„ლაბორატორია 1918“ ორი წლის შემდეგ

 

 

ალექსანდრა აროშვილი

 

ალექსანდრა აროშვილი „ლაბორატორია 1918“-ის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. მან სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა და ახლა მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება. მისი აზრით, ის მუხტი, რომელიც „ლაბორატორიამ“ ორი წლის წინ მოიტანა, დღეს შესუსტებულია, თუმცა ბოლომდე არ გამქრალა და სხვა ტიპის აქტივობებში ტრანსფორმირდება:

 

„ლაბორატორია 1918“-ში დაარსების დღიდან ვიყავი. მაშინ უფრო სხვა სისტემურ პრობლემებთან გვიწევდა ბრძოლა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასობრივ დონეზე ეს მუხტი, ბუნებრივია ჩაქრა“.

 

ალექსანდრას აზრით, ეს იმ მოლოდინის ბრალია, რომელშიც საზოგადოება დღემდე იმყოფება. „ადამიანები ხელისუფლებისგან ელოდებიან ცვლილებებს. ამიტომ, სტუდენტურმა აქტივობამაც უფრო სხვა სახე მიიღო, ლაბორატორიაც ორგანიზაციული საკითხების გამო დაიშალა, თუმცა ეს მოძრაობა საუნივერსიტეტო აქტივობებით აგრძელებს არსებობას“.

 

ალექსანდრა აროშვილი დღეს საზოგადოებრივი სოლიდარობის აუცილებლობას სოციალურ სფეროში ხედავს: „მე, პირადად, ვიყავი რკინიგზელების აქციაზე, „მწვანე მუშტის“ აქციებზე, ამ თემებით ვარ დაინტერესებული, თუმცა ეს საკითხები ნაკლებად აღწევს ფართო საზოგადოებამდე“.
ალექსანდრას მიაჩნია, რომ საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის ტრაგედიის მიმართ საზოგადოებას უფრო მეტი მგრძნობელობა უნდა ჰქონოდა და გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობასაც: „სწორედ ამიტომ ვიყავი 31 იანვარს საპროტესტო აქციაზე, რადგან ასეთ დროს საზოგადოების სოლიდარობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„ვერც სისტემა და ვერც მანკიერი ჩვევები, რაც საჯარო უწყებებშია გამეფებული, ასე ადვილად ვერ დაინგრევა“, – ამბობს ალექსანდრა. მისი აზრით, სისტემის დანგრევა ქვეყანამ განათლების რეფორმით უნდა დაიწყოს: „ამიტომ ვცდილობთ ჩვენი ძალისხმევა აკადემიურ სივრცეში გადავიტანოთ, რადგან ეს აქციებზე ბევრად მნიშვნელოვანია. ბევრი საკითხია, რომლის მიმართ ახალგაზრდებს არ აქვთ კრიტიკული მიდგომა, დისკუსიის დეფიციტია თითქმის ყველა საკითხის მიმართ, ამიტომ, რაღაც საერთო ღირებულებებზე შეთანხმება საზოგადოებამ სწორედ განათლებიდან უნდა დაიწყოს, რომ პროტესტიც სერიოზული და შინაარსიანი იყოს“.

 

დიტო ხუსკივაძე

 

სტუდენტური ძალების მობილიზებას „ლაბორატორია 1918“-ს კიდევ ერთი აქტიური წევრი, დიტო ხუსკივაძეც განათლების სფეროში ხედავს: „უნივერსიტეტში სამი თვეა, რაც ახალი ჯგუფი შეიქმნა, „სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი“ ჰქვია. ძირითადად საგანმანათლებლო აქტივობებით შემოვიფარგლებით, ზოგი ლიტერატურას თარგმნის, ზოგი წაკითხულის გარჩევაზე მუშაობს, ცოტა შევცვალეთ გამოხატვის ფორმები“.

 

„ლაბორატორიის“ დაშლა, როგორც დიტო გვეუბნება, ცალკეული საკითხების მიმართ განსხვავებულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. „20-50 კაცით აქციაზე დგომა ცვლილებებს ვერ მოიტანს. ცვლილებებს ჯერ სერიოზული თეორიული ცოდნა და იმის გაგება სჭირდება, თუ რისი შეცვლა გინდა. კარგად უნდა იცოდე რას, რისთვის აპროტესტებ“.

 

დიტო ხუსკივაძის აზრით, სისტემურ დანაშაულებებზე საზოგადოების რეაქციები უშედეგო იყო, „სწორედ ამიტომ დავინახეთ ჩვენი მიზნები საგანმანათლებლო აქტივიზმში. კარგად უნდა ვიცოდეთ, რისთვის არიან სტუდენტები მზად და რა უნდათ“.

 

დიტოს აზრით, არც საზოგადოებაა ჩამოყალიბებული იმაში, რა უნდა: „ამიტომ იყო ნაკლები სოლიდარობა ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე. როცა ხაშურში პოლიციელებმა მოკლეს ადამიანი და თქვეს, რომ კიბეზე დაგორდა, მის მკვლელობასაც 12 კაცი აპროტესტებდა. თუ გვაქვს კითხვა, რატომ გამოდის მთელი პარიზი გარეთ, როცა ერთ ადამიანს კლავენ, საქართველოში კი რამდენიმე, მაშინ იმ კითხვაზეც უნდა გვქონდეს პასუხი, რა უნდა საზოგადოებას“.

 

სანდრო ცაგარელი

 

სანდრო ცაგარელის აზრით კი, საზოგადოებრივი სოლიდარობა მაშინ შედგება, როცა თითოეული მოქალაქე გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და არ დაელოდება კონკრეტული ჯგუფების პროტესტს: „ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. წინა რეჟიმი ბევრად საშიში იყო, დღეს შედარებით გახსნილია სიტუაცია და ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა“.

 

სანდრო, ისევე როგორც მისი მეგობრები, მიიჩნევს, რომ დღეს სტუდენტების აქტივობა განათლების სისტემის ცვლილებებისკენ უნდა იყოს მიმართული: „ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნივერსიტეტს თითქოს მოძვრა პარტიული ელემენტი, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა. იმდენი არაპროფესიონალი მუშაობს და ისეთი ძლიერია კლანური სისტემა, აუცილებელია ამ სისტემის რეფორმა. ამიტომ, ახლა უნდა ვიყოთ ყველაზე აქტიურები, რომ პროცესები ჩვენი გვერდის ავლით არ წარიმართოს და ახალი საშინელება არ მივიღოთ“.

 

სანდროს აზრით, რესურსი, რომელიც „ლაბორატორია 1918“-ს გააჩნდა, ამ ეტაპზე ამოწურულია: „უნდა გამოჩნდეს ახალი ჯგუფები ახალი ტაქტიკით. ჩვენ ბევრ რამეზე გვაქვს განსხავავებული აზრი, „ეს არ მინდა“ და „არ მომწონს“ – არ არის საკმარისი, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. ამიტომ, როცა შევჯერდებით რაღაც ღირებულებებზე, ჩვენი აქტივობაც უფრო მიზანმიმართული იქნება და ავანსცენაზეც მერე გამოვალთ“.

 

სანდროს აზრით, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის, რომ თუკი მას არ ემუქრება უსახლკარობა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი უსახლკარობის მიმართ შეიძლება იყო გულგრილი: „საზოგადოებამ ვერ ისწავლა ერთად დგომა სოციალური პრობლემების მოგვარებაშიც კი, რადგან ყველა ცდილობს მარტო გავიდეს ფონს, ინდივიდუალურად დააღწიოს თავი გაჭირვებას“.

ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 

 

ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ჩემპიონატზე

 

 

დღესვე მიმდინარეობს გუნდური ასპარეზობაც და საქართველოს დროით 7 საათზე ცნობილი გახდება მოიპოვებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქროს მედალს.

 

არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში სლოვენიის ქალაქ მარიბოში 24 თებერვალს დაიწყო. მასში 35 ქვეყანა და 8 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე 6 სპორტსმენით წარსდგა.

 

დიდებში:

ხათუნა ნარიმანიძე

ქრისტინე ესებუა

ლაშა ფხაკაძე

იულია ლობჟანიძე

 

ახალგაზრდებში:

ციკო ფუტკარაძე

ვოვა დოლიძე

 

მთავარი მწვრთნელი:

თამაზ ფუტკარაძე

 

 

ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ჩემპიონატზე | 28.02.2015 | ქალაქი მარიბო

„სხვა ლანდშაფტი“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

ბექა ბოლქვაძის 2014 წლის ნამუშევარი

ბექა ბოლქვაძე

კახაბერ ემირიძე

ირაკლი შონია

ამიკო ქავთარაძე / კახაბერ ემირიძე

შსს-მ ეკლესიის გაქურდვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავა

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნები 22 თებერვალს რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიაში ღამით შეიპარნენ და შესაწირი ყუთიდან 420 ლარი მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებს ეკლესიაში შესვლის დროს ორი ხატი გაუტყდათ, რომლებიც ეკლესიის სახურავზე გადამალეს. სამართალდამცავებმა დაზიანებული ხატები ეკლესიის მსახურებს დაუბრუნეს.

 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი დაკავებულები სამართალდამცავებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

 

ვინ უვლის გზებს აჭარაში

 

 

 

„1 კვ/მ მიწის ნაკვეთში 1,52 თეთრი შემომთავაზეს… მე, ჩემი მიწა მეტი მიღირს. გამგეობიდან მომივიდა წერილი, გაზაფხულზე გადაწყდება ყველაფერიო და ვნახოთ“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომლის მიწის ნაკვეთზეც ახალი გზა უნდა გავიდეს.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭერში ოთხი მოსახლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეხება – საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე შეთანხმება მათთან მიღწეული არ არის.

 

საუბარია, ზამლეთი-ხიხაძირის გზის მონაკვეთზე, რომლის სარეაბილიტაციო პროექტიც შარშან მსოფლიო ბანკმა დააფინანს, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (ეს გზა მის ბალანსზე არ არის) სამუშაოებიც დაიწყო. გზა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სოფელ სხალთამდე გაკეთდა, დანარჩენ ნაწილზე სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება.

 

სარემონტო სამუშაოები წელს აპრილიდან დაიწყება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. იგეგმება 61 კმ. გზის მოასფალტება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 15 374 280 ლარი, 12 კმ-ზე ბეტონის დასაგებად კი 1 მილიონი ლარი დაიხარჯება; მოეწყობა 120 ერთეული ხელოვნური ნაგებობა, რომლის ღირებულებაც 2 488 100 ლარი იქნება. წელს 16 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც იგეგმება.

 

ახალი ხიდები აშენდება გზის შემდეგ მონაკვეთებზე: ფიჭვნარი-ჩოლოქი-ცეცხლაური; სოფელი ქობულეთი-სკურდას ხეობა; ჩაისუბანი-მე-7 რაიონი; ზედა თხილნარი-დუმბაძეები-ხინკილაძეები; შარაბიძეები-ჯაფარიძეები-ჯიმშერაძეები; ჩელტის სკოლა-ჩამბები; გუნდაური-გარეკუნი; ხულო-უჩხო-კურცხალი (ნავანების გადასასვლელი). წელსვე საცალფეხო ხიდი აშენდება ჩხუტუნეთის გზაზე (ჭანივრის მიმართულება).

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს შემდეგ მონაკვეთებზე: ზომლეთი-ხიხაძირი; რაქვთა-ჭადაური; ხიჭაური-ნაღვარევი; შუახევი-ჩირუხი; ცხემნა-ორცვა; მახო-დავითაძეები-აგარა; კირნათის გზა-მირვეთი.

აჭარის ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი მოეწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე: ქაქუთი-ნაცხავატები; ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანა; სოფელი ქობულეთი-ჭანკურიძეები; ცეცხლაური-ლეღვა-ცხრაფონა(ცხომელიძეების მიმართულება); ხუცუბანი-ნაკაიძეები; რკინიგზის გადასასვლელი-ბობოყვათი-დაგვა-ქვედა აჭყვა; სახელმწიფო გზა-მუხაესტატეს საჯარო სკოლა; კვირიკე-ზედა კვირიკე (ცენტერაძეების მიმართულება); სახელმწიფო გზა-გორგაძეები (გორგილაძეების მიმართულება); ყოროლისთავი-ზედა წინსვლა; ორთაბათუმი-მასაური; მახო-დავითაძეები; კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა; მახოს გზა-სიმონეთი; ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეები; მახუნცეთი-უჩხითი; ცხმორისი-გეგელიძეები; შუახევი-უჩამბა; დიდაჭარა-ღორჯომი.

 

მთლიანობაში ასფალტ/ბეტონის საფარი აჭარაში წელს მოეწყობა 46,3 კმ სიგრძის გზაზე.
რაც შეეხება ადგილობრივი გზების რეკონსტრუქციას, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება წელს დაგეგმილია: ცეცხლაური-წყავროკას 1,9 კმ-იან მონაკვეთზე, შუახევი-თერნალის 4 კმ-იან და ხულო-უჩხო-კურცხალის 5 კმ-იან მონაკვეთზე.

