ მოდის, რომ გავუკეთო ის, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ. გაფეტიშებული არც ერთი ვარცხნილობა არ მაქვს, მომწონს ყველაფერი, რაც გემოვნებითაა გაკეთებული, განსაკუთრებით მომწონს გრძელი თმა, რომელიც არის დავარცხნილი და კარგი ფერის.

 ვარცხნილობების კუთხით როგორი ტენდენციაა საქართველოში?

ძალიან ცუდ დღეში ვართ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალები ყველაზე ცუდად უვლიან თავს. არ უვლიან ფიგურას, ძალიან ცოტაა დიეტაზე, ძირითადად ურჩევნიათ ჭამონ კარგი `კალბასი~, ვიდრე ჰქონდეთ ლამაზად დავარცხნილი თმა ან მოწესრიგებული ფრჩხილები. ვისურვებდი, რომ ბევრი გაპრანჭული ქალი დადიოდეს ქუჩაში. ქალი თმადაუვარცხნელი არ უნდა გამოდიოდეს.

შენს ახლობლებს თუ აძლევ შენიშვნებს?

ჩემი მეგობრები გაწამებული მყავს, თუ უნდა მნახონ, თმა აქვთ ფორმაში და ქუსლზე დგანან, შესაბამისად შეეჩვიენ ამას და უკვე ყველა ჩემი მეგობარი დადის გამოპრანჭული. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

 

რომ არა სტილისტი, ვინ იქნებოდით?

სავარაუდოდ პოლიტიკოსი, სხვა ცხოვრებაში ნამდვილად ვიქნებოდი პოლიტიკოსი. ვიქნებოდი მინისტრი ან პრეზიდენტი, ალბათ სპორტის, ვგულშემატკივრობ ქართულ სპორტს, მომწონს რაგბი და წყალბურთი. ჩემი ცხოვრების სტილია ფიტნესი, ვარ მოყვარული მთის ბაიკის.

 რას ურჩევთ ქალბატონებს, როგორ უნდა მოუარონ თმას?

 ვურჩევ, იარონ კარგ სტილისტთან, თუ არ აქვთ ამის საშუალება, გამოიყენონ ხარისხიანი თმის მოვლის საშუალებები, მხოლოდ სანდო ბრენდის შამპუნი და ნიღაბიც ნიშნავს იმას, რომ თმა მოვლილია. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ხალხური მეთოდის, არანაირი მაიონეზი და ზეთები თავზე არ წაისვან.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

ოქტომბერში ვაპირებ ლონდონში წასვლას სასწავლებლად, თუ არაფერი შეიცვალა, მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ. მოწვევებს ხშირად ვიღებ უცხოეთიდან, რამდენიმე დღის წინ მქონდა ნიუ-ორკიდან მოწვევა, თუმცა ჯერ არ ვაპირებ საქართველოდან წასვლას, ვფიქრობ, ჯერ აქ არ ამომიწურავს თავი, მერე ალბათ წავალ, მანამდე კიდევ ორ სალონს გავხსნი თბილისში.

6 ვაკანსია და 342 განაცხადი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად კონკურსის პირველი ეტაპი, განაცხადების გადარჩევა მიმდინარეობს, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება განაცხადი  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ყველაზე მეტი განაცხადი სერვისების და მარკეტინგის განყოფლებებშია შესული წამყვანი სპეციალისტის თანამდებობებზე.  

 

 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ეტაპზე ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპზე გასაუბრება გამართება. კონკურის შედეგები  ოქტომბრის დასაწყისში იქნება ცნობილი. 

ფრინველების მესამე საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში


ხუთშაბათს,  18 სექტემბერს, ფრინველებზე დაკვირვების მსურველები ბოტანიკურ ბაღში გაემგზავრებიან. 15:00  საათზე  მტირალას ეროვნულ პარკში, სოფელი ყოროლისთავში, ფრინველებზე დაკვირვების ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.  საღამოს 19:00 – 20:30 საათამდე კი სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ კონფერენცია გამართება, სადაც  დასწრება თავისუფალია.

 

პარასკევს, 19 სექტემბერს, მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება ქობულეთის მუნიციპალიტში მდებარე პეტრას ციხიდან მოხდება,  საღამოს 16:00 საათზე კი შეხვედრა შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და  დისკუსია სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

 

შაბათ, 20 სექტემბერს,  09:00  საათზე ფრინველებზე დაკვრვების მოყვარულები დასავლეთ საქართველოში, ქუთაისსა და წყალტუბოში გაემგზავრებიან.  

 

კვირას, 21 სექტემბერ დილის 9 საათზე გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება კვარიათი მოხდება.

 

აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია – ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა.  

 

 

ექვსი ფოტო მანდარინის ბაღიდან

რეზალი ნაკაშიძე

რეზალი ნაკაშიძე, 92 წლის. მანდარინის ბაღს 1945 წლიდან უვლის. „შარშან სულ გამიფუჭდა მანდარინი. ზარალი პერიოდულად გვაქვს ხოლმე. წელს თუ ღმრთმა ქნა 10 ტონამდე მოსავალს ველოდები“.

????????????????????????????????????

ჯემალ დიასამიძე

ჯემალ დიასამიძე, 81 წლის. ბატონი ჯემალი 50 წელზე მეტია მანდარინის ბაღს მეუღლესთან, ნათელა დიასამიძესთან ერთად უვლის. ყოველწლიურად საშუალოდ 5-7 ტონა მანდარინის მოსავალი მოჰყავთ. ცოლ-ქმარს 12 შვილიშვილი ჰყავს. ბაღში სამუშაოდ ბავშვებთან ერთად გადიან ხოლმე. ჯემალ დიასამიძე ამბობს, რომ უნდა შვილიშვილებს მანდარინის  ბაღის მოვლა ასწავლოს.

მურად ბერიძე

მურად ბერიძე, 83 წლის. „56 წელია მემანდარინეობას მივსდევ. ბაღი 3 ათას მეტრ ფართობზეა გაშლილი. ადრე 10 ტონა მანდარინს ვკრეფდი საშუალოდ.  შარშან  შემცირდა მოსავალი და ხუთი ტონა მოვკრიფე. წელსაც ამდენს ველოდები“.

 შუშანა გოგიტიძე

შუშანა გოგიტიძე, 52 წლის.  „50 წლის ბაღი გვაქვს. მე 30 წელია, რაც გავთხოვდი, როცა აქ მოვედი, დამხვდა. 10-ტონიანი მანდარინის ბაღია. წელსაც კარგ მოსავალს ველოდები. ბაღს ჩემს მეუღლესთან ერთად ვუვლი“.

ზაზა თედორაძე

ზაზა თედორაძე, 34 წლის. „10 წელია ფერმერი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ ბაღს კარგად მოვუარო. დიდი ბაღი მაქვს. წელს 10 ტონამდე მანდარინს ველოდები. ჩემი მანდარინი ხარისხიანია და რეალიზაციის პრობლემაც არ მაქვს“.

