„ხოფის“ ბაზრობაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი სამი მოქალაქის ოჯახებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს, რვა დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიუსამძიმრა. მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით მთავრობა დღის განმავლობაში იმსჯელებს და შესაბამის ზომებს ამის შემდეგ მიიღებს.
შპს „ალამი“ ანუ ე.წ „ხოფის“ ბაზრობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მინისტრის, დავით ბალაძის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა: „ამაზე მეტ კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებთ“- აცხადებს ის.