პროგრამაშია: რ. შუმანი, საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი, თხზ. 54; ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, სიმფონია 1 დო მაჟორი, თხზ. 21
მონაწილეობს: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკეტრი, დირიჟორი: დავით მუქერია.
10 დეკემბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე კი ხელოვნების ცენტრის მესამე სართულის ფოიეში ელისო ვირსალაძის სოლო კონცერტის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის მონაწილეები იქნებიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, პიანისტი ელისო ვირსალაძე, დირიჟორი დავით მუქერია, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორი გიორგი მიქელაძე და ბათუმის ხელოვნების ცენტრის პრეს-სპიკერი სალომე ცეცხლაძე.
ბათუმის ხელოვნების ცენტრი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1 [თამარის დასახლება]
ჩემი ჩათვლით, სულ 16 ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში და აქედან 15-მა მე დამიჭირა მხარი. მე არავის არაფერს არ ვთავაზობ. დაახლოებით 24 წელია წინამძღვარი ვარ. 11 წელი ხელვაჩაურის მუფთი ვიყავი, აქედან გამომდინარე ავტორიტეტი მქონდა ხალხში, ჩემს საბჭოშიც. ვემსახურები ღმერთს და არ გავაკეთებ იმას, რაც არ ეკადრება მორწმუნე ადამიანს. ეს არის ჩემი ავტორიტეტი.
ამ ყველა საკითხზე ვმუშაობთ და უცებ ყველაფერი არ კეთდება. ვთათბირობთ ხელისუფლებასთან, საბჭოსთან და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, რელიგიას და ა.შ
წინა მუფთის ამბავში არ ჩავერევი, მაგრამ სამუფთო რეზიდენციის მშენებლობის საკითხი ძალაში რჩება. ვნახავთ, მუსლიმები რომელ საკითხებს მიანიჭებენ უპირატესობას. ვფიქრობ, ამ პრობლემებს მომავალში წერტილი დაესმება და აღარ იქნება ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შუღლი. ერთმანეთის სიყვარულით უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.
ჩვენ ყველაფერს დავეთანხმებით, როგორც სახელწიფო გადაწყვეტს. თუ სჭირდება მუსლიმ თემს მეჩეთი, უნდა აიგოს მეჩეთი, თუ სჭირდება რეზიდენცია და ვფიქრობ, რომ გვჭირდება, უნდა გაკეთდეს რეზიდენცია. სტუმარს ვერ ვიღებთ წესიერად. ყველაფერი იქნება გარკვეული და ყველაფერზე გექნებათ ინფორმაცია, როცა მოვა ამის დრო.
კითხვის ნიშნები რომ არსებობდა, ჩვენც იმიტომ მოვედით, ეს კითხვის ნიშნები აღარ იყოს და ყველაფერი მოვაგვაროთ. ეს არის ღვთის ნება, თუ ის იტყვის, გაკეთდება.
აღარ არიან ეგ ადამიანები. ერთი იყო ფაქტობრივად, ბეგიაშვილი და ჩვენ ჩავანაცვლეთ რეზო მიქელაძეთი, რომელმაც ქართულად თარგმნა ყურანი და არის განათლებული ადამიანი. ყველაფერი მოგვარებულია, არც სამმართველოსთან გვაქვს პრობლემები და არც სახელმწიფოსთან. ჩვენ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით, თუ ვიქნებით ერთად.
მე ვარ რელიგიური პირი, ღმერთის მორჩილი ადამიანი და ამის გარკვევა ჩემი საქმე არ არის. ვეცდები ის კონფლიქტები, რაც აქამდე იყო მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის, მოგვარდეს.
შუახევის დაბის საბავშვო ბაღში, ერთ ჯგუფში, ნაცვლად 37-სა 56 ბავშვი ჰყავთ
დაბის საბავშვო ბაღი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. ოთახში სკამებსა და მაგიდებს შორის ბავშვები თამაშობენ, ბაღის აღმზრდელი იქვე, ღუმელთან დგას და ბავშვებს ყარაულობს, რომ შეშის ღუმელს არ მიუახლოვდნენ – ღუმელი შემოსაზღვრული არ არის და ბავშვის დაზიანების რისკიც შესაბამისად მაღალია.
საბავშვო ბაღის ამ ჯგუფში 2-დან 4 წლამდე ასაკის 56 ბავშვი ჰყავთ, თუმცა დღეს (24 ნოემბერი), როგორც აღმზრდელი მიხსნის, დილით ცუდი ამინდი იყო და ამიტომ ბავშვებიც ნაკლები არიან.
ააიპ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ნათელა გოგიტიძის თქმით, მოქმედი წესდებით, ბაღის ჯგუფში ბავშვთა ოდენობა 37-ს არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად, ბავშვთა ოდენობა ამ ბაღში დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს.
„მოქმედი წესდებით, ბაღის ჯგუფში 37 ბავშვის მიღების უფლება გვაქვს, ბაგის ჯგუფში კი – 17 ბავშვის. მომავალი წლიდან წესდება იცვლება, ცვლილება შეეხება მხოლოდ ბაგის ჯგუფს. დღემდე ბაგის ჯგუფში ბავშვებს ერთი წლიდან ვიღებთ, ახალი წესდებით წლინახევრიდან მივიღებთ – 25 ბავშვის მიღების უფლება გვაქვს“, – ამბობს ნათელა გოგიტიძე.
ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, ბაღზე განსაკუთრებული მოთხოვნა მხოლოდ დაბაშია. ის დასძენს, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედ ხუთივე ბაღში დამაკმაყოფილებელი ვითარებაა.
„ხუთი საბავშვო ბაღი გვაქვს – დაბა შუახევის, ჭვანის, უჩამბის, მახალაკიძეებისა და ნიგაზეულის, ბაგის ჯგუფი მხოლოდ დაბაში გავხსენით, რადგან მოთხოვნა მხოლოდ აქ იყო. განსაკუთრებული მოთხოვნა დაბის ბაღზე მოდის, დანარჩენ ბაღებში ბავშვთა რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე ნაკლებია: მაგალითად, 48 ბავშვზე გახსნილ ნიგაზეულის ბაღში 30 ბავშვი გვყავს, ანალოგიური მდგომარეობაა მახალაკიძეებში, 38 ბავშვზე გახსნილ ბაღში 23 ბავშვია, უჩამბაში 22 ბავშვი გვყავს, მაშინ როცა ბაღი 25 ბავშვზეა გახსნილი. ყველა ბაღში კარგი ვითარებაა, საჭირო ოდენობის ინვენტარი და საშტატო ერთეულია“, – ამბობს ნათელა გოგიტიძე.
დაბა შუახევის ბაღის ფილიალის ხელმძღვანელი საბავშვო ბაღში კონტიგენტის ზრდას სახელმწიფო დაფინანსებით ხსნის და დასძენს, რომ დეკემბერიდან ბაღში სკოლამდელი ჯგუფი გაიხსნება და ვითარება დასტაბილურდება.
საბავშო ბაღი ამ შენობაშია განთავსებული
„2007 წლიდან ვმუშაობ ბაგა-ბაღში, ასეთი მოთხოვნა არასოდეს ყოფილა. ბაგა-ბაღში სამი ჯგუფი გვაქვს – ბაგის, სადაც ორ წლამდე ასაკის 16 ბავშვი ირიცხება, ბაღის უმცროს ჯგუფში – 35 ბავშვი და შერეულ ჯგუფში – 56 ბავშვი. მართალია, ამ დროისთვის 107 ბავშვი გვყავს, თუმცა 12 ბავშვი სამი თვე არ გამოცხადებულა და უნდა ამოვიღოთ სიიდან. სკოლამდელ ჯგუფში ბავშვები გადანაწილდებიან შერეული ჯგუფიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, სასკოლოდ ბავშვები უკეთესად მოვამზადოთ“, – ამბობს ფილიალის მენეჯერი ციური აბაშიძე.
დაბის ბაღში დასაქმებული აღმზრდელები და აღმზრდელის თანაშემწეები სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ საუბრობენ იმაზე, რომ უჭირთ ამდენ ბავშვთან გამკლავება და ეს ძალიან დამღლელია. პირად საუბარში ამბობენ, რომ კანონით მინიჭებული შესვენების უფლებითაც კი ვერ სარგებლობენ.
აღმზრდელები დაბის ბაღში დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე, შესვენების გარეშე მუშაობენ. მათი ანაზღაურება 300 ლარია.
ციური აბაშიძის თქმით, აიპის ჩამოყალიბებამდე ამ ბაღში დილისა და შუადღის ცვლა ჰქონდათ. „მას შემდეგ, რაც აიპი დაფუძნდა, ორივე აღმზრდელი დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობს. იყო პრეტენზიები ამის თაობაზე. მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე დაგვპირდა დახმარებას და ჩვენც მისი იმედი გვაქვს“, – ამბობს ციური აბაშიძე.
ბაღების გაერთიანების დირექტორი ცვლის არარსებობაში პრობლემას ვერ ხედავს. ამბობს, რომ ასეა ქედისა და ხულოს ბაღებშიც. ნათელა გოგიტიძე: „ბაღებში აღმზრდელებს რვასაათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ და ერთი საათი შესვენება. ისარგებლებენ თუ არა კუთვნილი შესვენებით, ეს მათი გადასაწყვეტია, ორი აღმზრდელი და ძიძა გვყავს ჯგუფში, შეუძლია ერთი გავიდეს და მეორე დარჩეს. ბაღებში არსებული საშტატო ერთეული აკმაყოფილებს მოთხოვნას. ბაღები გაიხსნა 2009 წელს, არ იყო დამლაგებლის შტატი. ერთი თვის წინ მახალაკიძეებსა და უჩამბის ბაღებში დავამატეთ ძიძის შტატი, დამატებით სამი შტატი დაგვიმტკიცეს დაბის ბაღშიც – ძიძის, აღმზრდელისა და ფსიქოლოგის, თანამშრომლები კონკურსის წესით დაინიშნებიან“.
კითხვაზე, ირღვევა თუ არა ბავშვებისა და ბაღში დასაქმებულთა უფლებები, როცა ჯგუფში 54 ბავშვი ირიცხება? – ყველა ამბობს, რომ უფლებები დაცულია.
„არავის უფლებები არ ირღვევა, ბაგა-ბაღების საქმიანობა განსაკუთრებულ კონტროლზე გვყავს აყვანილი. ჩვენ როცა მოვედით, პრობლემები დაგხვდა, ყველაფერს დაფინანსება უნდა“, – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე.