შუშანა ბერიძე-ცინცაძე

შუშანა ბერიძეცინცაძე, 63 წლის. „მანდარინის ბაღი გვაქვს, რომელსაც ჩემს ქმართან ერთად ვუვლი. საშუალოდ ათ ტონამდე მანდარინს ვკრეფთ. შარშანაც კარგი მოსავალი მოვიდა“.

ერთი დღე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

 

ისტორიული ცნობების მიხედვით, ამ ადგილებში 5-6 ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი. მაშინ აქ ჭაობი არ იყო, ახლა კი ნამოსახლარებს ტორფნარები ფარავს, რომელსაც სფაგნუმის, მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსის ბალიშები ფარავს, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს წყალს და ქობულეთს იცავს წყალდიდობებისაგან. სწორედ ხავსის ამ თეთრ ხალიჩაზე შეგიძლიათ გავლა, თუ კი ფეხზე მარტივ თხლამურებს მოირგებთ. ასეთი თხილამურების დაქირავება ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.

 

 

ქობულეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი, რეზო მოისწრაფიშვილი ამბობს,  რომ ამ თხილამურების მოსარგებად განსაკუთრებული უნარები არ გჭირდებათ, საჭიროა მხოლოდ მოხერხებული, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თხილამურებით გადაადგილებას გაგიადვილებთ:

 

 

„მთავარია ჩუსტებით ნუ წამოვა ვიზიტორი, რომ თხილამურების დამაგრება თავისუფლად შევძლოთ, სხვა მხრივ, განსაკუთრებული ფეხსაცმელი არ სჭირდება.  როცა წყალია, ჩვენ თვითონ არ შეგვყავს ტორფნარში. ფეხსაცმელზე მაგრდება სპეციალური, ნეკერჩლისგან დაწნული თხილამურები, შუაში თოკით, რომ ფეხს მიეკრას. თხილამურების დაქირავება ორ ლარად შეიძლება, თუ მოსწავლე ან სტუდენტია, ფასი ერთი ლარია, ერთ ლარადვეა შესაძლებელი ჭოგრიტის ქირაობა“ – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

ჭოგრიტი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ფრინველებზე დასაკვირვებლად გამოგადგებათ.  შემოდგომასა და გაზაფხულზე ტორფნარის ტერიტორიაზე უამრავი გადამფრენი ან მოზამთრე ფრინველი იყრის თავს. მათ შორის: კოხტა ჭოვილო, კაკაჩა, ბექობის არწივი, ტურუხტანა, ზღვის კაჭკაჭი, სისინა გედი და სხვა. თუ კარგად დააკვირდებით, აქ  ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს და იშვიათი სახეობის ჭაობის კუსაც შენიშნავთ.

 

 

„მხოლოდ 1998 წლის შემდეგ გავიგეთ, რა საუნჯე გვქონია, რასაც ისპანი და დაცული ტერიტორები ჰქვია, რომელიც რამსარმა შეიტანა ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში და ამჟამად რამსარი იცავს ჩვენს ტერიტორიებს. პირველ რიგში საკუთარი ღირშესანიშნობა უნდა ვნახოთ და მერე გავემგზავროთ შორს, სხვა ღირშესანიშნაობების სანახავად“ – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სამი ტურისტული ბილიკია: 1. ისპანი ორი 2. თეთრი ხავსი და დროზერა (მწერიჭამია მცენარე). სამივე ბილიკის დათვალიერება ერთ დღეშია შესაძლებელი. ქობულეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი ამბობს, რომ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული მაინც „ისპანი ორია“< რადგან აქ უფრო გამართულია ინფრასტრუქტურა, განთავსებულია კოშკი და ბილბორდები, რომლებიც დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ღირშესანიშნაობების შესახებ. „ყველაფერი არის ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, ის ბილიკია ყველაზე პოპულარული, სადაც კოშკია, გზაზე ბილბორდებია განთავსებული… დანარჩენზე ჯერ ვერ მიგვიწვდა ხელი. უცხოეთში ეს პრობლემა მოგვარებულია, არის საფეხმავლო ბილიკები, სადაც არ უსველდება ფეხი ვიზიტორს. ჩვენც გვაქვს გეგმა, საფეხმავლო ბილიკები გავაკეთოთ, რომ ადამიანს ფეხი არ დაუსველდეს, გვინდა საბავშვო ბილიკიც გავაკეთოთ, ბორჯომში, დაცულ ტერიტორიებზე გაკეთდა მსგავსი და ჩვენც გვინდა გაკეთება. გეგმა გვაქვს, რომ იყოს წრიული ბილიკი, ორი გადასახედი კოშკი იქნება. იმედია, 2015 წლის ბოლოსთვის ეს ყველაფერი გაკეთდება.“  – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

რეზო მოისწრაფიშვილის თქმით, ქობულეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიმდინარე ტურისტული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ახლაც გრძელდება, რადგან ქობულეთის დაცული ტერიტორიების სანახავად მშრალი, მზიანი ამინდი იდეალურია.   

მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფი გადაადგილებას შეძლებს

 

შუშანა გორგაძე სახლის წინ
შუშანა გორგაძე სახლის წინ

ხის ორსართულიანი სახლი, სადაც შუშანა გორგაძე ქმართან და შვილთან ერთად სოფელ რიყეთში ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია. ბოძები, რომელზეც სახლი დგას, მწყობრიდანაა გამოსული.

 

 

საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი, მისაღები და საძინებელია. საწოლი, ხის ძველი მაგიდა, რამდენიმე სკამი და პატარა ტელევიზორი ოთახის შუა ნაწილშია განლაგებული, ოთახის ბოლოს საბჭოთა წარმოების მაცივარი დევს, აქ მაცივარს სხვა დატვირთვა აქვს, დიასახლისი მაცივარს წლებია კარადად იყენებს.

 

 

საცხოვრებელი სახლის კედლებზე, ალაგ-ალაგ, ხისა თუ სხვა საშენი მასალის ნაცვლად დატეხილი შიფერია მიკრული, ოჯახის დიასახლისი შუშანა გორგაძე გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს.

 

 

„მეორე სართულზე არ იცხოვრება, სახურავი ძველია, წვიმის წყალი ჩამოდის და პირველ სართულზეც აღწევს. კედლებიდანაც შემოდის წვიმა, თოვლის დროს სახლშიც თოვს, ღრიჭოებიდან შემოდის თოვლი და წვიმის წყალი, ასეთ პირობებში, ქმართან და შვილთან ერთად ვცხოვრობ.

 

ჩემი ქმარი, მურმან გორგაძე, მწოლიარე ავადმყოფია, გადაადგილება არ შეუძლია და საუბარი, ხუთი წლის წინ პარალიჩი მიიღო, ხელ-ფეხი გაუჩერდა და მეტყველების უნარი დაკარგა. ვინმეს თუ დაინახავს ტირილს იწყებს, თუ ოთახში არავინაა, წამოიყვირებს. მარტო ვერ ვტოვებ, როცა სძინავს, მაშინ გავდივარ სამუშაოდ. 

 

აქ თუ მიწაზე არ იშრომე,  მშიერი მოკვდები კაცი. არც მე ვარ კარგად, ოსტეოქონდროზი მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ვიჭირვებ და ბოსტნეული მომყავს, ერთი ძროხაც მყავს და თავი სიმწრით გაგვაქვს, ამ ყველაფერთან ერთად ჩემი შვილი, ჯაბაც ავადაა.