 

უკვე დამტკიცებულია მრავალწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2016-2017-2018 წლებში დაფინანსდება ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები – 34 მილიონზე მეტი ლარით (მთლიანობაში 150 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის) და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 6 მილიონი ლარით (მოეწყობა 249 ნაგებობა). ასევე დაფინანსდება საგზაო ტექნიკის შეძენა – 1,5 მილიონი ლარით.

 

აჭარაში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვასა და რეაბილიტაციას ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისას – აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
ცალკეა ქალაქების – ქობულეთისა და ბათუმის საზღვრებში მოქცეული გზები, რომლებზეც შესაბამისი მუნიციპალიტეტები ზრუნავენ.

 

აჭარაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 3417კმ-ია. აქედან რეაბილიტირებულია (მოასფალტებულია) – 316 კმ. რაც შეეხება დანარჩენ გზებს, მათ მოხრეშვა მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის გზების დეპარტამენტის სამსახურები, მათივე ინფორმაციით, მუდმივად ახორციელებენ.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში 52 საჯარო მოხელე და 397 შტატგარეშე მოსამსახურეა, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში არის წარმომადგენლობა. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ტექნიკის ნაწილი ამორტიზებულია და მას დეპარტამენტი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. სამუშაოებზე, სადაც არ არის დეპარტამენტის ტექნიკა საკმარისი, ტექნიკას ქირაობენ.

 

წელს აჭარის საგზაო დეპარტამენტი 520 ათას ლარად ოთხ მუხლუხა ტრაქტორს, ხოლო 345 ათას ლარად სამ თვითმცლელს შეიძენს.
აჭარაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებია: ჩოლოქის ხიდიდან სარფამდე 55-კილომეტრიანი გზის 47 კმ, რომელიც ირიცხება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე და რომელსაც ზედამხედველობას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია (ამ 55-კილომეტრიანი გზიდან 8,5 კმ. ირიცხება ბათუმის მერიის ბალანსზე). ასევე დეპარტამენტის ბალანსზეა ქობულეთის შემოვლითი გზის (33 კმ მშენებარედან) დამთავრებული და ექსპლუატაციაში გაშვებული 12,4 კმ-იანი მონაკვეთი (დარჩენილი ნაწილი შენდება სოფელ გვარადან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთში და დასრულდება 2016 წელს).

 

ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა აჭარაში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების შემდეგი მონაკვეთები: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბზე შემოვლითი გზა _ სიგრძე 6 კმ; ბათუმი(ანგისა) – ახალციხის 159-კილომეტრიანი გზის 117-კილომეტრიანი მონაკვეთი (ანგისიდან ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვრამდე); გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის მონაკვეთი _ სიგრძე 10 კმ; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის 73,4-კილომეტრიანი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი (ქაქუთის ხიდიდან ქობულეთამდე).

 

ამ გზებიდან ხრეშოვან-საფარიანია ანგისა-ახალციხის გზის ხულო-ადიგენის საზღვრამდე მონაკვეთი (37 კმ) და გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის 10 კმ-იანი მონაკვეთი. დანარჩენი შავსაფარიანია (ასფალტბეტონი).

 

აჭარის გზებიდან ამჟამად ყველაზე რთული მონაკვეთი (ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვალსაზრისით) სწორედ ხულოდან ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვრამდეა, რომელზეც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით გერმანულ-ქართული საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილია რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაო-ტექნიური დოკუმენტაცია (პროექტი).

 

აჭარის საავტომობილო გზების დირექციაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ დეპარტამენტს დაქვემდებარებული გზების და ხელოვნური ნაგებობების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მდგომარეობას სწავლობენ ვიზუალურად და სათანადო ინფორმაციას აწვდიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

 

დეპარტამენტში „ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ ხულო-ადიგენის გზის სარეაბილიტაციო პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ სამშენებლო-სანებართვო პროცედურებს გადის, პროექტი მრავალმილიონიანია. პარალელურად, დაფინანსების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკთან. სხვა დეტალებს დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მომდევნო 2 წელი გოდერძის უღელტეხილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ იწყება.

 

წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის (ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ჩათვლით) საქართველოს ბიუჯეტიდან სულ გამოყოფილია 645 მილიონ 200 ათასი ლარი. აქედან 295 500 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 14 500 000 ლარი არის გრანტი, ხოლო 335 200 000 ლარი კრედიტი.

მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებაზე კომისია შეიქმნა

კომისიამ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 2016 წლის 1 იანვრისა.

 

კომისია შემდგომში ასევე უზრუნველყოფს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვას და წარდგენილ განაცხადთა შეფასების შედეგად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენას.

 

­­­11-კაციანი კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი. კომისიაში არიან ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების პირველი მოადგილეები; ფინანსთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

  

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ან/და ამ სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.

 

სამუსიკო სკოლის პრობლემები

გაკვთილი სამუსიკო სკოლაში

სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა შენობა მერიის ბალანსზე ირიცხება. „წელს ვთხოვეთ გარემონტება, მაგრამ სამინისტროში თავი შეიკავეს. არ ვიცით რა გეგმები აქვს მერიას, ამიტომ კაპიტალურ რემონტზე თანხას არ ვხარჯავთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი ნატალია ორაგველიძე. სასწავლებლის წლიური ბიუჯეტი 730 ათასი ლარია, რაც ხელფასებზე, გადასახადებსა და ღონისძიებებზეა გათვლილი. სკოლას სწავლის წლიური საფასურიც აქვს დადგენილი, რაც დირექტორის თქმით, მიზერულია: „ჩვენთვის რემონტზე მნიშვნელოვანი გასტროლებია, გვირჩევნია კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა და წარმატებას მივაღწიოთ“.

ბუნებრივი აირი მხოლოდ პირველ სართულზეა – გასულ წელს გაიყვანეს. ოთახებში, სადაც ბავშვები მეცადინეობენ, ძირითადად ელექტროგამათბობლებია ჩართული. სასწავლებელში 626 მოსწავლე სწავლობს, თუმცა, ოთახების უმეტესობა პატარა და არაკომფორტულია.
შენობის მეორე ნაწილში ისევ „ათას ცხრაასი წელია“. ძველი იატაკით, კალმით მიმოხატული და დაობილი კედლებით. აქ საკლასო ავეჯიც წინა საუკინისაა. კლასების ნაწილი კი რკინის პატარა ბოქლომებით არის გამოკეტილი.

ნესტი და სიბნელეა ნოტების საცავშიც, სადაც ხმარებიდან ამოღებული რამდენიმე ათეული ნოტების წიგნი ინახება. თითქმის დაფლეთილია ნოტებია ის წიგნიც, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ.

„ბავშვები აქსეროქსებენ და ასე გაგვაქვს თავი. არ ვიცი რა თანხა დაჯდება ამ ყველაფრის განახლება, მაგრამ ჯერ ამაზე არ გვიფიქრია“, – ამბობს დირექტორი.

არაკომფორტული გარემოს მიუხედავად, სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. წარმატებულია სასწავლებლის გუნდიც, რომელსაც ევროპისა და მსოფლიო კონკურსებზე ორი გრანპრი აქვს მიღებული. არაერთი ჯილდო აქვთ სკოლის სხვა მიმართულების მოსწავლეებსაც. „ბევრი ქვეყანა გვაქვს მოვლილი და გვყავს მეგობრებიც. გერმანელ მეგობრებს იმდენად მოვეწონეთ, რომ საქსაფონი და სტვირი გვიყიდეს და საჩუქრად მოაქვთ“, – გვეუბნება დირექტორი.

სწორედ ამ ნაჩუქარი ინსტრუმენტებით აპირებს დირექტორი ახალი კლასების გახსნას. „ადრეც იყვნენ საქსაფონის შესწავლის მსურველები, მაგრამ ვერ ვიღებდით, სექტემბრიდან კი შევძლებთ სწავლებას“.

აგვისტოში სასწავლებლის პიანისტები გერმანიასა და პოლონეთში კიდევ აპირებენ კონცერტის გამართვას.

სკოლას ორი როიალი აქვს, რომლებიც საკონცერტო დარბაზში დგას. პიანინოები კი, როგორც დირექტორი ამბობს, გასულ წელს ტენდერით შეისყიდეს. შვიდი ჩამოწერილი პიანინოს ნაწილები სკოლის შიდა ეზოში კედელთან აწყვია. აქვეა ძველი სკამები და სხვადასხვა უსარგებლო ნივთიც.

2000-2009 წლებში სკოლის ბაზაზე სამუსიკო კოლეჯი დაარსდა, რის გამოც სწავლა 11-წლიანი გახდა. თუმცა, სამუსიკო რეფორმის შემდეგ, კოლეჯი გაუქმდა და დაწესებულებამ სკოლის სტატუსი დაიბრუნა. „ვფიქრობ, კოლეჯმაც კარგად იმუშავა, რადგან ბევრი წარმატებული მუსიკოსი გამოუშვა, რომლებიც დღეს ყველა დასაქმებულია“, – გვეუბნება დირექტორი.

ნატალია ორაგველიძის თქმით, მოსწავლეების მხრიდან სხვადასხვა ინსტრუმენტით დაინტერესების მიუხედავად, „ბათუმის პრივილეგია მაინც ფორტეპიანო და ვოკალია. ამ მიმართულებაზე გვაქვს ყველაზე დიდი მოთხოვნა. თუმცა, სამი სკოლის ბაზაზე საბავშვო ორკესტრიც ჩამოვაყალიბეთ და ასე მგონია ვბრუნდები ჩემს ბავშვობაში, როცა ბათუმში ძლიერი საბავშვო ორკესტრი ფუნქციონირებდა“.

ბათუმში სასულე ინსტრუმენტალისტების ნაკლებობაა, რასაც დირექტორის თქმით, საქსაფონისა და სტვირის კლასების ამოქმედება შეავსებს.
„მოტივაცია ბევრს ნიშნავს. საორკესტრო განყოფილებაზე ბევრი მსურველი მას შემდეგ წამოვიდა, რაც გერმანიისკენ გზა გავჭერით“.

18 პროფესია კოლეჯში

 

 

 

 

ბათუმში მდებარე პროფესიულ კოლეჯში, – „ბლექსი“, – მსურველებს 18 სპეციალობის დაუფლება შეუძლიათ. მათ შორის, მეფილე-მომპირკეთებლის, კბილის ტექნიკოსის, ბარმენის, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის ან ავტომობილის ძრავის შემკეთებლის პროფესიის.

 

კოლეჯში მეფილე-მომპირკეთებლის პროფესიას ათამდე სტუდენტი ეუფლება. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ პროფესიის არჩევა, სტუდენტები ამბობენ, რომ ეს საქმიანობა მოთხოვნადია.

 

„ბევრ ადგილას დამხმარედ მიმუშავია. ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და მინდოდა უკეთ შემესწავლა. მომგებიანი პროფესიაა. მოხელე კაცი როცა ხარ და კარგად მუშაობ, ანაზღაურებაც კარგი გაქვს,“ – ამბობს სტუდენტი ოთარ ქობულაძე, რომელიც მეფილე-მომპირკეთებლის პროფესიას ეუფლება.
როგორც პედაგოგი გულნარა სალუქვაძე განმარტავს, სტუდენტები ასევე სწავლობენ სამეწარმეო საქმიანობასაც, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თავად რომ შეძლონ საქმიანობის წამოწყება. შექმნან სამუშაო ბრიგადები ან ინდივიდუალური მეწარმეები გახდნენ.

 

თვითდასაქმებაზე არიან ორიენტირებული მკერავებიც, რომლებიც პროფესიას კოლეჯში ეუფლებიან. პედაგოგის – მაყვალა ლაზიშვილის თქმით, კურსდამთავრებულთა უმრავლესობა მუშაობს, თუმცა იმის გამო, რომ სამკერვალო ფაბრიკებში დაბალი ანაზღაურებაა, ბევრი არჩევს თვითონ დასაქმდეს და საკუთარი საქმე წამოიწყონ.

 

„ხუთი თვეა, რაც კერვას ვსწავლობ. სანამ აქ მოვიდოდი, მე თვითონ ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს. როცა დავამთავრებ, ვაპირებ საკუთარი თავი თავად დავასაქმო და პატარა ატელიე გავხსნა,“ – ამბობს სტუდენტი ნათია ოსეფაიშვილი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისა, სტუდენტებს პროფესიული განათლების მიღევბა შემდეგ სპეციალობებზე შეუძლიათ: სასტუმრო საქმისმწარმოებელი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, მზარეული, გიდი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი, ვებსპეციალისტი, ოფისის მენეჯერი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი.