„ბავშვის უფლებები იმიტომ არ ირღვევა, რომ მშობელი გვთხოვს, ბავშვი ბაღში მივიღოთ, უარი როგორ ვუთხრათ? მაშინ, როცა ბავშვების უმეტესობა სწავლას გიმნაზიაში იწყებს და იქ ბაღში გავლილ ბავშვებზე კეთდება აქცენტი. მასწავლებლები დატვირთული არიან, მაგრამ ბავშვის მდგომარეობაშიც ხომ უნდა შევიდეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დეკემბრიდან ჯგუფის გახსნით კარგი ვითარება გვექნება“, – აცხადებს ციური აბაშიძე.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ პრობლემები მემკვიდრეობით ერგო. ის დასძენს, რომ საშტატო ნუსხას საჭიროებისამებრ დაამატებს: „შემთხვევითი არ არის, რომ რეორგანიზაცია დავიწყე. ბაღების გაერთიანების უფროსს ვთხოვე წარმოედგინა თავისი ხედვა და კონცეფცია ბაღებთან დაკავშირებით. ვეთანხმები იმას, რომ ბაღებში აუცილებლად უნდა იყოს ცვლები, საშტატო ნუსხა გადაიხედება და საჭიროებისამებრ დაემატება შტატები. გარდა ამისა, სამომავლოდ ოთხი ბაგა-ბაღის გახსნა მაქვს დაგეგმილი, ეს იქნება სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები“.
გასულ კვირას “ბათუმელებს” ნუგზარ თაბაგარი ტელეფონით დაუკავშირდა და ციხიდან წერილიც გამოგზავნა. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც “ბათუმელებში” მის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, საკანში ლოგინი შეუტანეს, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსისგან კი წერილი მიიღო. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერენ, რომ პროკურატურას მიმართეს დაუყონებლივ გამოიძიონ თაბაგარის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
“2014 წლის 14 სექტემბერს, როცა საავადმყოფოს ეზოში ბადრაგის თანამშრომლებმა მცემეს, თვითხმილველები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები – ძმა, მშობლები და ჩემი მეუღლე. ამ ფაქტის გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჩემმა მეუღლემ პროკურატურას წერილობით მიმართა, ეს 14 სექტემბერს მოხდა. ის მოწმის სახით მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაკითხეს”, – ამბობს ნუგზარ თაბაგარი “ბათუმელებთან”.
ნუგზარ თაბაგარის მეუღლე მანანა ამბობს, რომ პროკურორმა ის 27 ნოემბერს დაკითხა: “როცა მეექსვე დაწესებულებაში იყო ჩემი ქმარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ამიტომაც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ეზოში ჩემს თვალწინ სცემა ის ბადრაგმა. მე დამნაშავის დასჯას ვითხოვ, წერილობით პროკურატურას 15 სექტემბერს მივმართე, მაგრამ 27 ნოემბერს მომაყოლეს სად რა დავინახე”.
პროკურატურამ მოწმის სტატუსით უკვე დაკითხა ნუგზარ თაბაგარიც, თუმცა თაბაგარი დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. რა მუხლითაა ძიება დაწყებული და არიან თუ საქმეში ბრალდებულები? – “ბათუმელების” ამ კითხვას პროკურატურაში არ პასუხობენ. ნუგზარ თაბაგარის მთავარი მოთხოვნაა სტანდარტულ საკანში გადაყვანა და მკურნალობა. “ბათუმელებს” მან გამოუგზავნა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია №3 დაწესებულების მთავარი ექიმის ზურაბ ორაგველიძის ხელმოწერით. მისი თხოვნით, რედაქციამ გადაწყვიტა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჯარო გახადოს.
ეს დოკუმენტი თაბაგარმა ციხიდან გამოაგზავნა
“დისკოპათია, ქრონიკული იშიო-რადიკულიტი, ჩატარებული ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დისკის რგოლი დარღვეულია, თიაქარი, წელის მალების ოსტეოქონდროზი… თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ქრონიკული პროსტატი, ქრონიკული ბალანოპოსტიტი, კუდუსუნის მიდამოს კისტა, ჰემოროიდული დაავადება, გამწვავების შემთხვევაში საჭიროებს ოპერაციას… ფილტვის ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი მდგომარეობა, ქრონიკული ც ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი. 2013 წელს დიაგნოსტირებული აქვს ფილტვების ტუბერკულოზი, ჩართული იყო ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაში… ემოციურად არასტაბილური აშლილობა…
2014 წლის 15 ოქტომბერს წელისა და მარცხენა ქვემო კიდურის გაუსაძლისი ტკივილის გამო ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია, დაესვა დიაგნოზი: ფესობრივ-ალგიური სინდრომი, რაც საჭიროებს ადეკვატურ გაუტკივარებას”, _ ეს ამონარიდია დოკუმენტიდან, რომელიც ციხიდან 33 წლის ნუგზარ თაბაგარმა გამოუგზავნა “ბათუმელებს”. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე კი “ბათუმელებთან” განმარტავს: “თაბაგარს სამედიცინო თვალსაზრისით ჩაუტარდა ყველაფერი, რაც საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის და მისი ინტერესების ყველაზე ეფექტურად დაცვა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რადგან ის პატიმრობიდან გაათავისუფლა მკურნალობის შემდეგ (თაბაგარი ნასამართლევია – 28 წელი ჰქონდა პატიმრობაში ყოფნის დარჩენილი, თუმცა პრეზიდენტმა შეიწყალა-ავტ.) მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა არის ჩვენი ინტერესი და იმედია, ის, როგორც პატიმარი და პაციენტი ითანამშრომლებს ამ მიზნის მიღწევაში ექიმებთან”.
რატომ არის ანტივანდალურ საკანში მოთავსებული თაბაგარი, ყველაზე უფრო მას ეს აინტერესებს: “თუ ისინი ფიქრობენ, რომ მე თვითდაზიანებისკენ ვარ მიდრეკილი, მინდა გითხრათ, რომ თავის დაზიანების საშუალება ამ საკანშიც არის. პირად საქმეში რეჟიმის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ მაქვს დაფიქსირებული. არ მაქცევენ ყურადღებას სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლები. ცხრა თვეა ციხის საჭმელს არ ვიღებ. დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას – ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მაინტერესებს, რომელ კანონში წერია, რომ პატიმარს ლეიბი, საწოლი, სკამი და მაგიდა არ უნდა ჰქონდეს, საპირფარეშოა საკანში, რომელსაც ვიდეოთვალი უყურებს. ეს ჩემთვის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაა. ციხის საჭმელს პროტესტის ნიშნად არ ვჭამ, მაღაზიაში კი პური არ იყიდება… დირექტორის მოადგილეს მოჰქონდა ჩემთან პური, ხვიჩა ერქვა. ის კაცი მოხსნეს, ამ მოადგილესაც ხანდახან მოაქვს პური, მას შემდეგ, რაც ჩემ შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მედიაში”.
შინიშვნა: სტატია სათაურით 229-ე საკანში შესახლებულ პატიმარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა გამოქვეყნდა გაზეთ “ბათუმელების” 45-ე ნომერში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ (ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით) არჩილ თალაკვაძემ მესამე დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა:
ბატონო არჩილ, ნუგზარ თაბაგარი 72 დღეა იმყოფება ანტივადალურ საკანში, როგორც ის ამბობს, პირად საქმეში რეჟიმის დარღვევის გამო საყვედურიც კი არ აქვს მიღებული. რატომ იმყოფება საკანში, რომლის პერიმეტრს 24 საათის განმავლობაში ვიდეოთვალი აკონტროლებს, მათ შორის საპირაფრეშოსაც?
დე-ესკალაციის საკნები განკუთვნილი არის იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს რისკი პატიმარმა საფრთხე შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობასა და საკუთარ სიცოცხლეს, ან სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როგორც თავად პატიმარი გატყობინებთ საკუთარი სამედიცინო დასკვნით, მას აღენიშნება ქცევითი პრობლემები და რისკი სახეზეა. რაც შეეხება მისი აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსების პროცედურას – აღნიშნული ცდება სამედიცინო სამსახურის კომპეტენციას.
ნუგზარ თაბაგარი არის მძიმე ავადმყოფი – ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ მან საპატიმროდან გამოაგზავნა ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, რომელსაც მესამე დაწესებულების ექიმი აწერს ხელს, ამის მიუხედავად მას 70 დღეზე ემტი ეძინა ბეტონზე, არ ჰქონდა საწოლი. რატომ? ჯანმრთელობის ცნობაში, რომელიც მან გამოგიგზავნათ ჩამოთვლილია დაავადებები, რომელზეც მას დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარსულში ჩაუტარდა. ასევე ქრონიკული დაავადებები, რომელიც აქვს და მართვადია. არსად (!) დასკვნაში არ წერია, რომ ის მძიმე პაციენტია. მას აქვს უფლება ჩაიტაროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენი შეფასებით ის ამჟამად მძიმე პაციენტი არ არის. დე-ესკალაციის საკანში ინვენტარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ადმინისტრაცია და არა ექიმი.
გარდა ამისა, პატიმარი ჩივის იმაზეც, რომ ციხის მაღაზიაში არ იყიდება პური, კვერცხი, მისი მოთოვნაა მკურნალობა. ამბობს, რომ ტკივილები აწუხებს, და ჩვეულებრივ სტანდარტულ საკანში გადაყვანა რატომ არ ხერხდება? – ეს აინტერესებს პატიმარს... წარსულში არაერთხელ მოხდა მისი მხრიდან სამედიცინო პერსონალზე ზეწოლის ფაქტების დოკუმენტირება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ზედოზირებული მოთხოვნა. მედიკამენტების უკონტროლო მიწოდებამ იგი მიიყვანა მძიმე დამოკიდებულებამდე და მხოლოდ 2013 წლიდან, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის შემდეგ გახდა შესაძლებელი მის მოთხოვნებზე თანმიმდევრული და არგუმენტირებული რეაგირება. ხელახლა, სამედიცინო სამსახური არ დაუშვებს მისი მხრიდან ამგვარი ზეწოლით რაიმე მედიკამენტების გამოწერას. იგი იღებს მკურნალობას, რომელიც დანიშნული აქვს, თუმცა ექიმებთან განკურნებისა და გამოჯანმრთელების მიზნებში სათანადოდ არ თანამშრომლობს. მაღაზიაში არსებული პროდუქტების სია სცდება სამედიცინო სამსახურის და სახელმწიფოს ვალდებულებებს, რადგან სახელმწიფო პატიმრებს უზრუნველყოფს სათანადო კვების სტანდარტით.