 

შუშანა გორგაძე მეუღლესთან ერთად
შუშანა გორგაძე მეუღლესთან ერთად

ჩემს ქმარს მკურნალობა და მედიკამენტები სჭირდება, რადგან შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, სამკურნალოდ საავადმყოფოში ვერ გადაგვყავს, ავტომობილით უნდა წაიყვანო, ავტომობილს საწვავი უნდა ჩაუსხა, ვარჯიშებს სახელმწიფო არ აფინანსებს და ამდენი სად მაქვს, ყველა წამალსაც კი ვერ  ვყიდულობ, რომელსაც ჩვენი ამბულატორიის ექიმი უწერს. იქნებ დამეხმაროს ვინმე, ჩვენი  შემოსავალი სოციალური შემწეობა 120 ლარი და ქმრის პენსია 150 ლარია, ავადმყოფს თვეში 200-ზე მეტი ლარის წამალი სჭირდება, რაც აუცილებელია, მხოლოდ იმას ვყიდულობ, აბა რა ვქნა?!“ –  გვიამბობს აცრემლებული ქალბატონი.

 

 

რიყეთის თემის ამბულატორიის ექიმი ინგა აბულაძე, რომელიც ავადმყოფ მურმან გორგაძეს ხშირად სინჯავს, ამბობს, რომ თუ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა გაეწევა, დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს.

 

 

„ამ პაციენტს რეაბილიტაცია ესაჭიროება, გადაყვანა უნდა საავადმყოფოში, სადაც მასაჟებს გაუკეთებენ, რაც სახლის პირობებში შეუძლებელია, შესაბამისი მკურნალობა რომ ჩაუტარდეს, გადაადგილებას შეძლებს“ –  ამბობს ექიმი. 

 

 

სახლის გამაგრების მიზნით ოჯახმა დახმარებით სამერქანე ხე მოჭრა. უნებართვოდ მოჭრილი ხისთვის გარემოს დაცვის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახი დააჯარიმა. „სახურავის გამაგრების მიზნით ხე მოვჭარით, უკანონოაო და 2000 ლარით დამაჯარიმეს, სოფელი დაგვეხმარა, ზოგი მათ, ზოგიც ნათესავებმა გადამიხადეს ჯარიმა“ –  ამბობს შუშანა.  

მერების შეხვედრა ბათუმში

 

მერების სამუშაო შეხვედრას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ტომას მორისი დაესწრება. სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჩატარდება ორდღიანი სემინარი.

 

 

ღონისძიებას ჩაატარებს  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID მიერ მხარდაჭერილი პროექტი „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა“, რომლის მიზანია ახლად არჩეული მერებისთვის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმების კონცეფციის გაცნობა, რომელიც წარმოადგენს მერების შეთანხმების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ხელმომწერი მხარეებისთვის CO2-ის  ემისიების შემცირების მიზნის მისაღწევად.  

 

 

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას ახორციელებს ‘ვინროკ ინტერნეიშენალ’ ჯორჯია. ამ პროექტის საშუალებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღინისძიებების გატარებით კლიმატური ცვლილებების შერბილების უზრუნველყოფას და ამასთან, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიან მართვასა და განვითარებას.

 

ველურები, თავისუფალი ვარდნა და სხვა ფილმები ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე – 17 სექტემბერი

 

 

15:00 საათზე კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის სექციაში არგენტინელი რეჟისორის, ალეხანდრო ფადელის ფილმი – „ველურები“ იქნება ნაჩვენები (ქრონომეტრაჟი: 120 წუთი).  სინოფსისის თანახმად, ფილმში მოთხრობილია ხუთი მოზარდის მოგზაურობა, რომლებიც პროვინციაში მდებარე გამოსასწორებელი სკოლიდან გარბიან და ასობით კილომეტრს გადიან ფეხით.

 

 

 

17: 30 საათზე უნგრელი რეჟსორისა და სცენარისტის გიორგი პალფის „თავისუფალი ვარდნა“ (ქრონომეტრაჟი: 89 წუთი) იქნება წარმოდგენილი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში. პალფის ფილმებს ოცზე მეტი საერთაშორისო კინოფესტვალის ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა დროს, მათ შორის, სანდენსისა და სან-სებასტანის კინოფესტივალის ჯილდოები.

 

 

 

 

ფილმის სინოფსისის თანახმად „თავისუფალი ვარდნა“ იმ ადამიანების ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ბუდაპეშტის მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადამხტარი მოხუცი წამით, ფანჯრებში, სიკვდილის წინ ხედავს.

 

 

 

19: 30 საათზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ინდოელი რეჟისორის, რიტერ ბატრას „ლანჩ ბოქსის“ (ქრონომეტრაჟი: 104 წუთი) ნახვა შეგიძლიათ.  „ლანჩ ბოქსი“ რომანტიკული კომედიაა.

 

 

 

22:00 საათზე კი ფრანგი რეჟისორი ქალის, სანდრინ ბონერის ფილმი, „შეშლილი მის გარეშე“ (ქრონომეტრაჟი: 98 წუთი), შეგიძლიათ ნახოთ. ფილმი კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის სექციაშია წარმოდგენილი.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ „აპოლოში“ გამართულ ბოლო ორ კინოსეანსზე ბილეთები იყიდება, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საქველმოქმედო კამპანიის, „კინო ეხმარება ბავშვებს“, ფარგლებში. ბილეთის ფასი 5 ლარია. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დიტო ცინცაძის ფონდში და ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. დღის მანძილზ კინოჩვენებები უფასოა. 

ქობულეთში მუსლიმანურ პანსიონთან აქცია გრძელდება

 

მისივე თქმით, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახლის წინ, სადაც პანსიონატია განთავსებული, აქცია ახლაც მიმდინარეობს. „შენობაში ბავშვები არ არიან, საჯარო სკოლებში არიან ახლა. არ შევუშვებთ ბავშვებსო, ამბობენ, 10-15 ადამიანი იქნება, ბარიერებით გადაკეტეს შესასვლელი“ – ამბობს რამაზ კაკალაძე „ბათუმელებთან“.  

  

10 სექტემბერს ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ, დასახლებაში მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს, ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების კარზე დაკიდეს. 

ფარაჯანოვის დღე ბათუმის კინოფესტივალზე

 

12.00 საათზე .სასტუმრო „DIVAN SUITES”-ში გაიმართება სემინარი – „ფარაჯანოვის კინოშემოქმედება“.  სემინარის მონაწილეებს შორის არიან რომან ბალიანი, ზავენ სარგისიანი – ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი ერევანში, ანჟეი სლოვიცკი და იური მეჩითოვი.

 

 

15.00 საათზე  ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში(ზ. გამსახურდიას ქ.#1) გამოფენა გაიხსნება, სადაც იური მეჩითოვის ფოტოები და  ფარაჯანოვის მუზეუმის (ერევანი) კოლაჟების კოლექცია იქნება წარმოდგენილი.