 

კითხვაზე, თუ როგორ არჩევენ ამა თუ იმ სპეციალობას, რომელზეც შემდგომ სტუდენტებს ამზადებენ, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი დავით გოგიტიძე პასუხობს:

 

„ჯერ ვაკეთებთ ბაზრის კვლევას და ამის შემდეგ ვახორციელებთ პროგრამას. შესაბამისად, ის 18 პროფესია, რომელიც გვაქვს, არის მოთხოვნადი. ამ პროფესიებს ისე ვარჩევთ, რომ მოთხოვნადი იყოს როგორც დამსაქმებლის, ისე მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ მიერ მომზადებული სტუდენტის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი არის დამსაქმებელი. პრაქტიკულად, დასაქმების პრობლემა არ გვაქვს. თუმცა არის სპეციალობები, რომლებიც არ არის ბაზარზე მოთხოვნადი/ნაკლებად მოთხოვნადია ან არის სეზონური. ტურიზმის მიმართულებით ზაფხულში 100%-იანი დასაქმება გვაქვს, მაგრამ ზამთრის პერიოდში არის წყვეტა“.

 

მისივე თქმით, სტუდენტების დასაქმება, ძირითადად, საწარმოო პრაქტიკის დროს ხდება. „პრაქტიკის დროს დამსაქმებელს საშუალება აქვს, დააკვირდეს პრაქტიკანტს. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სტუდენტები საქმდებიან,“ – ამბობს დავით გოგიტიძე.

 

სასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წლებში დასაქმების მაჩვენებელი შემდეგი იყო: 2011-2012 სასწავლო წლებში პროფესიულ სასწავლებელს ჰყავდა 308 სტუდენტი, სწავლის დამთავრების შემდგომ დასაქმდა – 190; 2012-2013 სასწავლო წლებში 354 სტუდენტიდან დასაქმდა – 203, ხოლო 2013-2014 წლებში 494 სტუდენტიდან მხოლოდ 222 კურსდამთავრებულს აქვს მუდმივი სამუშაო.

„ჰილტონში“ დასაქმებაზე 600 განაცხადი შევიდა

 

 „ბათუმის უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულებით ექვსი დეპარტამენტი მუშაობს და განაცხადები თითქმის ყველა დეპარტამენტიდან არის შესული, ყველა მიმართულებაზე.  მეორე ეტაპზე ცნობილი გახდება, ვინ იქნება დასაქმებულთა სიაში და ვინ – არა. ამ ეტაპზე „ჰილტონს“ 400 თანამშრომელი სჭირდება“-  თქვა „ბათუმელებთან“ ტურიზმის ფაკულტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.

 

 

ლელა შაინიძე  სტუდენტია, მას  რესტორანსა და მიმღებში სურს დასაქმდეს:  „ჩემთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი  დასაქმება, რომ  სწავლის საფასური ჩემი შრომით გადავიხადო.  კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ მაქვს ჩემი შესაძლებლობების იმედი და ალბათ ამიყვანენ“. 

 

სოფიკო რიჟვაძეც სტუდენტია. ისიც იმედოვნებს, რომ მაღალი კონკურენციის მიუხედავად, დასაქმებას შეძლებს: „როგორც ყველა აქ მყოფს, მეც მაქვს დასაქმების იმედი.“

 

გოგიტა გოგიძე   კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტია და დასაქმების იმედი მასაც აქვს:  „იმედი მაქვს, რომ დავიწყებ მუშაობას“.

 

 

„ჰილტონში“ დასაქმებაზე 600 განაცხადი შევიდა

 

 

საკრებულოს წევრის განმარტება „ღმერთის სასჯელთან“ დაკავშირებით

 

„ … ძალიან მეწყინა ის მომენტიც, რომ ჟურნალისტმა, მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა, არასრულად და უკონტექსტოდ გააჟღერა აღნიშნული სიტყვები, ვინაიდან დიალოგი წარიმართა შემდეგი შინაარსით:

კობა ჩხეიძე: არის თუ არა ის სტიქიით დაზარალებული?

მე: არის, აბა ღმერთმა ხო არ დასაჯა?

ეს დიალოგი შესაძლებელია დაადასტუროს კობა ჩხეიძემ“, – წერს საკრებულოს წევრი.

 

კობა ჩხეიძე ირაკლი მიქელაძის კოლეგაა.

 

საკრებულოს სხდომის ვიდეოჩანაწერი ვებგვერდზე ჯერ კიდევ არ არის ატვირთული. ირაკლი მიქელაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსს  ეთანხმებიან მისი კოლეგები. ირაკლი მიქელაძის გვერდით მსხდომი საკრებულოს წევრების თქმით, ეს რეპლიკა – „ღმერთმა დასაჯა“ იყო კითხვითი წინადადება და მიმართული იყო არა დაზარალებულის, არამედ მერიის თანამშრომლის მიმართ.

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტო: მეორე ბავშვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

 

„ბავშვის დედა ჩემს სახლში ბინის საქირავებლად 16 თებერვალს მოვიდა. დაახლოებით 13 წლის  ბიჭი ახლდა, ჩემი შვილიაო ასე გვითხრა. მამაკაციც ახლდა, რომელმაც გვითხრა, რომ მისი მაზლი იყო და ბინის ქირას ის გადაიხდიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ქალი ჩვენთან ცხოვრობდა, 13 წლის ბიჭიც ქალთან ერთად იყო. სხვა ამ ქალის და მისი ოჯახის შესახებ არაფერი ვიცით“, – ამბობს ბინის მეპატრონე მზია ჩაქურიძე.

 

სახლის მეპატრონე ამბობს, რომ მათ არ იციან მეორე ბავშვი დედასთან ერთად წავიდა თუ არა:

 

„მე 12 საათისთვის გავედი სახლიდან, როცა დავბრუნდი, ეს ამბავი დამხვდა. სასწრაფო და პოლიცია ყოფილა მოსული და ბავშვი წაუყვანიათ. არ ვიცი მეორე ბავშვი იმყოფებოდა თუ არა დღეს სახლში. არ მინახავს. როგორც ვიცი, ქალი არ მუშაობდა და ძირითადად სახლში იყო“.

 

ჰყავს თუ არა აღნიშნულ ქალს მეორე შვილი და თუ სად იმყოფება ამ დროისთვის არასრულწლოვანი, შს სამინისტროში ამბობენ, რომ ამის თაობაზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.

 

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, აქ აცხადებენ, რომ მეორე ბავშვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

 

„დღეს ბავშვი იყო დედის გარეშე. რვა თვის ბავშვს 24 საათის განმავლობაში რომ დატოვებ, მიტოვებას ნიშნავს. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი ბავშვი და მისი დაბადების მოწმობა. ქალს რომ შევხვდებით, მერე დავადგენთ დეტალებს“, -განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ.

 

დღეს, 27 თებერვალს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში მესხეთის ქუჩაზე, ქალმა რვა თვის ბავშვი ნაქირავებ ბინაში მიატოვა და თურქეთში წავიდა. პოლიციამ და სასწრაფო დახმარებამ ბავშვი გამოკვლევისთვის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვზე მზრუნველობას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. 

 

 

 

 

1 იანვრამდე უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულები ჯარიმას აღარ გადაიხდიან

 

 

საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კი დღეს, 27 თებერვალს გამოქვეყნდა. კანონის მიზანი ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების გატარებაა, რაც ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან და საურავისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

 

კანონის მიხედვით, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა“.

 

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსათვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), იწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით.

 

ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირს ერიცხება საურავი 50 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

როგორც კანონის მიღებამდე, პროექტის განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარებოდა დაახლოებით 1,2 მილიონამდე ლარი. მაშინ საუბარი იყო ადმინისტრაციული სახდელისაგან იმ პირების გათავისუფლებაზე, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობის გამო 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდნენ. ახალი კანონით ეს ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე გადმოიწია.

კონკურსი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დასაფინანსებლად

 

 

დოკუმენტური ფილმის წარმოებისთვის ერთ კინომწარმოებელზე მაქსიმუმ 25 000, ხოლო
მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოებისთვის ერთ კინომწარმოებელზე მაქსიმუმ 10 000 ლარი გაიცემა.

განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 25 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.

 

საჭირო დოკუმენტაცია:


1. განცხადება კომისიის სახელზე;
2. აპლიკაცია (სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით);
3. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი) ბიოფილმოგრაფია და
კოორდინატები, პირადობის მოწმობის ასლები.
4. პროდიუსერის მოტივაცია;
5. რეჟისორის ხედვა;
6. ფილმის მოკლე სინოფსისი;
7. თრითმენტი;
8. ფილმის სცენარი;
9. ფილმის სრული ბიუჯეტი;
10. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხის ბიუჯეტი (სამინისტროს მიერ შემუშავებული
ფორმით);
11. აჭარის რეგიონში გასაწევი დამატებითი ხარჯების ბიუჯეტი (არსებობის
შემთხვევაში);
12. დაფინანსების მოპოვების გრაფიკი;
13. საწარმოო გეგმა;
14. აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი გადაღებების კალენდარული გრაფიკი;
15. თანაპროდიუსერ(ებ)თან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
(ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);
16. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
17. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (განახლებული);
18. ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული);
19. ფილმის წარმოებისთვის საჭირო/მოპოვებული ალტერნატიული თანხის
დამადასტურებელი ინფორმაცია (ხელშეკრულებები ან/და სხვა დოკუმენტები).

 სხვა საჭირო დოკუმენტაცია დოკუმენტური ფილმის პროექტის წარმოდგენის მსურველებისთვის.

 სხვა საჭირო დოკუმენტაცია მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის წარმოდგენის მსურველებისთვის.

 

კონკურსში მონაწილე პროდიუსერს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს. სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხა სრულად უნდა დაიხარჯოს აჭარის რეგიონში (ქირავნობა, მომსახურეობა ან/და საქონლის შესყიდვა მიღებული უნდა იქნას აჭარაში რეგისტრირებული ორგანიზაცი(ებ)ის ან მოქალაქ(ებ)ისგან).(გამონაკლისი: აჭარაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები).


კონკურსში პროექტის წარმოდგენა ეკრძალებათ კომისიის წევრებს, თუ იგი არის ფილმის
პროექტის პროდიუსერი ან/და რეჟისორი.

 

პროექტი ხორციელდება  „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.

შს სამინისტრო: ბათუმში დედამ რვა თვის ბავშვი ნაქირავებ ბინაში დატოვა და თურქეთში წავიდა

 

მიტოვებული ბავშვის შესახებ  ბინის მეპატრონემ საპატრულო პოლიციას შეატყობინა.  ბავშვის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოც ფლობს. „ჩვენ მისვლამდე უკვე იყო მისული სოცაგენტი და პატრული“- განაცხადეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. 

 

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ჰიდროცეფალია აქვს და ადრე იაშვილის კლინიკაშიც ჰყავდათ სამკურნალოდ.  ამ დროისთვის ბავშვი ანგისის საავადმყოფოშია მოთავსებული და გამოკვლევებს უტარებენ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სოციალური აგენტი.


შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედა 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა. 


სტატია ჩასწორებულია. 

 

 

 

გადააყენებენ თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს

„მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩემი თანაგუნდელებისგან, ეს საკითხი შემდეგ სხდომაზე არ განიხილება, საკითხი დაიძრება თუ არა, ეს ცალკე თემაა“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

ბრაზილიელები ქობულეთის ”შუქურაში”

 

 

თანამშრომლობის ფარგლებში “კურიტიბა” „შუქურას“ ფეხბურთელებს მოაწვდის. „როჟერიო ბასელარი 2015 წლის იანვარში აირჩიეს კლუბის პრეზიდენტად. ის სამი წლის განმავლობაში უხელძღვანელებს კლუბს და სანამ პრეზიდენტი იქნება, მანამდე ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ჩელებაძემ.

 

ამ ეტაპისთვის „შუქურამ“ “კურიტიბადან” იჯარით ორი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი წამოიყვანა. მარჯვენა ნახევარმცველი ფელიპე ბეზერა და მარცხენა ნახევარმცველი ლუის გილერმე დომელესი უკვე ქობულეთში იმყოფებიან. თავდამსხმელები  პაულო ვიქტორი და ლუის ფერნანდო მაზური კი აჭარულ კლუბს 25 თებერვალს შეუერთდნენ. კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრაზილიელი ფეხბურთელები შუქურაში სამი თვით დარჩებიან და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბში მათი დატოვების საკითხს შედეგიდან გამომდინარე გადაწყვეტენ. როგორც რევაზ ჩელებაძე აღნიშნავს, ეს ფეხბურთელები ქართველ სპეციალისტ გოჩა ალადაშვილთან ერთად შეარჩია, რომელიც15 წელზე მეტია ბრაზილიაში ფეხბურთის სფეროში მუშაობს.