როგორც ამბობს პატიმარი, ის სცემა ბადრაგმა. მაშინ, როცა ის თბილისიდან გადმოჰყავდათ ბათუმის დაწესებულებაში… თუ მას აქვს პრეტენზია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, მიმართოს პროკურატურას.
აჭარაში, საკრუიზო კომპანია Paradise Cruise & Ferry-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი ტურისტული კომპანია „ჯემინია“. „ჯემინის“ დირექტორის ლიანა რომანაძის თქმით, სამგზავრო ბილეთის ფასი 216 დოლარიდან ზევით ეღირება.
საახალწლო საკრუიზო მოგზაურობასთან დაკავშირებით ბათუმის პორტში ხვალ 11 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.
– ტურიზმისა და სასტუმრო საქმის მენეჯმენტი (შეისწავლება: ინგლისური, რუსული, თურქული ენები, სასტუმროს დაჯავშნის პროგრამა OPERA (PMS). წარმატებული მსმენელები სტაჟირებას გაივლიან საზღვარგარეთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში;
– ტურიზმისა და სასტუმრო საქმის მენეჯმენტი (შეისწავლება: ინგლისური, რუსული, თურქული, სასტუმროს დაჯავშნის პროგრამა OPERA(PMS). წარმატებული მსმენელები სტაჟირებას გაივლიან საზღვარგარეთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში;
– კორესპონდენტი (კურსის ფარგლებში შეისწავლება ფოტო-ჟურნალისტიკა, ვიდეო გადაღება და მონტაჟი);
– საბაჟო დეკლარაციების სპეციალისტი;
თითოეულ სასწავლო პროგრამაზე მსმენელები გაივლიან სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას შესაბამის დაწესებულებებში. სასწავლებელში ჩაირიცხებიან ნებისმიერი პროფესიის მქონე პირები მათ შორის საშუალო და ცხრაკლას დამთავრებულებიც.
საბუთები მიიღება 13:00-დან 18:00-მდე.
მისამართი: ბათუმი, ჰ. აბაშიძის (ყოფილი ტურგენევის) 14,
ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
„ბიუჯეტში შენარჩუნებულია ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კომპონენტი, გაზრდილია ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სადაც ინოვაციური პროექტების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, ეს იქნება სასათბურე მეურნეობის და მესასაქონლე მეურნეობების განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ახალი სტადიონის და ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისთვის“ – აცხადებს მინისტრი.
2015 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი ტრანსფერის გამოყოფაცაა გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნებიდან, აჭარის მთავრობამ არ გაითვალისწინა შენიშვნა ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რადგან ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, ასევე, გზების დეპარტამენტისთვის სპეცტექნიკის შესაძენი თანხები არ იქნა 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული.
„საგზაო დეპარტამენტთან შევთანხმდით, რომ ამ ტექნიკის შეძენა მოხდება ეკონომიების ხარჯზე“- აცხადებს აჭარის ფინანსთა მინისტრი.
ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული თანხები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის მშენებლობისთვის, რადგან დავით ბალაძის თქმით, მშენებლობის პროექტი ჯერ წარმოდგენილი არ არის. „როცა იქნება პროექტი, მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი გამოიძებნება უმაღლესი საბჭოს შიდა ბიუჯეტში. თუმცა, გადასაწყვეტია მიწის საკითხი, თუ სად შეიძლება აშენდეს შენობა“.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სამინისტროებმა, შესრულებული საქმიანობის ანგარიშიც წარმოადგინეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ე.წ. „ხოფის“ ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, დაიწვა 600 კვმ მეტრზე განთავსებული მაღაზიები და საწყობები.
შპს „ალამი“ ანუ ე.წ „ხოფის“ ბაზრობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მინისტრის, დავით ბალაძის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა: „ამაზე მეტ კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებთ“- აცხადებს ის.
იურისტის თქმით, პიროტექნიკის შენახვაზე რეგულაციები 2003 წლის კანონით იყო განსაზღვრული, რომლის მიხედვით პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციისთვის პირს სპეციალური სერტიფიკატი უნდა აეღო, სადაც განსაზღვრული იყო პიროტექნიკის შენახვის წესებიც. ეს კანონი გაუქმდა.
„უცხო ქვეყნების სავაჭრო ცენტრებში პიროტექნიკისთვის ისეთი ადგილებია გამოყოფილი, სადაც სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. ასეთ ადგილებში აუცილებელია არსებობდეს მიწისქვეშა წყლის კერა, რომელსაც მეხანძრეები იყენებენ ხანძრის გაჩენის დროს“- აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე.
მისი თქმით, პიროტექნიკის შენახვის წესებზე სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. „მათ უნდა უზრუნველყონ სახანძრო განყოფილებების არსებობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ისეთ კერებს სადაც მსგავსი საშიში საქონელი იყიდება. დღეს ბაზრობებზე არის უკონტროლო სიტუაცია“-აცხადებს სამაშველოს უფროსი.
სამაშველო სამსახური მიწისქვეშა წყლის კერების საკითხს იანვრიდან დააყენებს.
„სახანძრო-სამაშველო სამსახურები გადავდივართ პოლიციის დაქვემდებარებაში და ეს საკითხი ახალი წლიდან იქნება მოგვარებული. სავაჭრო ცენტრები, რკინიგზის სადგურები, საბაჟოები, პორტი თუ სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები, წყლის ადგილობრივი კერებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მათ უკრაინიდან დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერიძე, რომელიც, მისი განცხადებით, აჭარის შსს-ს სამმართველოს მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით იძულებით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
“გიორგი ბერიძის განმარტებით, მას როგორც ნასამართლევ პირს, აჭარის შსს სამმართველოს თანამშრომლებმა მოსთხოვეს ქვეყნის 10 დღით დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან ხარაბაძე, მას იარაღის ჩადებით დაემუქრა”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, გიორგი ბერიძე, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა 2014 წლის 21 აგვისტოს ქვეყანა დაეტოვებინა.
“როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, საქართველოში დაბრუნებისას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მას დახვდნენ აჭარის შსს მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც უკანონოდ არ მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ჩასვეს ავტომანქანაში, მიიყვანეს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან და კვლავ იძულებით დაატოვებინეს ქვეყნის ტერიტორია”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ფაქტს საავადმყოფოს ადმინისტრაცია ადასტურებს: „ეს პიროვნება შემოყვანილი იყო გულის პრობლემით, დამწვრობები სხეულზე არ აღენიშნებოდა, რეანიმაციული ღონისძიერების ჩატარების შემდეგ, ცოტა ხნით მოხდა გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მოგვიანებით, აღნიშნული პირი გვიან ღამით მაინც გარდაიცვალა“-აცხადებს, საავადმყოფოს ხელმძღვანელი თამარ მხატვარი.
ქაზანთარ მამედოვი ამბობს, რომ თურქეთში პირადი საქმისთვის გადადიოდა და დღესვე აპირებდა უკან დაბრუნებას, მაგრამ მას ამის უფლება არ მისცეს.
„ტელეფონზე ვიღაც კაცმა მითხრა, ჟვანია ვარა საფინანსო პოლიციიდან და დღეს 5 საათზე თბილისში უნდა იყო დაკითხვაზეო. მე ვუთხარი, რომ გადავალ ერთი საათით და მელევე დავბრუნდები, სარფიდან ნუ მომაბრუნებ-მეთქი. ერთი საათით კი არა 5 წუთით ვერ გადახვალო… ვკითხე, შეტყობინება რატომ არ მომიტანეს ან წინასწარ რატომ არ დამირეკეს. მერე ცოლს გადავურეკე და ვკითხე, სახლში რამე ხომ არ არის მოტანლი-მეთქი და არაო. მოწმის სახით დაკითხვაზე დამიბარეს“.
„აზანთარ მამედოვი ახლაც სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება და საბაჟოს თანამშრომლებისგან ითხოვს ოფიციალურად მოუმზადონ წერილი თუ რის გამო არ გაატარეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ქაზანთარ მამედოვი ამბობს, რომ მას ამ ცნობის მიცემაზეც უარს ეუბნებიან.
ქაზანთარ მამედოვს სავარაუდოდ მოინახულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. მამედოვი ამბობს, რომ აუცილებლად მისცემს ახსნა-განმარტებას სახალხო დამცველის წარმომადგენელს და მერე გაემგზავრება თბილისში.
„აზანთარ მამედოვის თქმით, ის საკრებულოში დამოუკიდებელი კანდიდატია და არც ერთი პარტიას არ წარმოადგენს. ასევე ამბობს, რომ ყოფილი პოლიტპატიმარია: „100 ლარის ქრთამის აღების ბრალდებით დამაკავა სააკაშვილის ხელისუფლებამ და 15-წლიანი პატიმრობა მომისაჯა“.
შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქაზანთარ მამედოვმა ფინანასთა სამინისტროს უნდა მიმართოს.
აღნიშნული პირი სსსკ 240 მუხლის მეორე ნაწილით არის დაკავებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
გუშინ, შვიდ დეკემბერს სავაჭრო ცენტრ „ალამში“ ე.წ ხოფის ბაზრობაზე პიროტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი რკინის კონსტრუქციების შედუღაბება იყო. შედუღაბება იმ მაღაზიაში მიმდინარეობდა, სადაც საახალწლო ფეიერვერკების დიდი დაოდენობა ინახებოდა. ხანძარმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი პირი კი ამ დრომდე ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ არ არის დაზუსტებული.
რამინ პაპიძის ინფორმაციით, ის ამ წუთებში შს სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოს შენობასთან იმყოფება და ცდილობს შევიდეს იმ სამ ადამიანთან, რომლები დღეს ოთხი საათისთვის მიიყვანეს პოლიციაში, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
მოწმის სახით დასაკითხ პირებს შორის არიან ბაზრობაზე არსებული ერთ-ერთი სავაჭრო კონტეინერის მესაკუთრე, ასევე ხელოსანი, რომელიც კონტეინერის მფლობელის დაკვეთით იქვე არსებულ კონსტრუქციას ადუღაბებდა და მისი დამხმარე. ადვოკატის ინფორმაციით, მთავარი სამმართველოს შენობაში კონტეინერის მფლობელის მამა და ძმაც იმყოფებიან.