 

 

საღამოს კი ღია ცის ქვეშ სერგო ფარაჯანოვის ფილმი იქნება ნაჩვენები, ერას მოედანზე, 21:30 წუთზე „ამბავი სურამის ციხისა“ დაიწყება.

 

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დღეს პროგრამების პრეზენტაციას გამართავს

 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგბული პროგრამების შედგენა.

 

შეხვედრას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე უხელმძღვანელებს, მინისტრი 2015 წლის პროგრამების პროექტებს პრეზენტაციის სახით წარადგენს. შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვენელების მოხსენებებსაც. სამუშაო შეხვედრა გაიმართება აჭარის   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მისამართი:   ბათუმი, კომახიძის ქ. N19. 

გაკვეთილები გოგონებისა და ბიჭებისათვის

 

თამთა კახაბერიძე

როცა ვკითხე, ვინ ასწავლა, რომ ეს ყველაფერი „გოგონების წესია”, გაკვირვებულმა შემომხედა, ეს აქამდე როგორ არ იცოდიო და მაჩვენა წიგნი, რომელიც დედისგან მიიღო საჩუქრად დაბადების დღეზე: „ჩემი პირველი ენციკლოპედია” და სასურველ გვერდზე გადაშალა: თავში დიდი ასოებით ეწერა”გ ო გ ო ნ ე ბ ი”, ქვესათაური კი ასეთი ჰქონდა: „პრანჭიები და ჭორიკანები”. მთელ გვერდზე ბრჭყვიალა „აბადოკებსა” და ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი თოჯინები ეხატა – ზოგიერთი „შოპინგზე” მიდიოდა, ზოგი – აუთოებდა, ზოგი- საჭმელს აკეთებდა, თან თითოეულ ნახატს მოკლე აღწერა ჰქონდა, თუ როგორ იქცევიან/უნდა მოიქცნენ გოგონები.

 

მერე მეორე გვერდზე გადაშალა – ეს უკვე ბიჭების გვერდი იყო, ქვესათაურით – „გულადები და ჩხუბისთავები”. პატარა ბიჭები პიჯაკსა და ჰალსტუხში ან სხვადასხვა უნიფორმაში გამოწყობილნი მანქანების, თვითმფრინავებისა და გემების გარემოცვაში. ზოგი სადღაც მიიჩქაროდა, ზოგი მუშაობდა, ზოგი ქაღალდებში იქექებოდა. აქვე იყო სხვადასხვა თავსატეხები და გამოცანები.

 

ანანო ყველა სურათს თავისებურად მიხსნიდა და თან გაოცებული აღნიშნავდა, სინამდვილეშიც ხომ ყველაფერი ასეაო. მე მასზე უფრო გაოცებული ვუხსნიდი, რომ ის რომ გოგოა, ეს არ ნიშნავს, ისე უნდა მოიქცეს, როგორც ამ ენციკლოპედიაში წერია და ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს რა გაკეთოს, როგორ გაატაროს დღე… სამწუხაროდ ვერ დავაჯერე. ხელში ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი ეჭირა – “შენ უფრო მეტი იცი, თუ ამ წიგნის ავტორმაო”. რა მექნა?!
ამის შემდეგ უკვე ხშირად ვაკვირდები წიგნების მაღაზიებში: ერთ თაროზე „გოგონების წიგნი”, „პატარა პრინცესა”, „პატარა დიასახლისი” და ა.შ. ვარდისფერ, პრიალა ფურცლებზე სხვადასხვა გასართობებია გოგონებისთვის _ მათ უნდა შეარჩიონ რომელ გოგონას რომელი კაბა მოუხდება, წავიდნენ საყიდლებზე, ბოლო გვერდზე სპეციალური სტიკერებით შემოსონ ისინი, ან წაიკითხონ ისტორიები სასახლეში გამოკეტილ პრინცესებზე, რომელიც მამაცმა პრინცებმა გადაარჩინეს, ისწავლონ „როგორ დავალაგოთ კარადა”, “შევწვათ კვერცხი” და ა.შ.

 

მეორე თაროზე „წიგნი ბიჭებისთვის”, „წიგნი პატარა ვაჟკაცს”, სადაც მოცემულია სხვადასხვა თავსატეხები, ლაბირინთები, ინფორმაცია ცხოველებზე, უცხოპლანეტელებსა და მფრინავებზე, ზღვებსა და ოკეანეებზე. მერე ამ წიგნებით შთაგონებული ბავშვები დედებს მიჰყავთ სათამაშოების მაღაზიებში, რომელიც, როგორც წესი, ორ ნაწილადაა გაყოფილი: ვარდისფერ და ცისფერ განყოფილებებად. ერთ მხარეს თოჯინები, პატარა ფერადი ჭურჭელი, ფერადი და სურნელოვანი კალმები, სათამაშო უთო, სარეცხი მანქანა, მიქსერი, მეორე მხარეს: კუბიკები, მანქანები, ბურთი, ფაზლი, სუპერმენისა და ტრანსფორმერის ფორმა…

 

ალბათ, იმავე წიგნებს კითხულობს და იმავე სათამაშოებით თამაშობს ჩემი კიდევ ერთი ნაცნობის შვილი, ექვსი წლის საბა, რომელმაც დედას უთხრა, რომ მას სურდა შვილისთვის მოევლო, დაებანა, გაესეირნებინა, ზღაპარი მოეყოლა და ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მამასაც შეეძლო.

 

ამ ყველაფერს ჩემ ირგვლივ ვხედავ, ვაკვირდები, ვფიქრობ და უკვე აღარ მიკვირს რატომ მიიჩნევა, რომ „ქალი უნდა იყოს კუხნაში”, რომ „ოჯახის უფროსი კაცია”, რატომ გათხოვდა ჩემი ორი კლასელი ჯერ კიდევ მეცხრე კლასში, რატომ მეკითხებიან ჩემი სოფლის ავტობუსში ქალები, მყავს თუ არა შეყვარებული და „რამეს ხომ არ ვაპირებ ახლო მომავალში~, რატომ უთხრა ერთ ჩემს მეგობარს ნაცნობმა – ამდენი სწავლა რას გარგებს, ცოტა გაიპრანჭე, კაი ბიჭი მოძებნეო (ეს ჩემი მეგობარი 17 წლისაა), რატომ ხდება ამდენი ძალადობა ქალებზე, რატომ…

 

ბოლოს, ერთი კითხვა მაქვს: როგორ დავარწმუნო ანანო, საბა და კიდევ უამრავი ბავშვი ჩემ ირგვლივ, რომ ადამიანის სქესი არ განსაზღვრავს მის მოვალეობებს, შესაძლებლობებს, უფლებებს. მაშინ როცა სამყარო მათ გარშემო სულ სხვანაირ გაკვეთილს ასწავლის?!

 

მართლაც და, ამ წიგნების ავტორებმა უფრო მეტი იციან თუ მე?!

ბათუმთან ახლოს იყიდება სახლი, მიწის ნაკვეთით

 

სახლი ბელეტაჟზე, 200 კვ/მ საცხოვრებელი ფართით, სარდაფით. 5000 მეტრი შიდა მიწა (მანდარინის 15 ტონიანი ბაღი, ხეხილის ნარგავები), 5000 მეტრი გარე მიწა, მოშენებული ტყით.