 

”შუქურას” პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე და ”კურიტიბას” პრეზიდენტი როჟერიო ბასელარი

 

 

 

კურიტიბა ბრაზილიის სამხრეთით მდებარე პარანის შტატის ქალაქია. აქ მდებარეობს საფეხბურთო კლუბი „კურიტიბაც“, რომელიც 1910 წელს დაარსდა. „კურიტიბა“ პარანის შტატში სამ წამყვან საფეხბურთო კლუბების რიგშია „ატლეტიკო პარანაენსესა“ და „პარანოისთან“ ერთად. 211 წელს კლუბი ბრაზილიის ელიტარულ სერია A-ში დაბრუნდა.

 

რატომ გადაწყვიტეთ გუნდის გაძლიერება ბრაზილიელი ფეხბურთელებით? რევაზ ჩელებაძემ გვიპასუხა: „იმიტომ, რომ მსოფლიოში ბრაზილიელებზე უკეთესი ეხბურთელები არსად არიან. მინდა, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც თამაშობენ „შუქურაში“, ბრაზილიელებისგან გადაიღონ გამარჯვების მაგალითი“.

 

„შუქურამ“ ბრაზილიელების გარდა მეორე წრისთვის კიდევ ერთი უცხოელი, უკრაინელი ნახევარმცველი ადრიან პუკანიჩი დაიმატა. მას უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული, 21 თამაში – უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში, ბოლო ოთხი წელი კი ადრიან პუკანიჩი უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდ „ილიჩევეცში“ (Ильичевец) თამაშობდა.  „ადრიან პუკანიჩი კარგი ფეხბურთელია, მჯერა, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება“, – აღნიშნა რევაზ ჩელებაძემ.

 

გარდა შემადგენლობისა, „შუქურაში“ ცვლილებებია ხელმძღვანელობით პოზიციებზეც. გუნდს კვლავ ახალი მწვრთნელი ჰყავს და მიმდინარე სეზონში ეს მეოთხე ცვლილებაა. სეზონის დასაწყისში ქობულეთის „შუქურას“ ბესიკ შეროზია წვრთნიდა, შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ამირან გოგიტიძემ დაიკავა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელმა მალევე უკრაინელი სპეციალისტით კონსტანტინ ფროლოვით ჩაანაცვლა ის. თებერვლის დასაწყისში კი გუნდის გაწვრთნა გელა სანაიას ჩააბარეს, რომელიც „შუქურამდე“ „სამტრედიაში“ მუშაობდა. გელა სანაია 36 წლისაა. ის უმაღლესი სამწვრთნელო განათლების PRO ლიცენზიის მფლობელია და სხვადასხვა წლებში წვრთნიდა „სამტრედიას“, ხობის „კოლხეთს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „ჭიათურასა“ და რუსთავის „მეტალურგს“. 2014 წელს დაბრუნდა „სამტრედიაში“ და 2013-2014 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის (ჯგუფი B) გამარჯვებული.

 

„ბათუმელები“ რამდენიმე კითხვაზე პასუხის მისაღებად რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა:

ბატონო რევაზ, თქვენ დიდ იმედებს ამყარებდით უკრაინელ მწვრთნელზე. რატომ წავიდა კონსტანტინე ფროლოვიშუქურადან“?

– ფროლოვს ბავშვი შეეძინა, ხშირად უნდოდა იქით წასვლა. გუნდს ცოტა ყურადღება მიაკლდა. მე ვუთხარი, ან გუნდი, ან ოჯახი. ჩვენ, როგორც მეგობრები, დავცილდით ერთმანეთს.

 

ერთერთ ინტერვიუში თვითონ აცხადებდა, რომ ხელმძღვანელობამ მხარი არ დაუჭირა. რას გულისხმობდა მხარდაჭერაში, რას მოითხოვდა ის თქვენგან?

– მთავარი თუ გაინტერესებთ ის არის, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა. მე დროზე მივიღე გადაწყვეტილება. ფროლოვი ნიჭიერი მწვრთნელია, მაგრამ ძალიან რბილია. „შუქურაში“ კი მწვრთნელი უფრო მომთხოვნი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ მე დავუშვი შეცდომა, როცა კონსტანტინე ჩამოვიყვანე მწვრთნელად.

 

გელა სანაია რამდენ ხანს გაწვრთნის თქვენს გუნდს?

– 31 მაისამდეა დანიშნული. ახალი წლიდან ჩვენ უფლება აღარ გვექნება ერთი და ორი თვით გვქონდეს ხელშეკრულება მწვრთნელთან. მინიმუმ ერთი წლით უნდა გაფორმდეს კონტრაქტი. დარჩება თუ არა ის სამომავლოდ გუნდის მთავარ მწვრთნელად, მასზეა დამოკიდებული: წინ წაიყვანს გუნდს – დარჩება, ვერ დადებს შედეგს, მოვა სხვა. ესაა ფეხბურთის მწვრთნელის ბედ-იღბალი.

 

ბრაზილიელებით გუნდის გაძლიერება ხომ არ უკავშირდება თქვენს განცხადებას, რომ ევროპის ლიგაზე გინდათ გასვლა?

_ უკავშირდება, თორემ ათეულში ამ გუნდითაც გავიდოდი. მე მინდა შედეგი, თუ დავდებთ შედეგს, მხარდაჭერა გვექნება აჭარის ხელმძღვანელობიდანაც და სპონსორებიც გამოგვიჩნდება. ბრაზილიელები იმიტომ ჩამოვიყვანე, რომ მინდა გუნდმა მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას, ვიდრე დღეს არის.

 

აპირებთ თუ არა სხვა ფეხბურთელების დამატებას ბრაზილიიდან?

– 2014-2015 სეზონში მეტი ცვლილება აღარ იქნება.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ

 

პეტრე ზამბახიძე - უმაღლესი საბჭოს წევრი
პეტრე ზამბახიძე – უმაღლესი საბჭოს წევრი

„ბოლო პერიოდში უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა ჯგუფები უმაღლეს საბჭოში საუბრობენ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭოს მოადგილის თანამდებობა უნდა გაუქმდეს. ჩვენი ფრაქცია აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ აჭარის კონსტიტუციის მე-15 მუხლში ცვლილებას, რაც უმაღლესი საბჭოს თავმდომარესა და მოადგილეს ეხება. მასში საუბარია, რომ თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ასრულებს მის უფლებამოსილებას. მომავალში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მოადგილის ადგილი იყოს გარანტირებული იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომლებიც გადალახავენ ბარიერს და მოხვდებიან უმაღლეს საბჭოში. მანამდე კი ვაფიქსირებ, რომ ჩვენი ფრაქცია არ დააყენებს ამ თანამდებობაზე კანდიდატურას და ჩვენი წევრებიდან არ ავირჩევთ არავის მოადგილედ, მაგრამ მომავლისთვის ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა. ყველა საკანონმდებლო ორგანოში არის მიღებული, რომ მოადგილის თანამდებობა იყოს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციებისთვის.“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

 

მან ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდეს და „უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში  ჩარევას თავი დაანებოს“.

 

ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, გასულ პარასკევს ამ თანამდებობიდან უმრავლესობის წევრი „კონსერვატორებიდან“ დავით ბაციკაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებით გადააყენეს.  

დღეს სუპერლიგის ორი შეხვედრა გაიმართება

ფოტო ბათუმელების არქივიდან | სუპერლიგის ერთ-ერთი შეხვედრა ბათუმის სასპორტო სკოლაში

18 საათზე დაიწყება თამაში ქუთაისში „ქუთაისსა“ და თბილისის „სოხუმს“ შორის.

პირველი წრის შეხვედრებში „ბათუმი“ 85 – 70 დამარცხდა „შსს აკადემიასთან“, ხოლო „ქუთაისმა“ 83 – 67 მოუგო „სოხუმს“.

თვითმხილველი: ქობულეთის გამგეობის შენობაში იპოთეკარები შეიჭრნენ

 

„კარების შუშები 15 წუთის წინ დაიმტვრა. პოლიციის ბრალი იყო“, – ამბობს დარეჯან ნოღაიდელი და დასძენს, – „დილიდან ვცდილობდით შესვლას გამგეობის შენობაში, მაგრამ პოლიციამ არ შეგვიშვა. ვითხოვთ ჩვენთვის გამოყოფილი 6 მილიონი გადმოგვცენ. ჩვენ ვიცით, რომ 6 მილიონი ლარი, რომელიც შარშან ჩვენთვის გამოყო აჭარის მთავრობამ, მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ან საერთოდა არ არიან იპოთეკით დაზარალებულები, ან 2 მარტიდან არ ემუქრებათ გამოსახლება“.

 

დარეჯან ნოღაიდელის ინფორმაციით, 2 მარტიდან 94 ოჯახის გამოსახლება იწყება. ეს ის ოჯახებია, რომლებმაც 2008 წელს ბანკებიდან აიღეს სესხი. დარეჯან ნოღაიდელი ამბობს, რომ მთავრობის მიერ გასულ წელს გამოყოფილი სესხის მიხედვით, მათ უნდა მიეღოთ 3%-იანი სესხი, მაგრამ ისინი ხელისუფლებამ მოატყუა: „ჩვენ ვიცით, რომ გამოყოფილი 6 მილიონიდან 4 მილიონი ისევ ბიუჯეტში დააბრუნეს“.

 

დარეჯან ნოღაიდელის თქმით, იპოთეკარებმა გუშინ სცადეს კინტრიშის ხიდის გადაკეტვა, მაგრამ იქვე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. „150 პოლიციელი იყო მობილიზებული გურია-აჭარიდან. ხიდზე გვათრიეს. ქობულეთის საკრებულოს ერთი დეპუტატი იყო ჩვენთან ერთად და არც ის დაინდეს. არც აჭარის და არც ქობულეთის მთავრობიდან არავის მოვუკითხივართ“.

როგორ ვებრძოლოთ კარტოფილის კიბოს

 

სურსათის ეროვნული სააგენტო კარტოფილის კიბოს კონტროლთან დაკავშირებით რეგულაციაზე მუშაობს. რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს ლოკალური ადგილების გამოვლენასა და პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს, მთავრობამ 2015 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი, რომელიც ფიტოპათოლოგიის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორია და ამავე დროს დიდ ბრიტანეთში აქვს ტრენინგები გავლილი, ამბობს, რომ ის და ამ ინსტიტუტის სხვა თანამშრომლები 2009 წლის შემდეგ სწავლობენ კარტოფილის კიბოთი დაინფიცირებულ მიწას ხულოს მუნიციპალიტეტში. უცხოურ სპეციალიზებულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ის და მისი კოლეგები წერენ, რომ კარტოფილის კიბო გამოავლინეს ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ღორჯომში, თხილვანაში, დანისპარაულში, დიაკონიძეებში, ტაბახმელასა და დიდაჭარაში.

 

„ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ჩვენ შევიძინეთ ლაბორატორია და რეაქტივები, რომლებიც ანალიზისთვის არის საჭირო. ეს იყო ერთმილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში გადამზადებაც გავიარეთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დავიწყეთ დაკვირვება იმ არეალზე, სადაც გავრცელებულია კარტოფილის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადების სახეობა. კიბო დაავადებული მცენარიდან ნიადაგში გადადის და მის დასნებოვნებას იწვევს. დაავადებული ნიადაგიდან კი სოკოვანი ფორები ჯანსაღ კარტოფილში აღწევს, რაც თავის მხრივ, დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს“, – ამბობს მეცნიერი.

 

გალინა მეფარიშვილის თქმით, კიბოთი დასნებოვნებული მიწის განკურნება პრეპარატებით ვერ ხერხდება, კიბოს ფორების განადგურებას კი 30 წელი სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი წლის განმავლობაში კარტოფილი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები დასნებოვნებულ მიწაზე აღარ მოვა. კარტოფილის კიბო ვერაფერს აკლებს მარცვლოვან კულტურებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხულოს აგროსერვისცენტრის უფროსი რესან ჩოგაძე ამბობს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 1000 ფერმერის ნიადაგი გამოიკვლიეს, თუმცა კვლევის შედეგად ნიადაგში დაავადება არ გამოვლენილა. შესაბამისად, გალინა მეფარიშვილისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები განსხვავებულია.