მოწმის სახით დასაკითხად სამი მოქალაქე დღეს, ოთხი საათისთვის მიიყვანეს მიიყვანეს პოლიციაში. ისინი მას შემდეგ სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.
რატომ არ აძლევენ ადვოკატს უფლებას შევიდეს შს სმმართველოს შენობაში, უცნობია. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ.
დღეს ხოფის ბარზობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა. სხვა ზიანი ჯერჯერობით დათვლილი არ არის.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორის მინდია კახიძის ინფორმაციით,სასწარფო დახმარების ბრიგადამ ‘ხოფის” ბაზრობიდან ერთი ადამიანი გადაიყვანა საავადმყოფოში,მას ჭრილობები ჰქონდა ხელის არეში. მისი ჯანმრთთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, მინდია კახიძის თქმით, ადამიანები ძირითადად შოკურ მდგომარეობაში არიან.
ბაზრობაზე ნაპოვნ ცხედრებს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდებათ.
ჯერჯერობით დაუდგენელია ცხედარი მამაკაცისაა თუ ქალის. ასევე დაუზუსტებელია გვამის ოდენობა: “ჯერ მუშაობენ ექსპერტები, არის საუბარი იმაზე, რომ ორი გვამია ერთმანეთზეა შედუღებული”-ამბობს მამუკა თურმანიძე.
რამდენიმე წუთის შემდეგ სახანძრო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ექსპერტების ცნობით ორი ცხედარია ნაპოვნი.
16:31 „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარი ამ დროისათვის ჩამქრალია. დამწვარია ორი რიგზე მეტი. მოვაჭრეები ნამწვავებში პირად ნივთებს ეძებენ.
16:00 ხოფის ბაზრობაზე ხანძარი მინელდა. აფეთქების ხმა აღარ ისმის. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა უთხრეს, ხანძრის მიზეზი გახდა ელექტროშედუღება, ე,წ, „სვარკა“ პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ. „ბათუმელები“ ამ ინფორმაციას შსს -თან ამოწმებს. ამ დროისათვის დაუდგენელია არის თუ არა მსხვერპლი. მეხანძრეები ცეცხლის კერამდე ჯერ ისევ ვერ მივიდნენ.
15: 50 ხოფის ბაზრობაზე ცეცხლის კერა გაძლიერდა, კვამლმა იმატა. ისმის აფეთქების ხმა – ინფორმაციას ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპოდენტი გვაწვდის.
15:42 ბათუმის სასწრაფო სამედიცნო დახმარების სადგურის უფროსის, მინდია კახიძის თქმით, „ხოფის“ ბაზრობაზე შვიდი სამედიცინო ბრიგადაა მობილიზებული. „დაშავებულები არ არიან, ძირითადად შოკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ვუწევთ დახმარებას“ – განაცხადა მან.
15:13 ხოფის ბაზრობაზე მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხანძრის კერამდე მიღწევას ცდილობენ. ადგილზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან, შვიდი სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ასევე, ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი მანქანა. ექიმების თქმით, მათ მსხვერპლის და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.
15:08 „ბათუმელების“ ინფორმაციით ხოფაზე სამი რიგი იწვის. მიმდებარე ტერიტორიაზე, უბანში, გათიშულია ელექტროენერგია.
14:50: სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, ხოფის ბაზრობაზე მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.
14:15 „მივდივარ გზაში ვარ, მესმის აფეთქების ხმა. როგორც ვიცი ფეიერვერკის საწყობი აფეთქდა. ჩვენი ჯგუფები იქ არის, ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები”- უთხრა “ბათუმელებს” სამაშველო სამსხაურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ.
14:32 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები. გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით, ამ წუთებში აქრობენ ხანძარს.
ეს სოფელ წინსვლაში მცხოვრები 76 წლის როსტომ ლაბაძის რეპრესირებული ოჯახის ისტორიაა. სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევდა, ჯარისკაცებმა ბავშვები და მოხუცები ფეხით გაუყენეს დათოვლილ გზას. ზურგზე ტვირთაკიდებული ადამიანები იმ იმედით ემშვიდობებოდნენ თავიანთ სახლ-კარს, რომ ოდესმე ისევ შეძლებდნენ მის დანახვას.
„ილია მახსენდებოდა: „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო“ რომ ამბობდა. ამ სიტყვებს ვებღაუჭებოდით“, – გვეუბნება როსტომ ლაბაძე.
სალდათებმა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი ადამიანები სატვირთო მანქანებამდე მიაცილეს: `დაგვყარეს ტომრებივით და წაგვიყვანეს. ბაბუაჩემი 96 წლის იყო იმ დროს. ძალიან უჭირდა, ყაზახეთამდე ჩააღწია, მაგრამ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. იქ გარდაიცვალა. როცა შვილიშვილები გავიზარდეთ, მისი გადმოსვენება გადავწყვიტეთ, მაგრამ მისი ძვლებიც კი ვეღარ ვიპოვეთ საფლავში. ყაზახეთში ძალიან ბევრი ველური ცხოველი დაძრწოდა, იმათ ამოეჩიჩქნათ საფლავი. მიწა ავიღეთ ამ ადგილიდან და ბებიაჩემის საფლავის გვერდით მიმოვაბნიეთ. ასე დავაბრუნეთ ბაბუა სამშობლოში“.
როსტომ ლაბაძე ამბობს, რომ არ ავიწყდება ეშელონში გატარებული ოცდაორი მძიმე დღე. „აკვნის ბავშვები, მშიერი და სიცივისგან გაყინული ადამიანები ვიყავით. რამდენმა ვერ გაუძლო ამ ყოფას და მოკვდა. გაახვევდნენ ადიალებში და დადებდნენ თოვლზე, მიწაც კი არ იყო, რომ დაგემარხა. დედაჩემი მეც მფუთავდა საბანში, რომ არ გავყინულიყავი.
ყაზახეთში რომ ჩაგვიყვანეს, ერთი საწყალი, რეპრესირებული ბერძნის ქოხში შეგვასახლეს. 12 ადამიანი ერთ პატარა მიწურში ვიყავით გამომწყვდეული. იმ კაცს იერღო კულტურიდი ერქვა, აფხაზეთიდან იყო გადასახლებული. იმ დროს 40 ათასი ბერძენი გაასახლეს ყახაზეთში. ცოტა ხნის შემდეგ ტალახისგან გამოვიყვანეთ აგურები და ცალკე ავაგეთ ოთახები. მამაჩემს ცოტა ფული ჰქონდა წამოღებული, ძროხა იაფი იყო და ვიყიდეთ, ასე გაგვქონდა თავი. მეზობლად ერთი კახელი კაცი ცხოვრობდა, 11 შვილი ჰყავდა და მათაც ვეხმარებოდით, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ მამა პურს და ცოტა რძის ნაწარმს აძლევდა“.
მძიმე ფიზიკური შრომა ბავშვებსაც უწევდათ. მიუჩვეველი კლიმატი რესპრესირებული ადამიანებისთვის დამატებითი სატანჯველი იყო: „ძალიან ცხელოდა, ფეხშიშველი, მაისურის ამარა დავტანტალებდით. ადგილობრივებს ბამბის ქურთუკები ეცვათ, მზისგან იცავდა თურმე. წყალი პრობლემა იყო და ზოგჯერ ადგილობრივებთან ჩხუბიც კი გვიწევდა სარწყავი წყლის გამო. მამაჩემმა ვირი იყიდა და ამით ვზიდავდით მდინარის წყალს. სულ წითელი იყო, ქვიშიანი, მაგრამ რა გზა იყო, მაინც ვსვამდით“.
„ბავშვებს არაფერი გვქონდა გასართობი“, – ამბობს როსტომ ბალაძე და იხსნებს, რომ ერთადერთი გართობა ძვლისგან გაკეთებული კოჭები იყო, რომელსაც იქეთ-აქეთ აგორებდნენ: „არც სწავლა გვქონია ნორმალური, ხშირად გამოვყავდით გაკვეთილებიდან და ბამბის საკრეფად მივყავდით“.
ასე გავიდა ორი წელი. მალე სტალინი გარდაიცვალა და ისევ გაჩნდა სამშობლოში დაბრუნების იმედი: „როცა ძია სტალინი მოკვდა, ხალხი ქეიფობდა. დაბრუნების იმედი გაჩნდა. ერთი თვის შემდეგ კი ბერიაც დახვრიტეს, როგორც მავნებელი და ჩვენც გვეშველა“.
რატომ ეძახით სტალინს ძიას, ეს ირონიაა, თუ რაიმე თანაგრძნობა გაქვთ მის მიმართ? – ვეკითხები მას. „ასე ეძახდნენ მას ლექსებში“, – გვეუბნება და ბანალურად აგრძელებს, რომ სტალინი არც თუ ისე ცუდი კაცი იყო, რომ ის „ბერიამ შეიყვანა შეცდომაში“: „როგორ არ გვქონდა პროტესტი, გვქონდა, მაგრამ ხმას ამოიღებდი? ვინ იყო მშველელი. დათვი რომ მოგერევა, ბაბა უნდა დაუძახოო ნათქვამია“.
როსტომ ლაბაძის ოჯახმა დღემდე არ იცის მათი გადასახლების მიზეზი და არც მოუკითხიათ: „მათ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ, აქედან ყველანი გავესახლებინეთ“.
თავიანთი სახლიდან საბავშვო ბაღის გასვლის შემდეგ ლაბაძეებმა ძველ კერაზე ისევ დაიწყეს ახალი ცხოვრება.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ფულის გამოძალვის მიზნით, ღამის საათებში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ყირგიზეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს – სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს. ბრალდებულებმა მძღოლები სასტუმროს სარდაფსა და ოთახში ჩაკეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთ მათგანს კი ყირგიზეთიდან საბანკო ანგარიშზე 500 დოლარი ჩაარიცხინეს და დამატებით გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. გამთენიისას, ერთ-ერთმა მძღოლმა 112-თან დაკავშირება შეძლო. შემთხვევის ადგილზე მისულმა გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ოთხივე მძღოლი. სამართდალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან მუქარით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით).
აჭარული დერბი ფრედ 0:0 დამთავრდა. გუნდებმა თითო ქულა მიითვალეს. ბათუმის „დინამო“ კი უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილზე დაწინაურდა. ამ შეხვედრით ორივე კლუბმა დაამთავრა უმაღლეს ლიგის 2014-2015 წლის სეზონის პირველი წრის თამაშები.