 

 

სახლი ბათუმიდან, 7 კმ-თია დაშორებული, 15 წუთის სავალზე. სოფელი არის მშვიდი, მწვანეში ჩარგული, სახლის აივნიდან იშლება ზღვის ხედი.

 

 

ფასი შეთანხმებით

მობ: 591 71 64 80 (ნინო)

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე – 16 სექტემბერი

 

„ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი“ რეჟისორ ნანა ჯორჯაძის 2013 წელს გადაღებული ფილმია  (ქრონომეტრაჟი: 80 წთ). ფილმის სინოფსისის მიხედვით, ეს სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც პატარა ზღვისპირა სოფელში ვითარდება.

 

„ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი“  კინოთეტრ აპოლოში 19.00 საათზე დაიწყება.

 

დღესვე მაყურებლებს, კინოფესტივალის სექციაში – „დიდოსტატთა კოლექცია“ – შეუძლიათ ფრანგული „ახალი ტალღის“ დამფუძნებლის, ჟან–ლუკ გოდარის ახალი ფილმის – „მშვიდობით, ენავ!“ – ნახვა (ქრონომეტრაჟი: 70 წუთი).

 

 

ფილმი კინოთეატრ აპოლოში 21 საათზე დაიწყება.

 

საღამოს კი კინოფესტვალის მეორე დღეს კენ ლოუჩის 2014 წლის ფილმი, „ჯიმის დარბაზი“ დაასრულებს (ქრონომეტრაჟი: 109 წუთი). ფილმი 1921 წელს, ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში აგებულ დარბაზზე მოგვითხობს, სადაც ახალგაზრდებს განათლების მიღების, ოცნების და გართობის საშუალება მიეცათ.  

 

 

„ჯიმის დარბაზი“ კინოთეატრ „აპოლოში“ 22:30 საათზე დაიწყება.

 

შეგახსენებთ, რომ „აპოლოში“ გამართულ ბოლო ორ კინოსეანსზე ბილეთები იყიდება, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საქველმოქმედო კამპანიის, „კინო ეხმარება ბავშვებს“, ფარგლებში. ბილეთის ფასი 5 ლარია. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დიტო ცინცაძის ფონდში და ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.    

დღის მანძილზე კი კინოჩვენებები უფასოა. 

მაღალმთიანეთში შეშის ლიმიტი იზრდება

 

სიახლით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 1500-ზე მეტი სოფლის მცხოვრები ისარგებლებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, განვლილი ზამთრის სეზონის სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაღალმთიანი რეგიონების დასახლებულ პუნქტებში მოსახლე ერთ კომლზე (ოჯახზე) 7 მ3-ის ოდენობით საშეშე მერქნული რესურსი არასაკმარისია.

 

ზამთრის სეზონი, ბარისგან განსხვავებით, მთაში ხანგრძლივია. ამასთან გაზის უქონლობის გამო აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა შეშას საყოფაცხოვრებო მიზნით ზაფხულის პერიოდშიც იყენებს.

 

დადგენილებაში შეტანილი კიდევ ერთი სიახლე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების მოსახლეობას ეხება. სოფლების მცხოვრებლებს 7 მ3 – საშეშე მერქნის მოპოვების საშუალება ეძლევათ, რაც აქამდე არსებული კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული.

 

მაღალმთიანი სოფლების სტატუსს საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” განსაზღვრავს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ ცვლილების მიზანი ტყის ფონდის მართვის მდგომარეობის ხარისხისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ხვალ ბათუმში გამოფენა „შავი ზღვა“ გაიხსნება

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყარამან ქუთათელაძის (თბილისი), ლუკა ლასარეიშვილის (ნიუ იორკი),  ზურაბ არაბიძის (მოსკოვი), გიორგი ჩაუჟბას (ბათუმი), ჟერომ გლომოუდის (რომი) და მარია მარშალის (ლონდონი) ფერწერული ნამუშევრები და გელა წულაძის ინსტალაცია თბილისი-პარიზი-ბათუმი.

 

„ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი  CAC 41N/41E გააგრძელებს  პირველ ქართველ ავანგარდისტთა ტრადიციებს. 1919 წელს ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად დააფუძნა ავანგარდისტული ხელოვნების ჯგუფი 41°;    კომპანიას სახელი დაერქვა თბილისის   გეოგრაფიული განედის პატივსაცემად;  იგივე განედზე მდებარეობს  ქალაქები: სტამბული,  რომი, ბარსელონა, პორტო, ნიუ-იორკი,  ჩიკაგო, ბაქო, თბილისი და ბათუმი.“ – აღნიშნულია გამოფენის მედიანონსში.

 

გამოფენა ხორციელდება აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

მედეა ვასაძის განცხადებას ჯაბა ანანიძის წინააღმდეგ ქარტია პრესკაფეში განიხილავს

 

სადავო ჟურნალისტური პროდუქტია ფილმი: „უმაღლესი კომფორტით“, რომელიც ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ მოამზადა.

სხდომა გაიმართება  ბათუმში, მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2, „პრესკაფე“.

სხდომა დაიწყება 11:00 საათზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

აჭარის მთავრობა vs უმაღლესი საბჭო ვინ იხეირა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით


ნინო ჩხეტია
ნინო ჩხეტია


ქალბატონო  ნინო რა გაჩვენათ აჭარის მთავრობისა უმაღლესი საბჭოს დაპირისპირებასთან დაკავშირებით კოალიცია  „ქართული ოცნების“  პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ  და ელოდით თუ არა ამბის ასეთ გაგრძელებას?

ამ პოლიტიკურ პროცესს დრამატული ხასიათის გაგრძელება, რომ ექნებოდა  ჯერ კიდევ კვირანახევრის წინ იყო გასაგები. გვქონდა გარკვეული მოლოდინი რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაგრძელება იქნებოდა ძალიან მძაფრი.

პირველი რაც გვაჩვენა არის ის რომ სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალაში არ არსებობს ერთიანობა. როდესაც ასე საჯაროდ გამოხატავ გარკვეულ პრეტენზიას  დისციპლინის არარსებობასთან დაკავშირებით  ეს უკვე არის ნიშანი იმისა რომ გარკვეული პარტიული დიციპლინა  შიგნით არ არი და ეს  ამ შემთხვევაში არ არი მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკური სუბიექტების პრობლემა.   ეს არი მთლიანდ პარტიის პრობლემა . ეს არი პარტიის პოლიტიკური საბჭოს პრობლემა და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში გენერალური მდივნის რომელიც წესდების თანახმად პირდაპირ ვალდებულია სამხარეო ორგანიზაციებთან ქონდეს გარკვეული კონსულტაციები.

ამ ყველაფერმა დაგვანახა რომ ქართულ ოცნებაში სამზარეულოში არ არის ერთიანობა. მაქვს მოლოდინი, რომ  ამ პროცესს გაგრძელება ექნება. შეიძლება ვიღაცა  მიიჩნევს, რომ მორატორიუმი  არის შესაძლებლობა იმისა, რომ პროცესი რაღაცნაირად დასრულდეს.