 

„დანისპარაულში, ბოძაულსა და დიდაჭარაში გამოვლინდა კარტოფილის კიბოს შემთხვევები, თუმცა დაავადებას მასშტაბური სახე არ ჰქონდა, მხოლოდ ლოკალურად გამოვლინდა. დაავადების გამოვლენისთანავე პროფილაქტიკური სამუშაოები გავატარეთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, იმ ნაკვეთში, სადაც დაავადება გამოვლინდა, მივდიოდით და ფერმერებს ვუხსნიდით თესლმონაცვლეობა ეწარმოებინათ. ჩვენი რეკომენდაციით კარტოფილის კულტურა სიმინდით ჩაანაცვლეს. კარტოფილის კიბოს შემთხვევები იმდენად მცირე იყო, რომ გლობალური კვლევა არ ჩაგვიტარებია, უარყოფით მხარეებზე არ გვიფიქრია“, – ამბობს რესან ჩოგაძე.
იგი ამბობს, რომ კარტოფილის კიბოს გამოვლენა ვიზუალურადაც შესაძლებელია: „ადვილი მისახვედრია, აქვს თუ არა კარტოფილს კიბო. ზრდის დასრულების შემდეგ ტუბერი (ზრდასრული კარტოფილის ნაყოფი) ფორმას იცვლის და მახინჯდება, ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში ეს დაავადება თესლით იყო შეტანილი. მიწა კი მხოლოდ მაშინ არის გადაგვარებული, თუ მთლიანი მოსავალი გაფუჭებულია.“

 

გალინა მეფარიშვილისგან განსხვავებით, რესან ჩოგაძე ამბობს, რომ იმ ნიადაგზე, სადაც კარტოფილის კიბო გაჩნდა, კარტოფილის დარგვა მხოლოდ 4-5 წლის მანძილზე არ შეიძლება.

 

„მე ყველა სოფელში შევხვდი მოსახლეობას და კონსულტაცია მივეცი, მოცემულ ფართობზე რა კულტურის ჩანაცვლება იქნებოდა უკეთესი. ხულოში აპრობირებული მაინც სიმინდია“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, წლის ბოლომდე ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც კარტოფილის კიბოს კონტროლს გაუწევს. რეგულაცია, რომელიც ხელისუფლებამ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, კარტოფილის კიბოს გავრცელების არეალის დადგენასა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემას ითვალისწინებს.
„კარტოფილის კიბოს კონტროლის რეგულაცია განხილვის სტადიაშია. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ, იქნება რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს წინააღმდეგ საკონტროლო ზომებს გაატარებს. თავიდანვე, რატომღაც არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს რეგულაციას, გაჟღერდა, რომ კარტოფილის კიბოს გამოვლენის ადგილზე 20 წლის განმავლობაში არ უნდა დაირგოს კარტოფილი, რაც არასწორია. დაავადების ადგილზე კარტოფილი სხვა კულტურით უნდა ჩაანაცვლონ, ან შეიცვალოს სათესლე მასალა იმ თესლით, რომელსაც ჩვენ გამოვიკვლევთ და ვეტყვით, რომ დაავადების გამძლეა“, – ამბობს ზურაბ ლიპარტია.

 

ასე გამოიყურება დაავადებული კარტოფილი
ასე გამოიყურება დაავადებული კარტოფილი

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კარტოფილის კიბოსთან საბრძოლველად საჭირო ფიტოლაბორატორია გაკეთდება, სადაც კარტოფილის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ჩატარდება. როგორც ჩანს, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია ქობულეთში არსებული ლაბორატორიის შესახებ, სადაც გალინა მეფარიშვილიც მუშაობს:

 

„ფიტოლაბორატორია იყო საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, განადგურდა. სამინისტროს ლაბორატორიის ბაზაზე, თბილისში კეთდება ფიტოსანიტარული ლაბორატორია, 15 კვალიფიციური თანამშრომელია აყვანილი, გადამზადდებიან. ეს დაავადება დიდი ხანია არსებობს, ამის გამოსწორება ერთ დღეში არ მოხდება. გატარებულ ღონისძიებებს მეცნიერული კვლევის საფუძველი უნდა ჰქონდეს. კლასიკური მეთოდი 21-ე საუკუნეში აღარ კმარა და რომც დადასტურდეს ეს საკარანტინო დაავადება, 2-3 მეთოდით უნდა დადასტურდეს მისი არსებობა“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის თქმით, კარტოფილის კიბოს გავრცელებას ხელს სათესლე მასალის უკონტროლოდ გავრცელება უწყობს. ის ფერმერებს დაავადებული კარტოფილის განადგურებისკენ მოუწოდებს.
„სათესლე მასალის უკონტროლოდ შემოტანა ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას, დაავადებული ტუბერი უნდა შეგროვდეს და დაახლოებით ერთ მეტრ სიღრმეზე დაიმარხოს ნიადაგში, შემდეგ კირი მოეყაროს და დაიფაროს მიწით, რომ არ გავრცელდეს. სწორედ ეს არის ზომები, რაც მოსახლეობის დონეზე შეიძლება გაკეთდეს.

 

ერთ ტუბერს ერთი წლის განმავლობაში არ შეუძლია მოიცვას მთელი ფერმერული მეურნეობა, მაგრამ ის წლების განმავლობაში დაასნებოვნებს ნიადაგს. როცა კარტოფილის მოსავლიანობის პოტენციალი იკლებს, ფერმერებს ვურჩევ გამოცვალონ თესლი, ხოლო სათესლე მასალა შეიძინონ სერტიფიცირებულ ობიექტებში, რადგან სწორედ სათესლე მასალას მოყვება ეს დაავადება. არ შეიძლება ფერმერმა ბაზარში იყიდოს სათესლე მასალა“, – ამბობს ზურაბ ლიპარტია.

 

ლიპარტიას თქმით, კარტოფილის კიბოს გამოსავლენად მიწის შესწავლა აუცილებელი არ არის: „თუ მცენარეში დაავადება აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი, სადაც ეს ბოსტნეული მოვიდა, დაავადებულია. მას შემდეგ, რაც ფიტოლაბორატორია მოეწყობა, მონიტორინგს გავუწევთ დაავადებას, ვიზუალურად დავაზუსტებთ, სად არის გავრცელებული, იმ ადგილების კოორდინატებს მოვნიშნავთ და ინფორმაცია რუკაზე იქნება დატანილი, ანუ გვეცოდინება, სად არის დაავადება გავრცელებული“.

 

ხულოში სულ 25 000 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, საიდანაც 9 100 ჰექტარზე კარტოფილს რგავენ. აქ მცხოვრები ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო სწორედ კარტოფილის წარმოებაა.

 

ხათუნა თავდგირიძის საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

 

ხათუნა თავდგირიძე
ხათუნა თავდგირიძე

ლექცია ჩატარდება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 44–ე აუდიტორიაში. დასაწყისი: 17 საათზე. დასწრება თავისუფალია. 

გაწუხებთ წნევა? – იარეთ ფეხით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი პავლე კასრაძე ამბობს, რომ ფეხით ხშირად სიარული, გარდა სხვა დადებითი თვისებებისა, არეგულირებს არტერიულ წნევას: ”მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ხდება წნევის არა აწევა ან დაწევა, არამედ რეგულირება, დაბალანსება. ანუ დაკვირვებებისას აღმოჩნდა, რომ სიარულის შემდეგ ჰიპერტონიკებში – წნევამ დაიწია, ჰიპოტონიკებში კი – აიწია”.

გარდა ამისა, ფეხით სიარული აუმჯობესებს სახსროვანი სისტემის მდგომარეობას: ”სახსარი ავასკულარული ზონაა, აქ არ არის სისხლძარღვი და მისი მდგომარეობა მხოლოდ მოძრაობით უნდა გაუმჯობესდეს. ასევე მოძრაობის შედეგად ადამიანი ინარჩუნებს წონას, ანუ სახსრებზე არ ხდება ზეწოლა, თავისუფლად მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ყველა სხვა ორგანო. მცირდება ართროზების ჩამოყალიბების რისკი”, – ამბობს პავლე კასრაძე.

მისი თქმით, მძიმე ფიზიკური დატვირთვებისგან განსხვავებით, ფეხით სიარული და მსუბუქი სირბილი იმ სახის აქტივობებში შედის, რომელთათვის აუცილებელი არ არის ექიმის კონსულტაცია, თუმცა ნორმის ცოდნა აუცილებელია – ”აქტივობის დოზირება ინდივიდუალურია, იგი დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ფუნქციონალურ შესაძლებლობებზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ რაც მეტს გააკეთებთ, მით უკეთესი არ არის. ადამიანი თავისით უნდა მიხვდეს თავის ნორმას, ეს პროცესი უნდა იყოს მისთვის სასიამოვნო და კომფორტული”, – ამბობს კასრაძე. თუმცა მისივე თქმით, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ადამიანმა დღეში (ან სულ მცირე ორ დღეში ერთხელ), 45 წუთი მაინც უნდა იაროს ფეხით.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი ზაურ ქავზინაძე ამბობს, რომ ვარჯიშის სახით ადამიანმა დღეში 5-6 კილომეტრი მაინც უნდა გაიაროს ჩქარი ტემპით: ”აჩქარებული სიარული გულისხმობს ერთი კილომეტრის გავლას 7-8 წუთში და ასე უნდა დაფაროს 5-6 კილომეტრი. ერთი ამდენს ვარჯიშის გარდა, დღის განმავლობაშიც გადის ადამიანი და ჯამში 10-12 კილომეტრი მაინც გამოვა”, – ამბობს ის.
ფეხით გასეირნებისთვის დროის შერჩევაც ინდივიდუალურია, თუმცა პავლე კასრაძე ამბობს, რომ ყველაზე კარგი დრო ამ ტიპის ფიზიკური აქტივობისთვის საღამოს 16 საათიდან 20 საათამდეა. ზაურ ქავზინაძე ამბობს, რომ მსუბუქი სირბილი დილის საათებშიც კარგია, თუმცა არა ახალ გაღვიძებულზე – ”ადგომიდან ერთი საათი მაინც უნდა გავიდეს, უნდა მოხდეს ძილის პირობებიდან სრულად გათავისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ გასვლა ბუნებაში 3-5 კმ-ის გასარბენად~. მისივე თქმით, ფიზიკურ აქტივობამდე სასურველია მსუბუქად საუზმობა: `სირბილის წინ არ არის რეკომენდებული ისეთი მძიმე საკვები, როგორიცაა: ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები. მსუბუქად უნდა მიირთვათ, მაგრამ უჭმელი სირბილი არ შეიძლება”.

ზაურ ქავზინიძე ამბობს, რომ სარბენად ყველაზე კარგი ადგილი ბუნებაა, რადგან ბეტონის საფარველი ფეხის კუნთებს აზიანებს: “ყველაზე კარგია მიწის საფარზე, ბალახზე სირბილი. მაღლობებსა და დაბლობებზე რბილად სირბილი არ აზიანებს ფეხის კუნთებს”. სირბილისას მნიშვნელოვანია სპორტული ფეხსაცმელიც, სასურველია ფეხსაცმელი იყოს კარგი ხარისხის, ქუსლთან შემაღლებული რეზინის ან ე.წ. კაუჩუკის ძირით.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მეზღვაური

 

ბრალდებულები


გიორგი (სახელი პირობითია) ბათუმში ცხოვრობს და ბოლო შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ის კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. სახლში ის 2013 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა. ბათუმში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ თვეში (2014 წლის იანვარში) ნათესავი დაუკავშირდა და სთხოვა გამოეტანა ამანათი, რომელიც საბერძნეთიდან იყო გამოგზავნილი. გიორგი ამბობს, რომ მაშინ საჭეს მართავდა, ამიტომ ნათესავს სთხოვა ტელეფონზე მოკლე შეტყობინებით მიეწერა, თუ ვის სახელზე იყო ამანათი. გიორგიმ ნათესავის თხოვნა შეასრულა, მაგრამ, როგორც კი ლერმონტოვის ქუჩაზე მივიდა და შვიდკილოგრამიანი ამანათი გამოიტანა, იგი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს: ფუთაში 0,609 გრამი ჰეროინი აღმოჩნდა. მისი შეცდომა სხვებმაც რომ არ გაიმეორონ, გიორგი თანახმაა მისი საქმე მედიამ გააშუქოს. „მე ვერ ავიღებ ამ მძიმე ტვირთს, ნარკოტიკების შეძენასა და ნასამართლეობის სტატუსს, ამიტომ მე არ მინდა საპროცესო შეთანხმება. მე სრულიად უდანაშაულო ვარ“, – ამბობს გიორგი „ბათუმელებთან“.

 

გიორგის ნათესავი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ გამოცხადდა, როცა გაიგო, რომ გიორგი დააკავეს და აღიარებითი ჩვენებაც მისცა. ბრალდებულის სტატუსიც სწორედ მას შემდეგ მიენიჭა (მან თქვა, რომ ფუთა, რომელშიც აკრძალული ნივთიერება იყო, მას გამოუგზავნეს). საქმის მასალებში ინახება სატელეფონო საუბრების ოქმი.