„შუქურას“ მეკარის თემურ კაკალაძის შეფასებით ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო:
„ძალიან დაძაბული თამაში იყო, ვიცოდით, რომ ბათუმიც და ჩვენც ჩაკეტილ ფეხბურთს ვითამაშებდით. და ასეც მოხდა. გვქონდა რამდენიმე მომენტები ჩვენც და ბათუმის „დინამოსაც“. ვფიქრობ რეალური და კანონზომიერი ფრე დაფიქსირდა“ – განუცხადა „ბათუმელებს“ კაკალაძემ.
ბათუმის „დინამომ“ პირველი წრის ბოლოს 24 ქულა დააგროვა. შუქურამ – 18.
15 თამაშიდან „დინამოს“ 7 მოგება, 5 წაგება და 3 ფრე აქვს, ხოლო „შუქურამ“ 4 შეხვედრა მოიგო, 5 – წააგო და 6-ჯერ ფრე ჩაატარა.
15 თამაშში საერთო ჯამში დინამომ 17 გოლი გაიტანა. 9 გოლი გაუტანეს საკუთარ კარში.
„შუქურას“ ანგარიშზე 14 გოლია. და 15 გოლი გაუშვა საკუთარ კარში.
დღეს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის კიდევ ექვსი შეხვედრა გაიმართება, რითაც პირველი წრე დასრულდება.
ბიძინა ივანიშვილი 16:40 წუთზე მახინჯაურის სადგურიდან გასული ბათუმი-თბილისის ღამის მატარებლში მეუღლისა და დაცვის თანხლებით იმყოფება და საერთო ვაგონით მგზავრობს. ბიძინა ივანიშვილი მატარებელში ურეკის სადგურზე ავიდა.
გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: „ბავშობიდან მახსოვს, რომ ეს ობიექტი აქ იყო და ძალიან ლამაზია… პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ამის რესტავრაცია და აღდგენა არის თუ არა შესაძლებელი… ვერავინ ვერაფრის დემონტაჟს ვერ გაკეთებს ამ ქალაქში ისე, თუ მერია თანახმა არ იქნება. პოზიცია არის ერთიანი, ჩემი და მთავრობის თავმჯდომარისა: მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობას არ აქვს ძეგლის სტატუსი, ის ასოცირდება ბათუმთან… საექსპერტო დასკვნაა საჭირო, იდეაფიქსი შენობის დანგრევა არაა, მაგრამ თუ მისი კონსტრუქციულად შენარჩუნება არ შეიძლება, რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?“
ალეკო ჩიტიშვილი – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „მოვედი აქციაზე, რადგან ეს არის ჩემი ახალგაზრდობის მოგონებები. ვფიქრობ, რომ თუ მოხერხდება და მისი აღდგენა მოხდება ძალიან კარგია, ეს შენობა ბათუმიდან არ უნდა გაქრეს“.
კაკო ძნელაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „მე იმიტომ ვარ აქ, რომ რვაფეხა იდგეს აქ. ყველაზე კარგი ვერსია არის ჰილტონის მესვეურებმა გამონახონ პროექტი და რვაფეხა პროექტთან ერთად განავითარონ.“
შენობის ახლანდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მასზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა, გამოყენებული უხარისხო მასალების და არაპროფესიონალიზმის გამოსაგრძნობლად დააზიანა მისი სტრუქტურა. შპს „ტურინვესტმა“ საკუთარი სახსრებით განახორციელა შენობის დეტალურიტექნიკური დათვალიერება ქალაქ ბათუმისთვის მისი შენარჩუნების მიზნით. შპს „ტურინვესტის“ ხარჯებით, ინჟინრებმა გაწიეს კონსულტაციები ინსტალაციის შენარჩუნების და მისი აღდგენის შესაძლებლობების შესასწავლად. შპს „ტურინვესტი“ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ცდილობს იპოვოს ყველასთვის მისაღები გამოსავალი.
უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ტურინვესტმა“ განახორციელა უზარმაზარი ინვესტიცია ქალაქ ბათუმში. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობს 700-ზე მეტი ადამიანი. სასტუმროს და კაზინოს გახსნის შემდეგ დასაქმდება 500 ადამიანი. ასევე ბათუმის განვითარების სამომავლო პერსპექტივები შპს „ტურინვესტს“ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის.
ბათუმი ცდილობს ადგილის დამკვიდრებას ძალიან დიდი კონკურენციის მქონე ბაზარზე. იმისთვის, რომ ქალაქი გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის, საჭიროა განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურული კერები. ბათუმის განვითარება ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის.
აქვე გვინდა ბათუმის მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ ჰილტონ ბათუმის მიერ სანაპიროს დასუფთავებას, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.დასუფთავების მომდევნო აქციას, რომელიც 13 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება, მთავრობამ 300 დამხმარე ადამიანის მობილიზებით უპასუხა.
გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ბათუმის ულამაზესი სანაპიროს დასუფთავების აქციაში, რაც ქალაქის მხარდასაჭერად გამართული ერთობლივი, მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის დამადასტურებელი ღონისძიებაა.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გვექნება მსგავსი ორმხრივად მომგებიანი საქმიანი ურთიერთობები.
კონსტანტინე რუხაძე ითხოვს, რომ მისი სახელი და გვარი გამოვაქვეყნოთ. ის ჩანაცვლების პროგრამით უკვე რვა თვეა სარგებლობს. ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არ იცავს ადამიანის პირად ინფორმაციას და ამის გამო ჩივილსაც აპირებს. კონსტანტინეს თქმით, რამდენიმე კვირის წინ მის მეგობარს დაკავებისას პოლიცია ქუჩაში არაადამიანურად მოექცა, ამის შესახებ თვითმხილველმა კონსტანტინემ ჯერ გენერალურ ინსპექციას აცნობა, მოგვიანებით კი მოსამართლეს მოუყვა. პროკურორმა, რომელიც სასამართლოში სახელმწიფოს სახელით გამოდიოდა, მოწმის ჩვენების ადეკვატურობა ეჭვეშ დააყენა, არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ ადრე ნასამართლევი კონსტანტინე ახლა ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს.
„საიდან უნდა იცოდეს პროკურორმა, რომ ჩანაცვლების პროგრამით ვსარგებლობ, ან საიდან იცოდა, რომ ადრე ნასამართლევი ვიყავი, როცა ნასამართლეობა გაქარწყლებული მაქვს. გავარკვიე, რომ ჩემს სოციალურ მუშაკს არ ჰქონდა მიწოდებული პროკურატურისთვის ჩემს შესახებ ინფორმაცია, რადგან ოფიციალურად ის არავის გამოუთხოვია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ე.წ. ოდეერები მუშაობენ იქ, სადაც ადამიანები ჩანაცვლების თერაპიით სარგებლობენ. ეს სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკაა“, – ამბობს კონსტანტინე “ბათუმელებთან“. „ჩვენთვის უცნობია რა კანონიერი გზით მოიპოვა პროკურორმა მაკა გაგიევმა ეს ინფორმაცია, პროკურორის ქმედება იყო დისკრიმინაციული, სამართალდამცავმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა აქვს, დაარღვია ანტიდისკრიმინაციული კანონი”, _ უთხრა „ბათუმელებს” კონსტანტინეს ადვოკატმა ლექსო ამირხანაშვილმა.
მაკა გაგიევი, რომელსაც დისკრიმინაციაში ადანაშაულებს კონსტანტინე, ამბობს, რომ კომენტარს პრესსამსახურის გზით გააკეთებს: “მე ვერ გავაკეთებ ამ ბრალდებაზე კომენტარს. გთხოვთ, ჩემი პასუხი გამოითხოვოთ პრესსამსახურიდან~. მთავარი პროკურატურის პრესსამსახური კი, როგორც წესი, არც წერილობით მოთხოვნილ ინფორმაციას და არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის~ გამგეობის თავმჯდომარის, კოკა ლაბარტყავას ინფორმაციით, „სამართალდამცავებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა პროგრამის საქმიანობასა და ხელმძღვანელობაზე“. მისი შეფასებით მეტადონის პროგრამა დღეს ფუნქციონირებს „პოლიციური მიდგომებით. პროგრამაში ჩართული ადამიანების პირად ინფორმაციაზე სამართალდამცავებს ხელი მიუწვდებათ. მათი მხრიდან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ოფიციალურ გზას წარმოადგენს მიმართვა პროგრამის ხელმძღვანელობისადამი კონკრეტული ადამიანების შესახებ. თუმცა სამართალდამცავები შეუზღუდავად ფლობენ ინფორმაციას პროგრამის ყველა პაციენტზე”.
კოკა ლაბარტყავას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიდგომა წამალდამოკიდებული პირების მიმართ რეპრესიულია, ამის მაგალითად მოჰყავს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელის ზომები. მაგალითად, ნარკოტიკის მცირე დოზის შენახვისთვის 7-დან 14-წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო უფრო ნაკლები სასჯელი ელოდება გაუპატიურებაში ბრალდებულს.