ვითვალისწინებ რა იმ ცალკეული ადამიანების ხასიათს რომლებიც იყვნენ მონაწილე და აქტიური მხარდამჭერები ე.წ უნდობლობის გამოცხადების. ვფიქრობ რომ ამ მორატურიუმს არ ექნება ის დასასრული, რომელზეც შეიძლება ფიქრობდნენ თბილისში.

ცალსახაა რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს არა მხოლოდ იმ ჯგუფს ვინც ახსენა პრემიერმა როგორც უდისციპლინო ელემენტების შემტანი, არამედ მთლიანად ყველა აბსოლიტურად. მათ შორის რათქმაუნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეცაა, მე შორსა ვარ იმ აზრისგან, ამ პროცესების თავიდან აცილება არ შეიძლებოდა.  ეს დაპირისპირებები გზა და გზა იჩენდა ხოლმე თავს, ამიტომ აუცილებელი იყო  ერთიან გუნდში მონახულიყო საერთო ინტერესი. ის რომ პოლიტიკური პირები ცდილობენ გავლენის მოპოვებას  ეს არის აბსოლიტურად ბუნებრივი და ამაში ვერავინ ვერავის ვერ დაადანაშაულებს. პოლიტიკაში არავინ მიდის იმისთვის რომ ვიღაცას ყანა დაუხნას მოდიან სწორედ იმ მოტივაციით რომ გავლენა ჰქონდეთ ხელისუფლებაში.

 

როდესაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ალექსანდრე ჩიტიშვილისგან პირველად დაანონსდა ე.წ უნდობლობის პროცედურა, იმავე წუთიდან უნდა დაეწყო ცენტრალურ ხელისუფლებას ფიქრი რომ ეს პროცესები ჩიხში არ შესულიყო.

ბოლო 24 წლის განმავლობაში რაც მახსენდება რეგიონალ მმართველობაში თუ არ ჩავთვლით ასლან აბაშიძის ისეთ მმართველობას როცა ხელისუფლება შეიცვალა და შევარდნაძე მოვიდა თუმცა პირდაპირი დაპირისპირებაც ქონიათ და გარკვეული მხარდაჭერაც იყო მათ შორის. რეგიონის ხელისუფლებაში გამარჯვებული რჩებოდა ის კონკრეტული პიროვნება, ვის მიმართაც ცენტრალურ ხელისუფლებას ქონდა მხარდაჭერა. ლევან ვარშალომიძის შემთხვევაშიც მე მახსენდება ის ჯგუფი რომელიც იყო მკვეთრად რევოლუციური მკაფიოდ ბევრი ნიშანია ერთმანეთთან.  აჭარის ვარდების რევოლუცის შემდეგ როდესაც ლევანი მოვიდა ხელისუფლებაში და ვარდების რევოლუციის აქტურმა მხარდამჭერებულებმა გალახულებმა, დაპატიმრებულებმა თუ სხვებმა დაიწყეს  პარტიული კულუარული ბრძოლა, რეალურად ეს პრობლემა მოაგვარა პრეზიდენტმა, რომელიც ჩამოვიდა და კობა ხაბაზის განრიდება მოახდინა.  შესაბამისად რევოლუციური გუნდი დარჩა ლიდერის გარეშე და მათ  გაუჭირდებოდათ ბრძოლა ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ.  ამ შემთხვევაში მეტწილად გამარჯვება ვის მხარეზეც იქნება, იქნება მეტწილად იმის მხარეზე ვისაც ექნება ცენტრალური ხელისუფლების მკაფიო მხარდაჭერა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაღაც კონტური იყო ამისა.

 

 

საარჩევნო სიებს გულისხმობთ?

დიახ, რა თქმა უნდა.

 

 

გამოდის  პოლიდსაბჭომ  გააკეთა ყველაფერი იმისთვის რომ უნოდობლობის პროცედურა შეჩერებულიყო?


რაღაცნაირად დროში გაწელა.  მნიშვნელოვანია როდესაც ბრალდებას აყენებ და ამ ბრალდების გამო იწვევ პოლიტსაბჭოს. სხდომა ბრალდება იყო შემდეგი რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პარტიის დისციპლინა უარყვეს. პოლტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვგებულობთ რომ რამდენიმე დეპუტატს საყვედური გამოუცხადეს. გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ ამათზეც არ არი.  ასეთი ტიპის პროცესი როცა იქმება და ჩვენი რეგიონისთვის არ არი მაინც და მაინც სასიამოვნო, უბრალოდ რეპუტაციის თვასაზრისით, მე არ ვამბობ წმინდა საქმიანობის თვალსაზრისით, რეალურად ეს არის ხელშეშლა იმიტომ რომ ნორმალურ მშვიდ ვითარებაში ვერც მთავრობა და ვერც უმაღლესი საბჭო ვეღარ მუშაობდა.   რეპუტაცია ორივე მხარისთვის არი შელახული და შელახული რეპუტაცია არი ძალიან გრძელვადიანი ამ შემთხვევაში.

რაც შეეხება პროცედურის შეჩერებას, აქაც რაღაც პოლიტიკური სიცბიერე არი, იმიტომ რომ რამდენიმე დეპუტატს გამოეცხადა საყვედური რამდენიმეს არა.

 

 

სამს საყვედური გამოეცხადა შეუთანხმებელი განცხადებების გამო

 

აქაც ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენად მოახერხებენ და რაშიც ვხედავ პოლიტიკური საბჭოს სიცბიერეს. ხომ არ ცდილობენ ისინი მურმან დუმბაძის გუნდს ჩამოაშორონ გარკვეული ადამიანები.  გახლეჩა მოახდინონ, იმიტომ რომ უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში რთული იყო მკაფიო მკაცრი გადაწყვეტილების მიღება. რადგან რეალურად უმაღლესი საბჭო დარჩებოდა ქართული ოცნების ფრაქციის გარეშე. თუ მათ ეს მოახერხეს, მურმან დუმბაძის გუნდის გახლეჩა მათ შეიძლება შეძლონ სამკაციანი ფრაქციის შენარჩუნება.

 

აქვე ალბათ გასათვალისწინებელია ისიც რომ რეგიონს მთავარ საფინანსო დოცუმენტს ამტკიცებს უმაღლესი საბჭო

 

ბუნებრივია ისინი ორი  წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემების წინაშე იქნებიან მუდმივად. არცერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს მუდმივად ასეთ უცნაურ მდგომარეობაში ყოფნას. დღეიდან უკვე მაინტერესებს იქნება თუ არა დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი.  სამკაციანი ფრაქციების მხარდაჭერა საკმარისი არ არის ბიუჯეტის მისაღებად. ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება შეიძლება იძულებული გახდეს ამ კუთხით მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე თქვას, ახლა ჩვენ უკვე მივხვდით რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მარტო პეტრესი კი არა პავლესიცაა და ამ შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არც აჭარის მთავრობის მიმართულებით გამოვრიცხავ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ველოდები.

