სიახლეები

ხანძარი ხოფის ბაზრობაზე [განახლებადი]

07.12.2014
ხანძარი ხოფის ბაზრობაზე [განახლებადი]

16:31 „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარი ამ დროისათვის ჩამქრალია. დამწვარია ორი რიგზე მეტი. მოვაჭრეები ნამწვავებში პირად ნივთებს ეძებენ. 


16:00 ხოფის ბაზრობაზე ხანძარი მინელდა. აფეთქების ხმა აღარ ისმის. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა უთხრეს, ხანძრის მიზეზი გახდა ელექტროშედუღება, ე,წ, „სვარკა“ პიროტექნიკის მაღაზიის მიმდებარედ. „ბათუმელები“ ამ ინფორმაციას შსს -თან ამოწმებს. ამ დროისათვის დაუდგენელია არის თუ არა მსხვერპლი. მეხანძრეები ცეცხლის კერამდე ჯერ ისევ ვერ მივიდნენ. 


15: 50 ხოფის ბაზრობაზე ცეცხლის კერა გაძლიერდა, კვამლმა იმატა. ისმის აფეთქების ხმა – ინფორმაციას ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპოდენტი გვაწვდის. 


15:42 ბათუმის სასწრაფო სამედიცნო დახმარების სადგურის უფროსის, მინდია კახიძის თქმით, „ხოფის“ ბაზრობაზე შვიდი სამედიცინო ბრიგადაა მობილიზებული. „დაშავებულები არ არიან, ძირითადად შოკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ვუწევთ დახმარებას“ – განაცხადა მან. 


15:13 ხოფის ბაზრობაზე მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხანძრის კერამდე მიღწევას ცდილობენ. ადგილზე, აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან, შვიდი სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ასევე, ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი მანქანა. ექიმების თქმით, მათ მსხვერპლის და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. 


15:08 „ბათუმელების“ ინფორმაციით ხოფაზე სამი რიგი იწვის. მიმდებარე ტერიტორიაზე, უბანში, გათიშულია ელექტროენერგია. 


14:50: სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, ხოფის ბაზრობაზე მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

 

14:15 „მივდივარ გზაში ვარ, მესმის აფეთქების ხმა. როგორც ვიცი ფეიერვერკის საწყობი აფეთქდა. ჩვენი ჯგუფები იქ არის, ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები”- უთხრა “ბათუმელებს” სამაშველო სამსხაურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ.  

 

14:32  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები. გამოძიება დაწყებულია  187-ე მუხლით, ამ წუთებში აქრობენ ხანძარს.

 

ხანძარი ხოფაზე

 

 

ვლადიმერ ღლონტის ფოტო. ხანძარი ხოფაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.