სტატისტიკა და ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნები
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით კოკა ლაბარტყავამ ადმინისტრაციული წესითა და სისხლისამართლებრივად დასჯილ პირთა სტატისტიკა მოგვაწოდა: 2013 წლის 10 თვის მონაცემებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით სახდელდადებულ პირთა რაოდენობა 5581-ია. 2011 წელს – 7714 პირს დაეკისრა ჯარიმა. 2013 წლის 10 თვის მონაცემებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3234 პირის მიმართ (273-ე მუხლი: პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება), 2011 წლის მონაცემებით სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა 1620 პირის ხოლო, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით 1628 პირის მიმართ. (მუხლი 260: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
„ბათუმელებმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოითხოვა შს სამინისტროსგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება 2014 წელს და რამდენი აღმოჩნდა თრობის ქვეშ… სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ამის მიუხედავად კონსტანტინე რუხაძეს იმედი აქვს, რომ მიდგომები შეიცვალება, რადგან ვიზა ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოში ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ეხება: “45 ათასი ადამიანია ქვეყანაში წამალდამოკიდებული, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს, ადამიანს არ შეუძლია ვინმეს მიმართოს დახმარებისთვის, აი ესაა პრობლემის კვანძი, ფუნდამენტური პრობლემა. როცა აქტიურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მე მჭირდებოდა შველა, მაგრამ არავინ იყო…
გვრჩება ჩანაცვლების თერაპია, სადაც საზოგადოებას ჰგონია, რომ ადამიანები ლეგალურად მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში ჩართვა ადამიანს ფსიქოლოგიურად ეხმარება, ეს პროგრამა მიმართულია ადამიანის სოციალურ რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე, მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ გამოჯანსაღებას უწყობს ხელს. დილა რომ თენდებოდა მეზიზღებოდა მანამ, ვიდრე დოზას არ მივიღებდი. დოზა რომ მიიღო, უნდა იჩალიჩო, ფული უნდა იშოვო. პრობლემაა ისიც, რომ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ადამიანები დროთა განმავლობაში ეჩვევიან პრეპარატს, ამიტომ ალტერნატიულ გზას ეძებენ, რომ დაამატონ ფსიქოტროპული წამლები, რასაც მოაქვს ნეგატიური შედეგი, როგორც მისი ჯანმრთელობისთვის, ისე უბიძგებს მას ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი პროგრამის სწორი და ეფექტიანი წარმართვა, სამედიცინო და სოციალური მომსახურების კომპლექსურად მიწოდება, რათა ადამიანისათვის სწორედ იქნეს შერჩეული მისი კუთვნილი დოზა. ყოველივე ამის ნაცვლად კი ჩვენს პროგრამაში პოლიციური და რეპრესიული მიდგომებია ამოქმედებული. ჩანაცვლების პროგრამამ ბევრ ოჯახს მოუტანა სიმშვიდე. ადამიანები გახდნენ შრომის უნარიანები. აღარ აქვთ სარისკო ქცევა, ინფექციების რისკიც ძალიან დაბალია“.
სახელმწიფო პროგრამა
სახელმწიფო წამალდამოკიდებულს სთავაზობს მკურნალობას, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს: სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია, ჩანაცვლებითი თერაპია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია ნარკომანიით დაავადებულთა უზრუნველყოფა მკურნალობით, რეაბილიტაციით, ჩანაცვლებითი თერაპიითა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით. ჩანაცვლებითი თერაპიისა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მომსახურების ვაუჩერი 215 ლარია. ამასთან, პაციენტმა თანაგადახდის პრინციით თვეში 110 ლარი უნდა გადაიხადოს. თანაგადახდა არ ეხება აივ ინფიცირებულებს და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. კონსტანტინე ამბობს, რომ პროგრამა ბევრმა იძულებით დატოვა:
“ვერ იხდიან 110 ლარს. ეს ისეთია, კიბეებზე ნელა რომ ადიხარ, უცებ ხელს გკრავენ და დაგაგორებენ, ასეთ დროს შეიძლება შიშისგან გაგისკდეს გული, ან ცუდად გახდე, ან წაიქცე და დაშავდე. მიატოვო მეტადონის პროგრამა – ეს ადამიანს ანგრევს, ქუჩაში რჩება. წინა ხელისუფლების დროს წამალდამოკიდებულ პირებს გვყავდა ხილული მტერი, რომელიც ახდენდა ჩვენს რეპრესიას, დისკრიმინაციას, დაჯარიმებას, ეს ხელისუფლება არაფერს ცვლის, ჩანაცვლების თერაპიაში ოდეერები დანიშნეს. ეს წარმოუდგენელია. გრძელდება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ. თვალსაჩინოა სახელმწიფოს ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა – მაშინ როდესაც საქართელოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების მიწოდებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დევნის, სჯის და ჩაგრავს ამ ადამიანებს“.
კონსტანტინე რუხაძისთვის პრობლემაა ისიც, რომ ადმინისტრაცია მათ პაციენტებად არ აღიქვამს: `ისევე არ გვექცევიან, როგორც მაგალითად დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს. ჩვენ გვიყურებენ როგორც კრიმინალებს“. კონსტანტინე კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ქალების მიმართ არსებულ სტიგმაზე. „ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებს უწევთ ცხოვრება ორმაგი სტიგმატიზაციის პირობებში, რაც გამოისახება, როგორც საზოგადოების, ისე მამაკაცი მომხმარებლების მხრიდან მათი დისკრიმინაციით. მამაკაცი მომხმარებლები არატოლერანტები არიან ქალების მიმართ: „რიგში, სადაც ყველა ერთად ველოდებით კუთვნილ პრეპარატს, დამინახია კუთხეში ატუზული ქალი, შერცხვენილი, თავჩახრილი… პრობლემა ერთია, ავადობაც ერთი, ერთია მოთხოვნაც, მაგრამ არატოლერანტია კაცი ქალის მიმართ“. კონსტანტინეს აზრით, პროგრამით მოსარგებლე ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შესასვლელით უნდა სარგებლობდნენ. “ხოლო საქართველოში არც ერთი ჩანაცველბითი თერაპიის პროგრამა არ არის მორგებული ქალების საჭიროებებსა და სპეციფიკაზე“.
ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი, ლია ჯინჭარაძე კონსტანტინეს სტიგმის ნაწილში ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ ქალებისთვის ცალკე შესასვლელის გაკეთებით სტიგმას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ლია ამბობს, რომ სტიგმისა და სტერეოტიპის გამო ქალებს ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა ძალიან უჭირთ. ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ქალი იყო პროგრამაში და ოჯახის წევრებმა აიძულეს მისი დატოვება არსებული სტერეოტიპების გამო. ლია ამბობს, რომ კონსულტაციაზე მისული ქალი პაციენტები პროგრამაში ჩართვაზე უარს ერთი მიზეზით ამბობენ: „ყველა დამინახავს“.
ახლა ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში 88 პაციენტი სარგებლობს მეტადონის პროგრამით, აქედან ქალი მხოლოდ ერთია. პროგრამა სულ 100 პაციენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გლდანის დაწესებულებაში ათავსებენ იმ პირებს, ვინც ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს და თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. პაციენტებს პრეპარატი ციხეებშიც მიეწოდებათ, ოღონდ კლებადი დოზით.
ჩანაცვლების თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები საქართველოში უცხოეთიდან შემოაქვთ. დილიდან 15 საათამდე პაციენტი ნარკოლოგიურ ცენტრში უნდა მივიდეს, რათა პრეპარატი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღოს. ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში პროგრამით მოსარგებლე პირებს თანადაფინანსების გადახდა არ უწევთ – პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია “შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი აფინანსებს. 2007-2014 წლებში პროგრამით 786-მა პაციენტმა ისარგებლა, მათ შორის 8 იყო ქალი.
და ბოლოს, ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს 222 300 ლარი დაიხარჯა; 2014 წელს 568 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო 2015 წელს სახელშეცვლილი პროგრამის ბიუჯეტი – 300 000 ლარი იქნება.
დიალოგი გიორგი ვეკუასა და ყოფილ პატიმარს შორის სასამართლოში:
შენობით ნუ მელაპარაკებით, მე თქვენობით მოგმართავთ!
ციხის დერეფნებში რომ გვცემდი, მაშინ რატომ არ გველაპარაკებოდი თქვენობით?
რომ ამბობთ მცემდიო, თუ გყავართ ნანახი საერთოდ?
როგორ უნდა მენახე, თავი რომ ამეწია, ხომ მომკლავდი. თავდახრილებს გვცემდით!
ყოფილი პატიმრების ჩვენება სასამართლოს:
ყოფილი პატიმარი ლ. ქ: “2009 წლის ივლისში შემასახლეს მესამე დაწესებულებაში. ზაზა ჯიქიამ მიმიღო, უსასტიკესად და არაადამიანურად მეპყრობოდა. დღეში ოთხჯერ, ხუთჯერ გვცემდა, თან ამბობდა, რომ კარატისტი ვარო. ამის დამკვეთი გიორგი ვეკუა იყო. თავს გვახრევინებდნენ იატაკზე და გვირტყამდნენ წიხლებს, ხელკეტებს. გრძელი კორიდორი იყო, გვირტყამდნენ ყველგან, თავში, წელის არეში… ისეთი სიტყვებით მოგვმართავდნენ… (მოსამართლემ გააფთხილა არ გაემეორებინა უშვერი სიტყვები დაზარალებულს, თორემ დააჯარიმებდა -ავტ.). შიშით გვაცხოვრებდნენ.
წერილი დავწერე მაშინდელი კუდის უფროსის სახელზე, წერილში ვიწერებოდი, რომ დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა მცემეს. მეთვალყურეს ეს წერილი რომ გადავეცი, ცოტა ხანში მოვიდა ჯიქია და წერილი შემაჭამა. ექიმს ვერ დაუძახებდი, წამალს ვერ მოითხოვდი, იყენებდნენ ელექტროდენსაც.
მე სამი თვის განმავლობაში ტყვედ ვიყავი სოხუმში. ტყვედ ყოფნის დროს არ ვუწამებივარ ისე, როგორც აქ მაწამებდნენ… ხალხი დაავადდა, დაშავდა. როცა გვეძინა, ღამის სამ საათზე შემოვარდებოდნენ და გვცემდნენ, როცა ვბანაობდით, წყალს გვითიშავდნენ და გასაპნულებს გვტოვებდნენ…
მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, თავის მოკვლა ვცადე რამდენჯერმე, სიკვდილი იქ ყოფნის დროს საუკეთესო გამოსავალი იყო.
ესენი მწამებლები არიან. ბატონო მოსამართლე, მე მაინტერესებს, რატომ არ არიან ესენი პატიმრობაში? გთხოვთ თქვენ დააკავოთ ესენი. მე ვითხოვ მათ უმკაცრესად დასჯას”.
