ხოფის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა უთხრეს, ხანძრის მიზეზი გახდა ელექტროშედუღება, ე,წ, „სვარკა“ პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ. „ბათუმელები“ ამ ინფორმაციას შსს -თან ამოწმებს.
ადამიანები საკუთარ ნივთებს ეძებდნენ დამწვარ ტერიტორიაზე. ერთმა იპოვა სახლის გასაღები და ოქრო, რომელსაც ტანსაცმელების მაღაზია დაეწვა.
~