 

„არ შემშინებია. ვიფიქრე, რომ გაურკვევლობა იყო, ეჭვი არ შემპარვია, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი იქნებოდა ფუთაში. ჩემი თანდასწრებით ფუთა გახსნეს, ტანსაცმელში იყო „ნუთელას“ ქილა, გარედან შეფუთული წებოვანი ლენტით, აი, მაშინ შევშინდი, ქილა გახსნეს და ათი აბი, მოყავისფრო ნივთიერება ამოიღეს (როგორც ექსპერტიზით დადგინდა, 0,609 გრამი ჰეროინი). ავტომანქანაში არაფერი აღმოუჩენიათ. ვუთხარი, რომ ფუთა ჩემი არ იყო. იურისტი არ ვარ, ამიტომ ვარჩიე ადვოკატის მოსვლამდე დუმილის უფლებით მესარგებლა. როცა ჩემს ნათესავს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დაკავებული ვიყავი და ადვოკატს ვითხოვდი არ დაიჯერა, ეგონა, რომ ვხუმრობდით და ტელეფონს უთიშავდა პოლიციელს… ორი საათის მერე მოვიდა ადვოკატი. გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში… იზოლატორის უფროსმა მითხრა, რომ იქ ყოფნის ვადა მეწურებოდა და თუ რამდენიმე წუთში ბრალს არ წამიყენებდნენ, ვალდებული იყო გავეშვი. ბოლო წუთებში შემიფარდეს აღკვეთი ღონისძიება, როცა უძრავი ქონება ჩავდეთ, პატიმრობიდან გამათავისუფლეს“, – იხსენებს დაკავების დეტალებს „ბათუმელებთან“ გიორგი. წელიწადზე მეტია მას ბრალდებულის სტატუსი აქვს. დამსაქმებელი კომპანია გიორგის ეკითხება, რატომ არ მიდის სამუშაოდ: „დამსაქმებელი კომპანია, როცა გემზე ვართ, ხშირად და მოულოდნელად გვიტარებს ნარკოტესტს. ჩემთვის, როგორც უდანაშაულო ადამიანისა და მეზღვაურისთვის, ეს ბრალდება ძალიან მძიმეა. მე ჯერ ვერ ვეუბნები დამსაქმებელს, სამუშაოდ რატომ ვერ მივდივარ“.

 

სასამართლო დარბაზიდან


ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

გიორგის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლემ იკითხა, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა საპროცესო შეთანხმებას. პროკურორმა თქვა, რომ – არა. ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები – ნუგზარ მგელაძე და ირაკლი შავაძე იცავენ. ადვოკატმა შავაძემ სასამართლოს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ამიტომ მათ სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მეორე ბრალდებული, 27 წლის გიორგი, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შესაბამისად, მის ინტერესში შედის საქმის არსებითი განხილვა, ამიტომაც ადვოკატმა შავაძემ მისი საქმის ცალკე გამოყოფა მოითხოვა: „ჩვენი სურვილია საპროცესო შეთანხმება, გამოვყოთ ეს საქმე ცალკე და გიორგის საქმე განიხილოს სასამართლომ არსებითად“.

 

ადვოკატის ამ შუამდგომლობას გიორგი და მისი უფლებების დამცველი ნუგზარ მგელაძე დაეთანხმნენ, თუმცა შუამდგომლობა გააპროტესტა პროკურორმა: „არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ეს უკვე შეთანხმებულია არამარტო აჭარის პროკურორთან, არამედ მთავარ პროკურორთან. წინააღმდეგი ვარ საქმის გამოყოფის, ეს გამორიცხულია“…

 

ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა – ორი ბრალდებულის საქმეს სასამართლო ახლა ცალ-ცალკე განიხილავს: `ბატონო პროკურორო, ნუ ხართ ასეთი გაბრაზებული. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ პირადი ინტერესი არ გამოძრავებთ ბრალდებულების მიმართ და შესაძლოა დაილაპარაკოთ საპროცესო შეთანხმებაზე“.

 

პროკურორმა თქვა, რომ ეს ის საქმეა, რომელსაც ზედამხედველობას აჭარის პროკურატურის გარდა მთავარი პროკურატურა უწევს და „ყველაფერი გადაწყვეტილია“.

 

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ორივე ბრალდებულის საქმე ცალ-ცალკე განიხილოს, პროკურორმა საქმის გადადება მოითხოვა. მიზეზად მოუცლელობა (სხვა პროცესზე დასწრება) და დეტალების მთავარ პროკურატურაში შეთანხმება დაასახელა. მოსამართლე მამისეიშვილმა კი აქცენტი ბრალის მოხსნაზე გააკეთა:

 

„შვიდი წელია მოსამართლე ვარ. მართალია, არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, მაგრამ შესაძლოა პროკურორმა უარი თქვას ამ ბრალდებაზე, ამიტომ მივცეთ მათ დრო მოსაფიქრებლად, შეუთანხმდეს მთავარ პროკურატურას“.

 

 

სახელმწიფო ბრალდება


პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ბრალდებულებს ადანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის შეძენა და შენახვა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს შვიდიდან 14-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულები პატიმრობაში არ იმყოფებიან.

 

გიორგიმ პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ სახელმწიფო ყადაღის ქვეშ 10 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მას მხოლოდ ბრალის აღიარების სანაცვლოდ თანხის გარეშე სთავაზობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებულმა უარი თქვა ამ გარიგებაზე.

 

გიორგის მართლმსაჯულების იმედი აქვს. მტკიცებულებების გამოქვეყნება თითქმის დასრულებულია, მხოლოდ ბრალდებულები არიან დასაკითხი. საბოლოო სიტყვას მოსამართლე დავით მამისეიშვილი იტყვის, თუმცა დაცვის მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ მანამდე პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვას. გიორგი უკვე პირადად შეხვდა აჭარის პროკურორს, შოთა ტყეშელაშვილს და საქმის დეტალები გააცნო.

 

სასამართლო პროცესი 2 მარტს გაიმართება.

ორთვიანი სტაჟირება ჯანდაცვის სამინისტროში შშმ პირებისათვის

 

თანაშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარემ თეიმურაზ კაკაბაძემ, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ, „აბროგაცის” თავმჯდომარემ დავით ანანიძემ და „Art Way”-ს დირექტორმა ნინო ჩხაიძემ. მემორანდუმი სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირების სტაჟირებას ითვალისწინებს.


მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტაჟირებას  სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში და სათანადო პირობების შექმნას მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.


სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.


სტაჟირებისათვის კანდიდატთა შერჩევას მემორანდუმზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ, შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენენ სამინისტროს.


შერჩეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სამინისტროში სტაჟირებას ორი თვის ვადით გაივლიან. სტაჟირების დადგენილი პირობებით გავლის შემდეგ სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ცვლილება, რომელმაც შესაძლოა ბინის დაქირავება გააძვიროს

გიორგი ხიმშიაშვილი
გიორგი ხიმშიაშვილი

თქვენი აზრით, რას შეცვლის პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა?


პრემიერის ამ განცხადებით ძირითადად ორი რამ გაჟღერდა. ის, რომ სახელმწიფო იწყებს საგადასახადო რეგულირებას საცხოვრებელი სახლის ქირავნობით ან იჯარით გაცემული ხელშეკრულებებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში. სახელმწიფომ განაცხადა, რომ ქირით ან იჯარით გაფორმებულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში 20%-ით დაბეგვრის ნაცვლად იქნება 5%-იანი დაბეგვრა, რითაც შეეცდება საზოგადოებაში გააჩინოს კანონისადმი მორჩილების განცდა. უფრო მცირე დაბეგვრის სისტემით საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს მზაობა, რომ გადაიხადოს გადასახადი, არ იყოს გადასახადებისგან თავის არიდების ან დაფარვის მცდელობა.

 ანუ ადამიანები, რომლებიც არავითარ გადასახადს არ იხდიდნენ ბინის გაქირავებიდან, დაბეგვრის 5%-მდე შემცირების გამო გადამხდელებად დარეგისტრირდებიან?

 აქამდე სახელმწიფოს მიშვებული ჰქონდა პოლიტიკა, რომელიც შეეხებოდა ტურიზმის სფეროში სახლების გაქირავებას, ანუ საოჯახო ბიზნესს. დღეს სახელმწიფომ განაცხადა, რომ ის იწყებს ადმინისტრირებას ამ თვალსაზრისით. ანუ ე.წ. საოჯახო ბიზნესის მონიტორინგს და საგადასახადო ვალდებულების ჩარჩოებში მოქცევას. მათი მხრიდან არის შემხვედრი პოზიცია, რომ ითვალისწინებენ რა გარემოებიდან გამომდინარე არიდებდა მოქალაქე თავს გადასახადს – 20%-ი იყო მაღალი საგადასახადო განაკვეთი. 5%-იან ზღვარზე ჩამოტანა მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო იწყებს პოლიტიკის გამკაცრებას.

 ბინების გამქირავებლების დაბეგვრის მცდელობა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც, ქობულეთის მაგალითი რომ გავიხსენოთ, მაგრამ არ გამოვიდა. რა გზა არსებობს ამ სფეროს კანონმდებლობის ჩარჩოებში მოსაქცევად?

 სახელმწიფოს აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ მოახდინოს შემოსავლების ადმინისტრირება და საჯარიმო სანქციების გატარება. ერთ წლამდე ქირავნობის რეგისტრაციის სავალდებულოებას თვითონ კანონი არ იცნობს. ის, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ვერ განხორციელდა ამ პროცესის საგადასახადო ჩარჩოებში მოქცევა, ბევრი რამით იყოს განპირობებული. შეიძლება ეს ყოფილიყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუნდაც ქობულეთში რაც მოხდა ომის შემდგომ პერიოდში – საბანკო სესხები მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას. დღეს არსებული მენეჯმენტით კი ხელისუფლებას მარტივად შეუძლია ყველა იმ შემოსავლის მონიტორინგი და ადმინისტრირება, რომელსაც იღებს მოქალაქე სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. როდესაც ხელისუფლება კანონის ჩარჩოებში აცხადებს, რომ ის იწყებს ადმინისტრირებას, რა თქმა უნდა, ამის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოქალაქის მხრიდან კანონის მორჩილება.

შეიძლება თუ არა დაბეგვრის განაკვეთის შემცირებამ გამოიწვიოს ის, რომ თუ აქამდე მოქალაქე არ აფორმებდა ხელშეკრულებას ბინის გაქირავების თაობაზე, ახლა ამას გააკეთებს და თვითონაც იქნება დაცული?

 ნებისმიერი ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე რისკებისგან დაზღვეულია. კერძო სამართლებრივ ურთიერთობას სახელმწიფო არ არეგულირებს. კერძო პირი აქირავებს სახლს, ამას სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს. ეს რისკია და პასუხისმგებელი თავად მოქალაქეა… საუბარია იმაზე, რომ მაღალი განაკვეთის შემთქვევაში სახელმწიფოს უნდა დაეხარჯა უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რომ გამოევლინა მოქალაქეები, რომლებმაც დაუმალეს სახელმწიფოს გადასახადი. ახლა სახელმწიფო ელოდება მოქალაქისგან ნებას, რომ ის დაემორჩილება კანონს. ნებაყოფლობით შესრულებული საგადასახადო ვალდებულება კი გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს საბაზრო სიტუაციაზეც. გაზრდის გაქირავების საფასურს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ შემდგომი თანმხლები პროცესებიც – ეს არის შესაბამისი დეკლარაციის წარმოების წესი, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეუძლია. გამოვა, რომ მათ უნდა დაიქირავონ ბუღალტრები, აწარმოონ საგადასახადო დოკუმენტაცია, რაც, თავის მხრივ, ფინანსებთან არის დაკავშირებული.

არსებული სოციალური მდგომარეობის პირობებში, როდესაც აქვს სახელმწიფოს ტურიზმის განვითარების სწრაფვა, საგადასახადო კანონმდებლობის გამკაცრება კი არა, პირიქით – შემცირება ან საერთოდ გაუქმება იქნებოდა მომგებიანი. მართალია, დაბეგვრის გადასახადი შევამცირეთ, მაგრამ თანმდევი პროცესები აუცილებლად გამოიწვევს ვალდებულების ზრდას.

ზოგადად, რამდენად ხშირად მოგმართავდნენ მოქალაქეები სახლის გაქირავებისას ხელშეკრულების გასაფორმებლად?


ბოლო პერიოდში გაიზარდა სახელშეკრულებო ურთიერთობები ქირავნობის ხელშეკრულებებთან მიმართებაში. ძირითადად ესენი არიან იურიდიული პირები, რომლებიც იჯარით ან ქირით იღებენ ფართობს. ფიზიკური პირების შემთხვევაშიც იყო შემთხვევები, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ მათთვის სახელშეკრულებო ურთიერთობები უფრო მისაღებია – ისინი მზად იყვნენ 20%-ი გადაეხადათ. 

 ახალი ინიციატივა როგორ აისახება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებსაც კერძო პირებისგან აქვთ ნაქირავები საოფისე ფართობები, შეღავათები მათზეც გავრცელდება?