ყოფილი პატიმარი ო.ო: “2009 წელს, როცა შეიცვალა ციხის ხელმძღვანელობა, დაიწყო ცემა, დილას-საღამოს. მამისა და ბაბუის ტოლა ხალხს არ ინდობდნენ. მე კარცერში გამომკეტეს, მთელი დღე კარს არავინ შემოგიღებდა… მე საკნიდან ამათ არ გამოვუყვანივარ და არ ვუცემივარ. როცა სასეირნოდ გავყავდით, მაშინ გვცემდნენ, ხან მოგიწევდა ხელკეტი, ხან არა… ესენი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიდნენ… დაჩოქილებს გვცემდნენ… მე კარგი მცემ, იქნება ვარ საცემი, მაგრამ ბაბუას ტოლა კაცი, რომელიც შეშის ქურდობის გამო იხდის სასჯელს, ის რატომ უნდა სცემო, შეშის ქურდობაში ბრალდებული საკანში იყო გამოკეტილი და ესენი აწამებდნენ, ახლა კი ქუჩაში თავისუფლად დადიან…
საკანში სულ ცოტა 13 პატიმარი ვიყავით, ყველაზე მეტი 29-33 ვყოფილვართ ერთ საკანში… საწოლი სამი იყო. მეც და ყველა ვინც აწამეს, ვითხოვთ ამათ დასჯას, წავიდნენ საკანში და ნახონ, როგორია იქ ყოფნა”…
“ყოველდღიურად გვცემდნენ. 2010 წლის აღდგომის წინა დღეს იყო მასობრივი წამება, მთელი ციხე გააშიშვლეს, ისე გვირტყეს, სისხლი გვდიოდა… ამ პროცესში 70-80 თანამშრომელი იყო ჩართული”, – გააგრძელა დაზარალებულმა, რომელიც პროკურორმა მოწმის სტატუსით დაკითხა. მოწმე ლ.ქ-ს. განცხადებაზე გიორგი ვეკუამ გაიღიმა. “ეს დამამცირებელია, თავი შეიკავეთ, თორემ გაგაძევებთ დარბაზიდან”, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ მოწმეებს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მაგალითად ასეთი შინაარსის: “რამდენჯერ ხართ ნასამართლევი”, “ხართ თუ არა ნარკოტიკის მომხმარებელი”, “რატომ უნდა დავუჯეროთ თქვენს მონაყოლს”, “რა დამოკიდებულება გაქვს ქურდულ სამყაროსთან”.
ადვოკატის კითხვების უმრავლესობა პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ გააპროტესტა. პროკურორმა განმარტა, რომ ადვოკატის კითხვები წამების საქმეს არ ეხებოდა. მოსამართლემ რამდენჯერმე დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და კითხვები მოწმეებს განარიდა.
ხელშეკრულების მიხედვით, სარაგბო კომპლექსის მშენებლობის ღირებულება 7 128 744 ლარია. აქედან 3 596 177 ლარი შემსყიდველმა (ბათუმის მერიამ) უნდა გადაუხადოს შემსრულებელ კომპანიას. დარჩენილ სამი მილიონ ოთხასი ათას ლარზე მეტი შემსრულებელი ყოფილი პრემიერის კომპანია „ატუს“ ინვესტიციით განხორციელდება. მერია კი თანხას სახელმწიფოსგან, კონკრეტულად კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან ტრანსფერის სახით მიიღებს.
აღნიშნული კომპლექსის მშენებლობისთვის მერიას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია. მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 აგვისტოს #1083 განკარგულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადეს. საქართველოს მთავრობის ამ განკარგულების თანახმად სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბათუმს გამოუყო 3 600 000 ლარი. ამ განკარგულების შესასრულებლად კი ბათუმის მერიას გამარტივებული შესყიდვა დაევალა.
რატომ აირჩია მერიამ ამ პროექტის განხორციელებისთვის გამარტივებული შესყიდვა, ფორმა, რომლითაც პირდაპირ ირჩევს შემსყიდველი მისთივს მისაღებ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს? და რატომ აირჩია ამ პროექტის განხორცილებისთვის ასოციაცია „ატუ“?
ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, არჩილ ვანაძის განმარტებით, „მერიას შეეძლო, ვისაც თვლიდა საჭიროდ მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება. ხოლო თუ რატომ „ატუ“, პასუხი ნათელია – გამომდინარე იქიდან, რომ „ატუ“ დამატებით თავის ინვესტიციას დებს ამ პროექტის განსახორციელებლად“.
მისივე განმარტებით, ტრანსფერის სახით დღემდე მერიაში სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის ფინანსთა სამინისტროს ნახევარ მილიონზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი. დანარჩენ ნაწილს კი შესრულებული სამუშაოების მიხედვით გადმორიცხავს.
„ტრანსფერის მიღება ყველა ვარიანტში მოხდება. მშენებლობას არ შეექმნება პრობლემა არც დაფინანსების და არც განხორციელების ნაწილში“, – ამბობს არჩილ ვანაძე.
სარაგბო კომპლექსის სამუშაოების მწარმოებელ სოსო ბოლქვაძის თქმით, სამუშაოების განხორციელებას წვიმიანი ამინდი აბრკოლებს. ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, წყლის საქაჩი სისტემაა დამაგრებული, თუმცა ტერიტორია მაინც იტბორება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოებს უამინდობა აბრკოლებს, სოსო ბოლქვაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების ვადები არ დაირღვევა.
ხელშეკრულების მიხედვით, სარაგბო სტადიონის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით სარაგბო კომპლექსი სამსართულიანი იქნება.
„2013 წლის ციტრუსის სეზონთნ დაკავშირებით მთავრობამ 6 მილიონი სუფსიდია გამოჰყო, მაგრამ სუბსიდიები იმდენ ბიოკრატიულ პრობლემასტან და ხარვეზთან იყო დაკავშირებული, რომ ფერმერთა უმეტესობამ ამ სუბსიდიების მიღბა ვერ მოახერხა. შესაბამისად 6 მილიონი ლარიდან მხოლოდ 3 მილიონ ნახევარი ლარის ათვისება მოხდა,“- ამბობს მალხაზ ცეცხლაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მათმა ფრაქციამ ამ თანხის უკან გამოთხოვნაზე წერილიც შეიტანა – „ ჩვენ მაშინ გავაპროტესტეთ ის, რომ ეს თანხები მუნიციპალურ ბალანსზე დარჩენილიყო, რათა იგივე სუფსიდირების თემით გლეხებს დავხმარებოდით, მაგრამ მთვრობამ რატომღაც გადაწყვიტა წელს არ დაეხმაროს გლეხებს სუფსიდიებით“.
ნათია აფხაზავა: “ჩვენი მოთხოვნაა “რვაფეხას” რესტავრაცია და შენარჩუნება იმ ადგილზე, სადაც ის არის. მეორე მოთხოვნაა ის, რომ პროცესი აუცილებლად იყოს გამჭვირვალე და ამ პროცესში ჩართული იყოს ჩვენი წარმომადგენელი, რათა ვნახოთ თუ რა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. მესამე – რაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას არის ის, რომ შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგანაც მას აქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ის იყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. გარდა ამისა, იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა “რვაფეხა” რესტავრაციას, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, სხვა და სხვა წევრების მონაწილეობით, რომელიც შეაფასებს რვაფეხის რესტავრაციის შესაძლებლობას”.
სოფო ჟღენტი: „გუშინ გაჟღერდა რვაფეხას გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც მიუღებელია, იმიტომ, რომ თავად მთავრობის წარმომადგენლები წინააღმდეგობაში მოდიან თავის განცხადებებთან – თუ ადრე ამბობდნენ, რომ ნაგებობა 90%-ით დაზიანებულია და მისი რესტავრაციაც კი შეუძლებელია, გადატანა როგორღა მოხდება მაშინ ისე, რომ იგი არ განადგურდეს? თან ეს არ არის ჩვეულებრივი ძეგლი, რომელსაც გადავიტანთ, ეს არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც კონკრეტულ სივრცეშია დადგმული. მოვუწოდებ მთავრობას, რომ იგი იყოს უფრო ღია თავის გადაწყვეტილებებში და გაითვალსწინოს საზოგადოების მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს არ არის 10 მოქალაქის მოთხოვნა, ეს ძალიან ბევრი ადამიანის გადაწყვეტილება და სურვილია, რაც მათი აქტიურობიდანაც ჩანს”.
ირაკლი ბაკურიძე: “ხვალ, 2 საათზე, რვაფეხას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება აქცია, სადაც ვიკრიბებით ადამიანები, რომლებსაც აღელვებთ “რვაფეხას” და ბათუმის ბედი. მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის, რომ მოვიდეს, შემოგვიერთდეს და ერთად დავიცვათ “რვაფეხა””.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება “რვაფეხას” შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 2014 წელს, ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარეობისას გააკეთა, არ შეესაბამება სიმართლეს – „ის ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს იმ პირობით გადასცა ბათუმის საკრებულომ მიწა, რომ მოხდებოდა ტერიტორიის განკარგვა ისე რომ “რვაფეხა” შენარჩუნდებოდა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ამ ნაგებობის მიმართ არის ძალიან მაღალი. თუმცა, მე მინდა საზოგადოებას ვაჩვენო N83 განკარგულება, სადაც არ არის საუბარი იმაზე, რომ რვაფეხა უნდა შენარჩუნდეს. ამ განკარგულებაში ეს ნაგებობა საერთოდ არ არის ნახსენები” – ამბობს სოფო ჟღენტი.
ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგნგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ამ წუთებში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც დამწვრობებით ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელმა გამოიწვია. ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„გუშინწინ იყვნენ ამოსულები. გვითხრეს, თბილისიდან, ენერგეტიკის სამინისტროდან ვართო. შეამოწმეს კიდევ ერთხელ სახლები. დასკვნა უნდა დავწეროთ ერთ კვირაშიო, გვითხრეს. დასკვნას ველოდებით. ვნახავთ რას დაწერენ და მერე ვიმოქმედებთ. ამ წუთშიც მიდის აფეთქებები. ღამით ძლიერი აფეთქებებია. მთვრალიც რომ იყო, მაინც გეღვიძება. დღისით ასეთი მძლავრი ბიძგები არაა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩანჩხალოს მკვიდრი ემზარ დუმბაძე. მისივე თქმით, თუ გეოფიზიკური დასკვნა რეალობის ამსახველი არ იქნება, სოფელი საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.
„სოფელი ჩანჩხალო წარმოადგენს აჭარის რეგიონში ერთ-ერთ მაღალი რისკის დასახლებულ ტერიტორიას, სადაც მეწყრული პროცესების აქტივაცია პერიოდული ხასიათის მატარებელია, რაც დასტურდება წლების განმავლობაში ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა-დაკვირვებით.
კომისიის მუშაობის პროცესში სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარებისა და ნაპრალების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ასევე გაჩენილია ახალი ნაპრალები გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირბით ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყების შემდეგ. შუახევის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობიდან გამომდინარე სოფელ ჩანჩხალოში გამოწვეული გეოლოგიური პროცესების შესწავლის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩატარდეს გეოფიზიკური კვლევები, რაც ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად უწყობს ხელს ტერიტორიაზე მიმდინარე გეოლოგიური პროცესების პროვოცირებას გვირაბის მშენებლობისას განხორციელებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები“, – ეს არის ამონარიდი იმ სამთავრობო კომისიის დასკვნიდან, რომელიც ჩანჩხალოში არსებულ ვითარებას სწავლობდა.