წარმოიდგინეთ წინ კიდევ ორი წელია და ორი წლის განმავლობაში ასეთი ტიპის მუდმივი კრიზის მოლოდინს ვერ გაუძლებს ვერცერთი ხელისუფლება. თანაც ეს არ არი ის ხელისუფლება რომელიც ძლიერია ამ კუთხით. მე ამ ყველაფერს ადგილობრივ ფოლკლორს ვეძახი.

 

 

კიდევ უფრო მნიშვნელოვან გაგრძელებხომ არ უნდა ველოდეთ, ვთქვათ რაიმე ტიპის რღვევებს კოალიციის შიგნით რეგიონის დონეზე?


 მე მაინც მგონია რომ რღვევა უფრო მეტეად გამოწვეული იქნება ცენტრში კოალიციაში მიმდინარე პროცესებით, ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია რომ ამან შეიძლება რაღაც რღვევა გამოიწვიოს.  ნებისმიერი ჯგუფი ადგილობრივ დონეზე მაინც ელოდება ცენტრალურ დირექტივას პარტიის ლიდერებიდან. თუმცა არის აქ კიდევ ერთი რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისითვის ფსიქოლოგიურ მხარეებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ის გარკვეულ განწყობებს ქმინის. ამიტომ პროცესი რომელიც ახლა დაიწყო იმ ფონზე როდესაც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არის გარკვეული უთანხმოება და საკმაოდ არასასიამოვნო რა თქმა უნდა ეს ქმინის იმის ვარაუდის საშუალებას, რომ თუნდაც კოალიციაში რაღაც პროცესები შეიძლება დაჩქარდეს. ფსიქოლოგიური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის. რათქმაუნდა აქ იმოქმედებს ე.წ პრეცედენტის დაშვების საკითხიც. ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლა კოალიცია დაიშლება, მაგრამ არც იმას გამორიცხავს ამან ბიძგი მისცეს რაღაც პროცესებს.

 

კომპრომატების ომმა რა აჩვენა საზოგადოებას?

 

სამწუხაროდ დიდი ნაწილი ჩვენი ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის არის იმ მდგომარეობაში რასაც მე ვეძახი „თოკი მოიტა ძროხა მოაბი.“  მაგალითად კომპრომატი როდესაც მედეა ვასაძემ ჩანაწერი გამოაქვეყნა. არის ადამიანების ჯგუფი რომლებთანაც ურთიერთობა არა რთული, მათ აქვთ ატავისტური, დამანგრეველი მოქმედებები, შემოდიან სერიოზულ კონფლიქტში. მეორე მხარეს რაც შეეხება ჩანაწერთან დაკავშირებით გეტყვით რომ ეს იყო აბსოლიტური არცოდნა როდესაც უნდა გაითვალისწინო ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და ისიც რა მოქმედებებსაც ის განახორციელებს . ძალიან იოლი იყო ახლა ამის დაშვება. სულელი უნდა იყო რომ ეს არ წარმოგედგინა.

ახლა ძალიან  დაგვიანებულია ამის თქმა მაგრამ ამ დაპირისპირებაში ასეთი შეყოლა აჭარის მთავრობის მხრიდან იყო აბსოლიტურად აბსურდული. და ზუსტად აქ არი პოლიტიკური პასუხისმგმგებლობისა და რეპუტაციის თემა.

 

 

შელახა ამ ჩანაწერმა  აჭარის მთავრობის იმიჯი?

რა თქმა უნდა. ჩვენი საზოგადეოება ძალიან შორს არი მოარალური ღირებულებებისაგან ხშირად და წარმოიდგინეთ ჩვენ საზოგადოებაში რამდენმა პროცენტმა დაიჯერა რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უცებ გაუჩნდა კეთილშობილური მიზნები ვიღაცის ოჯახის მდგომარეობის სიდუხჭირის გათვალისწინების გამო.

 

დღეის მდგომარეობით ვინ არის გამარჯვებული, აჭარის მთავრობა?

ამ პროცესში დამარცხდა ორივე მხარე და დამარცხდა მმართველი პოლიტიკური ძალა.

 

 

მურმან დუმბაძის თქმით პოლიტსაბჭო ითხოვდა პრცედურის შეჩერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარიცვით დაემუქრნენ. უნდობლობის პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა. ხომ არ  ნიშნავს ეს იმას რომ თუ ცენტრი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მსგავსი პროცედურა ვერ შედგება?


კონსტიტუციურად რომ მივყვეთ შეიძლება აღმოვაჩინოთ რომ უმაღლეს საბჭოში მართლები არიან.  წმინდა სამართლებრივად რომელიც არ არის პოლიტიკაზე ნაკლები ღირებულების. ეს არის მცდელობა წარმომადგენლობითი ორგანოს მინიმუმ დაკნინების მაინც. უმაღლეს საბჭოს რომელიც თვლის რომ მთავრობა არ მუშაობს კარგად და ლეგიტიმურად ითხოვს მის გადაყენებას საქმიანობაში  ჩაერია ცენტრალური ხელისუფლება. ერთია პარტია მეორე არი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობები. ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ გამიჯნულია ხელისუფლებებიო და დუმბაძესთან ჰქონდა პრეტენზია რომ ის ხშირად ცდილობს აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევას.

 

 

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ხომ არ წაახალისებს  აჭარის მთავრობას, რომელიც ანგარიშვალდებულია უმაღლეს საბჭოსთან?

თუ მათ მართლა გამარჯვებულის ეიფორია აქვთ ესეც ალბათ მათი პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია. ოპოზიციაში ამათი ყოფნა იქნება ძალიან რთული აჭარის მთავრობისთვის. ამას დავინახავთ როდესაც იქნება ბიუჯეტის მოსმენა. დავინახავთ რომ მდგომარეობა არც ისე მარტივია და ასე ძვირფასად ვერ იგრძნობენ თავს.

 

 

თუ დავა მართლაც გაგრძელდა რაღაც საკითხების დამტკიცებისას ვთქვათ მთავარი საფინასო დოკუმეტის დამტკიცებისას გამოდის რომ რეგიონზე ცუფად აისახება?

ეს ცხადია.

 

 

ის რომ მედეა ვასაძეს მთავრობის მამხილებელი დოკუმენტი სეიფში უდევს მაშინ როდესაც ის ანგარიშვალდებულია ხალხთან . რატომ  უნდა ედოს ხალხის არჩეულ დეპუტატს მამხილებელი დოკუმენტი სეიფში?

ასეთი ტრიუკები ქონდა მიხეილ სააკაშვილს და ის თვითონ არ აქვეყნებდა აწვდიდა ჟურნალისტებს, მედეა ვასაძეს როგორც ჩანს ეს სკოლა არ აქვს გავლილი. არის თუ არა ეს დანაშაულის დაფარვა ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ.

 

 

 მე ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებაზე ვსაუბრობ

კი ბატონო, ამომრჩეველთან პასუხისმგებლობის კატეგორიაში შეგვიძლია განვიხილოთ ეს.

 

შშმ პირთა უფლებებისათვის წლიურს ანგარიშს აქვეყნებს

 

 

შეხვედრას ესწრებიან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მისი მოადგილე, ქალაქის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორები.

 

საპატიო თავმჯდომარედ დღეს ირჩევენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის დირექტორს ოსმან მჟავანაძეს.