ეს არის გათვლილი ფიზიკურ პირებზე. მათზე, ვინც ე.წ. სასტუმრო საცხოვრებელ ფართობებს აქირავებს. ეს შეეხება ე.წ. საოჯახო სასტუმროსაც, მათ, ვინც საცხოვრებელი ფართობის გაქირავებით იღებს შემოსავალს.

პატიმრების ახლობლების მორიგი აქცია მე-3 საპყრობილესთან

 

„ჩვენი შვილები 30 დღეა შიმშილობენ, არავის მოუკითხია მათი ამბავი. შვილები შიმშილით გვიკვდება. ვითხოვთ აღსდგეს სამართალი, გადახედონ მათ საქმეებს. ვისაც ეკუთვნის უვადო, მისცენ უვადო, ხოლო ვისაც არ ეკუთვნის, გადახედონ და მისცენ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ ცხოვრებას. მივიდეს ჩემს შვილთან ის, ვინც მოისმენს ჩემი შვილის ჩვენებას, მის გულისტკივილს და იმისდა მიხედვით მიესაჯოს სასჯელი. თუ არადა, მე ჩემი შვილისთვის გავწირავ თავს“ – განაცხადა ერთ-ერთ ერთი პატიმრის დედამ შადიე დუმბაძემ. მისი შვილი მეშვიდე წელია პატიმრობაშია.

 

პატიმრების ახლობლებმა 22 თებერვალს იმავე მოთხოვნით აქცია ქობულეთშიც გამართეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე, რომელიც აქციის მონაწილეების მხარდამჭერია, ამბობს, რომ სათანადო რეაგირება სახელმწიფოს არც ერთი უწყებიდან არ ყოფილა.

„ეს აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ რამე შედეგი არ იქნება“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ბათუმში 182-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება

 

სასტუმროს პროექტი
სასტუმროს პროექტი

აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “Leogrand”-ში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კაზინო განთავსდება. ამავე უწყების ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 23 მილიონი დოლარია და სასტუმროში დაახლოებით სამასი ადამიანი დასაქმდება. 


სასტუმრო “Leogrand”-ს შპს „მერსინ ტურიზმი“ აშენებს, რომლის მფლობელებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების დამუშავება დაიწყო

 

საქსტატის ინფორმაციით, აღწერის მონაცემები  წყნეთის ოფისში ელექტრონულად მუშავდება. მონაცემთა შეყვანისა და დამუშავების პროცესში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. 

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც განხორციელდა. 

 

აღწერის წინასწარი მონაცემები 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო – 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 4 490 500 იყო. 

 

 

ბათუმის მერიის უკვე გარღვეული ბიუჯეტი

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ჟილინის არხის პროექტის განხორციელებას ბათუმის მერია რამდენიმე წელია ცდილობს, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა ვერც ერთმა კომპანიამ დღემდე ვერ მოახერხა აღებული ვალდებულების შესრულება. არადა, ჟილინის არხის აშენებას ბათუმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ეს არხი იმისთვის არის საჭირო, რომ ბათუმი აღარ დაიტბოროს.

 

გასულ წელს ჟილინის არხის პროექტის, ისე როგორც სხვა არაერთი პროექტის ჩავარდნის გამო, ბიუჯეტი ვერ შესრულდა – ბათუმის მერიას გაუხარჯავი 20 მილიონ 310 ათასი ლარი დარჩა, აჭარის მთავრობას კი – 11 მილიონი.


თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქისა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან მთლიანობაში 45 მილიონამდე ლარი (ორივე ბიუჯეტის 14 პროცენტი), მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა, ბიუჯეტების შესრულების მაჩვენებელი რეგიონისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელების ნაწილში კიდევ უფრო დაიკლებს. თუმცა, დღემდე ბიუჯეტის გარღვევის გამო პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია და არც არავის აუღია ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

 

გასულ წლებში ბათუმის მერიაში მილიონობით გაუხარჯავი თანხისა და ჩავარდნილი პროექტების მიზეზად კონტრაქტორების მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებსა და ჩაშლილ ტენდერებს ასახელებდნენ. მიზეზებში მერის მოვალეობის შემსრულებლის ხშირი შეცვლაც სახელდებოდა.

 

2015 წლის ბიუჯეტი ახალმა, ხალხის მიერ არჩეულმა მერმა დაგეგმა, შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულებაც მისი პასუხისმგებლობაა. საინტერესოა ახალი ბიუჯეტის დაგეგმვამდე გაანალიზა თუ არა გიორგი ერმაკოვმა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ვერ შესრულების მიზეზები და რა სტრატეგიით იმუშავებს მერია წელს იმისთვის, რომ 2015 წლის ბოლოს ბიუჯეტში აუთვისებელმა ნაშთმა ისევ ათეულობით მილიონი არ შეადგინოს, მითუმეტეს, როცა წლის დასაწყისშივე ცხადი ხდება, რომ კონტრაქტორები კვლავ არღვევენ ვალდებულებებსა და ტენდერების ჩაშლის ტენდენციაც გრძელდება. ამ საკითხზე არგუმენტირებული პასუხების მოსმენა „ბათუმელებმა“ პირადად გიორგი ერმაკოვისგან სცადა, მაგრამ, როგორც პრესცენტრში განაცხადეს, „მერს არ სცალია“.

 

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე კი ამბობს, რომ „პრობლემები გააანალიზეს და გამოცდილება ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინეს“. გარდა ამისა, წელს, ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემების დროულად აღმოჩენასა და შესაბამის რეაგირებაზე მერიაში ახალი კომისია იზრუნებს. კომისია ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე უახლოეს დღეებში შეიქმნება და მას ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე უხელმძღვანელებს.

 

არჩილ ვანაძის განმარტებით, ახალი კომისია ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავს, პერიოდულად შეხვდება კონტრაქტორებასაც და პრობლემების შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.

 

დროული რეაგირება კი შეიძლება იყოს ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება, რასაც საკრებულოს ნებართვაც სჭირდება. თუმცა, პროცედურულად მაინც იძლევა შესაძლებლობას უფრო ნაკლებ ვადაში მოხერხდეს ახალ კონტრაქტორთან შეთანხმება, ვიდრე ეს ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

 

რაც შეეხება გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, რომ წელს ბიუჯეტში გაწერეს პროექტები, რომელთა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც უკვე არსებობს და ამ პროექტების უმეტესობაზე ტენდერებიც გამოცხადებულია.

 

შესყიდვების სააგენტოს ვებპორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წელს ბათუმის მერიამ ტენდერი 28-ჯერ გამოაცხადა, მათ შორის უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლენილი არ არის ან მიმდინარეობს შერჩევა-შემოწმების პროცესი. რამდენიმე შემთხვევაში კი ტენდერი იმის გამო არ შედგა, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები არ დარეგისტრირდნენ.

 

მათ შორისაა სამშენებლო სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები. ამას ემატება ისიც, რომ მერია იძულებული გახდა ჟილინის არხთან დაკავშირებით გასულ წელს გაფორმებული ხუთმილიონიანი შეთანხმება ჩაეშალა.

 

„კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამუშაოები ვერ აწარმოა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა. შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ ხუთი პროცენტი. იმისათვის, რომ დრო არ დავკარგოთ, უკვე მივმართეთ აჭარის მთავრობას პირდაპირი წესით სხვა კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე“, – განმარტა არჩილ ვანაძემ. მისივე ინფორმაციით, დროის დაზოგვის მიზნით მერია ამ პრაქტიკას საჭიროების შემთხვევაში ისევ გამოიყენებს.

 

11 მილიონი ლარი დაბრუნდა ნაშთის სახით გასულ წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. სად, რა ნაწილში და რატომ ვერ აითვისეს სამთავრობო სტრუქტურებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, ამ საკითხზე ანალიზი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ გაუკეთებიათ. სამინისტროში თანხის აუთვისებელ ნაწილზე სამთავრობო სტრუქტურებიდან ინფორმაციას ელოდებიან.

 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: „შესაძლებელია გაფორმებული იყო კონტრაქტორთან ხელშეკრულება, რომ უნდა დასრულებულიყო წლის ბოლომდე, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციების გამო თანხის ათვისება ვერ მოხერხდა. კონტრაქტორებთან გასულ წელს ბიუჯეტის დასაბალანსებლად გამოყენებული გვქონდა წლის დასაწყისისთვის არსებული ნაშთი – 21 მილიონ 542 ათასი ლარი. დაზუსტებული ბიუჯეტი კი იყო – 167 მილიონ 270 ათასის ლარი“.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, `შესრულება გვაქვს 93,03 პროცენტი, სადღაც 6,07 პროცენტის – 11 მილიონ 141 ათასი ლარის ათვისება ვერ მოხერხდა. 650 800 ლარი არ აუთვისებია მთავრობას ხელფასისა და პრემიებისთვის გათვალისწინებული თანხიდან. თანხა მოგვრჩა სესხების პროცენტის დასაფარად გათვალისწინებული თანხიდანაც“.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს

 

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები როინ გუნდაძის თქმით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ნახევარი საათის წინ გადაკეტეს და მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებენ: „ჩვენ ვითხოვთ ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენას. შუქი ორი დღის წინ გაგვითიშეს, მთლიანობაში 5 ათასი ლარის დავალიანება გვქონდა, მაგრამ დავალიანების დაფარვის მიუხედავად შუქს მაინც არ გვირთავენ. გვეუბნებიან, რომ თითოეულ ქოხში მცხოვრებმა თანხა – 10-10 ლარი უნდა შევიტანოთ დეპოზიტზე და ისე ჩაგვირთავენ შუქს“.

 

როინ გუნდაძე ამბობს, რომ მათთან შესახვედრად უკვე მივიდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

 

ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქი, როგორც მას ხელისუფლება უწოდებს, უკანონოდ შეჭრილების დასახლებაა. თავად აქ მცხოვრები ადამიანები საკუთარ თავს უწოდებენ ეკომიგრანტებს, უსახლკაროებსა ან სოციალურად დაუცველებს. ორ წელზე მეტია აჭარის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ზუსტი კვლევის დადება, თუ „ვინ არის ეკომიგრანტი და ვინ ამ ჯგუფს მიტმასნილი“.

ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ერთ აბონენტად არიან დარეგისტრირებულები
ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ერთ აბონენტად არიან დარეგისტრირებულები

პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის

 

დღევანდელი ჩემი მოსაზრება, ჩვენი გუნდის მაგალითით მინდა განვიხილო. მას შემდეგ, რაც თავისუფალი დემოკრატები დავაფუძნეთ, ყოველდღიურ რეჟიმში დეზინფორმაციის ნაკადი არ წყდება ჩვენი გუნდის და მისი ლიდერების მიმართ. ამას ბუნებრივია კრიტიკა არ ჰქვია. ეს ტალახის სროლასაც აღარ ჰგავს, ეს უფრო მეტია და ამას არც ბოლო უჩანს.  იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიბინძურე დიდხანს არ  მორჩება, რადგან ქართული პოლიტიკის უკვე ჩამოყალიბებული ხასიათია და თუ ხარ ქართულ პოლიტიკაში ეს დინება (მაინც ტალახისფერი) გემუქრება და მერე როგორ.

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დემოკრატები სულ რაღაც ხუთი წლისაა, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმის უკვე ვეტერანები ვართ. ეს დინება ჩვენთვის უკვე ისეთი ნაცნობია, რომ მისი შენაკადის (ფერად შავი) ყველა ტოტის დიალექტიკასაც კი ვცნობთ. უკვე ვიცით არა თუ ვინ დგას ამის უკან, არამედ იმასაც ადვილად ვხვდებით, რამდენად მოხდა „მეტალახეების“ კოოპერაცია, ერთი გვიტევს თუ რამდენიმე ერთად.  ასეც ხდება ხოლმე, ერთი შეხედვით განსხვავებული მრწამსის პოლიტიკოსებს უმალ აერთიანებთ ჩვენზე გალაშქრების სურვილი და მე ამ მოვლენას როგორც საპორტო ქალაქის მკვიდრი  სარკაზმით მეცხრე ტალღის ეფექტს ვეძახი.

 

არჩევანი არის ყოველთვის და ეს არჩევანი არის იმ შემთხვევაშიც, თუ თალახისფერი ნიაღვარი პირდაპირ შენს  მიმართ არის მომართული.  რატომ არ უნდა იყო მორევის წესების მონაწილე?! პასუხი მარტივია, წარმოუდგენელია ამ მორევმა შვას რაიმე ღირებული, ის იმდენად გაჯერებულია ნეგატივით და პირადი ანგარიშსწორებით, რომ მასთან ნებისმიერი წილნაყარობა მსგავსებას ნიშნავს. მსგავსება რაიმესთან, რასაც  პოზიტიური ხასიათი არ აქვს, ნიშნავს მსგავსებას მუდმივ ნეგატივთან, რისი ბოლოც გარდაუვალი დაღუპვაა.  „რომელი შეეხოს ფისსა გაშავდეს“ ისუ ზირაქის ეს სენტენცია არის გზამკვლევი და თავისთავადი პასუხიც, როგორ უნდა იქცეოდე ასეთ დროს. 