სამთავრობო კომისიამ მუშაობა ჩანჩხალოში ოქტომბერში დაასრულა. სულ 127 სახლი და მათ მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები იქნა შესწავლილი. დასკვნაში, რომელსაც ხელს გეოლოგები აწერენ, მოსახლეობისთვის ახალი არაფერი წერია.
„წესით გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა შეესწავლათ. ჩაერთვნენ გეოლოგები, რომლებმაც სრულყოფილი დასკვნა ვერ დადეს. თქვეს, რომ სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს მაღალი აქტივობის მეწყერსაშიშ ზონაში. ეს ისედაც ვიცოდით. სრულყოფილი დასკვნისთვის გეოფიზიკური დასკვნაა საჭირო. რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს, რა კავშირშია ის აფეთქებები ამ ბზარებთან, რომელიც ჩვენს საცხოვრებელ სახლებს უჩნდება“, – ამბობს ბადრი მახარაძე, სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი.
ბადრი მახარაძე იმ სპეციალისტების მუშაობითაც უკმაყოფილოა, ვინც გეოფიზიკური დასკვნა უნდა მოამზადოს.
ჩანჩხალო
„ჩვენ ვიცით, რაც ხდება აქ, საპირისპიროს დამტკიცება მოუწევს კომპანიას საბუთებით, მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებენ, რადგან კვლევა არ ჩაუტარებიათ. სამთავრობო უწყებებიდან მოვიდნენ, მაგრამ რა გააკეთეს, ვერ გავიგეთ. ვიზუალურად დააკვირდნენ და გადაიღეს. რაღაც აპარატურა ხომ უნდა იყოს. გინდ სეისმოლოგიური, გინდ გეოფიზიკური. რაღაცით ხომ უნდა ამოწმებდნენ?“ – კითხულობს ბადრი მახარაძე.
მისივე თქმით, მოსახლეობა კიდევ ერთი კვირა აპირებს ლოდინს. მას შემდეგ, როცა დასკვნას გაეცნობიან, იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჩანჩხალოს მოსახლეობა იქნება დაცული. ჰესის მიმდინარე მშენებლობა რაიმე ზიანს თუკი გამოიწვევს, ისინი მიიღებენ კომპენსაციას. კომპანიის გასაგონადაც ვიძახი, რომ ისინი ვერ დაარღვევევნ იმ ნებართვას, რომელიც მათ მშენებლობისათვის მიიღეს“, – ეს პირობა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას დადო.
თავად კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ სოფელი ჩანჩხალო ისტორიულად მეწყრული ზონაა და იქ სახლები გვირაბის სამუშაოების დაწყებამდე იყო დაბზარული.
„ჩვენ მზად ვართ კომპენსაცია გადავიხადოთ იმისთვის, რომ თუ რამეს დავაზიანებთ მშენებლობის შედეგად და არა იმ სახლებისთვის, რომლებიც დაზიანებული იყო მანამდე,“ – ასეთია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პოზიცია.
ჩანჩხალოში, წესით, გეოფიზიკური დასკვნის საფუძველზე, მომავალი კვირიდან უნდა გაიგონ, რატომ ინგრევა და იბზარება მათი სახლები.
აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ეკა ზოიძე ამბობს, რომ უმეტესად საქართველოში ექიმს მაშინ მიმართავენ, როცა დაავადება მძიმე ფორმებშია გადასული, ამ მხრივ გამონაკლისი არც ფსიქიატრიაა. მას, ვისაც არ სურს ერთი, მოკლე სტრესული მდგომარეობის გამო ფსიქიატრიულ საავდმყოფოში აღრიცხვაზე იმყოფებოდეს და ამის გამო თავს არიდებს სპეციალისტთან კონსულტაციას, შეუძლია ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს კრიზისული ინტერვენციის სამსახურით (კის) ისარგებლოს. აქ მისული პაციენტი გადის რეგისტრაციას, მაგრამ აღრიცხვაზე არ აჰყავთ.
კის-ი ორი წლის წინ ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოებში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდების მიზნით ჩამოყალიბდა.
“ფსიქიატრიულში აღრიცხვიანობა მაინც სხვა თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია პაციენტის შესახებ სრულად კონფიდენციალურია და მას კანონიც იცავს, კვალი მაინც რჩება, პაციენტი აღრიცხვაზეა ფსიქიატრიულში და მას ეს არ სურს. პაციენტებს, რომლებსაც კრიზისული პერიოდი აქვთ, შეუძლიათ ექვსი თვის განმავლობაში იარონ ცენტრში კონსულტაციებზე, შეხვდნენ სოცმუშაკს, ფსიქოთერაპევტს, მიიღონ უფასო მედიკამენტები და მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ აღმოჩნდება მათთვის საკმარისი და მდგომარეობა მაინც დამძიმდება, ჩვენ მათ ვთავაზობთ სტაციონარში გადასვლას”, – ამბობს ეკა ზოიძე.
დღეისთვის აჭარის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში აღრიცხვაზე 9000-მდე ადამიანია, სტაციონარში კი 145-მდე პაციენტი მკურნალობს. აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს სტაციონარი, ხონის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემდეგ სიდიდით მეორეა დასავლეთ საქართველოში, ამიტომ აქ აჭარის გარდა სხვა რეგიონების (ფოთი, სენაკი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი და სხვა) მცხოვრებლებიც მკურნალობენ. საავადმყოფო 155 საწოლზეა გათვლილი, თუმცა აქ ყოველთვის დგას სარეზერვო საწოლები, რადგან საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, არის შემთხვევები, როცა სტაციონარი გადატვირთულია და გეგმაზე მეტი პაციენტის მიღებაც უწევთ: “ყოფილა მომენტი, როცა 160 პაციენტიც გვყოლია, გადატვირთული ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უარის თქმის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ გვაქვს ფიზიკურად და ყველა რესურსი ამოწურულია, მაშინ პაციენტს უახლოეს კლინიკაში ან ფსიქიატრიულში ვაგზავნით”.
ფსიქიატრიული მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა, თუმცა, როცა პაციენტი უარს ამბობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საავადმყოფოს მიერ მიცემულ უფასო მედიკამენტებზე და უფრო მაღალი ხარისხის მედიკამენტებით მკურნალობას არჩევს, ამას სახელმწიფო აღარ აფინანსებს. ეკა ზოიძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის სტაციონარში 41 დასახელების უფასო მედიკამენტია, რომელთაგან ზოგი ევროპული ხარისხისაა, ზოგიც ინდური – “ვერ ვიტყვი, რომ ინდური მედიკამენტი არ ვარგა. უბრალოდ, ფაქტია, რომ მედიკამენტი, რომლის თითო აბიც სამი ლარი ღირს – ბევრად უკეთესია”.
ადამიანის უფლებათა ცენტრის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამებში შეძენილი მედიკამენტების ხარისხი ნაკლებად ეფექტურია. “ტენდერში იმარჯვებს ის კომპანია, რომელსაც პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასში აქვს. იაფფასიან წამლებში აქტიური ნივთიერების რაოდენობა ბევრად ნაკლებია. შესაბამისად, წამალი პაციენტისთვის ნაკლებად ეფექტურია და ხშირ შემთხვევაში, უფრო მძიმე გვერდით ეფექტებს იწვევს. ასეთი „სატენდერო სისტემის“ ფარგლებში ექიმებს არა აქვთ უფლება განსაზღვრონ, რა წამლის შეძენა სჯობია არსებული პრაქტიკიდან და ცოდნიდან გამომდინარე. ყველაფერს საზღვრავს მხოლოდ ეკონომიკური კრიტერიუმი, რაც სამედიცინო მომსახურების სფეროში დაუშვებელია”, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაწერილ ადამიანებს დასაქმებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარება. ეკა ზოიძის თქმით, სტაციონარგარეშე სერვისების არსებობა არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობის ბრალიცაა: “ამბულატორიის იქეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავშესაფარი, ევროპის მსგავსად აქაც უნდა არსებობდეს დღის ცენტრები. ამ მხრივ აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ აქტიურობენ და ეს ძალიან სამწუხაროა. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და პატარა სერვისების შექმნასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, თუნდაც მათთვის უფასო იურიდიული მომსახურების მხრივ”.
ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები საზოგადოების ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან და განსაკუთრებით საჭიროებენ მათი უფლებების დაცვას. ადამიანთა უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ეს ადამიანები ადვილად ხდებიან ძალადობისა და თაღლითობის მსხვერპლი: “კარგავენ საკუთრების უფლებას, ქონებას. ხშირია შემთხვევები, როცა ნათესავებს არ უნდათ ფსიქიკურად დაავადებულ ახლობელთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მეურვეობის გაფორმებითა და ავადმყოფობის გამწვავების პროვოცირებით ცდილობენ მათ ხანგრძლივ ან სამუდამო გამოკეტვას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში”.
ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს არტ-თრაპევტის, მედეა ბერიძის თქმით, სტაციონარის პაციენტებისთვის მეტად აქტუალურია არტ-თერაპიის კურსი, რომლის ფარგლებშიც პაციენტები ხატავენ, ძერწავენ, ქსოვენ და სხვადასხვა ნაკეთობას ქმნიან. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ სტაციონარგარეშე ურთიერთობას ამ პაციენტებზე ძალიან დიდი ეფექტი აქვს: “მე მიკვირს სკოლების, უნივერსიტეტებისაც, რატომ არ არიან აქტიურები. ყველამ რომ მოინდომოს, თუნდაც შაბათობები მოაწყონ, გამოყონ რაღაც დღეები ფსიქიატრიულში სტუმრობისთვის, ეს პრობლემა მხოლოდ ჭიშკარს შიგნით არ დარჩებოდა”.
მედეა ბერიძის თქმით, ზოგიერთი მათი პაციენტი უკვე 12-13 წელია ფსიქიატრიულში ცხოვრობს და მათ არავინ აკითხავს, ამიტომ ასეთ პაციენტებს ნებისმიერი ყურადღება უხარიათ. პერსონალის თქმით, ტანსაცმელს ასეთი პაციენტებისთვის ხშირად სამეგობროში აგროვებენ.