დღეს ორგანიზაცია ერთი წლის გახდა, როგორც თამაზ მჟავანაძემ, ორგანიზაციის თავმჯდომარემ პრეზენტაციის დროს განმარტა, ეს იყო სტუდენტების მიერ შექმნილი არასამთავრობო რომელიც შშმ პირთა უფლებებზე მუშაობს.

ადვოკატის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

 

მისივე განმარტებით, მისი ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევით შეაფასეს (წვრილმანი ხულიგნობა)

 

სასამართლო პროცესის ადმინისტრაციული წესით  სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

პროკურორი ადვოკატს უჩივის

 

რამინ პაპიძე

ადვოკატი რამინ პაპიძე დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. როგორც მან „ბათუმელებთან” საუბრისას თქვა, გამომძიებელმა ომარ მიქელაძემ მას ბათუმის იუსტიციის სახლში მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუსვა კითხვები.

 

აი, რას ყვება პაპიძე: „19 აგვისტოს ვიმყოფებოდი ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძესთან შესახვედრად. მას ვერ დავუკავშირდი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. იუსტიციის სახლში პროკურატურის მისაღებთან ყოფნისას შევნიშნე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ხორავა, რომელიც საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებს ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ანზორ ძირკვაძის წარმოებაში არსებულ დ. დ.-ს განცხადების გამო დაწყებულ გამოძიებაზე.

 

აღნიშნული საქმის გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით ერთი წელი და ექვსი თვეა, საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ამ დრომდე არ არის მიღებული. ბოლო ოთხი თვეა (ხორავა) მეუბნება, დღეს ან ხვალ გადავწყვეტთო, თუმცა მატყუებდა. რამდენჯერმე ამ საქმეზე შეხვედრაც დამითქვამს გამომძიებელთან და კლიენტთან ერთად, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. იუსტიციის სახლში შეხვედრისას მას ვკითხე დ.დ-ს საქმის შესახებ, კერძოდ, თუ რა ხდებოდა ამ საქმეზე.

 

მან გაბრაზებულმა მიპასუხა, რომ ჩემთვის არ ეცალა და თავი დამენებებინა, ამავდროულად მოძრაობა არ შეუჩერებია. ეს იყო აგდებული და გამაღიზიანებელი პასუხი, მე მას ვუთხარი, რომ თუ ის გაბრაზებული იყო, დაელია ცივი წყალი და ნუ ფხუკიანობდა. ჩემს ამ რეპლიკაზე მან მიპასუხა, რომ მე ვიქცეოდი თავხედურად, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა, ვინაიდან ის უკვე აშკარა შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რის გამოც მე მას ორი უცენზურო სიტყვით ვუპასუხე. ეს კამათი გაგრძელდა მაქსიმუმ 50 წამს. ამ დროს ლიფტიდან გამოვიდნენ ქალაქის პროკურორი და პოლიციელები, მოგვიანებით კი გავიგე, რომ პროკურორმა ხულიგნობის მუხლით მიჩივლა”.

ამ თემასთან დაკავშირებით არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას _ ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ხულოგნობა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება: უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეები ვაუჩერის მისაღებად საფასურს აღარ გადაიხდიან

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რის შედეგადაც ძალადაკარგულია ის ნორმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკისრებს ვალდებულებას, სასკოლო ვაუჩერის მისაღებად გადაიხადონ განსაზღვრული ოდენობის თანხა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ზოგადი განათლების მისაღებად უცხოელებისათვის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა, რადგან სასკოლო ვაუჩერს საქართველოს მოქალაქეები უსასყიდლოდ იღებდნენ, ხოლო უცხოელები ამისთვის საფასურს იხდიდნენ, ამით სხვა ქვეყნის მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ.

 

გარდა ამისა, საიას მიაჩნდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლს, სადაც მითითებულია, რომ განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება ყველას და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის უფლებას წარმოადგენს.

ილიას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო ჩანაწერი

 

 

სასამართლო განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერის თანახმად, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის განხილვა 1941 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 1942 წლის 5 იანვარს დასრულდა. სასამართლო სხდომა სწორედ იმ დარბაზში მიმდინარეობდა, რომელიც დღეს ისტორიული დარბაზის სახელითაა ცნობილი. აღნიშნული საქმის მასალები ორი ტომისგან შედგება.

 

 

 

„მართლმსაჯულების მუზეუმი“

გიორგი აბაშიძე საქართველოდან წავიდა

 

გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი

 

 

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე 12 სექტემბერს ბათუმში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დააკავეს და შემოწმებაზე გადაიყვანეს.  მას შემოწმებისას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება, მედატონი აღმოაჩნდა.

 

 

 

გიორგი აბაშიძის ადვოკატი რამინ პაპიძე ახლა სასამართლოში ირწმუნება, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ის მედიკამენტები შეიცავს, რომელსაც გიორგი აბაშიძე მკურნალობის მიზნით იღებს. მისი განმარტებით, მედიკამენტები ექიმის მიერაა დანიშნული.

დღეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინეს სასამართლოს, რომელიც პაპიძის თქმით, აბაშიძემ მოსკოვიდან გამოაგზავნა.

 

 ადვოკატის მტკიცებით, გიორგი აბაშიძე საქართველოში 27 აგვისტოს შემოვიდა, საქართველო კი 12 სექტემბერს დატოვა. მისი თქმით, აბაშიძეს მეტადონი საქართველოში შემოსვლამდე ჰქონდა მიღებული.

სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ დაკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ მედატონი ადამიანის ორგანიზმში 7-დან 10 დღემდე რჩება. 

 

ექსპერტის  თქმით, გიორგი აბაშიძეს ლაბორატორიული კვლევის დროს მეტადონისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ადმინისტრაციული კოდექსის  მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერების პირველად მოხმარება 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

პოლიციელის განმარტებით, რომელმაც გიორგი აბაშიძის დაკავების ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა, სასამართლოზე თქვა რომ აბაშიძე ბათუმში სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააპატიმრეს  და ნარკოლოგიური შემოწმების შემედეგ ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

სოფელ ჩანჩხალოში სწავლა არ დაიწყო

 

 

 „ბათუმელები“ ამ თემაზე ჩანჩხალოს სკოლის დირექტორს დავით მიქელაძეს ესაუბრა. „შეიქმნა 10 კაციანი ჯგუფი, ხვალ 2 საათზე შედგება შეხვედრა გეოლოგებთან. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში სწავლა ზეგისთვის განახლდება. ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ სასწავლო პროცესი”-განაცხადა დირექტორმა.

 

 

აჭარის განათლების მინისტრის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა უკვე დადებულია:

 

 

„ძირითადი მიზეზი სწავლის შეჩერების ის იყო რომ შენობა არის ავარიულიო. პარასკევს იყო გაგზავნილი სპეციალისტები და დაიდო უკვე დასკვნა რომ შენობაში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია. ჩვენც ვაპირებთ სოფელში ჩასვლასაც რომ დაველაპარაკოთ მოსახლეობას“. 

Exit mobile version