 

ჩემი ეს მოსაზრება არ ეხება რომელი კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესს, იგი ეხება ქართული პოლიტიკის ზოგად ხასიათს და ჩვენი გუნდის დამოკიდებულებას მის მიმართ.  დღეს რთულია იცხოვრო განსხვავებული პოლიტიკური დღისწესრიგით  საქართველოში, რადგან განსხვავებულობა ნიშნავს განცხადებულ პრეტენზიას დამკვიდრებული, დომინანტი ქცევის  წინააღმდეგ და იგი საქართველოში არსებული წარმოდგენების თანახმად დასჯადია. მსგავსნი თანხმდებიან და ერთიანდებიან, გასხვავებულის წინააღდმეგ  და აქვთ ერთი მიზანი ან დაგიმსგავსონ ან განგდევნონ. ჩვენ და ისინი საწინააღდმეგო ლოგიკით ვცხოვრობთ და ამიტომაც ჩვენი პოლიტიკური მისწრაფებები მიუღებელია მათთვის. 

 

და მაინც, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქართველოში?! რამ დააჭუჭყიანა იგი?! ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსების უმრავლესობა, ოპონირებას როგორც პოლიტიკის შემადგენელ, აუცილებელ მოცემულობას არ ცნობს. მათი პოლიტიკური კლასის (თუ ის საერთოდ არსებობს ქართულ პოლიტკაში) შეფასება ვერ ცდება დამაკმაყოფილებელსაც კი. საწინააღმდეგო მოსაზრება აღიქმება პირად მტრობად და მტრები კავკასიაში დამკვიდრებული ადათების მიხედვით არ უყვართ. თუ გადაწყვიტა, რომ ხარ მტერი (სინამდვილეში ოპონენტი), იყენებს ყველა მეთოდს შენს გასანეიტრალებლად და გამარჯვებასაც ზეიმობს დაუსრულებელი ნადიმებით. საქმე პოლიტიკას რომ არ ეხებოდეს, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, თან იმ ქვეყნისა, რომელსაც ყველა ჭრილობა ჯერ კიდევ ღია აქვს და მუდმივად კარგავს სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიას, სანერვიულოც არაფერია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საქმე ეხება ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს, რომლის მუდმივი ამოცანა ერთობის ძიება უნდა იყო ქვეყნის შიგნით  (მხარდამჭერების ქვეყნის გარეთ) ყველა კანონიერი ღონე უნდა მიმართოს საზოგადოების პოლარიზების წინააღდმეგ.

 

„ბინძური პოლიტიკა“ სახეს უკარგავს პოლიტიკურ ლიდერებს და მორალურად ანადგურებს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. საზოგადოებას კი უკარგავს რწმენას და რწმენადაკარგული საზოგადოება მხოლოდ იმედის იმედად რჩება. ვიცი, რომ აპათიური მდგომარეობა დავხატე, მაგრამ ეს ფორმულა უნივერსალურია და ყველგან ასეთი შედეგების გამომწვევი.

 

პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, თუ პოლიტიკოსები შეიგნებენ, რომ პოლიტიკური კონკურენცია არ არის მტრობა. თუ ისინი მაღლა დადგებიან, იქ, სადაც პროფესიული ეთიკის ადგილია, თუ ისინი არ მიმართავენ აკრძალულ ხერხებს და მეთოდებს. ამ შემთხვევაში ტალახისფერი მორევის მკვიდრნი დარჩებიან უმცირესობაში და მათი სიმცირე ნიაღვარს ძალას დაუკარგავს. ვიცი, ეს მომავლის პერსპქტივებია, მაგრამ მანამდე მოკლედ ჩამოვთლი (რამდენად რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს) რა ხერხებს არ მივმართავთ ჩვენ:

 

არ ვუკვეთავთ სტატიებს და სიუჟეტებს სხვათა ოჯახების დისკრედიტაციის მიზნით, არ ვამზეურებთ პერსონალურ ინფორმაციებს, არ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს სხვისი ავტორიტეტის განსაქარვებლად, არ ვსარგებლობთ პრივილეგიებით სხვათა თავისუფლებების ხელყოფისთვის,  არ ვქმნით ყალბ  „ექაუნთებს“ ფეისბუკში და არ ვწერთ, უსახელოდ და უგვაროდ, სხვისი სახელისა და გვარის დამაცირებელ კომენტარებს.

 

რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ არ ვაკეთებთ არც ერთს ზემოთჩამოთვლილს და ვეძებთ ჩვენს მსგავს მოქალაქეებს, რომ მალე უმრავლესობა ვიყოთ!!!

 

 

 

„იაფი სახლის“ მშენებლობის საკითხზე ვერც დღეს ჩამოყალიბდნენ

 

ამ ცვლილებასთან ერთად საკრებულომ მერიას ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, #78-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ 3 174 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე გეოლოგიური კვლევის ჩატარება, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა და  ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების პროექტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად  წარდგენა დაავალა.

 

2014 წლის 10 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ დღეს გააუქმა „იაფი სახლი სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფარგლებში მერია გეგმავდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას თამარის დასახლებაში მდებარე 330-ე კვარტალში არსებულ ტერიტორიაზე. მანამდე კი ეს ტერიტორია ბარაკული ტიპის სახლებისგან უნდა გამოეთავისუფლებიათ. აქ მცხოვრებ ოჯახებს კი, რომლებსაც საკუთრება რეესტრში აქვთ დარეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქონების მესაკუთრეებისთვისაც მერია ერთი კვ.მ ფართობის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 700 ლარს შესთავაზებდა. ამ განკარგულების მიღების შემდეგ, მერიის შესაბამისმა სამსახურმა თამარის დასახლებაში ბარაკები აღწერა და საკომპენსაციო თანხის ოდენობაც დაადგინა. გაირკვა, რომ თამარის დასახლებაში მერიას 60 ოჯახთან მოუწევდა შეთანხმება, მათი საცხოვრებელი ფართობის ასათვისებლად კი 2 მილიონ 937 389 ლარი იქნებოდა საჭირო.

 

 

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

განკარგულების  გაუქმების მოთხოვნის მიზეზად საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებთან  შეთანხმების ვერ მიღწევა დაასახელა. 

 

გოგა ლომაძის ინფორმაციით, 60 ოჯახიდან 39 წინააღმდეგია, ხოლო რვა ოჯახმა თავი შეიკავა.

 

ამის შემდეგ ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ განმარტა, რომ მერიას არ უნდა ექსპროპრეაციის გზით წავიდეს, რადგან „ეს კეთილშობილური პროიექტიც კი მერიას ამად არ უღირს“.

 

უმსავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ წარდგენილ და მოწონებულ პროექტსაც, რაც ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის არა კომპენსაციის გაცემას, არამედ მათთვის სახლის აშენებას და თითოეული ოჯახის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ წარადგინა. მის პროექტს მხარი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ფრაქცია „ახალმა ოპოზიციამაც“ დაუჭირა, თუმცა უმრავლესობამ საკითხი ჩააგდო.

 

 

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]

 

საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გამოეხმაურა. მან მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით უმოქმედობაში დაადანაშაულა, რასაც ირაკლი ჭეიშვილის რეპლიკა მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარემ ლარის კურსის ცვლილება წინა მთავრობის დანატოვარი ვალით ახსნა, რამაც გიორგი კირთაძე გააღიზიანა. ფრაქციამ „თავისუფალი დემოკრატები“  შესვენება მოითხოვა.



ბათუმში პატიმრების საჩივრებს გენერალური ინსპექცია იკვლევს

 

უწყების გენერალური ინსპექცია იკვლევს   თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ყოფილა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. პატიმრები  “ბათუმელების” რედაქციაში გამოგზავნილ წერილებში წერდნენ,  რომ პატიმრებს ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი არაადამიანურად ეპყრობა. 


რედაქციაში შემოსული წერილების ასლებით ირკვევა, რომ პატიმრები ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ასევე წერილობით აწვდიან. 


მურმან დუმბაძე: ივანიშვილი გამებუტა

მურმან დუმბაძე

„2013 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ჰქონდა. როცა მაია ფანჯიკიძე ტრაპიდან ჩამოვიდა, მაშინვე გააკეთა განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და თქვა, რომ აჭარლებიც ქართველები არიან და მათ აქვთ უფლება ბათუმში ააშენონ მეჩეთი. როცა ბიძინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შევხვდი, ვუთხარი თქვენი მთავრობის წევრმა ძალიან უგუნური განცხადება გააკეთა-მეთქი. მერე, რა, ეს ხომ მართლა ასეაო, – მითხრა. მაშინ მე დავარტყი მაგიდაზე ხელი და ვთქვი, რომ მეჩეთი ვერ აშენდებოდა. სხდომის შემდეგ კიდევ გვქონდა ცალკე საუბარი, სადაც ხმამაღალ საუბრამდე მივიდა საქმე. ამის შემდეგ ივანიშვილი გამებუტა და კავშირი გაწყდა“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ „ბათუმელებთან“.

მურმან დუმბაძე 2012 წლის არჩევნებამდე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე იყო. არჩევნების შემდეგ, 2013 წლის თებერვალში წინ დუმბაძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ არ არის მეჩეთის აშენების წინააღმდეგი, თუ ამას ქართველი მუსლიმები მოითხოვენ. 

“ბათუმელების” სრული ინტერვიუ პარლამენტის ვიცე-სპიკერთან – მურმან დუმბაძე: თანამდებობას ავთანდილ ბერიძეც დატოვებს – რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში გავითარებულ მოვლენებს შეეხება, იხილეთ „ნეტგაზეთზე“.  

საიას იურისტი: ბათუმის ციხეში პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ

 

ჯაბა ზერეკიძე

 

ბატონო ჯაბა, რამდენჯერ იყავით ბათუმის მესამე დაწესებულებაში და ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ პატიმრებს?

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განვახორციელე სამი ვიზიტი, მოვინახულე ათამდე პატიმარი. პატიმრები ძირითადად უკმაყოფილონი იყვნენ დაწესებულების სამედიცინო მომსახურებით. მათი თქმით, არ უტარდებოდათ სათანადო სამედიცინო გამოკვლევები, არ იყო ხელმისაწვდომი მედიკამენტები, ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესაჭიროებოდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რაც არ მიეწოდებოდათ საკმარისი დოზით.


გარკვეული მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ განათავსეს ბათუმის N3 დაწესებულებაში, ხოლო მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. მძიმე სოციალურ‐ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მათი ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ პატიმრების მონახულებას, ასევე რამდენიმე მათგანის საქმის განხილვა მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში და საქმის არსებით განხილვაზე დასწრებისთვის პატიმრებს უხდებოდათ ბათუმიდან თბილისამდე გადაადგილება, რაც დისკომფორტს უქმნიდათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.


გარდა ამისა, პატიმრები უკმაყოფილონი იყვნენ საკნებში არსებული პირობებით. მათი თქმით, საკნებში არსებული სავენტილაციო სისტემა იყო გაუმართავი, წყალი მიეწოდებოდათ გრაფიკით, ზოგიერთს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა სპეციფიკური კვება, რასაც დაწესებულების ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა. რამდენიმე პატიმრის თქმით, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით მათ საჩივრით მიმართეს ციხის ადმინისტრაციას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რამაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია და ადგილი ჰქონგა გარკვეული ხასიათის ზეწოლასაც.


იმ პატიმრებს, რომლებსაც თქვენ შეხვდით, აღენიშნებოდათ თუ არა სხეულზე დაზიანებები?

 

ზოგიერთ პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა მათივე განცხადებით თვითონ მიიყენეს თვითდაზიანებები, რითაც გამოხატეს პროტესტი დაწესებულების დირექტორის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ საჩივრებსა თუ განცხადებეებში დასმულ საკითხებზე არანაირი რეაგირება არ განხორციელდა. პატიმრების გარკვეული რაოდენობა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მათი პირობები გაუმჯობესდა და დაწესებულეების დირექტორთან და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, თუმცა დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურების მიმართ გამოთქვამენ უკმაყოფილებას.


როცა პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ, მიმართეს თუ არა საგამოძიებო უწყებებს ამის გამო, ან ხომ არ აპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მათი უფლებების დაცვას? 

 N3 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრების მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, პატიმრების თქმით, გამოძიება ჭიანურდება და დაწესებულების ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომლის მიმართ ამ დრომდე რაიმე სახის თუნდაც დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებიათ. საია უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პატიმარს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას და მიმართავს შესაბამის უწყებებს.


 

 

 

 

Exit mobile version