სიახლეები

საკრებულოს დეპუტატი სარფში, საბაჟოზე არ გაატარეს

08.12.2014
საკრებულოს დეპუტატი სარფში, საბაჟოზე არ გაატარეს


ქაზანთარ მამედოვი
ქაზანთარ მამედოვი

ქაზანთარ მამედოვი ამბობს, რომ თურქეთში პირადი საქმისთვის გადადიოდა და დღესვე აპირებდა უკან დაბრუნებას, მაგრამ მას ამის უფლება არ მისცეს.


„ტელეფონზე ვიღაც კაცმა მითხრა, ჟვანია ვარა საფინანსო პოლიციიდან და დღეს 5 საათზე თბილისში უნდა იყო დაკითხვაზეო. მე ვუთხარი, რომ გადავალ ერთი საათით და მელევე დავბრუნდები, სარფიდან ნუ მომაბრუნებ-მეთქი. ერთი საათით კი არა 5 წუთით ვერ გადახვალო… ვკითხე, შეტყობინება რატომ არ მომიტანეს ან წინასწარ რატომ არ დამირეკეს. მერე ცოლს გადავურეკე და ვკითხე, სახლში რამე ხომ არ არის მოტანლი-მეთქი და არაო. მოწმის სახით დაკითხვაზე დამიბარეს“.

 

„აზანთარ მამედოვი ახლაც სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება და საბაჟოს თანამშრომლებისგან ითხოვს ოფიციალურად მოუმზადონ წერილი თუ რის გამო არ გაატარეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ქაზანთარ მამედოვი ამბობს, რომ მას ამ ცნობის მიცემაზეც უარს ეუბნებიან.

 

ქაზანთარ მამედოვს სავარაუდოდ მოინახულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. მამედოვი ამბობს, რომ აუცილებლად მისცემს ახსნა-განმარტებას სახალხო დამცველის წარმომადგენელს და მერე გაემგზავრება თბილისში.

 

„აზანთარ მამედოვის თქმით, ის საკრებულოში დამოუკიდებელი კანდიდატია და არც ერთი პარტიას არ წარმოადგენს. ასევე ამბობს, რომ ყოფილი პოლიტპატიმარია: „100 ლარის ქრთამის აღების ბრალდებით დამაკავა სააკაშვილის ხელისუფლებამ და 15-წლიანი პატიმრობა მომისაჯა“. 

შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქაზანთარ მამედოვმა ფინანასთა სამინისტროს უნდა მიმართოს. 


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.